ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, საავტომობილო გზების 80% თოვლისგან გაწმენდილია, დამატებით, კიდევ 5000-მდე აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. ამის შესახებ, ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. ამავე ცნობით, ბუნებრივი აირით კიდევ 800-მდე აბონენტი მომარაგდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფი, მათ შორის მეხანძრე-მაშველები თავდაცვის ძალებთან და შესაბამის უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობასთან დაკავშირებით, საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. გურიის რეგიონში მოწყობილია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 6 ლოკალური შტაბი, სადაც ხდება დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებთან დაკავშირებული შეტყობინებების მიღება და შესაბამისი რეაგირება. მეხანძრე-მაშველებმა, საპოლიციო ძალებთან და სხვა უწყებების წარმომადგენლებთან ერთად რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში არაერთ მოქალაქეს გაუწიეს დახმარება“- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც…
მეტი...დღე: თებერვალი 27, 2025
“უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება არ მოხდება”- დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება არ მოხდება. ჟურნალისტმა ტრამპს მიმართა, რომ ევროპელებს სურთ, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი გახდეს ომის დასრულების შესახებ შეთანხმების ნაწილი, რაზეც ტრამპმა აღნიშნა: „ახლა მე რომ ვთქვა, რომ ამაზე ვიმუშავებთ – უყურეთ, ეს არ მოხდება. ეს არის ის, რის გამოც ეს ყველაფერი დაიწყო. ბაიდენმა თქვა ეს და ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ყველაფერი დაიწყო. ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ვცდით, მაგრამ ეს არის ის, რაც არ მოხდება. მეორე საკითხი არის უკრაინის მიწების უკრაინისთვის დაბრუნება, რაზეც ვიმსჯელებთ. ვცდით, რამდენადაც ჩვენ შეგვიძლია, რომ მათ დაიბრუნონ მათი…
მეტი...როგორი ამინდი იქნება ხვალ საქართველოში?!
28 თებერვალს, საქართველოს უმეტეს ქალაქში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ამინდი ქალაქების მიხედვით ასეთია: გაგრა +7 – უმეტესად მზიანი ; სოხუმი +7 – უმეტესად მზიანი; ზუგდიდი +6 – მზიანი; მესტია -6 – უმეტესად ღრუბლიანი; ფოთი +8 – მზიანი; ბათუმი +9- მზიანი; ოზურგეთი +8 – მზიანი; ქუთაისი +5 – მზიანი; ამბროლაური +4 – უმეტესად მზიანი; ახალციხე +2 – მზიანი; ბორჯომი +0 – უმეტესად მზიანი; ბაკურიანი -3 – მზიანი; გორი +3 – უმეტესად მზიანი; ცხინვალი +1 – უმეტესად მზიანი; სტეფანწმინდა -6 – თოვლი; გუდაური -8 – უმეტესად ღრუბლიანი; თელავი +3- უმეტესად მზიანი; რუსთავი +8 – მზიანი; თბილისი +7 – მზიანი. დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა დასავლეთ საქართველოში. ზოგიერთი სოფელი გარესამყაროსაა…
მეტი...ინგა გურგენიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა
უნგრეთში ფიგურული ციგურაობაში,იუნიორთა შორის, მსოფლი ჩემპიონატი მიმდინარეობს. მოკლე პროგრამით წარსდგა ქართველი სპორტსმენი, ინგა გურგენიძე, რომელმაც მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა. გურგენიძემ მსაჯებისგან 67.47 ქულა დაიმსახურა, რაც სეზონის საუკეთესო შედეგია. ქართველი ფიგურული მოციგურავე თავისუფალი პროგრამით პირველ მარტს წარდგება. 15 წლის ინგა გურგენიძე „ბაკურიანი 2025“-ის ჩემპიონია.
მეტი...უნგრეთის მთავრობა ლგბტქ+ პრაიდის მსვლელობას კრძალავს
უნგრეთის მთავრობის წარმომადგენლი, გერგლი გულიაში აცხადებს, რომ საზოგადოებრივ სივრცეში ლგბტქ+ პრაიდის მსვლელობა აღარ გაიმართება. გულიაშმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ლგბტქ+ მარშის აკრძალვა შეესაბამება შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელშიც ნათქვამია, რომ „ბავშვების ფიზიკური, გონებრივი და მორალური განვითარების უფლება შეუქცევადია“. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა გასულ შაბათ-კვირას განაცხადა, რომ ის ურჩევს ლგბტქ+ მარშის ორგანიზატორებს, „არ შეწუხდნენ წლევანდელი მარშის მომზადებისთვის“, რადგან „ეს იქნება დროისა და ფულის ფუჭად დაკარგვა“.
მეტი...“არ მჯერა, რომ ზელენსკი დიქტატორი დავუძახე”- ტრამპი კირ სტარმერს ხვდება
“არ მჯერა, რომ ზელენსკის დიქტატორი დავუძახე”- განაცხადა დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან საუბარის დროს. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხა, ჯერ კიდევ სჯერა თუ არა მას, რომ ზელენსკი “დიქტატორია”? “მე ვთქვი ეგ? არ მჯერა, რომ ამას ვიტყოდი” – უპასუხა ტრამპმა. პლატფორმა Truth Social-ზე 19 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი როგორც “არჩევნების გარეშე დიქტატორი” მოიხსენია.
მეტი...თეთრ სახლში, ხვალ ვოლოდიმირ ზელენსკის ელოდებიან
თეთრ სახლში, ხვალ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ელოდებიან. არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტები ხელს იშვიათი წიაღისეულის და სხვა რესურსებთან დაკავშირებულ შეთანხმებას მოაწერენ. შემდეგ კი ორი ქვეყნის ლიდერს შორის დაიწყება დისკუსია. გუშინ, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა რომ უკრაინამ NATO-ში გაწევრიანება უნდა დაივიწყოს. აღნიშნულთან დაკავშირებით, უცნობია ზელენსკის პოზიცია. დონალდ ტრამპთან შეხვედრას ელოდება რუსეთის პრეზიდენტიც.
მეტი...ტერორისტი ფეხით მოსიარულეებში მანქანით შევარდა – კრიტიკულია 17 წლის გოგოს მდგომარეობა
ისრაელის ერთ-ერთ ქალაქში პალესტინელი ტერორისტი მანქანით ფეხით მოსიარულეებში შევარდა. შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავებულთაგან ზოგის მდგომარეობა მძიმეა. კრიტიკულად მძიმედ კი, 17 წლის დაჭრილი გოგონაა. გარდა ამისა, ტერორისტმა ორი პოლიციელი ცივი იარაღითაც დაჭრა. ის გაანეიტრალეს.
მეტი...დონალდ ტრამპი კიდევ ერთი წლით ახანგრძლივებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კიდევ ერთი წლით ახანგრძლივებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. ამის შესახებ, ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი. ამავდროულად აღნიშნულია, რომ უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა აგრძელებს მოქმედებას, რაც აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტებს აღმასრულებელი ბრძანებებით სანქციების დაწესების უფლებას აძლევდა 2014, 2018 და 2022 წლებში.
მეტი...პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. პარალელურად, დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან საპროტესტო მსვლელობით მარში მოემართება, რომელიც საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციას შეუერთდება. უწყვეტი პროტესტის 92-ე დღესაც აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ისევ ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების პერიოდში დაკავებული ყველა ადამიანის გათავისუფლებაა.
მეტი...მზია ამაღლობელი, კლინიკა „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს
„ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, კლინიკა „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. გავრცელებული ცნობით, პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნება ამაღლობელს თავად სურდა. მანამდე საიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ექიმების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ის 26 თებერვალს უნდა გადაეყვანათ პენიტენციურ დაწესებულებაში.
მეტი...“ყინვა და ზვავსაშიშროება”- 112 მოსახლეობას აფრთხილებს
რთული მეტეოროლოგიური პირობების შესახებ, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი მოსახლეობას კვლავ აფრთხილებს. „გაცნობებთ, რომ 3 მარტამდე საქართველოში შენარჩუნდება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ყინვა და ზვავსაშიშროება. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ“ – აღნიშნულია 112-ის შეტყობინებაში.
მეტი...“შეერთებული შტატები და ნატო ძლიერდებიან. მოკავშირეები უკრაინისთვის მილიარდებს ამზადებენ”- რუტე
ნატოს გენერალური მდივანი, მარკ რუტე X-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ნატოს წევრები უკრაინის დასახმარებლად მილიარდებს ამზადებენ. ამის შესახებ მან, ამერიკის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ დაწერა. “შესანიშნავი საუბარი მქონდა დონალდ ტრამპთან. შეერთებული შტატები და ნატო ძლიერდებიან. ნატოს მოკავშირეები სწრაფად მოქმედებენ, რათა უფრო მეტი ინვესტიცია განახორციელონ თავდაცვაში. დიდი ზრდებია დაანონსებული და სხვებიც მოჰყვება. უკრაინას რაც შეეხება, მოკავშირეები დამატებით მილიარდებს ამზადებენ დახმარებისთვის და წვლილისთვის უსაფრთხოების გარანტიებში” – წერს რუტე.
მეტი...ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო
ევროკავშირის დაფინანსებით, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის ორწლიანი პროგრამა დაიწყო, რომელიც 1 568 328 ევროს შეადგენს. შესაბამისი ინფორმაცია, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. პროგრამა სახელწოდებით „რეაგირება საქართველოსთვის – მტკიცე და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ტრანსფორმაციისთვის“ მიმდინარე წლის პირველ თებერვალს დაიწყო და 2027 წლის 31 იანვარს დასრულდება. გავრცელებული ინფორმაციით, პროგრამა აძლიერებს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების სიმტკიცეს საქართველოს რეგიონებში, რაც მათ საშუალებას აძლევს, გაუმკლავდნენ მიმდინარე გამოწვევებს და ხელი შეუწყონ დემოკრატიულ მმართველობასა და სამოქალაქო ჩართულობას ქვეყნის მასშტაბით. პროექტი ფარავს 500 ორგანიზებულ ჯგუფს რეგიონების მასშტაბით, 3 000 მოქალაქეს რეგიონების მასშტაბით და 50 ბიზნესსუბიექტს ქვეყნის მასშტაბით.
მეტი...“სტიქიის ზონაში მყოფი ყველა პაციენტი მედიკამენტებით უზრუნველყოფილია. პროცესი გრძელდება”- მინისტრი
„ყველა პაციენტი, რომელსაც კონკრეტული საჭიროება ჰქონდა, კონკრეტულ მედიკამენტებთან მიმართებაში უზრუნველყოფილია. ეს პროცესი ბუნებრივია გრძელდება“- აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მინისტრის თქმით, სტიქიის ზონაში მყოფ პაციენტებთან აქტიური კომუნიკაციითა და სააფთიაქო ქსელებთან თანამშრომლობით, აღნიშნული პროცესი ეფექტურად იმართა. „რეგიონში არსებული სააფთიაქო ქსელებთან აქტიური თანამშრომლობის რეჟიმში წარიმართა ჩვენი ურთიერთობა, რისთვისაც ასევე მადლობს მინდა გადავუხადო მათ. ყველა ის საჭიროება რომელიც არსებობდა ამ თვალსაზრისით იყო უზრუნველყოფილი, უშუალოდ ადგილზე არსებული მარაგების მეშვეობით იქნებოდა ეს თუ დისტრიბუციის გზით. განხორციელდა საჭიროებების იდენტიფიცირება და აღრიცხვა, იმავე რეჟიმში ხდებოდა მომარაგებაც“ – განახადა მიხეილ სარჯველაძემ. რაც შეეხება, სტიქიის ზონაში მყოფ…
მეტი...“თურქეთი უკრაინაში მშვიდობისმყოფელების გაგზავნისთვის მზად არის”- მედია
თურქეთი უკრაინაში მშვიდობისმყოფელების გაგზავნისთვის მზად არის. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს. გამოცემის წყაროების ცნობით, აღნიშნული საკითხი თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა როგორც უკრაინელ კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრების დროს განიხილა.
მეტი...“მექსიკისა და კანადის მიმართ ტარიფები 4 მარტს შევა ძალაში, ხოლო ჩინეთისთვის კიდევ 10%-ით აიწევს”- ტრამპი
4 მარტს მექსიკისა და კანადის მიმართ ტარიფები შევა ძალაში, ხოლო ჩინეთისთვის კიდევ 10%-ით აიწევს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს. “ნარკოტიკები ჯერ კიდევ შემოედინება ჩვენს ქვეყანაში მექსიკიდან და კანადიდან ძალიან მაღალ და მიუღებელ დონეზე. ამ ნარკოტიკების დიდი წილი, მათგან უმეტესობა ფენტანილის ფორმით, მზადდება და მარაგდება ჩინეთის მიერ… არ შეგვიძლია ამ უბედურებას საშუალება მივცეთ გააგრძელოს აშშ-ის დაზიანება და, შესაბამისად, სანამ ის არ გაჩერდება ან სერიოზულად არ შეიზღუდება, შემოთავაზებული ტარიფები, რომელთა ძალაში შესვლა 4 მარტს არის დაგეგმილი, ძალაში შევა, როგორც დაგეგმილია. ჩინეთს ასევე დაეკისრება დამატებითი 10% ტარიფი იმავე თარიღში” – წერს ტრამპი.
მეტი...ბათუმში კორპუსის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა, დაშავდა ერთი ადამიანი
ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქში 2-სართულიანი კორპუსის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, ის კლინიკაში არის გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, კორპუსში 23 ოჯახი ცხოვრობდა. მოქალაქეების ნაწილი, შენობის დატოვების წინააღმდეგია. ნაწილი კი პირადი ნივთების გამოტანას ითხოვს. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.
მეტი...“ევროკავშირი მზად არის ანტისამთავრობო აქციის თითო მონაწილილეს დღეში 120 ევროს გადაუხადოს”- რუსეთის დაზვერვა
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში აცხადებენ, რომ ევროკავშირი მზად არის ქართველ ახალგაზრდებს ფული გადაუხადოს მთავრობის წინააღმდეგ გამოსვლისთვის. “ევროკავშირის პროგრამის Georgian Youth for Europe [ქართველი ახალგაზრდები ევროპისთვის] ფარგლებში ახალგაზრდა ქართველებს 50 000 ევრომდე ოდენობის გრანტებს შესთავაზებენ “პროგრესული” პროექტების რეალიზაციისთვის. სახსრების გამოყოფის მთავარი კრიტერიუმია – ავტორების დასავლეთისადმი ლოიალურობა”, – ნათქვამია რუსეთის დაზვერვის განცხადებაში. რუსეთის დაზვერვის თქმით, ევროკავშირი მზად არის დემონსტრაციების მონაწილეებს დღეში 120 ევრო გადაუხადოს. “თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობას მნიშვნელოვანი სახსრები გადაეცა მანიფესტაციების შენარჩუნებისთვისა და კოორდინაციისთვის. დაგეგმილია ანტისამთავრობო გამოსვლების თითოეული მონაწილისთვის დღიური “სამუშაოსთვის” 120 ევროს გადახდა. საქართველოს ხელისუფლების მიერ ძირგამომთხრელი აქციების დაფინანსების ევროკავშირის არხების დაბლოკვის…
მეტი...ზელენსკი ირლანდიაში ჩავა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ირლანდიას ეწვევა, სადაც პრემიერ-მინისტრ მაიკლ მარტინს შეხვდება, ირლანდიის შემდეგ კი შეერთებულ შტატებში ჩავა. „ირლანდია, ჩვენს ევროკავშირელ პარტნიორებთან ერთად, გააგრძელებს გლობალური მხარდაჭერის ჩამოყალიბებას უკრაინის პირობებით ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და რომელიც ეფუძნება გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემას. ჩვენ ვიცით, რომ თუ რაიმე სამშვიდობო შეთანხმება იქნება, ის უნდა ეფუძნებოდეს, სამართლიანობასა და პასუხისმგებლობას“, – აღნიშნა ირლანდიის სახელმწიფო მინისტრმა ევროპისა და თავდაცვის საკითხებში, თომას ბირნმა.
მეტი...ისრაელის ჯარი ღაზის სექტორისა და ეგვიპტის საზღვარზე მდებარე ფილადელფის დერეფნიდან არ გავა
ისრაელის ჯარი არ გავა ფილადელფის დერეფნიდან, რომელიც ღაზის სექტორის და ეგვიპტის საზღვარზე მდებარეობს. ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების მიხედვით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა, პირველი ეტაპის ბოლოს, უნდა დატოვოს ეგვიპტე-ღაზის საზღვრის მონაკვეთი. „ჩვენ არ დავტოვებთ ფილადელფის დერეფანს. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ „ჰამასის“ მკვლელებმა კვლავ იარონ ჩვენ საზღვრებზე პიკაპის მანქანებით და იარაღით. ჩვენ არ დავუშვებთ მათ ხელახლა შეიარაღებას კონტრაბანდის საშუალებით“, – განაცხადა ისრაელის მთავრობის წევრმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას. გეგმის თანახმად, ფილადელფის დერეფნიდან ისრაელის ჯარების გასვლა პირველი ფაზის 42-ე დღეს, ანუ 1-ელ მარტს უნდა დაიწყოს და 50-ე დღეს, ანუ 9 მარტს დასრულდეს.
მეტი...,,თურმე „ნაცებს“ არ აწყობთ, რომ ტექნიკამ იმუშაოს, ეს არის მათი სახე” – მამუკა მდინარაძე
,,თურმე „ნაცებს“ არ აწყობთ, რომ ტექნიკამ იმუშაოს. ერთ-ერთ ვიდეოში, სანამ Live-ი ჩაირთვებოდა წინასწარ გაეპარათ ხმა, რომ არ აწყობდათ ტექნიკის მუშაობა”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ. „რამდენიმე დღეა მანიპულაცია მიმდინარეობს ასეთ თემებთან დაკავშირებით. წარმოუდგენელი ამბავი ხდება იმიტომ, რომ აქაც კი იქნება რაღაცას გამორჩნენ მავნებლობასთან დაკავშირებით, რაც ძალიან სამწუხაროა. გუშინდელი ერთი ვიდეოც მოწმობდა ამას, რომ თურმე „ნაცებს“ არ აწყობთ, რომ იმუშაოს ტექნიკამ. ნახეთ თქვენ, როგორ გაეპარათ ერთ-ერთ ვიდეოში მათ ხმა, სანამ Live-ი ჩაირთვებოდა წინასწარ გაეპარათ ხმა, რომ არ აწყობდათ ტექნიკა რომ მუშაობს.…
მეტი...უკრაინის მთავრობამ აშშ-თან წიაღისეულის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის უფლება ორ მინისტრს მიანიჭა
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა გამოსცა განკარგულება, რომლის საფუძველზე აშშ-თან წიაღისეულის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის უფლება საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდრეი სიბიგას და ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრს, იულია სვირიდენკოს მიენიჭა. განკარგულების თანახმად, ხელშეკრულებას ხელი ან ერთმა, ან მეორე მინისტრმა უნდა მოაწეროს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხელშეკრულებას ხელი 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტის დროს მოეწერება.
მეტი...,,ბრიუსელში იცოდნენ, რომ თუ არაფერს იღონებდნენ, ვაშინგტონი ტარიფებს დააწესებდა” – სიიარტო
,,ბრიუსელში იცოდნენ, რომ თუ არაფერს იღონებდნენ, ვაშინგტონი ტარიფებს დააწესებდა, მათაც არაფერი გააკეთეს, რადგან არაკომპეტენტურები და მხდალები არიან”, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა. „გასული წლის ნოემბრიდან მთელმა მსოფლიომ იცოდა, რომ აშშ-ში პატრიოტი პრეზიდენტი აირჩიეს. მთელმა მსოფლიომ, ბრიუსელისა და ევროკომისიის ჩათვლით, რომელსაც ფონ დერ ლაიენი ხელმძღვანელობს, იცოდა, რომ დონალდ ტრამპი დაბალანსებული სავაჭრო ურთიერთობებისკენ ისწრაფვის. ბრიუსელში ასევე იცოდნენ, რომ თუ არაფერს იღონებდნენ, ვაშინგტონი ტარიფებს დააწესებდა. მათ იცოდნენ, მაგრამ არაფერი გააკეთეს. ისინი არაკომპეტენტურები და, უპირველეს ყოვლისა, მხდალები არიან. ისინი მხდალები არიან, რადგან რვა წლის განმავლობაში ჩაგრავდნენ დონალდ ტრამპს და…
მეტი...,,მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი ვარდნა” – გარემოს ეროვნული სააგენტო
28 თებერვალს და 1-2 მარტს ღამის საათებში საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება: დასავლეთ საქართველოს დაბლობში -5, -10 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -7, -12, ქვეყნის მთიან რაიონებში -13, -18, მაღალმთიან ზონაში -18, -23 გრადუსამდე. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ,,დასავლეთ საქართველოს გზებზე ნარჩუნდება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან ზონაში-ზვავსაშიშროება. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე არსებული დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -5, -10 გრადუსამდე დაწევამ შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი)”, –…
მეტი...,,ევროკავშირი არავის გასაცურებლად არ შექმნილა” – ტუსკი
,,ევროკავშირი არავის გასაცურებლად არ შექმნილა, შეიქმნა მშვიდობის შესანარჩუნებლად, ერებს შორის პატივისცემის დასამყარებლად”, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რითაც ევროკავშირთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა. „პირიქით, ევროკავშირი შეიქმნა მშვიდობის შესანარჩუნებლად, ერებს შორის პატივისცემის დასამყარებლად, რომ შექმნილიყო თავისუფალი, სამართლიანი ვაჭრობა, გაძლიერებულიყო ტრანსატლანტიკური მეგობრობა. ყველაფერი ასე მარტივადაა“, -წერს დონალდ ტუსკი. ,,ევროკავშირის დაარსების მიზანი იყო აშშ-ს დაზიანება” – ტრამპი
მეტი...გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით ისევ შეზღუდულია. ,,მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეზღუდულია. მლეთა-გუდაურის, გუდაური(ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით”, – წერია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მეტი...საქართველოსა და ისლანდიას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაცით, ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში, საქართველოსა და ისლანდიის მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ეფუძნება ლიბერალურ პრინციპებს და არ ითვალისწინებს შეზღუდვებს დანიშნული ავიაკომპანიების რაოდენობასა და დანიშნულების პუნქტებზე. ამასთან, დანიშნულ ავიასაწარმოებს უფლება აქვთ თავად განსაზღვრონ ფრენების ტევადობა და სიხშირე. შეთანხმება ძალაში ორივე მხარის მიერ შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ შევა. მასზე მუშაობა საქართველოსა და ისლანდიას შორის 2018 წელს დაიწყო. 2023 წელს, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით გამართული საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მოლაპარაკებების (ICAN2023) ფარგლებში კი, მხარეთა მიერ განხორციელდა შეთანხმების პარაფირება. შეთანხმება უზრუნველყოფს სამართლებრივ წინაპირობას ორ…
მეტი...,,დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის, ზაპოროჟიეს ოლქები რუსეთის ნაწილია და ამის განხილვა მოლაპარაკებებზე შეუძლებელია” – პესკოვი
,,დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები რუსეთის ნაწილია და ამის განხილვა მოლაპარაკებებზე შეუძლებელია”, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ტერიტორიები, რომლებიც რუსეთის ნაწილი გახდა და ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაში შევიდა, რუსეთის განუყოფელი ნაწილია. ეს ფაქტია, რომლის უარყოფა ან განხილვა აბსოლუტურად შეუძლებელია“, – განაცხადა პესკოვმა. რუსეთის კონსტიტუციის თანახმად, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები რუსეთის ნაწილია, მიუხედავად იმისა, რომ რუსულ ძალებს ამ ტერიტორიებზე სრული კონტროლი არ აქვთ. კრემლის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ თუ რუსეთსა და აშშ-ს ექნებათ პოლიტიკური ნება და მზაობა, მოუსმინონ ერთმანეთს, ისინი შეძლებენ უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების წარმატებით წარმართვას.
მეტი...,,გურიაში გზების 70 %-ზე მეტი გაწმენდილია, კომუნიკაცია მყარდება ყველა დასახლებულ პუნქტთან” – პრემიერი
,,განვიხილეთ გურიაში, მოცემულ მომენტში არსებული მდგომარეობა, რა სამუშაოები შესრულდა, მთლიანობაში, რაც მნიშვნელოვანია, დასახლებების დამაკავშირებელი გზების 70 %-ზე მეტი არის გაწმენდილი”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გურიაში, საკოორდინაციო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ორშაბათის მდგომარეობით ელექტროენერგია 35 000 აბონენტს არ მიეწოდებოდა, ახლა კი ეს რიცხვი 10 000-მდეა შემცირებული, თუმცა გრძელდება ინტენსიური სამუშაოები ამ მიმართულებით. მისივე განცხადებით, მოსახლეობის უზრუნველყოფა სურსათითა და აუცილებელი მედიკამენტებით აქტიურად მიმდინარეობს და შეუფერხებლად მუშაობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. „კომუნიკაცია მყარდება ყველა დასახლებულ პუნქტთან. არის რამდენიმე შემთხვევა, სადაც გუშინდელი დღიდან შეიზღუდა კომუნიკაცია და იქ,…
მეტი...,,ნული მტკიცებულების პირობებში ეს ადამიანები მაინც ლაპარაკობენ ტყუილებს“ – მამუკა მდინარაძე
„საზოგადოება დაინახავს უკეთესად, რომ ნული მტკიცებულების პირობებში ეს ადამიანები მაინც ლაპარაკობენ ტყუილებს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ არჩევნეის საქმეზე. ,,ნაცების” და აგენტურის სპეკულაციებს ვერაფერი დაასრულებს, გამორიცხული ამბავია, რადგან მტკიცებულება აქვთ თუ არა აქვთ, აქამდე ამას მნიშვნელობა ხომ არ ჰქონდა, არც ამიერიდან ექნება მნიშვნელობა. უბრალოდ, საზოგადოება დაინახავს უკეთესად, რომ ნული მტკიცებულების პირობებში, ეს ადამიანები მაინც ლაპარაკობენ მაინც ტყუილებს. ისინი საუბრობენ მტკიცებულების გარეშე – ანუ, აბსოლუტურ სიბინძურეს და ტყუილს”, – აცხადებს მამუკა მდინარაძე. შეგახსენებთ, რომ პროკურატურა არჩევნების საქმეზე, ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას განაგრძობს. დაკითხვებია საქალაქო სასამართლოში. ამ წუთებში, მაგისტრანტი…
მეტი...რუსებმა უკრაინას 166 დრონით შეუტიეს
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა, უკრაინას ,,შაჰედისა“ და სხვა ტიპის 166 დრონით შეუტიეს, მათგან 162-მა სამიზნეს ვერ მიაღწია. მათი თქმით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 90 დრონი ჩამოაგდეს, 72 კი – ლოკაციურად დაიკარგა. უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთის ფედერაციის ორიოლის, ბრიანსკის, მილეროვოს, შატალოვოსა და პრიმორსკო-ახტარსკი ტერიტორიიდან გაუშვეს. უკრაინელებმა დრონები ხარკოვის, პოლტავას, სუმის, კიევის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, ვინიცის, ხმელნიცკის, კიროვოგრადის, ნიკოლაევისა და ოდესის ოლქებში ჩამოაგდეს. მტრის თავდასხმის შედეგად დაზარალდა კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქები.
მეტი...სტამბოლში რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს
სტამბოლში, ამერიკის გენერალური კონსულის რეზიდენციაში, რუსეთისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მხარეები საელჩოების მუშაობასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გუშინ განაცხადა, რომ დიპლომატები და მაღალი დონის ექსპერტები შეხვდებიან და შეისწავლიან სისტემურ პრობლემებს, რომელიც აშშ-ის წინა ადმინისტრაციის „უკანონო ქმედებების შედეგად, რუსეთის საელჩოს საქმიანობისთვის ხელოვნური დაბრკოლებების შექმნით“ დაგროვდა.
მეტი...,,NED-ის ხაზით ჩვენს ქვეყანაში ძალიან მძიმე აქტივობები ფინანსდებოდა” – პრემიერი
„დემოკრატიის ეროვნულ ფონდის“ ხაზით ჩვენს ქვეყანაში ძალიან მძიმე აქტივობები ფინანსდებოდა, რაც ნაკლები იქნება ამ მიმართულებით წამოსული დაფინანსება, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოსთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოზურგეთში ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არ შეიძლება, ქვეყნის გარედან ფინანსდებოდეს რევოლუციური ქმედებები, პროპაგანდა გარკვეული მიმართულებით, ამ ყველაფერს ემსახურებოდა NED-ის დაფინანსება. „NED-ის ხაზით ძალიან მძიმე აქტივობები ფინანსდებოდა ჩვენს ქვეყანაში, ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, შესაბამისად, რაც ნაკლები იქნება ამ მიმართულებით წამოსული დაფინანსება, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოსთვის. არ შეიძლება, ქვეყნის გარედან ფინანსდებოდეს მაგალითად, რევოლუციური ქმედებები, პროპაგანდა გარკვეული მიმართულებით. ამ…
მეტი...ზელენსკი ევროკავშირის 6 მარტის სამიტზე მიიწვიეს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოსტამ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის ლიდერების სამიტზე მიიწვია. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წერილშია აღნიშნული. სამიტი 6 მარტს გაიმართება და მასზე ევროპის თავდაცვისა და უკრაინის საკითხებს განიხილავენ. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია აზრთა გაცვლა იმაზე, თუ როგორ დავუჭიროთ მხარი უკრაინას და რა პრინციპებს უნდა მივყვეთ მომავალში. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები მზად არიან აიღონ მეტი პასუხისმგებლობა ევროპის უსაფრთხოებაზე. ამიტომ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ უსაფრთხოების გარანტიებში შესაძლო ევროპული წვლილისთვის, რაც აუცილებელი იქნება უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ევროპული საბჭოს შეხვედრასთან დაკავშირებით პრეზიდენტი ზელენსკი ბრიუსელში მოვიწვიე, რათა ერთად განვიხილოთ ბოლო დროს…
მეტი...,,მნიშვნელოვანია, საგარეო დაფინანსება სწორი მიმართულებით იყოს წარმართული” – პრემიერი
,,მნიშვნელოვანია, რომ საგარეო დაფინანსება სწორი მიმართულებით იყოს წარმართული”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ოზურგეთში ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავარია, საგარეო დაფინანსება არ ემსახურებოდეს ქვეყნის საწინააღმდეგო გარკვეულ პროცესებს, სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო პროცესებს. „ჩვენ ინტენსიურ რეჟიმში გავაგრძელებთ თანამშრომლობას ყველასთან, ვინც არის დაინტერესებული ჩვენი ქვეყნის განვითარებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მეტი...