აშშ-სთან იშვიათ წიაღისეულზე შეთანხმების მთავარი პუნქტები ცნობილია

უკრაინის პრემიერ-მინისტრი აშშ-თან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების 6 საკვანძო პუნქტს აქვეყნებს. შმიგელის განცხადებით, მთავრობა გადაწყვეტილებებს იღებს, რომლებიც საჭიროა უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის აღდგენის საინვესტიციო ფონდის შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად. მან ასევე შეთანხმების ექვსი საკვანძო პუნქტი აღწერა: უკრაინა და აშშ აღდგენის საინვესტიციო ფონდს ქმნიან, რომელიც საერთო საკუთრება იქნება და ერთობლივად იქნება მართული ორივე ქვეყნის მთავრობების მიერ; უკრაინული წიაღისეული და რესურსები უკრაინულებად რჩება, ის არ გადაეცემა მმართველობაში აშშ-ს, არც ვინმე სხვას; უკრაინა საკუთარი ბუნებრივი რესურსების აქტივებიდან სამომავლო შემოსავლების 50%-ს შეიტანს ფონდში; აშშ შენატანებს გააკეთებს ფონდში სახსრების, ფინანსური ინსტრუმენტებისა და სხვა აქტივების სახით,…

მეტი...

„უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემას, დიდად, არ ვაპირებ. ვაიძულებთ ევროპას, გააკეთოს ეს“ – ტრამპი

დღეს, აშშ-ის მთავრობის კაბინეტის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე ისაუბრა. ტრამპის თქმით, ის უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს „დიდად არ მისცემს“. „დიდად არ ვაპირებ უსაფრთხოების გარანტიების მიცემას. ჩვენ ვაიძულებთ ევროპას, გააკეთოს ეს, რადგან ევროპა მათი მეზობელია. მაგრამ ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ყველაფერი კარგად წავიდეს. და როგორც იცით, ჩვენ ამას გავაკეთებთ –  რეალურად გავხდებით უკრაინის პარტნიორები იშვიათი წიაღისეულის თვალსაზრისით. ჩვენ ძალიან გვჭირდება იშვიათი წიაღისეული. მათ აქვთ შესანიშნავი იშვიათი წიაღისეული“ – განაცხადა ტრამპმა. “უკრაინას შეუძლია, დაივიწყოს ნატო-ში გაწევრიანება”- აშშ-ის პრეზიდენტი

მეტი...

“უკრაინას შეუძლია, დაივიწყოს ნატო-ში გაწევრიანება”- აშშ-ის პრეზიდენტი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინას შეუძლია, დაივიწყოს ნატო-ში გაწევრიანება. „შეგიძლიათ, დაივიწყოთ ამის შესახებ. სავარაუდოდ, ეს არის მიზეზი, რის გამოც ეს ყველაფერი დაიწყო“ – განაცხადა ტრამპმა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ძალიან კარგი საუბრები ჰქონდა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან. „ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რათა შევქმნათ საუკეთესო გარიგება ორივე მხარისთვის“– აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. “ვლადიმერ პუტინი ძულებული იქნება, დათმობებზე წავიდეს”- ტრამპი  

მეტი...

“ვლადიმერ პუტინი ძულებული იქნება, დათმობებზე წავიდეს”- ტრამპი

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იძულებული იქნება, დათმობებზე წავიდეს. აშშ-ის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ომი დასრულდება. „ის იძულებული იქნება, დათმობებზე წავიდეს. მჯერა, რომ ჩვენი არჩევის შედეგად ეს ომი დასრულდება. ასევე მჯერა, რომ თუ ეს ადმინისტრაცია არ მოიგებდა არჩევნებს დიდი უპირატესობით, ეს ომი გაგრძელდებოდა დიდხანს, და პუტინს მოუნდებოდა ყველაფრის წაღება“ – განაცხადა ტრამპმა. ხოლო ჟურნალისტის კითხვაზე, რა სახის დათმობებზე მოუწევს რუსეთის პრეზიდენტს წასვლა, ტრამპს არ დაუკონკრეტებია. „არ მინდა, ახლა გითხრათ“ –  აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.    

მეტი...

„ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” კიდევ ერთი თანაავტორი შეემატა

„ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” კიდევ ერთი თანაავტორი შეემატა. ინფორმაცია აშშ-ის კონგრესის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა. “ქართული კოშმარის” არაღიარების აქტი კონგრესის ქვედა პალატაში – წარმომადგენელთა პალატაში – 9 იანვარს იქნა წარდგენილი კონგრესმენი ჯო უილსონის (რესპუბლიკური პარტია) მიერ. ამ მომენტისთვის კანონპროექტს 6 თანაავტორი ჰყავს: დემოკრატები სტივ კოენი, ლოიდ დოგეტი, ემანუელ კლივერი და ჯიმი პანეტა, და რესპუბლიკელები მაიკლ ტერნერი და მაიკლ ლოულერი. კანონპროექტი მიზნად ისახავს “აეკრძალოს შეერთებულ შტატებს ბიძინა ივანიშვილის ან ბიძინა ივანიშვილის მიერ მართული საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარება, რა მიზნითაც არ უნდა იყოს”.

მეტი...

“იმედი გვაქვს ამინდის. ხვალიდან აღარ არის პროგნოზირებული თოვა”- პრემიერი

პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ინტენსიურად წარიმართება გზის გაწმენდითი სამუშაოები და დღის განმავლობაში, საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ მოწყვეტილი სოფლები დაკავშირებოდნენ გარესამყაროს. პრემიერის ინფორმაციით, საკმაოდ ბევრია ისეთი სოფელი, რომლებსაც არ მიეწოდებათ ელექტროენერგია. კობახიძე ამბობს, რომ ხვალიდან აღარ არის პროგნოზირებული თოვა, რაც მისივე განცხადებით სამუშაოებს გააადვილებს. “იმედი გვაქვს ამინდის, ხვალიდან აღარ არის პროგნოზირებული თოვა და იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი გააიოლებს სამაშველო და გზის გაწმენდის სამუშაოებს. ასევე, ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოებს. დანარჩენს დაველოდოთ, ჩვენ ყველა სცენარისთვის ვართ მომზადებულები. პრიორიტეტებს კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არის გზების გაწმენდა, კომუნიკაციის აღდგენა, ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა, სურსათით…

მეტი...

პარლამენტთან აქცია განახლდა

პარლამენტთან საპროტესტო აქციის მონაწილეები დღესაც შეიკრიბნენ. მომიტინგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. ისინი სკანდირებენ: “დანიშნეთ არჩევნები, არ გავჩერდებით”, “არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა”, “ცეცხლი ოლიგარქიას”. მათ ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი. პარალელურად აქცია მიმდინარეობს საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც, საიდანაც მოგვიანებით მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადმოინაცვლებენ.

მეტი...

“ჩვენ ყველა სცენარისთვის ვართ მომზადებულები. ახლა პრიორიტეტი ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენაა”- კობახიძე

„ინტენსიურად წარიმართება გზის გაწმენდითი სამუშაოები, დღის განმავლობაში, საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ მოწყვეტილი სოფლები დაკავშირებოდნენ გარესამყაროს, ახლა, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საკოორდინაციო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ოზურგეთში განუცხადა. პრემიერის ინფორმაციით, საკმაოდ ბევრია ისეთი სოფელი, რომლებსაც არ მიეწოდებათ ელექტროენერგია შესაბამისი დაზიანების გამო და ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, რაზეც დღეს სხდომის ფარგლებში იმსჯელეს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, შეუფერხებლად მუშაობენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომ კრიტიკული გამოძახების დროს ბრიგადა ვერ მისულიყო ადგილზე. „ახლა, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის…

მეტი...

“ოპოზიციის საქმეა სპეკულაციები, ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული პრობლემების მოგვარებაზე”- პრემიერი

“მთავარია, რომ ჩვენ ვიყოთ კონცენტრირებული საქმეზე” –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი  კობახიძემ ოზურგეთში, ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ოპოზიციის საქმეა სპეკულაციები. „ეს ალბათ არავის უკვირს, მოსალოდნელია, ეს არის ჩვენი ოპონენტების სტილი. მთავარია, რომ ჩვენ ვიყოთ კონცენტრირებული საქმეზე. მათი საქმეა სპეკულაციები, ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული საქმის კეთებაზე და პრობლემების მოგვარებაზე“ –  აღნიშნა პრემიერმა.

მეტი...

სუდანში თვითმფრინავი ჩამოვარდა. დაღუპულია 40-ზე მეტი ადამიანი

სუდანში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის სამხედრო მაღალჩინოსნები. ინფორმაციას მედია ექიმებსა და სამხედრო წრეებში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტო Associated Press-ის მიერ მოყვანილი უახლესი მონაცემებით, 46 ადამიანი დაიღუპა და მინიმუმ 10 დაშავდა. გრძელდება სამძებრო სამუშაოები.

მეტი...

“არც ერთ პროექტს საფრთხე არ ემუქრება”- განათლების მინისტრი გერმანიის ელჩს პასუხობს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას ეხმიანება. მინისტრის განცხადებით, ქართულ და გერმანულ უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებს შორის გაცვლით პროგრამებსა და პროექტებს, საფრთხე არ ექმნება. „მსურს აღვნიშნო, რომ პეტერ ფიშერის განცხადება არ ვრცელდება სტუდენტთა, მკვლევართა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებზე, ერთობლივ კვლევით პროექტებსა და სასტიპენდიო პროგრამებზე. აღნიშნული განცხადება ეხება მხოლოდ და მხოლოდ ორი უწყების – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურ სამინისტროს შორის სამომავლო თანამშრომლობას, რომელთან დაკავშირებითაც მიმდინარეობდა მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაო. რეალურად, გერმანიის ელჩი…

მეტი...

“არ განვიხილავთ რაიმე შეთანხმებას უსაფრთხოების გარანტიების გარეშე”- უკრაინის პრემიერ-მინისტრი

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ აშშ-სთან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმება პირდაპირ მიბმულია უსაფრთხოების გარანტიებს. მინისტრი ამბობს, რომ უსაფრთხოების გარანტიების გარეშე შეთანხმება არ განიხილება. “ჩვენ არ განვიხილავთ რაიმე შეთანხმებების ხელმოწერას უსაფრთხოების გარანტიების გარეშე… ეს შეთანხმება პირდაპირ მიბმულია უსაფრთხოების გარანტიებს. არც უკრაინის პრეზიდენტი, არც უკრაინის მთავრობა არ განიხილავენ ამ შეთანხმებას და მის ხელმოწერას უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებისგან მოწყვეტილად” – განაცხადა შმიგალმა. ტრამპი აცხადებს, რომ ზელენსკი ვაშინგტონში 28 აპრილს ჩავა და ხელს მოაწერენ „ძალიან დიდ შეთანხმებას“

მეტი...

ტრამპი აცხადებს, რომ ზელენსკი ვაშინგტონში 28 აპრილს ჩავა და ხელს მოაწერენ „ძალიან დიდ შეთანხმებას“

აშშ-ის პრეზიდენტი ადასტურებს, რომ პარასკევს, 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავა. დონალდ ტრამპის განცხადებით, ზელენსკი იშვიათი ლითონებისა და უკრაინის აღდგენის შესახებ შეთანხმებას გასაფორმებს. “ძალიან კარგად მივდივართ რუსეთ-უკრაინაზე. პრეზიდენტი ზელენსკი პარასკევს ჩამოვა. ეს უკვე დადასტურებულია, და შეთანხმებას მოვაწერთ ხელს” – განაცხადა ტრამპმა. ტრამპის თქმით, შევძელი შეთანხმების მიღწევა, რომლითაც ჩვენს ფულს დავიბრუნებთ და მომავალში ბევრ ფულს მივიღებთ, და ვფიქრობ, ეს მისაღებია”. მისივე განცხადებით, ის და ზელენსკი აპირებენ ხელი მოაწერონ შეთანხმებას, რომელიც იქნება ძალიან დიდი შეთანხმება. „შეთანხმება უკრაინის მიერ 10 ცენტის დაბრუნებასაც არ ითვალისწინებს”- ზელენსკი

მეტი...

“ვაგრძელებთ საქართველოში ვითარებაზე დაკვირვებას, კომენტარს არ ვაკეთებთ პოტენციურ სამომავლო სანქციებზე”- ბრიტანელი მინისტრი

დიდი ბრიტანეთის ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ზღვისიქითა ტერიტორიების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, სტივენ დოუთიმ საქართველოს ხელისუფლების მიმართ „სერიოზული შეშფოთება“ გამოთქვა. მან  სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ „მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევა“ სრულად მიუღებელია. “ვაგრძელებთ საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას, რათა მხარი დავუჭიროთ ღია და თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას საქართველოში” – განაცხადა სტივენ დოუთიმ თემთა პალატაში გამოსვლისას. დოუთიმ ასევე პასუხი გასცა დეპუტატი პერან მუნის კითხვას, გეგმავს თუ არა დიდი ბრიტანეთი აშშ-ის მსგავსად ბიძინა ივანიშვილი დასანქცირებას. “პირველ რიგში მინდა მადლობ გადავუხადო მას [პერან მუნს] და PACE-ის დელეგაციის მიერ კოლეგა წევრებს იმ მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის, რომელსაც აკეთებენ, მათ შორის საქართველოს საკითხზე. ძალიან მნიშვნელოვანია,…

მეტი...

პატრიარქის გადაწყვეტილებით დაზარალებულებისთვის საკვები პროდუქტი და მედიკამენტები გაიგზავნება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გადაწყვეტილებით, საქართველოს საპატრიარქოდან დაზარალებულთათვის გაიგზავნება საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები, თბილი გადასაფარებლები. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. “დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობამ ჩვენი ხალხისა და ზოგადად ქვეყნისთვის მძიმე შედეგები მოიტანა. სამწუხაროდ, არის მსხვერპლიც. ხელისუფლება, სამაშველო სამსახურები და მოხალისეები… ყველა ცდილობს, შეეწიოს სტიქიის ზონაში მოხვედრილთ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გადაწყვეტილებით, საქართველოს საპატრიარქოდან დაზარალებულთათვის გაიგზავნება საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები, თბილი გადასაფარებლები და სხვ. ღმერთმა დალოცოს სტიქიის ზონაში მყოფნი, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და დაიფაროს განსაცდელთაგან”- აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

“საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და დამოუკიდებლობას”- მაკა ბოჭორიშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო უჭერს მხარს უკრაინას, მის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და დამოუკიდებლობას. როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღეს არსებული მდგომარეობა მოითხოვს სერიოზულ მიდგომებს, რომ მიღწეული იყოს, პირველ რიგში, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, შეწყდეს ომი, ადამიანების სიკვდილი. „საქართველო ყოველთვის უჭერდა და უჭერს მხარს უკრაინას, უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და დამოუკიდებლობას. ეს არის ის პრინციპები, რომლებიც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის საერთაშორისო პრინციპები, რომლებზედაც უნდა იდგეს საერთაშორისო წესრიგი და, რა თქმა უნდა, ჩვენ ასე გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაც დღეს არის, მოითხოვს…

მეტი...

„შეთანხმება უკრაინის მიერ 10 ცენტის დაბრუნებასაც არ ითვალისწინებს”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის განცახდებით, აშშ-თან იშვიათი ლითონების შეთანხმების ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიები ჯერ არ შეთანხმებულა. ვოლოდიმირ ზელენსკის იმედოვნებს, რომ შტატებთან იშვიათ ლითონებზე წინასწარი შეთანხმება “შემდგომ შეთანხმებებამდე მიგვიყვანს”. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი გუნდი ამერიკელებისგან მოითხოვდა უსაფრთხოების გარანტიებისთვის მხარდაჭერაზე წინადადების ჩამატებას, მაგრამ არაფერი კონკრეტულად ჯერ არ გადაწყვეტილა. დონალდ ტრამპის მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომ უკრაინამ აშშ-ის მიერ მიწოდებული სამხედრო დახმარების მილიარდობით დოლარის ღირებულება დააბრუნოს, ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეთანხმება არ ითვალისწინებს უკრაინის მიერ “10 ცენტის დაბრუნებასაც”. მან ასევე აღნიშნა, რომ თუ ის პარასკევს, 28 თებერვალს, თეთრ სახლს ეწვევა, ის “ძალიან პირდაპირ” იკითხავს ამერიკა გააგრძელებს თუ არა…

მეტი...

“რასა იუკნევიჩიენეს წარვუდგინე ახალი არჩევნების გეგმა”- ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის განცხადებით, ევროპარლამენტარ, რასა იუკნევიჩიანებს ახალი არჩევნების გეგმა წარუდგინა. “შევხვდი რასა იუკნევიჩიენეს, რათა განგვეხილა საქართველოს წინ მიმავალი გზა. წარვუდგინე ახალი არჩევნების გეგმა, რომელიც დემოკრატიულ და გამჭვირვალე პროცესს უზრუნველყოფს. მადლობელი ვარ ახალი არჩევნებისთვის ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიმდინარე მხარდაჭერისთვის” – წერს სალომე ზურაბიშვილი.

მეტი...

სასწავლო პროცესი შეჩერებულია აჭარის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სკოლებში

სასწავლო პროცესი შეჩერებულია აჭარის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სკოლებში. სწავლა ნაწილობრივ მიმდინარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გაცდენილი საგაკვეთილო საათების ანაზღაურებასთან დაკავშირებით სკოლები უზრუნველყოფენ მოსწავლეთა მშობლების ინფორმირებას. “ამ ეტაპისთვის სასწავლო პროცესი შეჩერებულია აჭარის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სკოლებში. სწავლა ნაწილობრივ მიმდინარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოფხვრისა და დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალების ხელშეწყობის მიზნით, სამხედრო მოსამსახურეებისთვის გამოყოფილია შესაბამისი სივრცეები საჯარო სკოლებში”- აცხადებენ სამინისტროში.

მეტი...

ჭკვიანი, მოქნილი, განვითარებული რობოტები ადამიანებს ანაცვლებენ

ჩინური რობოტების გიგანტი პირობას დებს, რომ რობოტებს სანდო საყოფაცხოვრებო ასისტენტები გახდის. ჩინეთი ტექნოლოგიურად დიდი სისწრაფით ვითარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჭკვიანი, მოქნილი, განვითარებული რობოტები ბევრი მიმართულებით ანაცვლებენ ადამიანურ რესურსს. მაგალითად, ჩინეთის ცენტრალური სატელევიზიო სადგურის 2025 წლის საგაზაფხულო ფესტივალის გალაზე, 16 ჰუმანოიდმა რობოტმა სახელად “ფუქსი” სცენაზე  ხალხური ცეკვა შეასრულა. ის გამოწყობილი იყო  ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინური სტილში,  ყვავილების ბამბის ბალიშებით. 2016 წელს, დაარსების დღიდან, Unitree გამოირჩეოდა რობოტიკის ინდუსტრიაში ინოვაციური “ძრავაზე ორიენტირებული” მიდგომის მიღებით და ხაზს უსვამს “დაბალ ღირებულებას და მაღალ შესრულებას”. მან დანერგა რობოტები, როგორც როგორც სანდო საყოფაცხოვრებო ასისტენტები. საგაზაფხულო ფესტივალის რობოტის მიერ…

მეტი...

სალიკვიდაციო სამუშაოებში მოხალისეთა ორგანიზაციაც – “ახალგაზრდობა დავეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის” ჩაერთო

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოფხვრისა და დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით ა(ა)იპ “ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის” სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთო! ორგანიზაციის მობილური ჯგუფი უკვე გაემგზავრა რეგიონში და იმერეთში, გურიასა და აჭარაში სამაშველო ოპერაციებში მიიღებს მონაწილეობას. ჯგუფს ხელმძღვანელობს “საქართველოს გენერალთა კლუბის” დირექტორი მალხაზ ჩიხლაძე, ხოლო მის შემადგენლობაში არიან: ლაშა ფუთურიძე, თეიმურაზ ანდღულაძე, დავით მახარეიშვილი, დიანა შანიძე და იმერეთის ტერიტორიული დანაყოფის მეთაური – დავით ლანჩავა. სწორედ დავით ლანჩავას ინიციატივით, იმერეთში, ორგანიზაციის -” ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის” მოხალისეების შემადგენლობიდან, 25-კაციანი სამაშველო ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომელიც უშუალოდ იმერეთში დაზარალებული…

მეტი...

„მზარდი კერძო სექტორი, ჩინეთის ეკონომიკური პოტენციალის დასტურია“ – სიმპოზიუმი ჩინეთში

2024 წლის სექტემბრის ბოლოსთვის, კერძო საწარმოები,  ჩინეთში რეგისტრირებული მთლიანი საწარმოების 92.3 პროცენტს შეადგენდა. კერძო სექტორის განვითარებასა და დიდ მნიშვნელობაზე სიმპოზიუმი გაიმართა, რომელსაც სი ძინპინი უძღვებოდა. პრეზიდენტმა სიმპოზიუმზე კერძო საწარმოების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ  კერძო ეკონომიკას განვითარების ფართო პერსპექტივები და უზარმაზარი პოტენციალი აქვს. მისი შეფასებით, ეს არის შესანიშნავი დრო კერძო კომპანიებისა და მეწარმეებისთვის, რათა სრულად წარმოაჩინონ თავიანთი სიძლიერე. „არასტაბილურობითა და გაურკვევლობით სავსე საერთაშორისო ლანდშაფტის ფონზე, საერთაშორისო ბაზრები სავსეა დაბრკოლებებით. მსოფლიო უყურებს ჩინეთს და ელის, რომ ის გააგრძელებს თავისი როლის შესრულებას, როგორც მსოფლიო ეკონომიკური ზრდის მთავარი ძრავის როლს და უზრუნველყოფს საერთაშორისო…

მეტი...

ჩინური რობოტი Kung Fu-ს ილეთებით (ვიდეო)

ჩინეთი რობოტების წარმოებას ეტაპობრივად აუმჯობესებს და ავითარებს. ამჯერად, წარმოებაშია ბოლო მოდელის რობოტი, რომელიც  Kung Fu-ს ახორციელებს. როგორც ცნობილია,   ჩინეთის წამყვანი ჰუმანოიდური რობოტების მწარმოებელმა განაახლა Unitree G1-ის ალგორითმი, რაც საშუალებას აძლევს მას, ისწავლოს და შეასრულოს თითქმის ნებისმიერი მოძრაობა.

მეტი...

,,კრიტიკულად მნიშვნელოვანია, წიაღისეულის შესახებ შეთანხმება გაფორმდეს” – თეთრი სახლის პრესმდივანი

,,კრიტიკულად მნიშვნელოვანია, წიაღისეულის შესახებ შეთანხმება გაფორმდეს, ტრამპი ელოდება, რომ ზელენსკი ამას ხელს მოაწერს”, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლივიტმა ჟურნალისტებს განუცხადა. „კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ეს შეთანხმება გაფორმდეს. დონალდ ტრამპი ელოდება, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ხელს მოაწერს შეთანხმებას. ეს არის ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფულის დაბრუნება, რომელიც უკრაინის ეროვნული თავდაცვის დაფინანსებას ხმარდებოდა. ე ს ასევე კარგია უკრაინელი ხალხისთვის, რომელიც ამ ომის გამო ჯოჯოხეთში გაატარეს. ეს შექმნის გრძელვადიან ეკონომიკურ პარტნიორობას, რადგან უკრაინას დასჭირდება ქვეყნის ხელახლა აშენება ამ სასტიკი ომის გამო“, – განაცხადა ლივიტმა.

მეტი...

,,ჩვენ არ განვიხილავთ რაიმე შეთანხმებების ხელმოწერას უსაფრთხოების გარანტიების გარეშე” – შმიგალი

,,ჩვენ არ განვიხილავთ რაიმე შეთანხმებების ხელმოწერას უსაფრთხოების გარანტიების გარეშე”, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა. ,,აშშ-სთან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმება პირდაპირ მიბმულია უსაფრთხოების გარანტიებს. არც უკრაინის პრეზიდენტი, არც უკრაინის მთავრობა არ განიხილავენ ამ შეთანხმებას და მის ხელმოწერას უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებისგან მოწყვეტილად”, – განაცხადა შმიგალმა. მისი თქმით, ეს პირობა უკვე ჩადებულია შეთანხმების პროექტში და მას მთავრობის სხდომაზე განიხილავენ.    

მეტი...

ხვალ, სტამბოლში რუსი და ამერიკელი დიპლომატების შეხვედრა გაიმართება

27 თებერვალს, სტამბოლში რუსი და ამერიკელი დიპლომატების შეხვედრა გაიმართება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ცნობით, მაღალი დონის დიპლომატები რუსეთსა და აშშ-ში საელჩოების ნორმალური ფუნქციონირების საკითხებს განიხილავენ. „ჩვენი მაღალი დონის დიპლომატები და ექსპერტები სისტემურ პრობლემებს შეისწავლიან, რომლებიც წინა ადმინისტრაციის უკანონო მოქმედებების შედეგად, რუსეთის საელჩოსთვის ხელოვნური დაბრკოლებების შექმნით დაგროვდა. რასაც, რა თქმა უნდა, ჩვენ ვუპასუხეთ და მოსკოვში აშშ-ის საელჩოს მუშაობისთვის არასასიამოვნო პირობები შევქმენით“, – აღნიშნა ლავროვმა.

მეტი...

,,გერმანიის განათლების სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობა შეაჩერა” – ფიშერი

„გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა”, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. ,,მათ შორის სტუდენტთა მობილობა, კვლევა და საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის პროგრამებში – საქართველოს მიერ აკადემიური თავისუფლების შეზღუდვისა და ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების გამო“, – წერს ფიშერი. მისი თქმით, გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი თითქმის 1 მილიონი ევროს ოდენობის ამჟამინდელი დაფინანსება უცვლელი რჩება. ,,ასევე, ეს ჯერჯერობით არ ეხება ჩვენს სტიპენდიის პროგრამებს, მათ შორის, DAAD-ის პროგრამას, მაგრამ გერმანია საქართველოსთან ურთიერთობის ყველა ასპექტს სინანულით ადევნებს თვალს და განიხილავს“,…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი ახალი არჩევნების გეგმას აქვეყნებს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში ახალი არჩევნების გეგმა გამოაქვეყნა. ,,გეგმა – ახალი არჩევნები, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება: 1. არჩევნების პირობების დაწესება; 2. საარჩევნო კომისიებისა და დამკვირვებლების „ჯარის“ მომზადება; 3. საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით ახალი არჩევნების გაყალბებისგან დაცვა; 4. პოლიტიკურ ძალებს შორის კოორდინაცია ახალი არჩევნებისთვის; 5. ერთიანი საარჩევნო პროგრამა – „ქართული ქარტია“ და მისი პრიორიტეტები: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, “რუსული კანონების” გაუქმება, სამართლიანი სასამართლოს აღდგენა, – წერს ზურაბიშვილი.

მეტი...

რუმინეთის პოლიციამ ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატი კალინ ჯორჯესკუ დაკითხვაზე გადაიყვანა

რუმინეთის პოლიციამ ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატი კალინ ჯორჯესკუ დაკითხვაზე გადაიყვანა. რუმინული ტელეარხის, Digi24-ის ინფორმაციით, პროკურორებმა მის წინააღმდეგ დაკავების ორდერი გასცეს და დაიწყეს მისი ახლო თანამშრომლების საკუთრებაში მქონე ობიექტების ჩხრეკა, მათ შორის, ჯორჯესკუს პირადი მცველის. მედიის ცნობით, ჯორჯესკუს დაკითხვა შეეხება გასულ წელს, მისი საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას. „პოლიტიკოს“ ინფორმაციით, პროკურორები ეჭვობენ, რომ 27 ადამიანი მოქმედებდა რუმინეთის კონსტიტუციის წინააღმდეგ, საჯარო წაქეზებით, ფაშისტური ორგანიზაციის შექმნითა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების წყაროების შესახებ ყალბი განცხადებებით. თუმცა პროკურორებს განცხადებაში ჯორჯესკუ ან მისი თანაშემწეები არ დაუსახელებიათ. რეიდების შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან მოკლე დროში ჯორჯესკუმ განაცხადა, რომ ჩხრეკები მიზნად ისახავდა მისი…

მეტი...

„დამიბრუნდი, გემუდარები” – ბათუმში დაკარგული ბიჭის დედა მიმართვას ავრცელებს

ბათუმში დაკარგულ ალექსანდრე მიქელაძეს ამ დრომდე ეძებენ. მოზარდი 16 იანვარს, ღამით 22:00 საათიდან გაუჩინარდა. დაკარგული ბიჭის დედა, ნათია დიაკვნიშვილი სოციალურ ქსელში მორიგ მიმართვას აქვეყნებს, რომლითაც შვილს მიმართავს. „დეე, ნეტა ჩემი მონატრების 1%-ს გრძნობდე… უშენო დღეებისთვის არ გამიმეტებდი… დამიბრუნდი, გემუდარები რააა“, – წერს ნათია დიაკვნიშვილი სოციალურ ქსელში.  

მეტი...

,,სიტყვა-სიტყვით დავაინიცირეთ ამერიკული „ფარა“ – შალვა პაპუაშვილი

„ჩვენ სიტყვა-სიტყვით დავაინიცირეთ ამერიკული „ფარა“. განზრახ დატოვებულია ის ტერმინები, რომელიც გამოყენებულია ამერიკულ „ფარაში“, რომ სპეკულაციისთვის ერთი გრამი შესაძლებლობაც არ დაგვეტოვებინა”, – პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ,,ფარას“ ანალოგ კანონზე მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, კანონი არის ამერიკულთან იდენტური და თუ ვინმეს პრეტენზია ექნება, მაშინ ამერიკა უნდა აკრიტიკოს. ,,ახლა ყველა სიტყვა, ტერმინი, მძიმე არის იდენტური და ახლა პარლამენტი ტერმინოლოგიურად მოარგებს ამას ქართულ რეალობას, მაგრამ ყველა შეთანხმდა, რომ ეს არის ამერიკული „ფარა“. ამერიკა რომ არის სამაგალითო და მისაბაძი ქვეყანაა ეს ყველამ იცის. ეს კანონი არის იდენტური ამერიკულთან და თუ კი რაიმე პრეტენზია აქვთ, მაშინ…

მეტი...

ჯო უილსონი ტრამპის გამოსახულებით ახალი, 250 დოლარის ნომინალის კუპიურის შექმნის კანონპროექტს ამზადებს

ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი ტრამპის გამოსახულებით ახალი, 250 დოლარის ნომინალის კუპიურის შექმნის კანონპროექტს ამზადებს. „სიხარულით გაცნობებთ, რომ ვამზადებ კანონპროექტს, რომელიც გრავირებისა და ბეჭდვის ბიუროს დაავალდებულებს შეიმუშაოს 250-დოლარიანის დიზაინი დონალდ ტრამპის გამოსახულებით. ბაიდენის ინფლაციამ ეკონომიკა გაანადგურა და აიძულა ამერიკული ოჯახები დიდი ოდენობით ნაღდი ფული ატარონ. ყველაზე ძვირადღირებული კუპიურა ყველაზე ძვირფასი პრეზიდენტისთვის“, – დაწერა უილსონმა X-ზე.

მეტი...

,,მსურს მინერალების შეძენა რუსეთის მიწაზეც” – ტრამპი

,,მსურს მინერალების შეძენა რუსეთის ტერიტორიიდანაც, განსაკუთრებით იშვიათი მიწის ელემენტების, ასევე ნავთობისა და გაზის”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. „მსურს მინერალების შეძენა რუსეთის მიწაზეც, თუ შევძლებთ. მათაც აქვთ ძალიან კარგი იშვიათი მიწის ელემენტები. ორივეს აქვს. ასევე ნავთობი და გაზი. ეს დიდი რამ არის. თუ ჩვენ ვიყიდით, ეს დიდებული იქნება რუსეთისთვისაც, რადგან ჩვენ შეგვიძლია, იქ გარიგებები გავაფორმოთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მეტი...

,,რუსეთი არ განიხილავს ევროპელი სამშვიდობოების უკრაინაში განთავსების რაიმე ვარიანტს” – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი არ განიხილავს ევროპელი სამშვიდობოების უკრაინაში განთავსების რაიმე ვარიანტს. ,,ევროპელების მიდგომა, კერძოდ, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის, მიზნად ისახავს კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავებას და მისი განმუხტვის ნებისმიერი მცდელობის აღკვეთას. მაკრონმა ვაშინგტონში ისაუბრა ცეცხლის სასწრაფო შეწყვეტის აუცილებლობაზე, სამშვიდობო ძალების შეყვანაზე, შემდეგ კი, მისი თქმით, ჩვენ ვისაუბრებთ ტერიტორიებზე, ხალხის ბედზე, დარეგულირების სხვა პრინციპებზე. ეს არის მოტყუება. შეუძლებელია ისეთი შეთანხმების გაფორმება, რომელიც ერთი მიზნის მიღწევას ისახავს მიზნად – უკრაინის იარაღით ხელახლა შევსებას“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა. მან, ასევე გამორიცხა უკრაინაში კონფლიქტის გაყინვის შესაძლებლობა საკონტაქტო ხაზით. მისი…

მეტი...

„მედიის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს ობიექტურობის სტანდარტების განსაზღვრას და შემდეგ აღსრულებას” – პრემიერი

„მედიის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს ობიექტურობის სტანდარტების განსაზღვრას და შემდეგ ამ ყველაფრის აღსრულებას, ეს სტანდარტები ისედაც იყო დადგენილი, თუმცა არ არსებობდა ინსტიტუციური მექანიზმები, რომელთა საშუალებითაც აღსრულდებოდა შესაბამისი კანონმდებლობა”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს სოფელ შრომაში განუცხადა. მისივე თქმით, ახალი რეგულაციების მიღების შემდეგ ქვეყანას ექნება როგორც სტანდარტები, ისე ამ სტანდარტების ამოქმედების ინსტიტუციური მექანიზმები. „ჩვენ, ახალი კანონის მიღების შემდეგ, გვექნება როგორც სტანდარტები, ასევე ამ სტანდარტების ამოქმედების ინსტიტუციური მექანიზმები. აქედან გამომდინარე, ეს კანონპროექტი არის აბსოლუტურად გამართული და პარლამენტი სათანადო ვადებში უზრუნველყოფს ამ კანონის მიღებას”, – აღნიშნა პრემიერმა.

მეტი...

,,ადგილობრივები როგორც ამბობენ, 1972 წელს იყო ბოლოს ამ მასშტაბის დიდთოვლობა რეგიონში” – პრემიერი

,,მაქსიმუმი კეთდება პრობლემების მოსაგვარებლად, სირთულეები არის ბევრი, გამომდინარე იქიდან, რომ იყო უპრეცედენტო დიდთოვლობაა”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოფელ შრომაში ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, თოვლით დაფარულ გზის მონაკვეთებზე აქტიურად წარიმართება გაწმენდითი სამუშაოები. „ადგილობრივები როგორც ამბობენ, 1972 წელს იყო ბოლოს ამ მასშტაბის დიდთოვლობა რეგიონში. შესაბამისად, თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, თუ რამდენად დიდია სტიქიის მასშტაბი. არის თოვლით დაფარული გზის მონაკვეთები და აქტიურად წარიმართება გაწმენდითი სამუშაოები. თავიდან ბოლომდე არის მობილიზებული უკლებლივ ყველა უწყება, გუშინდელი დღიდან უკვე ჯარის ჩათვლით, იმისათვის, რომ ეს სამუშაოები სათანადო ვადებში შესრულდეს. სირთულეები, პრობლემები რჩება, მაგრამ სრული მობილიზაციით განაგრძობენ…

მეტი...