თოვლიდან გამოყვანილმა ქალმა იმშობიარა

ჩოხატაურში, ქალს, რომელიც მაშველებმა თოვლიდან გამოიყვნეს და კლინიკაში გადაიყვანეს,  ვაჟი შეეძინა. ქალი საკუთარ სახლში იყო ჩარჩენილი და დიდი თოვლის გამო, გამოსვლას ვერ ახერხებდა. მისი დახმარება მაშველებმა დროულად შეძლეს. ბავშვს დემეტრე დაარქვეს.

მეტი...

“პოლიტიკური ბრძოლა გაზაფხულის ფაზაში გადადის” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს გასაბჭოების დღეს, 25  თებერვალს, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის შენობის წინ, აქციის მონაწილეებთან მივიდა. როგორც მან განაცხადა, ეს ქვეყანა დასაბრუნებელია და ამისთვის მხოლოდ ერთადერთი პროგრამა არსებობს – „ქართული ქარტია“. მისი თქმით ეს პოლიტიკური ბრძოლა ახლა გაზაფხულის ფაზაში გადადის და ის უფრო ეფექტური უნდა გახდეს. „კითხულობთ ხშირად – რა არის საარჩევნო პროგრამა? მე არ ვიცი რამდენი პოლიტიკური პარტია მიიღებს მონაწილეობას შემდეგ არჩევნებში, მაგრამ, ერთი რამე ვიცი, პროგრამა შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი –   ეს არის „ქართული ქარტია“, სადაც წერია, რომ ყველა რუსული კანონები უნა იყოს გაუქმებული. სადაც წერია, რომ ყველა პატიმრები უნდა გათავისუფლდეს;…

მეტი...

„არ ეგუება, არ ეპუება, არ თმობს“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებთან მივიდა. ამ წუთებში, ზურაბიშვილი აქციაზე შეკრებილებს მიმართავს. „საქართველო არის  ქვეყანა, რომე,ის არასდროს „არ ეგუება, არ ეპუება, არ თმობს თავის მომავალს და თავის დამოუკიდებლობას. ეს მაგალითი დღეს ცოცხალი არის. დღეს, საზოგადოება, რომელიც დგას აქა, 90 დღე, ეს საზოგადოება არ ეპუება, არ ეგუება, არ ერიდება იმ ძალადობას, რომელსაც ყოველდღიურად მას იწყობენ. ყველაფერი სცადეს. წყლის ჭავლები, ტყვიები,   ძალადობა, შეურაცხყოფა, უსუსური ჯარიმები და კიდევ ძალადობა, კიდევ შეურაცხყოფა. მაგრამ დგანან ყველანი“ – განაცხადა ზურაბიშვილმა. მისი თქმით, ეს არის მაგალითი, რომ 25 თებერვლის (გასაბჭოების) შემდეგ ქვეყანა კიდევ დგას. “ჩვენ არ…

მეტი...

მატარებლები ისევ გაუქმდა

უამინდობის და დიდთოვლობის გამო, მატარებლების კიდევ რამდენიმე რეისი გაუქმდა. გაუქმებული რეისებია: 26 თებერვალი – № 802 თბილისი – ბათუმი; 26 თებერვალი – №803 ბათუმი – თბილისი; 26 თებერვალი – №870 თბილისი-ზუგდიდი; 26 თებერვალი – №873 ფოთი-თბილისი;  

მეტი...

„სრულად ჩავრთეთ ყველა რესურსი“ – პრემიერი სტიქიის ზონიდან

„თავდაცვის ძალების მობილიზებაც გადაწყდა, ვრეაგირებთ სათანადოდ, ეს  ჩვენი პასუხისმგებლობაა. როგორც კი მდგომარეობა გართულდა, მაშინვე სრულად ჩავრთეთ ყველა რესურსი, ვგულისხმობ იმას, რომ თავდაცვის ძალების მობილიზებაც გადაწყდა ჩვენი მხრიდან“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთაურის თქმით, რეალურად, გუშინდელმა თოვამ გაართულა ვითარება. „გამომდინარე მდგომარეობიდან, ჩვენ ვრეაგირებთ სათანადოდ, ბუნებრივია. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. სადაც რა რესურსიც იქნება საჭირო, სრული რესურსი იქნება მობილიზებული“, –  განაცხადა პრემიერმა.  

მეტი...

„ვითარება რთულია, გამოწვევა არის ძალიან ბევრი“ – პრემიერი სტიქიის ზონიდან

„სრულად იქნება კოორდინირებული, მობილიზებული ყველა უწყება იმისათვის, რომ ვებრძოლოთ სტიქიას“ –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ოზურგეთში,  საკოორდინაციო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. პრემიერის თქმით, გუშინდელმა თოვამ კიდევ უფრო მეტად გაართულა მდგომარეობა და სწორედ ამიტომ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალების ჩართვის თაობაზე. „განვიხილეთ რეგიონში არსებული მდგომარეობა, რომელიც არის საკმაოდ რთული. გუშინდელმა თოვამ გაართულა კიდევ უფრო მეტად ვითარება, შესაბამისად, დღეს უკვე აუცილებელი გახდა საქმეში ჯარის, თავდაცვის ძალების ჩართვა, რასთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული. სრულად იქნება კოორდინირებული, მობილიზებული ყველა უწყება იმისათვის, რომ ვებრძოლოთ სტიქიას. მდგომარეობა არის რთული,…

მეტი...

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ზელენსკის მხარდაჭერას უცხადებს

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი,  ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი პეტრო პოროშენკო ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ მისი ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. მისი შეფასებით, მიმდინარე პროცესები პუტინის ნარატივია. „ამერიკა ამერიკული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, ევროპელები კი ევროპულებიდან. ჩვენი მიზანია, დავარწმუნოთ, რომ უკრაინის მხარდაჭერა ამერიკულ და ევროპულ ინტერესებშია. არაა საჭირო პუტინის ნარატივით უკრაინის დამცირება, თითქოს აუცილებელია უკრაინული ხელისუფლების და, კერძოდ, პრეზიდენტის ლეგიტიმურობის დამტკიცება პარლამენტში არჩევნებით. ჩვენი პოლიტიკური ძალის პოზიცია ის არის, რომ  ჩვენ არ ვაყენებდით და არ ვაყენებთ უკრაინის ხელისუფლების, მათ შორის პრეზიდენტის, ლეგიტიმურობას კითხვის ქვეშ. ჩვენი პრინციპული პოზიციაა ,…

მეტი...

2024 წელს ელექტროენერგიის იმპორტი გაიზარდა  

ქვეყანაში ელექტროენერგიის ესპორტ-იმპორტის თემაზე  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე  დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, 2024 წელს ელექტროენერგიის იმპორტი  გაზრდილია 2023 წლის მონაცემთან შედარებით 55,4%-ით, როგორც იმპორტმა დაბალი ფასის გამო ჩაანაცვლა ძველი, არაეფექტური თბოსადგურების მუშაობა. „2024 წელს ელექტროენერგიის ექსპორტი  შემცირებულია 2023 წლის მონაცემთან შედარებით 28,7%-ით, თუმცა აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ექსპორტიდან განხორციელდა უფრო მეტი ჰიდროელექტროენერგიის ექსპორტი ვიდრე 2023 წელს. საქართველოში 2024 წელს ელექტროენერგიის მოხმარება 2023 წელთან შედარებით 5.3%-ით გაიზარდა. ამასთანავე, 2024 წელი ჰიდროლოგიური თვალსაზრისით ერთ-ერთი საუკეთესო წელი იყო. გასულ წელს ჰიდროელექტროსადგურებმა 11,2 მლრდ კვტ.სთ…

მეტი...

პრემიერ-მინისტრი გურიაში ჩავიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, გურიის რეგიონში ჩავიდა. ამ წუთებში საქართველოს მთავრობის მეთაური ოზურგეთში, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო შტაბთან შეხვედრას მართავს. მთავრობის მეთაური დიდთოვლობის შედეგად გამოწვეულ პრობლემებსა და იმ ღონისძიებებს ეცნობა, რომელსაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები მოსახლეობის დახმარების მიზნით ახორციელებენ. მოსახლეობის დასახმარებლად მობილიზებულია მაქსიმალური ადამიანური რესურსი, ასევე მძიმე ტექნიკა. ინტენსიურად იწმინდება გზები. პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღმოსაფხვრელად, პროცესში ჩაერთო თავდაცვის ძალები.  

მეტი...

დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში ვეტერანები ჩაერთვნენ

დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები არიან ჩართულნი. სამსახურის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონული სამმართველოების წარმომადგენლებისა და ვეტერანებისგან შექმნილი მობილური ჯგუფები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან კოორდინაციით, სტიქიის პირველი დღეებიდანვე, აქტიურად ჩაერთვნენ დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში. სამსახურის გურიის სამმართველოს წარმომადგენლებმა, დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, 15-მდე ოჯახს გაუწიეს დახმარება. სახლების გადათოვლის პროცესი გრძელდება. ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, საქართველოს ყველა რეგიონიდან, სრულ მზადყოფნაში არიან, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან;…

მეტი...

გმირთა მოედანთან საპროტესტო აქციის მონაწილეები არიან შეკრებილი

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, თბილისში რამდენიმე ლოკაციიდან საპროტესტო მარში გაიმართა. ამ წუთებში მარშის მონაწილეები გმირთა მოედანზე არიან შეკრებილი. მათ ადგილზე საქართველოს დროშები და სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ. მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ – “ცეცხლი ოლიგარქიას”, “თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს”. გარდა ამისა, დღეს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის  მოწოდებით, მოქალაქეები 21:00 საათზე რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან ლოზუნგით: „არა რუსულ ოკუპაციას“. როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს სიტყვით მიმართავს.  

მეტი...

„შეამოწმეთ თხილამურები, ეს ჩემი უყურადღებობის შედეგია“ – ტუსკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი თხილამურებით სრიალის დროს დაშავდა. როგორც ის ამბობს, სამთო კურორტზე შვილიშვილებთან ერთად იყო და აპირებდა, მათთვის სრიალი ესწავლებინა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ დისკომფორტის მიუხედავად შვებულებაში გასვლას არ აპირებს და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. „მაგრამ მაქვს ერთი რჩევა: ფრთხილად იყავით ფერდობებზე, ვიცი, სეზონი ჯერ კიდევ გრძელდება. შეამოწმეთ თქვენი თხილამურები, ეს ჩემი უყურადღებობის შედეგია. არ არის აუცილებელი პრემიერ- მინისტრის ყველა რჩევას მოუსმინოთ, მაგრამ ეს გულთან ახლოს მიიტანეთ“, – წერს დონალდ ტუსკი. A miało być tak pięknie… pic.twitter.com/tS6Wyclmx4 — Donald Tusk (@donaldtusk) February 25, 2025

მეტი...

,,კანადა ნამდვილი ქვეყანა არ არის” – ილონ მასკი

„კანადა ნამდვილი ქვეყანა არ არის“, – აღნიშნულის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა X-ზე დაწერა. როგორც მედია წერს, მასკის ეს მიმართვა შესაძლოა, დაკავშირებული იყოს პეტიციაზე, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობა ითხოვს მასკისთვის კანადის მოქალაქეობის ჩამორთმევას. პეტიცია 20 თებერვალს იქნა დარეგისტრირებული და მასკს ბრალს სდებს ისეთ საქმიანობაში, რომელიც კანადის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. პეტიციას უკვე 200 000-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.

მეტი...

,,სიმძაფრის და მავნებლობის გადატანა კიდევ მოგვიწევს” – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ რაც უფრო მეტად მარცხდება საქართველოში „დიფ სთეითი“, მით უფრო მძაფრი იქნება შემოტევები ევრობიუროკრატიისგან​. მისი თქმით, ამ სიმძაფრის და მავნებლობის გადატანა ქვეყანას კიდევ მოუწევს. „USAID-იდან დაფინანსებები შეწყდა, ამ დაფინანსებების გადატანას ახლა ცდილობენ ევროპულ ფონდებზე და იქიდან საქართველოსთვის ძალიან ცუდი, მტრული, მავნებლური, შიდა აქტივობების დაფინანსებას და ეს გაგრძელდება მანამ, ვიდრე „დიფ სთეითის“ გავლენა ევროპულ სტრუქტურებზე იქნება. ვინაიდან, „ დიფ სთეითმა“ საქართველოში არჩევნები წააგო, ისინი ცდილობენ ახლა რაღაც უწყვეტობა მაინც შეინარჩუნონ აქციების, თუმცა სიმძაფრეს ხედავთ რამდენად დასუსტებულია. ჩვენ…

მეტი...

,,ბრიუსელში სძულთ ყველა პატრიოტი მთავრობა” – სიიარტო

,,ევროკავშირის მიდგომა საქართველოს მთავრობისადმი უსამართლოა, ბრიუსელში სძულთ ყველა პატრიოტი მთავრობა, არჩევნების შედეგები არ მოერგო მათ გემოვნებას და ნათელი იყო, რომ შეტევა დაიწყებოდა”, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ჟენევაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. ,,საქართველოში ოპოზიციას არჩევნები რომ მოეგო, ბრიუსელი ძალიან ბედნიერი იქნებოდა. ისინი იტყოდნენ, რომ დემოკრატია საქართველოში საუკეთესო ფორმაშია, მაგრამ მას შემდეგ, რაც არჩევნების შედეგები მათ გემოვნებას არ მოერგო, ნათელი იყო, რომ თქვენზე შეტევა დაიწყებოდა. ასეა უნგრეთის შემთხვევაში. 15 წელია, ხელისუფლებაში ვართ და ვართ შეტევის ქვეშ, რადგან პატრიოტულ, კონსერვატიულ პოლიტიკას ვატარებთ და ეროვნულ ინტერესებს ვაყენებთ ყველაფერზე წინ“, –…

მეტი...

ჯუმათში, დიდთოვლობის შედეგად სახლის საურავი ჩაინგრა, სადაც მცირეწლოვანი იმყოფებოდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათში დიდთოვლობის შედეგად ერთ-ერთი სახლის სახურავი ჩაინგრა, სადაც მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა, ადგილამდე კი ტექნიკა ვერ აღწევდა. ინფორმაცია ფეისბუქ ჯგუფში ,,მოხალისეები გურიისთვის” გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, ბავშვის გამოყვანა ადგილობრივების დახმარებით, ცოტა ხნის წინ, მოხერხდა. მას სხეულზე მცირედი დაბეჟილობები აღენიშნება.

მეტი...

,,უკრაინაში ომი შეიძლება რამდენიმე კვირაში დასრულდეს” – ტრამპი

„ვფიქრობ, უკრაინაში ომი შეიძლება ძალიან მალე დასრულდეს, რამდენიმე კვირაში, თუ ჭკვიანები ვიქნებით. თუ ჭკვიანები არ ვიქნებით, ეს გაგრძელდება. ეს ჩვენ არ გვინდა. შეიძლება მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს და არც ეს გვინდა“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ევროპელი სამშვიდობოების განთავსებას დათანხმდება და აღნიშნა, რომ აშშ უკრაინაში განთავსებულ ევროპულ ჯარებს „გარკვეული სახის მხარდაჭერას გაუწევს“. კითხვაზე, შეიძლება თუ არა უკრაინამ ტერიტორიები დაიბრუნოს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „ეს მარტივი საქმე არ არის“.

მეტი...

გურიაში ქალი გარდაიცვალა, რომელიც მოხუც დედას უვლიდა – დიდთოვლობის გამო ოჯახში მისვლა ვერ ხერხდება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაფარეულში ქალი გარდაიცვალა, რომელიც სახლში 85 წლის დედას უვლიდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ დიდთოვლობის გამო, მეზობლები გარდაცვლილის საცხოვრებელ სახლში, სადაც ახლა უმწეო მოხუცი მიცვალებულთან მარტოა, მისვლას ვერ ახერხებენ. ადგილობრივების თქმით, ქალის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, დიაბეტი გახდა.ისინი ვარაუდობენ, რომ უგზოობის გამო მასთან სასწრაფო ვერ მივიდა, ან უშუქობის გამო, ტელეფონი ვერ დატენა და დარეკვაც ვერ მოახერხა.

მეტი...

,,მხოლოდ ევროპას სურს უკრაინაში კონფლიქტის გაგრძელება” – ვასილი ნებენზია

„ევროპა, რომელიც მილიტარიზმის რელსებზე დგას, დღეს ერთადერთი მოთამაშეა საერთაშორისო ასპარეზზე, რომელსაც ომის გაგრძელება სურს და მთელი ძალით ეწინააღმდეგება კონფლიქტის მოგვარების ნებისმიერ რეალისტურ ინიციატივებს”, – ამის შესახებ გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ განაცხადა. ,,ევროპა ამჟამად ერთადერთი მოთამაშეა საერთაშორისო ასპარეზზე, რომელსაც უკრაინაში კონფლიქტის გაგრძელება სურს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს მის მოგვარებას“, – აღნიშნა ნებენზიამ.

მეტი...

,,წარმოიდგინეთ, 106 წლის ქალბატონის გარდაცვალებასაც სტიქიას აწერდნენ” – მამუკა მდინარაძე

„მაქსიმალური კეთდება. ჩართულია ყველა საქალაქო სამსახური დასავლეთ საქართველოში. პრაქტიკულად სახელმწიფო დაწესებულებებში ადამიანი არ არის, ყველა გასულია სოფლებში, ქალაქებში ეხმარებიან მაქსიმალურად მოსახლეობას”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობასთან დაკავშირებით. ,,ასევე, ჩართულია თავდაცვის ძალები. მათი დიდი ნაწილი უკვე ადგილზეა, ნაწილი მიემართება და თითოეულ ოჯახში შედიან, სადაც კი შესაძლებლობა არის ამის. არის ადგილები სამწუხაროდ, სადაც ყველაზე მაღალი განმავლობის ტექნიკასაც კი უჭირს მიახლოება. ჩვენ გვაქვს რამდენიმე სოფელი და რამდენიმე ოჯახი, საიდანაც არის რაღაცა პრობლემები და საგანგაშო სიგნალები და ამ წუთამდე დეტალურად ვიცით…

მეტი...

,,რუსეთ-უკრაინის ომზე გაერო-ს რეზოლუცია ომის დასრულების მცდელობებს ეწინააღმდეგება” – რუბიო

„ვფიქრობთ, რომ გაერო, თუ სურს იყოს სასარგებლო 21-ე საუკუნეში, უნდა დაუბრუნდეს თავის წესდებას, რომელიც ითვალისწინებს ომისა და კონფლიქტის პრევენციას და დასრულებას“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნმა, მარკო რუბიომ, Breitbart News-თან ინტერვიუში. მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა მხარი არ დაუჭირა გაერო-ს რეზოლუციას, რომელიც რუსებს უკრაინაში მიმდინარე ომის გამო აკრიტიკებს, რადგან ის ანტაგონისტურია და ორივე მხარის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმისა და ომის დასრულების მცდელობებს ეწინააღმდეგება. „პრეზიდენტ ტრამპს სურს ამ ომის დასრულება. ის თვლის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა. გულწრფელად რომ ვთქვათ, არ ვფიქრობდით, რომ გაერო-ში რომელიმე მხარის მიმართ ანტაგონისტური რამ ხელის შემწყობი იყო. ჩვენ…

მეტი...

რკინიგზა 4 დიდი ქალაქის მიმართულებით რეისებს აუქმებს

უამინდობის გამო, საქართველოს რკინიგზა კიდევ რამდენიმე რეისს აუქმებს. კერძოდ: 25 თებერვალი: №804 თბილისი-ბათუმი; №801 ბათუმი-თბილისი; №874 თბილისი-ფოთი; №869 ზუგდიდი-თბილისი; ,,მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ. საქართველოს რკინიგზის რეისები აღდგება შექმნილი მეტეოროლოგიური ვითარების გამოსწორებისთანავე”, – აღნიშნულია განცხადებაში. მიმართულებები, სადაც მატარებლების რეისები გაუქმდა

მეტი...

ბათუმში 2-სართულიანი ისტორიული სახლი ჩამოინგრა

ბათუმში, გამსახურდიას #11-ში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში, ორსართულიანი ისტორიული სახლი ჩამოინგრა. ინფორმაციას და ფოტომასალას ,,ბათუმელები” ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შენობა წლებია უსახურავოდაა დარჩენილი და ადგილობრივ ხელისუფლებას პრობლემის მოსაგვარებლად არაფერი გაუკეთებია. საქმეში არც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ჩართულა. მათივე თქმით, ე.წ. დამწვარი სახლი მერიამ არც კი შეფუთა, რომ უსახურავოდ დარჩენილ შენობაში წვიმა არ ჩასულიყო.

მეტი...

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიამ ცხელი ხაზი აამოქმედა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიამ ცხელი ხაზი აამოქმედა. რა ვითარებაა, ამ დროისთვის, რეგიონში ამის შესახებ მუნიციპალიტეტი განცხადებას ავრცელებს: ,,უამინდობა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გრძელდება. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. ცენტრალური გზები მაღალი გამავლობის მანქანებისთვის იწმინდება და ტექნიკა მუშაობს აცანა- მამათის, ორმეთის, ლესა-გულიანის, ჩოჩხათის, ქალაქის, ჩიბათის, შუხუთის, სუფსის მიმართულებით. ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება მამათის, აკეთის, ჭანჭათის, ჩოჩხათის, ღრმაღელის, არჩეულის მოსახლეობას. ,,ენერგო პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, რათა უმოკლეს დროში აღდგეს ელექტროენერგიის მიწოდება. პრემიერის ბრძანებით, დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან. მიმდინარეობს დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა. მუნიციპალიტეტის მერის ალექსანდრე…

მეტი...

,,დიდთოვლობით გამოწვეულმა პრობლემებმა გამოავლინა პრევენციული და შემდგომი ღონისძიებების არაეფექტიანობა” – ომბუდსმენის აპარატი

„უპირველესად, საქართველოს სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს გურიაში სტიქიურ მოვლენების შედეგად გამოწვეული მსხვერპლის გამო და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს უსამძიმრებს”, – ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. ,,ამ დრომდე არაერთი ინფორმაცია ვრცელდება გურიის რეგიონში სოფლების გარე სამყაროსთან მოწყვეტისა და მოქალაქეების, მათ შორის, ხანდაზმულებისა და ბავშვების, უმძიმეს ვითარებაში აღმოჩენის (ელექტროენერგიის შეწყვეტის, საკვების მარაგის ამოწურვის, საცხოვრებელი სახლების ნგრევის/ნგრევის რისკების), ასევე, დაშავებული მოქალაქის თაობაზე. სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლება, კანონმდებლობიდან გამომდინარე ერთობლივი ძალისხმევით და სათანადო რესურსების გამოყენებით უნდა ატარებდეს შესაბამის კომპლექსურ ღონისძიებებს, მათ შორის, ბუნებრივი ფაქტორით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების…

მეტი...

ქობულეთში კაცის გაყინული ცხედარი იპოვეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხუცუბანში, კაცის გაყინული ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ,,აჭარა თაიმსი” ავრცელებს. ქობულეთის მერიაში აღნიშნეს, რომ მამაკაცი სახლთან ახლოს, უგონო მდგომარეობაში ნახეს და ამ ეტაპზე, უცნობია გარდაცვალების მიზეზი.

მეტი...

ზედმეტად დარიცხული კომუნალური გადასახადი და  როგორ უნდა მოიქცეს მომხმარებელი?!

მომხმარებლები ხშირად ჩივიან ზედმეტად დარიცხულ კომუნალურ გადასახადებზე. ერთ-ერთი კომპანია, რომლის მიმართაც პრეტენზიები გახშირებულია, „თელმიკოა“. როგორც მომხმარებლები აცხადებენ, კომპანია კომუნალურ გადასახადს რამდენიმე თვის განმავლობაში არ არიცხავს, შემდეგ კი დაგროვილი 3 თვის გადასახადი ერთიანად მიდის, ტარიფი კი რადიკალურად განსხვავებულია. ასე მოხდა პეტრე სარაჯიშვილის 1 ნომერში, როდესაც მოსახლეობას 3 თვის გადასახადი ერთიანად და თან გაზრდილი ტარიფით მიუვიდა. „მედიაცენტრი მთავარის“ კითხვას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დავით ნარმანიამ უპასუხა. „იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი თლის, რომ მას ზედმეტობით დაერიცხა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის გადასახადი, უნდა მომართოს სემეკს ან ენერგოომბუდსმენის სამსახურს. კომისია ინდივიდუალურად შეისწავლის საკითხს და…

მეტი...

,,დღეს ყველა მუხლმოდრეკით და ქედმოდრეკით ამოვდივართ ესეთ ადგილებზე, სადაც უკვდავება ჰპოვეს ჩვენმა გმირებმა!” – კობა კობალაძე

დღეს, საბჭოთა რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციის 104 წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ, დირექტორის მოადგილეებმა – მირონ ჩიგოგიძემ, ჯანდრი უბირიამ და სამსახურის წარმომადგენლებმა, ტაბახმელაში, საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო ჯარების წინააღმდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. მემორიალზე, დაღუპული მებრძოლების ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე – გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი, ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი რომან…

მეტი...

,,ამერიკელებისგან განსხვავებით, იშვიათი ლითონები ჩვენ ბევრი გვაქვს” – პესკოვი

,,ამერიკელებისგან განსხვავებით, იშვიათი ლითონები ჩვენ ბევრი გვაქვს. მათ კი ისინი სჭირდებათ”, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ სტრატეგიული რესურსების განვითარების საკუთარი გეგმები გვაქვს, მაგრამ აქ თანამშრომლობის საკმაოდ ფართო პერსპექტივები იქმნება. პერსპექტივები არსებობს, შესაძლებლობები არის და როდესაც პოლიტიკური ნების გამოვლენისთვის შესაფერისი მომენტი დადგება, ჩვენ ამისთვის ღია ვიქნებით“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. პესკოვმა აღნიშნა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის მომდევნო კონტაქტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით განხორციელდება. ხოლო კითხვაზე, ენდობა თუ არა რუსეთი აშშ-ს, დიმიტრი პესკოვმა უპასუხა, რომ კრემლი „საკუთარ თავს ენდობა“.

მეტი...

მარსელში, რუსეთის საკონსულოს ტერიტორიაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, ორი მამაკაცი დააკავეს

რუსეთის გენერალური საკონსულოს ტერიტორიაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით საფრანგეთის ქალაქ მარსელში ორი მამაკაცი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მამაკაცები უკრაინის მხარდამჭერ დემონსტრაციაზე დააკავეს. დაკავებულები 48 და 59 წლის არიან. ერთ-ერთი მათგანი აფეთქებაში მონაწილეობაშია ეჭვმიტანილი. მარსელში რუსეთის საკონსულოს ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა

მეტი...

მიმდინარე წელს, კომუნალურები არ გაიზრდება

წელს, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის თუ წყლის საფასურის გაზრდა არ იგეგმება.  როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე  დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, მოსახლეობას შეუძლია მშვიდად იყოს. „წელს ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით საფრთხე არ არსებობს როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების ნაწილში. საშუალოვადიანი ტარიფები, რაც დავადგინეთ ელექტროენერგიის ნაწილში, ამ წლის ბოლომდე მოქმედებს. ბუნებრივი აირის ტარიფები კიდევ უფრო მეტი ხნით გვაქვს დადგენილი, ისევე, როგორც წყალმომარაგების ტარიფები, რომელიც დაახლოებით, 1 წლის წინ დავადგინეთ. ასე რომ,  წელს რაიმე სახის ტარიფის ზრდა, მინიმუმ წლის ბოლომდე, დაგეგმილი არ არის“, – განაცხადა დავით ნარმანიამ…

მეტი...

,,ქვეყანას პატრონი არ ჰყავს” – სალომე ზურაბიშვილი

,,ქვეყანას პატრონი არ ჰყავს, საქართველოს სახელმწიფო არ გააჩნია”, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და დასავლეთ საქართველოში თოვლით გამოწვეულ პრობლემებს ეხმაურება. „გურია, ბათუმი, ქობულეთი… ქვეყანას პატრონი არ ჰყავს, საქართველოს სახელმწიფო არ გააჩნია. ყველა საშუალება, რაც სახელმწიფოს გააჩნია, რეპრესიაზეა გადართული. მოქალაქეები კი რჩებიან იმ სიფრთხილის ანაბარად, რომლისკენ 112-ს გზავნილი მოგვიწოდებს!“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

მეტი...

“აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება“ – დავით ნარმანია „მედიაცენტრ მთავარში“

ქვეყანაში მოსულ უხვ ნალექსა და შესაბამისად გამოწვეულ პრობლემებზე, რაც მოსახლეობას შეექმნა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე  დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა, როგორც მან აღნიშნა, უხვმა ნალექმა მაღალმთიან რეგიონებში ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურის დაზიანება გამოიწვია და სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. „ზამთრის სეზონზე და განსაკუთრებით, ბოლო დღეებში უხვმა ნალექებმა მაღალმთიან რეგიონებში გამოიწვია ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურის დაზიანება. ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ „ენერგო პრო ჯორჯიას“ ისევე, როგორც „სოკარ ჯორჯია გაზის“ შესაბამისი თანამშრომლები იმისთვის, რომ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მოხდეს. როგორც კი იწმინდება გზები შესაბამისი ტექნიკით, მერე ამას მიჰყვებიან კომუნალური კომპანიები…

მეტი...

დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან. შესაბამისი განკარგულება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა. ,,უამინდობის გამო შექმნილი გამოწვევების აღმოსაფხვრელად ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლები და შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, რათა მოსახლეობის საჭიროებები მაქსიმალურად მოკლე დროში იქნას დაკმაყოფილებული”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

„საკანონმდებლო ცვლილება გავლენას არ იქონიებს სამომხმარებლო ტარიფებზე“ – დავით ნარმანია „მედიცენტრ მთავარში“

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართა, სადაც „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებაზეც ისაუბრა. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, ცვლილებები მომხმარებლებზე არ აისახება. „აფხაზეთში მიწოდებული ელექტროენერგია არ იქნება ასახული ენგურჰესის ტარიფის გაანგარიშების დროს, რაც მიზნად ისახავს ენგურჰესის ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღებას და შესაბამისად, კომპანია შეძლებს სრულად მოემსახუროს მის წინაშე არსებულ ვალდებულებებს. იგივე, კაპიტალური ტიპის ღონისძიებები, რაც უნდა ჩატარდეს ობიექტზე ა ის ფინანსურად უფრო გამართული კომპანია იქნება. აღნიშნული ცვლილება გავლენას არ იქონიებს სამომხმარებლო ტარიფებზე. ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არუი. მარეგულირებელ კომპანიას გათვალისწინებული აქვს მექანიზმები, რომლთაც ჩვენ თავის…

მეტი...

EU უკრაინას კრიტიკული წიაღისეულის შესახებ ,,ორმხრივად მომგებიან” შეთანხმებას სთავაზობს

ევროკავშირმა უკრაინას კრიტიკული მინერალების შესახებ შეთანხმება შესთავაზა. ევროკომისარის, სამრეწველო სტრატეგიის საკითხებში, სტეფან სეჟურნეს განცხადებით, კრიტიკული მინერალების შესახებ ორივე მხარისთვის მომგებიანი შეთანხმება მან უკრაინელ ოფიციალურ პირებს კიევში, ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად ვიზიტისას შესთავაზა. ,,იმ 30 კრიტიკული მინერალისგან, რომელიც ევროპას სჭირდება, უკრაინას 21-ის მიწოდება შეუძლია ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის ფარგლებში. დამატებული ღირებულება, რომელსაც ევროპა გვთავაზობს, არის ის, რომ ჩვენ არასოდეს მოვითხოვთ შეთანხმებას, რომელიც არ არის ორმხრივად მომგებიანი”, – თქვა სეჟურნემ AFP-ის ცნობით. ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ და უკრაინა…

მეტი...