საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი თემურ ქათამაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს მისთვის საქართველოში საერთაშორისო დაცვაზე (ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი) მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერების საკითხს. ომბუდსმენი შსს-ს მოუწოდებს, ყურადღებით განახორციელოს ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობა. „შიმშილობის ვადის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველს მნიშვნელოვნად მიაჩნია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებული ყურადღებით განახორციელოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობა, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ჯანმრთელობის ნებისმიერი ფორმით გაუარესება. ზემოაღნიშნულ საკითხებსა და საქართველოს სახალხო დამცველის მანდატზე, ინფორმაცია დეტალურად მიეწოდა დაინტერესებულ პირებს 2025 წლის 24 თებერვალს გამართულ შეხვედრაზეც.…
მეტი...დღე: თებერვალი 24, 2025
“ვლადიმერ პუტინთან სერიოზულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებ”- ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან ომის დასრულებისა და მნიშვნელოვანი ეკონომიკური გარიგებების შესახებ სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებს. „რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სერიოზულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებ ომის დასრულებისა და აშშ-სა და რუსეთს შორის მნიშვნელოვანი ეკონომიკური განვითარების გარიგებების შესახებ. მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიმდინარეობს!“ – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მეტი...დაპირისპირება იყო პარლამენტთან. რუსთაველის გამზირი გადაკეტილია
პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება იყო. პოლიცია შეკრებილებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია. ადგილზე შეკრებილებს მარშის ის მონაწილეები შეუერთდნენ, რომლებიც უკრაინის საელჩოდან და საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მსვლელობით წამოვიდნენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.
მეტი...გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას გმობს
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. რეზოლუციის პროექტს, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას გმობს მხარი 93-მა ქვეყანამ დაუჭირა, მის წინააღმდეგ ხმა 18-მა მისცა, ხოლო 65-მა თავი შეიკავა. რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა აშშ-მა და რუსეთმა მისცეს. საქართველომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინის შესახებ აშშ-ის ინიცირებულ რეზოლუციასაც დაუჭირა მხარი, თუმცა მასში ცვლილებები იქნა შეტანილი, კერძოდ, ცვლილებები უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და ხანგრძლივი მშვიდობის შესახებ. აშშ-ის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას მხარი 93-მა წევრმა სახელმწიფო დაუჭირა, 73-მა თავი შეიკავა, ხოლო 8-მ ხმა მის წინააღმდეგ მისცა.
მეტი...უკრაინა შეიძლება ევროკავშირში 2030 წლამდე გაწევრიანდეს
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ შეიძლება მიეცეს უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების უფლება 2030 წლამდე. მისი თქმით, გაწევრიანების პროცესი “დაფუძნებულია დამსახურებაზე” და გაწევრიანება მომგებიანი უნდა იყოს როგორც განმცხადებელი ქვეყნისთვის, ასევე, ევროკავშირისთვის. ფონ დერ ლეიენმა დასძინა, რომ უკრაინა კარგად მუშაობს და შეიძლება „2030 წელზე ადრე მიღება“, თუ ქვეყანა „ამ სისწრაფითა და ხარისხით“ გააგრძელებს მუშაობას.
მეტი...საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა სავალდებულო არ იქნება
პარლამენტში საკანონმდებლო პაკეტის სახით 14 კანონპროექტის ინიცირება მოხდა. მათი ამოქმედების შემდეგ საჯარო გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება. საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ცვლილება ყველა იმ კანონში აისახება, რომელთა გათვალისწინებითაც, საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა სავალდებულო იყო. ცვლილებების მიხედვით, საპროკურორო საბჭოს წევრობის, ასევე საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის კანდიდატები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისგან აღარ შეირჩევიან.
მეტი...“სისხლის სამართლის კოდექსში“ სამშობლოს ღალატის მუხლის დამატების ინიციატივა პარლამენტში ინიცირებულია
“სისხლის სამართლის კოდექსში“ სამშობლოს ღალატის მუხლის დამატების ინიციატივა პარლამენტში ინიცირებულია. აღნიშნული ნორმის თანახმად, სამშობლოს ღალატად ჩაითვლება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე ისეთი ქმედების ჩადენა, როგორიც არის – ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა, ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება, საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა, უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა, სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა, ჯაშუშობა, შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, საბოტაჟი ან უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
მეტი...“ყველას გვაქვს ვალდებულება, რომ ხვალ რუსთაველზე ვიდგეთ”- ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, საზოგადოებას 25 თებერვალს დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი ვიდეომიმართვაში საუბრობს. მისი განცხადებით, 25 თებერვალი რუსული ოკუპაციის ერთგვარი სიმბოლოა და ყველას გვაქვს ვალდებულება, რომ ვიდგეთ რუსთაველის გამზირზე და ვთქვათ – „არა რუსულ ოკუპაციას“. „ხვალ 25 თებერვალია, ერთ-ერთი უმძიმესი დღე ჩვენი ახლო ისტორიისა, როცა ბოლშევიკური ჯარები შემოდიოდნენ დედაქალაქში. ეს დღე რუსული ოკუპაციის ერთგვარი სიმბოლო გახდა, ამიტომ ხვალ, ჩვენ ყველას გვაქვს ვალდებულება, რომ იმავე რუსთაველზე ვიდგეთ ყველანი, რომ ვთქვათ – არა რუსულ ოკუპაციას. ეს იქნება ჩვენი ერთობლივი განაცხადი. მე თქვენთან ერთად, რუსთაველზე, ხვალ 09:00 საათზე“, –…
მეტი...დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე დიდი პაკეტი გამოაცხადა
დიდმა ბრიტანეთმა 2022 წლის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე დიდი პაკეტი გამოაცხადა. ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს. „107 ახალი სანქცია. სანქციების ეს პაკეტი მიზანში იღებს მომარაგების ჯაჭვებსა და შემოსავლებს, რომლებიც პუტინის უკანონო ომს ხელს უწყობს. უკრაინის გაძლიერება უსაფრთხო ევროპისა და დიდი ბრიტანეთის მშენებლობას ხელს შეუწყობს“ – ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებაში. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, სანქციები ეხება რუსი სამხედროებისთვის მანქანა-იარაღების, ელექტრონიკისა და ორმაგი დანიშნულების საქონლის მწარმოებლებსა და მომწოდებლებს, რომლებიც ძირითადად მესამე ქვეყნებშია დაფუძნებული, კერძოდ, ცენტრალური აზიის ქვეყნებში, თურქეთში, ტაილანდში, ინდოეთსა და ჩინეთში.
მეტი...“დონალდ ტრამპთან ძალიან კარგი საუბარი მქონდა”- ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრის ფარგლებში დონალდ ტრამპთან კარგი საუბარი ჰქონდა. „რაც შეეხება დონალდ ტრამპს. ჩვენ საუბარი ახლახან გვქონდა. ეს ძალიან კარგი საუბარი იყო კანადის ხელმძღვანელობით გამართულ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრის ფარგლებში“- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა კანადას შეხვედრის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.
მეტი...თოვლის საფარი 50 სანტიმეტრს აჭარბებს – ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას აჩერებს
ბათუმში უამინდობის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით აჩერებს მუშაობას. ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტის ადმინისტრაცია ავრცელებს. “ინტენსიური თოვის, შეზღუდული ხილვადობისა და გზებზე წარმოქმნილი ლიპყინულის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით აჩერებს გადაადგილებას ყველა მიმართულებით” – აცხადებენ უწყებაში. ბათუმში თოვლის საფარი 50 სანტიმეტრს აჭარბებს. თოვისა და ქარბუქის გამო, ქალაქში სატრანსპორტო გადაადგილება ნაწილობრივ შეზღუდულია. ასევე, ნალექმა ხეები დააზიანა, რომლებიც ავტომობილებს დაეცა. როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, ქალაქის მასშტაბით ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. “დიდთოვლობასთან დაკავშირებით ქალაქის მასშტაბით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სხვადასხვა სამუშაოები. ამ ეტაპზე, ქალაქს 70 ერთეულზე მეტი სპეციალური ტექნიკური საშუალება და 700-ზე მეტი თანამშრომელი ემსახურება” –…
მეტი...თბილისში უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართა
უკრაინის საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი წლისთავთან დაკავშირებით შეიკრიბნენ. აქციას საქართველოში მცხოვრები უკრაინელებიც შეუერთდნენ. ამ წუთებში, ისინი საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან. სადაც საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას შეუერთდებიან, რომელიც უკვე 89-ე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
მეტი...“სანქციების დაწესებას ერთსულოვნება სჭირდება. ამ დროისთვის ჩვენ ეს არ გვაქვს”- ევროკავშირის ელჩი
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი ვერ შეეგუება ძალადობას, დაუსჯელობასა და დაშინებას. ელჩის ინფორმაციით, წევრი ქვეყნები სანქციებს განიხილავენ, თუმცა ამისთვის ერთსულოვნებაა საჭირო. “არის რამდენიმე ადამიანი რომლებიც ჩვენ გამოვყავით, როგორც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები და წევრი სახელმწიფოები მათ სახელებს განიხილავენ. სანქციების დაწესებას ერთსულოვნება სჭირდება და ამ დროისთვის ჩვენ ეს არ გვაქვს, მაგრამ ვცდილობთ, რომ ამას მივაღწიოთ“, – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.
მეტი...“ევროკავშირი ვერ შეეგუება ძალადობას, დაუსჯელობასა და დაშინებას”- ელჩი
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის შემთხვევაში სანქციების დაწესება ერთსულოვნებას მოითხოვს, რაც მისი თქმით არ არსებობს. ელჩი ამბობს, რომ ევროკავშირი ვერ შეეგუება ძალადობას, დაუსჯელობასა და დაშინებას. „როგორც უკვე დიდი ხანია ვამბობთ, ევროკავშირი ვერ შეეგუება ძალადობას, დაუსჯელობასა და დაშინებას, რომელიც უკვე, თითქმის, სამი თვეა გრძელდება. სწორედ ამიტომ, ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესებაზე ვმუშაობთ. ევროკავშირის შემთხვევაში სანქციების დაწესება ერთსულოვნებას მოითხოვს. სამწუხაროდ, ეს ერთსულოვნება არ არსებობს. არიან წევრი სახელმწიფოები, რომლებიც ერთსულოვნებას არ უერთდებიან, მაგრამ ჩვენი ხელმძღვანელობა ცდილობს. ვიცი, რომ არის მცდელობა საქართველოში იმ პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე, რომლებიც მშვიდობიანი…
მეტი...ბუნებრივი წარმონაქმნები შეყვარებულების ცრემლებისგან გაჩენილ ტბაზე
ეს საიჟამის ტბაა სინძიანგის ავტონომიური რეგიონი, ჩინეთი. ზამთარში, მოყინული ტბის ქვეშ და ზედაპირზე ისეთი საოცარ წარმონაქმნები ჩნდება, ვერ დაიჯერებ, რომ ეს რეალობა და ნამდვილია. ყინულის ბუშტები ზედაპირის ქვეშ, ტბის ფსკერზე დაშლილი მცენარეებიდან მეთანის გაზით წარმოიქმნება, რომელიც სანახაობრივ ვიზუალურ ფენომენს ქმნის. ანალოგიურად ხდება ტბის ზედაპირზე. ცივი ტემპერატურისა და მსუბუქი ქარის შედეგად, ტბის ზედაპირი ნელა-ნელა გაყინა, რის შედეგადაც სუფთა ყინული წარმოიქმნა. დაშლილი მცენარეებიდან მეთანის ბუშტები ქვემოდან ამოვიდა და ყინულის სისქის სხვადასხვა დონეზე ჩაეფლო, რადგან ტბა თანდათან გაყინავდა. წყალმცენარეები საოცარ ეფექტს ქმნიან. გეგონება ყინულში ნაკვეთი ფიგურებია. სიაჟამის ტბა ცნობილია როგორც რეგიონის უმაღლესი და…
მეტი...„როგორც არ უნდა შეიცვალოს საერთაშორისო პოლიტიკა, ჩინეთ-რუსეთის მეგობრობას ვერაფერი შეცვლის“ – სი ძინპინისა და პუტინის საუბარი
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც ჩინეთს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რუსეთი და ჩინეთი კარგი მეგობრები არიან და ეს ურთიერთობა მტკიცეა. მხარეებს შეფასებით, ეს თანამშრომლობა არ არის მესამე მხარის საწინააღმდეგოდ მიმართული და როგორც არ უნდა შეიცვალოს მსოფლიო პოლიტიკური ლანდშაფტი, ამ მეგობრობას არაფერი შეცვლის. „ჩვენი, ორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოები მოქმედებდნენ საერთო გაგებით, რათა განვაგრძოთ თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ჩინეთის ხალხის წინააღმდეგობის ომში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავად იაპონიის აგრესიის წინააღმდეგ და მსოფლიო ანტიფაშისტური ომის წინააღმდეგ. ისტორიაც და რეალობაც გვეუბნება, რომ ჩინეთსა და რუსეთი განზრახული…
მეტი...სახალხო დამცველის ოფისთან აქცია მიმდინარეობს
სახალხო დამცველის ოფისთან აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილი სტუდენტები ომბუდსმენს მოუწოდებენ, თემურ ქათამაძის საქმით დაინტერესდეს, რომელიც პროტესტის ნიშნად უკვე 39-ე დღეა შიმშილობს. პარალელურად, ამ დროისთვის, ლევან იოსელიანის პირველ მოადგილესა და სტუდენტების ნაწილს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. ცნობისთვის, თემურ ქათამაძე 16 იანვრიდან იმყოფება შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების ცენტრში და ამ დღიდან უარს ამბობს ყოველგვარი საკვების მიღებაზე და იღებს მხოლოდ წყალს.
მეტი...საქართველოს რკინიგზა რეისებს აუქმებს
დიდთოვლობის გამო საქართველოს რკინიგზა რეისებს აუქმებს. ,,გაუქმებულია დღევანდელი რეისები: ოზურგეთი-თბილისი; ბათუმი-ოზურგეთი-ბათუმი; რიონი-ქუთაისი-რიონი და ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისის რეისები. უქმდება 25 თებერვლის შემდეგი რეისებიც: თბილისი-ოზურგეთი; რიონი-ქუთაისი-რიონი; ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი და ბათუმი-ოზურგეთი-ბათუმის რეისი. გაუქმებულია 26 თებერვალს დაგეგმილი ოზურგეთი-თბილისისა და რიონი- ქუთაისი-რიონის რეისიც. მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ”, – ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მეტი...,,ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, მომავალ წელს აღვნიშნოთ მშვიდობის და არა ომის წლისთავი” – ერდოღანი
,,ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, რომ მომავალ წელს აღვნიშნოთ მშვიდობის და არა ომის წლისთავი”, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ფართომასშტაბური ომის მესამე წლისთავთან დაკავშირებით. „სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისადმი გზა შეიძლება, გაიხსნას განტოლებით, რომელშიც ორივე მხარე თანაბრად და სამართლიანად იქნება წარმოდენილი. ჩვენ ყველას გვეკისრება მნიშვნელოვანი პასუხისმგბელობა, რომ მომავალ წელს აღვნიშნოთ მშვიდობის და არა ომის წლისთავი. ჩვენ გავაგრელებთ ყველა შესაძლო ძალისხმევას სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დასამყარებლად“, – აღნიშნა ერდოღანმა.
მეტი...ისრაელმა პირველად 2002 წლის შემდეგ ტანკები შეიყვანა დასავლეთ სანაპიროზე
გუშინ, ისრაელმა პირველად 2002 წლის შემდეგ, ტანკები შეიყვანა დასავლეთ სანაპიროზე, რათა გააძლიეროს თავისი ძალები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ჯარისკაცები ,,მომდევნო წელს” დარჩებიან ტერიტორიაზე, რათა თავიდან აიცილონ ტერორიზმის დაბრუნება. ამასთან, ჰამასმა გაათავისუფლა ექვსი მძევალი, თუმცა ისრაელმა განაცხადა, რომ 63 მძევალი ჯერ კიდევ რჩება, მათ შორის 2014 წელს დაკავებული ჯარისკაცის ნეშტი. ცნობისთვის, ისრაელის სამხედროების ქმედებები მას შემდეგ გაძლიერდა, რაც პალესტინის სანგრებში ტერორისტებისგან შეტევები გახშირდა.
მეტი...ესპანეთი, შვედეთი და ფინეთი უკრაინას დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს
კიევში მყოფმა ესპანეთის პრემიერმა პედრო სანჩესმა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა. მისი თქმით, უკრაინა 2025 წელს ესპანეთისგან მილიარდი ევროს ღირებულების დახმარებას მიიღებს. ,,ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინა შეუერთდეს ევროკავშირს რაც შეიძლება მალე. რაც არ უნდა მოხდეს უახლოეს თვეებში, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უკრაინელი ხალხის ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა”, – დასძინა მან. დღეს, ასევე ცნობილი გახდა, რომ შვედეთის მთავრობა გეგმავს უკრაინას გადასცეს $113 მილიონის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემები, ხოლო ფინეთი უკრაინის საპარტნიორო ფონდს (PFRU) 2025-2027 წლებში 4,5 მილიონ ევროს გადასცემს.
მეტი...,,საქართველო და მისი ხალხი უკრაინის გვერდით დგას, ჩვენი მომავალი საერთოა” – სალომე ზურაბიშვილი
,,საქართველო და მისი ხალხი უკრაინის გვერდით დგას, ჩვენი მომავალი საერთოა”, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა. ,,დღეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაწყებიდან სამი წელი შესრულდა. საქართველო და მისი ხალხი უკრაინის გვერდით დგას. ჩვენი მომავალი საერთოა. ჩვენ ასევე ვიმსახურებთ სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას, გაერთიანებულ თავისუფალ და დამოუკიდებელ ევროპაში”, – ამბობს ზურაბიშვილი.
მეტი...,,სამი წელია უკრაინელები კოშმარში იღვიძებენ” – სტარმერი
,,სამი წელია უკრაინელები კოშმარში იღვიძებენ. ეს კოშმარი მხოლოდ ერთმა ადამიანმა – ვლადიმერ პუტინმა გამოიწვია”, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი გამოცემა The Sun-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს. „უბრალოდ წარმოიდგინეთ, რას უნდა გრძნობდნენ რიგითი უკრაინელები. შესაძლოა კიევში კაფეში ზიხარ და საუზმობ, ბავშვი ხარკოვში სკოლაში მიგყავს, სამსახურში მიდიხარ. თებერვლის ჩვეულებრივი, ცივი დილაა და მოულოდნელად : რაკეტები. სირენები. აფეთქებები, შორს კი არა, ტელევიზორში კი არა – თქვენსავე ქალაქში. მეგობრების დახოცვა, დამპყრობელი ჯარი, თქვენს ქვეყანაში. ეს არის კოშმარი, რომელშიც უკრაინელები ბოლო სამი წლის განმავლობაში ყოველდღე იღვიძებენ. კოშმარი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთმა ადამიანმა…
მეტი...,,რუსეთი შეწყვეტს სამხედრო მოქმედებებს უკრაინაში, როცა მოლაპარაკების შედეგი მისთვის დამაკმაყოფილებელი იქნება” – ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია მზად არის უკრაინაზე მოლაპარაკებისთვის, მაგრამ შეაჩერებს სამხედრო მოქმედებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შედეგი რუსულ მხარეს დააკმაყოფილებს. „მზად ვართ ვისაუბროთ როგორც უკრაინასთან, ასევე ევროპასთან, ნებისმიერ წარმომადგენელთან, რომელსაც კეთილი ნებით სურს ხელი შეუწყოს მშვიდობის მიღწევას, მაგრამ ჩვენ შევწყვეტთ სამხედრო მოქმედებებს მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს მოლაპარაკებები გამოიღებს მტკიცე და მდგრად შედეგს, რომელიც რუსეთის ფედერაციისთვის დამაკმაყოფილებელი იქნება“, – აღნიშნა ლავროვმა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ეს მკაფიოდ განაცხადა.
მეტი...,,დარეგისტრირებულია ამერიკული „ფარას“ სიტყვა-სიტყვით თარგმანი” – შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბიუროს სხდომაზე ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამერიკული „ფარას“ ზუსტი ანალოგი არის დარეგისტრირებული პარლამენტში და სწორედ მისი განხილვა იგეგმება. „ახალი საკანონმდებლო ინიციატივა არის საქართველოს კანონის პროექტი უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი, პაკეტი, არსი არის იმაში, რომ არის ამერიკული „ფარას“ სიტყვა-სიტყვით, მძიმე-წერტილით თარგმანი. შემდეგ უკვე პარლამენტში განხილვის პროცესში მოხდება შესაბამისობაში მოყვანა ქართულ სამართლებრივ სივრცესთან. თუმცა ამით ნებისმიერი ყალბი, ცრუ ნარატივი, რომელსაც ზოგიერთი შიგნიდან თუ გარედან ავრცელებდა ხოლმე ქართულ კანონებთან დაკავშირებით, ამით დასრულებულია. არის კანონპროექტი, რომელიც არის სიტყვა-სიტყვითი თარგმანი. ყველა სიტყვა, ყველა ტერმინი, ყველა მძიმე, ყველა…
მეტი...იმერეთის რეგიონში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა
იმერეთის რეგიონში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. თოვლის საფარმა მაღალმთიან ზონაში 80 სანტიმეტრს მიაღწია. მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის, თოვლის საფარისგან წმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხება რეგიონს, მხარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონში ამ დროისთვის 50-მდე ერთეული ტექნიკით მიმდინარეობს თოვლის საფარისგან წმენდის სამუშაოები, ასევე იწმინდება საფეხმავლო ბილიკები. მათი თქმით, თოვლის საფარის დონე ქვედა ზონაში 40 სანტიმეტრამდეა, ხოლო მაღალმთიან სოფლებში 70-80 სანტიმეტრს აღწევს.
მეტი...ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს
ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. უკრაინაში ომის დაწყების მესამე წლისთავთან დაკავშირებით, სხდომა წუთიერი დუმილით გაიხსნა. მინისტრებმა რუსეთისთვის სანქციების მე-16-ე პაკეტი დაამტკიცეს. გავრცელებული ინფორმაციით, დღის წესრიგში განსახილველ საკითხებს შორის საქართველო არ არის, თუმცა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ევროპელ დიპლომატებთან განიხილავს.
მეტი...მარსელში რუსეთის საკონსულოს ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა
Reuters-ის ინფორმაციით, საფრანგეთის საპორტო ქალაქ მარსელში რუსეთის საკონსულოს კედელს ორი ჭურვი ესროლეს, აქედან ერთ-ერთი კი აფეთქდა. მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საკონსულოს ბაღის ტერიტორიაზე ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“ ისროლეს. „მარსელში რუსეთის გენერალური საკონსულოს ტერიტორიაზე მომხდარ აფეთქებებს ტერორისტული თავდასხმის ყველა ნიშანი აქვს. ჩვენ ვითხოვთ აკრედიტაციის ქვეყნიდან ყოვლისმომცველ და სწრაფ ზომებს გამოძიებისთვის, ასევე ნაბიჯებს რუსეთის საგარეო მისიების უსაფრთხოების გასაძლიერებლად“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ.
მეტი...,,უკრაინა მზადაა გაცვალოს ტყვეები რუსეთთან „ყველა ყველაზე“ ფორმატში” – ზელენსკი
,,უკრაინა მზადაა გაცვალოს ტყვეები რუსეთთან „ყველა ყველაზე“ ფორმატში”, – ამის შესახებ კიევში ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინელი ტყვეების ფართომასშტაბიანი გათავისუფლება შეიძლება იყოს ომის დასრულების ერთ-ერთი წინაპირობა. „ომის დასრულება უნდა დაიწყოს იმ ნაბიჯებით, რომლებიც აღადგენს ნდობას თავად სიტუაციის მიმართ, რადგან არ არსებობს ნდობა რუსეთის მიმართ. ჩვენ გვჭირდება სიტუაციები, რომლებიც მიუთითებს ომის დასრულებაზე. რეალური მდგომარეობა. ახლა ასეთი ნაბიჯი შეიძლება იყოს ტყვეების გათავისუფლება. ათასობით, ზუსტად ათასობით ადამიანი, რომლებიც რუსეთში არიან დაკავებული და ზოგიერთი მათგანი არა 2022 წლიდან, არამედ ბევრად უფრო ადრე, 2014 წლიდან. რუსეთმა უნდა გაუშვას უკრაინელები.…
მეტი...,,ეს ომი დაიწყო ერთი მიზეზის გამო – რუსეთის სურვილის, გააფართოოს იმპერია” – ტრუდო
,,ეს არ არის ის კონფლიქტი, რომელიც უკრაინას სურდა, ან მისი პროვოცირება მოახდინა. ეს ომი დაიწყო ერთი მიზეზის გამო – რუსეთის სურვილის, წაშალოს უკრაინის ისტორია და გააფართოოს თავისი იმპერიის ტერიტორია. რუსეთის ფედერაციის ქმედებები სხვა არაფერია, თუ არა პირდაპირი შეტევა”, – ამის შესახებ კანადის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრუდომ კიევში მიმდინარე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კიევი მიიღებს დამატებით 25 LAV III ქვეითთა საბრძოლო მანქანას, სადესანტო სისტემებს F-16-ებისთვის და სხვა სახის იარაღს. მისივე თქმით, კანადა უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან 5 მილიარდ დოლარს გადაურიცხავს. ასევე, კანადის პრემიერმა პარტნიორებს მოუწოდა გაზარდონ უკრაინის დახმარება. შეგახსენებთ,…
მეტი...გორში ორი ახალგაზრდის დაჭრის ბრალდებით 2 ადამიანი დააკავეს
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ან მეტი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ორი ადამიანი: 2007 წელს დაბადებული ლ.ზ. და 2008 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ორ პირს – 2006 წელს დაბადებულ ა.ხ.-ს და 2007 წელს დაბადებულ ტ.ა.-ს დანით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაშავებული პირები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით…
მეტი...კალათბურთის ეროვნული ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე არიან წარდგენილი
,,მივიღეთ გადაწყვეტილება ჩვენი კალათბურთელების და მთლიანად გუნდის წევრების უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის თაობაზე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, კაპიტანი თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული მიღწევები, იქნებიან წარდგენილი ბრწყინვალების ორდენზე. „გაგვახარეს ჩვენმა კალათბურთელებმა, რომლებმაც ზედიზედ უკვე მეექვსედ მოიპოვეს ევრობასკეტის, ევროპის ჩემპიონატის საგზური. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამ წარმატების სათანადოდ დაფასება და ამასთან დაკავშირებით, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრეზიდენტთან კონსულტაციების საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება ჩვენი კალათბურთელების და მთლიანად გუნდის წევრების უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის თაობაზე. ღირსების ორდენზე იქნებიან წარდგენილი ჩვენი ეროვნული საკალათბურთო გუნდის…
მეტი...,,ქვეყანა განაგრძობს შეუფერხებლად განვითარებას” – პრემიერი
,,გარკვეულ სუბიექტებს ჩვენს ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ ჰქონდათ ეკონომიკური კრიზისის ხელოვნურად შექმნის, გამოწვევის გეგმა, თუმცა ეს გეგმა რეალურად ჩავარდა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქვეყანას ყველა მიმართულებით აქვს კარგი მონაცემები, როგორც დასაქმების, ასევე სავაჭრო ურთიერთობების და ეკონომიკური ზრდის ნაწილში. „ქვეყანა განაგრძობს შეუფერხებლად განვითარებას. ჩვენი ამოცანაა, დაახლოებით ზრდის იგივე მაჩვენებელზე გავიდეთ, რაც გვქონდა 2024 წელს. შარშან ზრდამ შეადგინა 9.5% და სავსებით რეალურია ასეთი მაჩვენებლის გამეორება მიმდინარე წელსაც. ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ საპირისპირო მიმართულებით ქვეყნის განვითარების წარმართვას, თუმცა მათ გეგმებს, რა თქმა უნდა,…
მეტი...,,ეს არის ნამდვილად ტრაგიკული თარიღი ჩვენი მეგობარი ქვეყნის, უკრაინის ისტორიაში” – პრემიერი
,,სამი წელი შესრულდა დღეს უკრაინაში ომის დაწყებიდან. ეს არის ნამდვილად ტრაგიკული თარიღი ჩვენი მეგობარი ქვეყნის, უკრაინის ისტორიაში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა გამოთქვა იმედი, რომ უკრაინაში მალე დამყარდება მშვიდობა. „სამი წელი შესრულდა დღეს უკრაინაში ომის დაწყებიდან. ეს არის ნამდვილად ტრაგიკული თარიღი ჩვენი მეგობარი ქვეყნის, უკრაინის ისტორიაში. ძალიან მძიმეა ომის შედეგები ჩვენი მეგობარი ქვეყნისთვის, ჩვენი მეგობარი ხალხისთვის., უამრავი ადამიანია დაღუპული ამ ომის შედეგად. ათ მილიონამდე უკრაინელი იქცა დევნილად, ლტოლვილად. უკრაინის ტერიტორიების 20% დღეს არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ, განადგურებულია ინფრასტრუქტურა, ეკონომიკა, ენერგეტიკა. უკრაინის საგარეო ვალი…
მეტი...,,საგარეო ვაჭრობის მიმართულებით გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებელი” – პრემიერი
,,2025 წლის იანვრის მონაცემებით, საგარეო ვაჭრობა გაზრდილია 39.3 %-ით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა ქვეყნისთვის. „საგარეო ვაჭრობის მიმართულებით გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებელი – 2025 წლის იანვრის მონაცემები გამოაქვეყნა საქსტატმა და საგარეო ვაჭრობა გაზრდილია 39.3 %-ით, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურის თქმით, რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული სახით გამოქვეყნებული იანვრის მონაცემები, თუმცა წინასწარი შეფასებით, შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური ზრდა იქნება ორნიშნასთან საკმაოდ ახლოს.
მეტი...სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკა ინტიმური შინაარსის ფოტომასალის უკანონოდ მოპოვებაზე ჩაატარეს
სპორტული კომენტატორის სახლში ჩხრეკა დასრულდა. ამოღებულია ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკა სასამართლო განჩინების საფუძველზე ჩაატარეს. ,,მიუთითებდა პიროვნებაზე, ვისთანაც ჩავატარეთ პირადი ჩხრეკა, ასევე მეტადან მოსული ინფორმაცია ემთხვევა იმ მისამართს, საიდანაც ყალბი ექაუნთის გამოყენებით პიროვნება უკანონოდ მოიპოვებდა ინტიმური შინაარსის ფოტომასალას. ბრალდებაზე არაა საუბარი, ეს იყო საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ჩავატარეთ სასამართლოს განჩინების საფუძველზე”, – განუცხადა ჟურნალისტებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა. სპორტულმა კომენტატორმა, სანდრო ცნობილაძემ მედიასთან მის სახლში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა: „დილას რამდენიმე ადამიანი მოვიდა. ერთი რამ ფაქტია, საერთოდ რაიმე რომ ჰქონოდათ…
მეტი...