რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა. რუსთაველის გამზირზე, საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. გზის გადაკეტვას მოქალაქეები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ. მოქალაქეები უკვე 88-ე დღეა პროტესტის ნიშნად ყოველდღიურად იკრიბებიან. მათი მოთხოვნაა: ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებული მოქალქეების გათავისუფლება.
მეტი...დღე: თებერვალი 23, 2025
ეგზიტპოლების თანახმად, ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ოლაფ შოლცის პარტია მესამე ადგილზეა
ეგზიტპოლების თანახმად, ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან სოციალური კავშირი“ (CDU/CSU) ლიდერობს. ბლოკს ამომრჩეველთა ხმების 29 პროცენტი აქვს. ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მეორე ადგილზეა 19.5 პროცენტით, ოლაფ შოლცის მემარცხენე-ცენტრისტულ გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას (SPD) კი 16 პროცენტი.
მეტი...“როდესაც ამის დრო დადგება, კურსკის ოლქს უკრაინის ტერიტორიებში გავცვლით”- ზელენკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ როდესაც ამის დრო დადგება, კურსკის ოლქს უკრაინის ტერიტორიებში გაცვლიან. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების დროს უკრაინა კურსკის ოლქის ტერიტორიას, რომელსაც ამჟამად უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებში გაცვლის. „ჩვენ გვაინტერესებს ჩვენი ტერიტორიები, უკრაინული. ნებისმიერ შემთხვევაში, კურსკის ოლქი მოგვცემს საშუალებას, გავცვალოთ ის ჩვენს ტერიტორიებში. დარწმუნებული ვარ, როცა მივალთ ტერიტორიული მთლიანობის საკითხამდე და გარკვეული ნაბიჯების გადადგმის საკითხამდე, ვფიქრობ, ეს დაგვეხმარება”- განაცხადა ზელენსკიმ.
მეტი...“ურყევი მხარდაჭერა უკრაინისადმი“- ურსულა ფონ დერ ლაიენი ემანუელ მაკრონსა და კირ სტარმერს ესაუბრა
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს კირ სტარმერს ესაუბრა. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, ევროპელი ლიდერები უკრაინას „ურყევ“ მხარდაჭერას უცხადებენ. „ჩვენ განვიხილეთ უკრაინის მიმართ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა ფინანსური და სამხედრო თვალსაზრისით. გავუზიარეთ ერთმანეთს სიახლეები ჩვენი კონტაქტების შესახებ აშშ-ს პარტნიორებთან და განვიხილეთ კონტინენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების გეგმები” – დაწერა ურსულა ფორ დენ ლაიენმა X-ზე. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ორშაბათს, 24 თებერვალს კიევში 13 ქვეყნის ლიდერს ელოდებიან.
მეტი...“ომის დასრულება ამ კვირაში შეუძლებელია”- ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულება ამ კვირაში შეუძლებელია. “ამ კვირაში შეუძლებელია ომის დასრულება უკრაინისთვის გარანტიებით. ყოველ შემთხვევაში, გულწრფელად არ ვიცი, როგორ შეიძლება, ეს დღეს გაკეთდეს ჩვენი შეხვედრების გარეშე“– განაცხადა ზელენსკიმ. ასევე, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის პირობები სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმებაში ვალის ხასიათს ატარებდა, რომელიც უკრაინას აშშ-სთვის უნდა გადაეხადა.
მეტი...ძიუდოში მიმდინარე ღია პირველობის ნახევარფინალში ტატო გრიგალაშვილი იჭიდავებს
პოლონეთის დედაქალ ვარშავაში ძიუდოში მიმდინარე ღია პირველობის ნახევარფინალში ტატო გრიგალაშვილი იჭიდავებს. ტატომ ოთხი დაპირისპირება მარტივად მოიგო და ფინალში გასასვლელად ესპანელ როდრიგესს დაუპირისპირდება. იმავე წონაში მეოთხედფინალურ სტადიაზე იასპარეზებს კიდევ ერთი ქართველი, ნიკოლოზ დავლაძე.
მეტი...უკრაინის პრეზიდენტი არ აღიარებს აშშ-სთან 500 მილიარდი დოლარის მოცულობის ვალს
პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ აღიარებს უკრაინის მხრიდან 500 მილიარდი დოლარის მოცულობის ვალს აშშ-სთან, იმ დახმარებისთვის, რომელიც ვაშინგტონმა კიევს მიაწოდა. მისი მტკიცებით, თანხა რომელიც აშშ-ს წინა პრეზიდენტის ჯო ბაიდენისგან მიიღო, იყო გრანტი და არა სესხი. “არ ვაპირებ 500 მილიარდის პრეტენზია მივიღო, მიუხედავად იმისა, მოეწონება თუ არა ეს ვინმეს. არც კი ვარ მზად, ვაშინგტონთან $100 მილიარდის გადახდა განვიხილო, რადგან ეს გრანტი იყო და არა – სესხი. მე ბაიდენთან შევთანხმდი, რომ ეს გრანტია – გრანტი კი ვალი არ არის. გრანტს ჩვენ არ დავაბრუნებთ”- თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მეტი...კიევში 13 ქვეყნის ლიდერს ელოდებიან
ორშაბათს, 24 თებერვალს კიევში 13 ქვეყნის ლიდერს ელოდებიან. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ორშაბათს კიევში სამიტი გაიმართება, რომელშიც ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. „ჩვენ გვეყოლება 13 ლიდერი „ოფლაინში“ და 24 ლიდერი ონლაინ. ევროკავშირის ხელმძღვანელობა იქნება აქ, კიევში, ევროპარლამენტის ხელმძღვანელობა იქნება აქ, ბევრი დელეგაცია… ჩვენი პლატფორმა “უკრაინა – სკანდინავია-ბალტიისპირეთი”, ჩრდილოეთ ევროპის ლიდერები აქ იქნებიან”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მეტი...“მზად ვარ დავტოვო პრეზიდენტის თანამდებობა”- ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მზადაა, უკრაინაში მშვიდობისთვის, ან ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ, პრეზიდენტის თანამდებობა დათმოს. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „უკრაინაში მშვიდობისთვის თუ ნამდვილად გჭირდებათ, რომ ჩემი პოსტი დავტოვო, მაშინ მე მზად ვარ“ – აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, მზადაა, პრეზიდენტის თანამდებობა დატოვოს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდაც.
მეტი...გორში ორი ახალგაზრდა დაჭრეს
გორში ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი არასრულწლოვანია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
მეტი...“ევროკავშირმა გააკეთა არჩევანი: უკრაინა ჩვენ გვეკუთვნის”- მარტა კოსი
“უკრაინა – დაუყოვნებლივ!” ეს იყო ჩემი პასუხი ევროპარლამენტარების შეკითხვაზე, რომელი ქვეყნის ხილვა მსურდა შემდგომ ევროკავშირში. უკრაინა, რადგან ისინი იბრძვიან თავიანთი არჩევანისთვის, იყვნენ ევროკავშირის ოჯახის წევრი” – აცხადებს ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი. როგორც ევროკომისარი ამბობს, დღეს კიევს ესტუმრებიან. „დღეს მივემგზავრები კიევში, რათა გამოვხატო სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან სამი წლის თავზე. სიბნელეში უკრაინელებმა წარმოუდგენელი სიმამაცე გამოიჩინეს. ისინი იბრძვიან არა მხოლოდ თავიანთი მიწისთვის, არამედ თავისუფლებისთვის, ღირსებისა და მომავლისთვის. ისინი იყურებიან ევროპისკენ, რადგან იციან ალტერნატივა არის მსოფლიო ღირებულებების გარეშე, რომელსაც მართავს სისასტიკე და უსამართლობა“- წერს კოსი. მისი თქმით, თავისუფალი, აყვავებული უკრაინა…
მეტი...“ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი უზარმაზარ ჯარიმებს აკისრებს მამაც ქართველ ხალხს”- კონგრესმენი
ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონის განცხადებით, სამართლიანი არჩევნების მოწოდების გამო ქართველი ხალხი ისჯება. “ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი უზარმაზარ ჯარიმებს აკისრებს მამაც ქართველ ხალხს უბრალოდ, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, სიტყვისა და შეკრების უფლების გამოყენებისა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოწოდების გამო, „ქართველი ხალხი არ დაშინდება!“ – აცხადებს ის.
მეტი...„ინფორმაცია, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილმა პრეზიდენტის მიერ შეწყალების აქტის შედეგად დატოვა საპატიმრო, სიცრუეა“- ადმინისტრაცია
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს. „ვეხმიანებით ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს 23 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა პირმა, გიორგი პაპაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ განხორციელებული შეწყალების აქტის შედეგად დატოვა საპატიმრო. გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და პირდაპირ ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და პრეზიდენტის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას. მოვუწოდებთ აღნიშნულ ტელეკომპანიას, გამოასწორონ შეცდომა და თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან“ – აღნიშნულია განცხადებაში.
მეტი...“შესაძლოა ვინმემ მოისურვოს მოინახულოს ის ციხეში სასამართლო პროცესის შემდეგ”- კესტუტის ბუდრისი პუტინზე
ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კესტუტის ბუდრისმა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ისაუუბრა. მისი განცხადებით, ვერ წარმოუდგენია აგრესორი, რომელსაც “სისხლიანი ხელები აქვს” მიიწვიონ მაგიდასთან რაიმე საკითხის განსახილველად. „არ ვიცი, შესაძლოა ვინმემ მოისურვოს მოინახულოს ის ციხეში სასამართლო პროცესის შემდეგ. მე ამას არ ვიზამ. არ ვიცი, შესაძლოა, ევროპელი ლიდერებიდან მას ვინმე შეხვდეს, მაგრამ ვერ წარმოგვიდგენია, რომ აგრესორი, რომელსაც სისხლიანი ხელები აქვს, მიიწვიონ მაგიდასთან რაიმე საკითხის, რაიმე საერთო ინტერესის, მომავლის განსახილველად. ვერ წარმომიდგენია, ვინმემ განაცხადოს, რომ შეუძლია ენდოს, რასაც პუტინი ამბობს“, – აღნიშნა ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მეტი...“უარს ვაცხადებ ნებისმიერი სახის თანხის მიღებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან”- მეუფე
დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი, ზენონი (იარაჯული) უარს აცხადებს, ნებისმიერი სახის თანხის მიღებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამის შესახებ მეუფე სოციალურ ქსელში წერს. მეუფე ზენონი ამბობს, რომ მის პოზიციაში განსაკუთრებული არაფერია. „სრულიად თვალსაჩინო უთანასწორობა, უსამართლობა. 18 მილიონი დემონსტრანტთა ჯარიმა. უარს ვაცხადებ ნებისმიერი სახის თანხის მიღებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან. არაფერი განსაკუთრებული ჩემს პოზიციასა და განაცხადში. ეს უბრალოდ შეუძლებელია! “ეს ხალხი გაძარცულია და დარბეული..საპყრობილეებში გამოკეტილნი; ტყვედ მიჰყავთ, მხსნელი კი არ არის.” / ეს. 42,22/“ – წერს მეუფე ზენონი.
მეტი...რომის პაპი თავს უკეთ გრძნობს – გვარდია დაკრძალვის ცერემონიისთვის რეპეტიციას გადიოდა
ვატიკანმა პაპი ფრანცისკეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება გაავრცელა. მათი ცნობით, პაპი, რომელიც პნევმონიითაა დაავადებული, საღ გონებაზეა და სასაუზმოდ საწოლიდანაც წამოდგა. ვატიკანის სპიკერმა, მატეო ბრუნიმ, პრესას აუწყა, რომ პაპი თავს შედარებით უკეთ გრძნობს. კათოლიკე ქრისტიანებისთვის ეს სასიხარულო ამბავია. მანამდე შვეიცარიული მედია წერდა, რომ გვარდია, რომელიც პაპს იცავს, მისი დაკრძალვის ცერემონიისთვის რეპეტიციას გადიოდა. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პაპი ფრანცისკე თავის უახლოეს წრეს მოახლოებულ სიკვდილსა და ვატიკანის მომავალზე დარდობდა. პაპის თქმით, ის ფიქრობს, რომ პნევმონიას ვერ დაამარცხებს.
მეტი...გაერთიანებული სამეფო ხვალ, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მასშტაბურ პაკეტს გამოაცხადებს
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო ხვალ, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავზე, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მასშტაბურ პაკეტს გამოაცხადებს. „დროა, პუტინის რუსეთზე ზეწოლა მოვახდინოთ. ვგეგმავ, ხვალ გამოვაცხადო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე დიდი პაკეტი ომის პირველი დღეებიდან – მათი სამხედრო მანქანის დასაშლელად და შემოსავლების შესამცირებლად, რომელიც უკრაინაში განადგურების ცეცხლს აღვივებს“ – აღნიშნა დევიდ ლემმა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობას და განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინას ყოველწლიურად 3 მილიარდ გირვანქა სტერლინგს გამოუყოფს, საჭიროების შემთხვევაში კი, ბრიტანელი ჯარისკაცები სამშვიდობო ძალებს შეუერთდებიან.
მეტი...“ქართველი ერი არასდროს შეურიგდება ოკუპაციას, არასდროს დათმობს თავისუფლებას”- კალაძე
“ქართველი ერი არასდროს შეურიგდება ოკუპაციას, არასდროს დათმობს თავისუფლებას” – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელიც 1921 წელს დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო. დედაქალაქის მერმა გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო და პარლამენტის სასახლეში მდებარე გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. „პატივს მივაგებთ იმ ახალგაზრდების ხსოვნას, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. ქართველი იუნკრების გმირობა კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ქართველი ერი არასდროს შეურიგდება ოკუპაციას, არასდროს დათმობს თავისუფლებას. მარადიული ხსოვნა იყოს 1921 წლის თებერვალში, საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული იუნკრების“, – განაცხადა კახა კალაძე.
მეტი...ფოთში თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა
ფოთის მუნიციპალიტეტში თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. ავტომანქანებს გადაადგილება უჭირთ, გარკვეულ უბნებს არ მიეწოდება ელექტროენერგია. მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება 6 000-მდე აბონენტს. აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება და 17:00 საათისთვის სრულად აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება. მოსალოდნელი უამინდობის გამო, 24 და 25 თებერვალს ფოთის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდება, ასევე მხოლოდ, 24 თებერვალს სასწავლო პროცესი შეჩერდება საჯარო სკოლებში. მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური სამსახურები მუშაობას საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ.
მეტი...ლავროვი უკრაინის ომის დასრულების თაობაზე მოლაპარაკებების განსახილველად ხვალ თურქეთში ჩავა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ხვალ თურქეთში ჩავა. მედიის ინფორმაციით, ლავროვი თურქეთში უკრაინის ომის დასრულების თაობაზე აშშ-ის ოფიციალურ პირებთან გამართული მოლაპარაკებების განსახილველად და ასევე იმის გასარკვევად ჩავა, თუ როგორ შეუძლია ანკარას ამ პროცესში წვლილის შეტანა. ლავროვის ვიზიტი ემთხვევა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის სამი წლის თავს. ამასთან, წყაროს თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაკან ფიდანთან ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასა და სირიაში არსებულ ვითარებას განიხილავს. თურქულმა წყარომ განაცხადა, რომ მხარეები განიხილავენ ნაბიჯებს „დიპლომატიური ძალისხმევით სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად, აშშ-სა და რუსეთს შორის ბოლოდროინდელ კონტაქტებს და წვლილს, რომელიც თურქეთს…
მეტი...უკრაინის რეგიონებს ბალისტიკური რაკეტებით და 267 დრონით შეუტიეს
რუსულმა ძალებმა 23 თებერვლის ღამეს უკრაინის რეგიონებს ბალისტიკური რაკეტებით და 267 დრონით შეუტიეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, 138 დრონი ჩამოაგდეს, 119 კი – ლოკაციურად დაიკარგა. გარდა, ამისა სამი დრონი რუსეთის ტერიტორიაზე გაფრინდა, ერთი კი – ბელარუსში. რუსებმა უკრაინას დროებით ოკუპირებული ყირიმიდან „ისკანდერ-მ/კნ-23“ ტიპის სამი ბალისტიკური რაკეტით შეუტიეს. უკრაინელებმა დრონები ხარკოვის, პოლტავას, სუმის, კიევის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიროვოგრადის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, რივნეს, ნიკოლაევის, ოდესისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში ჩამოაგდეს. თავდასხმის შედეგად დნეპროპეტროვსკის, ოდესის, პოლტავას, კიევისა და ზაპოროჟიეს ოლქები დაზარალდა.
მეტი...„ჩვენ გავაგრძელებთ არმიისა და საზღვაო ძალების საბრძოლო შესაძლებლობებს”- პუტინი
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავი ქვეყანაში სამშობლოს დამცველის წლად გამოცხადდა. მისი თქმით, ჩვენი სტრატეგიული კურსი შეიარაღებული ძალების გაძლიერების და განვითარების კუთხით, უცვლელი რჩება. „ჩვენ გავაგრძელებთ არმიისა და საზღვაო ძალების საბრძოლო შესაძლებლობების გაუმჯობესებას, მათ საბრძოლო მზადყოფნას, როგორც რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს, მისი სუვერენული აწმყოსა და მომავლის გარანტიას, მის პროგრესულ განვითარებას. იარაღისა და აღჭურვილობის საბრძოლო გამოყენების ანალიზის გათვალისწინებით, ჩვენ გავაგრძელებთ შეიარაღებული ძალების შევსებას ახალი, თანამედროვე მოდელებით”– განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
მეტი...მაკრონმა ქალაქ მიულუზში დანით თავდასხმას „ისლამისტური ტერორიზმი“ უწოდა
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქალაქ მიულუზში დანით თავდასხმას „ისლამისტური ტერორიზმი“ უწოდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის დროს მამაკაცი „ალაჰ აკბარს“ ყვიროდა. ალჟირში დაბადებული 37 წლის მამაკაცის თავდასხმის შედეგად გამვლელი დაიღუპა, პოლიციის სამი თანამშრომელი კი დაშავდა. ეჭვმიტანილი პოლიციამ დააკავა. „პროკურორი მობილიზებულია, ისევე როგორც ანტიტერორისტული პროკურატურა. ტერორისტის გამონათქვამების გათვალისწინებით, ამ მოქმედებას ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიენიჭა, ისლამისტური ტერორისტული აქტის. მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ერის სოლიდარობა ოჯახის მიმართ და ჩემი სურვილი, გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა, რომელიც მიმდინარეობს რვა წლის განმავლობაში, ყველაფერი გავაკეთო ჩვენს ქვეყანაში ტერორიზმის აღმოსაფხვრელად“- აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
მეტი...“უკრაინამ უარყო აშშ-ის მიერ ბუნებრივი რესურსების შეთანხმების ახალი ვერსია”- Bloomberg
Bloomberg-ის ინფორმაციით, უკრაინის ხელისუფლებამ უარყო აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული ბუნებრივი რესურსების შეთანხმების ახალი ვერსია, რომელიც ვაშინგტონისთვის 500 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების რესურსების გადაცემას ითვალისწინებდა. მანამდე, ამერიკულმა გამოცემა The New York Times-მა დაწერა, რომ აშშ-სა და უკრაინას შორის რესურსების შესახებ შეთანხმების ახალი ვერსიის თანახმად, მიღებული შემოსავალი უნდა გაიგზავნოს ფონდში, სადაც აშშ 100%-ს მიიღებს. კიევს სთხოვენ ფონდში წვლილის შეტანას მანამ, სანამ ის 500 მილიარდ დოლარს არ მიაღწევს, რასაც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამერიკული დახმარების სანაცვლოდ ითხოვს.
მეტი...“უკრაინაში ომის არიდება შეიძლებოდა, თუმცა დიფ სთეითმა გააკეთა ყველაფერი, რომ ეს სამხედრო აგრესია შემდგარიყო”- კობახიძე
“უკრაინაში ომის არიდება თავისუფლად შეიძლებოდა, თუმცა დიფ სთეითმა გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ ეს სამხედრო აგრესია შემდგარიყო, რაც არის უდიდესი დანაშაული არა მხოლოდ უკრაინელი ხალხის წინაშე, არამედ, მთლიანად კაცობრიობის წინაშე” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, ეს არის უმძიმესი ომი, რომელსაც უამრავი ადამიანი შეეწირა. „ომის თავიდან არიდება უკრაინაში იყო თავისუფლად შესაძლებელი. გახსოვთ ჩვენი განცხადებები, რომელიც კეთდებოდა 2022 წლის დასაწყისში. ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ აბსოლუტურად ყველა ძალას უნდა გაეკეთებინა ყველაფერი იმისათვის, რომ არ შემდგარიყო ომი უკრაინაში, თუმცა, ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ხელისუფლების საკითხი. იყო პირველ რიგში…
მეტი...“უმჯობესია, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები იყვნენ კონცენტრირებული საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე”- კობახიძე
“უმჯობესია, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები იყვნენ კონცენტრირებული საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროკავშირს აქვს უამრავი პრობლემა, მათ შორის მძიმე ეკონომიკური რეცესია. „იცით, რომ კრიზისული ვითარებაა, დღეს ევროკავშირში არის მძიმე ტენდენციები ეკონომიკური რეცესიის თვალსაზრისით, ალბათ უფრო მეტად ამაზე უნდა იყვნენ კონცენტრირებული ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლები. უმჯობესია, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები იყვნენ კონცენტრირებული საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მეტი...“ძალიან ბევრი მოღალატეა ქართულ პოლიტიკაში და მათ ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ კონკრეტული საკანონმდებლო მექანიზმები”- პრემიერი
“2008 წელს, ომის დაწყებამდე დაახლოებით 1 თვით ადრე დააინიცირეს კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომელიც ითვალისწინებდა სამშობლოს ღალატის შესახებ ჩანაწერის ამოღებას და ომის დასრულებიდან 1 თვეში მიიღეს შესაბამისი კანონი” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, აშკარაა, რომ კონკრეტულ ადამიანებს ეშინოდათ სამშობლოს ღალატის მუხლის. „თქვენ იცით ისტორია სამშობლოს ღალატის შესახებ მუხლის. 2008 წელს, ომის დაწყებამდე დაახლოებით 1 თვით ადრე დააინიცირეს კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომელიც ითვალისწინებდა სამშობლოს ღალატის შესახებ ჩანაწერის ამოღებას და ომის დასრულებიდან 1 თვეში მიიღეს შესაბამისი კანონი. აშკარაა, რომ კონკრეტულ…
მეტი...“ბევრი რამ იქნება დამოკიდებული „დიფ სთეითის“ დამარცხებაზე”- კობახიძე
“ჩვენ გვინდა არამხოლოდ ურთიერთობების გადატვირთვა აშშ-თან, არამედ უფრო მეტიც, გვინდა კონკრეტული გზამკვლევით, სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის საქართველოს მთავრობის ღია შეთავაზება ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მიმართ. „ჩვენ გვაქვს აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვის სურვილი და ამის შესახებ არაერთი განცხადება გავაკეთეთ. ჩვენ გვინდა არა მხოლოდ ურთიერთობების გადატვირთვა, არამედ უფრო მეტიც, გვინდა კონკრეტული გზამკვლევით, სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა. ეს არის ჩვენი ღია შეთავაზება ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მიმართ. გვესმის, რომ დღეს ძალიან ბევრი საქმე აქვს ტრამპის ადმინისტრაციას, არის შიდა საქმეები მოსაგვარებელი, არის ომის დამთავრების საკითხი, რითაც არის დაკავებული ტრამპის ადმინისტრაცია. აქედან გამომდინარე, შეიძლება…
მეტი...რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი შესაძლოა, „ამ კვირაში“ დასრულდეს
თეთრი სახლის პრეს-მდივნის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი შესაძლოა, „ამ კვირაში“ დასრულდეს. ინფორმაციას გამოცემა „ჰილი“ ავრცელებს. „პრეზიდენტი და მისი გუნდი ფოკუსირებული არიან კონფლიქტის დასასრულებლად ამ ომის ორივე მხარესთან მოლაპარაკებების გაგრძელებაზე. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ამის მიღწევა ამ კვირაში შეგვიძლია“- განაცხადა კაროლინ ლევიტმა. ლევიტმა აღნიშნა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, მაიკ უოლცი ამ შაბათ-კვირას „24 საათის განმავლობაში“ იმუშავებს შეთანხმებაზე. მისივე თქმით, აშშ-ის სახაზინო მდივანი, სკოტ ბესენტი ჩართულია უკრაინელებთან სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმების განხილვაში.
მეტი...„რუსეთს უკრაინის დამარცხების უფლება არ უნდა მივცეთ“- ანჯეი დუდა ტრამპს შეხვდა
პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ომი უნდა დასრულდეს. დუდამ აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს სურს დაასრულოს უკრაინაში სისხლისღვრა. „რუსეთს უკრაინის დამარცხების უფლება არ უნდა მივცეთ“,- აღნიშნა დუდამ. პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, „ამერიკის მხარდაჭერის გარეშე უკრაინა ვერ გადაიტანს ამ ომს.“ დუდამ აღნიშნა, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ „ომი დამთავრდეს სამართლიანი მშვიდობით, რომელიც გაგრძელდება“.
მეტი...„ნეონაციზმისა და მისი დამქაშების წინააღმდეგ ომი ჯერ არ დასრულებულა”- მედვედევი
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთის მტერი განადგურდება და სიმართლე გაიმარჯვებს. მისი თქმით, „ნეონაციზმისა და მისი დამქაშების წინააღმდეგ“ ომი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ მისი შედეგი ძალიან ახლოს არის. „ნეონაციზმისა და მისი დამქაშების წინააღმდეგ ომი ჯერ არ დასრულებულა. მაგრამ მისი შედეგი უკვე ძალიან ახლოსაა. მტერი განადგურდება. სიმართლე გაიმარჯვებს“ – წერს მედვედევი.
მეტი...უამინდობა საქართველოში – უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი
გურიაში არსებული უამინდობის და დიდი თოვლის გამო, მატარებლების რამდენიმე რეისი უქმდება. ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. კერძოდ გაუქმდა შემდეგი რეისები: 24 თებერვალი – ოზურგეთი-თბილისი; 24 თებერვალი – ბათუმი-ოზურგეთი ; 24 თებერვალი – რიონი-ქუთაისი-რიონი; „შეგახსენებთ, რომ ქუთაისში მიმავალი მგზავრები, ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლით რიონის სადგურამდე მგზავრობენ. ხოლო რიონის სადგურიდან ქუთაისი 1-ის სადგურამდე მგზავრობენ საგარეუბნო ელექტრომატარებლებით, რომელთა გრაფიკი მორგებულია თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებლის განრიგს. შესაბამისად, 24 თებერვალს ოზურგეთი -თბილისის სამგზავრო რეისის გაუქმების შედეგად უქმდება რიონი-ქუთაისი-რიონის ელექტრომატარებელიც. საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
მეტი...დონალდ ტრამპი პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა
დონალდ ტრამპმა და პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის დაწყების წინ შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. „პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეხვდა პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას და კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა“ – ნათქვამია განცხადებაში. ტრამპის თქმით, აფასებს, რომ პოლონეთის პრეზიდენტი ესწრება კონფერენციას და აღნიშნა, რომ პოლონეთის ლიდერი არის „ფანტასტიკური ადამიანი“ და მისი „დიდი მეგობარი“.
მეტი...ესტონეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს უგზავნის
ესტონეთი უკრაინას 10 000 საარტილერიო საბრძოლო მასალას და სამხედროებისთვის 750 000 სასურსათო პაკეტს გადასცემს. ინფორმაციას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, კრისტენ მიხალი ავრცელებს. „უკრაინის პოზიციების გასაძლიერებლად და რუსეთზე ზეწოლის გასაზრდელად ესტონეთი უგზავნის 10 000 საარტილერიო საბრძოლო მასალას და 750 000 სასურსათო პაკეტს უკრაინელი მებრძოლებისთვის. პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში, ამას დაემატება 100 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ჩვენი, საკუთარი თავდაცვის ინდუსტრიის პროდუქტი“ – წერს ესტონეთის პრემიერი.
მეტი...„ჰამასმა“ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ყველა მძევალი, წინააღმდეგ შემთხვევაში განადგურდება”- მარკო რუბიო
„ჰამასმა“ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ყველა მძევალი, წინააღმდეგ შემთხვევაში განადგურდება” – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო აცხადებს. რუბიო ამბობს, რომ „ჰამასის“ მოპყრობა მძევლების კიდევ უფრო მეტად ასახავს მათ სისასტიკეს. „ჰამასის“ მოპყრობა მძევლების მიმართ, ბიბასების ოჯახის სასტიკი მკვლელობის ჩათვლით, კიდევ უფრო მეტად ასახავს მათ სისასტიკეს და არის კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ტერორისტებმა დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ ყველა მძევალი ან განადგურდნენ“ – წერს რუბიო სოციალურ ქსელში.
მეტი...„უსამართლობა საქართველოში: მშვიდობიან დემონსტრანტებს 300,000 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმები დაეკისრათ ერთ დღეში”- ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოფიაში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოში 86-ე დღეა მშვიდობიანი დემონსტრანტები ევროკავშირის დროშებით დადიან. „უსამართლობა საქართველოში: მშვიდობიან დემონსტრანტებს 300,000 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმები დაეკისრათ ერთ დღეში. 18 მილიონი პროტესტის დაწყებიდან მაშინ, როდესაც “ოფშორების კანონისა“ და სანქციებისთვის გვერდის ავლის წყალობით ივანიშვილმა თავისი 1/2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ნახატების კოლექცია ჩამოიტანა საქართველოში საბაჟო გადასახადების გარეშე… სოფიაში ანტი-ევროპელმა დემონსტრანტებმა ევროკავშირის ოფისის შტურმი სცადეს, საქართველოში 86-ე დღეა მშვიდობიანი დემონსტრანტები ევროკავშირის დროშებით დადიან, რათა მოითხოვონ ახალი არჩევნები და გადაარჩინონ თავიანთი თავისუფალი და ევროპული მომავალი!” – წერს ზურაბიშვილი.
მეტი...