აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კიევს სთხოვდა უარი ეთქვა გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის პროექტზე, რომელშიც გმობდნენ რუსეთის სრულმასშტაბიან აგრესიას და რომელშიც უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანის მოთხოვნაზე იყო საუბარი. ინფორმაცია ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტს“ ოთხ ანონიმურმა წყარომ დაუდასტურა. უკრაინულმა წყარომ განაცხადა, რომ ამ წინადადებამ კიევი „შოკში ჩააგდო“ და პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს არსებული რეზოლუციის გამოთხოვა აუკრძალა. „მათი წინადადება ძალიან მოკლეა და სრულიად ახალ ფორმულირებებს შეიცავს. ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი ამბობს, რომ ეს უფრო პუტინისთვის დათმობებისკენ მოწოდებას ჰგავს, ვიდრე მშვიდობისკენ მოწოდებას“- ამბობს წყარო.
მეტი...დღე: თებერვალი 22, 2025
“ამინდის მკვეთრი გაუარესება”- 112-ი მოსახლეობას აფრთხილებს
ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს: ,,გაცნობებთ, რომ 23-24 თებერვალს შავი ზღვის სანაპირო ზოლში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მეტი...საფრანგეთში დანით თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა
საფრანგეთის ქალაქ მიულუზში დანით თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. დაკავებულია 37 წლის ეჭვმიტანილი, რომელიც ხელისუფლებას ტერორიზმის სიაში ჰყავდა განთავსებული. ინციდენტი ბაზრის მახლობლად მოხდა. თავდასხმის შედეგად ორმა პოლიციელმა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, კიდევ სამი პოლიციელი კი მსუბუქად დაშავდა.
მეტი...“უკრაინა ვერასდროს გახდება ევროკავშირის წევრი, ვიდრე მისი გაწევრიანება უნგრეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება”- ორბანი
ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინა ვერასდროს გახდება ევროკავშირის წევრი, ვიდრე მისი გაწევრიანება უნგრეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება. „უკრაინის გაწევრიანება გაანადგურებს უნგრელ ფერმერებს და არა მხოლოდ მათ, არამედ მთელ უნგრულ ეკონომიკას. უკრაინა, ან რაც დარჩება მისგან, კვლავ ბუფერულ ზონად გადაიქცევა. ის არ იქნება ნატო-ს წევრი. იქნება თუ არა ის ევროკავშირის წევრი? ამას უნგრელები გადაწყვეტენ. უკრაინა არასოდეს გახდება ევროკავშირის წევრი, ვიდრე უნგრეთის და უნგრელების ინტერესებს ეწინააღმდეგება“- განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
მეტი...ავტოსაგზაო შემთხვევას 12 სტუდენტი ემსხვერპლა. სან პაულოში გლოვაა
ავტობუსი, რომელსაც სტუდენტები გადაჰყავდა, სან პაულოს ავტომაგისტრალზე სატვირთო მანქანას შეეჯახა. ინციდენტს ადამიანი 12 ემსხვერპლა, 21 დაშავდა. ავტობუსის მძღოლი, რომელმაც ასევე დაშავდა, შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა, თუმცა სამართალდამცველებმა ის დააკავეს. მომხდართან დაკავშირებით სამდღიანი გლოვა გამოაცხადდა.
მეტი...„აღმაშფოთებელია სცენები სოფიაში, სადაც ჩვენი, ევროკავშირის ოფისი დაარბიეს”- ურსულა ფონ დერ ლაიენი
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოფიაში ევროკავშირის მისიის შენობაზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება. მისი თქმით, ძალადობა და ვანდალიზმი არასოდეს არის პასუხი. „აღმაშფოთებელია სცენები სოფიაში, სადაც ჩვენი, ევროკავშირის ოფისი დაარბიეს. ევროპაში ჩვენ ვსარგებლობთ მშვიდობიანი გზით დემონსტრაციის უფლებით. ძალადობა და ვანდალიზმი არასოდეს არის პასუხი”- წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი. ბულგარეთში აქციის მონაწილეებმა ევროკავშირის მისიის შენობას ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს. ბულგარეთში ევროკავშირის მისიის შენობას წითელი საღებავი შეასხეს და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს
მეტი...ბულგარეთში ევროკავშირის მისიის შენობას წითელი საღებავი შეასხეს და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს
ბულგარეთის ულტრამემარჯვენე პარტია „აღორძინების“ რამდენიმე ათასმა მხარდამჭერმა სოფიაში, ევროკავშირის მისიის შენობას წითელი საღებავი შეასხა, შენობას ესროლეს პეტარდები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც შენობის შესასვლელ კარს ცეცხლი გაუჩნდა. დაახლოებით 10-მა პოლიციელმა მსუბუქი დაზიანება მიიღო, ხოლო ექვსი ადამიანი დააკავეს. დემონსტრანტები სკანდირებდნენ „გადადექით“ და „არა ევროს“. ქვეყნის მთავრობამ ევროკავშირის შენობებზე თავდასხმა დაგმო.
მეტი...გერმანიაში 23 თებერვალს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება
23 თებერვალს გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. წინასწარი გამოკითხვის შედეგებით, გერმანიის საპარლამენტო არჩევნებზე ამომომრჩველთა 29%-ი „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს“ უჭერს მხარს, 20.6%-ით, რეიტინგში მეორე ადგილზეა „ალტერნატივა გერმანიისთვის“, შემდეგ მოდის „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ 15.5%-ით და „მწვანეებს“ აქვთ 12.9%-ი. ბუნდესტაგმა კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობას 16 დეკემბერს უნდობლობა გამოუცხადა, რის შემდეგაც, გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა პარლამენტი დაითხოვა.
მეტი...პოლონეთში ქართველებს შორის დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა – ახალი დეტალები
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, 3 ქართველი დაშავდა, რომელთაგანაც ერთი მოგვიანებით, კლინიკაში გარდაიცვალა. პოლონური პოლიციის ინფორმაციით გარდაცვლილი 31 წლის მამაკაცია, რომელიც საავადმყოფოში გულმკერდის არეში მიყენებული ჭრილობით გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. არსებული ინფორმაციით, ქართველებს შორის დაპირისპირება ერთ-ერთ რესტორანთან მოხდა. მომხდართან დაკავშირებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.
მეტი...სამი წლის გოგონა ფურგონსა და ტრამვაის შეჯახებას ემსხვერპლა
მანჩესტერში სამი წლის გოგონა ფურგონსა და ტრამვაის შეჯახებას ემსხვერპლა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მიყენებული დაზიანებებისგან გარდაიცვალა. შემთხვევის დროს, ბავშვი ფეხით გადაადგილდებოდა. ჯერჯერობით მომხდარის გამო არავინ დაუკავებიათ, მიმდინარეობს გამოძიება.
მეტი...„ჰამასმა“ მეექვსე მძევალი გაათავისუფლა
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში „ჰამასმა“ კიდევ ერთი, მეექვსე მძევალი გაათავისუფლა. მძევლები „წითელი ჯვრის“ ორგანიზაციას ქალაქ რაფაჰში და ნუსეირათში გადასცეს. მეექვსე გათავისუფლებული მძევალი, ჰიშამ ალ-საიედი, რომელიც „ჰამასის” ტყვეობაში 2015 წლიდან იმყოფებოდა. მანამდე, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში „ჰამასმა“ ხუთი მძევალი
მეტი...ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სენაკში. დაშავებულია ხუთი ადამიანი
სენაკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს 2 ავტომობილი შეეჯახა. მათ ამ დროისთვის გამოკვლევები უტარდებათ. რა გახდა ავარიის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
მეტი...„ტატუნაშვილი სასტიკად მოკლეს. ნაწამები ცხედარი 26 დღის შემდეგ დააბრუნეს – რუსეთის ნამდვილი სახე“- ზურაბიშვილი
“7 წლის წინ, რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილი სასტიკად მოკლეს”- განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. „ისტორია გმირების ზურგზეა ნაშენები. 7 წლის წინ რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილი სასტიკად მოკლეს. მისი ნაწამები ცხედარი 26 დღის შემდეგ დააბრუნეს – რუსეთის ნამდვილი სახე. ჩვენ თავისუფლებისთვის, არჩილისთვის და საქართველოსთვის მტკიცედ ვდგავართ. არასდროს დავივიწყებთ!“ – წერს ზურაბიშვილი.
მეტი...მკვლელობა ვარშავის ცენტრში. დაკავებულთა შორისაა საქართველოს მოქალაქე
მკვლელობა ვარშავის ცენტრში. სამი ქართველი დაჭრეს, ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ერთ ადამიანს ტყვია გულ-მკერდის არეში მოხვდა, მეორეს ბარძაყში, მესამეს კი მენჯის არეში. მიღებული დაზიანებების შედეგად, 30 წლის მამაკაცი საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა. პოლიციამ ამ საქმეზე სამი პირი, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები დააკავა.
მეტი...“სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთახმებას ხელს მოაწერენ ანდრეი სიბიგა და მარკო რუბიო“ – გონჩარენკო
რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო აცხადებს, რომ აშშ-სა და უკრაინას შორის სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა და შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მოაწერენ ხელს. „ჩემი წყაროები მეუბნებიან, რომ შეთანხმებას აშშ-სა და უკრაინას შორის სასარგებლო წიაღისეულის შესახებ ხელს მოაწერენ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო“ – წერს გონჩარენკო სოციალურ ქსელში წერს. „უოლ სთრით ჯორნალმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინასა და აშშ-ს შორის სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმება, შესაძლოა, დღეს გაფორმდეს.
მეტი...თბილისში მამაკაცმა ქალი ცივი იარაღით დაჭრა
თბილისში მამაკაცმა ქალი ცივი იარაღით დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ცოლს მათი საერთო შვილის თვალწინ ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. ქალი კლინიკაშია გადაყვანილი. მამაკაცი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
მეტი...„ზელენსკის სჭირდება ომი. ვიდრე ის გაგრძელდება, დემოკრატიული არჩევნები, რომლისაც მას ეშინია, არ ჩატარდება“- ფიცო
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ აშშ-ში კონსერვატიულ პოლიტიკურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ზელენსკის სწირდება ომი. მისივე თქმით, სანამ ქვეყანაში ომია დემოკრატიული არჩევნები არ ჩატარდება, რომლისაც მისივე სიტყვებით ძალიან ეშინია ზელენსკის. „ვიდრე ომი მიმდინარეობს, ძნელია გამოძიება, თუ სად მიდის უკრაინისთვის გამოყოფილი სახსრების მნიშვნელოვანი ნაწილი და სად ხვდება იარაღის დიდი რაოდენობა. ზელენსკიმ იცის, რომ ვიდრე ომი მიმდინარეობს, მას აქვს აბსოლუტური მხარდაჭერა ევროკავშირისგან. დიახ, სამშვიდობო მოლაპარაკება ხდება იმ დროს, როდესაც უკრაინა ძალიან სუსტია. ეს არის ასევე მიზეზი, რის გამოც მოლაპარაკებების წინადადებები არ შეესაბამება უკრაინის მდგრადი მშვიდობის იდეას და მის ტერიტორიულ მთლიანობას”, – განაცხადა…
მეტი...„ჰამასმა“ ხუთი მძევალი გაათავისუფლა
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში „ჰამასმა“ ხუთი მძევალი გაათავისუფლა. მედიის ინფორმაციით, მძევლები „წითელი ჯვრის“ ორგანიზაციას ქალაქ რაფაჰში და ნუსეირათში გადასცეს. პირველ ეტაპზე გათავისუფლებული ორი მძევალი ისრაელის სამხედრო პუნქტთან, შემდეგ კი ისრაელის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. აღნიშნული ორი მძევლიდან ერთი „ჰამასის“ ტყვეობაში 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა, ერთი კი 2023 წელს გაიტაცეს. დღეს საერთო ჯამში ექვსი მძევალი უნდა გათავისუფლდეს „ჰამასის“ ტყვეობიდან. ჰამასი“ კიდევ ერთ მძევალს, მოგვიანებით გაათავისუფლებს.
მეტი...კიოლნ-ბონისა და დიუსელდორფის საერთაშორისო აეროპორტებში 24-საათიან გაფიცვას აანონსებენ
პროფკავშირი „ვერდი“ კიოლნ-ბონისა და დიუსელდორფის საერთაშორისო აეროპორტებში 24-საათიან გაფიცვას აანონსებს. „ვერდიმ“ განაცხადა, რომ გაფიცვა კიოლნში – კვირას საღამოს, ხოლო დიუსელდორფში ორშაბათს დილით დაიწყება. პროფკავშირის ინფორმაციით, ორივე აეროპორტში სამგზავრო რეისებზე მასშტაბურ გავლენას ელიან. როგორც მედია წერს, „ვერდი” ითხოვს ხელფასების 8%-ით, სულ მცირე, თვეში 350 ევროთი გაზრდას, ასევე უფრო მაღალ ბონუსებს განსაკუთრებით სტრესული სამუშაოსთვის.
მეტი...„ევროკავშირი უკრაინის, სიმართლის, მშვიდობის და ტერიტორიული მთლიანობის მხარეს მტკიცედ დგას“- სიბიგა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა ევროკავშირს მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის. „კაია კალასს ვესაუბრე, რათა რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის მესამე წლისთავის წინ უახლესი საერთაშორისო მოვლენები და კოორდინირებული ნაბიჯები განგვეხილა. მადლობა ევროკავშირს, რომ უკრაინის, სიმართლის, მშვიდობის, თავისუფლების, სამართლიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარეს მტკიცედ დგას“, – წერს ანდრეი სიბიგა. ანდრეი სიბიგას ცნობით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროსაც ესაუბრა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მეტი...ზელენსკის შევთავაზე, დარჩეს მშვიდი და კონსტრუქციული თანამშრომლობის კურსზე დონალდ ტრამპთან
პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ვოლოდიმერ ზელენსკის ტელეფონის საშუაკებით ესაუბრა. როგორც დუდა აღნიშნავს, სჯერა, რომ უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევისთვის, აშშ-ის მხარდაჭერის გარდა, სხვა გზა არ არსებობს. „გულწრფელი საუბარი შედგა ჩემსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გენერალ კიტ კელოგთან ცოტა ხნის წინ გამართული შეხვედრასა და სხვა მოვლენებთან დაკავშირებით. მე ვუთხარი მას, რომ გვჯერა, სისხლისღვრის შეჩერებისა და უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად, აშშ-ის მხარდაჭერის გარდა, სხვა გზა არ არსებობს. ამ მიზეზით ზელენსკის შევთავაზე, დარჩეს მშვიდი და კონსტრუქციული თანამშრომლობის კურსზე აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან. მჯერა, კეთილი ნება და გულახდილობა აშშ-ის მოლაპარაკების სტრატეგიის საფუძველს წარმოადგენს. ეჭვი არ…
მეტი...რუსეთ – აშშ-ის დელეგაციებს შორის მორიგი შეხვედრა, შესაძლოა, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გაიმართოს
რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მორიგი შეხვედრა, შესაძლოა, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გაიმართოს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა. „პრინციპული შეთანხმება არსებობს, რომ ე.წ გამაღიზიანებლების მთელი ბლოკის სისტემატური და დეტალური აღმოფხვრისთვის შესაბამისი ყოვლისმომცველი კონსულტაციები გაიმართოს. ამერიკული მხრიდან ინფორმაცია უნდა მივიღოთ, თუ ვინ იქნება ამ დონეზე ჩვენი თანამოსაუბრე. ამერიკელებს ჩვენი მზადყოფნა დავუდასტურეთ. ასევე, მოადგილეებს შორის შეხვედრის წინ შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელებს შორის კონტაქტი უნდა შედგეს. მათი შეხვედრა, შესაძლოა, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გაიმართოს“ – განაცხადა მან.
მეტი...უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 82 დრონი ჩამოაგდეს
უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 82 დრონი ჩამოაგდეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრველებს. მათივე ცნობით, დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, კიევის ოლქში ერთი ადამიანი დაიღუპა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 162 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 82 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 75 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა. „მტრის თავდასხმის შედეგად კიევის, ხარკოვის, კიროვოგრადის და დნეპროპეტროვსკის ოლქები დაზარალდა“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
მეტი...ქურდებმა მოპარული საკრედიტო ბარათით ნაყიდი ლოტოს ბილეთით ნახევარი მილიონი ევრო მოიგეს
ქურდებმა მოპარული საკრედიტო ბარათით ნაყიდი ლოტოს ბილეთით ნახევარი მილიონი ევრო მოიგეს. საკრედიტო ბარათის მეპატრონე, მძარცველებს მოგებული თანხის გაყოფას სთავაზობს. მისი თქმით, რადგან ჯილდოს პოლიცია ისედაც დააყადაღებს, უკეთესი იქნება, თუ ქურდები მას დაუკავშირდებიან და ფულს თანაბრად გაიყოფენ. მოპარული საკრედიტო ბარათიდან ქურდებმა სულ €52.50 დახარჯეს – მათ შორის, სიგარეტისა და ლატარიის ბილეთების შესაძენად. მოგვიანებით, მაღაზიის გამყიდველმა პოლიციას უთხრა, რომ მათი ნაყიდი ბილეთებიდან ერთ-ერთმა ნახევარი მილიონი ევრო მოიგო. აღნიშნული შემთხვევა საფრანგეთში მოხდა.
მეტი...ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივიან
სააგენტო Associated Press-ი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივის. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. სააგენტო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას იმის გამო უჩივის, რომ თეთრმა სახლმა სააგენტოს ჟურნალისტებს პრეზიდენტთან წვდომა შეუზღუდა. „აშშ-ში პრესასა და ყველა ადამიანს საკუთარი სიტყვების არჩევის უფლება აქვს, ისე რომ ხელისუფლების მხრიდან შურისძიების მსხვერპლი არ გახდეს. კონსტიტუცია ხელისუფლებას სიტყვის თავისუფლების კონტროლის უფლებას არ აძლევს და ხელისუფლების მიერ მსგავსი კონტროლი და საპასუხო რეპრესიები ყველა ამერიკელის თავისუფლებას საფრთხეს უქმნის“- ნათქვამია Associated Press-ის სარჩელში.
მეტი...“ევროპას შეუძლია მეტი მშვიდობის გარანტიისთვის, მაგრამ ეს აშშ-თან ერთად უნდა გაკეთდეს”- ზელენსკი
“ევროპას შეუძლია და უნდა გააკეთოს მეტი მშვიდობის გარანტიისთვის, მაგრამ ეს აშშ-თან ერთად უნდა გაკეთდეს”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. „მთავარი დასკვნა: ევროპას შეუძლია და უნდა გააკეთოს მნიშვნელოვნად მეტი, რომ ნამდვილად მიაღწიოს მშვიდობას, და ეს შესაძლებელია. ჩვენ და ჩვენს პარტნიორებს ევროპაში გვაქვს მკაფიო წინადადებები და მათზე დაყრდნობით შეგვიძლია, უზრუნველვყოთ ევროპული სტრატეგიის განხორციელება; და რაც მნიშვნელოვანია, ეს უნდა გაკეთდეს ამერიკასთან ერთად“ – თქვა ზელენსკიმ. მისივე თქმით, დღეს უკრაინისა და აშშ-ის გუნდები მუშაობენ მთავრობებს შორის ხელშეკრულების პროექტზე.
მეტი...ძლიერ ავიაკატასტროფას ბორტზე მყოფი 80-ვე მგზავრი გადაურჩა
ძლიერ ავიაკატასტროფას “დელტას” ავიახაზების ბორტზე მყოფი 76-ვე მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი გადაურჩა. თვითმფრინავი ორშაბათს, ტორონტოს საერთაშორისო აეროპორტში ჩამოვარდა. მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკზე 100 მილი/სთ სიჩქარით გადატრიალდა და ფრთა დაკარგა, ბორტზე მყოფი 80-ვე ადამიანი მინიმალური დაზიანებებით გადარჩა. ავიაციის ექსპერტები სამ მიზეზზე მიუთითებენ: თვითმფრინავის სადესანტო მოწყობილობა, მისი ფრთა და მისი ფიუზელაჟი (თვითმფრინავის კორპუსი). მათი თქმით, საბოლოო ფაქტორი, რომელმაც გადაარჩინა მგზავრების სიცოცხლე, იყო მისი კარგად გაწვრთნილი ეკიპაჟი და აეროპორტის მეხანძრეების სწრაფი რეაგირება.
მეტი...კენიის საერთაშორისო აეროპორტში ხანძარი იყო
კენიის საერთაშორისო აეროპორტში ხანძარი იყო. მიხედავად ამისა, ფრენები არ შეჩერებულა. არც დაშავებულთა შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. ცეცხლი ასაფრენ ბილიკთან ბალახს გაუჩნდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხანძარი ლიკვიდირებულია.
მეტი...“ზელენსკი და პუტინი უნდა შეხვდნენ ერთმანეთს”- ტრამპი
აშშ-ის პრესზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ზელენსკი და პუტინი უნდა შეხვდნენ ერთმანეთს. ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. „მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი პუტინი და პრეზიდენტი ზელენსკი უნდა შეხვდნენ ერთმანეთს. იცით, რატომ? ჩვენ გვინდა, შევაჩეროთ მილიონობით ადამიანის მკვლელობა. ახალგაზრდა ჯარისკაცები იღუპებიან. თუ თქვენ ნახავდით თანამგზავრიდან გადაღებულ ბრძოლის ველის სურათებს, რომლებიც მე ვნახე… თქვენ არასდროს გინახავთ მსგავსი სურათები“ – განაცხადა ტრამპმა. დონალდ ტრამპმა რეპორტიორებს ასევე განუცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შანსი არსებობს.
მეტი...აშშ-მა და უკრაინამ იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას, შესაძლოა, ხელი დღეს მოაწერონ
აშშ-მა და უკრაინამ იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას, შესაძლოა, ხელი დღეს მოაწერონ. ინფორმაციას გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ მხარეებმა იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას ხელი, შესაძლოა, დღეს, 22 თებერვალს მოაწერონ, თუმცა შეთანხმება ჯერ ბოლომდე არ არის დასრულებული. გამოცემის წყაროების ცნობით, შეთანხმების პირობების შესახებ მოლაპარაკებებისას დიდი როლი უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა ითამაშა.
მეტი...“უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი”- საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი. „ძვირფასო მგზავრებო! გურიაში არსებული დიდი თოვლის გამო, უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი, კერძოდ: 22 თებერვალი – ოზურგეთი-თბილისი 22 თებერვალი – ბათუმი-ოზურგეთი 23 თებერვალი – თბილისი ოზურგეთი 23 თებერვალი – ბათუმი ოზურგეთი-ბათუმი. საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. ბილეთის საფასური სრულად აგინაზღაურდებათ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მეტი...„ჰამასმა“ დღეს ისრაელიდან გატაცებული ექვსი მძევალი უნდა გააავისუფლოს
„ჰამასმა“ დღეს ისრაელიდან გატაცებული ექვსი მძევალი უნდა გააავისუფლოს. მათი გათავისუფლება მოხდება ორ სხვადასხვა ადგილას, ღაზის სექტორის სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფაჰში და არაბული ანკლავის ცენტრალურ ნაწილში, ნუსეირათში. საავადმყოფოებში გადაყვანამდე მძევლები ოჯახის წევრებს შეხვდებიან. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ექვსიდან ორი მძევალი „ჰამასის“ ტყვეობაში ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფება, დანარჩენი ოთხი კი 2023 წლის7 ოქტომბერს გაიტაცეს. ექვსი მძევლის სანაცვლოდ, ისრაელი ციხეებიდან 602 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს.
მეტი...“რუსეთ-უკრაინის ომიდან სამი წლის შემდეგ, აშშ გაერო-ში ისტორიულ რეზოლუციას წარადგენს”- მარკო რუბიო
ორშაბათს, რუსეთ-უკრაინის ომიდან სამი წლის შემდეგ, აშშ გაერო-ში ისტორიულ რეზოლუციას წარადგენს. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ავრცელებს. „პრეზიდენტ ტრამპს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი და მზად არის გადაწყვეტისთვის, რომელიც ხანგრძლივ მშვიდობას გამოიწვევს და არა დროებით პაუზას. ორშაბათს, 24 თებერვალს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან სამი წელი გადის. ეს ომი დიდხანს და რუსეთისა და უკრაინისთვის საშინელ ფასად გაგრძელდა“ – ნათქვამია მარკო რუბიოს განცხადებაში. მისი თქმით, გაერო თავის ფუნდამენტურ დანიშნულებას უნდა დაუბრუნდეს, რომელიც გაერო-ს ქარტიაშია დაფიქსირებული და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას, მათ შორის, დავების მშვიდობიანი გზით მოგვარებას ითვალისწინებს.
მეტი...პერუში, სავაჭრო ცენტრში სახურავი ჩამოინგრა. დაიღუპა სამი ადამიანი
პერუში, სავაჭრო ცენტრში სახურავის ჩამონგრევის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა და 74 დაშავდა. „ჯერჯერობით სამი გარდაცვლილია, ორი მამაკაცი და ერთი ქალი“, – განაცხადა სახანძრო სამსახურის მეთაურმა. „ფრანს-პრესის“ ცნობით, შემთხვევა პერუს ქალაქ ტრუხილიოში მდებარე Real Plaza-ს სავაჭრო ცენტრში მოხდა, როდესაც საკვები ობიექტების სივრცეში სახურავი ჩამოინგრა.
მეტი...“ჩვენ უკრაინას არ მივატოვებთ და გადაწყვეტილებას მათ ნაცვლად არ მივიღებთ”- შოლცი
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა საარჩევნო მიტინგზე გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინას არ მიატოვებენ და გადაწყვეტილებას მათ ნაცვლად არ მიიღებენ. კანცლერმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „ძლიერი ევროპის ერთგულია“ და გააკრიტიკა ამერიკული „ტრანზაქციული“ მიდგომა პოლიტიკისადმი. „საყვარელი სიტყვა ამერიკულ პოლიტიკაში არის „ტრანზაქციული“. თუ ზუსტად ვთარგმნით, რას ნიშნავს „ტრანზაქციული“, მაშინ ეს ნიშნავს: „მე მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობ და მხოლოდ იმას ვაკეთებ, რაც მე მომიტანს სარგებელს, და თუ არ მომიტანს სარგებელს, არ გავაკეთებ“. ეს არის ის, რაც არ ახასიათებს გერმანულ პოლიტიკას. ჩვენ ვართ ძლიერი ევროპის ერთგულები. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით, რადგან ის არ უნდა დარჩეს მარტო,…
მეტი...საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა დანია დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა დანია 62:60 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. „ევრობასკეტი 2025” ოთხ ქვეყანაში: ფინეთში, კვიპროსში, პოლონეთსა და ლატვიაში ჩატარდება, გათამაშების ფინალური ეტაპის წილისყრა კი 27 მარტს რიგაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე ზედიზედ მეექვსედ ითამაშებს.
მეტი...