თბილისში დაკარგული ახალგაზრდა იპოვეს

ვარკეთილში დაკარგული ახალგაზრდა კაცი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ახლობელი ავრცელებს. „ვიპოვეთ იაკობი!“ – წერს ის სოციალურ ქსელში. ახალგაზრდა მამაკაცს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.  

მეტი...

“ემანუელ მაკრონს არაფერი გაუკეთებიათ უკრაინაში ომის დასასრულებლად”- ტრამპი

დონალდ ტრამპმა, განაცხადა რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს არაფერი გაუკეთებიათ უკრაინაში ომის დასასრულებლად. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მაკრონი „მისი მეგობარია“ და დაამატა, რომ სტარმერი „ძალიან კარგი კაცია“, მაგრამ „არცერთ მათგანს არაფერი გაუკეთებია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ ომთან დაკავშირებით.“

მეტი...

ახალგაზრდები, რომლებიც მარშის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ დააკავეს

ორი ახალგაზრდა, რომლებიც დღეს, საღამოს საპროტესტო მარშის მონაწილეებს დაუპირისპირდა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს. ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე 1992 წელს დაბადებული ა.ს. და 1989 წელს დაბადებული ნ.ჭ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს. ფაქტთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს” – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მარშის მონაწილეებს, რომლებიც საპროტესტო მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიდიოდნენ, ფილარმონიის მიმდებარედ ორი ახალგაზრდა დაუპირისპირდა. მომიტინგეების ინფორმაციით,  ხმლითა და ე.წ. ბეისბოლის ბიტით შეიარაღებული უცნობი ადამიანები ავტომობილიდან გადმოვიდნენ და აქციის მონაწილეების მიმართ აგრესიაზე გადავიდნენ.

მეტი...

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაა

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა. პარლამენტთან შეკრებილებს აქციის ის მონაწილეები შეუერთდნენ, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით მივიდნენ. მარშის მონაწილეებს გაშლილი ჰქონდათ ბანერი წარწერით: „თავისუფლება სინდისის პატიმრებს!” ასევე მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ: „არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა!”. რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.    

მეტი...

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ზელენსკის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ყოფნა მნიშვნელოვანი არ არის

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ყოფნა „ძალიან მნიშვნელოვანი არ არის”. ტრამპმა ერთ-ერთ ინტერვიუში ისიც თქვა, რომ ზელენსკიმ რუსეთის ფართომასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან სამ წელიწადში ომის დასრულება ვერ მოახერხა. „არა მგონია, რომ ის ძალიან მნიშვნელოვანია შეხვედრებში მონაწილეობისთვის, სიმართლე რომ გითხრათ. როდესაც ზელენსკიმ თქვა, რომ ის [საუდის არაბეთში] შეხვედრაზე არ მიიწვიეს, ვგულისხმობ, რომ ეს პრიორიტეტი არ ყოფილა, ვინაიდან ის აქამდე ასე ცუდად აწარმოებდა მოლაპარაკებებს” – განაცხადა ტრამპმა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისა და მის წინამორბედს, ჯო ბაიდენს ომის აღკვეთა შეეძლოთ.

მეტი...

ევროკავშირი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დიდ პაკეტს წარადგენს

24 თებერვრვალს ევროკავშირი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დიდ პაკეტს წარადგენს. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა” ბრიუსელის დიპლომატიური წრეებიდან ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. დახმარების პაკეტი „მოიცავს უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების, საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და მათთვის საჭირო რაკეტებს”. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, კონკრეტული თანხები 24 თებერვალს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ დადგინდება, მაგრამ საუბარია მილიარდობით ევროზე. „არსებობს იმის დიდი ალბათობა, რომ უნგრეთმა უარი განაცხადოს უკრაინის სამხედრო დახმარების პროექტზე. ასევე შეიძლება სლოვაკეთიც მოიქცეს, თუმცა ბოლო დროს, ელჩების დონეზე შეხვედრებზე, სლოვაკები „სტრატეგიულ სიჩუმეს“ ინარჩუნებენ. ასევე არის ნეიტრალური ქვეყნები, როგორებიცაა ავსტრია და ირლანდია, რომლებმაც შეიძლება თავი შეიკავონ…

მეტი...

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. დაკავებულია სამი ადამიანი

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. მას  ოჯახი ორი დღის განმავლობაში ეძებდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 376-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. ფაქტზე დაკავებულია სამი ადამიანი.  

მეტი...

“24 თებერვალს რუსეთი უკრაინაზე გამარჯვების გამოსაცხადებლად ემზადება”- უკრაინული დაზვერვა

24 თებერვალს რუსეთი უკრაინაზე გამარჯვების გამოსაცხადებლად ემზადება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული დაზვერვა ავრცელებს.ინფორმაციაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ გეგმებში, შესაძლოა, საუბარი იყოს რუსეთის ნატო-ზე გამარჯვებაზეც კი. დაზვერვა ასევე იტყობინება, რომ რუსეთმა სპეცსამსახურებს უბრძანა, გამოიყენონ რუსეთისა და აშშ-ს დელეგაციების 18 თებერვლის შეხვედრა საინფორმაციო შეტევისთვის. უფრო კონკრეტულად კი, უახლოეს მომავალში რუსი პროპაგანდისტები უფრო აქტიურად გაავრცელებენ ისეთ ნარატივებს, როგორებიცაა: დასავლეთმა უღალატა უკრაინას, ევროპელებისა და უკრაინელების აზრი არც მოსკოვს და არც ვაშინგტონს არ აინტერესებს, აშშ-მა და რუსეთმა ყველაფერზე მოილაპარაკეს უკრაინის ზურგს უკან, უკრაინის ხელისუფლება არალეგიტიმურია, უკრაინის არმია ფრონტზე მარცხდება, კორუფციონერები უკრაინაში ამერიკული დახმარებიდან მილიარდობით დოლარს იპარავენ.

მეტი...

“პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები ხელოვნურად ახდენენ რუსთაველის გამზირის გადაკეტვას”- შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქცია/მანიფესტაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შსს-ს მოსამსახურეების მხრიდან მუდმივად ხდება ზემოაღნიშნულ სამართალდამრღვევ მოქალაქეთა იდენტიფიცირება და სახდელის შეფარდება, ხოლო თითოეულ სამართალდამრღვევს განემარტება, რომ თუ იგი არ ეთანხმება საჯარიმო ქვითარს, უფლებამოსილია გაასაჩივროს. „გვსურს გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას ბოლო პერიოდში მიმდინარე შეკრება/მანიფესტაციის მონაწილეთა ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების შესახებ. საზოგადოების დამატებით ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა. აღნიშნული ვალდებულების დარღვევა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებულ გადაცდომას…

მეტი...

ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს: ,,გაცნობებთ, რომ 23-24 თებერვალს შავი ზღვის სანაპირო ზოლში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი...

,,გვსურს ბრიტანული „დიფ სთეითის“ ჩამოშლა, რომელიც ამერიკულზე ძველი და ფესვგადგმულია” – ბრიტანეთის ყოფილი მინისტრი

,,ჩვენი ქვეყანა მარცხდება და მის გადასარჩენად დონალდ ტრამპის მსგავსი მოძრაობაა საჭირო”, – ამის შესახებ ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა აშშ-ში მემარჯვენეების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ახლა ჩვენ გვაქვს დიდი პრობლემა ბრიტანეთში, რომ მოსამართლეები იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც უნდა მიიღონ პოლიტიკოსებმა. ეჭვი არ მეპარება, რომ სანამ ეს ცვლილებები არ დადგება, ჩვენ არ გვექნება ფუნქციონირებადი სახელმწიფო. ბრიტანეთის სახელმწიფო ახლა მარცხდება, არ მუშაობს. გადაწყვეტილებებს პოლიტიკოსები არ იღებენ. გადაწყვეტილებებს ისევ იგივე ხალხი იღებს. ეს არის „დიფ სთეითი“, ეს არის არარჩეული ბიუროკრატია, ეს არის სასამართლო კორპუსი. ჩვენ გვინდა ვიყოთ მეორე ამერიკული რევოლუციის ნაწილი. ჩვენ გვსურს ბრიტანული…

მეტი...

,,მე ვარ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, ასე მიმიჩნევს ქართველი ხალხი” – სალომე ზურაბიშვილი

„ის, რაც ჩემთვის შეიცვალა, არის, რომ აღარ დავდივარ ყოველ დღე პრეზიდენტის სასახლეში და არ ვფიქრობ, რომ ამას რამე მნიშვნელობა აქვს. კედლები არ ქმნიან ლეგიტიმაციას, ლეგიტიმაციას ქმნის ხალხი, რომელსაც მე ყოველ დღე ქუჩებში ვხვდები”, – ამის შესახებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა One Decision-თან ინტერვიუში განაცხადა. ,,ვხვდები პოლიტიკურ პარტიებს, ბიზნესის წარმომადგენლებს, მედიას. ვცდილობ, ვაკეთო ის, რასაც მანამდე ვაკეთებდი. პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას რეალური აღმასრულებელი ძალაუფლება არ მქონდა. ჩემი ძალაუფლება დღეს იგივეა, მაგრამ უფრო ძლიერი. ხალხი ქუჩაში აგრძელებს პროტესტს. ჩვენ ვართ ღრმა კრიზისში და როდესაც ღრმა კრიზისში ხარ, ერთადერთი გამოსავალია, დაბრუნდე ხალხთან და…

მეტი...

24 თებერვალს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ

24 თებერვალს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ. ინფორმაცია ევროკავშირის წარმომადგენელმა გაავრცელა და აღნიშნა, რომ მინისტრები ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიის შესახებ საკითხებს განიხილავენ. მისი თქმით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა და კომისარმა მარტა კოსმა 2 და 7 იანვარს მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას თავი შეიკავონ ახალი რეპრესიული კანონების მიღებისაგან. წარმომადგენლის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა გააძლიერეს სიძულვილის ენა, პირადი თავდასხმები ევროკავშირისა და ევროკავშირის ღირებულებებსა და ინსტიტუტებზე.

მეტი...

,,ვრცელი და პოზიტიური დისკუსია იყო ზელენსკისთან, ომში მყოფი ქვეყნის მამაც და მებრძოლ ლიდერთან” – კიტ კელოგი

რუსეთ-უკრაინის ომის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების გუნდს შეხვდა. ,,ხანგრძლივი და ინტენსიური დღე უკრაინის უფროს ხელმძღვანელობასთან. ვრცელი და პოზიტიური დისკუსია ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ომში მყოფი ქვეყნის მამაც და მებრძოლ ლიდერთან და ეროვნული უსაფრთხოების ნიჭიერ გუნდთან ერთად”, – წერს კელოგი X-ზე.

მეტი...

ვარკეთილში დაკარგულ ახალგაზრდა კაცს ეძებენ

ვარკეთილში დაკარგულ ახალგაზრდა კაცს ეძებენ. ოჯახის წევრების. ინფორმაციით, ის 20 საათზე მეტია რაც სახლიდან გავიდა და ბოლოს ვარკეთილის ტერიტორიაზე იყო. “ვეძებთ ჩემს უახლოეს ადამიანს. 20 საათზე მეტია, რაც სახლიდან გავიდა, გათიშული აქვს ნომერი, ვერავინ ვუკავშირდებით, ვერც ოჯახის წევრები. არ მისულა არც მშობლის სახლში და არც დის. არ გამოცხადებულა გამოცდაზე. ბოლოს იყო ვარკეთილის ტერიტორიაზე. დიდი ალბათობით, აცვია პიჯაკი. იაკობი ჰქვია”- აცხადებენ ისინი.

მეტი...

დიდთოვლობა აჭარაში. თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აჭარბებს

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა რეგიონებში. თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აჭარბებს აჭარაში. იწმინდება საავტომობილო გზები და ტროტუარები. კიდევ უფრო დიდი თოვლის საფარია მაღალმთიან სოფლებში. ოფიციალური ინფორმაციით, გზების გაწმენდის სამუშაოებში ჩართულია, როგორც მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული, ასევე აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა.

მეტი...

“ირანის რეჟიმს არასოდეს უნდა მიეცეს უფლება, ჰქონდეს ბირთვული იარაღი”- მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში ირანში ბირთვული იარაღი არ გაჩნდება. ამის შესახებ მარკო რუბიომ განაცხადა. „მინდა, ნათლად განვაცხადო, რომ ირანის რეჟიმს არასოდეს უნდა მიეცეს უფლება, ჰქონდეს ბირთვული იარაღი, რომლითაც შეუძლიათ მსოფლიო მძევლად ჰყავდეთ აყვანილი და პოტენციურად ისრაელს დაესხან თავს“- განაცხადა სახელმწიფო მდივანმა. მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ აშშ-ს ირანის რეჟიმის დასრულება რომ უნდოდეს, ეს აქამდე მოხდებოდა.

მეტი...

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ზურაბიშვილთან 25 თებერვალს დაგეგმილ აქციაზეც ისაუბრეს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხთან ერთად, 25 თებერვალს დაგეგმილ აქციაზეც ისაუბრეს. ამის შესახებ, პლატფორმის „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებლმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა. „ეს იყო მორიგი საინფორმაციო შეხვედრა. მოგეხსენებათ, მიუნხენის კონფერენციაზე წასვლამდეც მსგავსი შეხვედრა იყო და ახლაც [შედგა]. აქ ვიყავით არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ვისაუბრეთ ადამიანის უფლებების სისტემურ პრობლემებზე რასაც ვაწყდებით – რას აკეთებს სექტორი, რა გამოწვევებია, როგორ შეიძლება სისტემურ რეპრესიებს სამოქალაქო საზოგადოება გაუმკლავდეს. ინფორმაციები გავცვალეთ. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ მომავალ აქციებზეც, მათ შორის 25 თებერვალს დაგეგმილ მასშტაბურ აქციაზეც, გაფიცვაზე და ასევე, სხვა საკითხებზეც”- თქვა მან.

მეტი...

ბელგრადის ქუჩებში სერბი სტუდენტების მხარდასაჭერი საპროტესტო აქცია გამართა

ბელგრადის ქუჩებში ათასობით ადამიანმა სერბი სტუდენტების მხარდასაჭერი საპროტესტო აქცია გამართა. მოსახლეობა ქალაქის სხვადასხვა კუთხიდან ხუთ კოლონად შეიკრიბა და იმ ადგილისკენ გაემართა, სადაც სტუდენტები, ორ თვეზე მეტია, ყოველდღიურად საპროტესტო აქციებს მართავენ და ქვეყანაში არსებული კორუფციის წინააღმდეგ გამოდიან. მედიის ცნობით, სტუდენტებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის, სადგურის სახურავის ჩამონგრევის შესახებ დოკუმენტაციის გამოქვეყნება, სამართლიანობა დამნაშავეებისთვის, სტუდენტური აქციის მონაწილეებისთვის ბრალდებების მოხსნა და უმაღლესი განათლების ბიუჯეტის გაზრდა. ისინი ასევე, ითხოვენ სადგურის განახლებასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის გასაჯაროებას და მომხდარზე პასუხისმგებელი პირებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. ბელგრადში აქციის მონაწილეებმა დუმილით პატივი მიაგეს რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის შედეგად…

მეტი...

გელა ხასაია 4 500-ლარით დააჯარიმეს

„გირჩი მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია, რომელსაც პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ, სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.  მას ადმინისტრაციული სახდელის სახით 4 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. პროცესი დღეს, მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. სხდომაზე ადვოკატ თეონა ზაქარაშვილსა და მოსამართლე ნინო ენუქიძეს შორისაც იყო შელაპარაკება. ენუქიძემ ადვოკატი რეპლიკებისა და ხმამაღალი ტონის გამო 100 ლარით დააჯარიმა. დღევანდელ სხდომაზე 3 მოწმე დაიკითხა. მოწმეთა გამოკითხვის შემდეგ ვიდეომტკიცებულებები და წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლიეს.

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო კომპანიონი ცხოველების შესახებ საინფორმაციო-შემეცნებით გაკვეთილებს ინტენსიურ რეჟიმში ატარებს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო  კომპანიონი ცხოველების შესახებ საინფორმაციო-შემეცნებით გაკვეთილებს დედაქალაქის სკოლებში ინტენსიურ რეჟიმში ატარებს. ამჯერად გაკვეთილი 182-ე საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებთან ჩატარდა. გაკვეთილს მოსწავლეებთან ერთად მათი პედაგოგებიც დაესწრნენ. გაკვეთილის განმავლობაში ბავშვებმა მიიღეს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე: რას ნიშნავს ცხოველის კეთილდღეობა; რა უფლებები აქვს ცხოველს; მიუსაფარი ცხოველების პრობლემები და საჭიროებები; რატომ უკეთიათ ძაღლებს ,,საყურე“; რა პასუხისმგებლობა აქვს ცხოველის პატრონს და ზოგადად, ადამიანს; ცხოველების მიმართ ჩამოყალიბებული სტერეოტიპები და არარაციონალური შიშები; მიუსაფარ ცხოველებთან ურთიერთობის წესები; პატრონის მიერ ცხოველის მიტოვების პრობლემა; როგორ უნდა მოვიქცეთ გასაჭირში მყოფი ცხოველის აღმოჩენის შემთხვევაში; შინაურ ცხოველებთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციები. გაკვეთილი…

მეტი...

“კედლები არ ქმნიან ლიგიტიმაციას, ლეგიტიმაციას ქმნის ხალხი, რომელსაც მე ყოველ დღე ქუჩებში ვხვდები”- ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ის არის ქვეყნის ლეგიტიმური პრეზიდენტი, რადგან  მისივე თქმით, ხალხი ასე მიიჩნევს. „ის, რაც ჩემთვის შეიცვალა, არის, რომ აღარ დავდივარ ყოველ დღე პრეზიდენტის სასახლეში და არ ვფიქრობ, რომ ამას რამე მნიშვნელობა აქვს. კედლები არ ქმნიან ლიგიტიმაციას, ლეგიტიმაციას ქმნის ხალხი, რომელსაც მე ყოველ დღე ქუჩებში ვხვდები. ვხვდები პოლიტიკურ პარტიებს, ბიზნესის წარმომადგენლებს, მედიას. ვცდილობ, ვაკეთო ის, რასაც მანამდე ვაკეთებდი. პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას რეალური აღმასრულებელი ძალაუფლება არ მქონდა. ჩემი ძალაუფლება დღეს იგივეა, მაგრამ უფრო ძლიერი” – აღნიშნა ზურაბიშვილმა. მისივე განცხადებით, საქართველოში არჩევნები რუსული მეთოდოლოგიით გააყალბეს. „ხალხი ქუჩაში…

მეტი...

,,ოვალური კაბინეტიდან მაგიდა Resolute-ი გაიტანეს, რადგან მასკის შვილმა მასზე ხელი გაიწმინდა” – New York Post

ტრამპის ბრძანებით, ოვალური კაბინეტიდან ცნობილი მაგიდა Resolute-ი გაიტანეს და რეკონსტრუქციაზე გაგზავნეს. ტრამპმა განკარგულება მას შემდეგ გასცა, რაც თეთრ სახლში ვიზიტის დროს, ელონ მასკის ვაჟმა მაგიდას წვლინტი წაუსვა. ,,ტრამპი უკიდურესად ფრთხილია ასეთ საკითხებში და მიკრობების ეშინია”, – ნათქვამია New York Post-ის მიერ გავრცელებულ სტატიაში. ცნობისთვის, Resolute-ი შეერთებულ შტატებს დედოფალმა ვიქტორიამ გადასცა 1880 წელს. ოვალურ კაბინეტში მაგიდა 1961 წელს დადგეს. მაგიდასთან ბევრი ამერიკელი პრეზიდენტი იჯდა, მაგალითად კენედი, ჯიმი კარტერი და ბილ კლინტონი. ილონ მასკი თეთრ სახლში შვილთან ერთად მუშაობს

მეტი...

სენატმა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის თანამდებობაზე კეშ პატელი დაამტკიცა

სენატმა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის თანამდებობაზე კეშ პატელი დაამტკიცა. 44 წლის პატელის კანდიდატურას 51-მა რესპუბლიკელმა სენატორმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ წავიდა 49 კანონმდებელი, მათ შორის 47 დემოკრატი და ორი რესპუბლიკელი. პატელი ამ თანამდებობაზე შეცვლის კრისტოფერ რეის, რომელიც ტრამპმა 2017 წელს დანიშნა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორად. დონალდ ტრამპის პირველ საპრეზიდენტო ვადაში კეშ პატელი აშშ-ის ეროვნული დაზვერვის უფროსის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. პატელი გამოძიების ფედერალური ბიუროს უფლებამოსილების შეზღუდვას და ორგანიზაციიდან იმ თანამშრომლების გათავისუფლებას ემხრობა, რომლებიც დონალდ ტრამპს მხარს არ უჭერენ. სენატში გამართული მოსმენის დროს პატელმა უარყო ინფორმაცია იმის შეახებ, რომ მას აქვს „დიფ სთეითზე“…

მეტი...

პერუს 160-მდე რეგიონში ორთვიანი საგანგაშო მდგომარეობაა გამოცხადებული

პერუს 157 რეგიონში 60-დღიანი საგანგაშო მდგომარეობაა გამოცხადებული. ჭარბი ნალექის გამო, დატბორილი და განადგურებულია საცხოვრებელი სახლები. ადიდებული მდინარები აზიანებს ახლომდებარე სახლებს, მეურნეობას და გზებს. წყალდიდობა რამდენიმე უბანში, 3-4 დღეა, აქტიურად მიმდინარეობს.

მეტი...

რუსეთმა უკრაინას 160 უპილოტო საფრენი აპარატითა და „ისკანდერის“ ტიპის ორი რაკეტით შეუტია

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა უკრაინას 160 უპილოტო საფრენი აპარატითა და „ისკანდერის“ ტიპის ორი რაკეტით შეუტია. ,,უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 87 დრონი. მათ შორის ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიევის, კიროვოგრადის, ჟიტომირის, ვინიცის, ნიკოლაევის, ხერსონისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში. რუსეთმა „ისკანდერის“ ტიპის რაკეტები ყირიმიდან ოდესის მიმართულებით გაუშვა. დრონები კი ორლოვიდან, ბრიანსკიდან, კურსკიდან, მილეროვოდან და შატალოვოდან”, – ნათქვამია ინფორმაციაში. თავდასხმის შედეგად დაზარალდა ოდესის, კიევის, პოლტავისა და ხარკოვის ოლქები. „კიევის ოლქში, ბუჩისა და ობუხოვის რაიონებში დრონებმა დააზიანეს ელექტროგადამცემი ხაზები, თუმცა მსხვერპლი არ ყოფილა და ელექტრომომარაგება უკვე აღდგენილია“, – აცხადებს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის…

მეტი...

სალომე ზურაბაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ქვეყანაში, რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს შეეხება. შეხვედრას ასევე, ესწრება პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი, რომელმაც მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ „დამატებით სხვადასხვა ნაბიჯის გადადგმა აუცილებელია“. დღესვე, გარდა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისა, დაგეგმილია შეხვედრა სალომე ზურაბიშვილსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორისაც.

მეტი...

ერევანში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერხებით მუშაობს, დახურულია სკოლები

სომხური მედიის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, სომხეთის დედაქალაქში უკვე მეორე დღეა, ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია. უამინდობის გამო ერევანში რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევაც მოხდა. სომხეთის განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ 21 თებერვალს ერევანში სასწავლო პროცესი შეწყდება, უმაღლესი სასწავლებელების ნაწილი კი, დისტანციურ სწავლებაზე გადავა. ასევე, სომხეთის მერმა, ტიგრან ავინიანმა მოუწოდა დამსაქმებლებს, შეძლებისადგვარად გადაიყვანონ დასაქმებულები დისტანციურ რეჟიმზე.

მეტი...

„ბრიქსის“ რომელიმე ქვეყანამ დოლარის განადგურება რომ ახსენოს, 150%-ანი ტარიფი დაეკისრება” – ტრამპი

„ბრიქსის“ რომელიმე ქვეყანამ დოლარის განადგურება რომ ახსენოს, 150%-ანი ტარიფი დაეკისრება”, – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რესპუბლიკელი გუბერნატორების ასოციაციის შეხვედრაზე განაცხადა, სადაც ქვეყანაში რეგულაციების შემსუბუქების პირობა დადო. „ბრიქსის“ ქვეყნებს დაახლოებით ექვსი ქვეყანა წარმოადგენს, რომლებიც ცდილობდნენ ჩვენი დოლარის განადგურებას. იცით, ახალი ვალუტის შექმნას აპირებდნენ. სავარაუდოდ, უნდოდათ ჩინური იუანის გამოყენება. და ბაიდენმა თქვა: „კარგი, ეს რთული სიტუაციაა. ბევრს ვერაფერს გავაკეთებთ. ამას ვერ ვუშველით“. მე ვთქვი: „შეგვიძლია ვუშველოთ“. როცა მოვედი, პირველი რაც ვთქვი იყო, რომ „ბრიქსის“ ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც თუნდაც ახსენებს დოლარის განადგურებას, 150%-იანი ტარიფი დაეკისრება“, – განაცხადა ტრამპმა.

მეტი...

სამედიცინო ექსპერტის თქმით, კესარია აბრამიძის გარდაცვალების მიზეზი მწვავე სისხლნაკლებობა გახდა

სამედიცინო ექსპერტის, ქეთევან გედენაშვილის განცხადებით, რომელმაც 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარა, აცხადებს, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი მწვავე სისხლნაკლებობა გახდა. ექსპერტი, რომელიც ახლა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბრალდებულ ბექა ჯაიანის საქმეზე ჩვენებას აძლევს, აცხადებს, რომ კესარია აბრამიძეს სხეულის სხვადასხვა ადგილას 28 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა ჰქონდა და მწვავე სისხლნაკლებობა აღენიშნებოდა. გედენაშვილის განმარტებით, კონკრეტული ჭრილობები სასიკვდილო იყო, თუმცა სხვა ჭრილობებმაც განაპირობა სისხლნაკლებობა. შეგახსენებთ, რომ 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე…

მეტი...

,,მხარს ვუჭერ მამაც უკრაინელ ხალხს, პრეზიდენტი ტრამპი განსაჯეთ მისი შედეგებით” – უილსონი

,,მხარს ვუჭერ მამაც უკრაინელ ხალხს, პრეზიდენტი ტრამპი განსაჯეთ მისი შედეგებით”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში კონგრესმენი ჯო უილსონი წერს. ,,მე მხარს ვუჭერ მამაც უკრაინელ ხალხს, რომლებმაც წარმატებით შეაჩერეს ომის დამნაშავე პუტინის თავდასხმა. პრეზიდენტ ტრამპის ნებისმიერი განცხადება არის კეთილი მცდელობა, რომ ომი დასრულდეს. მისი ქმედებები ნათელია – წარსულში ჯაველინების რაკეტების გაგზავნა უკრაინისთვის, პოლონეთში ამერიკელი ჯარისკაცების განთავსება, Nord Stream 2-ით ომის დამნაშავე პუტინის დაფინანსების გაუქმება, რათა მშვიდობა დაამყაროს ძალის გამოყენებით. პრეზიდენტი ტრამპი განსაჯეთ მისი შედეგებით ყველა საკითხზე”, – წერს უილსონი.

მეტი...

,,25 თებერვალს ჩვენ ყველანი ერთად გამოვალთ და ვიტყვით „არა ახალ ოკუპაციას“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას მიმართავს და აღნიშნავს, რომ 25 თებერვალს საზოგადოებამ ახალ ოკუპაციასა და რუსულ რეჟიმს უარი უნდა უთხრას. „1921 წლის 25 თებერვალი ყველას გვახსოვს, ყველამ ვიცით რა იყო. 25 თებერვალს ჩვენ ყველანი ერთად გამოვალთ და ვიტყვით „არა ახალ ოკუპაციას“, „არა რუსულ რეჟიმს!“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი მიმართვაში.

მეტი...

„მან იცის, რომ სრული კრახით დამარცხდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ აკონტროლებს უკრაინის ყველა მედიასაშუალებას” – მასკი

,,მან იცის, რომ სრული კრახით დამარცხდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ აკონტროლებს უკრაინის ყველა მედიასაშუალებას, ამიტომ გააუქმა არჩევნები. ვიწვევ მას, ჩაატაროს არჩევნები და უარყოს ეს”, – ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი სოციალურ ქსელში აზიარებს სტატიას რეიტინგის შესახებ, რომლის მიხედვითაც, დაზვერვის სამსახურები ვარაუდობენ, რომ ზელენსკის რეალური მხარდაჭერა დაახლოებით 4%-ია. მისი თქმით, ტრამპი სწორად იქცევა, როდესაც იგნორირებას უკეთებს ზელენსკის და ცდილობს მშვიდობის მიღწევას იმ ,,საზიზღარი, უზარმაზარი კორუფციული მანქანისგან დამოუკიდებლად, რომელიც იკვებება უკრაინელი ჯარისკაცების გვამებით”.

მეტი...

სასაზღვრო პოლიციამ უცხო ქვეყნის 8 მოქალაქე საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სხვადასხვა სასაზღვრო სექტორების დასაცავ მონაკვეთებზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის 8 მოქალაქე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, ჯგუფურად, უკანონოდ, გადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე დააკავეს. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიციის პრესსამსახური ავრცელებს. ,,გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ი. დ.-მ და მ. თ.-მ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. ხოლო ბრალდებულები ა. ფ., მ. ა., მ. რ., მ. ი, ო. მ. და გ. ა. სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის…

მეტი...

როგორი ამინდი იქნება 25 თებერვლის ჩათვლით საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტო 23-25 თებერვალს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „23-25 თებერვალს დასავლეთ საქართველოში კვლავ მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი. სანაპირო რაიონებში ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი, კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე დაწევა. საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა. დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. დაბალი ტემპერატურის გამო, კოლხეთის დაბლობზე შესაძლებელია დაზიანდეს ციტრუსოვანი კულტურები, განსაკუთრებით ლიმონი. (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი...

აშშ-ის კონგრესში გაეროდან გასვლის შესახებ კანონპროექტი შეიტანეს

აშშ-ის კონგრესში ქვეყნის გაეროდან და მასთან დაკავშირებული ყველა ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ კანონპროექტი შეიტანეს. კანონპროექტის ავტორი „რესპუბლიკელი“ სენატორი იუტას შტატიდან მაიკლია. მისი თქმით, გაერო ტირანების და ამერიკასა და მის მოკავშირეებზე თავდასხმის ადგილად იქცა. ,,ჩვენ უნდა შევწყვიტოთ მისი დაფინანსება. ახლა, როცა პრეზიდენტი ტრამპი ჩვენ საგარეო პოლიტიკაში რევოლუციას აწყობს, აყენებს რა ამერიკას პირველ ადგილზე, ჩვენ უნდა დავტოვოთ ეს ფიქციური ორგანიზაცია და პრიორიტეტი ნამდვილ ალიანსებს მივანიჭოთ, რომლებიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე და აყვავებაზე მუშაობენ“, – ციტირებს Fox News-ი სენატორს. გავრცელებული ინფორმაციით, იდენტური კანონპროექტის ინიციირებას, ოღონდ წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენი ჩიპ როი აპირებს.

მეტი...