უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელთან კიტ კელოგთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მას პროდუქტიულს უწოდებს. “ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის – და მთლიანად თავისუფალი სამყაროსთვის – რომ ამერიკის სიძლიერე იგრძნობოდეს. დეტალური საუბარი გვქონდა ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე, როგორ დავაბრუნოთ ჩვენი ომის ტყვეები, უსაფრთხოების ეფექტიან გარანტიებზე. ამ ომის სულ პირველივე წამიდან უკრაინა მშვიდობას ეძებდა. ჩვენ უნდა და შეგვიძლია იმის უზრუნველყოფა, რომ მშვიდობა ძლიერი და ხანგრძლივი იყოს – რათა რუსეთს არასდროს შეეძლოს ომით დაბრუნება. უკრაინა მზად არის ძლიერი, ეფექტიანი ინვესტიციისა და უსაფრთხოების შეთანხმებისთვის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან. შევთავაზეთ შედეგების მიღწევის ყველაზე სწრაფი და ყველაზე…
მეტი...დღე: თებერვალი 20, 2025
„შეიძლება ზარები მიიღოთ სასიამოვნო კაცისგან ვაშინგტონიდან”- რუტე აფრთხილებს მათ, ვისაც თავდაცვის ხარჯები არ გაუზრდია
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის “22-23 სახელმწიფო” უკვე ხარჯავს მინიმალურად საჭირო მშპ-ის 2%-ს თავდაცვაზე, მაგრამ არიან ისინი, ვისაც ეს ჯერ არ გაუკეთებია. რუტე მათ მოუწოდებს, ვისაც აღნიშნული ხარჯები არ გაუზრდია, მის ზარებს უპასუხონ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მათ ძალიან სასიამოვნო ადამიანმა დაურეკონს ვაშინგტონიდან. “მათ აქტიურად და ინტენსიურად ვესაუბრები, რათა დავრწმუნდე, რომ დაჩქარდებიან და 2%-ს მიაღწევენ. ვფიქრობ, ყველა მათგანმა ეს შემდეგ ზაფხულამდე უნდა გააკეთოს. და მათ ვეუბნები: ჩემს სატელეფონო ზარებზე თუ არ რეაგირებთ, შეიძლება სატელეფონო ზარები მიიღოთ ძალიან სასიამოვნო კაცისგან ვაშინგტონიდან, რომელსაც, ასე ვთქვათ, მეტი დროის შეზღუდვა აქვს…
მეტი...რუსთაველზე კვლავ აქციაა. გზა გადაკეტილია
საქართველოს პარლამენტთან კვალვ აქციაა. მოქალქეებმა გზა გადაკეტეს. შეკრებილები სკანდირებენ: “დანიშნეთ არჩევნები, არ გავჩერდებით”, “ყველგან პოლიცია, არსად სამართალი”, “არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა”. პარალელურად აქცია მიმდინარეობს საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც. პროტესტის 85-ე დღესაც მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული ადამიანები.
მეტი...ევროპარლამენტი, ევროკომისია და ევროკავშირის საბჭო მოლდოვას 1,9 მილიარდ ევროს გამოუყოფენ
ევროპარლამენტი, ევროკომისია და ევროკავშირის საბჭო მოლდოვისთვის 1,9 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ. ეს თანხა გამოიყოფა რეფორმებისა და ზრდის ახალი მექანიზმის ფარგლებში. „ეს ამტკიცებს, რომ ევროკავშირი არის საიმედო პარტნიორი მოლდოველი ხალხისთვის“ – წერს ევროკომისარი მარტა კოსი სოციალურ ქსელში. მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროდეპუტატებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მეტი...ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა
2025 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა პარასპორტსმენმა ნახევარფინალურ შეხვედრაში იტალიელი ჯულია მარკოვსკა 15:5 დაამარცხა, ფინალში კი ბელარუს ანასტასია კასტიუჩკოვას 15:12 სძლია და ტურნირის გამარჯვებული გახდა. მსოფლიო ჩემპიონატი ბრაზილიაში მიმდინარეობდა. ხმლით ფარიკაობაში მედლების მოსაპოვებლად ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი იბრძოლებენ.
მეტი...„საპრეზიდენტო არჩევნები ახლა რომ ჩატარდეს, ზელენსკი მეორე ადგილს დაიკავებს“- უკრაინული მედია
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები თუ 2025 წლის თებერვალში ჩატარდება, გამარჯვებული უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, ამჟამად ბრიტანეთში უკრაინის ელჩი ვალერი ზალუჟნი გახდება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ აქვეყნებს. ამავე ინფორმაციით, მოქმედი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მეორე ადგილს დაიკავებს, ხოლო მეხუთე პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მესამე ადგილზე გავა. უკრაინული მედია სოციოლოგიურ ცენტრ „სოცისის“ და სოციოლოგიური კომპანიის, Gradus Research-ის გამოკითხვის შედეგებს ეყრდნობა. „სოცისის“ მონაცემებით, 2025 წლის თებერვლის მდგომარეობით, მოქმედი პრეზიდენტის რეიტინგი დაახლოებით 16%-ს შეადგენს. იმ ამომრჩევლებს შორის, რომლებმაც უკვე გადაწყვიტეს, თუ რომელ კანდიდატს დაუჭერდნენ მხარს, ეს მაჩვენებელი 22%-მდე იზრდება. სოციოლოგიურმა კომპანია Gradus Research-მა…
მეტი...რუსეთში მასშტაბური ხანძარი იყო
მოსკოვში მასშტაბური ხანძარი იყო. გადამწვარია კომპიუტერული მეცნიერებების და ტექნოლოგიების ინსტიტუტის შენობა. ცეცხლი 1500 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ინსტიტუტის შენობაში ჰელიუმით სავსე ბალონები იყო განთავსებული, რასაც, შესაძლოა, ხანძარი გამოეწვია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მეტი...აშშ უარს ამბობს გაერო-ს რეზოლუციის თანაავტორობაზე, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას
შეერთებული შტატები უარს ამბობს გაერო-ს რეზოლუციის პროექტის თანაავტორობაზე, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის მესამე წლისთავს ეძღვნება. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. „წინა წლებში შეერთებული შტატები მუდმივად უჭერდა მხარს ასეთ რეზოლუციებს უკრაინაში სამართლიანი მშვიდობისთვის“ – განუცხადა „როიტერს“ ერთ-ერთმა წყარომ. სააგენტო წერს, რომ რეზოლუციის აღნიშნულ პროექტს 50-ზე მეტმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. აღნიშნული რეზოლუციის პროექტი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს რუსეთის აგრესიას.
მეტი...“უკრაინამ უნდა დაუწიოს ტონს”- აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა კიევს მოუწოდა, დაუწიოს ტონს და ხელი მოაწეროს წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას. უოლცმა ახსენა ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის იმედგაცრუება მიუნხენში შეხვედრაზე შეთანხმების ხელმოწერაზე კიევის უარისა და აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სკოტ ბესენტის გამო, რომელმაც, უოლცის მტკიცებით, ტყუილად გაიარა გზა კიევამდე. „იმის გათვალისწინებით, რაც ამერიკამ უკრაინისთვის გააკეთა, მათ უნდა დაუწიონ ტონს, ყურადღებით შეხედონ და ხელი მოაწერონ ამ შეთანხმებას“- თქვა უოლცმა.
მეტი...“სავალალო სიტუაცია საქართველოში რჩება ტრაგიკულ უკუსვლად”- კარინა ოდებრინკი
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მესამე კომიტეტის მომხსენებელმა, კარინა ოდებრინკმა, რომ საქართველოში პოლიტიკური რეპრესიები გაიზარდა გასული წლის არჩევნების შემდეგ. „ეუთო-ს ანგარიშმა ოქტომბრის არჩევნების შესახებ დაადგინა, რომ ამომრჩეველთა დაშინების შემთხვევებმა, საარჩევნო კამპანიის დაფინანსების დისბალანსმა და პოლიტიზებულმა მედია პროპაგანდამ, ყველაფერმა ერთად ხელი შეუწყო არჩევნებს, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებს მოკლებული იყო. სავალალო სიტუაცია საქართველოში რჩება ტრაგიკულ უკუსვლად, სადაც ეუთო-მ არ უნდა დათმოს თავისი ძირითადი პრინციპები” – აღნიშნა კარინა ოდებრინკმა.
მეტი...გურჯაანში ახალგაზრდა კაცს ეძებენ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში 33 წლის მამაკაცს ეძებენ. ალექსანდრე მამისაშვილი 18 თებერვალს, დაახლოებით 18:00 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ მისი კვალი დაიკარგა. მამისაშვილის საძიებო სამუშაოებში ჩართულია პოლიცია, სამაშველო სამსახური და სოფლის მოსახლეობა.
მეტი...ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში ახალგაზრდა ქალი შეიყვანეს, რომელიც სასტიკად არის ნაცემი
გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში ახალგაზრდა ქალი შეიყვანეს, რომელიც სასტიკად არის ნაცემი. პაციენტს დაზიანებები სახის, თავის, გულ-მკერდის არეში და კიდურებზე აღენიშნება. მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი კლინიკაში მამაკაცმა შეიყვანა. მისი თქმით, ის მძიმე მდგომარეობაში ქუთაისისა და ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის დამაკავშირებელ გზაზე იპოვა. მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო და საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
მეტი...სასამართლომ მედიის წარმომადგენელი 2 500 ლარით დააჯარიმა
ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული „ტვ პირველის” ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მას 2 500 – ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან ცაგარეიშვილმა მიიღო. ლაშა ჯიოშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით დააკავეს, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფას გულისხმობს.
მეტი...“მოველით ანტიევროპული ტრენდის შებრუნებას, რომელიც საქართველოში “ქართულმა ოცნებამ” დაამკვიდრა”- სიკორსკი
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე ევროკავშირმა და კანდიდატმა ქვეყნებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ გაფართოების პროცესს. მან ასევე ისაუბრა გაფართოების პროცესში „უარყოფით ტრენდებზეც“ და ამ კონტექსტში საქართველო ახსენა და გამოთქვა მოლოდინი, რომ საქართველოში ანტიევროპული ტრენდი „შემობრუნდება. “სამწუხაროდ, გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში ასევე უარყოფით ტრენდებს ვადევნებთ თვალს. მოველით ანტიევროპული ტრენდის შებრუნებას, რომელიც საქართველოში “ქართულმა ოცნებამ” დაამკვიდრა – რომელიც ხელისუფლებაში საეჭვო სტანდარტების საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდა. პოლონეთის [ევროკავშირის საბჭოში] პრეზიდენტობა მხარს დაუჭერს ქართული საზოგადოების პროევროპულ მისწრაფებებს” – განაცხადა სიკორსკიმ.
მეტი...“კონფლიქტის გაგრძელება ცუდია როგორც რუსეთისთვის, ასევე უკრაინისა და ევროპისთვისაც”- აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ კონფლიქტის გაგრძელება ცუდია, როგორც რუსეთისთვის, ასევე უკრაინისა და ევროპისთვისაც. ვენსის თქმით, აშშ-ის “ზეწოლის ბერკეტები” გააჩნია კონფლიქტის ორივე მხარეზე. “კონფლიქტმა დააწესა – და აგრძელებს – ზეწოლას ამერიკული სახელმწიფოებრიობის ინსტრუმენტებზე, სამხედრო მარაგებიდან სანქციებამდე (და გაცილებით მეტიც). გვჯერა, რომ კონფლიქტის გაგრძელება ცუდია რუსეთისთვის, ცუდია უკრაინისთვის, და ცუდია ევროპისთვის. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ცუდია შეერთებული შტატებისთვის,” – წერს ვენსი
მეტი...ზელენსკი ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კოლოგი უკრაინაში იმყოფება. ვოლოდიმერ ზელენსკისა და კოლოგის ოფიციალური შეხვედრა უკვე შედგა, თუმცა, არ ვრცელდება ინფორმაცია, რაზე შეთანხმდნენ მხარეები ან რა წინადადება ჩაუტანა ტრამპის წარმომადგენელმა უკრაინას. შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია უნდა გამართულიყო, სადაც მხრეები მოლაპარაკების თემაზე ისაუბრებდნენ, თუმცა, როგორც ინფორმაცია ვრცელდება, ამერიკული მხარის თხოვნით მედიასთან შეხვედრა გაუქმდა.
მეტი...„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფზე არ აისახება
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები, რომელიც გულისხმობს, რომ „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესების კასკადის“ მიერ წარმოებული და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა არ იქნება გათვალისწინებული წარმოების ტარიფის გაანგარიშებისას, ელექტროენერგიის საბოლოო სამომხმარებლო ტარიფზე არ აისახება. აღნიშნული ცვლილების გამო ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის. საკანონმდებლო ცვლილება პოზიტიურად აისახება ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ენერგეტიკული ობიექტის შემდგომ განვითარებასა და სტაბილურ ფუნქციონირებაზე. ცვლილების საფუძველზე, „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესების კასკადისთვის“ დადგენილი ტარიფები ხელს შეუწყობს კომპანიის ფინანსურ გაძლიერებასა და მასზე დაკისრებული ვალდებულებების შეუფერხებლად განხორციელებას. სატარიფო რეგულირების პერიოდში „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესების კასკადის“ ახალი ტარიფების გავლენა ელექტროენერგიის საბოლოო მოხმარების ტარიფებზე…
მეტი...,,USAID-ის ფაილებმა გამოააშკარავა გლობალისტური ქსელის ბნელი პრაქტიკა, ჩვენ აღარ წამოვეგებით მათ ანკესზე” – ორბანი
,,გლობალისტურ-ლიბერალურ-სოროსის არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი ბრიუსელში გარბის მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი დარტყმა მიაყენა მათ საქმიანობას აშშ-ში”, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს. ,,ყურადღება! ჩვენი შიშები გამართლდა: გლობალისტურ-ლიბერალურ-სოროსის არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი ბრიუსელში გარბის მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი დარტყმა მიაყენა მათ საქმიანობას აშშ-ში. ახლა მათგან 63 ბრიუსელს ფულს სთხოვს ადამიანის უფლებათა სხვადასხვა პროექტის საბაბით. ეს არ მოხდება. ჩვენ არ მივცემთ მათ ევროპაში თავშესაფრის პოვნის საშუალებას. USAID-ის ფაილებმა გამოააშკარავა გლობალისტური ქსელის ბნელი პრაქტიკა. ჩვენ აღარ წამოვეგებით მათ ანკესზე”, – წერს ორბანი.
მეტი...,,ტრამპის თავდასხმა ზელენსკიზე მსოფლიოს ახალი წესრიგის ჩამოყალიბების სიგნალია” – WSJ
აშშ-ის პრეზიდენტის მიერ უკრაინის ლიდერზე, ვოლოდიმირ ზელენსკიზე თავდასხმა მსოფლიოს ახალი წესრიგის ჩამოყალიბებაზე მეტყველებს. სტატიას ამ სათაურით გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, პრეზიდენტმა ტრამპმა ოთხ კვირაში აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მიმართულება მკვეთრად შეცვალა, გადააქცია რა, ამერიკა ნაკლებად სანდო მოკავშირედ და გლობალურ ვალდებულებებზე უარი ათქმევინა ისე, რომ ეს კარდინალურად შეცვლის ამერიკის ურთიერთობას მსოფლიოსთან. The Wall Street Journal-ი აღნიშნავს, რომ ტრამპის წარმომადგენლები რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს დათმობებზე წავიდნენ, რამაც ევროპელი მოკავშირეები გააოცა. ამის შემდეგ ტრამპმა ზელენსკის დიქტატორი უწოდა, ის ევროპელებს დაშორდა და USAID-ის მუშაობა შეაჩერა, რომელიც განვითარებად ქვეყნებს ეხმარებოდა. ასევე,…
მეტი...,,გაკვირვებული ვარ ტრამპის თავშეკავებით საკუთარი მოკავშირეების მიმართ, რომლებიც უტიფრად იქცეოდნენ” – პუტინი
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი გაკვირვებულია ტრამპის თავშეკავებით საკუთარი მოკავშირეების მიმართ, რომლებიც უტიფრად იქცეოდნენ და ამას კვლავ აგრძელებენ. ,,წინასაარჩევნო კამპანიის დროს ვიხილეთ ის, რომ ყველა ევროპელი ლიდერი, გამონაკლისის გარეშე, ფაქტობრივად, პირდაპირ ერეოდა აშშ-ის საარჩევნო პროცესში. საქმე ერთ-ერთი კანდიდატის პირდაპირ შეურაცხყოფამდეც კი მივიდა. ჩვენი მხრიდან ცხადი იყო, ვის მიმართ გვქონდა სიმპათია, თუმცა ჩვენ საკუთარი არავისთვის არ მიგვიცია უფლება ჩავრეულიყავი, მითუმეტეს, არ გაგვიკეთებია არანაირი ხისტი განცხადებები და არ მიგვიყენებია შეურაცხყოფა არცერთი კანდიდატისთვის, ევროპელები კი ამას აკეთებდნენ. სიმართლე გითხრათ, გაკვირვებული ვარ აშშ-ის ხელახლა არჩეული პრეზიდენტის, ტრამპის თავშეკავებით საკუთარი მოკავშირეების მიმართ, რომლებიც პირდაპირ რომ ვთქვათ,…
მეტი...ევროპარლამენტი და ევროკომისია მოლდოვისთვის 1.9 მილიარდი ევროს დახმარების დამტკიცებაზე შეთანხმდა
ევროპარლამენტი და ევროკომისია მოლდოვისთვის 1.9 მილიარდი ევროს დახმარების დამტკიცებაზე შეთანხმდა. არსებული ინფორმაციით, ამ თანხიდან 520 მილიონ ევროს მოლდოვა გრანტის სახით მიიღებს. 1.5 მილიარდი ევრო კი დაბალპროცენტიანი სესხია. ,,შეთანხმებული 1.9 მილიარდი ევროს ფონდი – ევროკავშირის ყველაზე დიდი ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი მოლდოვის დამოუკიდებლობის ისტორიაში – არის საკვანძო ნაბიჯი ჩვენს პარტნიორობაში.გაზრდილი ფინანსური დახმარებისა და რეფორმების გაერთიანება დააჩქარებს მოლდოვის პროგრესს ევროკავშირის გზაზე, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ დაახლოებასა და მოლდოვის ინტეგრაციას ჩვენს ერთიან ბაზარზე”, – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.
მეტი...ქართველი ექიმი ნარკოტიკის ზედოზირებით გარდაიცვალა – რას ამბობს გარდაცვლილის დედა
ნარკოტიკების ზედოზირების შედეგად, ექიმი ანესთეზიოლოგი გიორგი გელდიაშვილი გარდაიცვალა. ის 14 თებერვალს დაკრძალეს. მისი დედა, ნინო გელდიაშვილი, ტრაგედიის შემდეგ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს: ,,არ ვიკადრებ ვთქვა გული აწუხებდა, უეცარი ტრომბი იყო და ა.შ. სიმართლეს თუ დავმალავთ, მაშინ ვერასდროს შევებრძოლებით პრობლემასა და ბოროტს. მე კი მთელ ჩემს დარჩენილ მოკლე ცხოვრებას, ე.წ. ბარიგებთან ბრძოლას მოვახმარ, თუნდაც მომკლან, როგორც ერთმა სცადა უკვე ჩემი შეშინება. სიკვდილი ჩემთვის შველაა. უბედნიერესი წავალ ამ ქვეყნიდან, თუ დედებს, რამდენსაც შევძლებ, ავაცილებ ამ უკიდეგანო ტკივილს”, – ამბობს ნინო გელდიაშვილი.
მეტი...,,საქართველოში ეკონომიკური კრიზისის შექმნაა საჭირო, რათა მომიტინგეებმა ხელისუფლება დაამარცხონ” – თორნტონი
მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსის, ლორა თორნტონის აზრით, საქართველოში ეკონომიკური კრიზისის შექმნაა საჭირო, რათა პროტესტმა გაიმარჯვოს და ხელისუფლებაში ბზარი გაჩნდეს. „ერთმნიშვნელოვანი გზამკვლევი არ არსებობს, ხოლო გამარჯვებისთვის საჭირო ფაქტორები მრავალფეროვანი და ზოგჯერ შემთხვევითობაზეც არის დამოკიდებული. ხშირად მმართველი ელიტის შიგნით არსებული ბზარები ან ეკონომიკური კრიზისი რეჟიმს მოწყვლადს ხდის. თუმცა, წარმატებას, როგორც წესი, შიდა და არა გარე ფაქტორები განსაზღვრავს. გადამწყვეტი არ არის თუნდაც საერთაშორისო საზოგადოების ყველაზე მკაცრი რეაქცია – სანქციები, არაღიარება, ემბარგო (ამის მაგალითია ვენესუელა)“, – წერს თორნტონი.
მეტი...,,ქვეყნებმა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გააძლიერონ თავიანთი თავდაცვა” – შვედეთის პრემიერი
შვედეთის პრემიერ-მინისტრი, ულფ კრისტერსონი, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკას გამოეხმაურა. ,,ომი რუსეთმა დაიწყო. პრეზიდენტი ზელენსკი დემოკრატიული არჩევნების შედეგად აირჩიეს. ვფიქრობ, რომ არავის უნდა უკრაინაზე მეტად არჩევნები, რადგან არჩევნების ჩატარება ნიშნავს, რომ უკრაინაში მშვიდობაა და მათ თავისი ქვეყნის მართვა თავად შეუძლიათ. უკრაინა უნდა იღებდეს მონაწილეობას მშვიდობის პირობების ჩამოყალიბებაში. უკრაინის შესახებ არაფერი უნდა წყდებოდეს უკრაინის გარეშე; ასევე, არაფერი ევროპული პასუხისმგებლობის შესახებ ევროპის მონაწილეობის გარეშე, – და მესამე: მეტმა ქვეყანამ, რაც შეიძლება სწრაფად, ვიმეორებ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გააძლიერონ თავიანთი თავდაცვა”, – განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა. “დიქტატორმა…
მეტი...,,რუსეთს უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში „კოზირები“ აქვს” – ტრამპი
„ვფიქრობ, რუსებს ომის დასრულება სურთ. მე ნამდვილად ასე ვფიქრობ. ვფიქრობ, რომ მათ ხელში კოზირები უკავიათ, ვინაიდან მათ დიდი ტერიტორია დაიპყრეს. მათ კოზირები აქვთ“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს აშშ-ის და რუსეთის დელეგაციებმა საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში მოლაპარაკებები გამართეს. რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი და პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვი. აშშ-ის დელეგაცია მოლაპარაკებებზე წარმოდგენილი იყო სახელმწიფო მდივნით მაკრო რუბიოთი, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლით მაიკ უოლცით და ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლით სტივ უიტკოფით.
მეტი...რომის პაპის ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშაა
88 წლის რომის პაპი ბრონქიტის შეტევების მიზეზით 6 დღის წინ რომის ,,გემელის” საავადმყოფოში გადაიყვანეს. დღეს, 88 წლის პაპ ფრანცისკეს ორივე ფილტვის პნევმონია დაუდგინდა, რაც ფილტვის ქსოვილის მწვავე ანთებას ნიშნავს. ექიმების ინფორმაციით, ინფექციის სახეობა, პაციენტის ასაკში საკმაოდ სერიოზულია, თუმცა პაპი ფრანცისკეს შემთხვევაში, უკვე ფიქსირდება შედარებითი უკეთესობა.
მეტი...,,ორშაბათს ვიქნები კიევში, რათა დავადასტურო ესპანეთის მხარდაჭერა უკრაინის დემოკრატიისა და პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ” – სანჩესი
,,ორშაბათს ვიქნები კიევში, რათა დავადასტურო ესპანეთის მხარდაჭერა უკრაინის დემოკრატიისა და პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ”, – წერს ესპანეთის პრემიერმინისტრი პედრო სანჩესი X-ზე. ,,ორშაბათს ვიქნები კიევში, რათა დავადასტურო ესპანეთის მხარდაჭერა უკრაინის დემოკრატიისა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ. დიდება უკრაინას”, – წერს სანჩესი.
მეტი...სპეცოპერაცია ქუთაისში – დაკავებულია ე.წ. მეტადონის პროგრამაში ჩართული მამაკაცი
ქუთაისში, დუმბაძის ქუჩაზე, სამართალდამცველებმა მამაკაცი დააკავეს, რომელიც სავარაუდოდ, ე.წ. მეტადონის პროგრამაში იყო ჩართული და მისთვის პროგრამით განკუთვნილ მეტადონს კანონდარღვევით ყიდდა. დაკავება მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 260-ე მუხლით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების ან ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოებას, შეძენას, ან გასაღება გულისხმობს.
მეტი...,,NATO-ს ქვეყნების სამხედრო კონტინგენტის უკრაინაში შესაძლო გაგზავნა კრემლის შეშფოთებას იწვევს” – პესკოვი
,,NATO-ს ქვეყნების სამხედრო კონტინგენტის უკრაინაში შესაძლო გაგზავნა კრემლის შეშფოთებას იწვევს, ეს თემა ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ყურადღებით ვაკვირდებით”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მას კითხვა დაუსვეს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის გეგმაზე უკრაინაში 30 000-მდე ევროპელი სამხედროს გაგზავნასთან დაკავშირებით. „რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ყველა ამ შეტყობინებას, ვაკვირდებით ამ საკითხზე ყველა, ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავ ოფიციალურ განცხადებას ევროპელების მხრიდან. ეს იწვევს ჩვენს შეშფოთებას, რადგან საუბარია ნატო-ს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნების სამხედრო კონტინგენტების უკრაინაში შესაძლო გაგზავნაზე. ეს სრულიად სხვა მნიშვნელობას იძენს ჩვენი უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამიტომ, ეს თემა მნიშვნელოვანია ჩვენთვის.…
მეტი...მასკი ზელენსკის ამერიკელი ჟურნალისტის გონსალო ლირას მკვლელობაში ადანაშაულებს
კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელი ჟურნალისტი გონსალო პირა მოკლა. ცნობისთვის, გონსალო ლირა, რომელიც ზელენსკისა და ბაიდენის კრიტიკით გამოირჩეოდა, 2023 წელს ხარკოვში დააკავეს. მას რუსეთის მხარდაჭერაში დასდეს ბრალი. 2024 წლის 12 იანვარს გონსალო ლირას მამამ თქვა, რომ მისი შვილი უკრაინის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მეტი...ქართველ მებრძოლს რუსეთში 14 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯეს
ქართველ მებრძოლს მიხეილ გოგნაძეს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის მხარეს იბრძვის, დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია საქართველოს მოქალაქე მიხეილ გოგნაძისთვის განაჩენის (დაუსწრებლად) გამოსატანად. მიხეილ გოგნაძე, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ხანგრძივი დროის განმავლობაში მონაწილეობდა ბრძოლებში ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებისა და რუსი სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ“, – აცხადებენ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში.
მეტი...,,ვოლოდიმირ ზელენსკი პრეზიდენტის თანამდებობას სათანადო არჩევნების შემდეგ იკავებს” – გაერო
,,ზელენსკი პრეზიდენტის თანამდებობას სათანადო არჩევნების შემდეგ იკავებს. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია არ მიიჩნევს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სახელმწიფოს არალეგიტიმურ მეთაურად”, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სტეფან დიუჟარიკმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, სადაც მან ვოლოდიმირ ზელენსკი „დიქტატორად“ მოიხსენია. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დიქტატორი უწოდა. „დიქტატორი არჩევნების გარეშე. ზელენსკიმ სწრაფად უნდა იმოქმედოს, თორემ ქვეყანა აღარ დარჩება“, – დაწერა ტრამპმა TruthSocial-ის საკუთარ გვერდზე.
მეტი...,,როდესაც საქმე ეხება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ბრალს, ყველაზე მეტად პუტინს ვადანაშაულებ” – სენატორი
,,როდესაც საქმე ეხება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ბრალს, ყველაზე მეტად პუტინს ვადანაშაულებ”, – წერს ამერიკელი სენატორი, ლინდსი გრემი აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით. ,,თუ თქვენ ეძებთ ამერიკელ პოლიტიკოსებს, რომლებსაც დაადანაშაულებთ, ბაიდენი და ობამა ჩემი სიის სათავეში არიან. ისინი პათეტიკურად სუსტნი იყვნენ პუტინთან გამკლავებაში და ვერ დაიცვეს უკრაინა შეჭრისგან. თუ ისტორიამ რამე გვასწავლა, ის არის, რომ აგრესიის დამშვიდება უფრო მეტ აგრესიას იწვევს. ასე იყო ჩემბერლენი ჰიტლერის მიმართ, ხოლო ბაიდენი და ობამა პუტინის მიმართ. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპი დაასრულებს უკრაინის ომს სწრაფად და ისე, რომ შეაკავებს მომავალ აგრესიას”, – წერს სენატორი.
მეტი...,,საქართველოში ე.წ. დიპლომატები „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები არიან” – კახა კალაძე
„საქართველოში, ზოგადად, ამ დიპლომატების ყოფნას არანაირი აზრი არ აქვს იმიტომ, რომ ისინი არიან ჩვეულებრივი მხარე და წარმოადგენენ „დიფ სთეითს“ ჩვენს ქვეყანაში. მათ დიპლომატებს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, გამომდინარე მათი განცხადებებიდან და ქმედებებიდან“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრის კომენტირებისას. მისი თქმით, ყველაფერი უკვე ხელის გულზე დევს, და საზოგადოებისთვის ნათელია, თუ რას ემსახურება მათი საქმიანობა. „წლების განმავლობაში, თუკი რაიმე მძიმე ფაქტი, უბედურება ხდებოდა ქვეყანაში, ეს მათი დამსახურებაა და იმ მიდგომებისა და დამოკიდებულების შედეგი, რაც ამ ადამიანებს ჰქონდათ. კერძოდ, თეთრზე შავს გვეუბნებოდნენ და ყოველთვის…
მეტი...,,უკრაინაში მიმდინარე ომი უკრაინის პირობებით უნდა გადაწყდეს” – ავსტრალიის თავდაცვის მინისტრი
„უკრაინაში მიმდინარე ომი უკრაინის პირობებით უნდა გადაწყდეს, რადგან აქ აგრესორი რუსეთია და რასაც სასწორზე ვხედავთ, არის წესებზე დაფუძნებული წესრიგის მთლიანობა, გლობალური წესებზე დაფუძნებული წესრიგი”, – ამის შესახებ ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა, რიჩარდ მარლზიმ განაცხადა. ,,ჩვენ მივესალმებით მცდელობებს, რომ ომი დასრულდეს, მაგრამ ეს არ შეიძლება ნებისმიერი პირობებით მოხდეს. ეს უნდა მოხდეს უკრაინის პირობებით და ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ამაში. ეს არის დემოკრატია და ეს არის ბრძოლა ცივილიზაციისთვის. ვლადიმერ პუტინი მკვლელი დიქტატორია და ჩვენ მას ერთი ინჩიც არ უნდა მივცეთ“, – აღნიშნა რიჩარდ მარლზიმ. მან, უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზიცია გააკრიტიკა.…
მეტი...,,ევროპამ გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ლეთარგიული ძილიდან უნდა გამოიღვიძოს” – საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი
„ევროპამ გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ლეთარგიული ძილიდან უნდა გამოიღვიძოს, რომლითაც მას, სამწუხაროდ, უკვე გარკვეული პერიოდია სძინავს“, – ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა. „ბოლოდროინდელი მოვლენები და აშშ-ის განსხვავებული შეხედულებები გვავალდებულებს, რომ სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ, სწრაფად ვიმოქმედოთ და იმ საკითხების შესახებ, რომლებსაც განვიხილავთ, გადაწყვეტილებები მივიღოთ“, – აღნიშნა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა.
მეტი...