„უკრაინის საკითხზე ევროპა და მსოფლიო ამჟამად გზაგასაყარზეა”- შვედეთის პრემიერ-მინისტრი

შვედეთის პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტერსონის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგი გავლენას იქონიებს ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოებაზე. „უკრაინის საკითხზე ევროპა და მსოფლიო ამჟამად გზაგასაყარზეა. ომის დასასრული გავლენას მოახდენს და ჩამოაყალიბებს მთელი ევროპის უსაფრთხოებას მომავალი თაობებისთვის. ჩვენ ამას ძალიან, ძალიან სერიოზულად ვუდგებით“- აღნიშნა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა.

მეტი...

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ზელენსკი გააფრთხილა, რომ ტრამპის ლანძღვა უკურეაქციას გამოიწვევს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ აშშ-ის პოლიტიკა არ ეფუძნება რუსულ დეზინფორმაციას. ამ განცხადებით, მან უპასუხა უკრაინის პრეზიენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელმაც თქვა,  რომ დონალდ ტრამპი დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს. ვენსმა ვოლოდიმირ ზელენსკი გააფრთხილა, რომ დონალდ ტრამპის საჯარო ლანძღვა მხოლოდ უკურეაქციას გამოიწვევს. „ყველა, ვინც იცნობს პრეზიდენტს, გეტყვით, რომ ეს საშინელი გზაა ამ ადმინისტრაციასთან საქმის საწარმოებლად“, – აღნიშნა ვენსმა.

მეტი...

„ჰამასი“ ისრაელს 20 თებერვალს ოთხი დაღუპული მძევლის ცხედარს გადასცემს

„ჰამასი“ ისრაელს 20 თებერვალს ოთხი დაღუპული მძევლის ცხედარს გადასცემს. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. „ხვალ ძალიან მძიმე დღე იქნება ისრაელის სახელმწიფოსთვის. შოკისმომგვრელი დღე, მწუხარების დღე. ჩვენ ვაბრუნებთ სახლში ჩვენი საყვარელი მძევლების, დაღუპული მძევლების ცხედრებს. ჩვენ ვხედავთ, ვისთან და რასთან გვაქვს საქმე, როგორ მონსტრებთან. ჩვენ ვგლოვობთ, ჩვენ გვტკივა, მაგრამ ასევე გადაწყვეტილი გვაქვს უზრუნველვყოთ, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მეტი...

“ვერავინ აიძულებს უკრაინას დანებებას”- სიბიგა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ მათ ვერავინ აიძულებს დანებებას. მისი თქმით, “უკრაინამ ევროპის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე შემზარავ სამხედრო თავდასხმასა და ტოტალური ომის სამ წელს გაუძლო“. „ვერავინ აიძულებს უკრაინას დანებებას, დავიცავთ ჩვენი არსებობის უფლებას. უკრაინელმა ხალხმა და მისმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი თქვეს დანებებოდნენ პუტინის ზეწოლას” – წერს სიბიგა.

მეტი...

რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტეს

პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. პარალელურად, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიიდან საპროტესტო მარში შეუერთდა. “ყველგან პოლიცია, არსად სამართალი” , – სკანდირებენ აქციის მონაწილეები. უწყვეტი პროტესტის 84-ე დღესაც აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ისევ ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების პერიოდში დაკავებული ყველა პირის გათავისუფლებაა.

მეტი...

“საქართველოს წარმომადგენლებისთვის სკამი ყოველთვის იქნება „3+3 ფორმატის“ სხდომათა დარბაზში”- ლავროვი

საქართველოს წარმომადგენლებისთვის სკამი ყოველთვის იქნება „3+3 ფორმატის“ სხდომათა დარბაზში. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. “თავიდანვე ყველა შევთანხმდით, რომ რომ სწორედ “3+3” ფორმატი გვაქვს და რომ გვესმის საქართველოს პოზიციის ეჭვები და ნიუანსები, მაგრამ საქართველოს წარმომადგენლებისთვის სკამი ყოველთვის იქნება ამ ფორმატის სხდომათა დარბაზში” – განაცხადა ლავროვმა. ლავროვის შეფასებით, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა “ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს” ეყრდნობა. “ხოლო ის, რომ “3+3” ყველა წევრის ინტერესებში [მუშაობს], ეჭვებს არ იწვევს. სხვათა შორის, ამან შური და არა ეჭვები გაუჩინა აშშ-ის ყოფილ ადმინისტრაციას, რომელიც “3+3” ფორმატის ნაცვლად “3+1” ფორმატის წინ წაწევას ცდილობდა, ანუ სამხრეთ…

მეტი...

„გაკვირვებული ვარ ტრამპის თავშეკავებულობით მოკავშირეების მიმართ, რომლებიც იქცეოდნენ თავხედურად“- პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ გაკვირვებულია დონალდ ტრამპის თავშეუკავებლობით ევროპელი ლიდერების მიმართ.ამის შესახებ მან სანქტ პეტერბურგში ჟურნალისტებს განუცხადა. „გულწრფელად რომ ვთქვა, გაკვირვებული ვარ აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტის თავშეკავებულობით თავისი მოკავშირეების მიმართ, რომლებიც იქცეოდნენ, პირდაპირ ვთქვათ, თავხედურად. ტრამპი ხომ ჯერ საკმაოდ ინტელიგენტურად ექცევა მათ“ – განაცახადა მან. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრის გამართვის სურვილი არის ორმხრივი.

მეტი...

პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ

ოჯახი  38 წლის რაბიტ ბაკიევს ეძებს. ის  პოლონეთში სამუშაოდ სამი თვით გაემგზავრა. ახალგაზრდა კაცს უკვე 10 დღეა ვერ უკავშირდებიან. ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით ოჯახს მითითებულ ნომრებზე: +995 558 65 02 22 ან WhatsApp-ის საშუალებით +48 728 084 258.

მეტი...

“დიქტატორმა ზელენსკიმ ჯობია სწრაფად იმოქმედოს, თორემ ქვეყანა არ დარჩება”- ტრამპი

“რჩევნების გარეშე დიქტატორმა ზელენსკიმ ჯობია სწრაფად იმოქმედოს, თორემ ქვეყანა არ დარჩება”- აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მისი თქმით, ომი ევროპისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აშშ-სთვის. “ეს ომი ევროპისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენთვის – დიდი, ლამაზი ოკეანე გვაქვს, როგორც გამყოფი. ამ ყველაფერთან ერთად, ზელენსკი აღიარებს, რომ ფულის ნახევარი, რომელიც გავუგზავნეთ, “დაკარგულია”. უარს ამბობს არჩევნების ჩატარებაზე, ძალიან დაბალი მაჩვენებლები აქვს უკრაინულ გამოკითხვებში, და ერთადერთი რაშიც კარგი იყო, იყო ბაიდენით “მანიპულირება”. დიქტატორმა არჩევნების გარეშე, ზელენსკიმ ჯობია სწრაფად იმოქმედოს, თუ არადა ქვეყანა არ დარჩება. ამავდროულად, ჩვენ წარმატებულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ რუსეთთან ომის დასრულებაზე, რასაც ყველა…

მეტი...

“რუსეთმა უკვე გადაუგზავნა აფხაზეთს 344 მილიონი რუბლი”- ვლადიმერ დელბა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “ფინანსთა მინისტრის” მოვალეობის შემსრულებელმა, ვლადიმერ დელბამ განაცხადა, რომ რუსეთმა ხელფასების გადასახდელად 72 მილიონი რუბლი გადაურიცხა. “იანვარში რუსეთმა უკვე გადაუგზავნა აფხაზეთს 344 მილიონი რუბლი. მეორე ტრანშის ჯამი 72 მილიონი რუბლია. ამ თანხებიდან დაიწყო ხელფასების გადახდა ჯანდაცვის სისტემის, განათლების, კულტურის, სპორტის თანამშრომლებისთვის” – განაცხადა დელბამ.  

მეტი...

საბა ბუაძე აცხადებს, რომ 5 000 ლარით დააჯარიმეს

“ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე  5 000 ლარით დააჯარიმეს. მას გზის გადაკეტვას ედავებიან. როგორც საბა ბუაძე სოციალურ ქსელში წერს, პატრულმა გააჩერა და ჯარიმის შესახებ აცნობა. „ 11 თებერვალს გზის გადაკეტვისთვის გაჯარიმებთო, 5 000 ლარით, ოღონდ იქ არ ვყოფილვარ მაგ დროს“ – წერს საბა ბუაძე

მეტი...

„დაინტერესებულები ვართ, რომ შეერთებული შტატები იდგეს სიმართლისა და სამართლის მხარეს“- ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი კიევში უკრაინისა და რუსეთის საკითხებზე აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს კიტ კელოგს შეხვდა. როგორც მან, შეხვედრის შემდეგ შემდეგ X-ის საკუთარ გვერდზე დაწერა – “არაფერი უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე”. “დიდი მნიშვნელობისაა ეს ომი როგორ დამთავრდება. პერსონალურად გადავეცი ეს კიტ კელოგს. რუსეთი მუდმივად ახდენს ინფორმაციით მანიპულირებას, ცდილობს განხეთქილების დათესვას და ტყუილებს ავრცელებს, რათა ერთმანეთთან დაგვაპირისპიროს. არაფერი უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე” პრინციპი საკვანძოა. დაინტერესებულები ვართ იმის უზრუნველყოფაში, რომ შეერთებული შტატები იდგეს სიმართლისა და სამართლის მხარეს, რაც ჩვენს მხარესაა. შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ, გრძელვადიან და ყოვლისმომცველ პარტნიორობა გვსურს. უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები…

მეტი...

“სიამოვნებით შევხვდები ტრამპს”- პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ სიამოვნებით შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს. მისი თქმით, კრემლი მზად არის უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს. პუტინი ამბობს, რომ  რუსეთს არასდროს არ უთქვამს უარი ევროპასთან ან უკრაინასთან დიალოგზე, მათ თავად “შეწყვიტეს მოსკოვთან კონტაქტები”. მან ასევე აღნიშნა, რომ “სიამოვნებით შეხვდება ტრამპს”, მაგრამ შეხვედრა მომზადებული უნდა იყოს. მან არ დააკონკრეტა როდის შეიძლება მსგავსი შეხვედრა შედგეს.

მეტი...

“სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმა სამართლიანად უნდა იქნა გამოძიებული”- პეტრ კუბერნატი

საქართველოში ჩეხეთის ელჩი, პეტრ კუბერნატი წერს, რომ მეხუთე პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმა სამარცხვინოა და სამართლიანად უნდა იქნას გამოძიებული “საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე  გუშინდელი თავდასხმა სამარცხვინოა და სამართლიანად უნდა იქნა გამოძიებული, როგორც ყველა სხვა თავდასხმა და ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ. ყველა პიროვნება თანასწორია კანონის წინაშე. სამართლიანი და დროული სასამართლო პროცესის უფლება საქართველოს კონსტიტუციაშია” – წერს კუბერნატი.

მეტი...

“შოკისმომგვრელია სალომე ზურაბიშვილისა და გიორგი გახარიას წინააღმდეგ სამარცხვინო თავდასხმების ნახვა“- ელჩი

საქართველოში ნიდერლანდების ელჩი, მელინე არაკელიანი მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიასთავის კვერხების სროლის ფაქტს ეხმიანება. ელჩი მომხდარს შოკისმომგვრელს უწოდებს. მისი თქმით, მსგავსი „კრიმინალური ქმედებები“ სწრაფად უნდა იქნას გამოძიებული. “შოკისმომგვრელია პოლიტიკური აქტორების სალომე ზურაბიშვილისა  და გიორგი გახარიას წინააღმდეგ სამარცხვინო თავდასხმების ნახვა. მსგავსი კრიმინალური ქმედებები სწრაფად უნდა იქნას გამოძიებული. არავითარი დაუსჯელობა დამნაშავეებს” – წერს არაკელიანი.  

მეტი...

პეკინის ხუთონგი (ფოტორეპორტაჟი)

ხუთონგი – ხეივნები, ტრადიციული ეზოები, ძველი უბნები, ვიწრო ქუჩები, რომელიც ისტორიას, კულტურას, ცხოვრების სტილს ასახავს. ჩინეთში არაერთი ხუთონგი არსებობს. აქ ყველაფერი ძველებურადაა შენარჩუნებული. ვიწრო ქუჩები, ძველი სახლები, ხეივნები. პეკინის ხუთონგები პეკინის უძველესი ურბანული ხეივნების უნიკალური დასახლებაა,  რომელიც ქალაქის ისტორიულ მახასიათებლებს ასახავს. დღეს აქ ტურისტები სიმრავლეა, რადგანაც თანამედროვეობისაგან  და ქალაქის  ბრჭყვიალა ცენტრალურ ნაწილისგან განსხვავებით, აქ სიძველე ცოცხლდება. ამ სიძველის ერთ-ერთი ნაწილია სწორედ „ეტლით“ გასეირნება, რადგანაც ამ ძველ უბანში მანქანით გადაადგილება აკრძალულია. ყველა ტურისტს იზიდავს ველოსიპედზე გამობმული ეტლი, რომელიც 2 ადამიანზეა გათვლილი. მის მართვას საკმაოდ დიდი ძალა სჭირდება, რადგანაც ველოსიპედზეა დამონტაჟებული. ხუთონგი…

მეტი...

,,აშშ-მა უკრაინას 350 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია, მაგრამ სად არის ეს ფული?” – ტრამპი

,,აშშ-მა უკრაინას 350 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია, მაგრამ სად არის ეს ფული?”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. „პრეზიდენტმა ზელენსკიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ მას არ მიუღია იმ თანხების ნახევარიც კი, რომელიც აშშ-მა უკრაინას გადასცა. კიევს მივაწოდეთ, ვფიქრობ, 350 მილიარდი დოლარი. კარგი, შეიძლება ცოტა ნაკლები, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი თანხაა. მაგრამ სად არის ეს ფული? სად მიდის? მე არასოდეს მინახავს ამის შესახებ ანგარიშგება. ევროპამ უფრო ნაკლები თანხა დახარჯა, დაახლოებით 100 მილიარდი დოლარი. მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ამ ომის ზეგავლენა უფრო დიდია, ვიდრე ჩვენთვის. ჩვენ გვაშორებს ოკეანე, მათ კი არა“,…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება. ინფორმაციას მისი ადმინისტრაცია ავრცელებს. მანამდე სალომე ზურაბიშვილი ქართველ დიპლომატებს შეხვდა. უფრო ადრე კი რამდენიმე უცხოელ დიპლომატთან გამართა შეხვედრა. შეხვედრის დასრულების შემდგომ მათ მედიასთან განცხადება არ გაუკეთებიათ.

მეტი...

,,უკრაინას ამერიკის სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე ძალიან გაუჭირდება” – ბუდანოვი

,,უკრაინას ამერიკის სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე ძალიან გაუჭირდება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რათა ვაშინგტონმა კიევის მხარდაჭერა გააგრძელოს”, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინასა და შეერთებულ შტატებს ორმხრივად სარგებლიანი ურთიერთობა აკავშირებთ, ევროკავშირს კი თავად სჭირდება უკრაინა, რადგან მის გარეშე ევროპის კონტინენტზე გლობალურ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს. მან ისიც აღნიშნა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები ეფექტიანი ვერ იქნება, თუკი მასში ომში უშუალოდ მონაწილე მხარეები არ ჩაერთვებიან.

მეტი...

შსს ბაგების სტუდქალაქში შესვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრები, ბაგებში მდებარე სტუდქალაქში, ორ მისამართზე თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურის  მოთხოვნის საფუძველზე იმყოფებოდნენ”, – ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ,,შემოსული შეტყობინება ფართების დაკანონების თემას ეხებოდა და მართლწესრიგის ოფიცრებმა გადაამოწმეს აღნიშნულ მისამართებზე ცხოვრობდნენ თუ არა კონკრეტული პირები”, – შინაგან საქმეთა სამინისტრო ბაგების სტუდქალაქში შესვლასთან დაკავშირებით წერს. ცნობისთვის, სტუდქალაქში სამართალდამცავების შესვლასთან დაკავშირებით მოძრაობა ,,მაისის სტუდენტური მოძრაობა” წერს და აღნიშნავს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სტუდენტურ საცხოვრებელში პოლიციელები შედიან.

მეტი...

,,საფრანგეთი არ აპირებს თავისი სახმელეთო ჯარების გაგზავნას უკრაინაში” – მაკრონი

,,საფრანგეთი არ აპირებს თავისი სახმელეთო ჯარების გაგზავნას უკრაინაში”, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. „2024 წელს პარიზში სამიტზე მე ვთქვი, რომ სტრატეგიული ორაზროვნება უნდა აღვადგინოთ. მე არასდროს მითქვამს, რომ საფრანგეთი სახმელეთო ჯარებს გაგზავნიდა. დღეს საფრანგეთი არ ემზადება სახმელეთო ჯარების გაგზავნისთვის. ჩვენ განვიხილავთ უსაფრთხოების გარანტიების საკითხს“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

მეტი...

სარფში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო კონტროლის ფარგლებში, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილია 1 565,4 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები. „კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შეეცადა ოქროს ნივთები მალულად შემოეტანა (აღნიშნული ნაკეთობები წინასწარ დამზადებულ მუყაოსა და პლასტმასის ყუთებში, წებოვანი ლენტით იყო შეფუთული). არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 240 461,09 ლარი შეადგინა. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი...

მარნეულში ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა

მარნეულში ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა, რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.

მეტი...

,,კრემლი ჩვენს სიმტკიცეს ვერ გატეხს” – კაია კალასი

,,კრემლი ჩვენს სიმტკიცეს ვერ გატეხს”, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი X-ზე წერს. „სანქციებისთვის გვერდის ავლის საწინააღმდეგო ზომების გამკაცრებით, იმპორტსა და ექსპორტზე ახალი აკრძალვების შემოღებით და პუტინის „ჩრდილოვან ფლოტზე“ სანქციების დაწესებით, ჩვენ რუსეთის სამხედრო მანქანის „ფარულ კარს“ ვხურავთ. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტის შესახებ შეთანხმებას მივესალმები, კრემლი ჩვენს სიმტკიცეს ვერ გატეხს“, – წერს კაია კალასი. ცნობისთვის, დღეს, ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დამტკიცების შესახებ შეთანხმდნენ.

მეტი...

აშშ-მა უკრაინელებისა და ლათინოამერიკელების საიმიგრაციო განაცხადების მიღება შეაჩერა

აშშ-ის ხელისუფლებამ დროებით შეაჩერა უკრაინელებისა და ლათინოამერიკელების საიმიგრაციო განცხადებების მიღება, რომლებსაც ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს ქვეყანაში გარკვეული პროგრამების საფუძველზე შესვლის უფლება ჰქონდათ. CBS News-ის ცნობით, საიმიგრაციო განაცხადების მიღება შეჩერდა გაურკვეველი დროით, სანამ ამერიკის მთავრობის წარმომადგენლები არ შეისწავლიან თაღლითობის სავარაუდო ფაქტებს და არ გააუმჯობესებენ პროცედურას, რათა ეროვნულ და საზოგადოებრივ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები შეამცირონ. არსებული ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენ ადამიანს შეეხება საიმიგრაციო განაცხადების განხილვის შეჩერება, ბაიდენის მიერ ინიციირებული პროგრამა ასი ათასობით მიგრანტს აშშ-ში ლეგალურად დარჩენის უფლებას აძლევდა. ტელეარხის ცნობით, ბაიდენმა უკრაინელებისთვის სპეციალური პროგრამა რუსეთის შეჭრის შემდეგ აამოქმედა. პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე აშშ-ში…

მეტი...

ზელენსკის თქმით, მას მაღალი რეიტინგი აქვს და ამ ეტაპზე, ლიდერის პოზიციაზე მისი შეცვლა ვერ მოხერხდება

,,კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ჩემს მიმართ ნდობა 57%-ია”, – ასე ეხმაურება ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას იმის შესახებ, რომ უკრაინის პრეზიდენტის რეიტინგი 4%-მდე დაეცა. „თუ ვინმეს ჩემი შეცვლა ახლავე სურს, მაშინ ეს ახლა არ იმუშავებს. თუ 4%-ზე ვსაუბრობთ, მაშინ ჩვენ ეს დეზინფორმაცია ვნახეთ და გვესმის, რომ ის რუსეთიდან მოდის და ამის მტკიცებულებებიც გვაქვს. სამწუხაროდ, პრეზიდენტი ტრამპი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, ამ დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მეტი...

,,მშვიდობიანი პროტესტისთვის არცერთი ადამიანი არ არის დაკავებული” – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მშვიდობიანი პროტესტისთვის არცერთი ადამიანი დაკავებული არ არის. „ის, ვინც ძალადობაში არ იღებდა მონაწილეობას, არცერთი მათგანი დაკავებული არ არის არანაირი ფორმით. თუ ძალადობაში და ძალადობრივ აქციებში იღებდნენ მონაწილეობას ეს ადამიანები დღემდე დაკავებულები არიან სისხლის სამართლის წესით, ხოლო თუ ადმინისტრაციული გადაცდომას ჩადის ადამიანი, ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს ადმინისტრაციული დაკავება “, – აღნიშნა მდინარაძემ.

მეტი...

,,არავინ არ იხვეწება, მოწვევაც არ მოვიდა, ამიტომ დადგეს ცარიელი სკამი” – მდინარაძე პოლონეთის მინისტერიალზე

,,არავინ არ იხვეწება, მოწვევაც არ მოვიდა, ამიტომ დადგეს ცარიელი სკამი. ახლა ითამაშონ ერთმანეთში რამდენიც უნდათ. საქართველო თავის თავმოყვარეობის, ეროვნული ინტერესების შელახვის ხარჯზე არცერთ ფორმატში მონაწილეობას არ მიიღებს. ყველგან მივიღებთ მონაწილეობას სადაც როგორც წესი და რიგია, პროტოკოლური, ფორმალური და რეალური მოწვევა იქნება“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია äქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „დიფ სთეითსმა“ თავისი აგენტურის მოქმედებით ვერ უზრუნველყო, რომ საქართველოში მოეგო არჩევნები და თავისი აგენტები დაესვა ამ ქვეყნის ლიდერებად. შესაბამისად მან ვერ უზრუნველყო ამ ქვეყნის ომში ჩართვა. „საქართველო უნდა იყოს ბრძოლის ველი” – ეს აუსრულებელი…

მეტი...

,,რაც დათესეს, ის მოიმკეს” – მდინარაძე სალომე ზურაბიშვილისთვის კვერცხების სროლაზე

,,ნიკა გვარამიამ და მისნაირებმა აუნთეს მწვანე ასეთ ცუდ დამოკიდებულებას. რაც დათესეს, ის მოიმკეს”, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილისთვის აეროპორტში კვერცხების სროლას ეხებოდა. „კვერცხის სროლა გუშინ გამოხატვის თავისუფლება იყო და დღეს… ნიკა გვარამია ამბობდა, მე არასდროს მჯეროდა ამის. მეორე საკითხია არის თუ არა სისხლის სამართლის დანაშაული. გვარამიამ და მისნაირებმა აუნთეს მწვანე ასეთ ცუდ დამოკიდებულებას პოლიტიკოსებისა და საჯარო პირების მიმართ. რაც დათესეს, ის მოიმკეს, სამწუხაროდ. ყველაფერი ცუდი სისხლის სამართლის დანაშაული არაა. მორალურად შეიძლება ცუდი იყოს, მაგრამ ყველაფერი არ არის დანაშაული. დანაშაული…

მეტი...

იტალიაში ვულკანი ,,ეტნა” კვლავ გააქტიურდა და ლავას აფრქვევს

უკვე ერთი კვირაა იტალიის კუნძულ სიცილიაზე ვულკანი ,,ეტნა” ლავას აფრქვევს. ლავის შადრევნების სანახავად კუნძულზე ათასობით ტურისტი ჩავიდა. სიცილიის რეგიონული სამოქალაქო დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის, სალვო კოჩინას თქმით, ტურისტების ნაკადის უეცარმა მატებამ უსაფრთხოების ნორმებს საფრთხის ქვეშ აყენებს. მან CNN-ს განუცხადა, რომ ტურისტების უმეტესობა კარგად არის აღჭურვილი და ალპური და ვულკანოლოგიური გიდები ახლავთ თან. ,,ასევე არის ათასობით ადამიანის მუდმივი ნაკადი, რომლებიც დაუდევრად აჩერებენ ავტომობილებს, დადიან ვიწრო გზების გასწვრივ და ბლოკავენ სამაშველო მანქანების გადაადგილებას. ორშაბათს, რვა ადამიანი, რომლებიც გიდის გარეშე ცდილობდნენ მთაზე ასვლას, რამდენიმე საათით დაიკარგნენ, სანამ ისინი მაშველებმა იპოვეს”, – აღნიშნა მან.

მეტი...

,,უკრაინას შეეძლო თავიდან აეცილებინა ომი და ჩვენ, რომ ამას ვამბობდით, გვამუნათებდით” – მდინარაძე ჟურნალისტს

„უკრაინას შეეძლო თავიდან აეცილებინა ომი და ჩვენ რომ ამას ვამბობდით, ამაზე თქვენ გვამუნათებდით, იმიტომ, რომ ომის კამპანიაში იყავით ჩართულები და საკუთარ და სხვის შვილებს ტყვიისთვის და სიკვდილისთვის იმეტებდით”, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტს. ,,დღესაც ასე აკეთებთ. დღეს თქვენი თითოეული ფრაზა, რომელიც ამ უბინძურესი და მდაბიო კამპანიის ნაწილია, ემსახურება საქართველოში ბავშვების და დიდების დახოცვას. საბოლოო მიზანი ეს არის. პერსონალურად თქვენ ეს შეიძლება ძალიან არ გინდოდეთ, მაგრამ ამის გაუთვითცნობიერებულობაც კი უდიდესი დანაშაულია, ჩემი აზრით“, – მიმართა მდინარაძემ ჟურნალისტს.

მეტი...

,,რუსეთს პათოლოგიური მატყუარები მართავენ” – ზელენსკი

„ჯერ კიდევ გუშინ, ერ-რიადში გამართული ყბადაღებული შეხვედრის შემდეგ, კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, რომ რუსეთის წარმომადგენლები ისევ იტყუებიან, როცა აცხადებენ, რომ ისინი უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს მიზანში არ იღებენ”, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ ოდესაზე განხორციელებულ მასიურ თავდასხმას. ,,თითქმის პარალელურად კი, მათ მორიგი შეტევა დაიწყეს და დრონების გამოყენებით ელექტრო ტრანსფორმატორებს დაარტყეს. არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთს პათოლოგიური მატყუარები მართავენ. მათი ნდობა არ შეიძლება და მშვიდობის მიღწევისთვის მათზე ზეწოლა უნდა განხორციელდეს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

მეტი...

,,საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებებს რუსეთი და აშშ პოზიტიურად აფასებენ” – ზახაროვა

,,საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებებს რუსეთი და აშშ პოზიტიურად აფასებენ”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. მისი თქმით, ეს ჩვეულებრივი მოლაპარაკებები არ იყო, რადგან ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსეთსა და აშშ-ს შორის კონტაქტები არ ყოფილა. „წარმოიდგინეთ, კონტაქტები არ ყოფილა ორ ქვეყანას შორის, რომლებიც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები არიან, რომლებიც მსოფლიოში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, რომლებსაც საერთო პრობლემები, კითხვები და საქმეები აქვთ. კონტაქტი არ ყოფილა, რადგან იგი წინა ადმინისტრაციის მიერ სრულიად დაბლოკილი იყო“, – აღნიშნა ზახაროვამ. შეგახსენებთ, გუშინ ერ-რიადში, აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა.

მეტი...

,,გლოვობს ჩემი ბათუმი” – ავარიას 35 წლის ქალი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას 35 წლის ეკა რატიანი ემსხვერპლა. სამწუხარო ინფორმაციას, სოციალურ ქსელში, შოთო სიხარულიძე ავრცელებს. შემთხვევა ბათუმში, ბონში მოხდა. ის ქვეითთა გადასასვლელით სარგებლობდა. „გლოვობს ჩემი ბათუმი. გარდაიცვალა 35 წლის ეკა რატიანი. სახეზე ჩამოაფარეთ, რა ახალგაზრდა მოკვდა. როგორი იყავი, ღიმილით, ბედნიერებით და სიყვარულით სავსე. ყველას უნაწილებდი ღიმილებს, ვუსამძიმრებ, უპირველეს ყოვლისა, მეგობრებს და ნათესავებს, ვერაფერს გეტყვით იმ უდიდესი ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელსაც ახლა განიცდით. დღეს მგლოვიარეა ბათუმი, შავებით შეიმოსა“, – წერს სიხარულიძე.

მეტი...

პაკისტანში შეიარაღებულმა პირებმა 7 ადამიანი მოკლეს

პაკისტანში, ბარხანის რაიონში შეიარაღებულმა პირებმა 7 ადამიანი მოკლეს. 40-მდე შეიარაღებულმა ადამიანმა ბარხანის რაიონიდან სამხრეთით მიმავალი სამგზავრო ავტობუსები და ავტომობილები შემოწმების მიზნით გააჩერა, რის შემდეგაც 7 ადამიანს ავტობუსიდან გარეთ გადმოსვლა მოსთხოვეს და ესროლეს. ამ დროისთვის, მომხდარზე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია პასუხისმგებლობა, მკვლელობის მოტივი უცნობია. თავდამსხმელები ადგილიდან გაიქცნენ.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება

ამ წუთებში, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება. სალომე ზურაბიშვილი დიპლომატებს, სავარაუდოდ, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ინფორმაციას აცნობს. უფრო მეტი დეტალი შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

მეტი...