ვაშინგტონში დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ილონ მასკის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. „როიტერის” ცნობით, ათასობით ადამიანმა ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა გააპროტესტა. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ ილონ მასკსა და მის დეპარტამენტს მინიჭებული აქვს ზედმეტად ფართო უფლებამოსილება. ისინი კონგრესს ჩარევისკენ და ტრამპისა და მასკის გადაწყვეტილებების გაუქმებისკენ მოუწოდებენ.

მეტი...

„რუსეთს აფხაზეთში სტაბილურობა სურს“ – პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთს აფხაზეთში სტაბილურობა სურს. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო პროცესი დასრულდეს სამართლებრივ ჩარჩოებში. ეს ჩვენთვის ახლო ტერიტორიაა, ჩვენ გვაკავშირებს მჭიდრო თანამშრომლობის კავშირები. ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ აფხაზეთში სიტუაცია იყოს სტაბილური“, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა. ცნობისთვის, აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდა, სადაც ხუთი კანდიდატი იბრძოდა: ბადრა გუნბა, ადგურ არძინბა, ოლეგ ბარციცი, რობერტ არშბა და ადგურ ხურხუმალი. თუმცა, მეორე ტურიც გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ბადრა გუნბა და ადგურ არძინბა დაუპირისპირდებიან.

მეტი...

,,აშშ აღმოსავლეთ ევროპაში ჯარების რაოდენობას არ შეამცირებს” – დუდა

,,ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა დამარწმუნეს, რომ ვაშინგტონი არ აპირებს აღმოსავლეთ ევროპაში ჯარების რაოდენობის შემცირებას”, – აღნიშნული განცხადება პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ რუსეთ-უკრაინის ომის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კიტ კელოგთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. „ამერიკას არ სურს, რომ აქ, ევროპის ჩვენს ნაწილში შეამციროს აქტივობა, განსაკუთრებით უსაფრთხოების თვალსაზრისით, არ სურს, რომ შეამციროს ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობა. პირიქით, იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ძალისხმევის წყალობით, უკრაინაში ომი დასრულდება“, – განაცხადა დუდამ. პოლონეთში ვიზიტის შემდეგ კელოგი კიევში, უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად გაემგზავრება.

მეტი...

,,სამშობლოს ღალატს უნდა ერქვას სამშობლოს ღალატი და არა რაღაც ტექნიკური დასახელებები” – შალვა პაპუაშვილი

,,სამშობლოს ღალატს უნდა ერქვას სამშობლოს ღალატი და არა რაღაც ტექნიკური დასახელებები. არ უნდა ხდებოდეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების სიმძიმის შემცირება და ტექნიკური დანაშაულის დონემდე დაყვანა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სისხლის სამართლის დანაშაული, სანქცირება დანაშაულისა, არის არა მხოლოდ რაღაც წლებში, ჯარიმაში, თუ სხვა ასეთ სანქციაში გამოხატული სასჯელი, არამედ, ამავე დროს, არის საზოგადოების მხრიდან გაკიცხვა ქმედებისა, როგორც დანაშაულისა. ქმედებას უნდა ერქვას თავისი სახელი და არ უნდა ხდებოდეს ამა თუ იმ დანაშაულის სათაურით და დასახელებით, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსში მისი მნიშვნელობის…

მეტი...

რომის პაპის მდგომარეობა გართულდა, რის გამოც ექიმება მკურნალობის მიმდინარეობა შეცვალეს

88 წლის რომის პაპი ფრანცისკე პირველი საავადმყოფოში ერთი კვირის წინ ბრონქიტის გამო მოხვდა, თუმცა მისი მდგომარეობა გაუარესდა და რომის სამედიცინო დაწესებულების Gemelli-ის ექიმება პონტიფიკოსის მკურნალობის მიმდინარეობა შეცვალეს. როგორც ვატიკანში აცხადებენ, რომის პაპის მდგომარეობა სტაბილურია. ამ ეტაპზე, მას დიაგნოსტიკური და თერაპევტული ღონისძიებები უტარდება. ცნობისთვის, არგენტინელი პონტიფიკოსი რომის კათოლიკურ ეკლესიას თითქმის 12 წელია უდგას სათავეში. როგორც ცნობილია, მას 21 წლის ასაკში ცალი ფილტვი ამოაჭრეს გადატანილი დაავადების გამო. ამ მიზეზით, რესპირატორული ინფექციების მიმართ მისი ორგანიზმი მეტად მგრძნობიარეა და გართულების მეტი რისკი აქვს. ბრონქიტის გამო რომის პაპი საავადმყოფოში 2023 წლის მარტშიც მოხვდა. იმავე წლის…

მეტი...

ბათუმში ქალს ავტომობილი დაეჯახა

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, რომელიც ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკაშია გადაყვანილი. შსს-ს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით. ეს მუხლი ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

მეტი...

,,რუსეთი ნატოს ქვეყნების კონტინგენტის უკრაინაში განლაგებას მიუღებლად მიიჩნევს” – ლავროვი

,,რუსეთისთვის კატეგორიულად მიუღებელია ნატოს ქვეყნების სამხედრო კონტინგენტის გამოჩენა უკრაინაში”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. „ნატოს იმავე ქვეყნების შეიარაღებული ძალების გამოჩენა, თუნდაც სხვა დროშის ქვეშ – ევროკავშირის ან ეროვნული დროშის ქვეშ – არსებითად არაფერს ცვლის. ეს ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მიუღებელია”, – განაცხადა ლავროვმა პრესკონფერენციაზე, რომელიც ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებების შემდეგ გაიმართა.

მეტი...

,,უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი უდავოა” – ერდოღანი

,,უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი უდავოა”, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჰეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან პრესკონფერენციის დროს განაცხადა. ის რუსეთს, უკრაინასა და აშშ-ს შორის შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებების მასპინძლობას თურქეთში სთავაზობს. როგორც ცნობილია, დღეს საუდის არაბეთში აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებზე უკრაინელი ოფიციალური პირები არ ყოფილან მიწვეული.

მეტი...

საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები დაწესდა

უამინდობის გამო, საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები დაწესდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ,,ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია,” – წერია განცხადებაში. ასევე, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა,ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

მეტი...

,,აღმაშფოთებელი და საზიზღარი თავდასხმები მოხდა საქართველოში” – ესტონეთის საგარეო

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სალომე ზურაბიშვილსა და პარტია ,,საქართველოსთვის” ლიდერზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმას ეხმიანება. ,,აღმაშფოთებელი და საზიზღარი თავდასხმები მოხდა საქართველოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციის ლიდერ გიორგი გახარიაზე. ესტონეთი ,,ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს თავდასხმები და დამნაშავეები პასუხისგებაში მისცეს”, – წერია განცხადებაში.

მეტი...

დღეს რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა

პროტესტის 83-ე დღეს რუსთაველის გამზირი ისევ გადაიკეტა. პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან. მოქალაქეები კვლავ ახალი არჩევნების ჩატარებასა და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.

მეტი...

აშშ და რუსეთი საელჩოებში თანამშრომელთა რაოდენობის აღდგენაზე შეთანხმდნენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები შეთანხმდნენ მოსკოვსა და ვაშინგტონში საელჩოებში თანამშრომელთა რაოდენობის აღდგენაზე. მისი თქმით, მხარეები დათანხმდნენ ვაშინგტონსა და მოსკოვში საელჩოებში პერსონალის რაოდენობის აღდგენას, რათა შეიქმნას მისიები უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების, ორმხრივი ურთიერთობებისა და უფრო ფართო თანამშრომლობის მხარდასაჭერად. უცხოური მედიის ცნობით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ორივე საელჩოს მნიშვნელოვნად შეუმცირდა დიპლომატების რაოდენობა მათი მასობრივი გაძევების გამო.

მეტი...

,,რუსეთის მოთხოვნაა, NATO-მ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დაპირებები უარყოს” – ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთის მოთხოვნაა, NATO-მ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დაპირებები უარყოს. მისი თქმით, უკრაინის NATO-ში გაწევრიანება რუსეთისთვის მიუღებელია, მაგრამ გაწევრიანებაზე უბრალო უარი საკმარისი არ არის. ,,კიევის NATO-ში მიღებაზე უარი ახლა საკმარისი არ არის. ალიანსმა უნდა უარყოს 2008 წლის ბუქარესტის დაპირებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პრობლემა გააგრძელებს ატმოსფეროს მოწამვლას ევროპის კონტინენტზე”, – თქვა ზახაროვამ.

მეტი...

ოკუპანტების მიერ დაკავებული კახა წეველიძე და გიორგი ჩიტაძე გაათავისუფლეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ დაკავებული კახა წეველიძე და გიორგი ჩიტაძე გაათავისუფლეს. ,,2025 წლის 16 თებერვალს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული კახა წეველიძე და გიორგი ჩიტაძე თავისუფალნი არიან და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. კახა წეველიძის და გიორგი ჩიტაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად”, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

მეტი...

„კიევი არასდროს დათანხმდება რუსეთის ულტიმატუმს“ – ზელენსკი აშშ-რუსეთის მოლაპარაკებაზე

აშშ-სა და რუსეთის მოლაპარაკების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, რომელიც დღეს, საუდის არაბეთში გაიმართა, ვოლოდიმერ ზელენსკი პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, მას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ისინი უკრაინისთვის ულტიმატუმს განიხილავენ. „ახლა მიმდინარეობს რაღაც მოლაპარაკებები.  უკრაინის შესახებ, კვლავ უკრაინის შესახებ და უკრაინის გარეშე. საინტერესოა, თუ ჩვენ ყველაზე რთულ მომენტში არ დავთანხმდით ამ ულტიმატუმებს, საიდან არის ასეთი შეგრძნება, რომ ახლა უკრაინა ამას დათანხმდება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისივე თქით, უკრაინა რუსეთთან არანაირ ულტიმატუმს დათანხმდება. „არანაირი შეთანხმებები არ ყოფილა რუსებთან არც კიევის ოლქის ოკუპაციის დროს, არც ბელარუსში შეხვედრისა და არც თურქეთში შეხვედრის დროს……

მეტი...

რას აცხადებს ჩინეთი, რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებაზე ზელენსკის გარეშე?!

უკრაინის თემასთან დაკავშირებით, საუდის არაბეთში რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები ხვდებიან. რუსეთს სერგეი ლავროვი წარმოადგენს, შტატებს კი მარკო რუბიო. შეხვედრაზე არ მიუწვევიათ უკრაინის პრეზიდენტი. ზელენსკის განცხადებით, ის არ მიიღებს არანაირ შედეგს უკრაინული მხარის ჩართულობის გარეშე. აღნიშნულ მოლაპარაკებაზე პოზიციებს აფიქსირებენ ევროპაშიც, კერძოდ, ევროპელი ლიდერები, პარიზში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე შეშფოთებას გამოხატავენ, რომ უკრაინული მხარე მოლაპარაკებებს მიღმა დარჩა. ერთ-ერთი, ვინც არაერთხელ გამოთქვა მზადყოფნა მოლაპარაკებებში ჩართვასა და კონფლიქტური ვითარების განმუხტვისკენ, იყო ჩინეთი. როგორც ამჯერად ჩინეთის საგარეო უწყებაში განმარტავენ, პოზიტიურია, რომ უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით მოლაპარაკება დაიწყო და იმედს გამოთქვამენ, რომ საჭირო დროს, ამ პროცესში ყველა მხარე ჩაერთვება.…

მეტი...

რაზე შეთანხმდა აშშ და რუსეთი საუდის არაბეთში?!

ამერიკისა და რუსეთის დელეგციების შეხვედრის პირველი ეტპი დასრულებულია. შეხვედრა საუდის არაბეთში შედგა და ის უკრაინაში ომის დასრულებას ეხებოდა. მოლაპარაკების შედეგების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს. „პრეზიდენტ ტრამპს სურს, შეაჩეროს მკვლელობები; შეერთებულ შტატებს სურს მშვიდობა და იყენებს თავის ძალას მსოფლიოში ქვეყნების გასაერთიანებლად. პრეზიდენტი ტრამპი ერთადერთი ლიდერია მსოფლიოში, ვისაც შეუძლია, უკრაინა და რუსეთი ამაზე დათანხმებას აიძულოს. ჩვენ შევთანხმდით: დავაარსოთ საკონსულტაციო მექანიზმი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში არსებული გამაღიზიანებელი ფაქტორების მოსაგვარებლად, რომ გადავდგათ აუცილებელი ნაბიჯები დიპლომატიური მისიების ნორმალური ფუნქციონირების აღსადგენად; დავნიშნოთ შესაბამისი მაღალი დონის გუნდები, რომლებიც დაიწყებენ მუშაობას უკრაინაში კონფლიქტის რაც შეიძლება სწრაფად დასრულების…

მეტი...

„ეს ყველაფერი ავნებს საქართველოს იმიჯს“ – ზურაბიშვილი კვერცხების სროლაზე

„ტურიზმზე რანაირად უნდა ვთქვათ რამე, როცა აეროპორტში უსაფრთხოება აღარ არის დაცული. არც გუშინწინ დილით, როცა ეს ეხებოდა გიორგი გახარიას, „ოცნების“ ყოფილ პრემიერს, არც მაშინ იყო პოლიცია, არც ამ დილით. ხომ იყო გავრცელებული სოციალურ ქსელში, რომ ახლა ჩემი ჯერი იყო. ვიღაც ქალები ავრცელებდნენ ამას“ – აცხადებს სალომე ზურაბიშილი, რომელსაც თბილისის აეროპორტში კ ვერცხები ესროლეს. მისი თქმით. აერპორტში მისთვის კვერცების სროლას უცხოელი ტურისტებიც უყურებდნენ. „მე თუ ვიცოდი, ყველამ იცოდა. ამ ქვეყანაში პოლიცია და უსაფრთხოება თუ არსებობს, ალბათ ეს იმასაც ნიშნავს, რომ რაღაც ზომები უნდა ყოფილიყო მიღებული, რათა უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო აეროპორტის ჰოლსა…

მეტი...

„პატარა კაცების პატარა ბოღმა“ – ზურაბიშვილმა კვერცხების სროლაზე სარჩელი შეიტანა

„ადგილი ჰქონდა წინასწარ ორგანიზებულ ძალადობას და შემდგომ უკვე პოლიტიკოსების მიერ, „ოცნების“ მიერ გამართლებულ ძალადობას პრეზიდენტის მიმართ“ – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი და აეროპორტში მის მიმართ კვერცხების სროლის გამო სარჩელი შეიტანა. მისი განმარტებით, ეს იყო „ოცნების“ მიერ ორგანიზებული. „არ აქვს მნიშვნელობა, ისინი რომელ პრეზიდენტს ცნობენ, თუ არ ცნობენ, ეს არის სახელმწიფო და ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს არ სცემენ პატივს. მე კი არა, ამ შემთხვევაში მე კი არ ვარ პიროვნება, მე ვარ იმის სიმბოლო, რასაც ებრძვის „ქართული ოცნება“ – ქართულ სახელმწიფოს, ტრადიციებს, ქართულ ზრდილობას, რაც დიდი ხანია, დაავიწყდათ და საქართველოს სურათს მსოფლიოში, რადგან…

მეტი...

მოსკოვსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკება დასრულდა

„კონფლიქტში ჩართული ყველა მხარე თანახმა უნდა იყოს მის დასრულებაზე“ – ეს განცხადება გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ერ-რიადში აშშ-სა და რუსეთს შორის გამართული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ. მისივე თქმით, ეს მოლაპარაკება იყო  გრძელი და რთული გზის პირველი ნაბიჯი, რომლის მიზანი იყო უკრაინაში ომის სამართლიანი და მტკიცე დასრულება. რუბიომ ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი,  გარკვეულ ნაწილში ჩართული უნდა იყოს  მოლაპარაკებებში და არავინ უნდა დარჩეს მის მიღმა.  

მეტი...

„ყველაფრის გატარება არ შეიძლება, საჩივარი შევიტანე“ – სალომე ზურაბიშვილი კვერცხების სროლაზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვლმა, აეროპორტში კვერცხების სროლასა და შეურაცხყოფაზე პირველი განცხადება გააკეთე. როგორც ის აცხადებს, ყველაფრის „გატარება“ არ შეიძლება. „ყველაფრერი კარგად იქნება, მაგრამ ყველაფრის გატარება არ შეიძლება, დღეს საჩივარი შევიტანე. გამოძიება მოვითხოვე, ყველაფერ ბოლომდე მივიყვანთ, ეს იყო ირგანიზებული ძალადობა, წინასარ ორგანიზებული“ – აცხადებს ზურაბიშვილი, რომელიც ამ წუთებში ბრიფინგს მართავს. შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში კვერცხები ესწროლეს.  

მეტი...

,,აშშ და რუსეთი შექმნიან ჯგუფებს, რომლებიც უკრაინაში კონფლიქტის დასრულებაზე იმუშავებენ” – სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-ის და რუსეთის დელეგაციები საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის შედეგად შეთანხმდნენ, რომ შექმნიან სპეციალურ ჯგუფებს, რომლებიც უკრაინაში კონფლიქტის დასრულებაზე იმუშავებენ. „შევთანხმდით, შევქმნათ მაღალჩინოსნებით დაკომპლექტებული შესაბამისი ჯგუფები, რათა დავიწყოთ მუშაობა უკრაინაში კონფლიქტის სწრაფ დასრულებაზე იმგვარად, რომ ეს იყოს მყარი, მდგრადი და მისაღები ყველა მხარისთვის. ერთი სატელეფონო ზარი და ერთი შეხვედრა საკმარისი არ არის მყარი მშვიდობის დასამყარებლად. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, და დღეს ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ამ მიმართულებით“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საუდის არაბეთში აშშ-სა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა დასრულდა  

მეტი...

„ჩინეთი არ არის უკრაინის კრიზისის შემქმნელი და არც მონაწილე მხარე“ – ოფიციალური ჩინეთი

„ჩვენ უბრალოდ არ ვიჯექით და არ ვუყურებდით კრიზისის განვითარებას ან კრიზისიდან სარგებლობას“ – აცხადებს ოფიციალური ჩინეთი უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით. როგორც საგარეო უწყებაში განმარტავენ, აშშ-სა და რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში პოზიტიური როლის შესრულება შეუძლიათ. „მსოფლიოს ნებისმიერ დავასა და კონფლიქტზე, ჩინეთი ყოველთვის ემხრობა დიალოგს, კონსულტაციას და საკითხის პოლიტიკურ დარეგულირებას. ეს ასევე ეხება რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტს. ჩინეთი არ არის უკრაინის კრიზისის შემქმნელი და არც მისი მხარე“ – აცხადებენ საგარეო უწყებაში. სამინისტროს განმარტებით, ჩინეთი უბრალოდ არ იჯდა და კრიზისის განვითარებას და სარგებელს არასდროს ელოდა. „ჩვენ უბრალოდ არ ვიჯექით და არ ვუყურებდით კრიზისის…

მეტი...

,,ტრამპის და პუტინის შეხვედრის თარიღზე საუბარი ნაადრევია” – პუტინის თანაშემწე

,,აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ზუსტ თარიღზე საუბარი ჯერ ნაადრევია”, – ამის შესახებ პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. „საჭიროა ორივე ქვეყნის დელეგაციების მჭიდრო მუშაობა. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, მაგრამ ჯერ რთულია ვისაუბროთ ორი ლიდერის შეხვედრის თარიღის შესახებ“, – აღნიშნა უშაკოვმა. მისი თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინისა და ტრამპის შეხვედრა მომავალ კვირაში შედგეს. საუდის არაბეთში აშშ-სა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა დასრულდა

მეტი...

,,უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთისთვის მიუღებელია” – ზახაროვა

„უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთისთვის მიუღებელია. ეს ჩვენს უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის და მთელი ევროპისთვის კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. „კიევის ნატო-ში მიღებაზე უარის თქმა ახლა საკმარისი არ არის. ალიანსმა ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დაპირებები უნდა უარყოს, რომელიც მომავალში უკრაინის ჩრდილო-ატლანტიკურ ბლოკში გაწევრიანების გარანტიას უზრუნველყოფდა“, – აღნიშნა ზახაროვამ.

მეტი...

,,მიუღებელია განსხვავებული მოსაზრებების გამო ადამიანებზე თავდასხმა, ეს იქნება კვერცხებით თუ სიტყვიერად” – ომბუდსმენი

,,მიუღებელია განსხვავებული მოსაზრებების გამო ადამიანებზე თავდასხმა, ეს იქნება კვერცხებით თუ სიტყვიერად”, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა, განაცხადა და პარტია ,,გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიასა და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისთვის თბილისის აეროპორტში კვერცხების სროლას გამოეხმაურა. „მიუღებელია კვერცხების სროლაც, სიძულვილის ენის გამოყენებაც და შეურაცხყოფაც. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფაქტი, სადაც შესაძლოა გამოკვეთილი იყოს დანაშაულის ნიშნები, რეაგირება იყოს და ადამიანებმა, რომლებიც ამაში ჩართულები არიან კანონის შესაბამისად აგონ პასუხი. იმავეს ვიტყვი გიორგი გახარიას შემთხვევაშიც. მიუღებელია განსხვავებული მოსაზრებების გამო ადამიანებზე თავდასხმა, ეს იქნება კვერცხებით თუ სიტყვიერად. ეს არის პოლიტიკური კულტურის ნაწილი, რომელიც…

მეტი...

საუდის არაბეთში აშშ-სა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა დასრულდა

საუდის არაბეთში აშშ-სა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა დასრულდა. ერ-რიადში, აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციებს შორის გამართული მოლაპარაკებები ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა. „ძალიან სერიოზული საუბარი იყო ყველა იმ საკითხზე, რომლის წამოჭრაც გვინდოდა. შევთანხმდით, რომ ერთმანეთის ინტერესებს გავითვალისწინებთ. ამასთან, ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებს გავაძლიერებთ, რადგან ამით მოსკოვიც და ვაშინგტონიც დაინტერესებულები არიან“, – რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა. მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი. შეხვედრაზე არ იმყოფებოდა უკრაინული მხარე.

მეტი...

,,ევროკავშირს სურს, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების უზრუნველსაყოფად ახალი ფონდი შექმნას” – მედია

პოლონური მედიის ცნობით, ევროკავშირს სურს, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების უზრუნველსაყოფად ახალი ფონდი შექმნას. გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩები დაიწყებენ ახალი ფონდის შექმნის ინიციატივის განხილვას, რომელიც დაფინანსდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაყოფლობითი შენატანებით. მთავარი მიზანია უკრაინის თავდაცვითი საჭიროებების დაკმაყოფილება, მათ შორის საუბარია მსხვილკალიბრიან საარტილერიო საბრძოლო მასალაზე, საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებზე, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრიგადების აღდგენასა და უკრაინის სამხედრო მრეწველობის მხარდაჭერაზე. მედიის ცნობით, ფონდის დაფინანსება განხორციელდება წევრი სახელმწიფოების ნებაყოფლობითი შენატანებით, მათი ეროვნული შემოსავლის პროპორციულად, ასევე გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგებით, რაც დაეხმარება ევროკავშირის ქვეყნებს ფინანსური ტვირთის შემცირებაში. ,,ევროპულ ქვეყნებს შეეძლებათ,…

მეტი...

,,თუკი იმისი სითამამე ჰყოფნით, რომ დაარღვიონ კანონი, მაშინ ამაზე პასუხისგებასაც შეხვდნენ შესაბამისი სითამამით” – შალვა პაპუაშვილი

,,თუკი იმისი სითამამე ჰყოფნით და კრიმინალური ვაჟკაცობა ამ მხრივ, რომ დაარღვიონ კანონი, მაშინ ამაზე პასუხისგებასაც შეხვდნენ შესაბამისი სითამამით”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, როცა საგამოძიებო კომისია დაიბარებს ადამიანს, აუცილებლად უნდა მივიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოჰყვება. „პრობლემა იმაში კი არ არის, რომ ვიღაც არღვევს კანონს. ადამიანი თავისუფალია, მათ შორის იმ მხრივ, რომ შეიძლება დანაშაულიც ჩაიდინოს ან კანონიც დაარღვიოს. პრობლემა იმაშია, რომ ზოგიერთს ასეთი წარმოდგენა აქვს, რომ დანაშაული უნდა ჩაიდინოს, კანონი უნდა დაარღვიოს, მაგრამ ამაზე პასუხისმგებლობა არ უნდა დადგეს. თუკი იმისი სითამამე ჰყოფნით და ასე ვთქვათ,…

მეტი...

,,მკურნალობა გაგრძელდება კლინიკაში” – ზურაბ ჩხაიძე მზია ამაღლობელზე

,,შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, მზია ამაღლობელი მკურნალობის პროცესს, ამ ეტაპზე, კლინიკა ,,ვივამედში” გააგრძელებს”, – ამის შესახებ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა. მისი თქმით, პროტოკოლის შესაბამისად, ექიმები ახლა ე.წ. რეფიდინგ სინდრომის პრევენციის პროცესს დაიწყებენ. ,,გავაგრძელებთ მკურნალობის პროცესს კლინიკის პირობებში, რაც უკავშირდება პრევენციას, თუნდაც ე.წ. რეფიდინგის სინდრომს. ეს არის ძალიან სერიოზული სინდრომი, რაც ვითარდება ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ განახლებული კვების დროს და უკავშირდება სხვადასხვა მეტაბოლურ დარღვევებს. განსაკუთრებით საყურადღებოა პირველი ორი დღე. სპეციალური მენიუა შემუშავებული. კვირის განმავლობაში დავაკვირდებით მის მდგომარეობას, ყოველდღიურად მოხდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გადამოწმება და ლაბორატორიული კვლევების ჩატარება”, – აღნიშნა ჩხაიძემ. მზია…

მეტი...

,,ვფიქრობ, ეს ისტორიული პროცესია, დაგვიანებული ნიურნბერგის პროცესი” – შალვა პაპუაშვილი

,,ვფიქრობ, ეს ისტორიული პროცესია, დაგვიანებული ნიურნბერგის პროცესი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ უცხოელი მფარველების გამო დღემდე ვერ შედგა ბოლომდე”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით განუცხადა. „2012 წელს, როდესაც რეჟიმი დაამარცხა ქართველმა ხალხმა, თქვენ გახსოვთ, მაშინ ხელისუფლებას არ მისცეს შესაძლებლობა ბოლომდე მიეყვანა მართლმსაჯულება, წამების სისტემის შექმნილების, კორუფციის სისტემის შემქმნელების წინააღმდეგ. მაშინ და დღეს ვხედავთ, დღესაც კი როგორი მფარველობა აქვს ამ პოლიტიკურ ჯგუფს იმ ჯგუფისგან, რომელსაც დღეს უკვე ღიად დაერქვა სახელი, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მხრიდან როგორც „დიფ სთეითი“, როგორი მფარველობა აქვთ…

მეტი...

,,სანამ ხელისუფლებაში ვართ, არავის მიეცემა შესაძლებლობა, საქართველო ბრძოლის ველად გამოიყენოს” – კახა კალაძე

„არავის სჯეროდა, როცა გლობალურ ომის პარტიაზე ვსაუბრობდით. ახლა კი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ „დიფ სთეითი“, რომელსაც ღრმა ფესვები აქვს გადგმული აშშ-სა და ევროპაში, უნდა დამარცხდეს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ევროპული სამეზობლო საბჭოს (ENC) მრჩევლის, ტერე ჰელანდის განცხადებების შეფასებისას ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, ხელისუფლება ყოველთვის დაიცავს ქვეყნის სუვერენიტეტს და არავის მისცემს შესაძლებლობას, საქართველო ბრძოლის ველად გამოიყენოს. „სანამ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, მინდა ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს ერთი რამ – ყოველთვის გამოვდივართ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენს სამშობლოს, დავიცავთ ქვეყნის დამოუკიდებლობას, კიდევ უფრო განვამტკიცებთ ქვეყნის სუვერენიტეტს. ეს არის…

მეტი...

,,მისასალმებელია, რომ მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა” – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მისასალმებელია, რომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ალბათ მზია ამაღლობელსაც ექნება საშუალება, გაანალიზოს, რომ ის ხალხი, რომელიც შეიძლება, მას მეგობრობას ეფიცებოდა, სინამდვილეში, მის იარაღად გამოყენებას ცდილობდა“. „რა თქმა უნდა, მისასალმებელია, რომ შიმშილობა შეწყვიტა. ამ დღეებმაც კიდევ ერთხელ გამოავლინა ის, რაც, სხვათა შორის, სხვა დროსაც ვნახეთ, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის დროს, რომ ამას შემდეგ სხვები იყენებენ იარაღად. გაოგნებული ვარ ევროკავშირის ელჩის განცხადებებით. ამ დღეების განმავლობაში, მათ შორის გუშინაც ჰქონდა განცხადება, რომელიც იყო პირდაპირ წაქეზება, რომ ადამიანს საკუთარი თავის…

მეტი...

,,ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება კიევის სუვერენული უფლებაა” – პესკოვი

,,ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება კიევის სუვერენული უფლებაა, რადგან საქმე ეხება ეკონომიკურ და არა სამხედრო გაერთიანებას”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა. „ეს არის ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული უფლება. საქმე ეხება ინტეგრაციულ, ეკონომიკურ პროცესებს და აქ, რა თქმა უნდა, არავის შეუძლია, რამე უკარნახოს რომელიმე ქვეყანას. ამის გაკეთებას არ ვაპირებთ, მაგრამ სრულიად განსხვავებული პოზიცია გვაქვს უსაფრთხოებასთან, თავდაცვასთან ან სამხედრო ალიანსებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ეს უკვე სხვა საკითხია და ის ყველასთვის კარგადაა ცნობილი“, – განაცხადა პესკოვმა. მისი თქმით, უკრაინის კონფლიქტის კომპლექსური მოგვარება საერთოევროპული უსაფრთხოების საკითხების განხილვის გარეშე შეუძლებელია. „კომპლექსური მოგვარება, გრძელვადიანი მოგვარება,…

მეტი...

,,გამჭვირვალობის კანონის გამკაცრება და მედიის ახალი რეგულაციების შემოღება აუცილებელია” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ დღეს საქართველოში  აუცილებელი და მნიშვნელოვანია გამკაცრდეს კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“, ასევე  დამკვიდრდეს ის რეგულაციები, რაც დიდ ბრიტანეთში მედიასთან მიმართებაში მოქმედებს. „როდესაც დავიწყეთ გამჭვირვალობის კანონპროექტზე მუშაობა, გახსოვთ, როგორი აგრესია წამოვიდა, როგორი  სიცრუის და ცილისწამების ტალღა აგორდა. რით იყო ეს ყველაფერი გაჯერებული? გვეუბნებოდნენ, რომ გამჭვირვალობა ცუდია და არ შეიძლება, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება გამჭვირვალე იყოს. თუმცა დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, ეს ყველაფერი ცხადი და ნათელი გახდა. ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ამდენი ხნის განმავლობაში, ერთი განცხადებით ცხადი და ნათელი გახდა“, – აღნიშნა  კახა კალაძემ. მისი თქმით, გამჟღავნდა, რომ USAID…

მეტი...

,,მზია ამაღლობელის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს სხვა აღკვეთის ღონისძიება და არა პატიმრობა” – ომბუდსმენი

,,მზია ამაღლობელის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს სხვა აღკვეთის ღონისძიება, რომელიც არ იქნება პატიმრობა და იქნება ბევრად უფრო ჰუმანური”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა. „ვაგრძელებთ მუშაობას. ამ ეტაპზე, ყველაზე მნიშვნელოვანი არის პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა. „ვივამედის“ ექიმის განცხადება ვნახეთ, რომელიც ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ეს მკურნალობა იქნას მის მიერაც მიღებული და დაექვემდებაროს ამ რეკომენდაციებს. საქმის საგამოძიებო მასალებთან ჩვენ არ გვაქვს წვდომა და საქმის მასალებთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. როდესაც მთლიანად შევისწავლით, გვექნება საშუალება, შევაფასოთ, რამდენად ეფექტური იყო გამოძიება, რა მტკიცებულებები იყო. ერთადერთი, შემიძლია, გავიმეორო, რომ აღკვეთის ღონისძიების ნაწილში პატიმრობის…

მეტი...