მარკ რუტემ და კიტ კელოგმა უკრაინაში ომის დასრულების საკითხი განიხილეს

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ შეხვედრა უკრაინისა და რუსეთის საკითხებში დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან, გენერალ კიტ კელოგთან გამართა. მხარეებმა უკრაინაში ომის დასრულების საკითხი განიხილეს. მარკ რუტემ ასევე „ხაზი გაუსვა აშშ-ის ადმინისტრაციასთან მიმდინარე ინტენსიური კონსულტაციების მნიშვნელობას“. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიტ კელოგი უკრაინას 20 თებერვალს ეწვევა.

მეტი...

რომის პაპს სასუნთქი გზების მძიმე ინფექცია აქვს

ვატიკანი პაპ ფრანცისკეს ჯანმრთელობის რთული კლინიკური მდგომარეობის შესახებ ავრცელებს განცხადებას. პაპს სასუნთქი გზების მძიმე ინფექცია აქვს. ის საავადმყოფოში მანამდე დარჩება, სანამ ეს საჭირო იქნება. „კლინიკური მაჩვენებლები სტაბილურია, მიმდინარეობს სამედიცინო პერსონალის მიერ დანიშნული დიაგნოსტიკური და თერაპიული ღონისძიებები“- აღნიშნულია ვატიკანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. როგორც ცნობილია, პაპი ფრანცისკე ერთი კვირის წინ ბრონქიტით დაავადდა და რომის საავადმყოფოში გადაიყვანეს. რამდენიმე დღის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც ექიმებმა მკურნალობის გეგმა შეცვალეს.

მეტი...

“კიევი თავად გადაწყვეტს, მიიღებს თუ არა მომავალ „სამშვიდობო შეთანხმებას“-კიტ კელოგი

პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კიევი თავადა გადაწყვეტს სურს თუ არა „სამშვიდობო შეთანხმებას“ მიღება. „უკრაინის გადაწყვეტილება უკრაინის გადაწყვეტილებას წარმოადგენს. ზელენსკი სუვერენული ერის არჩეული ლიდერია და ეს გადაწყვეტილებები მისი გადაწყვეტილებებია და მათ სუვერენული ერის არჩეულ ლიდერს არავინ დაუწესებს“ – განაცხადა კიტ კელოგმა. მისი თქმით, საომარი მოქმედებების შეჩერებისთვის უკრაინაც და რუსეთიც მზად არიან, რადგან ბრძოლის ველზე გადამწყვეტ გამარჯვებას ვერც ერთი მხარე ვერ მოიპოვებს.

მეტი...

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტეს. მათ ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი. “არ გავჩერდებით, ჩანიშნე არჩევნები”, “ხალხი ითხოვს სამართალს”; “საქართველო აჯანყდი” , “ცეცხლი ოლიგარქიას”, “ხალხის ძალის გეშინოდეთ” – დემონსტრანტები სკანდირებენ. პროტესტის 82-ე დღესაც მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული ადამიანები.

მეტი...

“კვერცხები ასეთი დონის მოღალატესაც არ უნდა ესროლო – გახარიას უფრო მეტად დამცირება შეუძლებელია”- მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე   „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის,  აეროპორტში კვერცხების სროლის ფაქტს გამოეხმაურა. მდინარაძე ამბობს, რომ გახარიას დამცირება არავის აინტერესებს. „კვერცხები ასეთი დონის მოღალატესაც არ უნდა ესროლო – გახარიას უფრო მეტად დამცირება შეუძლებელია. PR-ში ნასწავლი მეთოდებით პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს, რომ ადანაშაულებს. ეს უკვე იმდენად გაცვდა მისი და მისი თანაგუნდელების – დანარჩენი „გახარიების“ მხრიდან, რომ საზოგადოებას უკვე სასაცილოდაც არ ჰყოფნის. არავის აინტერესებს მისი დამცირება, ისედაც დამცირებულია თავისი ქმედებებით. მეტს ვეღარ დაამცირებ. გახარიას უფრო მეტად დამცირება შეუძლებელია. ამიტომ ადამიანებს, როლებიც მის მიმართაც გამოხატავენ პროტესტს, ამ ფორმით ნუ გამოხატავენ იმიტომ, რომ წამებულების რანგში გამოდიან“  – განაცხადა…

მეტი...

“37 დღეა, რაც მზია შიმშილობს. მისი მხრიდან ეს საოცარი სიმამაცის და მიზანდასახულობის აქტია”- ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელზე, მზია ამაღლობელზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ამაღლობელი 37 დღეა, რაც შიმშილობს. ელჩის თქმით, მისი მხრიდან ეს საოცარი სიმამაცის და მიზანდასახულობის აქტია. “დღეს მინდა ერთ-ერთ მათგანზე მზია ამაღლობელზე ვთქვა რამდენიმე სიტყვა. უკვე 37 დღეა, რაც მზია შიმშილობს. მისი მხრიდან ეს საოცარი სიმამაცის და მიზანდასახულობის აქტია. დღეს მზია ჟურნალისტური სიმამაცისა და სამართლიანობისთვის შეუპოვარი ბრძოლის სიმბოლოა. ის ყველა უსამართლოდ დაკავებულის სულისკვეთებას გადმოსცემს. ჩვენ ძალიან ვღელავთ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და გარწმუნებთ, რომ ვაგრძელებთ მოწოდებას, რომ ის დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული –…

მეტი...

“უკრაინისთვის ტერიტორიულ დათმობებზე საუბარი გამორიცხულია”- ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების ფარგლებში უკრაინისთვის ტერიტორიულ დათმობებზე საუბარი გამორიცხულია. „შეხედეთ, როგორ სისასტიკეებს ჩადიან ისინი. თქვენ გინდათ, რომ დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებებზე რამე ფიქრი იყოს იმასთან დაკავშირებით, თუ კიდევ რა ტერიტორიების დათმობა არის შესაძლებელი? როგორ დავთმოთ? რუსი ხალხით თუ ხალხის გარეშე? მხოლოდ იშვიათი მეტალებით?“ – განაცხადა ლავროვმა.

მეტი...

სისხლის სამართლის კოდექსს „სამშობლოს ღალატის“ მუხლი დაემატება

სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება „სამშობლოს ღალატის“ მუხლი. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა. მდინარაძის თქმით, მუხლი თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამოიღო კოდექსიდან. „დავიწყებ ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილებით, რომელიც დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობამ დაადასტურა. ჩვენი გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება, უფრო სწორი იქნება თუ ვეტყვით, აღდგება სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლი, რომელიც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამოიღო სისხლის სამართლის კოდექსიდან, რაც არ უნდა ვინმეს გაუკვირდეს, არ გაუკვირდეს ან სიმბოლური იყოს, ეს მოხდა, ეს გააკეთეს აგვისტოს ომამდე, 2007 წლის…

მეტი...

“ჟურნალისტებისთვის საქართველოში არსებული მდგომარეობა ძალზე მძიმეა”- ევროკავშირის ელჩი

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დღეს არის მცდელობა, გააჩუმონ საპირისპირო აზრის გამომხატველი ხმა და ამავდროულად, დაუსჯელი დარჩეს ის, ვინც ჟურნალისტებზე ძალადობს. ჰერჩინსკიმ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელზე, მზია ამაღლობელზე და აღნიშნა, რომ მზია სიმამაცისა და სამართლიანობისთვის შეუპოვარი ბრძოლის სიმბოლოა. “ჟურნალისტებისთვის საქართველოში არსებული მდგომარეობა ძალზე მძიმეა. გარემო სულ უფრო მტრულია; მუქარა და ძალადობა, რომელსაც ისინი ყოველდღე აწყდებიან, იმატებს. დღეს ზეიმის დრო არ არის, თუმცა სწორედ ასეთ დროს უნდა გამოვიჩინოთ სიმტკიცე ჩვენი ვალდებულების წინაშე – პატივი ვცეთ და დავიცვათ დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა. ყველანი ვხედავთ,…

მეტი...

“ჩვენ ძალაუფლება ხალხს დავუბრუნეთ!“- ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ძალაუფლება ხალხს დაუბრუნეს. „თავის ახალ წიგნში, „ამერიკული ლევიათანი: ადმინისტრაციული სახელმწიფოს დაბადება და პროგრესული ავტორიტარიზმი“, – ნედ რიუნი „დიფ სტეიტის“ ისტორიას ააშკარავებს, რომელმაც ჩვენს ქვეყანაზე არაკონსტიტუციური კონტროლი დაამყარა და მსოფლიოში სიკვდილი და ნგრევა გამოიწვია. 5 ნოემბერს ჩვენ ძალაუფლება ხალხს დავუბრუნეთ!“, – აღნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტი.

მეტი...

ოკუპირებულ ახალგორში ტყეში ხანძარია

ოკუპირებულ ახალგორში ტყეში ხანძარია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძრის სოფლამდე გავრცელების საშიშროება არ არის. გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ასევე, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც.

მეტი...

ოჯახის რომელიმე წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, დევნილ ოჯახს ქულები დააკლდება – კანონში ცვლილებაა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით, ზოგადი პრინციპების დონეზე განიხილა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ გამოიტანა. მისი ინფორმაციით, კანონპროექტის მიღება აუცილებელია იმისთვის, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ან სათანადო ფულადი დახმარების თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ ოჯახის რომელიმე წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, დევნილ ოჯახს არ დააკლდეს ქულები და აქედან გამომდინარე, არ მიიღოს ნაკლები საცხოვრებელი ფართი. „ამგვარად, დევნილ ოჯახს შეუნარჩუნდება ქულათა ის…

მეტი...

“დანაშაულის პრევენცია და საზოგადოებრივი უსაფრთხოება“- „იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილებებია

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „იარაღის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას ერთხმად დაუჭირა მხარი. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ კანონპროექტის მიღების მიზეზებსა და მიზნებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტის მომზადება დანაშაულის პრევენციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის ეფექტიანობის გაზრდის საჭიროებით არის განპირობებული. მისივე თქმით, ვინაიდან იარაღი მომეტებული საფრთხის წყაროს წარმოადგენს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იარაღთან კონტაქტში მყოფი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისი. „პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების კუთხით არსებული მექანიზმები, მაგალითად როგორიც არის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ბოლომდე ვერ უზრუნველყოფს პოტენციური რისკების გამორიცხვას. კერძოდ, შესაძლებელია პირის ჯანმრთელობის…

მეტი...

პარიზში ევროპელი ლიდერების საგანგებო სამიტი მიმდინარეობს

პარიზში ევროპელი ლიდერების საგანგებო სამიტი მიმდინარეობს. საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მოწვევით გამართულ სამიტზე ევროპელი ლიდერები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომისა და ევროპის უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. სამიტის დაწყებამდე მაკრონმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა.

მეტი...

,,ჩვენ არ ვგეგმავთ პოლონელი სამხედროების უკრაინაში გაგზავნას” – ტუსკი

,,ჩვენ არ ვგეგმავთ პოლონელი სამხედროების უკრაინაში გაგზავნას”, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა პარიზში, ევროპელი ლიდერების სამიტზე გამგზავრებამდე განაცხადა. „ვიცი, რომ ბევრი სპეკულაცია და ვარაუდია იმასთან დაკავშირებით, ვისაუბრებთ თუ არა პარიზში იმაზე, ვინ და როდის შეძლებს უკრაინაში ჯარების გაგზავნას. როგორც იცით, როდესაც საქმე ეხება პოლონეთის მხრიდან მხარდაჭერას, ვფიქრობ, ეს საკითხი გადაწყვეტილია. პოლონეთი მხარს დაუჭერს უკრაინას, როგორც ამას აქამდე აკეთებდა ორგანიზაციულად, ჩვენი ფინანსური შესაძლებლობების შესაბამისად. რაც შეეხება ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებას, ჩვენ არ ვგეგმავთ პოლონელი სამხედროების უკრაინაში გაგზავნას“, – განაცხადა ტუსკმა. მისი თქმით, პოლონეთი მზად არის, გააგრძელოს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა…

მეტი...

საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაცია 2025 წლის პირველ აპრილამდე განხორციელდება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის, საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაცია 2025 წლის 1-ელ აპრილამდე განხორციელდება. ბიუროს ფუნქციები და უფლებამოსილებები კი, მთავრობის ადმინისტრაციას გადაეცემა. შესაბამისი ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა. კანონპროექტის მიხედვით, ბიუროს უფლებამონაცვლედ მთავრობის ადმინისტრაცია ჩაითვლება. ბიუროს ლიკვიდაციის მიზნით კი მთავრობამ სალიკვიდაციო კომისია კანონის ამოქმედებიდან ათი დღის ვადაში უნდა შექმნას. პროექტით, ლიკვიდაციის შედეგად ბიუროდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს მიეცემათ კომპენსაცია – ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.  

მეტი...

,,ამ სიას მოფერებით საჯარო მოხელეები ეძახდნენ „კეთილი ბიძიების“ სიას” – თეა წულუკიანი

,,როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ გამომიცხადა ნდობა და დავინიშნე იუსტიციის მინისტრად, მაშინ სამინისტროში დამხვდა სია, შედგენილი ბატონი ზურა ადეიშვილის მიერ და ამ სიას მოფერებით საჯარო მოხელეები ეძახდნენ „კეთილი ბიძიების“ სიას”, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანელმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ,,კეთილ ბიძიაში იგულისხმებოდა ის ბიზნესმენი, რომელიც ვითომდა ნებაყოფლობით მივიდოდა სამინისტროში და გადაწყვეტდა, რომ ესა თუ ის თავისი ქონება ეჩუქებინა სამინისტროს გამოყენებისათვის. სიასაც ასე ერქვა, დაცინვით, რა თქმა უნდა. ესეც მახასიათებელია რეჟიმის, რომ ადამიანს აუბედურებ, აიძულებ და…

მეტი...

მექსიკაში 4 ტონაზე მეტი ნარკოტიკი ამოიღეს

სამართალდამცველებმა მექსიკაში, სინალოის შტატში მდებარე ლაბორატორიებიდან და საწყობებიდან, 4 ტონაზე მეტი მეტამფეტამინი ამოიღეს. გავრცელებული ინფორმაციით, ოპერაციაში ჩართული იყვნენ სამხედროებიც. შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში, ნარკოტრაფიკის აღკვეთის მიზნით, შეერთებული შტატების მხრიდან მექსიკაზე ზეწოლა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. ეს ერთ-ერთი პირობაა, რომელიც ტრამპმა მექსიკას იმპორტზე ტარიფების დაწესების თავიდან ასაცილებლად წაუყენა.

მეტი...

,,მიუნხენის კონფერენცია გარკვეული გაგებით ევროპული საშინელება იყო” – კრისტოფ ჰეუსგენი

,,მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, გარკვეული გაგებით ევროპული საშინელება იყო“, – ამის შესახებ ღონისძიების ხელმძღვანელმა, კრისტოფ ჰეუსგენმა განაცხადა. ,,ამავე დროს კონფერენციამ დიდი სიცხადეც მოიტანა. დასავლეთმა აჩვენა, რომ ამერიკა ტრამპის ლიდერობის პირობებში სხვა პლანეტაზე ცხოვრობს. ჩვენ ასევე შევამჩნიეთ, რომ რესპუბლიკელი სენატორებიც კი ძალიან ფრთხილად არიან საჯაროდ საუბრისას, რადგან ეშინიათ თავიანთი პრეზიდენტის“, – განაცხადა ჰეუსგენმა. რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ ევროპამ ერთიანობა უნდა შეინარჩუნოს.

მეტი...

83 წლის ასაკში მსა­ხი­ო­ბი ბერ­ტა ხა­ფა­ვა გარდაიცვალა

83 წლის ასაკში მსახიობი ბერტა ხაფავა გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას, სოციალურ ქსელში, მოზარდმაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დიმიტრი ხვთისიაშვილი ავრცელებს. „გარდაიცვალა ჩვენი თეატრის ვარსკვლავი, უძვირფასესი და უნიჭიერესი ქალბატონი ბერტა ხაფავა“ – წერს დიმიტრი ხვთისიაშვილი.

მეტი...

ცნობილი ქართველი ტიკ ტოკერის ოჯახს თავს დაესხნენ

ცნობილ ქართველ ტიკტოკერებს, მრავალშვილიან წყვილს, მარიამ მამარდაშვილსა და გიორგი შუკაკიძეს უცნობი ადამიანები სახლთან მიუცვივდნენ და საცხოვრებელს ქვები დაუშინეს. აღნიშნულის შესახებ ცოლ-ქმარი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს. „ხუთბავშვიან ოჯახს წუხელ, ღამის ორის ნახევარზე, თავს დაგვესხნენ. სახლს ქვები ესროლეს და დააზიანეს გარე ფასადი. ჩემს მოსაკლავად იყვო მოსული სამი ბიჭი. გადამეკიდნენ, რადგან დიდი აუდიტორია მყავს და ხალხი გვეხმარება,“ – ამბობს შუკაკიძე.

მეტი...

საფრანგეთში 27 წლის ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

საფრანგეთში 27 წლის ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას, სოციალურ ქსელში, შოთო სიხარულიძე ავრცელებს: „საფრანგეთში გარდაიცვალა ჩვენი ქართველი ემიგრანტი ვიკა ვიქტორია 27 წლის ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე უკეთილშობილესი ადამიანი. შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, მოგონებად გადაქცეული. სიკეთე და სიყვარული გოგო, ვიკა გაგვიფრინდა მოულოდნელად იმიერში. ვუსამძიმრებ შენს გამზრდელ ბებოს, რომელიც საქართველოში დაგხვდება, მოგეფერება მონატრებულს. ვუსამძიმრებ ყველას, ვისაც სიცოცხლეში უყვარდი და გული ატკინე შენი მოულოდნელი წასვლით. უფალს ებარებოდე. უფალმა სამოთხის კარი გაგიღო და შენც შენი ფიქრებითა და აუსრულებელი ოცნებით დაადექი სასუფევლის გზას. ყველაფერი გიხაროდა, მაგრამ განგებამ არ გაცადა 27 წლისას მოგისპო სიცოცხლე. ულმობელმა…

მეტი...

გაზმომარაგების ავარიულად გათიშვის საკითხზე სემეკში „თბილისი ენერჯის“ პირველი მოსმენა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) შპს „თბილისი ენერჯის“ საკუთრებაში არსებული 500 მმ-იანი დიამეტრის გაზსადენის ავარიულად გათიშვის ფაქტზე მოსმენა დაიწყო. საჯარო მოსმენაზე შპს „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელმა ისაუბრა როგორც ავარიის შესაძლო გამომწვევ მიზეზებზე, ასევე კომპანიის მიერ ჩატარებულ სამუშაოებზე და აღნიშნა, რომ ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენისას უსაფრთხოების ნორმები სრულად იყო დაცული. კომისიისა და ენერგოომბუდსმენის მხრიდან ყურადღება გამახვილდა ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენის პროცესში საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაციის საჭიროებაზე. სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, კომპანიას დაევალა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომისიაში დეტალური ინფორმაციის წერილობით წარმოდგენა. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, კომისია გადაწყვეტილებას საკითხის სრულად შესწავლის…

მეტი...

დროებით საგამოძიებო კომისიის მომდევნო სხდომაზე ზურაბ ჭიაბერაშვილს, ნათია მოგელაძესა და ლევან გაჩეჩილაძეს დაიბარებენ

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიის მომდევნო სხდომაზე, რომელიც 21 თებერვალს, 10:00 საათზე გაიმართება, მიწვეული არიან ზურაბ ჭიაბერაშვილი, ნათია მოგელაძე და ლევან გაჩეჩილაძე. როგორც კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა, მიწვეული პირები დღეიდან მიიღებენ ოფიციალურ შეტყობინებებს. „წამყვანი თემა იქნება 2003-2012 წლებში გამართული სხვადასხვა დონის არჩევნები, მაგრამ მოცემულმა პირებმა ისიც უნდა იცოდნენ, რომ მათთან გასაუბრება არ იქნება მხოლოდ არჩევნებით შემოფარგლული. ყველა ის საკითხი, რომლის შესახებაც ჩვენ გვექნება ინფორმაცია, რომ მოცემული პირები ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობდნენ ან ჩართული იყვნენ სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტასა თუ მოწესრიგებაში, ჩვენ უფლება გვექნება, რომ არჩევნების მიღმაც…

მეტი...

,,პუტინი არ შეიცვლება, ჩვენ გვაქვს 3-4 წელი, რათა მოვემზადოთ ევროპაში დიდი ომისთვის” – ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი

„პუტინი არ შეიცვლება. ჩვენ გვაქვს 3-4 წელი, რათა სრულად მოვემზადოთ ევროპაში დიდი ომისთვის”, – ამის შეასხებ ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა დოვილე შაკალიენემ განაცხადა. ,,ნატო 100%-ით მზად უნდა იყოს ომისთვის ნებისმიერ მომენტში, რადგან ომის თავიდან აცილების ერთადერთი გზა ამისთვის სრული მზადყოფნაა. აღარ შეიძლება უსაფრთხოების ილუზიები გვქონდეს“, – აღნიშნა დოვილე შაკალიენემ.

მეტი...

,,ჩვენ ბრიუსელის ბიუჯეტში ფული შეგვაქვს, ისინი კი ჩვენ მტრებს აფინანსებენ” – ორბანი

„ისინი, ვისაც შეთქმულების თეორიები უყვართ, გასაჭირში არიან, რადგან ახალი შეთქმულების თეორიები უნდა მოიფიქრონ. ძველი ყველა სიმართლე აღმოჩნდა”, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. ,,ფაქტია, რომ დასავლეთის ლიბერალური ელიტა ამერიკის მოქალაქეების ფულს იყენებს, რომ საკუთარი იდეოლოგიები მთელ მსოფლიოში დანერგოს. მათ უნგრეთში 60-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია დააფინანსეს, ფული გადაუხადეს პოლიტიკოსებსა და მედია-საშუალებებს. ეს იყო შეთქმულება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. იმავეს აკეთებს ბრიუსელი, რაც კიდევ უფრო სკანდალურია, რადგან ჩვენ ბრიუსელის ბიუჯეტში ფული შეგვაქვს, ისინი კი ჩვენ მტრებს აფინანსებენ. ეს არის გლობალური, ლიბერალური „დიფ სთეითი“, – თქვა ორბანმა.

მეტი...

,,ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებების საწარმოებლად საუდის არაბეთში სერგეი ლავროვი და იური უშაკოვი ჩავლენ” – პესკოვი

„დღეს პრეზიდენტ პუტინის დავალებით ერ-რიადში გაფრინდებიან საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი და პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი. მოსალოდნელია, რომ სამშაბათს ერ-რიადში ისინი შეხვდებიან ამერიკელ ვიზავის. შეხვედრა, პირველ ყოვლისა, მიეძღვნება რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების მთელი კომპლექსის აღდგენის საკითხებს“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესმდივნმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. რუსული მედიის ცნობით, საუდის არაბეთში უკვე იმყოფება პირდაპირი ინვესტიციების რუსული ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი და ისიც მიიღებს მონაწილეობას მოლაპარაკებებში. საუდის არაბეთში უკვე ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. ერ-რიადში ელიან აგრეთვე ტრამპის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცს და მის წარმომადგენელს ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფს.

მეტი...

გორში, ავტობუსი გზიდან გადავარდა

გორში, ავტობუსი გზიდან გადავარდა. „ქართლის ამბების“ ინფორმაციით, სადგურის ხიდთან, მოსახვევში მიკროავტობუსი ჯერ ხეს შეეჯახა, შემდეგ კი გზიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეტი...

დავით ნარმანია სლოვაკეთის მარეგულირებელი უწყებისა და ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია სლოვაკეთის რესპუბლიკის ქსელური კომპანიების მარეგულირებელი უწყების ხელმძღვანელსა და ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა. პოვაჟსკა-ბისტრიცაში გამართულ შეხვედრაში სემეკის თავმჯდომარესთან ერთად მონაწილეობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი, ჯუბო ტურაშვილი. ოფიციალური შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ქვეყნების ენერგეტიკული პოლიტიკა და მწვანე ენერგიების განვითარების ხელშეწყობის მექანიზმები, ისაუბრეს ენერგეტიკული ბირჟის ფორმირების საკითხებზე. დავით ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა განახლებადი ენერგიების განვითარების კუთხით სემეკის მიერ დანერგილ რეგულაციაზე, ისაუბრა სატარიფო პოლიტიკის ძირითად ასპექტებსა და მარეგულირებელი კომისიის როლზე ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში. მხარეთა შეთანხმების…

მეტი...

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის „დიდი რვიანის“ ფორმატში დაბრუნების იდეას არ ეთანხმება

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან ნოელ ბარო რუსეთის „დიდი რვიანის“ ფორმატში დაბრუნების იდეას არ ეთანხმება. მისი თქმით, „დიდი შვიდეული“ აერთიანებს „ყველაზე დიდ და განვითარებულ დემოკრატიებს“, ხოლო რუსეთი „ნაკლებად იქცევა, როგორც დემოკრატია“. ,,მოსკოვის მონაწილეობით G8 ფორმატში დაბრუნების შესაძლებლობა არ არის გამორიცხული, თუ უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა იქნება მიიღწეული”, – აღნიშნა ბარომ. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 13 თებერვალს განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს G8 ფორმატში რუსეთის მონაწილეობით დაბრუნებას.

მეტი...

გორში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

გორში, წმინდაწყალზე ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა. „ინფო რუსთავის“ ცნობით, მამაკაცი სუპერმარკეტიდან სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც ავტომობილი დაეჯახა. ის სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მეტი...

,,უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა ამოვიღეთ, დაკავებულია 21 ადამიანი” – შსს

შსს-ს ინფორმაციით, თბილისში, კახეთში, აჭარაში, სამეგრელოში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია 21ადამიანი. ,,ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი – 1982 წელს დაბადებული მ.ჟ. დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ჯავშანჟილეტები ამოიღეს. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1996 წელს დაბადებული წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ნ.კ. დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, 6 ვაზნა, მჭიდი…

მეტი...

დიდი ბრიტანეთი აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს

საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებით, ისინი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ. ,,დიდი ბრიტანეთი არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში, 2025 წლის 15 თებერვალს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – წერია განცხადებაში. ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდა, სადაც ხუთი კანდიდატი იბრძოდა: ბადრა გუნბა, ადგურ არძინბა, ოლეგ ბარციცი, რობერტ არშბა და ადგურ ხურხუმალი. ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურიც გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ბადრა გუნბა და ადგურ არძინბა დაუპირისპირდებიან.

მეტი...

„ქვეყანაში 70 პროცენტი გრიპის ვირუსი ცურკულირებს“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის  ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყენაყაში გავრცელებული ვირუსის 70% გრიპზე მოდის. აქედან 18% „ღორის გრიპია, 49% კი B ტიპის ვირუსი. ,,დაავადების მიმდინარეობის მიხედვით, ე.წ ღორის გრიპის, B ტიპის ვირუსსა და „ჰონკონგის ვურუსს“ შორის, რაც ახლა ქვეყანაში ცირკულირებს, განსხვავება არ არის. მაღალი რისკის ქვეშ არიან 5 წლამდე ასაკის ბავშვები და განსაკუთრებით 1-2 წლის ბავშვები. იაშვილის კლინიკაში ჰოსპიტალიზებული ბავშვების უმეტესობაც 5 წლამდე ასაკის არიან. ყველაზე მეტი გართულება ფილტვების ანთება ფიქსირდება“. მისივე შეფასებით,  ახლა პიკის ეტაპზე ვიმყოფებით. ,,პიკზე ვისაუბრებთ მაშინ, როდესაც გრიპის შემთხვევების რაოდენობა ლაბორატორიულად დადასტურებულ…

მეტი...

,,ჩვენ არ ვხუმრობთ და ცეცხლს ნურავინ ეთამაშება“ – თეა წულუკიანი

,,მოვიდნენ ღირსეულად და ღირსეულად წავლენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონი მკაცრია. ამაზე მეტს არ ვამბობ, რადგან ვინმემ ეს მუქარად არ გააფორმოს, მაგრამ საკმარისზე მეტს ვამბობ, რომ ყველა დაფიქრდეს და ითანამშრომლოს. ჩვენ არ ვხუმრობთ და ცეცხლს ნურავინ ეთამაშება“, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანლმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. „ნურაფერს ნუ დაუყენებენ წინ იმას, რომ ოფიციალური შეტყობინების შემდეგ მობრძანდნენ და თავი მოგვასმენინონ. კომისია პირობას დებს, რომ თითოეულ მოსულ პირს, ვინც არ უნდა იყოს და რა თემაზეც არ უნდა იყოს მობრძანებული, კომისიის ფარგლებში მაქსიმალურად…

მეტი...

ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციები ინტენსიურ რეჟიმში ტარდება

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს პოპულაციის მართვის ახალ ცენტრში ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციები ინტენსიურ რეჟიმში ტარდება. ცენტრი, რომლის მშენებლობაც გასული წლის ბოლოს დასრულდა, სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. ის აერთიანებს ინდივიდუალურ ვოლიერებს, ლაბორატორიას, საოპერაციო ბლოკს, პოსტ-ოპერაციულ სივრცეს და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურას. შენობები უზრუნველყოფილია როგორც სავენტილაციო და საკანალიზაციო, ასევე, გათბობა-გაგრილების ელექტრო სისტემებით. პოპულაციის მართვის ახალი ცენტრი მნიშვნელოვნად გაზრდის სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციების რაოდენობას და კიდევ უფრო ეფექტურს გახდის პოპულაციის მართვის პროცესს, რაც მიუსაფარი ცხოველების კეთილდღეობის ხარისხის ზრდის პირდაპირპროპორციულია.

მეტი...