საბერძნეთის 4 კუნძულზე, ეგეოსის ზღვაში სეისმური აქტივობაა, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში არ წყდება. პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კუნძულებზე – სანტორინი, იამურგი, ნიიოზი და ანათია, სკოლები მომდევნო კვირის განმავლობაშიც დაკეტილი იქნება. ამ 4 კუნძულზე, სადაც სეისმური აქტივობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, სასწავლო პროცესი უკვე 2 კვირაა შეჩერებულია.
მეტი...დღე: თებერვალი 16, 2025
აჭარის მთავრობის სახლთან თოჯინები, ყვავილები და სანთლები მიიტანეს
მოქალქეებმა ე.წ ოცნების ქალაქში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, აჭარის მთავრობის სახლთან სიმბოლურად თოჯინები, ყვავილები და სანთლები მიიტანეს. მათ ამ ფორმით სამძიმარი გამოუცხადეს დაღუპულთა ოჯახებს. „მე ვფიქრობ, საზოგადოება მაშინ არის საზოგადოება, როდესაც სხვისი შვილია ბავშვის ისე ეხმაურები როგორც საკუთარს, სანამ ჩვენ შვილებამდე მოვიდნენ, უნდა გავაკეთოთ რამე, თუნდა სიმბოლურად გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია, რათა მომავალში კიდევ ერთი ბავშვი არ შეეწიროს” – აცხადებს აქციის მონაწილე. ბათუმში, უბედურ შემთხვევას ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა.
მეტი...რისი გაკეთება შეუძლიათ უკრაინის უსაფრთხოებისთვის?!- აშშ-მა ვროპელ მოკავშირეებს კითხვარი გაუგზავნა
შეერთებული შტატები ევროპელ მოკავშირეებს სთხოვს, განმარტონ, როგორ ხედავენ ისინი უკრაინაში გრძელვადიან უსაფრთხოების გარანტიებს და თავიანთ როლს მათ უზრუნველყოფაში. ამის შესახებ ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც სააგენტო „როიტერმა“ მოიპოვა. ექვსი პუნქტისა და კითხვისგან შემდგარ დოკუმენტში აშშ ინტერესდება, რომელ ქვეყნებს შეუძლიათ წვლილის შეტანა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში, მზად არიან თუ არა სამშვიდობო დარეგულირების ფარგლებში უკრაინაში ჯარების შეყვანისთვის და რა იქნება ევროპელების მეთაურობით უკრაინაში გასაგზავნი ძალების რაოდენობა.
მეტი...“რუსეთმა ჩვენი ქვეყანა ჰიბრიდული სტრატეგიის საცდელ პოლიგონად აქცია”- ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთმა საქართველო ჰიბრიდული სტრატეგიის საცდელ პოლიგონად აქცია. სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე უკრაინაში არჩევნების ჩატარების დრო არ არის. „რუსეთმა ჩვენი ქვეყანა ჰიბრიდული სტრატეგიის საცდელ პოლიგონად აქცია. ის ამ მეთოდს არ იყენებს მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ, იყენებს რუმინეთსა და მოლდოვაშიც, ხვალ კი შესაძლოა, სხვაგანაც გამოიყენოს, და როცა უკრაინაში არჩევნებზე ვსაუბრობთ, ეს სწორედ ის გზაა, რომლითაც რუსეთი, რომელმაც ომი ვერ მოიგო და არც სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმატებაშია დარწმუნებული, შეეცდება უკრაინის დამორჩილებას. ასე რომ, ფრთხილად, არჩევნებთან, მოემზადეთ, მაგრამ ამ ეტაპზე უკრაინაში არჩევნების ჩატარების დრო არ არის!” – აღნიშნა მან.
მეტი...წალენჯიხაში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია
წალენჯიხაში, საცხოვრებელი კორპუსისი ერთ-ერთ ბინაში ხანძარია. ადგილზე მეხანძრე მაშველები იმყოფებიან. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
მეტი...გოგი თოფაძე გარდაიცვალა
ცნობილი ქართველი ბიზნესმენი გოგი თოფაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის თაობაზე მისი ახლობლები ავრცელებენ. გოგი თოფაძე 1999- 2005 წლებში იყო პოლიტიკური მოძრაობა „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ თავმჯდომარე. ის ასევე იყო, საქართველოს მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრი.
მეტი...უკრაინისა და უსაფრთხოების საკითხებზე ევროპულ სამიტს საფრანგეთი ორშაბათს უმასპინძლებს
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ დაადასტურა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ორშაბათს ევროპელი ლიდერების საგანგებო სამიტს გამართავს. შეხვედრაზე უკრაინაში მიმდინარე ომს და ევროპის უსაფრთხოებას განიხილავენ. ”ის მოიწვევს ევროპის მთავარ ქვეყნებს, რათა განიხილონ ევროპული უსაფრთხოება” – განუცხადა ჟან-ნოელ ბარომ. Reuters-ი ექვს ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს, რომ პარიზში მიწვეულ ქვეყნებს შორის არიან გაერთიანებული სამეფო, გერმანია, პოლონეთი, იტალია, დანია, ასევე ევროკავშირის ხელმძღვანელობა და ნატო-ს გენერალური მდივანი.
მეტი...საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ დირბის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. ინფორმაციას ამის შესახებ სუს-ი ავრცელებს. „უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მეტი...“ვროპა უკრაინის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებების ნაწილი არ ექნება”- კიტ კელოგი
უკრაინისა და რუსეთის საკითხებში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, გენერალი კიტ კელოგი აცხადებს, რომ ევროპა უკრაინის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებების ნაწილი არ ექნება. კელოგმა აღნიშნა, რომ უკრაინის გამორიცხვა მოლაპარაკებებიდან არასდროს ყოფილა განხილვის საგანი. „როდესაც მაგიდასთან სხდებით, რეალურად არის ორი პროტაგონისტი და ერთი, იმედია, შუამავალი. უნდა გვყავდეს უკრაინელები, რუსები და, რა თქმა უნდა, ამერიკელები მაგიდასთან მოსაუბრედ“- განაცხადა კიტ კელოგმა.
მეტი...„პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო დიალოგი, ნიშნავს ვისაუბრებთ მშვიდობაზე და არა ომზე“ – პესკოვი
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონი საუბარი ნიშნავს, რომ მოსკოვი და ვაშინგტონი ახლა პრობლემებს დიალოგის გზით გადაჭრიან. „ეს არის ძლიერი სიგნალი იმის შესახებ, რომ ახლა ჩვენ შევეცდებით პრობლემების გადაჭრას დიალოგის გზით. და ახლა ჩვენ ვისაუბრებთ მშვიდობაზე და არა ომზე“- განაცხადა პესკოვმა.
მეტი...რაგბი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა
2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და ესპანეთის შორის მატჩი „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრა ანგარიშით 32-62 დასრულდა. შესაბამისად, საქართველოს ნაკრები ნახევარფინალშია. მატჩი მადრიდში მიმდინარეობდა.
მეტი...ეკონომიკის სამინისტროსთან ბათუმში ორი ბავშვის დაღუპვასთან დაკავშირებით აქცია მიმდინარეობს
თბილისში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ბათუმში უბედური შემთხვევის შედეგად, ორი ბავშვის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით აქცია მიმდინარეობს. ისინი შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. გარდა ამისა, ისინი დაღუპული მცირეწლოვნების ახლობლებსა და მთელს საქართველოს სამძიმარს უცხადებენ. აქციის მონაწილეებს სამინისტროსთან შემდეგი სახის ტრანსფარენტები აქვთ მიტანილი: “დაასრულე სიღარიბე!”, “დაასრულე უმუშევრობა!”, “სად არიან შვილები?!”, “დაასრულე კორუფცია!”, “დაასრულე უსამართლობა”, “ბავშვების ოცნება პურია, რეჟიმის ოცნება ფულია”, “ეს რომ შენი შვილი იყოს… გუშინ ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში უბედურ შემთხვევას ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ბავშვები ერთ-ერთი გასახლებული მოქალაქის მიერ გაკეთებულ საკანალიზაციო თხრილში ჩავარდნენ, რომელიც წყლით იყო სავსე. საქართველოს შინაგან…
მეტი...ქუთაისის გზაზე ვტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ქუთაისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. თვითმხილველების თქმით, საქორწილო ესკორტის ავტომობილებიდან ერთი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის ბოძს შეეჯახა. ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო დახმარების და სამაშველო სამსახურის ჯგუფები. ტერიტორიაზე მოძრაობა დროებით შეფერხებული იყო.
მეტი...“მედია ცდილობს ჩემსა და ილონ მასკს შორის დაპირისპირება გამოიწვიოს”- ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მედია ცდილობს მასა და ილონ მასკს შორის დაპირისპირება გამოიწვიოს. „ილონმა დამირეკა. მან თქვა: „იცი, ისინი ცდილობენ ჩვენს დაპირისპირებას“. მე ვუთხარი: „ნამდვილად“. იცით, მათ თქვეს, ჩვენ გვაქვს სასწრაფო ახალი ამბები. დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობაზე კონტროლი ილონ მასკს გადააბარა. პრეზიდენტი მასკი დღეს საღამოს, 20:00 საათზე კაბინეტის სხდომას დაესწრება. და მე ვამბობ, ეს უბრალოდ ძალიან აშკარაა. ისინი ძალიან ცუდად აკეთებენ ამას. ადრე ვფიქრობდი, რომ ისინი კარგად აკეთებდნენ ამას. სინამდვილეში ცუდად აკეთებენ. კარგად რომ აკეთებდნენ, ვერასდროს გავხდებოდი პრეზიდენტი, მაგრამ იცი, რა ვისწავლე, ილონ? ხალხი ჭკვიანია. მათ ესმით ეს“- განაცხადა…
მეტი...საბერძნეთში ქართველი ქალი დააკავეს
ბერძნული მედიის ინფორმაციით, ათენში ქართველი ქალი დააკავეს. მას ძვირფასი ნივთების მოპარვას ედავებიან. არსებული ინფორმაციით, ქალმა იმ ოჯახიდან, სადაც მუშაობდა ძვირფასი სამკაულები და 8000 ევრო მოიპარა. სამართალდამცავებმა ქალის საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებად ამოიღო მოპარული ნივთები.
მეტი...“უკრაინელების გარეშე გამოსავალი არ იქნება”- შოლცი
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში უკრაინელების მონაწილეობის გარეშე გამოსავლის გამონახვა ვერ მოხერხდება. შოლცი ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდებს, გარკვევით განუცხადოს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რომ ევროპა და აშშ გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას. „დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელების გარეშე გამოსავალი არ იქნება. ცხადია, თუ ვინმეს სურს, რომ ევროპა სამომავლოდ იყოს ჩართული სამშვიდობო სტრუქტურებში, აუცილებელია ამის განხილვა ევროპასთან და ევროპელი ლიდერების ინტეგრირება გადაწყვეტილების მიღების პროცესში“ – აღნიშნა შოლცმა.
მეტი...“პატარა ანგელოზების ოჯახებს გვერდით დგომა სჭირდება და არა, ბინძური პოლიტიკური მიზნებით დამძიმება”- მდინარაძე
„ქართული ოცნების” უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში უბედური შემთხვევის შედეგად, ორი ბავშვის დაღუპვის ფაქტს ეხმაურება. მდინარაძე ამბობს, რომ ტრაგიკულ ფაქტს გარკვეული პირები “პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებენ”. „პარალელურად, წარმოუდგენელ არაადამიანობას ვაწყდებით: ოღონდ პოლიტიკური ქულები დაიწერონ და ამ ტრაგედიაზე გეგმები განაახლონ, ყველაფერს კადრულობენ, მათ შორის ტყუილებსაც, რომ თითქოს ბავშვები ჯართს აგროვებდნენ, რომ თითქოს იქ მშენებლობის ადგილია, მშენებლობა მიმდინარეობდა, საძირკველისთვის ამოღებული თხრილი იყო და ა. შ. ჯართი, მშენებლობა… სიცრუისთვის, სიმძაფრისთვის და ხალხის გაგიჟებისთვის მოგონილი მავნებლობა და მთავარი მტკიცებულება იმისა, რამდენად არ ადარდებთ ბავშვების გარდაცვალებაც კი, ოღონდ თავიანთი გამარგინალებული გეგმები ოდნავ…
მეტი...“ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია ხვალ, რამდენიმე ადამიანს მოუსმენს
პარლამენტში, “ქართული ოცნების” ინიციატივით შექმნილი “2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი” დროებითი საგამოძიებო კომისია რამდენიმე ადამიანის მოსმენას გეგმავს. საგამოძიებო კომისიის სხდომა, რომელიც ხვალ, 17 თებერვალს გაიმართება, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი 2003-2012 წლების განმავლობაში მომხდარ კანონდარღვევებზე წარმოებული საერთაშორისო დავებისა და საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ ისაუბრებს. 17 თებერვალს ასევე მივა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელლებსაც მოუსმენენ. დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომა 10:00 საათზე დაიწყება.
მეტი...უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაბლოკა
„უნგრეთმა გამოიყენა ევროკავშირის გაფართოების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების ერთსულოვნების პრინციპი, რათა დაებლოკა უკრაინის შემდგომი წინსვლა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე” – ამის შესახებ განცხადება ევროინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა ოლგა სტეფანიშინამ. გაწევრიანების პროცესში წარმოქმნილი პრობლემების შესახებ სტეფანიშინამ ვიქტორ პინჩუკის ფონდის მიერ მიუნხენში ორგანიზებულ „უკრაინულ ლანჩზე“ საჯარო დისკუსიისას ისაუბრა. „ვიდრე ჩვენ აქ ვსაუბრობთ, ერთი წევრი სახელმწიფო ბლოკავს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს – ეს გუშინ მოხდა“ – განაცხადა სტეფანიშინამ.
მეტი...ისრაელმა აშშ-ისგან საავიაციო ბომბების ტვირთი მიიღო
ისრაელმა შეერთებული შტატებისგან MK-84 ტიპის საავიაციო ბომბების ტვირთი მიიღო. „საბრძოლო მასალის ტვირთი, რომელიც ისრაელში ჩამოვიდა, წარმოადგენს მნიშვნელოვან აქტივს საჰაერო ძალებისთვის და ისრაელის თავდაცვის ძალებისთვის და ისრაელსა და შეერთებულ შტატებს შორის ძლიერი ალიანსის დამატებითი მტკიცებულებაა“ – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა. შეგახსენებთ, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ისრაელში 2 000 ფუნტიანი (დაახლოებით 900 კგ-იანი) MK-84 ტიპის საავიაციო ბომბების გაგზავნა დაბლოკა იმ მიზეზით, რომ მჭიდროდ დასახლებულ ღაზას სექტორში მათი გამოყენების შემთხვევაში, მოსახლეობას სერიოზული საფრთხე შეექმნებოდა. დონალდ ტრამპმა მისი წინამორბედის ეს გადაწყვეტილება იანვარში გააუქმა.
მეტი...“ევროპული ქვეყნები არ შექმნიან ერთიან არმიას რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების საპასუხოდ”- სიკორსკი
ევროპული ქვეყნები არ შექმნიან ერთიან არმიას რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების საპასუხოდ. ამის შესახებ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა. „ფრთხილად უნდა ვიყოთ ამ ტერმინთან, რადგან ხალხს სხვადასხვაგვარად ესმის, თუ ამით გესმით ეროვნული არმიების გაერთიანება, ეს არ მოხდება, მაგრამ მხარს ვუჭერ იმას, რომ ევროპამ, ევროკავშირმა საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობები განავითაროს“, – აღნიშნა სიკორსკიმ, როდესაც უპასუხა შეკითხვას არსებობს თუ არა ევროპული არმიის შექმნის შესაძლებობა. მისი თქმით, ევროკავშირი ამჟამად გაძლიერებულ ბრიგადას აყალიბებს.
მეტი...“ბათუმის ტრაგედია კიდევ ერთხელ მიუთითებს სახელმწიფოს ვალდებულებაზე”- ომბუდსმენი
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ღრმა მწუხარებასა და თანაგრძნობას გამოხატავს ბათუმში ორი მცირეწლოვანი ბავშვის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. ამის შესახებ აღნიშნულია სახალხო დამცველის ფეისბუქგვერდზე. „ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს. ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა სახელმწიფოს უპირველესი ვალდებულებაა. ხოლო ბავშვთა სიცოცხლისა და კეთილდღეობის დაცვა უნდა იყოს სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი. ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ მიუთითებს სახელმწიფოს ვალდებულებაზე, პასუხისმგებლობით მოეკიდოს ურბანულ დაგეგმარებას, უზრუნველყოს საჯარო სივრცეების უსაფრთხოება და მათი მუდმივი მონიტორინგი, რათა თავიდან იქნას აცილებული მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ გამოხატავს მწუხარებას დაღუპულთა ოჯახების წინაშე და მოუწოდებს შესაბამის უწყებებს: უზრუნველყონ…
მეტი...რუსულმა არმიამ „შაჰედის“ ტიპის დრონებით მიიტანა იერიში ქალაქ ნიკოლაევზე
რუსულმა არმიამ „შაჰედის“ ტიპის დრონებით მიიტანა იერიში ქალაქ ნიკოლაევზე. დაზიანდა ხუთი მრავალსართულიანი სახლი. შედეგად გაჩნდა ხანძარი. როგორც ცნობილია, დაშავდა, სულ მცირე, ერთი ადამიანი. ასევე, დრონების თავდასხმა მოხდა კიევსა და მის შემოგარენზე. საჰაერო განგაში ხუთ საათზე მეტხანს გრძელდებოდა. ბორისპოლში დრონის დარტყმის შედეგად საწყობის შენობაში ხანძარი გაჩნდა. ბროვარის რაიონში დარტყმის ტალღამ დააზიანა ექვსი კერძო საცხოვრებელი სახლი. დაშავებულები არ არიან. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, ღამის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე შემჩნეული იყო 143 საბრძოლო დრონი. მათგან 95 ჩამოგდეს საჰაერო თავდაცვის საშუალებებით. დაზარალდა კიევის, ნიკოლაევის, სუმისა და ოდესის ოლქები.
მეტი...ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. ის მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს. სამედიცინო დაწესებულების ინფორმაციითვე, გოგო კლინიკაში გარდაცვლილი შეიყვანეს. ავტოსაგზაო შემთხვევა გამთენიისას, ჯავახიშვილის და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაში მოხდა. ფაქტზე, დაკავებულია ერთი ადამიანი. გამოძიება სსკ 276-ე მუხლით დაიწყო.
მეტი...ნიუ დელის სარკინიგზო სადგურში ხალხმრავლობის გამო 18 ადამიანი დაიღუპა
ნიუ დელის სარკინიგზო სადგურში ხალხმრავლობის გამო, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა. მგზავრები რელიგიურ შეკრებაზე მიმავალ მატარებლებში ასვლას ცდილობდნენ. დაღუპულთა შორის ცხრა ქალი და ხუთი ბავშვია. ნიუ დელის პოლიციის ცნობით, ორმა სამგზავრო მატარებელმა დააგვიანა და მგზავრების დიდმა რაოდენობამ გადატვირთულობა გამოიწვია. „ვითარება 10-15 წუთის განმავლობაში კონტროლს არ ექვემდებარებოდა“- აცხადებს პოლიციის წარმომადგენელი.
მეტი...ბათუმში მოხდარი ტრაგედიის გამო ახალი თეატრი მანიფესტის მსვლელობას აჩერებს
ქვეყანაში დატრიალებული ტრაგედიის გამო, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი მანიფესტის მსვლელობას დროებით აჩერებს. „ქვეყანაში დატრიალებული ტრაგედიის გამო, დროებით ვაჩერებთ ჩვენი მანიფესტის მსვლელობას გორში და რეგიონებში. თეატრი უსამძიმრებს გარდაცვლილი ბავშვების ოჯახებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს. მათი ტკივილი ყველა ჩვენთაგანის ტკივილია“,- აღნიშნულია განცხადებაში. ბათუმში, უბედურ შემთხვევას 3 და 6 წლის ბავშვები ემსხვერპლნენ.
მეტი...თურქეთში ძლიერი მიწისძვრა იყო
თურქეთში, ქალაქ ბინგიოლში ძლიერი მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 4.8 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 02:24 საათზე მოხდა. ბიძგების ეპიცენტრი 12,79 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. ბინგიოლის გუბერნატორის განმარტებით, “მიწისძვრას რაიმე ნეგატიური შედეგი არ გამოუწვევია”.
მეტი...ტრამპის ადმინისტრაციის წევრები რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს იწყებენ
რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად, აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი უახლოეს დღეებში საუდის არაბეთში გაემგზავრებიან. ინფორმაცია ამის შესახებ მედიაში ვრცელდება. მათივე ცნობით, მოლაპარაკებები საუდის არაბეთში მომავალ კვირას დაიწყება, თუმცა ეს არ არის საბოლოო გეგმა და ყველაფერი ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეიცვალოს.
მეტი...„არჩევნები ერთადერთი გამოსავალია კრიზისიდან“- ზურაბიშვილი კაია კალასს შეხვდა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს შეხვდა. „შევხვდი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასს და გადავეცი ქართული მედიის წარმომადგენლების მოწოდებები ჩვენი პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერის გაზრდის შესახებ. ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ერთადერთი გამოსავალია საქართველოში არსებული კრიზისიდან“ – წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი.
მეტი...დანით თავდასხმის შედეგად ავსტრიაში 14 წლის ბიჭი დაიღუპა
ავსტრიაში დანით თავდასხმის შედეგად 14 წლის ბიჭი დაიღუპა, ხუთი ადამიანი კი დაშავდა. პოლიციამ თავდასხმის ადგილას 23 წლის ეჭვმიტანილი დააკავა. მათივე ცნობით, დაკავებული სირიის მოქალაქეა, რომელიც ავსტრიაში ლეგალურად ცხოვრობს. პოლიციის პრესსპიკერის, რაინერ დიონისიოს განცხადებით, თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია და მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
მეტი...“დავიწყეთ პრეზიდენტ ტრამპის გუნდთან მუშაობა. წარმატება მიღწევადია”- ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ტრამპის გუნდთან მუშაობა დაწყებულია და წარმატება მიღწევადია. “დავიწყეთ პრეზიდენტ ტრამპის გუნდთან მუშაობა და უკვე შეგვიძლია იმის დანახვა, რომ წარმატება მიღწევადია. ამ წამს მსოფლიო ამერიკას უყურებს როგორც ძალას, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ ომის გაჩერება, არამედ შემდგომი მშვიდობის საიმედოობის უზრუნველყოფაში დახმარებაც. ჩვენი გუნდები საფუძვლიანად და დეტალურად მუშაობენ ჩვენს ქვეყნებს შორის სპეციალურ შეთანხმებაზე, ისეთზე, რომელიც ნამდვილად გააძლიერებს ამერიკასაც და უკრაინასაც. მზად ვართ ის ნამდვილი წარმატება გავხადოთ, ზუსტად როგორც შევთანხმდით. ასევე პროდუქტიული შეხვედრები გვქონდა ამერიკელ სენატორებთან და წარმომადგენელთა პალატის წევრებთან. რა თქმა უნდა, დავინახავთ პუტინის მეტ მცდელობას…
მეტი...ჩინური, „ფერადი არქიტექტურა“ – მსოფლიო შედევრი (ფოტორეპორტაჟი)
„ხელოვნების შედევრი“, „ფერადი ჭიქურის სამშობლო,” „ფერადი მინანქრის საოცრება“ – ასე აფასებენ ჩინურ არქიტექტურას და ვინც ჩინეთში ერთხელ მაინც ყოფილა, მისთვის სიტყვებით შეუფასებელია ის მოჭიქული ფილები, ფერები, მინანქარი თუ მოჩუქურთმება, რომელიც შენობებს ამშვენებს. ქალაქი ძიესიუ, შანსის პროვინციაში ჩინეთის “ფერადი ჭიქურის სამშობლოდ” ითვლება. ის ტრადიციული ჩინური არქიტექტურისა და ფერადი ჭიქურის ერთ-ერთი სამშობლოა. შენობებზე გამოსახული მოჭიქურობა ჩინური არქიტექტურის მარადიული სილამაზედ ითვლება და ეს ყველაფერი ადამიანის ხელითაა შექმნილი. მოჭიქული ფილებიდან დაწყებული რთულ მოჩუქურთმებამდე, ყველა დეტალი გარკვეული ისტორიის მატარებელია. რაც შეეხება ფერებს, ესეც ისტორიისა და ტრადიციის უნიკალური ნაზავია. შანქსი ცნობილია თავისი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით, სადაც…
მეტი...ევროპელი ლიდერები უკრაინის ომის შესახებ საგანგებო სამიტზე შეიკრიბებიან
ევროპელი ლიდერები მომავალ კვირას უკრაინის ომის შესახებ საგანგებო სამიტზე შეიკრიბებიან. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. შეხვედრას პარიზში, სავარაუდოდ, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერიც დაესწრება. გამოცემა წერს, რომ სამიტის გამართვის შესახებ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რუსეთისა და უკრაინის საკითხებში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელის, კიტ კელოგის განცხადება, რომ ევროპელი ლიდერები გაივლიან კონსულტაციას, მაგრამ არ მიიღებენ მონაწილეობას აშშ-სა და რუსეთს შორის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ გუშინ განაცხადა, რომ ემანუელ მაკრონმა ევროპელი ლიდერები უკრაინის საკითხის განსახილველად პარიზში სამიტზე მიიწვია.
მეტი...3 შვილი დარჩა – ცნობილია ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა ქალის ვინაობა
მახინჯაურში მომხდარ უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მას მატარებელი იმ დროს დაეჯახა, როდესაც ლიანდაგზე გადადიოდა. გარდაცვლილი ნანო ცხადაიაა. ის წარმოშობით სენაკიდან იყო. მას 3 შვილი დარჩა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
მეტი...აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბარი გამართა. “სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან ისაუბრა, რაც კვირის დასაწყისში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საუბარს მოყვა. მდივანმა ხელახლა გაიმეორა პრეზიდენტ ტრამპის ამოცანა, ეძიოს და იპოვოს უკრაინაში კონფლიქტის დასრულება. დამატებით, მათ რამდენიმე სხვა ორმხრივ საკითხთან დაკავშირებით პოტენციურად ერთად მუშაობის შესაძლებლობა განიხილეს” – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
მეტი...ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ბადრა გუნბა და ადგურ არძინბა დაუპირისპირდებიან. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება მეორე ტური, რომელშიც გუნბა ბადრა და არძინბა ადგური მიიღებენ მონაწილეობას“ – განუცხადა ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, დიმიტრი მარშანმა ჟურნალისტებს. მისივე თქმით, „წინასწარი შედეგები“ დღეს შუადღისას გამოცხადდება.
მეტი...