“მოლაპარაკებები გაიმართება როგორც პუტინთან, ასევე ზელენსკისთან”- აშშ-ის თავდაცვის მდივანი

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები გაიმართება როგორც პუტინთან, ასევე ზელენსკისთან. მან ასევე, დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამ კვირაში სატელეფონო საუბრები გამართა როგორც რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან, ასევე უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან. „ტრამპის მთავარი პრიორიტეტი ამ ომის დიპლომატიური, მშვიდობიანი დასრულებაა, რაც შეიძლება სწრაფად, ისე, რომ შეიქმნას გრძელვადიანი მშვიდობა“- განაცხადა ჰეგსეტმა.

მეტი...

“მსოფლიო ლიდერები გავაფთხილე, რომ არ ენდონ პუტინის განცხადებებს”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ მსოფლიო ლიდერები გააფრთხილა არ ენდონ პუტინის განცხადებებს ომის დასრულების მზადყოფნასთან დაკავშირებით. ზელენსკი აცხადებს, რომ პუტინთან მოლაპარაკებები არ შეიძლება დაიწყოს უკრაინის, ევროპისა და აშშ-ის ერთიანი პოზიციის გარეშე. „ვესაუბრე პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს. განვიხილეთ უკრაინაში რეალური მშვიდობისთვის საჭირო პირობები და შევთანხმდით, რომ პუტინთან მოლაპარაკებები არ შეიძლება დაიწყოს უკრაინის, ევროპისა და აშშ-ის ერთიანი პოზიციის გარეშე. პრემიერ-მინისტრს ვაცნობე ტრამპთან ჩემი საუბრის შესახებ. განვიხილეთ მთავარი გზავნილები და მთელი ევროპისთვის წარმატებული შედეგების მისაღწევად ყველა ევროპელის პოზიციების კოორდინაციის საჭიროება. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ უკრაინამ უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები ძლიერი პოზიციიდან,…

მეტი...

“უკრაინა, ევროპა და შეერთებული შტატები ბოლომდე უნდა გაერთიანდნენ”- პოლონეთის პრემიერი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ უკრაინა, ევროპა და აშშ ბოლომდე უნდა გაერთიანდნენ და ჩაერთონ სამშვიდობო მოლაპარაკებებში “უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოსტასთან, გერმანიის კანცლერ შოლცთან, შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან და გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერ ფრიდრიხ მერცთან ჩემი დღევანდელი სატელეფონო ზარების შემდეგ მესიჯი ცხადია: უკრაინა, ევროპა და შეერთებული შტატები ბოლომდე უნდა გაერთიანდნენ და ჩაერთონ სამშვიდობო მოლაპარაკებებში” – წერს ტუსკი.

მეტი...

პარლამენტთან საპროტესტო აქციაა

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ. მომიტინგეებმა, პოლიციის მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად, გზა გადაკეტეს. დღევანდელ აქციას მარშის ის მონაწილეები შეუერთდნენ, რომლებიც სხვადასხვა ლოკაციაზე იყვნენ შეკრებილები. მოქალაქეები უკვე 78-ე დღეა პროტესტის ნიშნად უწყვეტად იკრიბებიან. ისინი ახალ არჩევნებს და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება ითხოვენ.

მეტი...

აშშ-ში 26 წლის ქალი 4 თვის შვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

აშშ-ში, ალაბამას შტატში, 26 წლის ქალი 4 თვის შვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, ბავშვს მძიმე ტრავმები ჰქონდა მიღებული. მათ არ დაუკონკრეტებიათ, თუ რა ტიპის ტრავმები ჰქონდა ჩვილს, თუმცა განმარტეს, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება. “25 იანვარს, 911-ში შეტყობინება შევიდა, რომ 4 თვის ჩვილს კრუნჩხვები ჰქონდა. საცხოვრებელ სახლში პოლიციის, სასწრაფო და სახანძრო ბრიგადების მისვლის შემდეგ, 4 თვის ჩვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 4-დღიანი მკურნალობის შემდეგ, ბავშვი გარდაიცვალა. ალაბამას სასამართლო მეცნიერების დეპარტამენტის სამედიცინო ლაბორატორიის დასკვნის შემდეგ კი, საქმეზე მკვლელობის მუხლით გამოძიება დაიწყო”- აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც მედია ავრცელებს.  

მეტი...

“ველით, რომ აშშ-სთან ურთიერთობებს გადავტვირთავთ”- აზერბაიჯანის პრეზიდენტი

ილჰამ ალიევი გასულ ოთხ წელს აზერბაიჯანსა და აშშ-ს ურთიერთობებში დაკარგულად მიიჩნევს. აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, ტრამპთან მუშაობის გამოცდილება ძალიან პოზიტიური იყო. “პრეზიდენტ ტრამპთან მუშაობის ჩვენი წინა გამოცდილება ძალიან პოზიტიური იყო. ველით, რომ ეს ოთხი წელი, რომელსაც აშშ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში დაკარგულ წლებად მივიჩნევთ, უკვე ისტორია იქნება, და [ურთიერთობებს] გადავტვირთავთ” – განაცხადა ალიევმა.

მეტი...

ტრამპის ადმინისტრაციამ „დემოკრატიის ეროვნულ ფონდს“ (NED) დაფინანსება შეუწყვიტა

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ „დემოკრატიის ეროვნულ ფონდს“ (NED) დაფინანსება შეუჩერა. „დემოკრატიის ეროვნულ ფონდს“ და მის ფილიალებს 2025 ფისკალური წლისთვის 315 მილიონი დოლარი ჰქონდათ გამოყოფილი. ფონდში აცხადებენ, რომ ვერ გადაიხდიან ხელფასებს და ვერ დაფარავენ მთავარ ხარჯებს. ფონდი 1983 წელს ორპარტიული მხარდაჭერით და ასევე, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის მხარდაჭერით შეიქმნა.

მეტი...

„საქართველოში ზოგიერთი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ “დიფ სთეითმა” შესაძლოა ევროკავშირი “გაანადგუროს”- ელჩი

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი აცხადებს,  რომ ევროკავშირის მიერ მოლდოვისთვის 2025-2027 წლების პერიოდში ევროკავშირში გაწევრიანების მოსამზადებლად 1.8 მილიარდ ევრომდე მოცულობის დახმარება მზადდება. “1.8 მილიარდ ევრომდე მზადდება ევროკავშირის მიერ მოლდოვისთვის 2025-2027 წლების პერიოდში ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად. ამ დროს საქართველოში ზოგიერთი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ “დიფ სთეითმა” შესაძლოა ევროკავშირი “გაანადგუროს”. როგორც ევროკავშირის მოქალაქე, ამ შეშფოთებას არ ვიზიარებ” – წერს ფიშერი.    

მეტი...

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ჰააგის სასამართლოს პროკურორს

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ჰააგის სასამართლოს პროკურორს კარიმ ხანს. ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი ავრცელებს. ცნობისთვის, 7 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ჰააგის სასამართლო) დაასანქცირა. აღმასრულებელ ბრძანებაში აღნიშნული იყო, რომ სასამართლო ახორციელებს არალეგიტიმურ და უსაფუძვლო ქმედებებს, რომელთაც სამიზნეც შეერთებული შტატები და მისი მოკავშირე ისრაელია. სანქციები ითვალისწინებს ფინანსური და სავიზო შეზღუდვების დაწესებას.

მეტი...

ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალზე ფიგურულ ციგურაობაში ინგა გურგენიძემ ოქროს მედალი მოიპოვა

საქართველოში მიმდინარე 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ფიგურულ ციგურაობაში ინგა გურგენიძემ ოქროს მედალი მოიპოვა. გოგონათა შორის ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედალს ესტონელი ელინა გოიდინა დაეუფლა, ხოლო ბრინჯაო შვეიცარიის წარმომადგენელმა, ლეანდრა ციმპუკაკისმა მოიპოვა    

მეტი...

“ევროპარლამენტის დღევანდელი რეზოლუცია ეჭვს არ ტოვებს”- ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება. მისი თქმით,  ერთადერთი გზა ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია. “ევროპარლამენტის დღევანდელი რეზოლუცია ეჭვს არ ტოვებს: საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია არ გააჩნია. ჩვენი ქვეყნისთვის ერთადერთი წინ მიმავალი გზა ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია. საქართველოს ევროპული მომავალი მისმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს“- წერს ზურაბიშვილი.

მეტი...

“იუბილე მავნებლებმაც მომილოცეს 5000-ლარიანი ჯარიმით”- ბურჭულაძე

“მავნებლებმა 5000 ლარიანი ჯარიმით მომილოცეს!” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპერის მომღერალი, პაატა ბურჭულაძე წერს. მისი განცხადებით, მას რუსთაველის გამზირის გადაკეტვას ედავებიან. „გუშინ ხალხმა მომილოცა და სიცოცხლე გამიმრავლა! კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას! ეტყობა, გაუჭირდათ ამის გადატანა და ცოტა ხნის წინ, მავნებლებმაც მომილოცეს 5000 – ლარიანი ჯარიმით! პოლიციელს, რომელსაც ეს დავალება უნდა შეესრულებინა, ხელები უკანკალებდა, რა დღეში ჩააგდეს ქართული პოლიცია. გზის გადაკეტვას მედავებიან, როცა მაგ დროს ხალხის მიერ მოწყობილ მსვლელობაზე ვიყავი და საერთოდ, არ ვყოფილვარ პარლამენტთან. კარგია, რომ ოპერის წინ სიმღერა ჯერ ვერ მიწუნებენ, საქართველოს ჰიმნის შესრულებაზეც დაგვაჯარიმებენ, ალბათ, მალე. ამასაც გავუძლებთ! ბრძოლა…

მეტი...

“ჩვენს ზურგს უკან ნებისმიერი გარიგება არ იმუშავებს”- კაია კალასი

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა,რომ ჩვენ ზურგს უკან ნებისმიერი გარიგება არ იმუშავებს, უკრაინა გააგრძელებს წინააღმდეგობას. მისივე თქმით, ნებისმიერი შეთანხების შესრულებას სჭირდება უკრაინისა და ევროპის მონაწილეობა. „ნათელია, რომ ჩვენს ზურგს უკან ნებისმიერი გარიგება არ იმუშავებს, ნებისმიერ შეთანხმებას ასევე სჭირდება უკრაინისა და ევროპის მონაწილეობა. ცხადია, რომ დამშვიდება ასევე ყოველთვის წარუმატებელია. ასე რომ, უკრაინა გააგრძელებს წინააღმდეგობას და ევროპა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. თქვენ გჭირდებათ ევროპა და უკრაინა ამ შეთანხმების შესასრულებლად. ასე რომ, მოლაპარაკებების მაგიდასთან ჩვენ გარეშე, თქვენ შეიძლება შეთანხმდეთ რაზეც გინდათ, თუმცა ეს უბრალოდ წარუმატებელი იქნება შესრულების გარეშე. ნებისმიერი სწრაფი მოგვარება არის ბინძური…

მეტი...

„უკრაინაზე საუბარი არ უნდა იყოს უკრაინის გარეშე. მოლაპარაკების მაგიდასთან ევროპელებიც უნდა იყვნენ”- ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა არ მიიღებს რუსეთსა და ამერიკას შორის მიღწეულ არანაირ ორმხრივ შეთანხმებას უკრაინის მონაწილეობის გარეშე. „ჩვენ, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, უბრალოდ ვერ შევძლებთ რაიმე შეთანხმების მიღებას ჩვენი მონაწილეობის გარეშე“- განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის განცახდებით, ტრამპის პუტინთან სატელეფონო ზარს არ განიხილავს, „როგორც იმის ნიშანს, რომ რუსეთთან საუბარი აშშ-ის პრეზიდენტის პრიორიტეტი იყო“.  მისივე თქმით, არცერთ შემთხვევაში, ეს სასიამოვნო არ იყო. „უკრაინაზე საუბარი არ უნდა იყოს უკრაინის გარეშე და მოლაპარაკების მაგიდასთან ევროპელებიც უნდა იყვნენ“- აღნიშნა ზელენსკიმ.  

მეტი...

“მოწოდება, სანქციები დაეკისროს ნათია თურნავას პოლიტიკური ზეწოლის კლასიკური მაგალითია”- სებ-ი

“დღევანდელ რეზოლუციაში რომ სანქციები დაეკისროს საქართველოს ეროვნული ბანკის მოქმედ პრეზიდენტს ნათია თურნავას, ქვეყნის დამოუკიდებელ საფინანსო რეგულატორზე პოლიტიკური ზეწოლის კლასიკურ მაგალითად მიგვაჩნია, რომლის უკან გარკვეული ადგილობრივი პოლიტიკური ძალები დგანან” – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. განცხადების თანახმად, გარკვეული ძალები, სუბიექტური პოლიტიკური ინტერესების მიღწევის მიზნით ცდილობენ საფრთხე შეუქმნან ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და საფინანსო სექტორის სტაბილურობას. “პირველ რიგში, საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ ევროპარლამენტის აღნიშნული რეზოლუცია (სხვა ასეთი შინაარსის რეზოლუციების მსგავსად) მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა. მიუხედავად ამისა, დღევანდელ რეზოლუციაში ევროპარლამენტის მოწოდება, რომ სანქციები დაეკისროს საქართველოს ეროვნული ბანკის მოქმედ პრეზიდენტს ნათია თურნავა ქვეყნის დამოუკიდებელ საფინანსო რეგულატორზე პოლიტიკური ზეწოლის…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, 14 თებერვალს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. პრესსამსახურის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი „უმაღლესი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპის ლიდერებთან და აშშ-ს დელეგაციასთან“. ასევე, მიუნხენში დაგეგმილია შეხვედრები ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან. ზურაბიშვილი ქართული დიასპორის წარმომადგენლებსაც შეხვდება.  

მეტი...

“შევთანხმდით, რომ  საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტი ბუდაპეშტში გაიმართება”- პრემიერი

“დუბაიში ვიზიტის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საუბარი ორმხრივი ურთიერთობების ძირითად მიმართულებებს შეეხო. “ჩვენი საუბარი  მოიცავდა ორმხრივი ურთიერთობის დადებითი დინამიკის ამსახველ ძირითად საკითხებს. შევთანხმდით, რომ  საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტი ბუდაპეშტში გაიმართება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენს პარტნიორობას. საქართველო მტკიცედ თანამშრომლობის გაღრმავებისა და საერთო ინტერესების სფეროებში პარტნიორობის ახალი შესაძლებლობების გამოვლენის ერთგულია”, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

მეტი...

უცხო ქვეყნის მოქალაქემ ჯვრის მონასტერში ვანდალიზმი ჩაიდინა

ჯვრის მონასტერში მომხდარი ვანდალიზმის ფაქტის გამო, საქართველოს საპატრიარქო გაცხადებას ავრცელებს და რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს. „გამოვთქვამთ გულისტკივილს იმ მკრეხელობის გამო, რაც ჩვენი გამორჩეული სიწმინდის, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, – მცხეთის ჯვრის მონასტერთან მიმართებაში ახლახანს დაფიქსირდა. ეს არის უცხო ქვეყნის მოქალაქეების (თუ მოქალაქის) შეურაცხმყოფელი ქმედება არა მარტო ეკლესიის, არამედ მთელი ქვეყნის მიმართ. ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ეს ადამიანი (თუ ადამიანები) ჯერ კიდევ არიან საქართველოში და იყო მოწოდებაც მათ მიმართ პირადი ანგარიშსწორების შესახებ, რაც დაუშვებელია. შევნიშნავთ, რომ ფაქტების უტყუარობის დადგენის მიზნით და სათანადო რეაგირებისთვის წერილობით მივმართეთ შსს-ს“ – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.…

მეტი...

„ჰამასი“ ადასტურებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად სამ მძევალს გაათავისუფლებს

„ჰამასი“ ადასტურებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად სამ მძევალს გაათავისუფლებს. მძევლების გათავისუფლება 15 თებერვალს იგეგმება. „ჰამასის“ დელეგაციამ ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში შეხვედრა გამართა ეგვიპტის და ყატარის შუამავლებთან, რომლის დროსაც ისრაელს და „ჰამასს“ შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების პირობები განიხილეს. საუაბრი შეეხო პალესტინელების განსახლების, სამედიცინო უზრუნველყოფის და საწვავით მომარაგების საკითხებს. „ჰამასში” აცხადებენ, რომ ეგვიპტელი და ყატარელი შუამავლები დაბრკოლებების მოხსნისთვის იმუშავებენ, რომლებიც ხელს უშლიან ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების გაგრძელებას. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირის დასაწყისში „ჰამასი“ დაიმუქრა, რომ გადადებდა მძევლების გათავისუფლებას, რადგან ისრაელი ხელს უშლის არაბულ ანკლავში ჰუმანიტარული დახმარების შესვლას. ამ…

მეტი...

,,კეთილი იყო თქვენი მობრძანება ჩრდილოეთ კორეაში, მეგობრებო!” – გონჩარენკო

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩრდილოეთ კორეაში, მეგობრებო!”, – უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას უკრაინა ჩრდილოეთ კორეას შეადარა, ხოლო ვოლოდიმირ ზელენსკის კიმ ჩენ ზე უწოდა. ,,იცვით, სანამ აქ სხდომას ვატარებდით, ლიბერტარიანობამ უკრაინა ჩრდილოეთ კორეად გადაიქცა. შეხედეთ თავად, რა გვაქვს. საზღვრები დაკეტილია, ყველა ტელეარხი ხელისუფლების მიერაა კონტროლირებადი, გვყავს ბელადი კი ჩენ ზე“, – თქვა გონჩარენკომ. მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება კერძო საკუთრებას პატივს არ სცემს და დაკავებულია იმით, რომ მეწარმეების წინააღმდეგ სანქციები შემოაქვს და მათ ქონებას ძარცვავს.

მეტი...

ტრამპის სპეცწარმომადგენელი 13-22 თებერვალს გერმანიას, ბელგიასა და უკრაინას ესტუმრება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი 13-22 თებერვალს გერმანიას, ბელგიასა და უკრაინას ეწვევა. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ელოგი ხსენებულ ქვეყნებში ჩადის „რათა წინ წაწიოს პრეზიდენტ ტრამპის მიზანი უკრაინაში მშვიდობის უზრუნველყოფა ძალის დემონსტრირებით და ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესების დაცვა“. „პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ საომარი მოქმედებები უნდა შეწყდეს, და შეერთებული შტატები მზადაა მხარი დაუჭიროს გრძელვადიან გადაწყვეტილებას. პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კელოგი მზადაა გაატაროს ხისტი დიპლომატია, რომელიც საჭიროა პრეზიდენტის მიზნის მისაღწევად“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.

მეტი...

თვითმფრინავი, რომელშიც 27 ადამიანი იმყოფებოდა, ასაფრენ ბილიკს გასცდა

აშშ-ში, ლამბერტ სენტ-ლუის საერთაშორისო აეროპორტში, უამინდობის გამო, თვითმფრინავი, რომელშიც 27 ადამიანი იმყოფებოდა, ასაფრენ ბილიკს გასცდა. CNN-ის ცნობით, GoJet Airlines-ის თვითმფრინავი United Regional Jet-ი, რომელიც ვაშინგტონში, დალასის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრინდა, სენტ-ლუის ლამბერტის აეროპორტში დაფრენის შემდეგ ასაფრენ ბილიკს გაცდა და ბალახიან ტერიტორიაზე გადავიდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, პერსონალმა კი თვითმფრინავში მყოფი ადამიანები, ავტობუსების დახმარებით, ტერმინალში გადაიყვანეს.

მეტი...

ერთ-ერთ ბარში ხელყუმბარა შეაგდეს – დაშავდა 12 ადამიანი

საფრანგეთის ქალაქ გრენობლში, ერთ-ერთ ბარში ხელყუმბარის აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაშავდა. მედიის ცნობით, შემთხვევა ადგილობრივი დროით საღამოს რვა საათის შემდეგ მოხდა, როდესაც ბარში ბევრი ადამიანი იმყოფებოდა. დაშავებულებიდან ორი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. პროკურატურაის ინფორმაციით, დაუდგენელმა პირმა დაწესებულებაში ხელყუმბარა ისროლა და ადგილიდან მიიმალა. გამომძიებლებს მოქმედების მოტივი ჯერ არ დაუდგენიათ, თუმცა ტერორისტულ თავდასხმას გამორიცხავენ. როგორც ფრანგული მედია წერს, გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ქმედება შესაძლოა, შურისძიებას უკავშირდებოდეს.  

მეტი...

,,დღეს მიღებული რეზოლუციის საპასუხოდ გვსურს განვაცხადოთ” – „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებულ რეზოლუციას საქართველოს და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ”, – „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს. ,,ჯერ კიდევ 2023 წლის 26 მარტს, ამერიკის შეერთებული შტატების მომავალმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს განაცხადა: „ეს გადამწყვეტი ბრძოლაა. ან „დიფ სთეითი“ გაანადგურებს ამერიკას, ან ჩვენ უნდა გავანადგუროთ „დიფ სთეითი“. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, დონალდ ტრამპი ამ გადამწყვეტ ბრძოლაში აქტიურად ჩაება და ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ მას „დიფ სთეითის“ განადგურების საქმეში. ჩვენი მხრივ, დღეს მიღებული რეზოლუციის საპასუხოდ გვსურს განვაცხადოთ, რომ ან „დიფ სთეითი“ გაანადგურებს ევროკავშირს, ან ევროკავშირი გამონახავს ძალას,…

მეტი...

გარდაიცვალა TikTok-ის 26 წლის ვარსკვლავი

Daily Mail-ის ცნობით, TikTok-ის ვარსკვლავი, ბეილი ჰაჩინსი 26 წლის ასაკში, სიმსივნესთან ორწლიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალს 2023 წელს, მე-4 სტადიის კოლორექტალური სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, რომელსაც მეტასტაზები ჰქონდა. ის სოციალურ ქსელში სწორედ თავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობდა. მას TikTok-ზე 170 000 გამომწერი ჰყავდა, მის ვიდეოებს კი მილიონობით ნახვა აქვს.  

მეტი...

უკრაინაში დეპუტატებმა პოროშენკოსთვის სანქციების დაწესების გამო უმაღლესი რადის მუშაობა შეაჩერეს

უკრაინის უმაღლესი რადის ფრაქცია „ევროპული სოლიდარობას“ დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნა დაბლოკეს, რის გამოც მუშაობის პროცესი შეჩერდა. უკრაინული მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც პლენარულ სხდომათა დარბაზში უკრაინის ჰიმნი შესრულდა და წუთიერი დუმილით რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს, დეპუტატები სპიკერის ტრიბუნაზე ავიდნენ და პლაკატები გამოფინეს. ამის შემდეგ რადის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა შესვენება გამოაცხადა. დეპუტატების განცხადებით, სხდომა დღეს აღარ განახლდება. უკრაინამ პეტრო პოროშენკოს სანქციები დაუწესა

მეტი...

ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუციას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა „საქართველოში პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შესახებ” რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას 400 ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 63 წინააღმდეგი წავიდა, 81-მა კი თავი შეიკავა. რეზოლუციის ავტორი 57 ევროპარლამენტარია.

მეტი...

,,უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ არანაირი მოლაპარაკება არ შეიძლება” – ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი

,,უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ არანაირი მოლაპარაკება არ შეიძლება“, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უკრაინის ომთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის კომენტარებს გამოეხმაურა. „ჩვენ გვსურს ვიხილოთ გრძელვადიანი მშვიდობა და არა კონფლიქტისა და აგრესიის დაბრუნება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი საფრთხედ უკრაინის მიღმაც რჩება. ნატო-ს ამოცანაა დააყენოს უკრაინა რაც შეიძლება ძლიერ პოზიციაში ნებისმიერი მოლაპარაკებისთვის“, – აღნიშნა ჯონ ჰილიმ.

მეტი...

მიუნხენში, ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა

მიუნხენში ავტომობილი მოქალაქეთა ჯგუფში შევარდა, რის შედეგადაც 15 ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ერთ-ერთი პროფკავშირის მიერ ორგანიზებული დემონსტრაციის დროს მოხდა და ავტომობილი აქციის მონაწილეებს შეეჯახა. ადგილობრივი პოლიციის პრესსპიკერი აცხადებს, რომ ამჟამად პოლიციის ოპერაცია მიმდინარეობს. მძღოლი შემთხვევის ადგილზე დააკავეს და ამჟამად, მოქალაქეებისთვის საფრთხე აღარ არსებობს. მომხდარის სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

მეტი...

ჩინეთი მზადაა, უკრაინაში ომის დასრულების ნაწილში რუსეთ-ამერიკას დაეხმაროს

აშშ-ის პრეზიდენტის  განაცხადებით, რუსეთ-უკრანის ომის დასრულების საკითხთან დაკავშირებით ის დათანხმდა პუტინთან მოლაპარაკების დაწყებას. იგეგმება შეხვედრაც, სადაც უკრაინის საკითხი განიხილება. როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რუსეთი და შტატები საკმაოდ გავლენიანი ქვეყნები არიან და ჩინეთიც მზადაა, უკრაინის საკითხის გადაჭრაში პოზიტიური როლი ითამაშოს. „რუსეთიც და აშშ-იც გავლენის მქონე ქვეყნები არიან. ჩინეთი მოხარულია, რომ ხედავს გაძლიერებულ კომუნიკაციას და დიალოგს რუსეთსა და აშშ-ს შორის რიგ საერთაშორისო საკითხებზე. უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით ჩინეთს მიაჩნია, რომ დიალოგი და მოლაპარაკება არის ერთადერთი ეფექტური გამოსავალი კრიზისიდან და მზად არის ხელი შეუწყოს მოლაპარაკებებს მშვიდობისთვის. კონფლიქტის დაწყებიდან ერთი დღის შემდეგ პრეზიდენტმა სი…

მეტი...

„ეს ოთხი წელი, რომელსაც ჩვენ დაკარგულად მივიჩნევთ აშშ-სა და აზერბაიჯანის ურთიერთობებში, უკვე ისტორია გახდება“ – ალიევი

,,ეს ოთხი წელი, რომელსაც ჩვენ დაკარგულად მივიჩნევთ, აშშ-სა და აზერბაიჯანის ურთიერთობებში, უკვე ისტორია გახდება”, – წერს აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ,,იქსისს” საკუთარ გვერდზე, შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით.

მეტი...

,,აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა 2018-2022 წლებში სააგენტო Reuters 9 მილიონი დოლარი გადაუხადა” – მასკი

„Reuters-მა აშშ-ის მთავრობისგან მილიონობით დოლარი მიიღო მასშტაბური სოციოლოგიური ტყუილისთვის. ეს სიტყვასიტყვით წერია შესყიდვის შეკვეთაში. ეს სრული თაღლითობაა. უბრალოდ გასაოცარია“, – მის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა X-ზე დაწერა. მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის გამოძიების შედეგად დგინდება, რომ 2018-2022 წლებში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა Reuters 9 მილიონი დოლარი სოციოლოგიური პროექტებისთვის გამოუყო.

მეტი...

,,საჯარო განცხადება X-ზე, ეს არის ის, რისი იმედიც უნდა გვქონოდა?!” – შალვა პაპუაშვილი

,,2022 წლის თებერვლიდან მივიღეთ ბრიუსელის მოთხოვნებს რუსეთთან ესკალაციაზე – დაგვეწესებინა ორმხრივი სანქციები, ჩაგვეკეტა საზღვრები, დაგვეხურა ცა. რა მოჰყვებოდა ამას, არავის აინტერესებდა”, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. ,,და საქმე რომ ცუდად წასულიყო? რას მივიღებდით? ომის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ რას აკეთებს ბრიუსელი? საჯარო განცხადება X-ზე, ეს არის ის, რისი იმედიც უნდა გვქონოდა?!”, – წერს შალვა პაპუაშვილი.

მეტი...

,,ევროკავშირი ფულის გადამხდელია, და არა მოთამაშე” – იოზვიაკი

„ჰეგსეტის ხედვა უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ არ არის ახალი ამერიკულ პოლიტიკაში”, – ამის შესახებ ,,რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა. ,,გაიხსენეთ, რომ ზუსტად DC (ვაშინგტონმა) 2023 და 2024 წლებში უკრაინას უარი უთხრა წევრობის მკაფიო გეგმის მინიჭებაზე. ევროკავშირი ფულის გადამხდელია, და არა მოთამაშე. როგორც ყოველთვის. ასეთი გრძნობა მაქვს, რომ ბრიუსელში ამას ყველა ეთანხმება“, – დაწერა მან. ცნობისთვის, გუშინ პენტაგონის ხელმძღვანელმა პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ნატოში უკრაინის გაწევრიანება არარეალისტურია.

მეტი...

,,უახლოეს მომავალში ბუდაპეშტში გაიმართება უნგრეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი სამიტი” – ორბანი

,,მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან”, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. ,,მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში ბუდაპეშტში გაიმართება უნგრეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი სამიტი”, – აღნიშნავს ვიქტორ ორბანი.

მეტი...

საქართველოში გრიპით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში გრიპით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა იმნაძემ  განაცხადა. მისი თქმით, პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა. შემთხვევა 2 კვირის წინ მოხდა.

მეტი...