,,საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შესანიშნავი ურთიერთობები გვაკავშირებს” – პრემიერი

,,საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შესანიშნავი ურთიერთობები გვაკავშირებს, ამან დამატებითი მოტივაცია შეგვიქმნა მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე მონაწილეობისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებული საამიროების ტელევიზია – WAM-თან ინტერვიუში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სამიტზე დისკუსიები წარიმართა მსოფლიოს სამომავლო განვითარებაზე. „პოლიტიკური ურთიერთობები შესანიშნავია. ძალიან კარგი ეკონომიკური თანამშრომლობაც გვაკავშირებს. სულ ახლახან მოვაწერეთ ხელი შეთანხმებას მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტის განხორციელების თაობაზე, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს კავშირს ჩვენს ქვეყნებს შორის. თავად სამიტი ქმნის შესანიშნავ შესაძლებლობას მოსაზრებების გაცვლისთვის. აუდიტორიაც საინტერესოა და ბევრი აქტუალური საკითხი განიხილება. ინტერესი დიდი გვქონდა და სამიტის ორგანიზატორების მადლიერები ვართ შესანიშნავი მასპინძლობისთვის.…

მეტი...

ილონ მასკი თეთრ სახლში შვილთან ერთად მუშაობს

ამერიკელი ბიზნესმენი, გამომგონებელი და ინვესტორი. SpaceX-ის დამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი და წამყვანი დიზაინერი, აგრეთვე Tesla, Inc-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ტრამპის ადმინისტრაციის  ეფექტიანობის დეპარტამენტის“ ხელმძღვანელი ილონ მასკი თეთრ სახლში შვილთან ერთად დადის. ის დონალდ ტრამპთან შესახვედრად,  თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში შვილთან,  ერთად მივიდა, სადაც  ფედერალურ მთავრობაში ხარჯების შემცირების პოლიტიკაზე ისაუბრა. შვილი კი ტრამპის კაბინეტში თამაშობდა, პრეზიდენტის კაბინეტს ათვალიერებდა, თან ერთობოდა.

მეტი...

ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და დუბაის მმართველს, შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმს შეხვდა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრს მსოფლიო მთავრობათა სამიტზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის ქვეყნებს შორის კავშირების გაღრმავებისა და საერთო ინტერესის საკითხების განხილვისთვის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს. შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერ თანამშრომლობას. აღინიშნა აბუ-დაბიში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში Emaar Properties/Eagle Hills-თან გაფორმებული მემორანდუმის მნიშვნელობა, რომელიც საქართველოში უპრეცედენტო მოცულობის – 6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გულისხმობს. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური თანამშრომლობის დადებით დინამიკაზე,…

მეტი...

თბილისში მეოთხე დღეა დაკარგულ ახალგაზრდას ეძებენ

მეოთხე დღეა თბილისში დაკარგულ გიგა დაუშვილს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაკარგულის  ტელეფონი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე იპოვეს. ,,მეოთხე დღეა სამაშველო და პოლიცია ეძებს, დაიკარგა გიგა დაუშვილი. თუ ვინმეს სადმე შეგხვედრიათ, თვალი მოგიკრავთ გთხოვთ გაგვაგებინოთ. პატარა ინფორმაციაც ძალზეც მნიშვნელოვანია. გუშინწინ მტკვრის სანაპიროზე იპოვეს ტელეფონი. გთხოვთ დაგვეხმაროთ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

,,პუტინი მშვიდობისთვის არ ემზადება” – ზელენსკი

,,პუტინი მშვიდობისთვის არ ემზადება, ის უკრაინელების მკვლელობასა და ქალაქების განადგურებას აგრძელებს”, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს. „რუსეთმა წუხელ უკრაინას ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით შეუტია. საცხოვრებელი კორპუსები, საოფისე ფართები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა. კიევში ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი. ამ ტერორის დასრულება მხოლოდ ძლიერ ქმედებებსა და ზეწოლას შეუძლია. ამ ომის სამართლიანად დასრულებისთვის ბრძოლაში ჩვენი ყველა პარტნიორის ერთიანობა და მხარდაჭერა გვჭირდება“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.

მეტი...

„ტრანსპლანტაციის პროგრამის“ ფარგლებში მერია გარკვეული საჭიროებების მქონე ადამიანებს წელსაც დაეხმარება” – კახა კალაძე

„თბილისის მერიის „ტრანსპლანტაციის პროგრამის“ ფარგლებში ღვიძლისა და ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) გადანერგვა, რა თქმა უნდა, მიმდინარე წელსაც დაფინანსდება“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მერის თქმით, თბილისის მერია ბევრ მნიშვნელოვან პროგრამას ახორციელებს სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით. „აღნიშნული პროგრამები მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ კიდევ არსებობენ ოჯახები და ადამიანები, რომელთაც სჭირდებათ ჩვენი მხრიდან თანადგომა და მხარდაჭერა“, – განაცხადა კახა კალაძემ. მერის თქმით, ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის შემთხვევაში, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური, გადანერგვის წინა კვლევებს, მაღალდოზირებულ ქიმიოთერაპიას, სამი სახის ტრანსპლანტაციას (აუტოლოგიური, ალოგენური, ჰაპლოიდენტური), გადანერგვის წინა…

მეტი...

ზუგდიდში ხანძარს 80 წლამდე ასაკის კაცი ემსხვერპლა

ზუგდიდში, ბორჯომის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 80 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. ადგილობრივების თქით, მამაკაცი სახლში მარტო იმყოფებოდა. მას, სავარაუდოდ, ეძინა და მისი გამოყვანა ვერ მოხერხდა. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

მეტი...

დონალდ ტრამპი რუსეთის პატიმრობიდან გათავისუფლებულ ამერიკელ მასწავლებელს შეხვდა

Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის პატიმრობიდან გათავისუფლებული ამერიკელი მასწავლებელი, მარკ ფოგელი თეთრ სახლში მიიღო. „ჩვენ მისი სახლში დაბრუნება გვინდოდა“, – განაცხადა ტრამპმა. დონალდ ტრამპის განცხადებით, ოთხშაბათს კიდევ ერთი ადამიანის გათავისუფლება მოხდება, თუმცა მისი ვინაობა არ დაასახელა. ,,იმედი მაქვს, ეს არის ურთიერთობის დასაწყისი, რომლითაც შეგვიძლია ომი დავასრულოთ” – ტრამპი

მეტი...

,,გვინდა, მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის, თუნდაც, სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით” – პრემიერი

,,ჩვენ გვინდა, რომ საბოლოო ჯამში მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის, თუნდაც, სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ამისათვის არსებობს პოლიტიკური ნება, დანარჩენი არის სწორ პოლიტიკაზე დამოკიდებული. ყველაფერი გაკეთდება საქართველოს მთავრობის მხრიდან იმისათვის, რომ მაქსიმალურად განიცადოს ქვეყანამ პროგრესი ამ მიმართულებით”, – ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებულ „კორუფციის აღქმის ინდექსს”. ,,მაგალითად, მთავრობის შემთხვევაში თქვენ იცით, რომ ყველა განკარგულება, ყველა სამართლებრივი აქტი, რომელსაც იღებს მთავრობა არის გამჭვირვალე და დღემდე ათასობით ჩვენი აქტი გასაჯაროვდა ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით და არცერთ აქტთან დაკავშირებით არავითარი პრეტენზია არ არსებობს. მე, რა თქმა უნდა, ვურჩევდი…

მეტი...

,,USAID-ი არაკომპეტენტური და კორუმპირებულია” – ტრამპი

„USAID-ი ნამდვილად კორუმპირებულია, იგი არაკომპეტენტურია და კორუმპირებული“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელთან, ილონ მასკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ილონ მასკის თქმით, USAID-ი „ზოგიერთ ღირსეულ საქმეს“ აკეთებს, თუმცა ძალიან ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ „არჩევნებზე გავლენა საეჭვო გზებით მოახდინოს“.

მეტი...

სემეკი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) სპეციალურ განცხადებას ავრცელებს: შპს „თბილისი ენერჯის“ საკუთრებაში არსებული 500 მმ-იანი დიამეტრის გაზსადენის ავარიულად დაზიანების გამო, 9 თებერვლიდან ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა 150 000 აბონენტს. კომპანიის მიერ შესაბამისი ტექნიკური სამუშაოების შედეგად, ამ დრომდე გაზმომარაგება აღუდგა გათიშული აბონენტების 70%-ს. კომპანიის ინფორმაციით, აბონენტების დარჩენილი ნაწილის გაზმომარაგების აღდგენა დღეს, დღის ბოლომდე დასრულდება. 500 მმ-იანი გაზსადენის დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს მოკვლევა შესაბამისი უწყებების მიერ და შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას. გაზის მიწოდების აღდგენასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე საზოგადოების დროული ინფორმირებულობის შესახებ მოქალაქეთა მხრიდან სხვადასხვა პლატფორმაზე (ქოლცენტრი, სოც.ქსელები) დაფიქსირებული პრეტენზიებიდან…

მეტი...

,,ბუნდესვერის სამხედრო გემების წინააღმდეგ დივერსიის შემთხვევები ფიქსირდება” – გერმანიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მეთაური

გერმანიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მეთაურმა იან კრისტიან კააკმა განაცხადა, რომ გერმანიაში სამხედრო გემების წინააღმდეგ დივერსიის, საზღვაო ბაზებში შეღწევისა და მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებთან მიახლოების მცდელობები ფიქსირდება. ,,ჩვენი შეფასება: ისინი გვცდიან. ისინი ცდილობენ ჩვენი საზოგადოების დესტაბილიზაციას, როგორც ეროვნულ დონეზე, ასევე ალიანსის ფარგლებში და, შესაძლოა, ისინი ქმნიან ნიადაგს შემდგომი აქტიური სამხედრო მოქმედებისთვის“, – აღნიშნა კააკმა. გერმანიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მეთაურმა რუსეთის მხრიდან მზარდ საფრთხეზეც ისაუბრა. „რუსეთის მხრიდან მზარდი საფრთხე უფრო აქტუალურია 2025 წლის დასაწყისში, ვიდრე ორი წლის წინ იყო. ექსპერტები და სადაზვერვო უწყებები თანხმდებიან, რომ რუსეთს ექნება შესაძლებლობა 2029 წლიდან ნატო-სთან კონფლიქტს შეეცადოს”, – აღნიშნა…

მეტი...

,,ერთ ტერიტორიას მეორეზე გავცვლით” – ზელენსკი

თუ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომას მოახერხებს, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს ტერიტორიების პირდაპირ გაცვლას შესთავაზებს, იმ ტერიტორიების გადაცემით, რომელსაც უკრაინა რუსეთის კურსკის ოლქში ექვსი თვის წინ დაწყებული შეტევის შედეგად იკავებს. ,,ერთ ტერიტორიას მეორეზე გავცვლით, ყველა ჩვენი ტერიტორია მნიშვნელოვანია, პრიორიტეტი არ არსებობს”, – განაცხადა ზელენსკიმ, მაგრამ აღნიშნა, რომ მან არ იცის სანაცვლოდ უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებულ რომელ ტერიტორიას მოითხოვს.

მეტი...

,,როდესაც ამერიკა ძლიერია, მსოფლიო მშვიდია” – ტრამპი

,,სახაზინო მდივანს, სკოტ ბესენტს უკრაინაში ვაგზავნი, რათა პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდეს. ეს ომი უნდა დასრულდეს და მალე დასრულდება”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს. ,,ზედმეტად ბევრი სიკვდილი და განადგურებაა. შეერთებულმა შტატებმა მილიარდობით დოლარი დახარჯა გლობალურად, მცირე შედეგებით. როდესაც ამერიკა ძლიერია, მსოფლიო მშვიდია“, – წერს ტრამპი.

მეტი...

,,თუ „ჰამასი“ შაბათის შუადღისთვის მძევლებს არ გაათავისუფლებს, ინტენსიურ ბრძოლებს განვაახლებთ” – ნეთანიაჰუ

,,თუ „ჰამასი“ არ დააბრუნებს ჩვენს მძევლებს შაბათის შუადღისთვის, მაშინ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დასრულდება, ისრაელის თავდაცვის ძალები ინტენსიურ ბრძოლას დაუბრუნდებიან მანამდე, სანამ “ჰამასი” საბოლოოდ არ დამარცხდება”, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უშიშროების კაბინეტის ოთხსაათიანი შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, ,,ჰამასმა“ გუშინ ,,შეთანხმება დაარღვია” თავისი გადაწყვეტილების გამოცხადებით, რომ ,,არ გაათავისუფლებს ჩვენს მძევლებს”. ისრაელის პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რამდენი მძევალი უნდა გათავისუფლდეს შაბათს. შეთანხმების პირობების თანახმად, შაბათს სამი ისრაელელი მძევლის გათავისუფლება იგეგმება, თუმცა, 10 თებერვალს „ჰამასმა“ ისრაელს შეთანხმების პირობების დარღვევა დააბრალა და განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის მძევლების გათავისუფლებას წყვეტს.

მეტი...

,,ღაზას აღდგენა პალესტინელების გადაადგილების გარეშე ყველასთვის პრიორიტეტი უნდა იყოს” – იორდანიის მეფე

The Guardian-ის ინფორმაციით, თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იორდანიის მეფე აბდულას მოუწოდა, მისმა ქვეყანამ ღაზას სექტორიდან იძულებით გადაადგილებული პალესტინელები მიიღოს. ტრამპმა აღნიშნა, რომ არ შეიცლის აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ ღაზას სექტორი მისმა მაცხოვრებლებმა უნდა დატოვონ, ტერიტორია უნდა აღდგეს და „ახლო აღმოსავლეთის რივიერად“ იქცეს. მეფე აბდულამ მოგვიანებით სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე პალესტინელების გადაადგილების წინააღმდეგ იორდანიის მტკიცე პოზიცია დაადასტურა. „ეს არის არაბული სამყაროს ერთიანი პოზიცია. ღაზას აღდგენა პალესტინელების გადაადგილების გარეშე და მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციის მოგვარება ყველასთვის პრიორიტეტი უნდა იყოს“, – აღნიშნა იორდანიის მეფემ.

მეტი...

,,იმედი მაქვს, ეს არის ურთიერთობის დასაწყისი, რომლითაც შეგვიძლია ომი დავასრულოთ” – ტრამპი

CNN-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ რუსეთში დაკავებული აშშ-ის მოქალაქის, მარკ ვოგელის გათავისუფლება ომის დასრულების საკითხზე მოსკოვთან ახალი ურთიერთობის დასაწყისი იქნება. „რუსეთი ძალიან კარგად გვექცეოდა. იმედი მაქვს, რომ ეს არის ურთიერთობის დასაწყისი, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ ეს ომი და მილიონობით ადამიანის მკვლელობა შეწყდეს“, – აღნიშნა ტრამპმა. თეთრი სახლის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, გაცვლის შედეგად, ამერიკელი მასწავლებლის მარკ ფოგელის გათავისუფლება უზრუნველყო, რომელიც რუსეთში სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო დაკავებული. ცნობისთვის, ფოგელი მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში 2021 წლის აგვისტოში დააკავეს, 17 გრამი მარიხუანას გადატანისთვის ნარკოტიკების კონტრაბანდაში დაადანაშაულეს და თავისუფლების 14…

მეტი...

,,საქართველოს სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები!” – უილსონი

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. მას თან ჰქონდა ფოტო აშშ-საქართველოს მეგობრობის მარშიდან. ,,ოქტომბერში პუტინისტურმა, ,,ქართული ოცნების” რეჟიმმა საქართველოში არჩევნები გააყალბა. რეჟიმი ქართველი ხალხის მომავლის მოპარვასა და ომის დამნაშავე პუტინისთვის, ირანული რეჟიმისთვისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის მიყიდვას ცდილობს. მამაცი ქართველი ხალხი ჯერ კიდევ ქუჩებშია, უწყვეტი პროტესტი 76-ე დღეს. ქართველების 80%-ს სურს ამერიკის ახლო მეგობრები და ევროკავშირისა და ნატოს ნაწილი იყვნენ, მაგრამ რეჟიმი ძალადობითა და უკანონო დაპატიმრებებით პასუხობს. რეჟიმმა შავი ზღვრის პორტი ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გადასცა და თეირანის რეჟიმს ეწვია, მაშინ, როდესაც ირანის რეჟიმმა მკვლელები გამოაგზავნა პრეზიდენტ…

მეტი...

რუსებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინის დედაქალაქ კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, დაბომბვის შედეგად ქალაქის სამ რაიონში ხანძარი გაჩნდა. გოლოსეევსკის, პოდოლსკისა და სვიატოშინსკის რაიონებში გაჩენილი ხანძრების შესახებ წერს კიევის მერი, ვიტალი კლიჩკოც. ობოლონსკში ხანძარი ინდუსტრიულ ზონაში გაჩნდა, წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია მიმდებარე შენობები. სვიატოშინსკის რაიონში კი ცეცხლი ცხრასართულიანი შენობის სახურავზე გაჩნდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, დედაქალაქსა და ოლქში საჰაერო და სარაკეტო თავდაცვა ბალისტიკის წინააღმდეგ მოქმედებდა. „აი, ასე სურს პუტინს ომის დასრულება“, – აღნიშნა ერმაკმა.

მეტი...

საქართველოს ტერიტორიაზე, ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება ფიქსირდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 თებერვლიდან საქართველოს ტერიტორიაზე, ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.

მეტი...

,,საქართველო არ შეუერთდება EU-ს თავისი ახლანდელი კურსით” – ცაჰკნა

,,საქართველო არ შეუერთდება EU-ს თავისი ახლანდელი კურსით. თუ ხელისუფლება გააგრძელებს ძალადობას, მზად ვართ გავაგრძელოთ სანქციების გამკაცრება, მათ შორის გავაუქმოთ უვიზო მიმოსვლა”, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ესტონეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. ,,სამწუხაროდ, ევროკავშირის გაფართოება შეიძლება შეტრიალდეს, რასაც მოწმობს საქართველოში განვითარებული მოვლენები, სადაც მმართველი პარტია ქვეყანას სულ უფრო აშორებს როგორც დემოკრატიას, ასევე დასავლეთზე ორიენტირებულ საგარეო კურსს, რომელიც დასავლეთისკენაა ორიენტირებული. ნათელია, რომ საქართველო არ შეუერთდება ევროკავშირს თავისი ახლანდელი კურსით და ხალხს, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლებაშია საქართველოში, ლეგიტიმაცია არ გააჩნია. ჩვენ ვთქვით, რომ ახალი არჩევნების ჩატარება ამ კრიზისიდან გამოსვლის და ნდობის…

მეტი...