“ქართული ოცნება” ცდილობს საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას დააშოროს”- ჰელსინკის კომისია

რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უიკერი აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ჰელსინკის კომისია ავრცელებს. “დღევანდელი გამოწვევები არანაკლებად გადაუდებელია. მოუთმენლად ველი ორპალატიან, ორპარტიულ საფუძველზე მუშაობას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის სამართლიანად დასრულებისთვის, ნატოს ალიანსის გაძლიერებისთვის, საერთაშორისო წესრიგისთვის, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ემსახურება” – განაცხადა უიკერმა. ჰელსინკის კომისიის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ “საქართველოს რესპუბლიკა გზაგასაყარზე დგას, როდესაც “ქართული ოცნების” პარტია ცდილობს ქვეყანა რუსეთისკენ მიათრიოს და მის არჩეულ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას დააშოროს”.   ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეები ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იცვლებიან

მეტი...

“პუტინთან ხანგრძლივი და უაღრესად პროდუქტიული სატელეფონო საუბარი მქონდა“- ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. როგორც ტრამპი აღნიშნავს, „რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ხანგრძლივი და უაღრესად პროდუქტიული სატელეფონო საუბარი ჰქონდა“. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, საუბრისას შეთანხმდნენ, რომ სურთ, შეჩერდეს მილიონობით ადამიანის დაღუპვა რუსეთ-უკრაინის ომში. ტრამპი აცხადებს, რომ ის დაელაპარაკება უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და გააცნობს საუბრის დეტალებს.

მეტი...

რუსთაველის გამზირი დღესაც გადაკეტეს

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. მოქალქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. დემონსტრანტები სკანდირებენ: “არ გავჩერდებით, ჩანიშნე არჩევნები”, “გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები”, “ცეცხლი ოლიგარქიას”, “არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა”. პროტესტის 77-ე დღესაც მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული ადამიანები.

მეტი...

ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს 13 თებერვალს უყრის კენჭს

ევროპარლამენტი 13 თებერვალს რეზოლუციის პროექტს – “საქართველოში პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შესახებ” უყრის კენჭს. რეზოლუციის ავტორი 57 ევროპარლამენტარია. რეზოლუციის პროექტით, ევროპარლამენტი: “გმობს “ქართული ოცნების” “ოფიციალურ პირებს” და მოუწოდებს მათ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკური ოპონენტებისა და მედიის წარმომადგენლების ძალადობრივი რეპრესირება; ხაზს უსვამს, რომ საქართველოს თვითდანიშნული ოფიციალური პირები ამჟამად არღვევენ ფუნდამენტურ თავისუფლებებს, საბაზისო ადამიანის უფლებებსა და ქვეყნების ძირითად საერთაშორისო ვალდებულებებს, რითაც ძირს უთხრიან დემოკრატიული რეფორმების ათწლეულებს, რასაც წინ ქვეყნის პოლიტიკური კლასი და სამოქალაქო საზოგადოება უძღვებოდა; არ აღიარებს “ქართული ოცნების” პარტიის თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, რომელიც ჩამოყალიბდა 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების…

მეტი...

ცნობილია იმ ქართველი მაღალჩინოსნების სია, რომელთა დასანქცირებასაც ევროპარლამენტარების ჯგუფი მოითხოვს

ევროპარლამენტი 13 თებერვალს რეზოლუციის პროექტს – “საქართველოში პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შესახებ” უყრის კენჭს. ევროპარლამენტარების ჯგუფი მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, არ აღიაროს საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობა. ისინი, ასევე მოუწოდებენ, წევრი სახელმწიფოებისა და ევროკავშირის ოფიციალურ პირებს, მტკიცედ მოითხოვონ ახალი არჩევნები. პროექტის თანახმად, ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, განსაკუთრებით ევროკავშირის 25 წევრს ორმხრივ და კოორდინირებულ საფუძველზე, დაუწესონ დაუყოვნებელი და მიზანმიმართული პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახსა და კომპანიებს. ამასთანავე, რეზოლუციის პროექტშინათქვამია, რომ „პერსონალური სანქციების დაწესების მოთხოვნა ეხებათ თანამდებობის პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, მათ შორის ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილს, ვახტანგ…

მეტი...

“ევროპარლამენტი განაგრძობს სალომე ზურაბიშვილის აღიარებას საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად”- ევროპარლამენტართა ჯგუფი

“ევროპარლამენტი განაგრძობს სალომე ზურაბიშვილის აღიარებას საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და ქართველი ხალხის წარმომადგენლად”- ნათქვამია ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ რეზოლუციის პროექტში, რომელსაც ხვალ უყრიან კენჭს. პროექტში კრიტიკულადაა შეფასებული 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები. “ევროპარლამენტარების ჯგუფი მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, არ აღიაროს საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობა. რეზოლუციის პროექტის მიხედვით ევროპარლამენტი განაგრძობს სალომე ზურაბიშვილის აღიარებას საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და ქართველი ხალხის წარმომადგენლად; ასევე მოუწოდებს წევრი სახელმწიფოებისა და ევროკავშირის ოფიციალურ პირებს, მტკიცედ მოითხოვონ ახალი არჩევნები და ნებისმიერი სამომავლო ჩართულობის პირობად გახადონ საპარლამენტო არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის მექანიზმის შექმნა”- აღნიშნულია რეზოლუციის პროექტში.

მეტი...

ვლადიმერ პუტინსა და სირიის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

რუსეთის და სირიის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. სირიის მედიის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას აჰმედ ალ-შარამ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ძლიერ სტრატეგიულ ურთიერთობას. მან ვლადიმერ პუტინთან ასევე გაცვალა მოსაზრებები არსებულ ვითარებასა და ახალი სირიის მშენებლობის პოლიტიკურ საგზაო რუკაზე. სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას  რუსული მედიაც ავრცელებს, რომლის თანახმად, რუსული მხრიდან, ფუნდამენტური პოზიცია იყო სირიის სახელმწიფოს ერთიანობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. გარდა ამისა, პუტინმა დაადასტურა რუსეთის მზადყოფნა, დაეხმაროს სირიაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მათ შორის ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს მის მცხოვრებლებს.

მეტი...

“უკრაინის 2014 წლამდე არსებულ საზღვრებში დაბრუნება არარეალისტური მიზანია”- აშშ-ის თავდაცვის მდივანი

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ე.წ. “რამშტაინის ფორმატის” შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინის 2014 წლამდე არსებულ საზღვრებში დაბრუნება არარეალისტური მიზანია. “ჩვენ, ისევე როგორც თქვენ, აყვავებული და სუვერენული უკრაინა გვსურს, მაგრამ იმის აღიარებით უნდა დავიწყოთ, რომ უკრაინის 2014 წლამდე არსებულ საზღვრებში დაბრუნება არარეალისტური მიზანია. ამ ილუზიური მიზნის დევნა მხოლოდ გაახანგრძლივებს ომს და მეტ ტანჯვას გამოიწვევს. უკრაინისთვის მყარი მშვიდობა უნდა მოიცავდეს უსაფრთხოების მტკიცე გარანტიებს, რათა უზრუნველყოფილ იქნას, რომ ომი კვლავ არ დაიწყება. ეს “მინსკი 3.0” არ უნდა იყოს. ამის გათვალისწინებით, აშშ-ს არ სჯერა, რომ უკრაინისთვის ნატოში წევრობა მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმების რეალისტური შედეგია. ამის სანაცვლოდ,…

მეტი...

“ჩვენ არ უნდა ჩავაბაროთ საქართველო და სომხეთი რუსულ იმპერიალიზმს”- როთი

გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი სომხეთის პარლამენტის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტის მიღებას ეხმაურება. მისი თქმით, საქართველო და სომხეთი რუსულ იმპერიალიზმს არ უნდა ჩააბარონ. “ძვირფასო ნიკოლ ფაშინიან, გილოცავთ ევროკავშირისკენ ამ უზარმაზარ ნაბიჯს. რაოდენ ისტორიული გადაწყვეტილებაა! ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირი არა უბრალოდ კეთილ სიტყვებს იპოვის, არამედ აქტიურად დაუჭერს მხარს სომხეთს. ჩვენ არ უნდა ჩავაბაროთ საქართველო და სომხეთი რუსულ იმპერიალიზმს” – წერს როთი.  

მეტი...

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოსამართლემ იგრძნოს სანქციები თავად“- ევროპარლამენტარი

“მოსამართლეების, სამართალდამცავი ორგანოების, პროკურორების ჩარევის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ყველა ეს ჯარიმა, დაკავება და პატიმრობა” – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა განაცხადა. მისივე თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ასევე საუბარია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაზე. “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოსამართლემ სრულად გააცნობიეროს, რომ ის ღალატობს ევროპის და კანონის უზენაესობის და ადამიანების პრინციპებს და იგრძნოს სანქციები თავად. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც რეზოლუცია შეეხება, არის, რომ კომისიამ უნდა იმოქმედოს დაუყოვნებლივ ყველა იმ ფინანსების სწრაფი გადამისამართებით ქართული სახელმწიფოს ხერხემლისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიისთვის, რომელიც მანამდე საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი და ეს რაც შეიძლება მალე უნდა გაკეთდეს, იმისთვის, რომ…

მეტი...

“ახლოდან ვაკვირდებით იმას, რაც ხდება საქართველოში, გარკვეული შეშფოთებით”- ნატო-ს გენერალური მდივანი

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ თავდაცვის მინისტრების შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აკვირდებიან. “აქამდე უკვე გავაკეთე კომენტარი საქართველოს არჩევნების შედეგებზე და ასევე ჩვენს სურვილზე, რომ საქართველო დარჩეს ნატოსა და ევროკავშირისკენ გზაზე, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ჩვენს ღირებულებებთან თანხვედრაში. მაგრამ, ვფიქრობ, თავი უნდა შევიკავო ყოველ ჯერზე ამის გამეორებისგან, ვინაიდან, უკვე გავაკეთე [კომენტარი] და, რა თქმა უნდა, ჩვენ ახლოდან ვაკვირდებით იმას, რაც ხდება საქართველოში, გარკვეული შეშფოთებით, შეგიძლიათ დარწმუნებულები იყოთ”, – განაცხადა რუტემ.

მეტი...

“ძალადობა მიუღებელია, შვედეთს პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციები სურს”- მარია მალმერ სტენეგარდი

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია მალმერ სტენეგარდმა შვედეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული. მისივე თქმით, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელია. “საქართველოს მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები უთანასწორო სამოქმედო ველით, ფესვგადგმული პოლარიზაციით, ამომრჩევლების წინააღმდეგ ზეწოლითა და მუქარებით გამოირჩეოდა. მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელია, შვედეთს პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციები სურს. ამავდროულად, უნდა გავაგრძელოთ საქართველოში დემოკრატიული და პრო-ევროპული მოძრაობების მხარდაჭერა” – განაცხადა სტენეგარდმა.

მეტი...

„ასადი მოსკოვშია. ეს ყველა სასტიკი დიქტატორის ბედია. ივანიშვილო, გაითვალისწინე“- უილსონი

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს აფრთხილებს. ის შესაბამის განცხადებას, X-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. “გასულ წელს სირიაში ასადის ყაჩაღმა რეჟიმმა მე სახელმწიფოს მტრად გამომაცხადა. ახლა ასადი მოსკოვშია და სირია თავისუფალია. ეს ყველა სასტიკი დიქტატორის ბედია. ივანიშვილო, საეიდ, მადურო, გაითვალისწინეთ” – წერს უილსონი.

მეტი...

„მებრძოლებს ვპირდები, როგორც კი იქნება ახალი ხელისუფლება, მათ დაუწესდებათ შეღავათები“- ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი აცხადებს, რომ  აქციების დროს დაკავებულებს და  ასევე საჯარო მოხელეებს, რომლებიც სამსახურებიდან გათავისუფლდნენ, დაუწესდება შეღავათები სხვადასხვა მიმართულებით. ამის შესახებ, სალომე ზურაბიშვილმა,აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა. “მებრძოლებს მინდა დავპირდე, რომ როგორც კი ჩატარდება ახალი არჩევნები და იქნება ახალი ხელისუფლება, მათ დაუწესდეს შეღავათები სხვადასხვა მიმართულებით. ამიტომ ვამბობ, რისთვის მჭირდება სხვების თანხმობა, ეს ვერ იქნება მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილება. როგორც სხვადასხვა ქვეყანაში ხდება ომის ვეტერანებისთვის, ეს არის ჩვენი დღევანდელი ომი”- განაცხადა მან.  

მეტი...

,,ოპოზიცია გაღიზიანებულია იმ განცხადებებით, რომელსაც ვისმენთ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციიდან” – პრემიერი

,,ოპოზიცია არის გაღიზიანებული იმ განცხადებებით, რომელსაც ვისმენთ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციიდან, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ეს განცხადებები თავიდან ბოლომდე უპირისპირდება იმ ე.წ. ნარატივს, რომელსაც ისინი თავს ახვევდნენ საზოგადოებას მთელი ამ წლების განმავლობაში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მას არ უკვირს ოპოზიციის დუმილი, რადგან უჭირთ კითხვებზე პასუხების გაცემა. „მათი გზავნილების მიხედვით არსებობდა იდეალური დასავლეთი, რომელსაც არ ჰქონდა არანაირი მანკიერი განზრახვა ჩვენი ქვეყნის მიმართ, თუმცა გამოვლინდა, რომ იყო ძალიან მძიმე მიმდინარეობები დასავლეთის მხრიდან, რომლებიც უპირისპირდებოდა ჩვენს სუვერენიტეტს. შესაბამისად, თავიდან ბოლომდე…

მეტი...

,,ევროპარლამენტის რეზოლუციას არ აქვს არაფრის ფასი თავისი უსამართლო ბუნებიდან და შინაარსიდან გამომდინარე” – პრემიერი

,,ჩვენთვის ევროპარლამენტის რეზოლუციას არ აქვს არაფრის ფასი თავისი უსამართლო ბუნებიდან და შინაარსიდან გამომდინარე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, დღემდე 5 რეზოლუცია დაამტკიცა საქართველოს შესახებ ევროპარლამენტმა და ხუთივე იყო ერთმანეთზე არასერიოზული და ეს არის მორიგი, მე-6 არასერიოზული პროექტი, რომელიც დაინიცირდა ევროპარლამენტში. „რა თქმა უნდა, ამ პროექტს ისევე, როგორც წინა რეზოლუციებს აქვს აბსოლუტურად არაფრის, ჩალის ფასი ჩვენთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ეს რეზოლუციები არ ასახავს იმ რეალობას, რომელიც არის შექმნილი ჩვენს ქვეყანაში. რეალობა არის ის, რომ საქართველოში ქვეყანა იმართება დემოკრატიულად, ოპოზიცია არის თავისი…

მეტი...

,,USAID-იდან სხვადასხვა ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოში იმართებოდა რევოლუციური პროცესები” – პრემიერი

,,ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გამოვხატოთ ჩვენი კმაყოფილება იმით, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია საუბრობს იმ ყველაფერზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით გასული 3-4 წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, საქართველოშიც USAID პირდაპირ იყო უხეშად ჩართული პოლიტიკურ პროცესებსა და უშუალოდ საარჩევნო პროცესებში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, USAID ჩართული იყო რევოლუციური პროცესების დაგეგმვასა და განხორციელებაში. „USAID ჩართული იყო რევოლუციური პროცესების დაგეგმვასა და განხორციელებაში. ამის კონკრეტული მტკიცებულებები არსებობს, მათ შორის ვიდეო-მტკიცებულებები. გახსოვთ, იგივე „კანვასის“ ტრენინგი, სხვადასხვა აქტივობა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის უკიდურესად მიუღებელი და ძალიან კარგია,…

მეტი...

,,პროცესები, რაც მანამდე იმართებოდა ამერიკული დაფინანსებით, დღეს იმართება მეტწილად ევროპული დაფინანსებით” – პრემიერი

,,ჩვენ უახლოეს მომავალში ვგეგმავთ კანონპროექტის დაინიცირებას, რომლითაც კიდევ უფრო მეტად დაიხვეწება გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა და ეს დამატებით წვლილს შეიტანს ჩვენი სუვერენიტეტის განმტკიცებაში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია საუბარი პარტნიორებთან, პირველ რიგში ამერიკელ პარტნიორებთან, ახალ ადმინისტრაციასთან. „თქვენ ხედავთ, რომ პროცესები, რაც მანამდე იმართებოდა ამერიკული დაფინანსებით, დღეს უკვე იმართება მეტწილად ევროპული დაფინანსებით. ამასაც სჭირდება ყურადღების მიქცევა. არ შეიძლება, ვინმემ ევროპული სტრუქტურებიდან მხარი დაუჭიროს, დააფინანსოს რევოლუციური პროცესები. ჩვენ ამასაც უნდა დავუპირისპირდეთ. ჩვენ ღრმად უნდა შევისწავლოთ, მათ შორის ევროპის დემოკრატიის…

მეტი...

თვითმფრინავი, რომელსაც ბელგიის დედოფალი გადაჰყავდა, სახიფათო გაუმართაობის გამო, ავარიულად დაეშვა

Daily Mail-ის ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომელსაც ბელგიის დედოფალი მატილდა გადაჰყავდა, სახიფათო გაუმართაობის გამო, ავარიულად დაეშვა. ფრენის დროს თვითმფრინავის საქარე მინა დაზიანდა, რაც ავარიული დაშვების მიზეზი გახდა. 52 წლის დედოფალი კოსტა რიკაში სამდღიანი ვიზიტით უნდა ჩაფრენილიყო, რომელიც ორგანიზებული იყო UNICEF ბელგიისა და UNICEF კოსტა რიკის მიერ. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და თვითმფრინავი სან ხოსე ხუან სანტამარიას საერთაშორისო აეროპორტში განრიგზე 15 წუთით ადრე დაეშვა.

მეტი...

სომხეთის პარლამენტმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების კანონპროექტს მხარი დაუჭირა

სომხეთის პარლამენტმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების კანონპროექტს მხარი დაუჭირა. კანონპროექტის მომხრე 63 დეპუტატი იყო, შვიდი კი წინააღმდეგ წავიდა. კანონპროექტის ინიციატორი არის სამოქალაქო ინიციატივა „დემოკრატიული ძალების პლატფორმა“, რომელმაც ორ თვეში 60 ათასი ხელმოწერა შეაგროვა. ეს ხელმოწერები აუცილებელი იყო ეროვნულ ასამბლეაში განსახილველად პროექტის წარდგენისთვის. 2024 წლის 9 იანვარს პროექტი დაამტკიცა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ.

მეტი...

საბერძნეთის პარლამენტმა პრეზიდენტის თანამდებობაზე კონსტანტინოს ტასულასი აირჩია

Reuters-ის ინფორმაციით, საბერძნეთის პარლამენტმა პრეზიდენტის თანამდებობაზე კონსტანტინოს ტასულასი აირჩია. ბერძენმა დეპუტატებმა ხმის მიცემის მეოთხე ტურში კონსერვატიული მთავრობის კანდიდატისა და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, კონსტანტინოს ტასულასის კანდიდატურას მხარი 160 ხმით დაუჭირეს. კონსტანტინოს ტასულასი, რომლის ინაუგურაციაც 13 მარტს გაიმართება საბერძნეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე კატერინა საკელაროპულუს შეცვლის. ცნობისთვის, საბერძნეთის პარლამენტში პრეზიდენტის ასარჩევად მეოთხე ტურის ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პირველ სამ ტურში გამარჯვებისთვის საჭირო ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. მეოთხე ტურში გამარჯვებისთვის საჭირო 151 ხმა იყო.

მეტი...

საქართველოს მოქალაქეებისთვის მალაიზიაში საზღვრის კვეთის გამარტივებული პროცედურა ამოქმედდა

საქართველოს მოქალაქეებისთვის ქ. კუალა-ლუმპურის საერთაშორისო აეროპორტში გამარტივებული საპასპორტო კონტროლის პროცედურა ამოქმედდა, რაც საშუალებას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს, საიმიგრაციო გამშვები პუნქტის გავლის გარეშე შევიდნენ ქვეყანაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აუცილებელია, საქართველოს მოქალაქეებმა მალაიზიაში ჩასვლამდე, 72 საათის განმავლობაში შეავსონ ონლაინ აპლიკაცია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქმედებს უვიზო რეჟიმი მალაიზიის ტერიტორიაზე შესვლის, გასვლის ან ტრანზიტით გავლის შემთხვევაში. ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 (ოცდაათ) დღეს.

მეტი...

,,ნატო უფრო ძლიერი, უფრო მომაკვდინებელი უნდა იყოს და არა დიპლომატიური კლუბი” – პიტ ჰეგსეტი

,,ჩამოვედი ნატოს შტაბ-ბინაში. ჩვენი მისწრაფება ნათელია: ნატო უნდა იყოს უფრო ძლიერი, უფრო მომაკვდინებელი, და არა დიპლომატიური კლუბი. დროა მოკავშირეებმა ამას ფეხი აუწყონ“, – დაწერა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა სოციალურ ქსელ X-ზე. ცნობისთვის, ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის „რამშტაინის ფორმატის“ შეხვედრა იმართება. ჰეგსეტი მასში პირველად იღებს მონაწილეობას.

მეტი...

,,ყველა ქვეყანა, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატები, იცავს თავისი ქვეყნის ინტერესს” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება პირველ რიგში, ქვეყნისა და ქართველი ხალხის ინტერესებს გაატარებს, თუმცა პარალელურად, უცხოელ პარტიონებთან თანამშრომლობისთვის მზადაა. ამის შესახებ მან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა. „ყველა ქვეყანა, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატები, იცავს თავისი ქვეყნის ინტერესს. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია, იმისთვის აირჩიეს, რომ გაატაროს თავისი ქვეყნის ინტერესები – ისეთი პოლიტიკა, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება თავიანთი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის. რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპი ან ევროკავშირის რომელიმე გაზულუქებული ბიუროკრატი, რომელიც საქართველსოთან დაკავშირებით აკეთებს არასამართლიან განცხადებებს, ვერ…

მეტი...

,,რუსეთს არასდროს განუხილავს და არც მომავალში განიხილავს თავისი ტერიტორიების გაცვლის თემას, ეს შეუძლებელია” – პესკოვი

,,რუსეთს არასდროს განუხილავს და არც მომავალში განიხილავს თავისი ტერიტორიების გაცვლის თემას, ეს შეუძლებელია”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა. მისი თქმით, უკრაინული სამხედრო შენაერთები რუსეთის ტერიტორიიდან განდევნილი და განადგურებული იქნებიან. დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ მოსკოვის პოზიცია უკრაინაში ვითარების დასარეგულირებლად გამჭვირვალე და თანმიმდევრულია, რაც გულისხმობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ღიაა სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის.

მეტი...

სტომატოლოგიურ კლინიკაში მისული ქალი მოულოდნელად გარდაიცვალა

ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე სტომატოლოგიურ კლინიკაში 65 წლამდე ქალი გარდაიცვალა. ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს და აღნიშნავს, რომ გარდაცვლილი პროზექტურაშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, ქალი კლინიკაში მისვლიდან რამდენიმე წუთში გახდა ცუდად, იქამდე ვიდრე სტომატოლოგიური მომსახურება ჩაუტარდებოდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს პაციენტი უკვე გარდაცვლილი დახვდა. გამოძიება სსკ–ის 116–ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

მეტი...

ბოლო 24 საათში საბერძნეთში 5,1 მაგნიტუდამდე სიმძლავრის 794 მიწისძვრა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საბერძნეთში დაფიქსირდა 794 მიწისძვრა 5,1 მაგნიტუდამდე. მათ შორის: 1 მიწისძვრა 5 და მეტი მაგნიტუდით, 23 მიწისძვრა, სიძლიერე 4-დან 5 ქულამდე, 214 მიწისძვრა, სიძლიერე 3-დან 4 ქულამდე და 459 მიწისძვრა, სიძლიერე 2-დან 3 ქულამდე. volcanodiscovery.com-ის ცნობით, ამ დროისთვის, აღნიშნული მიწისძვრების შედეგად სერიოზული ზიანი ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. სეისმოლოგები განაგრძობენ სიტუაციის მონიტორინგს.

მეტი...

,,ჩვენ ვერ ვიხელმძღვანელებთ იმით, რა მოეწონება და რა არა ბრიუსელში რომელიღაც გაზულუქებულ ბიუროკრატს” – კახა კალაძე

„ჩვენ ვერ ვიხელმძღვანელებთ იმით, რა მოეწონებათ და რა არა ბრიუსელში რომელიღაც გაზულუქებულ ბიუროკრატს – ჩვენ გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან“, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებებთან დაკავშირებით. „საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ქვეყნის ინტერესების დაცვას, გააგრძელებს ყველა იმ გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც ქვეყნისთვის, მისი მომავლისთვის არის საჭირო და მნიშვნელოვანი. ჩვენ ვერ ვიხელმძღვანელებთ იმით, რა მოეწონება და რა არა ბრიუსელში რომელიღაც გაზულუქებულ ბიუროკრატს. ჩვენ გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან და ყოველთვის გავატარებთ ისეთ პოლიტიკას, როგორიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას და მის მომავალს“, – განაცხადა კახა კალაძემ. რაც შეეხება კითხვას,…

მეტი...

,,იმედი მაქვს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ბოლომდე მიიყვანს იმ დაპირებას, რაც გასცა USAID-თან დაკავშირებით” – კახა კალაძე

„ის, რაზეც ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით, დადასტურდა, როდესაც გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და დახურა ის კრიმინალური ორგანიზაცია, რომელსაც USAID ერქვა“, – აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტების შეკითხვებზე საპასუხოდ გააკეთა. მისი თქმით, საქართველოში ხელისუფლების დამხობის მცდელობა არ იყო პირველი შემთხვევა. „საქართველოს ხელისუფლებას თავის ხალხთან დასამალი არაფერი აქვს, ყოველთვის სიმართლეს ვეუბნებით საზოგადოებას. ის, რაზეც ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით, დადასტურდა, როდესაც გამოვიდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და დახურა ის კრიმინალური ორგანიზაცია, რომელსაც USAID ერქვა; ორგანიზაცია, რომელიც თანხებს ხარჯავდა ქვეყანაში პოლარიზაციაში, დაპირისპირებაში, საზოგადოების გახლეჩაში, სახელმწიფო გადატრიალების არაერთ მცდელობაში…

მეტი...

,,დღეს უკრაინა განსაცდელშია და არ მსურს პოლემიკაში შევიდე ჭირისუფალთან” – კახა კალაძე

„რა პასუხს ელოდებით ჩემგან მაშინ, როცა უკრაინა არის უმძიმეს მდგომარეობაში?“, – ამის შესახებ თბილისის მერმა მედიის შეკითხვის საპასუხოდ ისაუბრა, რომელიც უკრაინელი ფეხბურთელის, ანდრეი შევჩენკოს განცხადებას ეხებოდა. კახა კალაძის თქმით, ახლა უკრაინა განსაცდელშია, შევჩენკო ჭირისუფალია და ამ ეტაპზე, არ სურს პოლემიკაში შევიდეს ჭირისუფალთან და განმარტებები აკეთოს განცხადებაზე, სადაც შევჩენკო საუბრობს, რომ თბილისის მერთან ურთიერთობა აღარ აქვს. „რა პასუხს ელოდებით ჩემგან მაშინ, როცა უკრაინა არის უმძიმეს მდგომარეობაში? არაერთხელ გამიკეთებია განცხადება ამასთან დაკავშირებით, რომ მტერს არ ვუსურვებ ისეთ სიტუაციაში ყოფნას, რომელშიც ეს ქვეყანა და უკრაინელი ხალხი იმყოფება. ახლა უკრაინა განსაცდელშია, სისხლისგან იცლება. რაც…

მეტი...

,,საქართველო უსწრებს ევროკავშირის 7 და ნატოს 11 წევრ ქვეყანას” – შალვა პაპუაშვილი

,,საქართველო უსწრებს ევროკავშირის 7 და ნატოს 11 წევრ ქვეყანას. ევროკავშირის წევრობის კანდიდატებიდან ყველას!”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს. ,,მაშინ, როცა ფრანჩიზული ადგილობრივი ენჯეო ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, შვედეთის დაფინანსებით, საქართველოს დესტაბილიზაციას ცდილობს, ნამდვილი “საერთაშორისო გამჭვირვალობა” კორუფციის აღქმის ახალ გლობალურ ინდექსს აქვეყნებს. კვლევის შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს ბრიუსელის ფარისევლობას და ორმაგ სტანდარტებს. მაშინ, როცა ზოგიერთი ბრიუსელელი ჩინოვნიკი საქართველოს ,,უკუსვლის” აღქმის დანერგვას ცდილობს, ფაქტები საპირისპიროს ამტკიცებენ. საქართველო უსწრებს ევროკავშირის 7 და ნატოს 11 წევრ ქვეყანას. რაც შეეხება ევროკავშირის წევრობის კანდიდატებს – გამოიცანით, რამდენს ვუსწრებთ… ყველას! ბრიუსელის მიერ საქართველოსთან…

მეტი...

,,მოღალატეობრივ ქმედებებზე ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ის დანაშაულებრივი ქმედებები, რომლებიც წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩაიდინეს, პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს. როგორც მან პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებულ შეკითხვაზე განაცხადა, წინა ხელისუფლების ქმედებებმა ქვეყანას ტერიტორიების გარკვეული ნაწილი დააკარგინა. „ჩვენი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო იმ დანაშაულების გამოძიება, რომლებიც წინა ხელისუფლებამ და მასთან ასოცირებულმა კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიებმა თუ პიროვნებებმა ჩაიდინეს. არავის უნდა ეპატიოს მაგალითად, ქვეყნის ტერიტორტიების ჩაბარება რუსეთზე. მათი ბინძური, უგუნური, გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგად, ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიების გარკვეული ნაწილი. განადგურებული ინფრასტრუქტურა, დაღუპული გმირი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა, უმძიმესი შედეგები მივიღეთ და ეს ჭრილობები ჯერაც არ მოგვიშუშებია.…

მეტი...

ვრცელდება წითელას ეპიდემია – ინფიცირებულთა უმეტესობა სკოლის ასაკის ბავშვია

ტეხასის ჯანდაცვის დეპარტამენტმა გეინსის ოლქში წითელას ეპიდემიის გავრცელება დაადასტურა. ამ დროისთვის გამოვლენილია 10 შემთხვევა, რომელთაგან 8 სკოლის ასაკის ბავშვია. ჯანდაცვის წარმომადგენლების ინფორმაციით, ინფიცირებულთა უმეტესობა სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მაღალი ინფიცირების რისკისა, შესაძლოა, ვირუსი უფრო ფართოდ გავრცელდეს, როგორც გეინსის ოლქში, ასევე მიმდებარე რეგიონებშიც. წითელა გადამდები ვირუსული ინფექციაა, რომელიც ვრცელდება ჰაერის საშუალებით, ხველის ან ცემინების დროს. ვირუსი გარემოში ინფექციური რჩება ინფიცირებული პირის წასვლის შემდეგაც, დაახლოებით ორი საათის განმავლობაში. მოსახლეობას მოუწოდებენ, ყურადღება მიაქციონ წითელას სიმპტომებს, რომლებიც მოიცავს მაღალ სიცხეს, ხველას, სურდოს, წითელ და წყლიან თვალებს, რასაც მოგვიანებით სხეულზე გავრცელებული გამონაყარი ემატება.…

მეტი...

ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გულეიშვილი ბუნებრივი გაზის მომხმარებლებს მოუწოდებს, თუ ამ დრომდე ბუნებრივი გაზის მიწოდება მათთან არ არის აღდგენილი, სამსახურს მიაწოდონ ინფორმაცია (მისამართი, კორპუსი, საკონტაქტო პირი, ტელეფონის ნომერი). ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია ნომერზე 2 42 01 90 ან სოციალური გვერდის საშუალებით: https://www.facebook.com/energyombudsman

მეტი...

,,ქვეყანა მზად არის მოლაპარაკებებისთვის, ახლა ამ გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია ევროკავშირზე” – პრემიერი

,,საქართველოში ძალიან სტაბილური სიტუაცია გვაქვს. ქვეყანა იზრდება ეკონომიკურად და ბევრი სხვა მიმართულებითაც. ჩვენ ურყევად მივყვებით ქვეყნის განვითარების გზას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, PhoenixTV-ის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, არსებითად, ქვეყანა მზად არის მოლაპარაკებებისთვის. „ახლა ამ გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია ევროკავშირზე. ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ამავე დროს, ჩვენ მტკიცედ მივყვებით ქვეყნის განვითარების და რეფორმების გატარების გზას. ასე რომ, ქვეყანა კიდევ უფრო დიდ პროგრესს მიაღწევს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. კითხვაზე, მოლაპარაკებების დაწყებამდე აუცილებელია თუ არა, კიდევ 4 წელი დაიცადოს ქვეყანამ, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს დამოკიდებულია…

მეტი...

სასამართლომ გიგი უგულავა 5 000 ლარით დააჯარიმა

სასამართლომ, გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა სამართალდამრღვევად ცნო და 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. სასამართლო პროცესს გიგი უგულავა არ დასწრებია. ცნობისთვის, გიგი უგულავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-4 ნაწილით, 17 იანვარს, პარლამენტთან აქციაზე სატრანსპორტო ზოლის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ. მას ,,თბილისი მოლთან” გამართული აქციის დროსაც ედავებიან გზის გადაკეტვას. ის 4 თებერვალს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლით დააკავეს, რაც სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.

მეტი...