აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია არ აპირებს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების უკრაინაში გაგზავნას. „ჩვენ არ გავგზავნით აშშ-ის ჯარებს უკრაინაში“– განაცხადა ჰეგსეტმა. ამასთან, გერმანიაში ჟურნალისტებთან საუბრისას ჰეგსეტმა აღნიშნა, რომ მიმდინარე კვირაში, ევროპელ მოკავშირეებთან შეხვედრისას მათ თავდაცვაზე მეტი თანხის დახარჯვისკენ მოუწოდებს.
მეტი...დღე: თებერვალი 11, 2025
„მე ვაგზავნი ფინანსთა მინისტრს უკრაინაში პრეზიდენტ ზელენსკისთან შესახვედრად”- ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი უკრაინაში ჩავა. „მე ვაგზავნი ფინანსთა მინისტრს, სკოტ ბესენტს უკრაინაში პრეზიდენტ ზელენსკისთან შესახვედრად. ეს ომი უნდა დასრულდეს უახლოეს მომავალში, ძალიან ბევრია მსხვერპლი და ნგრევა. ამერიკა როდესაც ძლიერია, სამყარო მშვიდია“- წერს ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში. გასულ კვირაში ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის იშვიათი მინერალების მარაგზე წვდომის უზრუნველყოფის შემთხვევაში აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინას სამხედრო დახმარების გაგრძელებას ჰპირდება. ცნობისთვის, უკრაინას ურანის, ლითიუმისა და ტიტანის უდიდესი მარაგები აქვს.
მეტი...“ამერიკის გარეშე უსაფრთხოების გარანტიები რეალური არაა”- ზელენსკი
“ამერიკის გარეშე უსაფრთხოების გარანტიები რეალური უსაფრთხოების გარანტიები არაა”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინისთვის ამერიკულ დახმარებას შეაჩერებს, ევროპა შექმნილი სივრცის შევსებას ვერ შეძლებს. “არის ხმები, რომლებიც ამბობენ, რომ ევროპას შეუძლია უსაფრთხოების გარანტიების გაცემა ამერიკელების გარეშე, და ყოველთვის ვამბობ, რომ არა. ამერიკის გარეშე უსაფრთხოების გარანტიები რეალური უსაფრთხოების გარანტიები არაა… მათ, ვინც უკრაინის გადარჩენაში გვეხმარება, [შანსი ექნებათ] მოახდინონ მისი რესტავრაცია, თავისი ბიზნესებით უკრაინულ ბიზნესებთან ერთად. ამ ყველაფერზე მზად ვართ დეტალურად ვისაუბროთ” – განაცხადა ზელენსკიმ.
მეტი...აშშ-ის სახაზინო მდივანი კიევში იშვიათი ლითონების საკითხის განსახილველად ჩავა
აშშ-ის სახაზინო მდივანი კიევში ჩავა იშვიათი ლითონების საკითხის განსახილველად. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ცნობისთვის, აქამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას იშვიათი ლითონებისადმი წვდომის მოპოვება სურს უკრაინისთვის ამერიკული დახმარების სანაცვლოდ. “მათ ვუთხარი, რომ დაახლოებით 500 მილიარდი აშშ დოლარის ეკვივალენტი იშვიათი ლითონები მსურს. და ისინი არსებითად დათანხმდნენ ამას, ასე რომ, როგორც მინიმუმ, უტვინოდ არ ვგრძნობთ თავს” – განაცხადა ტრამპმა. უკრაინისთვის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ მიმდინარე კვირას (მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციამდე) ის კიევში ტრამპის ადმინისტრაციიდან “სერიოზულ ხალხთან” შეხვედრებს გეგმავს, მაგრამ არ დაუკონკრეტებია ვისთან. უკრაინის პრეზიდენტმა ცალკე აღნიშნა, რომ უკრაინა იშვიათი ლითონების…
მეტი...“აშშ-ში ერთი ადამიანი გარდაიცვალა ფრინველის გრიპით”- ინფექციონისტი
“კოვიდ-პანდემიის შემდეგ ადამიანები მეტად დაინტერესდნენ იმ ინფექციებით, რომლებსაც აქვთ პოტენციალი გამოიწვიონ ახალი პანდემია. ამის რისკი, ცხადია, მუდმივად არსებობს და შესაბამისად, მაღალი რისკის მქონე ინფექციური აგენტების მონიტორინგი ჯანმოს, აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) თუ სხვა უწყებების მიერ მუდმივად მიმდინარეობს”- ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი წერს. „მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ ბევრი კითხვებია ფრინველის გრიპზეც. მისივე ინფორმაციით, აშშ-ში ერთი ადამიანი გარდაიცვალა ფრინველის გრიპით. “ბოლო პერიოდში ბევრი კითხვაა ფრინველის გრიპზე (H5N1), რომლის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება და შფოთვა დაკავშირებულია ამ ვირუსით გამოწვეულ მაღალ ლეტალობასთან (შემთხვევების 50%-მდე). შეგახსენებთ, ეს ის ვირუსია, რომელმაც 2006 წელს მაშინდელი ჯანდაცვის…
მეტი...“ჰამასი“ მძევლებს 15 თებერვლამდე თუ არ გაათავისუფლებს, ღაზაში ინტენსიური ბრძოლები განახლდება”- ნეთანიაჰუ
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ „ჰამასი“ მძევლებს 15 თებერვლამდე თუ არ გაათავისუფლებს, ღაზაში ინტენსიური ბრძოლები განახლდება. „ჰამასი“ ჩვენს მძევლებს შაბათს შუადღემდე თუ არ დააბრუნებს, ცეცხლის შეწყვეტა დასრულდება და ისრაელის თავდაცვის ძალები ინტენსიურ ბრძოლებს განაახლებენ, ვიდრე „ჰამასი“ საბოლოოდ არ დამარცხდება“- განაცხადა ნეთანიაჰუმ. შეგახსენებთ, „ჰამასის“ სპიკერმა, ჰუდჰაიფა კაჰლოუტმა განაცხადა, რომ ისრაელმა არ შეასრულა ვალდებულებები ცეცხლის შეწყვეტის კუთხით, რის გამოც შაბათს დაგეგმილი მძევლებისა და პატიმრების გაცვლა გადაიდება. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი განაცხადა, რომ შაბათს ღაზაში მყოფი ყველა მძევალი თუ არ გათავისუფლდება, ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაუქმებას შესთავაზებს.
მეტი...რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს
სამართალდამცველების წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. ისინი სკანდირებენ: “თავისუფლება პოლიტპატიმრებს, ცეცხლი ოლიგარქიას!” აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ, გათავისუფლდეს “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი, რომელიც პროტესტის ნიშნად 31-ე დღეა შიმშილობს. გარდა ამისა, ისინი ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.
მეტი...ზელენსკი აცხადებს, რომ მოლაპარაკების შემთხვევაში, რუსეთს ტერიტორიების გაცვლას შესთავაზებს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი თუ შეძლებს, უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვას, ის რუსეთს შესთავაზებს ტერიტორიების პირდაპირ გაცვლას. „ჩვენ გავცლით ერთ ტერიტორიას მეორეზე“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, არ იცის, რუსეთის მიერ ოკუპირებული მიწების რომელ ნაწილს მოითხოვს სანაცვლოდ. „არ ვიცი, ვნახოთ, თუმცა ყველა ჩვენი ტერიტორია არის მნიშვნელოვანი, აქ არ არის პრიორიტეტი“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მეტი...“ცეცხლი ოლიგარქიას” – რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობას მართავენ
აქციის მონაწილეები, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან იყვნენ შეკრებილი, რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობას მართავენ. მათ სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ. ისმის შეძახილები „არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა“, „ცეცხლი ოლიგარქიას“. „ეს არის შეშინებული რეჟიმი, ხალხის ძალის ეშინიათ. ნამდვილი ძალა არის ხალხში. ჩვენ დავანახეთ მსოფლიოს და ამ რუსულ ხელისუფლებას, რომ ძალა ჩვენშია“- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. საპროტესტო აქციაა აჭარის მთავრობის სახლთანაც. დღეს პროტესტის 76-ე დღეა. მოქალაქეები ხელახალ არჩევნებს და აქციების დროს დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას მოითხოვენ.
მეტი...ურსულა ფონ დერ ლაიენი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს შეხვდა. “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევროპაში, ვიცე-პრეზიდენტო ვენს. მადლობა კარგი დისკუსიისთვის ჩვენი, როგორც მოკავშირეების, საერთო გამოწვევებზე. უსაფრთხოებიდან და სტაბილურობიდან დაწყებული ტექნოლოგიის დიდ პერსპექტივებამდე და არასაბაზრო ჭარბი სიმძლავრეების დიდ გამოწვევამდე. მოუთმენლად ველი თანამშრომლობის გაგრძელებას აშშ-ის პრეზიდენტთან და თქვენთან. გნახავთ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე” – წერს ფონ დერ ლაიენი. ცნობისთვის, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 14-16 თებერვალს გაიმართება. აშშ-დან მას ვიცე-პრეზიდენტი ვენსი და უკრაინისა და რუსეთის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი დაესწრებიან. კონფერენციას ასევე დაესწრება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. “განვიხილეთ უკრაინა – რუსეთის ომი,…
მეტი...“განვიხილეთ უკრაინა – რუსეთის ომი, ევროპის გაძლიერება და ჩინეთის ქმედებები”- კაია კალასი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე
პლატფორმა X-ზე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს შორის გამართული შეხვედრას ეხმაურება, რომელსაც თავადაც ესწრებოდა. მისი თქმით, ფონ დერ ლაიენთან ერთად მათ ვენსთან “უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი, ევროპის თავდაცვის გაძლიერება და ჩინეთის ქმედებები” განიხილეს. კალასის თქმით, “მაშინ, როდესაც ჩვენი მოწინააღმდეგეები თავიანთი ქმედებების კოორდინაციას ახდენენ, ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ”
მეტი...საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკები დაფიქსირდა
1 თებერვლიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება. ამის შესახებ განცხადებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოში განმარტავენ, რომ აღნიშნული შემთხვევა ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული. „11 თებერვლიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა…
მეტი...„მნიშვნელოვანია, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მივიტანო გზავნილები, თუ რა ხდება დღეს საქართველოში“- ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პლატფორმები, რომლებიც ახლა იქმნება, არის პირველი რეალური პოლიტიკური პროცესი და ეს არის ის პროცესი, რომელსაც ყველა ელოდა. ზურაბიშვილი ამბობს, რომ მთავარ გზავნილებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გააჟღერებს. “მნიშვნელოვანია, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სხვადასხვა სახელმწიფოს ხელმძღვანელთან მივიტანო გზავნილები, თუ რა ხდება დღეს საქართველოში, სადაც არის არა მხოლოდ დიქტატურა, რუსული რეჟიმი, რეპრესიები, არამედ ის, რომ აქ დგას საშიშროება, რომ რუსეთმა მოიგოს ის, რაც ვერასდროს მოიგო და ეს იყოს პირველი ასეთი მარცხი დასავლეთისთვის, ევროპისთვის და ამერიკის ახალი ადმინისტრაციისთვის”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მეტი...“პირდაპირი საუბრები მიდის ეკონომიკური კრიზისის ხელოვნურად გამოწვევასთან დაკავშირებით”- პრემიერი
“კოორდინირებული მცდელობაა, დააზიანონ ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები, ამ ყველაფერს სჭირდება გამოძიება” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბაიში ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას შეეხებოდა. პრემიერის განმარტებით, გამოძიება აბსოლუტურად რელევანტურია, დანარჩენს კი პროკურატურა, ხოლო საბოლოო ჯამში სასამართლო დაადგენს. „ვფიქრობ, აბსოლუტურად რელევანტურია ეს გამოძიება, დანარჩენს თავად პროკურატურა დაადგენს და, საბოლოო ჯამში, სასამართლო დაადგენს. თუ გავცდებით სამართლებრივ შეფასებას და პოლიტიკურად შევხედავთ იმ მოვლენებს, რომლებიც ვითარდება ამ წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში, ნახავთ, რომ არის კოორდინირებული მცდელობა, დააზიანონ ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები. რა თქმა უნდა, წარმატებას შესაბამისი ძალები ვერ აღწევენ,…
მეტი...„იმედია, ევროკავშირი გადაერთვება საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე და ნაკლებად ვიხილავთ თავდასხმას ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე“- კობახიძე
„მე დიდი იმედი მინდა ვიქონიო, რომ ამ ფონზე, მათ შორის, ამ 25%-იანი ტარიფების ფონზე, ევროკავშირი უფრო მეტად გადაერთვება საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე და ნაკლებად ვიხილავთ ჩვენ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან თავდასხმას ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე, ქართულ სახელმწიფოზე“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დუბაიში განუცხადა. პრემიერი ამბობს, რომ ევროპელმა ბიუროკრატებმა არ უნდა შეუშალონ ხელი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარებას. „ეს არის აშშ-ის და ევროკავშირის საქმე. ჩვენ მცირე ქვეყანა ვართ და ჩვენი მისია ვერ იქნება ამ ურთიერთობებში ჩარევა. იმედია, რომ აშშ და ევროკავშირი ერთმანეთში გაერკვევიან. ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა – ევროკავშირი მოკლებული იყო არსებითად სუვერენიტეტს,…
მეტი...ზელენსკის თქმით, ამ კვირას უკრაინას ტრამპის გუნდის წევრები ეწვევიან
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინას ამ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გუნდის წევრები ეწვევიან. მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ უკრაინისა და აშშ-ის გუნდები პრაქტიკულ სამუშაოზე კონცენტრირდნენ და მთავარ მოვლენებზე საერთო ხედვა ჰქონდეთ ჩამოყალიბებული. „ჩვენ ძალიან ბევრს ვიმუშავებთ. ამ კვირას პრეზიდენტ ტრამპის გუნდის წევრები ჩამოვლენ. სერიოზული ხალხია. უკრაინაში ჩემი გუნდის წევრები მათთან შეხვედრას, საუბარს გამართავენ, იმუშავებენ“, – ციტირებს უკრაინული მედია ზელენსკის. ზელენსკის არ უთქვამს კონკრეტულად, თუ ვინ ჩამოდის უკრაინაში, თუმცა აღნიშნა, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ის რიგ შეხვედრებს გამართავს, მათ შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან ჯეი დი ვენსთან.
მეტი...,,ფედერალური შემწეობების პროგრამებში თაღლითობის დონე სხვა თაღლითობებს ერთად აღებულს აღემატება” – მასკი
,,ფედერალური შემწეობების პროგრამებში თაღლითობის დონე სხვა თაღლითობებს ერთად აღებულს აღემატება”, – ამის შესახებ კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა X-ზე დაწერა. „ამ დროისთვის, მე 100% დარწმუნებული ვარ, რომ ფედერალურ შემწეობებში (სოციალური უზრუნველყოფა, Medicare, Medicaid, შშმ პირების დახმარება და ა.შ.) თაღლითობის დონე სხვა თაღლითობებს ერთად აღებულს აღემატება, რაც კი ოდესმე გსმენიათ შესყიდვების ფედერალური მარეგულირებლისგან. ის ახლოსაც ვერ მივა“, – დაწერა მასკმა.
მეტი...ირაკლი კობახიძე ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს, აჰმედ ალ აბდულა ალ აჰმედ ალ საბაჰს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს, აჰმედ ალ აბდულა ალ აჰმედ ალ საბაჰს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს შორის როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას. ირაკლი კობახიძემ ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკას და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივებს. საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოს და სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ტურიზმის, უძრავი ქონებისა და ენერგეტიკის სექტორებში ინვესტირების შესაძლებლობებს. აღინიშნა, რომ ტურიზმი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია და ამ კუთხით ქუვეითის სახელმწიფოსთან თანამშრომლობის…
მეტი...მკლავჭიდის ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ჩემპიონატი თბილისში ჩატარდება
მკლავჭიდის ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ჩემპიონატი, East & West 15-16 თებერვალს თბილისში ჩატარდება. შეჯიბრში მსოფლიოს საუკეთესო მკლავჭიდელები მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის იქნება ლეგენდარული დევონ ლარატი. ლევან საგინაშვილი, იგივე ჰალკი, ტურნირში მონაწილეობას არ მიიღებს. ამჯერად შეჯიბრში 4 ქართველი, გენადი კვიკვინია, ირაკლი ზირაქაშვილი, ბეთქილი ონიანი და ბაჩო საგინაშვილი გამოვლენ. რეგლამენტის მიხედვით, როგორც შარშანდელი გამარჯვებული, ამ ტურნირის ჩემპიონს შემდეგ შეჯიბრზე დაუპირისპირდება.
მეტი...,,მზია ამაღლობელის მონიტორინგის პროცესი და მხარდამჭერი თერაპია გრძელდება” – ზურაბ ჩხაიძე
„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მონიტორინგის პროცესი და მხარდამჭერი თერაპია გრძელდება. „მისი ზოგადი მდგომარეობა რჩება იგივე. ძირითადად უჩივის ზოგად საერთო სისუსტეს და პაციენტს უგრძელდება მონიტორინგის პროცესი, მხარდამჭერი თერაპია. იცით, რომ ჩატარდა საკონტროლო დამატებითი ლაბორატორიული კვლევები. შედეგების ნახვის შემდგომ მას აეხსნა მოსალოდნელი გართულებების შესახებ და პაციენტმა თანხმობა განაცხადა, რომ მონიტორინგის პროცესი კლინიკის პირობებში გაგრძელდეს“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
მეტი...,,ისრაელმა უნდა დაასრულოს პალესტინის მიწების ოკუპაცია და აანაზღაუროს ზარალი” – ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, მალაიზიის პრემიერ-მინისტრთან, ანვარ იბრაჰიმთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ისრაელმა უნდა დაასრულოს პალესტინის მიწების ოკუპაცია და აანაზღაუროს მის მიერ გამოწვეული ზარალი. მისი თქმით, 1967 წლის საზღვრებზე დაყრდნობით, პალესტინის დამოუკიდებელი, სუვერენული და გეოგრაფიულად ინტეგრირებული სახელმწიფოს შექმნა, დედაქალაქით აღმოსავლეთ იერუსალიმში, არის „არსებითი“. ღაზის სექტორის დახმარებაზე საუბრისას, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ არაბული ანკლავის მხარდაჭერა შესაძლებელია, თუ „სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის” წევრი ქვეყნები ერთობლივად იმოქმედებენ. თავის მხრივ, მალაიზიის პრემიერ-მინისტრმა, ანვარ იბრაჰიმმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საუბრისას თქვა, რომ ისრაელის აგრესიული და ექსპანსიონისტული პოლიტიკა გრძელდება.
მეტი...,,მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების პროცესი გაგრძელდება ჩვენს ქვეყანაში” – პრემიერი
,,მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების პროცესი გაგრძელდება ჩვენს ქვეყანაში, რაც პროგრესისა და მდგრადობისადმი ჩვენი ერთგულებით არის განპირობებული”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ეს მიღწევები ხაზს უსვამს საქართველოს პოტენციალს მეტად ძლიერი, დინამიური და მომავალზე გათვლილი ეკონომიკის შესაქმნელად. „საქართველოს მთავრობა მიესალმება ინვესტიციებს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და მსხვილი დეველოპერული და ლოგისტიკური კომპანიების დაინტერესებას საქართველოში ინვესტირების თვალსაზრისით. აბუ-დაბის პორტების გაერთიანებამ ხელი მოაწერა მემორანდუმს საქართველოსთან თბილისში მშრალი პორტის შესაქმნელად, ლოგისტიკისა და ინტერმოდალური ტრანსპორტირების მიმართულებით საკუთარი გამოცდილების გამოყენებით. ამ ინიციატივის მიზანია, თბილისი გადაიქცეს სტრატეგიულ შიდა კვანძად, რომელიც…
მეტი...სი ძინპინმა, 9 მაისის საზეიმო იუბილეზე მოსკოვისგან მიწვევა მიიღო
რუსული მედიის ინფორმაციით, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა, რუსეთსგან 9 მაისის გამარჯვების დღის 80 წლის იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიების მიწვევა მიიღო. როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ამ ეტაპისთვის უნობია ჩავა თუ არა სი ზინპინი მოსკოვში. „ჩინეთი და რუსეთი ახალი ეპოქისთვის კოორდინაციის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ჩვენი ორი მხარე ინარჩუნებს მჭიდრო ურთიერთქმედებას სხვადასხვა დონეზე. კონკრეტული კითხვასთან დაკავშირბით, ამ ეტაპითვის, გასაზიარებელი ინფორმაცია არ მაქვს“ – განმარტავენ საგარეო უწყებაში.
მეტი...,,ჩვენი მთავრობის პირობებში, ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებაში” – პრემიერი
,,ჩვენი მთავრობის პირობებში, ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ბიზნესისთვის მეგობრული გარემოს შექმნასა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებაში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელსაყრელი სავაჭრო ჩარჩო საშუალებას აძლევს კომპანიებს, ისარგებლონ 2.3 მილიარდ მომხმარებლიანი ბაზარით, რასაც არ ახლავს საბაჟო თუ იმპორტის ტარიფები. „მსოფლიო ბანკის ბიზნესგარემოს კვლევით, საქართველო 2024 წელს 50 ქვეყანას შორის პირველ სამეულში აღმოჩნდა სინგაპურთან და ესტონეთთან ერთად. ამ კვლევისა და რეიტინგის მიზანია კერძო სექტორის განვითარებისათვის ბიზნესგარემოს რაოდენობრივი და ხარისხობრივი შეფასება. მსოფლიო ბანკის 2023 წლის სამეწარმეო კვლევით შედეგებით, საქართველოს ბიზნესგარემო თითქმის…
მეტი...სიახლე მგზავრებისთვის, რომელიც დღეიდან ამოქმედდა
დღეიდან, 11 თებერვლიდან, თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით სწრაფი და კომფორტული ელექტრომატარებელი (№854/853) იმოძრავებს. საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამგზავრო მატარებლის ტევადობა დაახლოებით, 100 ადგილით გაიზრდება, ხოლო მგზავრობის ხანგრძლივობა თითქმის, 2 საათით შემცირდება. „მატარებელი რეისებს დღეგამოშვებით შეასრულებს: თბილისიდან გასვლა – 09:00 ოზურგეთში ჩასვლა – 16:18 ოზურგეთიდან გასვლა – 08:40 თბილისში ჩასვლა – 16:00 ბილეთის ღირებულება – 11-15 ლარი. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საქართველოს რკინიგზის სალაროებსა და ონლაინ ვებ-გვერდზე: gr.com.ge. მცირედი ცვლილება თბილისი-ქუთაისის მიმართულებაზე: ქუთაისში მიმავალი მგზავრები ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლით რიონის სადგურამდე იმგზავრებენ. რიონის სადგურიდან ქუთაისი 1-ის სადგურამდე გადაჯდებიან №6355/6356 და №6353/6354 ელექტრომატარებლებში, რომლებიც…
მეტი...ვაშლიჯვარში მანქანა ქალს დაეჯახა და ამობრუნდა
თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში მანქანა ქალს დაეჯახა და ამობრუნდა. დაშავებული ქვეითი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-მ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. სხვა დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.
მეტი...,,ჩვენ ერთად ვიქნებით და როგორც შევძლებ და სადაც შევძლებ, ყველას დავიცავ“ – სალომე ზურაბიშვილი
„შეხვედრები, რაც დავიწყე, ერთი მხრივ მიმართულია იმისკენ, რომ მიუნხენში მხოლოდ მე კი არ წავიდე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, არამედ ჩემთან ერთად წამოვიდეს საზოგადოება და მისი პრობლემები ყველა კუთხით, რაც ქვეყანაშია”, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედია მენეჯერებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ,,ჩემი სურვილია, რომ პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის ირგვლივ, რომელიც შემცირებული, შემჭიდროებულია, შედგეს სხვადასხვა სეგმენტის პლატფორმები, რომლებიც ჩვენთან ერთად იმუშავებენ. ამ მიზნით შევხვდი დიპლომატებს და ერთგვარი დიპლომატიური კლუბი შევქმენით. დღეს მედია მენეჯერებთან მქონდა მნიშვნელოვანია შეხვედრა, რომ ერთად ვნახოთ, რა შეიძლება გაკეთდეს, რათა ქართული მედია გაძლიერდეს იმ მდგომარეობასა…
მეტი...Facebook და Messenger შეფერხებით მუშაობს
Facebook და Messenger შეფერხებით მუშაობს. არსებული ინფორმაციით, „მესენჯერის“ აპლიკაციაში შეტყობინებები დაგვიანებით იგზავნება. შეფერხება, სოციალურ ქსელში, დილიდან ფიქსირდება.
მეტი...ანტონიო გუტერეში „ჰამასს“ მძევლების გათავისუფლების გაგრძელებისკენ მოუწოდებს
გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში „ჰამასს“ მძევლების გათავისუფლების გაგრძელებისკენ მოუწოდებს. „ჩვენ ღაზაში საომარი მოქმედებების განახლება, რომელიც უზარმაზარ ტრაგედიას გამოიწვევს, თავიდან ნებისმიერ ფასად უნდა ავიცილოთ. „ჰამასს“ მძევლების დაგეგმილი გათავისუფლების გაგრძელებისკენ მოვუწოდებ“, – აცხადებს ანტონიო გუტერეში. მისი თქმით, ისრაელმა და „ჰამასმა“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულონ. ,,ჰამასმა” ისრაელელი მძევლების გათავისუფლება შეაჩერა
მეტი...,,ექსპერტი პატარა ნაკაწრსაც დაზიანებად აღნიშნავს” – კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი
,,28 ჭრილობიდან სიკვდილის გამომწვევი მხოლოდ 4 ჭრილობა იყო, დანარჩენი მსუბუქი ხასიათის. ქსპერტი პატარა ნაკაწრსაც დაზიანებად აღნიშნავს”, – ამის შესახებ 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ 26 წლის ბექა ჯაიანის ადვოკატმა გიორგი მდინარაძემ განაცხადა. „სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ჭრილობები ავტომატურად განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას არ ნიშნავს. ეს არის სამართლებრივი შეფასების საკითხი. სამედიცინო ექსპერტი ვერ დაადგენს მკვლელობა სისასტიკით მოხდა თუ არა, ეს იურიდიული შეფასების საკითხია და ამას საბოლოოდ სასამართლო აფასებს. გააჩნია, ჭრილობა როდის არის მიყენებული, რომელმა გამოიწვია სიკვდილი. ამ 28 ჭრილობიდან სიკვდილის გამომწვევი მხოლოდ 4…
მეტი...„ჩვენ ამ ეტაპზე, ერთად ვერ ვიყავით მატერიალური მდგომარეობის გამო“ – ბათუმში დაკარგული ბიჭის დედა
ბათუმში დაკარგულ ალექსანდრე მიქელაძეს ამ დრომდე ეძებენ. ბიჭი 16 იანვარს, ღამით 22:00 საათიდან გაუჩინარდა. დაკარგული ბიჭის დედა, ნათია დიაკვნიშვილი ამბობს, რომ მისი შვილის ასაკის ბავშვები გამოდიან გარეთ და საკუთარი ძალებით ეძებენ. მისი თქმით, პოლიციაც ჩართულია და ყველაფერს აკეთებს. ,,ჩვენ ამ ეტაპზე, ერთად ვერ ვიყავით მატერიალური მდგომარეობის გამო, ალექსანდრე ბათუმში იყო, იქ ფეხბურთზე დადიოდა, სულ უნდოდა ჩემთან ყოფნა. მხოლოდ ერთი აზრი მაქვს, რომ ვიპოვო და მერე ყველაფერს სხვანაირად ვიზამ. 25-ე დღეა დღეს, ყველაზე მეტად მისი ჩახუტება მენატრება, რომელიც ორივეს ძალიან გვიყვარს“, – ამბობს ნათია დიაკვნიშვილი.
მეტი...,,2025 წლის იანვარი ისტორიაში ყველაზე ცხელ იანვრის თვედ დასახელდა” – მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია
ახალი მონაცემებით დადასტურდა, რომ გასული თვე ისტორიაში ყველაზე ცხელი იანვარი იყო. ინფორმაციას მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია ავრცელებს. ,,ამ პერიოდის განმავლობაში მსოფლიო ტემპერატურა 1.75°C-ითაღემატებოდა მაჩვენებელს, რომელიც ინდუსტრიალიზაციამდე ეპოქაში ფიქსირდებოდა. ის 0.79°C-ით აჭარბებდა 1991-2020 წლების საშუალო ტემპერატურასაც, რაც ბოლოდროინდელი ლა ნინიასფენომენის ფონზე მოულოდნელი იყო. საქმე ისაა, რომ მას სიგრილე ახლავს ხოლმე თან, მაგრამ 2025 წლის იანვარში ასე არ მომხდარა. ეს ყველაფერი საყურადღებოა, რადგან 2015 წელს პარიზში გაფორმებული საერთო შეთანხმება გლობალური ტემპერატურის მატების 1.5°C-ის ზღვარზე შენარჩუნებას ისახავს მიზანს. თუ დათბობის ტენდენცია მომავალშიც ასე გაგრძელდა, აღნიშნული მიზნის მიღწევა ძალიან გაგვიჭირდება. ამას ისიც ადასტურებს, რომ უკანასკნელი…
მეტი...ომარ ოკრიბელაშვილის და საბა მეფარიშვილის ადვოკატებმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს
პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანებაში მსჯავრდებულების, ომარ ოკრიბელაშვილის და საბა მეფარიშვილის ადვოკატებმა მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართეს. „დღეს მივმართეთ შეწყალების თხოვნით. იმედი მაქვს, რომ მიხეილ ყაველაშვილი განკარგულებას გამოსცემს უახლოეს პერიოდში და ორივე ახალგაზრდას გაათავისუფლებს. ველოდებით გადაწყვეტილებას”, – განაცხადა მსჯავრდებულების ადვოკატმა დავით გამყრელიძემ. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების ბრალდებით 14 მაისს დაკავებულ 20 წლის ომარ ოკრიბელაშვილსა და 23 წლის საბა მეფარიშვილს 20 იანვარს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნენ ცნობილი. მათ სასჯელის სახედ 3 წელი განესაზღვრათ, თუმცა, ამნისტიის…
მეტი...ხიდიდან ავტობუსი გადავარდა – დაიღუპა სულ მცირე 51 ადამიანი
გვატემალაში, სამაგისტრალო ხიდიდან ავტობუსი გადავარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 51 ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსი სან აუგუსტინიდან გვატემალას დედაქალაქში ბრუნდებოდა, როცა 20 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. მთავრობის პრესსპიკერმა თქმით, ადგილზე 36 კაცის და 15 ქალის ცხედარი იპოვეს. სხვა დეტალები და უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით გვატემალაში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა.
მეტი...,,ევროკავშირის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფები უპასუხოდ არ დარჩება” – ლაიენი
,,ევროკავშირის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფები უპასუხოდ არ დარჩება”, – ასე გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე 25%-იანი ტარიფების დაწესებას. „აშშ-ის გადაწყვეტილების შესახებ, ევროპული ფოლადისა და ალუმინის ექსპორტზე ტარიფები დააწესოს, ღრმა მწუხარებას გამოვხატავ. ტარიფები გადასახადებია: ცუდია ბიზნესისთვის, უარესია მომხმარებლებისთვის. ევროკავშირის წინააღმდეგ დაწესებული გაუმართლებელი ტარიფები უპასუხოდ არ დარჩება – ეს მკაცრ და პროპორციულ საპასუხო ზომებს გამოიწვევს“, – აცხადებს ლაიენი. მისი თქმით, ევროკავშირი თავის ეკონომიკურ ინტერესებს დაიცავს. ტრამპმა ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე 25%-იანი ტარიფი დააწესა
მეტი...,,დონალდ ტრამპის მუქარა საქმეს კიდევ უფრო ართულებს” – „ჰამასის“ წარმომადგენელი
„ტრამპს უნდა ახსოვდეს, რომ შეთანხმება არსებობს, რომელსაც პატივი ორივე მხარემ უნდა სცეს და ეს პატიმრების (მძევლების) დაბრუნების ერთადერთი გზაა. მუქარის ენას აზრი არ აქვს და ეს საქმეს კიდევ უფრო ართულებს“, – ამის შესახებ ,,ჰამასის“ წარმომადგენელმა, სამი აბუ ზუჰრიმ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ „ჰამასმა“ გუშინ ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მძევლებისა და პატიმრების მომდევნო გაცვლა განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. ,,დაე ჯოჯოხეთი ატყდეს“ – ტრამპი ისრაელს მოუწოდებს
მეტი...