საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ადასტურებს, რომ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე გოგა მემანიშვილი აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე. მემანიშვილი ამბობს, რომ ისინი დღეს გზის გადაკეტვას ხელოვნურად ცდილობენ. „ჩვენ, პოლიციელებმა, არაერთგზის მოვუწოდეთ, რომ გზის სავალი ნაწილი გაეთავისუფლებინათ, რადგან არ არის ამის საჭიროება. მოგეხსენებათ, პარლამენტის წინ არის საკმარისი ადგილი, სადაც შეუძლიათ, დადგნენ და გააპროტესტონ. არანაირად არ არის საჭირო, რომ გზის სავალ ნაწილზე იყვნენ და დაკეტონ გზა. ხელოვნურად კეტავენ, შესაბამისად, კანონიერად მოვუწოდეთ, რომ გაეთავისუფლებინათ, რაზეც რამდენიმე პირი არ დაგვემორჩილა და დაკავდა ადმინისტრაციული წესით. ზუსტი რაოდენობა არ ვიცი, დავადგენთ და მოგვიანებით მოგახსენებთ”- განაცხადა მემანიშვილმა.   წინააღმდეგობის მიუხედავად აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს

მეტი...

„მთავრობამ უნდა შეცვალოს თავისი პოზიცია”- ევროსაბჭოს კონგრესი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიურო საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კონგრესის ბიურო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, სრულად სცეს პატივი ადამიანთა უფლებების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის მხრივ ევროპულ სტანდარტებს. “საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ზომები იმ უკიდურესი პოლიტიკური და სოციალური პოლარიზაციის მოსახსნელად, რომელიც აზიანებს მათ ქვეყანას. მათ უნდა უზრუნველყონ სამართალდამცავი უწყებების, სასამართლოს და ყველა საჯარო ინსტიტუტის დამოუკიდებლობა. საჯარო მოხელეები ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე გათავისუფლებული იქნენ პოლიტიკური მიზეზებით. ეს პრაქტიკა უნდა შეწყდეს. ასევე, ყველას უნდა მიეცეს საშუალება, განახორციელოს თავისი დემოკრატიული უფლებები შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე. მშვიდობიანი პროტესტი დემოკრატიული საზოგადოებების განუყოფელი…

მეტი...

წინააღმდეგობის მიუხედავად აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს

პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. პარლამენტთან, ცოტა ხნის წინ ხმაური და დაპირისპირება იყო. სამართალდამცველებმა რამდენიმე მოქალქე დააკავეს. პროტესტის 75-ე დღესაც მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეები. რუსთაველის გამზირზე პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება იყო  

მეტი...

“მიმდინარე კვირაში ტრამპის გუნდის წარმომადგენლები უკრაინას ეწვევიან”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში დონალდ ტრამპის გუნდის წარმომადგენლები უკრაინას ეწვევიან. „ძალიან ბევრს ვიმუშავებთ. მიმდინარე კვირაში პრეზიდენტ ტრამპის გუნდიდან უკრაინაში რამდენიმე ადამიანი ჩამოვა და ჩემს გუნდთან ცალკეული შეხვედრები, საუბრები იქნება“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე „უამრავი შეხვედრა ექნება, მათ შორის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსთან“.

მეტი...

რუსთაველის გამზირზე პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება იყო

რუსთაველის გამზირზე ხმაურია. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მომიტინგეებმა გზის გადაკეტვა სცადეს. პოლიციამ აქციის სამი მონაწილე, მათ შორის „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი, გაიყვანა. ისინი პოლიციის მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს. თუმცა, მათი დაკავების შესახებ, ინფორმაცია ამ ეტაპისთვის არ ვრცლდება. რუსთაველის გამზირზე პერიოდულად სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა. ადგილზე მობილიზებული პოლიციელები აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევენ. პარლამენტის წინა პერიმეტრზე პოლიციას დერეფანი აქვს გაკეთებული.

მეტი...

ქართველი რეჟისორი მედეა კუჭუხიძე გარდაიცვალა

87 წლის ასაკში გარდაიცვალა რეჟისორი მედეა კუჭუხიძე. მედეა კუჭუხიძის მიერ დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: მარჯანიშვილის თეატრში: ვ. კანდელაკის „სოკრატე“, ლ. თაბუკაშვილის „ძველი ვალსი“, ჩ. დიკენსის „დიდი იმედები“, ლ. როსებას „პრემიერა“, და „პროვინციული ამბავი“, ჯ. იოსელიანის „ტაკიმასხარა“, და „საქართველოს უკანასკნელი დედოფალი“, გონძა მონ ჩიკამაცუს „შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე“, ლ. ტოლსტოის „ანა კარენინა“, კ. ჩაპეკის „დედა“, გ. ხუხაშვილის „მთაწმინდის მთვარე“, ე. დე ფილიპოს „კომედიის ხელოვნება“, ა. მიუსეს „სიყვარული სახუმარო არ არის“, პ. კაკაბაძის „სამი ასული“, „ტყის ქალები“, „პორტოპოლოს ტუსაღები“, კ. გოცის „ლურჯი ურჩხული“, ტ. უილიამსის „იაგუნას ღამე“. გარდა ამის, ის რამდენიმე ათეული…

მეტი...

საბერძნეთში, კუნძულ სანტორინის მახლობლად, მიწისძვრების გამო, საგანგებო მდგომარეობაა

საბერძნეთის კუნძულ სანტორინის მახლობლად კიდევ სამი მიწისძვრა მოხდა. დახურულია სკოლები და ბაღები. საგანგებო მდგომარეობა, სულ მცირე, 3 მარტამდეა გამოცხადებული. 26 იანვრის შემდეგ კუნძულზე და მის მიმდებარედ 300-ზე მეტი მიწისძვრა მოხდა. საერთო ჯამში, კუნძულზე დაახლოებით 15 000 ადამიანი ცხოვრობს. საფრთხის გამო 11 000-ზე მეტმა ადამიანმა კუნძული უკვე დატოვა.      

მეტი...

“პალესტინელებს ღაზაში დაბრუნების უფლება არ ექნებათ”- ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პალესტინელებს ღაზაში დაბრუნების უფლება არ ექნებათ. „არა, არ ექნებათ, რადგან მათ გაცილებით უკეთესი საცხოვრებელი ექნებათ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათთვის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის აშენების შესახებ ვსაუბრობ“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა. მისი თქმით, პალესტინელებისთვის დასახლებების ასაშენებლად ეგვიპტესთან და იორდანიასთან შეთანხმების დადება შეუძლია.

მეტი...

„ჰამასმა“ ისრაელელი მძევლების გათავისუფლება შეაჩერა

„ბიბისის“ ინფორმაციით, „ჰამასმა“ ისრაელელი მძევლების გათავისუფლება შეაჩერა. „ჰამასის“ სპიკერმა, ჰუდჰაიფა კაჰლოუტმა განაცხადა, რომ ისრაელმა არ შეასრულა თავისი ვალდებულებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რის გამოც შაბათს დაგეგმილი მძევლებისა და პატიმრების გაცვლა გადაიდება. მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები აფერხებენ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას.

მეტი...

გვატემალაში ავტობუსი ხევში გადავარდა. დაღუპულია 31 ადამიანი

გვატემალაში ავტობუსი ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად,  31 ადამიანი დაიღუპა. „ამ დროისთვის, 31 ცხედარია ამოყვანილი და ვცდილობთ ჩარჩენილი ადამიანები გადავარჩინოთ“ – განაცხადა გვატემალის დედაქალაქის სახანძრო სამსახურის სპიკერმა, მეინორ რუანომ. გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსში 75 ადამიანი იმყოფებოდა.  

მეტი...

საზოგადოებრივი ორგანიზაციები გრანტებს ბიუჯეტიდან მიიღებენ

მთავრობა  „სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს“ შექმნას გეგმავს, რომელიც გრანტებს საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის გასცემს. კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და მას დაჩქარებული წესით განიხილავენ. სააგენტო საბიუჯეტო სახსრებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შერჩეულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე გასცემს. სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოში დაახლოებით ათი ადამიანი დასაქმდება. „იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველოში საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაფინანსების წყაროდ მეტწილად უცხოური აქტორები გვევლინება, რომლებიც ძალაუნებურად განსაზღვრავენ აღნიშნული ორგანიზაციების საქმიანობის დღის წესრიგს, საქართველოს მთავრობის ინიციატივაა, შეიქმნას საქართველოს მთავრობის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო, რომლის მიზანი იქნება საქართველოს ბიუჯეტით საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა, რომელთა საქმიანობის მიმართულებები…

მეტი...

“ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარეშე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები ვერ აღდგება”- კობახიძე

“ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარეშე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები ვერ აღდგება, მაგრამ ჩვენ ვატარებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რომლის გარეშეც საქართველო ვერ გადარჩება”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები ამ დრომდე არ აქვს. „როგორც აღვნიშნე, ოთხივე განსხვავებული ომი მოგვიწია და ამ ოთხივე სხვადასხვა ომში ჩართული იყო რუსული მხარე, რუსული სახელმწიფო. ამიტომაც გვაქვს ეს ფრთხილი პოლიტიკა, გვაქვს პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც ვატარებთ რუსეთის ფედერაციის მიმართ. რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობა ამ დრომდე არ გვაქვს. ჩვენ არ გვაქვს პოლიტიკური კავშირები, არც პოლიტიკური კონტაქტები, ამიტომ კომუნიკაციის ეს ნაწილი უბრალოდ…

მეტი...

“2022 წლიდან ვსაუბრობთ გლობალური ომის პარტიაზე. გვჯერა, რომ არსებობს არაფორმალური ძალები”- კობახიძე

“2022 წლიდან ჩვენ ვსაუბრობთ გლობალური ომის პარტიაზე და ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ არსებობს არაფორმალური ძალები, რომლებიც სარგებლობენ უზარმაზარი გავლენით, თუნდაც ოფიციალურ ინსტიტუტებზე” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გლობალური ომის პარტია ევროკავშირისა და შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციაზე დიდი გავლენით სარგებლობდა. „2022 წლიდან ჩვენ ვსაუბრობთ გლობალური ომის პარტიაზე და ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ არსებობენ არაფორმალური ძალები, რომლებიც სარგებლობენ უზარმაზარი გავლენით, თუნდაც ოფიციალურ ინსტიტუტებზე. ევროკავშირში და შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციაზე ისინი დიდი გავლენით სარგებლობდნენ. ბოლოს და ბოლოს, არსებობენ გავლენიანი ადამიანები, რომლებიც ენთუზიაზმით უწყობდნენ ხელს ომს და…

მეტი...

“ქვეყანაში დემოკრატიისთვის 2012 წლიდან ვიბრძვით”- პრემიერი

“ჩვენ ამ ქვეყანაში დემოკრატიისთვის 2012 წლიდან ვიბრძვით”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. პრემიერი ამბობს, რომ 2004 წლიდან 2012 წლამდე საქართველოში დემოკრატია არ არსებობდა, თუმცა ყოფილი ხელისუფლება, სააკაშვილის მთავრობა, დემოკრატიული ხელისუფლების ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად იყო აღწერილი. “დემოკრატია მუდმივად საფრთხის ქვეშაა და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენ მუდმივად უნდა ვიბრძოლოთ ამ ქვეყანაში დემოკრატიის შესანარჩუნებლად. 2004 წლიდან 2012 წლამდე საქართველოში დემოკრატია არ არსებობდა, მაგრამ ყოფილი ხელისუფლება, სააკაშვილის მთავრობა, დემოკრატიული ხელისუფლების ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად იყო აღწერილი. მე აღვნიშნე ბევრი დანაშაული, რომელსაც ისინი სჩადიოდნენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ამიტომ არ იყო დემოკრატია. მაგრამ კვლავ, საერთაშორისო…

მეტი...

რუმინეთის პრეზიდენტი თანამდებობას ტოვებს

Euronews-ის ინფორმაციით, რუმინეთის პრეზიდენტი თანამდებობას ტოვებს. როგორც რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა საგანგებო ბრიფინგზე თქვა, ის თანამდებობას 12 თებერვალს ოფიციალურად დატოვებს. ტელეარხი აღნიშნავს, რომ რუმინული ოპოზიციური პარტიები დღეს პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხის ინიციირებას აპირებდნენ. რუმინეთის კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის მეთაურის გადადგომის შემთხვევაში, პრეზიდენტის ახალი არჩევნები გადადგომიდან სამი თვის მანძილზე უნდა ჩატარდეს.

მეტი...

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 9 დამიანი სამართალდამრღვევად ცნო და 5000-5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ცხრა ადამიანი სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000 -5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე შსს ცხრავე პირის სამართალდამრღვევად ცნობას და მათ მიმართ ჯარიმის დაკისრებას ითხოვდა. ამ მოთხოვნას არ ეთანხმებოდნენ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული ადამიანი და მათი ადვოკატები. შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება 26 იანვარს, ქუთაისში მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან გამართული აქციის გამო დაიწყო. შეკრებილები ,,ბათუმელებისა” და ,,ნეტგაზეთის” დამფუძნებელ მზია ამაღლობელის პატიმრობას აპროტესტებდნენ და სოლიდარობას უცხადებდნენ. საქმეზე წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა პირველი მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სხვადასხვა პროფესიის…

მეტი...

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ახალ 25%-იან ტარიფებს დააწესებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ახალ 25%-იან ტარიფებს დააწესებს. ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მომდევნო დღეებში ორმხრივ ტარიფებსაც გამოაცხადებს, რომლებიც თითქმის დაუყოვნებლივ შევა ძალაში. ,,ძალიან მარტივია – თუ ისინი გვაკისრებენ გადასახადს, ჩვენც დავაკისრებთ მათ“, – განაცხადა ტრამპმა ორმხრივი ტარიფების გეგმაზე საუბრისას. პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს ტრამპმა ფოლადზე 25%-იანი, ხოლო ალუმინზე 10%-იანი ტარიფები დააწესა, თუმცა მოგვიანებით რამდენიმე სავაჭრო პარტნიორს, მათ შორის კანადას, მექსიკასა და ბრაზილიას მიანიჭა კვოტები, რომლის ფარგლებშიც ფოლადი და ალუმინი ამ ქვეყნებისთვის არ დაიბეგრებოდა. ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ეს კვოტები დიდ ბრიტანეთზე, იაპონიასა…

მეტი...

პირველად ქართული სპორტული კარატეს ისტორიაში ქართველმა გოგონამ მედალი მოიპოვა

პოლონეთში სპორტული კარატეს ევროპის 52-ე ახალგაზრდული ჩემპიონატი მიმდინარეობს. ქართველმა კარატისტმა სალომე ქაქუთიამ (კუმიტე, 47კგ) მესამე ადგილისთვის ბრძოლაში იტალიელი მოწინააღმდეგე დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. ის პირველი ქართველი გოგონაა, რომელმაც სპორტულ კარატეში ევროპის ჩემპიონატზე მედლის მოპოვება შეძლო.

მეტი...

გერმანიაში ვერტმფრენი ჩამოვარდა – არის მსხვერპლი

გერმანიაში, ბავარიაში, ხოფბერგის მთის მიმდებარე ტყეში ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა. Bild-ის ცნობით, ვერტმფრენი კერძო კომპანიას ეკუთვნოდა. ბორტზე ორი პილოტი იმყოფებოდა, პოლიციამ მათ დაღუპვის ფაქტი უკვე დაადასტურა. მეხანძრე-მაშველების განმარტებით, ადგილზე მისვლის დროს ერთ-ერთი პილოტი ვერტმფრენის ნამსხვრევებიდან მოშორებით იწვა, მეორე კი ვერტმფრენის შგნით იყო გაჭედილი. ერთ-ერთი პილოტის რეანიმირება შეძლეს, თუმცა მისი გადარჩენა მაინც ვერ მოხერხდა.

მეტი...

ზესტაფონში, ახალგაზრდა ქალს ეძებენ

ზესტაფონის რაიონის, სოფელ ფუთის მცხოვრებ 30 წლის ცისნამი (ნინი) სეფერიძეს 6 თებერვლიდან ეძებენ. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, მას სამი შვილი ჰყავს. „დაიკარგა ცისნამი(ნინი) სეფერიძე 6 თებერვალს ზესტაფონი სოფელი ფუთიდან სადმე თუ შენიშნავთ ან გაქვთ მცირე ინფორმაცია მაინც დაგვიკავშირდით. აცვია გრძელი შავი დუტის ქურთუკი 558208313“, – წერს ოჯახის ახლობელი.

მეტი...

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის პირების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის წევრების ვინაობა ცნობილია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბიუროს სხდომაზე „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო“ კომისიის წევრების ვინაობა დაასახელა. „ცნობად ვიღებთ „ქართული ოცნების“ მომართვას 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში ფრაქციის წევრების თეა წულუკიანის, ალექსანდრე ტაბატაძის, თენგიზ შარმანაშვილის, ალუდა ღუდუშაურის და პაატა სალიას წარდგენის შესახებ, იგივე კომისიაში, პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალიდან“ წარდგენილი არიან სოზარ სუბარი და გურამ მაჭარაშვილი, ასევე იმავე კომისიაში ევროპელი სოციალისტებიდან წარდგენილი არის ბატონი ილია ინჯია. როგორც იცით, კომისია შედგება…

მეტი...

,,საქართველოში 128 ათასი ოჯახი საარსებო შემწეობას იღებს” – საქსტატი

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სოციალური დაცვის მაჩვენებლების თანახმად 2024 წელს, საქართველოში პენსიის მიმღებთა რიცხოვნობამ 864.3 ათასი შეადგინა, რომელთაგან 70.8 პროცენტი ქალია, ხოლო 29.2 პროცენტი – კაცი. პენსიის მიმღებთა 30.5 პროცენტი თბილისშია, 15.6 პროცენტი – იმერეთში, 10.3 – პროცენტი სამეგრელო-ზემო სვანეთში, 10.2 პროცენტი – ქვემო ქართლში, 8.6 პროცენტი – კახეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 24.8 პროცენტია. სოციალური პაკეტის მიმღებთა რიცხოვნობამ 185.4 ათასი შეადგინა, რომელთაგან 32.7 პროცენტი ქალი იყო, ხოლო 67.3 პროცენტი – კაცი. სოციალური პაკეტის მიმღებთაგან 71.1 პროცენტს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები წარმოადგენენ, 13.1 პროცენტს  ომის მონაწილეები, 11.3 პროცენტს – მარჩენალდაკარგული ოჯახის…

მეტი...

,,თეზისები იმის შესახებ, რომ სომხეთი აზერბაიჯანზე თავდასხმას აპირებს, უბრალოდ გამოგონილია” – ფაშინიანი

,,თეზისები იმის შესახებ, რომ სომხეთი აზერბაიჯანზე თავდასხმას აპირებს, უბრალოდ გამოგონილია. სომხეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხეები სწორედ აზერბაიჯანში გენერირდება”, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. „თუ აზერბაიჯანული რიტორიკის ამ თეზისებს უფრო კომპაქტურად და მარტივად განვიხილავთ, მაშინ ყველაფერი შემდეგამდე დადის: სომხეთი ემზადება აზერბაიჯანზე თავდასხმისთვის, ამიტომ უკეთესი იქნება, რომ აზერბაიჯანმა განახორციელოს სომხეთზე შეტევა, როგორც პრევენციული ზომა. ამ თეზისების წარმოშობის ორი ვერსია არსებობს: ან აზერბაიჯანი ნამდვილად თვლის, რომ სომხეთი აპირებს თავდასხმას, ან თვითონ აპირებს თავდასხმას და ცდილობს ამისთვის საფუძვლის შექმნას. ორივე შემთხვევაში, ძირითადი წინაპირობაა ის, რომ აზერბაიჯანი ამტკიცებს, რომ სომხეთი აზერბაიჯანზე თავდასხმას აპირებს“, –…

მეტი...

,,გულწრფელი თუ იყო, რატომ დაგვიწესეს სანქციები?” – ირანის პრეზიდენტი

„აშშ თუ გულწრფელი იყო მოლაპარაკებების საკითხში, რატომ დაგვიწესეს სანქციები?“, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა. მისი თქმით, თეირანი „არ ისწრაფვის ომისკენ, მაგრამ არ დაემორჩილება უცხოურ ზეწოლას“. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ღიაა ირანთან შეთანხმებისთვის და პეზეშკიანთან საუბრის მზადყოფნა გამოთქვა.

მეტი...

,,ზოგიერთმა მოირგო როლი, რომ არჩეულ ხელისუფლებას მისცეს ინსტრუქციები, რა და როგორ აკეთოს” – შალვა პაპუაშვილი

,,2020 წლის არჩევნების შემდეგ განსაკუთრებით გამოჩნდა, რომ უცხოური დახმარების სტრუქტურებმა ჩაანაცვლეს დიპლომატია, თუ კლასიკურად ქვეყნებს შორის ურთიერთობა ხდებოდა დიპლომატიური არხებით, ელჩებით, მთავრობების შეხვედრებით, სადაც ინტერესები არ ემთხვევა, იქ დიპლომატიის ამოცანაა, კონფლიქტები არ წარმოიშვას, ეს არის კლასიკური დიპლომატია, ამის ნაცვლად ეს ჩანაცვლდა საგარეო დახმარების სტრუქტურებით”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, უცხო ქვეყნებიდან შემოედინება ფული, რითაც ფინანსდება „ენჯეოები“, შემდეგ კი ისინი წამოწევენ თემას, რომელიც თითქოს არის მიმღები ქვეყნის ხალხთა ინტერესში. პაპუაშვილი აცხადებს, რომ სწორედ ასე ხდებოდა ბოლო წლების განმავლობაში, როცა ხელისუფლების წარმომადგენლებს ამა თუ იმ ქვეყნის…

მეტი...

სამგზავრო ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა

მექსიკაში, ტაბასკოს შტატში სამგზავრო ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა. ავტობუსი კანკუნიდან ტაბასკოს მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატვირთო შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხანძარი გაჩნდა, რის გამოც ავტობუსი სრულად დაიწვა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ავტობუსში 48 ადამიანი იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 38 მგზავრი და ორი მძღოლი, გარდაცვლილებს შორის, სატვირთო ავტომობილის მძღოლიც არის. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

,,როცა კრიმინალი, წამების სისტემის შემქმნელი გყავს ლიდერად, გასაგებია რა ოპოზიციასთან გვაქვს საქმე” – შალვა პაპუაშვილი

,,რაც ოპოზიციაა, ის ლიდერია”, – ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ საკმარისი ასოებითაა ჩაწერილი მსოფლიოს ისტორიაში და ეცოდება ყველა, ვისაც ჰგონია, რომ ამ გაუბედურებულ ქვეყანაში რაიმე თანამდებობის დაკავებაში კონკურენტია. ჟურნალისტი ასევე დაინტერესდა, რას ფიქრობს სააკაშვილის იმ განცხადებაზეც, სადაც ასევე მოუწოდა ოპოზიციას გააქტიურებისკენ, რამაც მათ შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. „რაც ოპოზიციაა, ის ლიდერია. როცა კრიმინალი, წამების სისტემის შემქმნელი გყავს ლიდერად, გასაგებია რა ოპოზიციასთან გვაქვს საქმე. არ ვიცი მე რაიმე შიდა დინებები აქვთ თუ არა, მაგრამ ერთი უბედურებაა საერთო ჯამში ჩვენი ოპოზიცია“, – აღნიშნა…

მეტი...

ისრაელის სამხედროებმა ღაზის სექტორის გამყოფი ნეცარიმის დერეფანი დატოვეს

,,ბიბისის” ცნობით, ისრაელის სამხედროებმა დატოვეს ღაზის სექტორის გამყოფი ნეცარიმის დერეფანი და ამგვარად ისრაელმა შეასრულა „ჰამასთან“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთი პირობა. ისრაელელი სამხედროების გასვლის შემდეგ, ასობით პალესტინელმა გააგრძელა დაბრუნება ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში. ცნობისთვის, ისრაელის სამხედროების მიერ „ჰამასის“ მებრძოლების მიერ წამოწყებული სახმელეთო ოპერაციის დროს, ანკლავის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე რაიონები 700 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. „ბიბისის“ ინფორმაციით, ნეცარიმის დერეფნიდან ისრაელელი სამხედროების გაყვანის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის დელეგაცია გაემგზავრება კატარში, სადაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირველ ეტაპთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები განიხილება. ცნობისთვის, შეთანხმების პირველი ეტაპი ექვს კვირაზეა გათვლილი. ის ცეცხლის…

მეტი...

ვარკეთილში, ორმაგ მკვლელობაში ბრალდებული ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს

თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ. ,,ნაფიცმა მსაჯულებმა სრულად გაიზიარეს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ ბრალდებულსა და მის მეზობელად მცხოვრებ დაზარალებულს, რამდენიმე წლის წინ, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე კონფლიქტი მოუვიდათ. 2024 წლის 5 ივნისს, ბრალდებული ჩაუსაფრდა დაზარალებულს და როდესაც ის მეგობართან ერთად სახლში აპირებდა შესვლას, ორივეს ჯერ ჩაქუჩით, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ლ“…

მეტი...

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსოფლიო მთავრობათა სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსოფლიო მთავრობათა სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც, 11-13 თებერვალს, არაბთა გაერთიანებული საამიროები ქალაქ დუბაიში მასპინძლობს. საქართველოს მთავრობის მეთაური მსოფლიო მთავრობათა სამიტის მონაწილეებს 11 თებერვალს სიტყვით მიმართავს. პრემიერ-მინისტრი დუბაიში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან. 2025 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტის მთავარი თემაა „მომავლის მთავრობების ჩამოყალიბება“ და მას 6 ათასზე მეტი მონაწილე ჰყავს. სამიტი, საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობისა და გამოწვევებთან გამკლავების ინოვაციურ გზებზე მსჯელობისთვის თავს უყრის…

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ დედაქალაქის სკოლებში საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილების ჩატარება განაახლა

პედაგოგების, მოსწავლეებისა და მშობლების საყურადღებოდ! ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ დედაქალაქის სკოლებში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილების ჩატარება განაახლა. გაკვეთილის განმავლობაში, მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე: ცხოველების კეთილდღეობა და მათი უფლებები; მიუსაფარი ცხოველების პრობლემები და საჭიროებები; რატომ უკეთიათ ძაღლებს ,,საყურე“; რა პასუხისმგებლობა აქვს ცხოველის პატრონს და ზოგადად, ადამიანს; როგორ უნდა მოვიქცეთ გასაჭირში მყოფი ცხოველის აღმოჩენის შემთხვევაში; ადამიანისა და ცხოველების მეგობრობის ისტორიები; ცხოველების მიმართ ჩამოყალიბებული სტერეოტიპები და არარაციონალური შიშები; მიუსაფარ ცხოველებთან ურთიერთობის წესები. გაკვეთილის მსვლელობისას, მოსწავლეები მოკლემეტრაჟიან ფილმებს ნახავენ, შინაურ ცხოველებთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე იმსჯელებენ და ერთმანეთს პირად გამოცდილებას გაუზიარებენ. სოციალური პასუხისმგებლობის…

მეტი...

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების სასამართლო პროცესი იმართება

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების სასამართლო პროცესი იმართება. საქმეს მოსამართლე ციცინო მოსიძე განიხილავს. 9 ადამიანის მიმართ საქმე ადმინისტრაციული წარმოებით აღიძრა. განსასჯელის სკამზე სხედან: გელა მთივლიშვილი – ჟურნალისტი, საქართველოს ამბები / მთის ამბების რედაქტორი; ნინო ქათამაძე – მუსიკოსი, „ნინო ქათამაძის ფონდის“ დამფუძნებელი; ვლადიმერ აფხაზავა – მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი; ხვიჩა ვაშაყმაძე – ჟურნალისტი; ქეთევან ფილაური – ფსიქოლოგი; მაია ცირამუა – ფსიქოლოგი; ირინა ზარანდია – სამოქალაქო აქტივისტი; გივი ცინცაძე – ლანჩხუთის საკრებულოს წევრი; ეკა კუხალაშვილი – „ქუთაისი პოსტის“ ჟურნალისტი. მათ 26 იანვარს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პატიმრობის…

მეტი...

რუსეთმა უკრაინის ქალაქი სუმი დაბომბა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინული ქალაქი სუმი უპილოტო საფრენი აპარატებით დაბომბა. დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. დრონებმა სუმიში მდებარე საცხოვრებელი სახლები დააზიანა, ჩამსხვრეულია შუშები. მაშველებმა 65 მოქალაქის ევაკუაცია მოახდინეს. ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ავტომობილების პარკინგზე გაჩერებულ მანქანებს დაეცა, რის გამოც რამდენიმე მანქანა დაიწვა.

მეტი...

ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ კორუფციის საქმეზე სასამართლო პროცესი განახლდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ კორუფციის საქმეზე თელ-ავივის რაიონულ სასამართლოში სასამართლო პროცესი განახლდა. The Times of Israel-ის ცნობით, მოსმენის დასაწყისში ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, რის გამოც ანტიბიოტიკების მაღალი დოზები დაუნიშნეს და ჩვენების დღის განმავლობაში რეგულარული შესვენებები დასჭირდება. შეგახსენებთ, რომ ნეთანიაჰუ გასულ კვირას სასამართლოში ჩვენების მისაცემად ვერ გამოცხადდა, რადგან აშშ-ში იმყოფებოდა.

მეტი...

ვანგ ი ბრიტანეთსა და ირლანდიაში მიემგზავრება, ასევე, დაესწრება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი, დელეგაციის წევრებთან ერთად  დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში მიემგზავრება, ასევე,  დაესწრება მიუნხენის უსაფრთხოების 61-ე კონფერენციას, თავმჯდომარეობს გაეროს უშიშროების საბჭოს უმაღლესი დონის ღონისძიებას და დაესწრება G20 საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, მინისტრი ბრიტანეთში გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლამიმ მიიწვია. „სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში, მინისტრი  ეწვევა ირლანდიას და დაესწრება მიუნხენის უსაფრთხოების 61-ე კონფერენციას გერმანიაში 12-დან 17 თებერვლამდე.  ისაუბრებს ჩინეთის შესახებ, რათა გაიზიაროს ჩინეთის პოზიცია ძირითად საერთაშორისო საკითხებზე კონფერენციის თემის გათვალისწინებით.  ასევე,  გამართავს უშიშროების საბჭოს მაღალი დონის ღონისძიებას 18 თებერვალს თემაზე: „მულტილატერალიზმის პრაქტიკა,…

მეტი...

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, 8 თებერვალს გამოძიება დაიწო საბოტაჟის დამამძიმებელ გარემოებაში, საბოტაჟის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19,318-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 319-ე მუხლებით. „სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენლების მიერ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შემოტანილი განცხადება, სადაც ისინი ბოლო წლებში და განსაკუთრებით კი, ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიუთითებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ შიდა თუ გარე აქტორების ქმედებებში იკვეთება…

მეტი...