აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, ლევან ნადრეიშვილი გარდაიცვალა. ლევან ნადარეიშვლი აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლად მუშაობდა. თამაზ ნადარეიშვილი იყო ორი მოწვევის პარლამენტის წევრი, მათ შორის უზენაესი საბჭოს დეპუტატი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე. ომის პერიოდში ის იყო აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელი, შემდეგ იყო საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე წლების განმავლობაში.
მეტი...დღე: თებერვალი 9, 2025
ბაკურიანში ევროპის ზამთრის ოლიპიური ფესტივალი გაიხსნა
ბაკურიანში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალი 9-დან 16 თებერვლამდე გაგრძელდება. შეჯიბრებას ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში მოწყობილი თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურა უმასპინძლებს. ფესტივალში სპორტის რვა სახეობაში (სამთო თხილამურობა, ბიატლონი, თავისუფალი სრიალი, ფიგურული ციგურაობა, ყინულის ჰოკეი, შორტ ტრეკი, თხილამურებით რბოლა, სნოუბორდი) მონაწილეობას 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი მიიღებს. გახსნის ცერემონიაზე სპორტმენების ტრადიციული აღლუმი გაიმართა, მონაწილეებმა ოლიმპიური ფიცი დადეს, ღონისძიების ბოლოს კი ბაკურიანის ცენტრალურ პარკში ოლიმპიური ცეცხლი ქართველმა სამთო-მოთხილამურემ, ანასტასია მირიანაშვილმა აანთო.
მეტი...თურქეთში სამგზავრო ავტობუსი ხრამში გადავარდა. არის მსხვერპლი
თურქეთში, ანტალიის პროვინციაში სამგზავრო ავტობუსი, დაახლოებით 25 მეტრის სიმაღლიდან ხრამში გადავარდა. შემთხვევის შედეგად, 1 ადამიანი დაიღუპა და 32 დაშავდა. მედიის ცნობით, დაშავებულებს შორის 8 ბავშვია. როგორც პოლიციის განცხადებაშია აღნიშნული, ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის გამოც სამგზავრო ავტობუსი ხრამში გადავარდა. ადგილზე დიდი რაოდენობით სასწრაფო დახმარების, სამაშველო და პოლიციის ბრიგადები იყო მობილიზებული. 33 დაშავებული მედიკოსებმა უახლოეს კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ერთ-ერთი დაშავებული დაიღუპა. ექიმების განმარტებით კიდევ 3 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
მეტი...“ვულოცავ ლიეტუვას, ლატვიას და ესტონეთს, რუსულ ელექტროენერგიზე გამოთიშვას “- სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, ბალტიის ქვეყნების – ლიეტუვას, ლატვიას და ესტონეთის კონტინენტური ევროპის ელექტროგადამცემ ქსელზე შეერთებას ეხმაურენა. სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ნამდვილი ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისკენ. “ვულოცავ ლიეტუვას, ლატვიას და ესტონეთს ღირსშესანიშნავ მომენტს. თქვენ გამოეთიშეთ რუსულ ელექტროენერგიას და მთლიანად ინტეგრირდით ევროპულ ქსელში. მნიშვნელოვანი ნაბიჯია ნამდვილი ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისკენ”, – წერს ზურაბიშვილი. ბალტიის ქვეყნები, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი კონტინენტური ევროპის ელექტროგადამცემ ქსელს შეუერთდნენ.
მეტი...ჩინეთში მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, სულ ერთი ადამიანი დაიღუპა და 28 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მედიის ცნობით, 10 სახლი მიწის მასაში ჩაიმარხა. მაშველებმა ორი ადამიანის გადარჩენა შეძლეს. როგორც ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის ბიუროს განცხადებაშია ნათქვამი, შემთხვევის ადგილზე სამეთაურო ცენტრი ფუნქციონირებს. ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა, მასშტაბური სამაშველო ოპერაციის დაწყების ბრძანება გასცა.
მეტი...კანიე უესტი აცხადებს, რომ მას ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი შეცდომით დაუსვეს
ამერიკელი რეპერი, კანიე უესტი აცხადებს, რომ მას ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი შეცდომით დაუსვეს და სინამდვილეში აუტიზმის სინდრომის დიაგნოზი აქვს. “ექიმთან ჩემმა ცოლმა წამიყვანა. ის ამბობდა, რომ ჩემი ხასიათი ბიპოლარულს არ ჰგავდა. ახლა აღმოვაჩინე, რომ სინამდვილეში ჩემი დიაგნოზი აუტიზმია” – განაცხადა მომღერალმა. კანიე უესტის თქმით, დიაგნოზი მას დაეხმარა უკეთ გაეგო ზოგიერთი საკუთარი ქცევა.
მეტი...მერაბ ნინიძეს CRITICS CHOICE AWARDS-ის ჯილდო გადაეცა
2025 წლის Critics Choice Awards-ის გამარჯვებულთა შორის ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძეცაა, რომელმაც მეორეხარისხოვანი როლი ფილმ Conclave-ში შეასრულა. რელიგიური დრამამ ამერიკული კინოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან დაჯილდოებაზე, ორ ნომინაციაში გაიმარჯვა: საუკეთესო სცენარი და საუკეთესო სამსახიობო შემადგენლობა. Conclave ოსკარის 11 და BAFTA-ს 8 ნომინაციაზეა წარდგენილი. გარდა ამისა, ფილმმა წლის დასაწყისში, საუკეთესო სცენარის კატეგორიაში ოქროს გლობუსი მოიპოვა.
მეტი...თურქეთში რუსი ტურისტი სელფის გადაღების დროს კლდიდან გადავარდა
ანტალიაში, 28 წლის რუსი ტურისტი სელფის გადაღების დროს კლდიდან გადავარდა და მძიმე ტრავმები მიიღო. მედიის ცნობით, ტურისტი ფოტოს გადაღების მიზნით კლდის კიდესთან ძალიან ახლოს მივიდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა და გადავარდა. ახალგაზრდა ქალს სიმაღლიდან ვარდნის გამო ფეხები დაუზიანდა. ის ამჟამად საავადმყოფოში განაგრძობს მკურნალობას.
მეტი...“ბალტიის ქვეყნები ევროპის ელექტროგადამცემ ქსელს შეუერთდნენ”- ურსულა ფონ დერ ლაიენი
ბალტიის ქვეყნები, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი კონტინენტური ევროპის ელექტროგადამცემ ქსელს შეუერთდნენ. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს. „დღეს ჩვენ ბალტიის ქვეყნებს კონტინენტური ევროპის ელექტროგადამცემ ქსელთან ვაკავშირებთ, ვწყვეტთ რუსეთთან დარჩენილ ბოლო კავშირებს. გათავისუფლება მუქარისა და შანტაჟისაგან. ეს ისტორიული დღეა“ – აცხადებს ევროკომისიის ხელმძღვანელი. ლიეტუვამ, ესტონეთმა და ლატვიამ თავიანთი ელექტროსისტემები რუსეთის ელექტროქსელიდან გუშინ გამოთიშეს.
მეტი...გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ სახლში ხანძარი იყო
გურამიშვილის გამზირზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი იყო. ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მეხანძრე – მაშველებმა ცეცხლის ლიკვიდაცია მალევე შეძლეს. მისი გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.
მეტი...საგარეჯოში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა. “7 თებერვალს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა ერთი პირი. სამართალდამცველებმა ბრალდებული 8 თებერვალს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”- აცხადებენ პროკურატურაში. პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
მეტი...“უკრაინის საკითხზე ველოდებით შესაბამის ნიშანს ამერიკული მხარისგან”- გაეროში რუსეთის წარმომადგენელი
გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელი ვასილი ნებენზი აცხადებს, რომ კრემლი უკრაინასთან დაკავშირებით შეერთებულ შტატებთან კონტაქტებისთვის მუდამ ღიაა. მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მოსკოვი ვაშინგტონისგან შესაბამის ნიშანს ელოდება. “ჩვენ ღია ვართ კონტაქტებისთვის, მაგრამ თანაბარუფლებიანობის საფუძველზე და რუსეთის ინტერესების სავალდებულო გათვალისწინებით. ველოდებით შესაბამის სიგნალებს ამერიკული მხარისგან. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ ისაუბრა ამის შესახებ და შესთავაზა მშვიდად საუბარი ყველა იმ მიმართულებაზე, რომელიც აშშ-სა და რუსეთის ინტერესს წარმოადგენს, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე” – აღნიშნა ნებენზიამ.
მეტი...28 წლის მოკრივე რინგზე მიღებული ტრამვების შედეგად გარდაიცვალა
ირლანდიაში, 28 წლის მოკრივე ჯონ კუნი, უელსელ ნათან ჰოველსთან წაგების შემდეგ გარდაიცვალა. ირლანდიელი მოკრივეს “ოლსტერ ჰოლში” გამართული ბრძოლის შემდეგ, თავის ქალის შიდა სისხლდენა დაეწყო. ტვინზე ზეწოლის შესამსუბუქებლად მას ოპერაცია ჩაუტარდა. ბრძოლის შემდეგ, მოკრივეს პირველადი სამედიცინო დახმარება რინგზევე გაუწიეს, დარბაზიდან კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიის ცნობით, სპორტსმენი სიცოცხლისთვის ერთი კვირის განმავლობაში იბრძოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მეტი...“ბოლტის” მძღოლებმა და კურიერებმა აქცია გაიმართეს
თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე ტაქსის კომპანია “ბოლტის” მძღოლებმა და კურიერებმა აქცია გაიმართეს. აქციის მონაწილეებმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ავტო-მსვლელობა გამართეს. მათ რამდენიმე მოთხოვნა აქვთ. მათ შორის, ისინი შეკვეთიდან საპროცენტო განაკვეთის შემცირებას ითხოვენ. გარდა ამისა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის რეგულაციის დაწესებაც სურთ.
მეტი...“ტრამპი არის ყველაზე კარგი მეგობარი, ვინც ისრაელს თეთრ სახლში ოდესმე ჰყოლია”- ნეთანიაჰუ
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ დონალდ ტრამპის გეგმა ღაზიდან პალესტინელების გადასახლების შესახებ არის პირველი ახალი იდეა ბოლო წლებში. ნეთანიაჰუს თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში ისრაელს მომდევნო კვირას ცოცხალი მძევლების 75% ეყოლება დაბრუნებული. „ჩვენ გვაქვს სამი მიზანი ომში: პირველი – გავანადგუროთ „ჰამასის“ სამხედრო და სამმართველო პუნქტები; მეორე – დავიბრუნოთ ყველა მძევალი და მესამე – დავრწმუნდეთ, რომ ღაზა აღარასდროს შეუქმნის საფრთხეს ისრაელს“- თქვა ნეთანიაჰუმ. ამერიკის პრეზიდენტზე საუბრისას კი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ტრამპი არის ყველაზე კარგი მეგობარი, ვინც ისრაელს თეთრ სახლში ოდესმე ჰყოლია.
მეტი...ანტალიის ტურნირზე ანა ჯაფარიძემ ოქროს მედალი მოიპოვა
თურქეთში გამართულ ანტალიის ღია პირველობაზე პარატაეკვონდოში ქართველმა პარაათლეტებმა, ანა ჯაფარიძემ ოქროს მედალი მოიპოვა. ტურნირზე კიდევ ორი პარატაეკვონდისტი- ლია ჩაჩიბაია და გიორგი ნიკოლაძე ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ. ანა ჯაფარიძემ მედალი პარიზის 2024 წლის პარალიმპიადაშიც მიიღო.
მეტი...“ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ”- პესკოვი ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს ინფორმაციას რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრის შესახებ. „მაშინ, როცა ვაშინგტონის ადმინისტრაცია ავითარებს თავის მუშაობას, მრავალი განსხვავებული კომუნიკაცია ჩნდება და ეს კომუნიკაციები ხორციელდება სხვადასხვა არხებით. რა თქმა უნდა, ამ კომუნიკაციების სიმრავლის ფონზე, მე პირადად შეიძლება რაღაც არ ვიცოდე, რაღაცის საქმის კურსში არ ვიყო. ამიტომ, ამ შემთხვევაში, ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ“ – განაცხადა პესკოვმა. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა New York Post-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა და უკრაინაში მიმდინარე…
მეტი...“რუსეთი თავის არმიას 100 ათასი სამხედროთი ზრდის”-ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი თავის არმიას 100 ათასი სამხედროთი ზრდის. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი საერთოდ არ ემზადება მოლაპარაკებებისა და მშვიდობისთვის, არამედ ომის გასაგრძელებლად ემზადება. „ჩვენ ვაფასებთ, რომ ნატო-ს სამხდრო კომიტეტის ახალი ხელმძღვანელის პირველი ვიზიტი სწორედ ჩვენს სახელმწიფოში შედგა უკრაინელების მხარდასაჭერად. ჩვენ განვიხილეთ „რამშტაინისთვის“ მზადება და ჩვენი საერთო თავდაცვის საჭიროებები. ახლა ჩვენ ვიცით, ჩვენი დაზვერვა გვაცნობებს, რომ რუსები ქმნიან ახალ დივიზიებს, ავითარებენ ახალ სამხედრო წარმოებას. აშკარაა, რომ ჩრდილოეთ კორეასთანაც მათი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაფართოვდება. სამწუხაროდ, მოსკოვი ომის თანამედროვე ტექნოლოგიებს ავრცელებს იმ რეგიონშიც, კერძოდ, დრონების ტექნოლოგიებს. ეს მარტივ რამეს…
მეტი...კარიბის ზღვაში 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა – რეგიონში ცუნამის საფრთხეა
კარიბის ზღვაში 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც კაიმანის კუნძულებზე ცუნამის საფრთხე გამოიწვია. მიწისძვრა დაახლოებით 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი ჯორჯ თაუნიდან სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 210 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა. ცუნამის რისკის გამო, ყოვლისმომცველი გაფრთხილება გამოიცა, თუმცა სააგენტოს განმარტებით ცუნამი არ დაფიქსირებულა.
მეტი...“იმყოფება მონიტორინგის ქვეშ”- როგორია მზია ამაღლობლის ჯანმრთელობის მდგომარეობა?!
კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურა ჩხაიძე “ბათუმელების” რედაქტორის მზია ამაღლობლის ჯანმრთელობის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ამაღლობელს დამატებითი კვლევები უტარდება. „მდგომარეობა რჩება იგივე. ითვალისწინებს ექიმების რეკომენდაციას. გრძელდება ჩვენი რეკომენდაციები და იმყოფება მონიტორინგის ქვეშ. უტარდება ასევე დამატებითი ლაბორატორიული განმეორებითი კვლევები. რეკომენდაციები გამომდინარეობს მისი ზოგადი მდგომარეობიდან, რაც ახასიათებს შიმშილის ეფექტს ამდენი დღის განმავლობაში. იცით, რომ პაციენტი მოინახულა სახალხო დამცველის აპარატთან არსებულ ექიმთა ჯგუფმა, შეგხვდა ჩვენ. იყო ჩვენი აზრების ურთიერთგაცვლა და შევჯერდით ერთობლივ რეკომენდაციებზე“, – განაცხადა ჩხაიძემ.
მეტი...თურქეთში ზღვამ 150 მეტრით უკან დაიხია
სტამბულში, ზღვამ სანაპიროდან დაახლოებით 150 მეტრით უკან დაიხია. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. უჩვეულო მოვლენა მარმარილოს ზღვაში, ქალაქ სტამბოლის სილივრის რაიონში დააფიქსირეს. მედიის ცნობით, ზღვამ წვიმის მიუხედავად დაიხია უკან და გარკვეულ ადგილებში პატარა კუნძულებიც გამოჩნდა, რაც მოსახლეობის შეშფოთებას იწვევს.
მეტი...ბაიდენის შემდეგ, საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა ენტონი ბლინკენს და ჯეიკ სალივანს გაუუქმეს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ყოფილ სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ყოფილ მრჩეველს, ჯეიკ სალივანს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა გაუუქმა. ამის ტრამპმა გაუუქმა საიდუმლო მასალებზე წვდომა ბაიდენის ადმინისტრაციის გენერალური პროკურორის მოადგილეს, ლიზა მონაკოს, რომელიც 6 იანვრის კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე მუშაობდა, ასევე ნიუ-იორკის გენერალურ პროკურორს, ლეტიცია ჯეიმსს და მანჰეტენის საოლქო პროკურორს, ალვინ ბრეგს, რომლებიც ტრამპის წინააღმდეგ გამოძიებებს ხელმძღვანელობდნენ. მანამდე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა გაუუქმა ყოფილ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს და მისთვის ყოველდღიური სადაზვერვო ბრიფინგები შეწყვიტა.
მეტი...ტრამპს უკრაინის პრეზიდენტთან 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების გარიგების დადება სურს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, სურს უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ უკრაინაში იშვიათ მინერალებსა და გაზთან წვდომაზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების გარიგება დადოს. მისი თქმით, ასეთი შეთანხმება მისაღები იქნება უკრაინის შესახებ ნებისმიერი პოტენციური სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში. ცნობისთვის, ამავე ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხი განიხილეს.
მეტი...საქართველოდან სხვადასხვა ქვეყნის 37 მოქალაქე გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გასულ თვეში სხვადასხვა ქვეყნის 37 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა ქვეყნიდან გაძევებული. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ქვეყნიდან გაძევებულ იქნა – მოლდოვას, ეგვიპტის, სომხეთის, რუსეთის, ერაყის, ირანის, თურქეთის, პაკისტანის, თურქმენეთის, ინდოეთის, ბანგლადეშის და ნიგერიის – ჯამში 37 მოქალაქე. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს.…
მეტი...რუსთავში ავტომობილს, რომელშიც 4 ახალგაზრდა იმყოფებოდა, ცეცხლი გაუჩნდა
რუსთავში აღმაშენებლისა და გარეჯის ქუჩების დამაკავშირებელ ხიდთან მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომანაქნაში 4 ახალგაზრდა იმყოფებოდა, მათ გამოსვლა დროულად მოახერხეს. ახალგაზრდებმა მცირე დაზიანებები მიიღეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მეტი...„კორეა მხარს დაუჭერეს რუსეთის არმიისა და ხალხის სამართლიან საქმეს”- კიმ ჩენ ინი
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერენ და წაახალისებენ რუსეთის არმიას. გარდა ამისა, მან გააკრიტიკა სამმხრივი სამხედრო თანამშრომლობა შეერთებულ შტატებს, იაპონიასა და სამხრეთ კორეას შორის. მისი შეფასებით ეს რეგიინში დაძაბულობას ზრდის. „კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის არმია და ხალხი ყოველთვის მხარს დაუჭერენ და წაახალისებენ რუსეთის არმიისა და ხალხის სამართლიან საქმეს: დაიცვან თავიანთი სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა. კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას არ სურს რეგიონული სიტუაციის ზედმეტი დაძაბულობა, მაგრამ მიიღებს მდგრად საპირისპირო ზომებს რეგიონული სამხედრო ბალანსის უზრუნველსაყოფად“- აღნიშნა კიმ ჩენ ინმა.
მეტი...ტრამპი ვლადიმერ პუტინს უკრაინის ომის შესახებ ტელეფონით ესაუბრა
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინის ომის შესახებ ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ტრამპმა განაცხადა. მისი თქმით, პუტინი დაინტერესებულია ბრძოლის ველზე არსებული ვითარებით და სურს, ადამიანები აღარ იღუპებოდნენ. „ყველა ის დაღუპული ადამიანი. ახალგაზრდა, ლამაზი ადამიანები. ისინი შენს შვილებს ჰგვანან, ორი მილიონი – და უმიზეზოდ“- აღნიშნა ტრამპმა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომის არასდროს მოხდებოდა, 2022 წელს პრეზიდენტი რომ თავად ყოფილიყო.
მეტი...ბიონსე გრემის ცერემონიის ყველა ჯილდოდან მოიხსნა
ამერიკელი მომღერალი ბიონსე ჯისელ ნოულსი გრემის ცერემონიის ყველა ჯილდოდან მოიხსნა. როგორც ირკვევა ბიონსემ ჯილდოების მოსაპოვებლად ფული გამოიყენა. გავრცელებული ინფორმაციით, ფაქტები ილონ მასკმა გამოააშკარავა. ბიონსეს Cowboy Carter-მა 2025 წლის გრემის დაჯილდოებაზე საუკეთესო ქანთრი ალბომის ჯილდო მიიღო. ამ გამარჯვებით, ბიონსე გახდა პირველი შავკანიანი ქალი, რომელმაც ამ კატეგორიაში გრემი მოიპოვა. გრემი თანამედროვე მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა. 30 მუსიკალური ჟანრის მიხედვით დაყოფილ 108 კატეგორიაში პოპის, ქანთრის და ჰიპ ჰოპის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავები მონაწილეობენ.
მეტი...ალექსანდრე თოფურიამ UFC-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო
ალექსანდრე თოფურიამ UFC-ში პირველი ბრძოლა ჩაატარა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ავსტრალიელი კოლბი თიქნესი დაამარცხა. 29 წლის თოფურიამ მეტოქეს სამივე რაუნდი მოუგო. UFC-ის სუპერმსუბუქ წონაში ილია თოფურიას უფროსმა ძმამ პირველი გამარჯვება ჩაიწერა. აქამდე მას შერეულ ორთაბრძოლებში 5 გამარჯვება და ერთი მარცხი ჰქონდა, ავსტრალიელისთვის კი ეს კარიერაში პირველი მარცხი გახლდათ, აქამდე მან 7-ჯერ მოიგო. ბრძოლის დროს ალექსანდრე თოფურიას ილია ეხმარებოდა, ხოლო კოლბი თიქნესს რჩევებს ქვემსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი ალექსანდერ ვოლკანოვსკი აძლევდა. ამჟამად შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიან ორგანიზაციაში, UFC-ში ექვსი ქართველი ირიცხება. მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარს ფლობს, ხოლო ქვემსუბუქი დივიზიონის მოქმედი…
მეტი...„ტრამპის ტორნადომ მსოფლიო სულ რაღაც რამდენიმე კვირაში შეცვალა, ერა დასრულდა”- ორბანი
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ “ტრამპის ტორნადომ” მსოფლიო სულ რაღაც რამდენიმე კვირაში შეცვალა. „ტრამპის ტორნადომ მსოფლიო სულ რაღაც რამდენიმე კვირაში შეცვალა, ერა დასრულდა. გუშინ ჩვენ მათთვის ერეტიკოსები ვიყავით, დღეს კი მეინსტრიმი ვართ“- განაცხადა ვიქტორ ორბანმა. ორბანის თქმით, „ბრიუსელის გამო ევროპა მოიცვეს არალეგალმა იმიგრანტებმა“.
მეტი...“ირანი თავისუფალი იქნება და მისი მარიონეტები დაეცემიან, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი”- უილსონი
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი აცხადებს, რომ ირანულმა რეჟიმმა პრეზიდენტ ტრამპის მკვლელობა სცადა და ჯერ კიდევ დაჟინებულია, რომ ამას გააკეთებს. “ირანულმა რეჟიმმა პრეზიდენტ ტრამპის მკვლელობა სცადა და ჯერ კიდევ დაჟინებულია, რომ ამას გააკეთებს. ირანი თავისუფალი იქნება და მისი მარიონეტები დაეცემიან, მათ შორის [იემენის] “ჰუსიტები”, ქასიმ ალ-არაჟი [ერაყში ირანის მიერ კონტროლირებადი პარამილიტარისტული დაჯგუფება “ალ-ბადრ ორგანიზაციის” უფროსი წევრი], კაის საიდი [ტუნისის პრეზიდენტი] და ბიძინა ივანიშვილი ” – წერს უილსონი.
მეტი...1000 წლის ჩინური სოფელი იუხუ (ფოტორეპორტაჟი)
ქალაქების და პროვინციების პარალელურად, უნიკალური და საინტერესოა ჩინური სოფლებიც. ერთ-ერთი ასეთი სოფელია იუხუ, პატარა, ნასის სოფელი „ძადეს დრაკონის“ თოვლის მთის ფერდობებზე, ლიძიანგში, იუნნანის პროვინციაში. სოფლიდან არც თუ ისე შორს, მდებარეობს ძატეს ტბა, საიდანაც წარმოიშვა სოფლის სახელწოდებაც. როგორც ფოტოებშიც ჩანს, სოფელი არის მთაში მოქცეული, ულამაზესი „ძატეს დრაკონის“ თოვლიანი მწვერვალებით. ეს სახელი კი მთას იმიტომ ჰქვია, რომ ფორმით ნამდვილად დრაკონს გჰავს. ეროვნულ სამოსში ჩაცმული ადგილობრვები, სუფთა ჰაერი, ჟანგბადი, ნატურალური პროდუქტები, მცენარეები, ულამაზესი პეიზაჟი – ნამდვილი სამოთხე. ადგილობრივი ნასის ხალხი ქვის და ხის სახლებში ცხოვრობს. სოფელი იუხუ ათას წელზე მეტი ხნისაა და…
მეტი...