პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. მოქალქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. დღეს პროტესტის 73-ე დღეა. აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი. ისინი კვლავ ახალი არჩევნების ჩანიშვნასა და აქციების პერიოდში დაკავებული პირების გათავისუფლებას მოითხოვენ.
მეტი...დღე: თებერვალი 8, 2025
ქერჩის სრუტეში რუსეთის ტანკერებიდან საწვავის ჩაღვრის გამო დაღუპული დელფინების რაოდენობა გაიზარდა
ქერჩის სრუტეში რუსეთის ტანკერებიდან საწვავის ჩაღვრის გამო 84 დელფინი უკვე დაიღუპა. დელფინების გადარჩენის სამეცნიერო და ეკოლოგიური ცენტრის, „დელფას“ ხელმძღვანელის, ტატიანა ბელის თქმით, ბოლო კვირაში ნაპირზე გამორიყული მკვდარი დელფინების რაოდენობა შემცირდა, თუმცა დასკვნების გაკეთება ნაადრევია. “ჩვენ ჯერ ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, რამდენი დელფინი მოკვდება მომავალში. შეიძლება შედეგები მოგვიანებით აისახოს: ორგანიზმში დაგროვილმა ტოქსიკურმა ნივთიერებებმა შეიძლება გამოიწვიოს იმუნიტეტის მნიშვნელოვანი დაქვეითება და სხვადასხვა დაავადება”- აღნიშნა მან. 2024 წლის 15 დეკემბერს ქერჩის სრუტეში კატასტროფა განიცადა მაზუთით დატვირთულმა ორმა რუსულმა ტანკერმა. რუსეთის საზღვაო სამაშველო სამსახურმა დაადასტურა, რომ 15 დეკემბერს ქერჩის სრუტეში, შავ ზღვაში 2,4 ათასი ტონა მაზუთი ჩაიღვარა
მეტი...რუს ჯარისკაცებს ფრონტის ხაზზე საბრძოლო მასალების გადასატანად ვირები გაუგზავნეს
რუს ჯარისკაცებს ფრონტის ხაზზე საბრძოლო მასალების გადასატანად ვირები გაუგზავნეს. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში ეს მეორე მსოფლიო ომში გამოცდილებითა და საბრძოლო მასალებით უზრუნველყოფის პრობლემებით გაამართლეს. “ამაში ცუდი არაფერია“ – თქვა რუსეთის სახელმწიფო დუმის წარმომადგენელმა. ტელეგრამ-არხზე ვრცელდება ინფორმაცია, ფრონტის ხაზზე ვირების გაგზავნის რამდენიმე შემთხვევის შესახებ. Forbes-ის თანახმად, რუსი სამხედრო მოსამსახურეები ფრონტზე, სავარაუდოდ, ჯავშანტექნიკის ნაკლებობის გამო ცხენებსაც იყენებენ.
მეტი...ქუთაისში, მოსამართლის სახლთან გამართული აქციის გამო ნინო ქათამაძეს სასამართლოში იბარებენ
მომღერალ ნინო ქათამაძეს სასამართლოში იბარებენ. ამის შესახებ, ის სოციალუ ქსელში წერს. „მონატრებულო ქუთაისო, სამწუხაროა, რომ თქვენთან შეხვედრა არა კონცერტით, არამედ სასამართლოში მიწევს. 10 თებერვალს, 12.00 საათზე, 9 თანამოაზრის სასამართლოა ჩანიშნული, მათ შორის ჩემიც. იმედი მაქვს სასამართლოშიც არიან მუსიკის მოყვარულები” – წერს ნინო ქათამაძე. არსებული ცნობით, ქათამაძესთან ერთად სასამართლოში კიდევ რვა ადამიანს: ვლადიმერ აფხაზავას, ხვიჩა ვაშაყმაძეს, გელა მთივლიშვილს, ქეთევან ფილაურს, მაია ცირამუას, ირინა ზარანდიას, გივი ცინცაძეს და ეკა კუხალეიშვილს იბარებენ. მათ ქუთაისში, მოსამართლის სახლთან 30 წუთიანი საპროტესტო შეკრების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. სასამართლო ორშაბათს, 10 თებერვალს, 12:00…
მეტი...ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან თანამშრომლობის იმედი აქვს
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ევროკავშირის წინააღმდეგ ტარიფების მუქარის ფონზე კონფრონტაციის ნაცვლად, დონალდ ტრამპთან თანამშრომლობის იმედი აქვს. „ჩვენი ხელი გაწვდილია, რადგან ტარიფები არავისთვის არის სასარგებლო. აშშ მაინც თუ მიმართავს ასეთ ნაბიჯებს, ევროკომისიას შეუძლია, რამდენიმე საათში მოახდინოს რეაგირება“- განაცხადა შოლცმა. ოლაფ შოცლმა აღნიშნა, რომ გერმანია თავისი მაღალეფექტური საექსპორტო სექტორით სარგებელს იღებს ამისგან და ეს მომავალშიც უნდა გაგრძელდეს.
მეტი...ისრაელმა დამატებით 183 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში, ისრაელმა დამატებით 183 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა. გათავისუფლებულებს შორის 70-ზე მეტს უვადო ან გრძელვადიან სასჯელს იხდიდა, ხოლო 111 პატიმარი ისრაელის მიერ ომის პერიოდში დაკავებული მოქალაქეა. როგორც „ბიბისი“ წერს, შვიდი ყოფილი პატიმარი საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო კრიტიკული. ცეცხლის შეწყვეტის დაწყებიდან, 19 იანვრის შემდეგ, სულ 21 მძევალი და 566 პატიმარია გათავისუფლებული.
მეტი...არგენტინაში მდინარე გაწითლდა
არგენტინაში, ბუენოს-აირესის გარეუბანში, მდინარე წითლად შეიღება. წითლად შეღებილი მდინარე “სარანდის” ფოტოები ადგილობრივებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოსახლეობას ეჭვი აქვს, რომ წყალში სამრეწველო ქიმიკატები მოხვდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ფერთან ერთად, მას მძაფრი სუნიც აქვს. მდინარე, ვილა Inflamable-ს მახლობლად, აველანედას მუნიციპალიტეტში გაედინება, სადავ ცხოველის ტყავის გადამამუშავებელი ქარხნები მდებარეობს. მედიის ცნობით, ქარხნები ტყავს შესაბამისი ქიმიკატების გამოყენებით ამუშავებენ.
მეტი...“საქართველო მზადაა, აღადგინოს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან”- პრემიერი
“საქართველო მზადაა, აღადგინოს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიმართ ოპტიმისტურად არის განწყობილი. „ქართველი ხალხი ოპტიმისტურად აღიქვამს მოვლენებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გვესმის ბოლოდროინდელი განცხადებები, მათ შორის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შესახებ. ამ პრობლემებზე 2021 წლიდან ვსაუბრობთ. საკანონმდებლო ინიციატივაც გვქონდა გამჭვირვალობის შესახებ, რომელსაც აშშ-ის საელჩო მწარედ აკრიტიკებდა წინა ადმინისტრაციის დროს. კანონი მხოლოდ გამჭვირვალობას ითხოვდა – არასამთავრობო ორგანიზაციებს ავალდებულებდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსადმი წლიური ფინანსური ანგარიშების წარდგენას. აი, ამაზე განაცხადა აშშ-ის საელჩომ წინა ადმინისტრაციის დროს, რომ საქართველოს შავი…
მეტი...“უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნის შესახებ დებატები ნაადრევია”- შოლცი
უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნის შესახებ დებატები ნაადრევია. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. „მსგავსი დებატები უადგილო და ნაადრევია. ეს იმის დაშვებაა, რომ უკრაინა რუსეთისგან თავისი ტერიტორიის ნაწილს ვერ დაიბრუნებს“ – განაცხადა ოლაფ შოლცმა. მისი თქმით, უკრაინელების მონაწილეობის გარეშე არაფერი უნდა გადაწყდეს.
მეტი...„ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცე საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტი – ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა“- კობახიძე
„ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცე საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტი – ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ევროპულ ბიუროკრატიასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში 2030 წლისთვის შესრულებადი ამოცანაა. „დღეს ჩვენ ვდგავართ ევროპულ ბიუროკრატიასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე და მაინც, ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება 2030 წლისთვის შესრულებადი ამოცანაა. ეს არის ჩვენი შუალედური მიზანი და ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით ამ მიზნისკენ მიმავალ გზას. ვიმედოვნებ, რომ მომდევნო წლებში საქართველოს მიმართ მიდგომა უფრო სამართლიანი იქნება. ჩვენ კი ძალ-ღონეს არ დავიშურებთ ევროპისკენ მიმავალ გზაზე…
მეტი...„დიფ სთეითისა“ და USAID-ის აგენტურა საქართველოში მარცხდება”- მდინარაძე
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „დიფ სთეითისა“ და USAID-ის აგენტურა საქართველოში მარცხდება. „მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ვერ გაერკვა „ნაც.აგენტურის“ და მისი პატრონების სუბორდინაციაში: USAID-ის მიერ დაფინანსებული აგენტურის ქართული ნაწილი ემსახურება „დიფ სთეითს“, „დიფ – სთეითი“ ოლიგარქიულ გავლენებს. რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას: „დიფ სთეითისა“ და USAID-ის აგენტურა საქართველოში მარცხდება, მათ შორის მკაცრი სამართლებრივი რეგულაციებით. შესაბამისად, ისევ ქართველი ხალხი და მშვიდობა იმარჯვებს. არ იქნება სამართალი,- არ იქნება მშვიდობა! ცეცხლი ოლიგარქიას! ოლეე, ოლაა-ზე იხ. პრემიერის დღევანდელი კომენტარი“- წერს მდინარაძე.
მეტი...„ჩვენ ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობა გვექნება”- ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობა ექნება. ამის შესახებ მან, იაპონიის პრემიერ-მინისტრთან, შიგერუ იშიბასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. „ჩვენ ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობა გვექნება, კიმ ჩენ ინთან. ჩვენ ერთმანეთს კარგად ვუგებთ“- განაცხადა დონალდ ტრამპმა. მისი თქმით, „ეს იდეა იაპონიას მოსწონს, რადგან მათ კარგი ურთიერთობა არ აქვთ“.
მეტი...“ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საწინდარი მდგომარეობს მხოლოდ დავითის გზის ერთგულებაში”- მეუფე შიო
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიო მუჯირმა წმინდა კეთილმსახური მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს იქადაგა. როგორც მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა თქვა, საქართველოს ისტორიაში დავით აღმაშენებლის პიროვნება მზესავით გამობრწყინდა. “დღეს, როდესაც ჩვენ კვლავ ვდგავართ დიდი გამოწვევების წინაშე და ვიხსენებთ წმინდა დავით მეფის პიროვნებას, მის ღვაწლს, უნდა დავფიქრდეთ ჩვენი ქვეყნის აწმყოზე, მომავალზე, ასევე წარსულზეც – რანი ვიყავით, რანი ვართ და რანი უნდა ვიყოთ; რა მოგვიტანა დავით მეფის მმართველობამ, რა მძიმე შედეგები მიგვიღია, როცა კი გვიღალატია და გადაგვიხვევია დავითის გზიდან; და გვმართებს დაფიქრება იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საწინდარი მდგომარეობს მხოლოდ დავითის გზის…
მეტი...2026 წლიდან, ჩინური მფრინავი მანქანები რეალობად იქცევა
„მომავლის ტრანსპორტი“ – მფრინავი მანქანები ფანტასტიკიდან რეალობაში გადადის. ჩინური მფრინავი მანქანების პრეზენტაცია აშშ-ის ქალაქ ლას ვეგასში გაიმართა. მან მნიშვნელოვანი ყურადღება მიიპყრო მთელ მსოფლიოში და მოსალოდნელია, 2026 წელს მომხმარებლამდეც მივიდეს. ვარაუდობენ, რომ 10 წელიწადში, ისინი, მგზავრობის დროს 1-2 საათიდან სულ რაღაც 10-20 წუთამდე შეამცირებენ. მფრინავ მანქანას ექნება ორი რეჟიმი, მას შეუძლია როგორც მიწაზე, ასევე ჰაერში ფრენა. 2024 წელს ჩინეთის ავტომობილების ინჟინერთა საზოგადოებამ გამოაქვეყნა ქვეყნის პირველი კვლევის ანგარიში მფრინავი მანქანების შესახებ. მან დააფიქსირა, რომ 21-ე საუკუნეში ჭკვიანი ელექტრომობილების განვითარებამ შექმნა მყარი ინდუსტრიული საფუძველი ჭკვიანი ელექტრო ავიაციისთვის. ჩინური თეთრი წიგნის მიხედვით, მფრინავი მანქანების…
მეტი...მძევლების მძიმე ფიზიკური მდგომარეობა შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ისრაელის საზოგადოებისთვის
Reuters-ის ცნობით, მძევლების მძიმე ფიზიკური მდგომარეობა შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ისრაელის საზოგადოებისთვის, რომლებიც პირდაპირ ეთერში ადევნებდნენ თვალს მათი გათავისუფლების პროცესს. მძევლების გადაცემა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში განხორციელდა. გათავისუფლებულებს შორის არიან ოჰად ბენ ამი, ელი შარაბი და ორ ლევი, რომლებიც კიბუც ბეერიდან და ნოვა ფესტივალიდან 2023 წლის ოქტომბერში გაიტაცეს. მოლაპარაკების საწყის ეტაპზე “ჰამასმა” 33 მძევალი, ხოლო ისრაელმა – 2000-მდე პალესტინელი პატიმარი უნდა გაათავისუფლოს.
მეტი...ცნობილი ბლოგერი 28 წლის ასაკში გარდაიცვალა
ცნობილი ბრაზილიელი ბლოგერი, ლალესკა ალექსანდრე 28 წლის ასაკში, სეპტიური შოკის განვითარებით გარდაიცვალა. მედიის ცნობით, ახალგაზრდა ქალს საკვერცხის ინფექცია გაურთულდა. ექიმების განცხადებით, ალექსანდრას ტუბო-საკვერცხის აბსცესი (TOA) ჰქონდა. ოჯახის წევრების განმარტებით, ქალს სპაზმური ტკივილები აწუხებდა, რის გამოც საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმებმა მას სასწრაფო ოპერაციის ჩატარება ურჩიეს, თუმცა დაავადების რთული ფორმებიდან გამომდინარე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მეტი...„ივანიშვილის რეჟიმის ყველა მძევალი და პოლიტპატიმარი უნდა გათავისუფლდეს!”- უილსონი
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი აცხადებს, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები წინსვლის ერთადერთი გზაა. „ივანიშვილის რეჟიმის ყველა მძევალი და პოლიტპატიმარი უნდა გათავისუფლდეს! სასტიკ რეპრესიებში მონაწილე ყველა მოსამართლესა და პროკურორს სანქციები უნდა დაუწესდეს. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები წინსვლის ერთადერთი გზაა“ – წერს ჯო უილსონი.
მეტი...“კურსკის ოლქში რუსეთის სამეთაურო ცენტრზე დარტყმის შედეგად, 20 ოფიცერი დაიღუპა”- ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კურსკის ოლქში რუსეთის სამეთაურო ცენტრზე დარტყმის შედეგად, 20 ოფიცერი დაიღუპა. მისივე ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლქში 2,5 კმ-ით წინ წაიწიეს. „მითხრეს, რომ სავარაუდოდ, დაღუპულია 20 ოფიცერი. მათ შორის, ჩრდილოეთ კორეელი და რუსი ოფიცრები“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, მრავალკვირიანი პაუზის შემდეგ ათასობით ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი კურსკის ოლქში სამხედრო მოქმედებებს დაუბრუნდა.
მეტი...ჩინეთი მნიშვნელოვან პროგრესს აღწევს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში
დღევანდელი მდგომარეობით, ჩინეთს 44 კულტურული ელემენტი გააჩნია, რომლებიც აღიარებულია იუნესკოს მიერ, როგორც კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც პირველ ადგილზეა მსოფლიოში. თანდათანობით, ჩინეთი მნიშვნელოვან პროგრესს აღწევს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში. მთელ მსოფლიოში, ჩინელებისთვის, გაზაფხულის ფესტივალი არის ოჯახური გაერთიანების, სადღესასწაულო ტრადიციების, სადღესასწაულო “შოპინგისა” და მრავალფეროვანი კულტურული და ტურისტული აქტივობების დრო. ფესტივალის საქონლის სავაჭრო ღონისძიებები ძირითადად ორიენტირებულია ჩინეთის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის (ICH) ირგვლივ და ეს ბოლო წლებში ჩინეთში პოპულარობას იძენს. მაგალითად, ჩრდილოეთ ჩინეთის შიდა მონღოლეთის ავტონომიურ რეგიონში, ბოლო ღონისძიების დროს, ICH-ის მემკვიდრეებმა ქარგვის, ქაღალდის ჭრის, ფარნების სანახაობა მოაწყვეს, სადაც მონაწილეობა ტურისტებმაც მიიღეს. ჩინეთის ICH…
მეტი...აშშ-ის თავდაცვის მდივანი უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს
აშშ-ის თავდაცვის მდივანი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს. ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს. „უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელსაც დიდი ბრიტანეთი უხელმძღვანელებს, მდივანი უკრაინაში ომის დიპლომატიური გზით დასრულების შესახებ პრეზიდენტ ტრამპის მოწოდებას კიდევ ერთხელ დაადასტურებს. ასევე, უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერის მიზნით ევროპის ლიდერობის გაძლიერების აუცილებლობას ხაზს გაუსვამს“ – ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში. აშშ-ის თავდაცვის მდივანი ევროპაში ვიზიტის ფარგლებში გერმანიასა და პოლონეთსაც ეწვევა.
მეტი...მერაბ დვალიშვილი მომდევნო ბრძოლას მიმდინარე წლის აპრილში ან ივნისში ჩაატარებს
UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის ქართველმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. როგორც მერაბი ამბობს, ის ორგანიზაციაში მორიგ ბრძოლას მიმდინარე წლის აპრილში ან ივნისში ჩაატარებს. დვალიშვილის თქმით, მისი და UFC-ის გეგმები მომავალ მეტოქესთან დაკავშირებით ერთმანეთს ემთხვევა. „უმარ ნორმაგომედოვმა მარცხს უამრავი გამართლება მოუძებნა, ეს მარტივი გზაა. ვფიქრობ, უმჯობესია, თავის შეცდომებზე ისწავლოს და უკეთესი გახდეს. ამ რეკომენდაციას მას პატივისცემით მივცემდი. მე ქამარი შევინარჩუნე და ახლა უფრო მონდომებული და მოტოვირებული ვარ. ჩემი და UFC-ის გეგმები ერთმანეთს ემთხვევა. მსურს, მომდევნო შეხვედრა შონ ო’მალისთან ან პიტერ იანთან ჩავატარო. ბრძოლას აპრილში ან ივნისში გავმართავ. კონტრაქტს ველოდები და…
მეტი...„ყველაზე მეტად სჭირდება მზია ამაღლობელის ჯანმრთელობას, რომ დაუბრუნდეს კვებას“- ჯანდაცვის მინისტრი
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას ყველაზე მეტად სჭირდება, რომ დაუბრუნდეს კვებას”- განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ. მინისტრის განმარტებით, ამაღლობელი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ახლა მზია ამაღლობელის ჯანმრთელობას, არის, შეწყვიტოს პროტესტის ეს ფორმა. შესაბამისად, დაუბრუნდეს კვებას. ეს იქნებოდა მისი ჯანმრთელობისთვის ყველაზე საუკეთესო გამოსავალი. ამ რჩევას კვლავაც მის გასაგონადაც გავიმეორებ. რაც შეეხება მის ამჟამინდელ მდგომარეობას, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. „ბათუმელებისა“…
მეტი...სასწავლებელში მომხდარი სროლის შემდეგ, შვედეთში იარაღზე კონტროლს ამკაცრებენ
შვედეთის მთავრობა სასწავლებელში მომხდარი სროლის შემდეგ, იარაღზე კონტროლის გამკაცრებას გეგმავს. 4 თებერვალს ქალაქ ერებრეში ზრდასრულთა საგანმანათლებლო ცენტრში 35 წლის მამაკაცმა ცეცხლი გახსნა და 10 ადამიანი მოკლა, რის შემდეგაც თავი მოიკლა. პოლიციაში აცხადებენ, რომ თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. „ერებრეში საშინელი თავდასხმის ფონზე, ჩვენ გვჯერა, რომ სწორი ბალანსი იქნება მსგავსი ტიპის იარაღის აკრძალვა. ჩვენ ვიცით, რომ მსგავსი იარაღი, გარკვეული ცვლილებებით შეიძლება, გახდეს ძალიან საშიში და ეს იარაღი გამოიყენებოდა ამგვარი თავდასხმებისას სხვა ქვეყნებში“ – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, გუნარ სტრომერმა.
მეტი...“ქართული ოცნება” ცდილობს ქვეყანაში ადამიანის უფლებების კრიზისი გამოიწვიოს”- Human Rights Watch
ამერიკული უფლებადაცვითი ორგანიზაციის, Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორის მოადგილემ, რეიჩელ დენბერმა განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” ცდილობს ქვეყანაში ადამიანის უფლებების კრიზისი გამოიწვიოს. მისი თქმით, ცვლილებები, რომელიც უკვე შევიდა ადმინისტრაციულ დარღვევათა კოდექსში, სრულიად „განურჩეველი და თვითნებურია“. „ვცდილობთ საქართველო ბელარუსს, ან რუსეთს არ შევადაროთ და ეს არც უნდა გავაკეთოთ. მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ რიცხვებზე და რიცხვები საკმაოდ ობიექტური რამაა. მნიშვნელოვანია იმის გახსენება, რომ საქართველოში, რომელსაც საბჭოთა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსი მემკვიდრეობით ერგო, ადმინისტრაციული დარღვევის დრო [90 დღე] შეამცირეს. ეს იყო ძალიან სწორი გადაწყვეტილება მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან, რადგან დაკავებულის უფლებები იმ შემთხვევაში,…
მეტი...აშშ-ის ახალდანიშნულმა გენერალურმა პროკურორმა შეზღუდა უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის აღსრულება
აშშ-ის ახალდანიშნულმა გენერალურმა პროკურორმა, პემ ბონდიმ პირველ სამუშაო დღეს გამოცემული დირექტივით შეზღუდა უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) აღსრულება და გააუქმა გამოძიების ფედერალურ ბიუროში არსებული ოპერატიული ჯგუფი, რომელიც საგარეო გავლენის წინააღმდეგ მუშაობდა. გენერალური პროკურორის განცხადებით, უცხოური გავლენის ოპერატიული ჯგუფი უნდა დაიშალოს. „გამოთავისუფლდეს რესურსები უფრო აქტუალური პრიორიტეტებისთვის და დასრულდეს პროკურატურის უფლებამოსილების ინსტრუმენტიზირება და ბოროტად გამოყენება, უცხოური გავლენის ოპერატიული ჯგუფი უნდა დაიშალოს“ – ნათქვამია ბონდის განკარგულებაში.
მეტი...„ჰამასმა“ სამი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა
„ჰამასმა“ სამი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. „ჰამასმა“ მძევლები, 52 წლის ელი შარაბი, 34 წლის ორ ლევი და 56 წლის ოჰად ბენ ამი, გაათავისუფლა. „ჰამასმა“ ისრაელელი მძევლები „წითელ ჯვარს“ გადასცა. სანაცვლოდ, ისრაელი დღეს 183 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს.
მეტი...უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 67 დრონი ჩამოაგდეს
უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 67 დრონი ჩამოაგდეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყნის საჰაერო ძალების ცნობით, სულ რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 139 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 67 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 71 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა. „მტრის თავდასხმის შედეგად ჩერნიგოვის, სუმის, პოლტავის, დნეპროპეტროვსკისა და კიევის ოლქები დაზარალდა“ – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
მეტი...მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გათავისუფლებული USAID-ის თანამშრომლები სამსახურში დააბრუნა
მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გათავისუფლებული USAID-ის თანამშრომლები სამსახურში დააბრუნა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, ვაშინგტონის ფედერალური ოლქის მოსამართლემ, USAID-ის 500-მდე თანამშრომელი სამსახურში აღადგინა, ხოლო 2200-მდე თანამშრომლის გათავისუფლების გეგმა დროებით დაბლოკა. მოსამართლემ აშშ-ის სამთავრობო მუშაკების პროფკავშირებისა და საგარეო სამსახურის მუშაკთა ასოციაციის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რომელიც მათ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ USAID-ის დახურვის მცდელობების შესაჩერებლად სასამართლოში შეიტანეს.
მეტი...“გამჭვირვალობის შესახებ კანონის დარბილებაზე საუბარი ზედმეტია”- პრემიერი
პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, “გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით, ხელისუფლების პოზიცია გააცნეს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს. პრემიერი ამბობს, რომ გაუმჭვირვალობის შესახებ სამუშაო ფორმატის შექმნაზე საუბარი არის ზედმეტი. „თქვენ გახსოვთ, ბატონი ბერსე ჩამობრძანდა საქართველოში, რასაც მოჰყვა ძალიან უხეში შეფასებები რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, შეურაცხმყოფელი შეფასებებიც კი – ეს არის კონტექსტი. ჩვენ გვქონდა საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ შეიქმნებოდა სამუშაო ფორმატი გამჭვირვალობის შესახებ კანონის გადასამუშავებლად, თუმცა განვითარებული მოვლენების ფონზე ამ ფორმატმა, რა თქმა უნდა, დაკარგა თავისი პირვანდელი მნიშვნელობა. ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც უცხოური დაფინანსებით მოქმედი NGO-ები გამოიყენებიან, როგორც რევოლუციის მოწყობის მცდელობის მთავარი ინსტრუმენტი,…
მეტი...“საქართველოში რევოლუციის მოწყობის მცდელობაში უცხოელი აგენტები იყვნენ ჩართული”- ირაკლი კობახიძე
“გასული 4 წლის განმავლობაში იყო საქართველოში რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობა, ამ 4 მცდელობაში იყვნენ ჩართული უცხოელი აგენტები, უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, ამას სჭირდება სათანადო ყურადღება და “გამჭვირვალობის შესახებ” კანონი არის განკუთვნილი იმისათვის, რომ საქართველოში ვეღარავინ სცადოს NGO-ების მეშვეობით, რევოლუციის მოწყობის მცდელობა. „ჩვენ შარშან მივიღეთ ამერიკული „ფარას“ რბილი ვერსია. ამ კანონსაც პატივს არ სცემენ კონკრეტული ორგანიზაციები. ყველაფრის გათვალისწინებით და ყველაფრის ფონზე, მათ შორის, იმ მოვლენების, რაც განვითარდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩვენ მივიღეთ ამერიკული „ფარას“ კოპირების გადაწყვეტილება. ერთი საინტერესო დეტალი დაერთო ამ ყველაფერს,…
მეტი...„ნაცმოძრაობას“ არ მივცემთ საშუალებას, შეურაცხყოფა მიაყენონ პოლიციელებს. სამართალდარღვევა იქნება დასჯილი”- კობახიძე
“კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არ მივცემთ ჩვენ საშუალებას, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ პოლიციელებს, მოსამართლეებს, ყველა ასეთი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული სამართალდარღვევა იქნება უმკაცრესად დასჯილი” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, კანონმდებლობა, რომელიც დაინიცირდა, ეძღვნება იმას, რომ საქართველოში ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ სიძულვილის გავრცელების, ტირაჟირების, ადამიანების შეურაცხყოფის საშუალება. „კანონმდებლობა, რომელიც დაინიცირდა, ეძღვნება იმას, რომ საქართველოში ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ სიძულვილის გავრცელების, ტირაჟირების, ადამიანების შეურაცხყოფის საშუალება. ამით როცა არიან შეშფოთებულები კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები, ეს არის გამაოგნებელი ჩვენთვის. ისინი მხარს უჭერენ სიძულვილს, შეურაცხყოფას, ეს ხომ არანორმალური მოვლენაა. ამას ევროპასთან არავითარი…
მეტი...“გახარიას პარტიის წარმომადგენლები ვერ ელევიან ფულს”- ირაკლი კობახიძე
“გახარიას პარტიის წარმომადგენლები ვერ ელევიან ფულს, პარტიულ დაფინანსებას, დეპუტატების დაფინანსებას, სკამები პარლამენტში, თუმცა მე მაინც მინდა, იმედი დავიტოვო, რომ საქართველოს პარლამენტში ეს 12 „ნაციონალიც“ არ დარჩება” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებს ქვეყანა სრულიად სხვა მოცემულობით უნდა შეხვდეს. „ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენი დემოკრატიული სისტემა საბოლოოდ გაჯანსაღდეს. 2028 წლისთვის სრულიად სხვა მოცემულობით უნდა შეხვდეს ჩვენი ქვეყანა საპარლამენტო არჩევნებს. „ნაციონალები“ აღარ უნდა იყვნენ აქტუალური 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მათ შორის ეს ეხება სააკაშვილის , გვარამიას, ხაზარაძის, გახარიას პარტიას, უკლებლივ ოთხივე…
მეტი...“პოლიციელს გაარტყეს ხელი სახეში და ნული სინანული ამასთან დაკავშირებით”- პრემიერი
“პოლიციელს გაარტყეს ხელი სახეში და ნული სინანული ამასთან დაკავშირებით. არც კონკრეტულად ბრალდებულის, არც მისი კოლეგების მხრიდან. ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა. პრემიერის თქმით, არ შეიძლება, ვიღაცამ სცადოს, ასე მარტივად ხელი აღმართოს სახელმწიფოს წარმომადგენელზე. „რაც შეეხება წინასწარ პატიმრობას, ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი, ეს არის შესაბამისი უწყებების გადასაწყვეტი, მოგეხსენებათ, ასეთ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებენ პროკურატურა და სასამართლო ხელისუფლება. მე ვერ შევალ სამართლებრივ შეფასებაში, ერთადერთი, შემიძლია საერთო შეფასება გავაკეთო იმ სამართალდარღვევის, რაც იქნა ჩადენილი. ეს არის მძიმე სამართალდარღვევა, თავისი საერთო შეფასებით, არ შეიძლება, ვიღაცამ სცადოს, ასე მარტივად ხელი აღმართოს სახელმწიფოზე, სახელმწიფოს წარმომადგენელზე, პოლიციელზე. ეს არის…
მეტი...“მზია ამაღლობელი დღეისთვის თავს საკმაოდ მხნედ გრძნობს”- „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი
კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურა ჩხაიძემ განაცხადა, რომ “ბათუმელების” რედაქტორი მზია ამაღლობელი თავს საკმაოდ მხნედ გრძნობს. ჩხაიძის თქმით, ამაღლობელი აგრძელებს ექიმთა კონსილიუმის რეკომენდაციის შესაბამის მკურნალობას. „მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გუშინ გაკეთდა განცხადება სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა ჯგუფის მიერ. უგრძელდება მკურნალობა, სრულდება ყველა ის რეკომენდაციები, რომლებიც ერთობლივად შევიმუშავეთ ამ ექიმთა ჯგუფთან ერთად. დღეისთვის თავს საკმაოდ მხნედ გრძნობს“ – განაცხადა ჩხაიძემ. მზია ამაღლობელი კლინიკა „ვივამედში“ უკვე მეოთხე დღეა მკურნალობს. ის სამედიცინო დაწესებულებაში, მე-5 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაიყვანეს. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, უქმე დღეების განმავლობაში ომბუდსმენის წარმომადგენელი მზია ამაღლობელის მონახულებას გეგმავს.
მეტი...“ავტომობილში მოუკლავს”- ახალი დეტალები საგარეჯოში გუშინ მომხდარი მკვლელობის საქმეზე
საგარეჯოში გუშინ მომხდარი მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მოკლულის მამა და მეგობრები ჰყვებიან, რომ მხარეებს შორის რამდენიმე დღის წინ დაიწყო კონფლიქტი, რის შესახებაც იცოდნენ და მოგვარებას ცდილობდნენ. მოკლული 38 წლის კაცი დაპირისპირებულ მხარეს მარტო შეხვდა, რის გამოც, ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს. „სახლიდან გავიდა 2 საათზე და ალბათ, მალევე შეხვდა მკვლელს. მე 4 საათზე შემატყობინეს ეს ამბავი. სხვა დეტალები არ ვიცი. ავტომობილში მოუკლავს და მერე მანქანიდან გადააგდესო, ასე თქვეს. დეტალები ზუსტად არ ვიცი. საგარეჯოში ჩაისვა მანქანაში მკვლელმა, არ ვიცი სად მოკლა, რა მოხდა, სხვა დეტალები არ ვიცი. შეიძლება აქვე მოკლა…
მეტი...“რუსეთის ელექტრო ქსელს ვეთიშებით”- ბალტიისპირეთის ქვეყნები
ლიეტუვამ, ესტონეთმა და ლატვიამ თავიანთი ელექტროსისტემები რუსეთის ელექტრო ქსელიდან გამოთიშეს. ინფორმაციას ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროები ავრცელებენ. „დღეს ჩვენ რუსეთის ელექტრო ქსელს ვეთიშებით. ეს დამოუკიდებელი ლიეტუვის ელექტროენერგიის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ევროპულ ელექტროსისტემაში ინტეგრაცია ლიეტუვის, ესტონეთისა და ლატვიის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და საიმედოობას უზრუნველყოფს“ – აცხადებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ბალტიისპირეთის ქვეყნები ევროკავშირის ელექტრო სისტემას ხვალ შეუერთდებიან.
მეტი...