Royal Caribbean International-ის საკრუიზო გემზე ეპიდემიაა. ინფიცირებულია 90-მდე მგზავრი და ეკიპაჟის რამდენიმე წევრი. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გემზე მყოფი ადამიანები კუჭ-ნაწლავის ვირუსით დაავადდნენ, რომელიც ღებინებას და დიარეას იწვევს. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ Royal Caribbean”s Radiance of Seas-ზე ეპიდემია მოხდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია დაავადება. გემზე 2,164 მგზავრი და ეკიპაჟის 910 წევრი იმყოფება. გემების სანიტარული დასუფთავების პროგრამის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დაავადებული 89 მგზავრი და ეკიპაჟის ორი წევრია. ყველა ინფიცირებული იზოლირებული იყო. გემი 1 თებერვალს ერთ კვირიან კრუიზში ფლორიდიდაინ გაემგზავრა და შაბათს უნდა დაბრუნებულიყო კოზუმელში,…
მეტი...დღე: თებერვალი 7, 2025
დონალდ ტრამპი ორმხრივი ტარიფების დაწესებას კიდევ რამდენიმე ქვეყნისთვის გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ორმხრივი ტარიფების დაწესებას კიდევ რამდენიმე ქვეყნისთვის გეგმავს. ქვეყნების სია ჯერჯერობით უცნობია. მედიის ცნობით, გადაწყვეტილება ტრამპმა რესპუბლიკელ კანონმდებლებს უკვე აცნობა. თავდაპირველად დონალდ ტრამპმა ტარიფები დაუწესა ჩინეთს, მექსიკასა და კანადას. თუმცა კანადისა და მექსიკის ლიდერებთან საუბრის შემდეგ ქვეყნებმა მიაღწიეს შეთანხმებას და ტარიფების დაწესება გადაიდო. ჩინეთის შემთხვევაში ტრამპის გადაწყვეტილება არ შეცვლილა. ჩინეთში აშშ-სთვის საპასუხო ტარიფების დაწესება დააანონსეს.
მეტი...სლოვაკეთის 50-ზე მეტ ქალაქში საპროტესტო აქციებია
პროტესტი სახელწოდებით “სლოვაკეთი ევროპაა” 50-ზე მეტ ქალაქში გრძელდება. პროტესტების ორგანიზატორები დემოკრატიული ღირებულებებისადმი საფრთხეზე მიანიშნებენ და პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს გადადგომას მოითხოვენ. სლოვაკეთის გარდა პროტესტები ასევე მსოფლიოს გარშემო რამდენიმე ქალაქში გრძელდება. მედიის თანახმად, პროტესტები დემოკრატიული ღირებულებებისადმი მზარდმა საფრთხეებმა და მოსკოვის გავლენამ გამოიწვია.
მეტი...საგარეჯოში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს
გავრცელებული ინფორმაციით, საგარეჯოში ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
მეტი...“უკრაინა ეძებს ფულს მნიშვნელოვანი პროგრამებისთვის, მანმადე USAID-ის მიერ ფინანსდებოდა”- ოლგა სტეფანიშინა
“უკრაინა ეძებს ფულს მნიშვნელოვანი პროგრამებისთვის, რომლებიც მანამდე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ ფინანსდებოდა და უკვე აქვს დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებით წინასწარი გადაწყვეტილებები” – ამის შესახებ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა. მისი თქმით, უკვე არის წინასწარი გადაწყვეტილებები, სადაც შესაძლებელია აღდგენის, ენერგეტიკული მდგრადობისა და კიბერუსაფრთხოების პროექტებისთვის სასწრაფო დაფინანსების მოზიდვა. „მოლაპარაკებები გრძელდება. უკრაინის მთავრობაში მინისტრებმა უკვე გამართეს შეხვედრები კრიტიკულ პროგრამებთან დაკავშირებით – ეს არის ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ციფრული ტრანსფორმაციის და იუსტიციის სამინისტროები“ – განაცხადა სტეფანიშინამ.
მეტი...თვითმფრინავი ავტობუსს შეეჯახა. დაიღუპა ორი ადამიანი
ბრაზილიაში, სან-პაულოში, მცირე ზომის თვითმფრინავი ავტომაგისტრალზე ავარიულად დაეშვა და ავტობუსს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა. მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად 2 ქვეითიც დაშავდა. შემთხვევა პარასკევს, ადგილობრივი დროით დილის 7:20 საათზე მოხდა. თვითმფრინავის ავტობუსთან შეჯახების შემდეგ ორივე სატრანსპორტო საშუალებას ცეცხლი გაუჩნდა.
მეტი...„USAID-ის დაფინანსების შეჩერების გამო პროკურორების კეთილსინდისიერების საგარეო შეფასება ფერხდება“- სანდუ
მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ მაია სანდუს განმარტებით, მოლდოვაში პროკურორების კეთილსინდისიერების საგარეო შეფასება, ანუ „ვეტინგი“ USAID-ის სახსრებით ტარდებოდა, თუმცა ახლა ეს დაფინანსება შეჩერდა. მისი თქმით, ახლა ხელისუფლება განიხილავს მართლმსაჯულების რეფორმის ხარჯების ევროკავშირის მიერ გამოყოფილი სახსრებით უზრუნველყოფის შესაძლებლობას. „ჩვენ არ ვიცით, აღდგება თუ არა ეს დაფინანსება, თუმცა ჯერჯერობით ვცდილობთ, ხარჯები ევროკავშირის სახსრებიდან დავაკომპენსიროთ. აშკარაა, რომ მოგვიწევს მორიგი პაუზის გაკეთება. ვფიქრობ, უმჯობესი იქნებოდა, ანტიკორუფციული პროკურატურის თანამშრომლების შეფასება 2024 წლის ბოლომდე დასრულებულიყო, როგორც ეს დაგეგმილი იყო, რადგან ასეთ შემთხვევაში ჩვენ უკვე გვექნებოდა დაწესებულება, სადაც ადამიანებს ეცოდინებოდათ, რა იქნება შემდეგ და შეძლებდნენ პრიორიტეტულ…
მეტი...აშშ-დან მექსიკაში 11 ათასამდე მიგრანტია დეპორტირებული
20 იანვრის შემდეგ, აშშ-დან მექსიკაში 11 ათასამდე მიგრანტია დეპორტირებული. ამის შესახებ მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინნბაუმმა განაცხადა. მისივე თქმით, აქედან დაახლოებით 2 500 ადამიანი არ არის მექსიკელი. „ეს ნებაყოფლობითია. ჩვენ მათ გავაცილებთ, რათა საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება შეძლონ“- განაცხადა შეიმნბაუმმა.
მეტი...პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა მიმდინარეობს
„თავისუფლება სინდისის პატიმრებს“ – ამ ლოზუნგით რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობას მართავენ. მოქალაქეები თავდაპირველად საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეიკრიბნენ, სადაც კიდევ ერთხელ პირდაპირი ეთერი მოითხოვეს. აქციის მონაწილეები მსვლელობისას სკანდირებდნენ : „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“, „ძირს რუსული რეჟიმი!..“ დღეს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დედაქალაქის რამდენიმე წერტილში გამოხატავდნენ პროტესტს, საბოლოოდ კი საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბებიან.
მეტი...“შეიძლება ისეთი ძვრები განვითარდეს, რომ ის ვეღარ დავიჭიროთ”- გასტროენტეროლოგი მზია ამაღლობელზე
გასტროენტეროლოგის გიორგი გვილია მზია ამაღლობელთან დაკავშირებით აცხადებს, რომ კრიტიკული სასიცოცხლო ცვლილებები დაწყებული არ არის, თუმცა აღნიშნავს რომ გამოხატულია საკმაოდ სისუსტე. ამის შესახებ, გვალიამ მას შემდეგ, რაც “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლი მზია ამაღლობელის „ვივამედში“ სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმთა ჯგუფმა მოინახულა. „მდგომარეობა არ არის მარტივი, დასაფიქრებელია. დოკუმენტაციას გავეცანი და კიდევ უფრო მძიმედ იყო საავადმყოფოში გადმოყვანამდე. კლინიკაში გადმოყვანის შემდეგ ნამდვილად ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება, ყველა საჭირო გამოკვლევა. ძალიან ყურადღებით გავეცანით ისტორიას და პრაქტიკულად ყველაფერი ტარდება იმისათვის, რომ შიმშილობამ მალე არ გამოიწვიოს მძიმე შედეგები. დღესდღეობით ძალიან მძიმე მდგომარეობა, რაც შეიძლება ყოფილიყო ამდენი დღის…
მეტი...“ევროკავშირი მხარს უჭერს მზია ამაღლობელს და ყველა მშვიდობიან დემონსტრანტს”- ევროპარლამენტარი
ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო აცხადებს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს “ბათუმელების” რედაქტორს მზია ამაღლობელს. “ევროკავშირი მხარს უჭერს მზიას [ამაღლობელს] და ყველა მშვიდობიან დემონსტრანტს, ჟურნალისტს და პოლიტპატიმარს, რომელიც უსამართლოდ დააკავეს. გვერდში ვუდგავართ ქართველ ხალხს. საქართველო რუსეთი არ არის. საქართველო ევროპაა” -წერს ლუაზო.
მეტი...ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი 2 500 ლარით დააჯარიმეს
სასამართლომ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. ქადაგიძეს ადმინისტრაციული სახდელის სახით 2 500- ლარიანი ჯარიმა დააკისრა. პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათ მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს, “თუ როგორ არღვევენ აქციის მონაწილეები საზოგადოებრივ წესრიგს”. გიორგი ქადაგიძის ადვოკატები კი სხდომაზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების შეწყვეტას ითხოვდნენ, რადგან მათი განმარტებით, საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი 2 თებერვალს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სანაპიროზე, ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული კოდექსით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რაც პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას…
მეტი...„საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიულ სტანდარტებს შორდება“-კაია კალასის და მარტა კოსის განცხადება
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი მარტა კოსი საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ განცხადებას ავრცელებენ. კაია კალასი და მარტა კოსი ერთობლივ განცხადებაში ხაზს უსვამენ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების დაჩქარებული მიღება საქართველოს საზოგადოებაზე სერიოზულ ზეგავლენას მოახდენს. „გავხდით მოწმენი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიულ სტანდარტებს უფრო მეტად შორდება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების დაჩქარებული მიღება საქართველოს საზოგადოებაზე სერიოზულ ზეგავლენას მოახდენს. ეს ცვლილებები არსებითად გამოუთხრის ძირს გამოხატვის თავისუფლების და შეკრების თავისუფლების უფლებებს,…
მეტი...“თუ საქართველო ამჟამინდელ გზაზე დარჩება, ის რისკი ქვეშ დააყენებს თავის მომავალს ევროკავშირში”- ელჩი
გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ თუ საქართველო ამჟამინდელ გზაზე დარჩება, ის რისკის ქვეშ დააყენებს თავის მომავალს ევროკავშირში და გერმანიასთან ურთიერთობებს გააუარესებს. ელჩი ხაზს უსვამს, რომ შეფასებას საქართველოს მეგობრობის გამო აკეთებს და აღნიშნავს, რომ გერმანიის მთავრობაზე 39 წელია მუშაობს და დავალებებს მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან იღებს და არა გამოგონილი “დიფ სთეითისგან”. “საგანგაშო ცნობები მოვისმინეთ დაკავებულთა ოჯახებისგან. თუ საქართველო ამჟამინდელ გზაზე დარჩება, ის რისკი ქვეშ დააყენებს თავის მომავალს ევროკავშირში და გერმანიასთან ურთიერთობებს გააუარესებს. ამ გულწრფელ შეფასებას საქართველოსადმი პატივისცემისა და მეგობრობის გამო ვიძლევი, რაც ყველამ იცის ჩემგან და კარგად დოკუმენტირებულია… ცხადად რომ…
მეტი...,,გასულ წელს უკრაინაში სიკვდილიანობამ სამჯერ გაასწრო შობადობას” – Newsweek
გასულ წელს უკრაინაში 495 090 სიკვდილის შემთხვევა დაფიქსირდა, რაც შობადობის მაჩვენებელს თითქმის სამჯერ აღემატება. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, 2024 წელს უკრაინაში 176 679 ახალშობილი დაიბადა. 2023 წელთან შედარებით შობადობა 5,7% შემცირდა, ხოლო გარდაცვალების მაჩვენებელი, უმნიშვნელოდ, 0,2% შემცირდა. როგორც Newsweek-ი აღნიშნავს, უკრაინის იუსტიციის სამინისტროს მონაცემები შობადობასა და გარდაცვალების შესახებ იმ რეგიონებს მოიცავს, რომლებსაც დღეის მდგომარეობით კიევი აკონტროლებს. მონაცემები დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებიდან არ არის სრული, ხოლო ყირიმისა და ლუგანსკის ოლქის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ არსებობს. უკრაინის იუსტიციის სამინისტროს მონაცემების თანახმად, გასულ წელს უკრაინაში 176 679 ბავშვი დაიბადა, მაშინ როცა 2021 წელს,…
მეტი...ოკუპირებულ აფხაზეთში 7 თებერვლიდან ელექტროენერგიაზე შეზღუდვები უქმდება
ოკუპირებულ აფხაზეთში 7 თებერვლიდან ელექტროენერგიის მიწოდებაზე ყველა შეზღუდვა უქმდება. ინფორმაციას Apsadgil.info ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ამჟამად ოკუპირებული რეგიონის ენერგოსისტემა ნორმალურ რეჟიმში ფუნქციონირებს. 6 თებერვალს რუსეთის ვიცე-პრემიერის ალექსანდრე ნოვაკის და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის ბადრა გუნბას შეხვედრა გაიმართა, სადაც რუსულმა მხარემ სოხუმის დე ფაქტო მთავრობას ენერგოკრიზისის მოგვარების გადაწყვეტილება შესთავაზა. ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში 15 თებერვალს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება.
მეტი...მიხეილ ყაველაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე ნათია თურნავა დანიშნა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ სებ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე წარდგენილი ნათია თურნავა დანიშნა. არსებული ინფორმაციით, ეროვნული ბანკის საბჭომ გადაწყვეტილება სებ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად ნათია თურნავას წარდგენასთან დაკავშირებით დღეს გამართულ სხდომაზე ერთხმად მიიღო. ,,ნათია თურნავას პროფესიით ეკონომისტია, ფლობს ეკონომიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიენიჭა, დიდი ბრიტანეთის ქამბრიის უნივერსიტეტში კი ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მიიღო. გავლილი აქვს სწავლება ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯონ კენედის სახელობის სამთავრობო სკოლაში, ვენის გაერთიანებულ ინსტიტუტში (JVI) და სხვა ინსტიტუტებში. იყო თბილისის რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის ლექტორი. წლების განმავლობაში ნათია თურნავას მაღალი თანამდებობები ეკავა როგორც საჯარო, ისე…
მეტი...ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში, მოსკოვიდან პირველი საცდელი ფრენა შესრულდა
ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში, მოსკოვიდან პირველი საცდელი ფრენა შესრულდა. სოხუმის აეროპორტმა 1993 წელს აფხაზეთის ომის გამო შეწყვიტა ფუნქციონირება. ცნობისთვის, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს, ვინაიდან ორგანიზაცია აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ICAO-მ 2006 წელს გააუქმა აეროპორტის კოდი. 2023 წლის ოქტომბერში აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით ხელი მოაწერა ხელშეკრულებას რუსულ კომპანია ,,ინფრასტრუქტურ დეველოპმენტთან”. გავრელებული ინფორმაციით, აღნიშნული კომპანია რუსეთის შს ყოფილი მინისტრის, რაშიდ ნურგალიევის ვაჟს ეკუთვნის.
მეტი...ბრაზილიაში მცირე ზომის თვითმფრინავი ავტომაგისტრალზე ჩამოვარდა და მანქანებს დაეცა – არის მსხვერპლი
ბრაზილიაში, ქალაქ სან-პაულოში მცირე ზომის თვითმფრინავი ერთ-ერთ ავტომაგისტრალზე ჩამოვარდა და მანქანებს დაეცა. სახანძრო დეპარტამენტის ინფორმაციით, ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა კიდევ ორი ადამიანი. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ შემთხვევის შედეგად ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. დაშავებულები არიან მოტოციკლისტი და ავტობუსის ერთი მგზავრი. მედიის ცნობით, შემთხვევა ადგილობრივი დროით დილით, 07:20 საათზე მოხდა.
მეტი...თვითმფრინავი, რომელშიც 10 ადამიანი იმყოფებოდა რადარებიდან გაქრა
abcnews-ის ცნობით, აშშ-ში, ალასკაზე Bering Air-ის თვითმფრინავი, რომელშიც 9 მგზავრი და ერთი პილოტი იმყოფებოდა, რადარებიდან გაქრა. ალასკას საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 16:00 საათზე, ალასკას შტატის ჯარისკაცებმა მიიღეს შეტყობინება, რომ რეისი უნალაკლეიტიდან ნომის მიმართულებით ვერ დაეშვა და სანაპიროდან დაახლოებით 20 კილომეტრის დაშორებით რადარებიდან გაქრა. თვითმფრინავი ამ დროისთვის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება და მაშველები სამძებრო-სამაშველო ოპერაციას აწარმოებენ. ოპერაციას უამინდობა უშლის ხელს.
მეტი...,,არ შეიძლება არსებობდეს ცალმხრივი გეგმა, თუნდაც შეერთებული შტატების მხრიდან” – ზელენსკი
,,ტრამპს ომის დასრულებასთან დაკავშირებით ჯერ არ აქვს ოფიციალური გეგმა. არ შეიძლება არსებობდეს ცალმხრივი გეგმა, თუნდაც შტატების ავტორობით”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ზელენსკი ამბობს, კიევს ომის დასრულების საკითხზე აქტიური კომუნიკაცია შტატების ადმინისტრაციასთან აქვს. მისი თქმით, უკრაინის საკითხებში პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი უახლოეს მომავალში კიევში ჩავა. ,,რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ხედვა. არის კონკრეტული საკითხები, რომლებიც ამერიკულ მხარესთან ერთად უკვე განვიხილეთ. ჯერ კიდევ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე. ჩვენ ერთმანეთის მოსმენის საშუალება გვქონდა. გავიგეთ ერთმანეთის ხედვა მნიშვნელოვან თემებზე,…
მეტი...,,უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მოთმინება გვჭირდება” – პესკოვი
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მოთმინებაა საჭირო. „ამ დროისთვის თემაზე დასამატებელი არაფერი გვაქვს. ბევრი განცხადება და ინფორმაცია ვრცელდება, რომლებიც მეორე დღეს უარყოფილია ან იცვლება. არ არსებობს, არც შესაძლებლობა და არც სურვილი გვაქვს, რომ გამოვეხმაუროთ ყველა ასეთ განცხადებას, სანამ რაიმე არსებითი არ იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით, უბრალოდ მოთმინება გვჭირდება“, – აღნიშნა პესკოვმა.
მეტი...პროკურატურამ ,,ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფ 30 ადამიანს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ,,ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფ 30 ადამიანს ბრალდება წარუდგინა. ,,საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობის, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, ,,ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის, ,,კანონიერ ქურდზე“ მიმართვის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტზე 30 პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ შორის არსებული დაპირისპირების ნიადაგზე, მხარეებმა დაგეგმეს და მოაწყეს ე.წ. ქურდული შეკრება, რომელზეც მათ მიერ მართულ პირებს დაპირისპირებულ მხარესთან ფიზიკური ანგარიშსწორება დაავალეს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ფინანსური დავის ,,ქურდული გარჩევის“ გზით გადაწყვეტის მიზნით მოდავე მხარეებმა ,,ქურდული სამყაროს“ წევრებს…
მეტი...სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ტრამპის მიერ მის მიმართ სანქციების დაწესებას გმობს
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული სანქციები დაგმო. „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო გმობს აშშ-ის მიერ გამოცემულ ბრძანებას, რომლის მიზანია თანამდებობის პირებისთვის სანქციების დაწესება და დამოუკიდებელი სასამართლოს მუშაობის დაზიანება. სასამართლო გვერდში უდგას პერსონალს და იღებს პასუხისმგებლობას უზრუნველყოს მართლმსაჯულება“, – ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ჰააგის სასამართლო მოუწოდებს 125 წევრ ქვეყანას გაერთიანდეს სამართლისა და ადამიანის უფლებების დასაცავად. დონალდ ტრამპი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციებს უწესებს
მეტი...ისრაელის თავდაცვის მინისტრმა “ცაჰალს” ღაზიდან მოსახლეობის დეპორტაციის გეგმის მომზადება დაავალა
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა ,,ცაჰალს” ღაზიდან მოსახლეობის დეპორტაციის გეგმის მომზადება დაავალა. გეგმის მიხედვით, პალესტინელები ღაზას ნებაყოფლობით დატოვებენ და იქ გადასახლდებიან, სადაც მათ მიიღებენ. ისრაელ კაცის შეთავაზებული გეგმა ითვალისწინებს კონფლიქტით დაზარალებული რეგიონიდან მოსახლეობის გაყვანას, როგორც საზღვაო, ასევე, საჰაერო და სახმელეთო კორიდორებით. ცნობილია, რომ დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზადაა, ღაზის სექტორს ,,დაეუფლოს.” მოგვიანებით, ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ, ღაზის სექტორს ისრაელი ამერიკას გადასცემს.
მეტი...ნიკოლ ფაშინიანი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანი ვაშინგტონში, თეთრ სახლში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეიმს დევიდ ვენსს შეხვდა პრემიერ-მინისტრის აპარატის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს სომხეთსა და აშშ-ს ორმხრივ ურთიერთობებსა და რეგიონულ დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები. ფაშინიანი შეერთებულ შტატებში რელიგიის თავისუფლების მე-5 ყოველწლიურ სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა, რომელიც ვაშინგტონში იმართება.
მეტი...ევროპარლამენტი, 13 თებერვალს, „საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის გაუარესების შესახებ“ რეზოლუციას უყრის კენჭს
13 თებერვალს სტრასბურგში, ევროპარლამენტში კენჭს უყრიან რეზოლუციას, „საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის გაუარესების შესახებ“. კენჭისყრა თბილისის დროით 15:00-დან 17:00 საათამდე გაიმართება. ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული.
მეტი...მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის დელეგაციას ვოლოდიმირ ზელენსკი უხელმძღვანელებს
Associated Press-ის ინფორმაციით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის დელეგაციას პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უხელმძღვანელებს. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი ჯეი დი ვანსი და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში კიტ კელოგი. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, უკრაინის დელეგაცია წარადგენს ქვეყნის პოზიციას ომის დასრულებასთან დაკავშირებით და შეხედულებებს იმის შესახებ, თუ როგორ მიაღწიონ გრძელვადიან მშვიდობას. „ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ამ ომის დასრულებასთან სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობით, მაგრამ აუცილებელია ერთად ვიყოთ, არ მივცეთ რუსეთს მსოფლიოს გაყოფის, პარტნიორების გაყოფის შესაძლებლობა“, – აღნიშნა ერმაკმა. ერმაკმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა…
მეტი...თბილისის საქალაქო სასამართლომ ალექსი პეტრიაშვილი 5 000 ლარით დააჯარიმა
ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლე ზვიად ცეკვავას გადაწყვეტილებით, პეტრიაშვილს ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. დღევანდელ სხდომაზე ალექსი პეტრიაშვილის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე იმსჯელეს. მას 17 იანვარს, გზის გადაკეტვას ედავებიან.
მეტი...„მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთია… აშშ-ის თავდასხმა ამხელს ჰეგემონიზმს“ – ჩინეთი შტატებს
პანამის არხი, თაივანი, „ქამარი და გზის“ ინიციატივა – ეს და სხვა არაერთი საკითხი ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობის წითელი ხაზი აღმოჩნდა. ოფიცილური ჩინეთი ამტკიცებს, რომ პანამის არხი ნეიტრალურია და აშშ-ის ბრალდებები უსაფუძვლო. „ბრალდება იმის შესახებ, რომ ჩინეთი აკონტროლებს არხს, სრულიად უსაფუძვლოა სოფლიო არ არის ბრმა იმ ჭეშმარიტების მიმართ, რომ ვინ ინარჩუნებს არხს ნეიტრალურ და აყვავებულს და ვინ ემუქრება არხის „დაბრუნებით“ – განმარტავენ ჩინეთის საგარეო უწყბაში მარკო რუბიოს განცხადებების საპასუხოდ. ჩინეთი „ქამარი და გზის“ ინიციტივაზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ეს საერთო სარგებლის მომტანია. „Belt and Road Initiative (BRI) ეკონომიკური თანამშრომლობის ინიციატივაა.მისი თანამშრომლობის სფეროები…
მეტი...კუნძულ სანტორინიზე საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა
კუნძულ სანტორინიზე 28 იანვრის შემდეგ 500-ზე მეტი მიწისძვრა დაფიქსირდა. საბერძნეთის ხელისუფლებამ კუნძულზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც 3 მარტამდე გაგრძელდება. ადგილი 11 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ექსპერტებს უჭირთ იმის თქმა, როდის დამთავრდება „სეისმური კრიზისი“ კუნძულზე. ისინი არ გამორიცხავენ, რომ სანტორინი უფრო ძლიერი მიწისძვრის საფრთხის წინაშე დგას. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ ქვეყნის შესაბამისი ძალები მობილიზებულია და მთავრობა მზადაა ნებისმიერი მოულოდნელობისთვის. მან მოუწოდა კუნძულზე დარჩენილ ადგილობრივ მოსახლეობას სიმშვიდისკენ და ხელისუფლებასთან თანამშრომლობისკენ. კუნძულზე მომხდარი მიწისძვრების მაგნიტუდა 4.7 და 5,2 აღწევს.
მეტი...თურქეთში ზღვამ გიგანტური ზვიგენი გამორიყა
თურქეთში, მარმარარეგლისი-იენიციფტლიკის რაიონის სანაპიროზე, მოქალაქეებმა სანაპიროზე გამორიყული მკვდარი ზვიგენი იპოვეს. თურქული მედიის ცნობით, მოქალაქეებმა აღმოჩენის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებას შეატყობინეს. შემთხვევის ადგილზე სანაპირო დაცვის სარდლობა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მივიდნენ და ზვიგენი დაათვალიერეს. გიგანტური ზვიგენი, 2 მეტრი და 66 სანტიმეტრის სიგრძის იყო და დაახლოებით 200 კილოგრამს იწონიდა. მედიის ინფორმაციით, მუნიციპალურმა სამსახურებმა ზვიგენი სანაპიროდან გაიტანა და სხვა ადგილას დამარხა.
მეტი...„უსაფუძვლო ბრალდებები გაჟღენთილი ცივი ომის მენტალიტეტით“ – ჩინეთი აშშ-ს პასუხობს
„ჩინეთმა სერიოზული პროტესტი გამოუცხადა ამერიკულ მხარეს“ – ასეთია ოფიციალური ჩინეთის მოკლე შეფასება ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებებზე. კერძოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, პანამაში, ელ სალვადორში, კოსტა რიკაში, გვატემალასა და დომინიკის რესპუბლიკაში ვიზიტისას ჩინეთზეც ისაუბრა. კერძოდ, მის თანამშრომლობაზე ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზთან, ასევე, პანამის არხზე, „ქამარი და გზის“ თანამშრომლობაზე, 5G-სა და კიბერუსაფრთხოებაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ „უპირისპირდება ჩინეთის კომუნისტური პარტიის გავლენას ნახევარსფეროზე“. ოფიციალური ჩინეთი სერიოზულ პროტესტს უცხადებს შტატებს და მას ასე პასუხობს. „„აშშ-ის კომენტარები, გაჟღენთილი ცივი ომის მენტალიტეტითა და იდეოლოგიური მიკერძოებით, არის უსაფუძვლო ბრალდებები ჩინეთის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს უთანხმოების დათესვას…
მეტი...,,თუ აშშ დაგვემუქრება, ჩვენც დავემუქრებით” – აიათოლა ალი ხამენეი
„თუ ისინი დაგვემუქრებიან, ჩვენც დავემუქრებით. თუ ისინი განახორციელებენ ამ მუქარას, ჩვენც განვახორციელებთ ჩვენს მუქარას. თუ ისინი თავს დაესხმებიან ჩვენი ერის უსაფრთხოებას, ჩვენც უყოყმანოდ დავესხმებით თავს მათ უსაფრთხოებას“, – ამის შესახებ ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ არმიის მეთაურებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი მტკიცებით, ირანმა საკუთარი გამოცდილებით იცის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკება არაგონივრულია. ამ კონტექსტში მან შეერთებულ შტატებთან და სხვა ქვეყნების მთავრობებთან 2010-იან წლებში გამართული მოლაპარაკებები და მიღწეული შეთანხმება გაიხსენა და განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები არ შეასრულა.
მეტი...ვეფხია კასრაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკა ,,ვივამედში” გადაიყვანეს
პარტია ,,ლელოს” წევრი ვეფხია კასრაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკა ,,ვივამედში” გადაიყვანეს. მისი ადვოკატის, კახა კოჟორიძემ განცხადებით, ვეფხია კასრაძემ ორშაბათს, 3 თებერვალს გაიკეთა ცხვირის ოპერაცია და იმავე დღეს დააბრუნეს საკანში. კასრაძეს ნაოპერაციევი გაურთულდა და მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები კასრაძეს კლინიკა ,,ვივამედში” მოინახულებენ. ცნობისთვის, საპროტესტო აქციების მონაწილე ვეფხია კასრაძე 4 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას გულისხმობს. მას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მეტი...რუსთავში, მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ
რუსთავში, მეტალურგიული ქარხნის თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა. ისინი ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ არიან შეკრებილი. ქარხნის თანამშრომლები ხელფასების 20%-ით გაზრდას ითხოვენ. მათი განცხადებით, ქარხანაში თანამშრომლების 10%-ის შემცირების შემდეგ, სხვა თანამშრომლებზე დატვირთვა გაიზარდა და ახლა მათ ორმაგი საქმის კეთება უწევს. ამასთან ქარხანაში გაუქმებულია პრემიების სისტემაც. მათივე თქმით, მოსალოდნელი გაფიცვის შესახებ მათ ადმინისტრაციას სიტყვიერად ერთი თვის წინ, წერილობით კი ერთი კვირის წინ აცნობეს. ამ ეტაპზე, თანამშრომლების წარმომადგენლები შეხვედრას მართავენ ქარხნის ადმინისტრაციასთან.
მეტი...