,,საუკეთესო ვარიანტი იქნება, რომ გახარიას პარტიასაც პარლამენტში შეუწყდეს მანდატები” – პრემიერი

,,მანდატების შეწყვეტას არავითარი ალტერნატივა არ ჰქონდა, რაც შეეხება გახარიას პარტიას, არც მისი ადგილია საქართველოს პარლამენტში, ზოგადად, არც ერთი უცხოელი აგენტის ადგილი არაა პარლამენტში”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ყაზახეთში განუცხადა. მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტში ექსკლუზიურად ის ადამიანები უნდა იყვნენ წარმოდგენილნი, ვინც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ემსახურებიან. „საქართველოს პარლამენტში უნდა იყვნენ წარმოდგენილნი ექსკლუზიურად ის ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ვნახოთ, რა იქნება მომავალში. ორი თეორიული ვარიანტი არსებობს იმისათვის, რომ გახარიას პარტიასაც შეუწყდეს მანდატები, რაც არის მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი, ერთი – თუ ამ სესიის განმავლობაში გააცდენენ სხდომებს და მეორე – თუ…

მეტი...

,,რა გაირკვა? ყოფილა თუ არა მართალი?” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები კვლავაც სხვის  დავალებებს ასრულებენ. ამის შესახებ მან პარტია „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებული იმ განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა განახორციელოს. კახა კალაძის თქმით, ე.წ. დიფ სთეითი მსოფლიოსთვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს, რომელზეც თავად აშშ-ის პრეზიდენტი და მაღალი თანამდებობის პირები საუბრობდნენ. „არაფერი სიახლე არაა. ვიცით, რომ ეს ადამიანები არიან ჩვეულებრივი აგენტები. „დიფ სთეითი“ უდიდესი პრობლემაა მთელი მსოფლიოსთვის და ამაზე თავად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და მაღალი თანამდებობის პირები საუბრობდნენ. ის ჯერაც არ დამარცხებულა, მას ძალიან ღრმა…

მეტი...

,,ყაზახეთთან პარტნიორობის განმტკიცება არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი” – ირაკლი კობახიძე

,,საქართველოსა და ყაზახეთს შორის პოლიტიკური თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან შეხვედრაზე განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ყაზახეთთან პარტნიორობის განმტკიცება არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი. „ბატონო პრეზიდენტო, ჩემთვის დიდი პატივია ყაზახეთში სტუმრობა. დიდ მადლობას მოგახსენებთ თქვენს ქვეყანაში ჩვენი მასპინძლობისთვის. ეს არის ჩემი ერთ-ერთი პირველი ვიზიტი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რაც ცხადყოფს ჩვენს განსაკუთრებული ინტერესს ჩვენს ქვეყნებსა და ერებს შორის თანამშრომლობის, პარტნიორობისა და მეგობრობის განმტკიცების მიმართ. ეს მეგობრობა ეფუძნება ძალიან მტკიცე ისტორიულ, ტრადიციულ ფესვებს. ასე რომ, ამ პარტნიორობის განმტკიცება არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის…

მეტი...

პარლამენტში ირაკლი ბერაიას ადგილმონაცვლედ გრიგოლ აბესაძე დაამტკიცეს

გრიგოლ აბესაძე საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა. ის ირაკლი ბერაიას ადგილმონაცვლედ დაამტკიცეს. საკანონმდებლო ორგანოში კენჭი ეყარა დადგენილების პროექტს ირაკლი ბერაიას ადგილმონაცვლის, გრიგოლ აბესაძის უფლებამოსილების ცნობის შესახებ, რასაც 85-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

მეტი...

სემეკი: „ვარკეთილაირის“ აბონენტებს „თბილისი ენერჯი“ ემსახურება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე შპს „ვარკეთილაირის“ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაუქმების შესახებ იმსჯელა. აღნიშნულის საფუძველს წარმოადგენს შპს „თბილისი ენერჯის“ მიერ შპს „ვარკეთილაირის“ 100%-იანი წილის შეძენა და მთლიანი აქტივის – გაზგამანაწილებელი ქსელისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის საკუთრებაში გადატანა. შპს „ვარკეთილაირის“ 18 200 აბონენტს შპს „თბილისი ენერჯი“ უწევს მომსახურებას. აღნიშნულ აბონენტებზე ვრცელდება შპს „თბილისი ენერჯისთვის“ დადგენილი ტარიფები (53,971 თეთრი/კუბ.მ) ნაცვლად შპს „ვარკეთილაირისთვის“ დადგენილი ტარიფისა (57,061 თეთრი/კუბ.მ). შპს „ვარკეთილაირი“ ოპერირებდა ვარკეთილისა და პატარა ლილოს დასახლებებში.

მეტი...

,,მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს კურსი და ევროკავშირისკენ გზას დაუბრუნდეს” – მარტა კოსი

„საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები საგანგაშოა”, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები მოქალაქეთა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას ძირს კიდევ უფრო მეტად გამოუთხრის. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს კურსი და საქართველოს ევროკავშირისკენ გზას დაუბრუნდეს, საქართველოს მოქალაქეების ნების პატივისცემის შესაბამისად“, – წერს მარტა კოსი.

მეტი...

,,აგერ ამერიკა, აგერ „ფარა“, ერთი-ერთში გადმოვიღებთ, ვთარგმნით და მივიღებთ” – შალვა პაპუაშვილი

,,აგერ ამერიკა, აგერ „ფარა“, გამართულად მუშაობს, სასარგებლო რესურსია, გადმოვიღებთ ერთი-ერთში, ვთარგმნით და ვიღებთ, როგორც არის”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ხალხს, რომელიც „გამჭვირვალობის კანონს“ აპროტესტებდა, ის წაკითხულიც არ ჰქონდა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა კი, კანონის წინააღმდეგ განწყობა შეუქმნეს. „მთავარი, რაც მოხდა „გამჭვირვალობის“ კანონთან დაკავშირებით, მათ შორის, შეგახსენებთ, რომ ამერიკული ფონდების დაფინანსებით პირდაპირ ააჯანყეს საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ მოეხდინათ კანონის დისკრედიტაცია, რომელიც მივიღეთ და ბევრი მსჯელობის დროს უცხოელებთან, თუ შიდა დისკუსიების დროს, ვნახეთ, რომ არავის წაკითხულიც კი არ ჰქონდა „გამჭვირვალობის კანონი“. კითხვა გვქონდა, წაიკითხეთ თუ არა კანონი ვარკვევდით,…

მეტი...

,,ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან” – პრემიერი

ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან, საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებული მრავალგანზომოლებიანი პარტნიორობის საკითხებზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ „X“-ში წერს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა ყაზახეთის რესპუბლიკასთან აუცილებელია რეგიონისა და მის ფარგლებს გარეთ მდგრადი ზრდისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. „მადლიერი ვარ ყაზახეთის ინტერესისთვის, რომელიც გამოიხატება თანამშრომლობის გაღრმავებისკენ ყველა მიმართულებით, სადაც საერთო ინტერესები გვაერთიანებს. საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა ყაზახეთის რესპუბლიკასთან აუცილებელია ჩვენი რეგიონისა და მის ფარგლებს გარეთ მდგრადი ზრდისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად,“- აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

,,49 „ნაცს“ შეუწყდა მანდატი, დარჩა 12 „სასოწარკვეთილი ნაცი“ პარლამენტში” – შალვა პაპუაშვილი

,,პარლამენტში 49 „ნაცს“ შეუწყდა მანდატი, დარჩა 12 სასოწარკვეთილი „ნაცი“, ვნახოთ, რას გააკეთებენ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციამ გადაწყვიტა, ერთ მდინარეში მეორეჯერ შესულიყო, თუმცა, საზოგადოებამ ნახა, რაც დაემართათ, საკუთარი ქცევიდან გამომდინარე. „მანდატების შეწყვეტას რაც შეეხება, 49 „ნაცს“ შეუწყდა მანდატი, დარჩა 12 სასოწარკვეთილი „ნაცი“ პარლამენტში, ვნახოთ, ისინი რას გააკეთებენ. ზუსტად ის არის, რაც, საბოლოო ჯამში, საკუთარი მოღალატეობრივი პოზიციიდან გამომდინარე მიიღეს. ვამბობდით, რომ ერთ მდინარეში მეორეჯერ არავინ შედის, ამათ გადაწყვიტეს, მეორეჯერ შესულიყვნენ იგივე მდინარეში და ნახეთ, რაც დაემართათ საკუთარი ქცევით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. კითხვაზე, გიორგი გახარიას…

მეტი...

საქართველოს საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ,,კარწახის” დასაცავ მონაკვეთზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ ,,კარწახის” დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე – 1986 წელს დაბადებული ე.ი. და 1994 წელს დაბადებული ბ.ს. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი”, – წერია განცახდებაში. დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

,,სამხრეთ აფრიკა ცუდ საქმეებს აკეთებს” – რუბიო

„იოჰანესბურგში გასამართ „დიდი ოცეულის“ სამიტს არ დავესწრები. სამხრეთ აფრიკა ცუდ საქმეებს აკეთებს. კერძო საკუთრების ექსპროპრიაციას ახდენს. „დიდი ოცეულის“ სამიტს „სოლიდარობის, თანასწორობისა და მდგრადობის“ ხელშეწყობისთვის იყენებს”, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი X-ზე ავრცელებს. ,,სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: მრავალფეროვნება, თანასწორობა, ინკლუზიურობა (DEI) და კლიმატის ცვლილება. ჩემი საქმე ამერიკის ეროვნული ინტერესებისთვის ხელის შეწყობაა და არა გადასახადების გადამხდელთა ფულის ფლანგვა ან ანტიამერიკანიზმის წახალისება“, – წერს მარკო რუბიო. „დიდი ოცეულის“ სამიტი სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში 20-21 თებერვალს გაიმართება. ცნობისთვის, გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამხრეთ აფრიკას საგარეო პროგრამების დაფინანსება შეუჩერა და განაცხადა,…

მეტი...

დააკავეს 40 წლის კაცი, რომელიც სოციალური ქსელში არასრულწლოვან გოგოებს პორნოგრაფიულ მასალას უგზავნიდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 40 წლის კაცი დააკავეს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ინტერნეტ სივრცეში, სოციალური ქსელების, მათ შორის, Facebook-ის ყალბი გვერდების გამოყენებით, 13 და 14 წლის არასრულწლოვან გოგონებს უკავშირდებოდა, ეცნობოდა მათ სხვადასხვა სახელით, უმალავდა საკუთარ ასაკსა და ვინაობას. ბრალდებული არასრულწოვნებთან სექსუალური შინაარსის მიმოწერებს ახორციელებდა და პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას უგზავნიდა. ჩატარდა პედოფილიაში მხილებული ბრალდებულის პირადი ჩხრეკა, ასევე, მის სარგებლობაში არსებული ავტომანქანის და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა. მტკიცებულების სახით ამოღებული იქნა ბრალდებულის მობილური ტელეფონები და ელექტრონული ინფორმაციის შესანახი სხვა ობიექტები. გამოძიების მიერ აღნიშნული მასალების…

მეტი...

გიგი უგულავამ და დიმიტრი ბიძინაშვილმა საპატიმრო დატოვეს

გვიან ღამით, გიგი უგულავამ და დიმიტრი ბიძინაშვილმა რუსთავის საპატიმრო დატოვეს. გუშინვე, საქალაქო სასამართლოში „თბილისი მოლთან“ გზის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობაზე რვა დაკავებულს მოსამართლემ საპატიმრო გირაო შეუფარდა, რითაც პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლით წარედგინათ, რაც სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.  

მეტი...

,,პუტინი ბელარუსში ჯარების განთავსებასა და ქვეყნის ომში ჩათრევას გეგმავს” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი ბელარუსში წელს ჯარების განთავსებასა და ქვეყნის ომში ჩათრევას გეგმავს. იქიდან კი რუსეთმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას პოლონეთს ან ბალტიისპირეთის ქვეყნებს. ,,ქვეყნებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რამდენი გადაუხადონ მათ – ეს მათი უსაფრთხოებისთვის. პუტინის ამბიციებით დღეს ვხედავთ, რომ ის ყველაფერს აკეთებს ამ ომის გასაგრძელებლად. ის უფრო შორს წავა და სხვა ქვეყნებზე იფიქრებს”, – განაცხადა ზელენსკიმ.  

მეტი...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 22 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 19 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 22 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 19 ნარკორეალიზატორია. უწყების ცნობით, დაკავებულები არიან, როგორც საქართველოს, ასევე, რუსეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვისა და თურქეთის მოქალაქეები. ,,დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო გასაღების, გასაღების მცდელობის და გასაღების მომზადების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1996 წელს დაბადებული კ.ი., 1986 წელს დაბადებული ჯ.ნ., 1991 წელს დაბადებული რ.ა., 1997 წელს დაბადებული ე.მ., 1988 წელს დაბადებული პ.მ., 1985 წელს დაბადებული გ.ს., 2001 წელს დაბადებული კ.კ., 2004 წელს დაბადებული ს.ჩ., 1976 წელს დაბადებული მ.ბ., 2002 წელს დაბადებული ს.რ., 1989 წელს დაბადებული…

მეტი...

,,საქართველოში სიტუაცია უარესდება” – ჯეიმს მაკკლირი

,,პუტინის მიერ მხარდაჭერილი ოლიგარქ ივანიშვილის მთავრობა სულ უფრო ავტორიტარული ხდება. გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ უნდა იმოქმედოს”, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ჯეიმს მაკკლირი სოციალურ ქსელში წერს და მზია ამაღლობელის ფოტოს აქვეყნებს. ,,საქართველოში სიტუაცია უარესდება. პუტინის მიერ მხარდაჭერილი ოლიგარქი ივანიშვილის მთავრობა სულ უფრო ავტორიტარული ხდება. გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ უნდა იმოქმედოს იმისთვის, რომ მხარი დაუჭირონ პროდემოკრატიულ საპროტესტო აქციებსა და ჟურნალისტებს, როგორიცაა მზია ამაღლობელი”, – წერს მაკკლირი.

მეტი...

საერთაშორისო მისიებში მონაწილეთა კავშირი დაფუძნდა

საქართველოში ,,საერთაშორისო მისიებში მონაწილეთა კავშირი” დაფუძნდა. ორგანიზაცია მიზნად ისახავს, საერთაშორისო მისიებში მონაწილე ყოფილი და მოქმედი სამხედროების მხარდაჭერას, მათი ცოდნის და გამოცდილების გამოყენებას სამშობლოს უსაფრთხოების სასარგებლოდ. ,,დღევანდელი მონაცემებით საქართველოს ჰყავს 33 612 საერთაშორისო მისიებში(ერაყი, ავღანეთი, კოსოვო, ცენტრალური აფრიკა) მონაწილე ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურე. აქედან დაღუპული 35 (32 ავღანეთი, 3 ერაყი) და დაჭრილ-დასახიჩრებული 317 (302 ავღანეთი, 15 ერაყი) სამხედრო მოსამსახურე. 33 612 მოქმედი და ყოფილი სამხედრო მოსამსახურიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებების (ომის ვეტერანის) სტატუსის მატარებელია დღევანდელი მონაცემებით 23 951 ბენეფიციარი. აღნიშნული შემადგენლობიდან ძირითადი ნაწილი დღემდე მსახურობს საქართველოს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში,…

მეტი...

,,პენტაგონი მზადაა, ღაზასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილოს” – აშშ-ის თავდაცვის მინისტრი

,,პენტაგონი მზად არის ღაზას სექტორთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილოს”, – Reuters-ი ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის წინ განაცხადა. „პრეზიდენტი მზადაა მოძებნოს ახალი და უნიკალური, დინამიკური გზები პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც თითქოს გადაუჭრელი იყო. ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ყველა ვარიანტი“, – განაცხადა ჰეგსეთმა. მანამდე, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ თეთრმა სახლმა ოთხშაბათს ადრე განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი ღაზას სექტორში აშშ-ის ჯარების განთავსებას არ გეგმავს.

მეტი...

შშმ პირის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ტრეფიკინგის ფაქტზე ორ ადამიანს ბრალდება წარუდგინეს

პროკურატურამ შშმ პირის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ტრეფიკინგის ფაქტზე 2 ადამიანს ბრალდება წარუდგინა. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უმწეო მდგომარეობაში მყოფი, ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე დაზარალებული გადაიბირეს და სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდნენ. ექსპლუატაციით მიღებულ თანხას კი ისაკუთრებდნენ”, – წერია განცხადებაში. ორივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და მესამე ნაწილის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით წარედგინა (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 12-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას…

მეტი...

,,ახალ პაკეტებზე საუბარი ჯერ ნაადრევია” – ზელენსკი აშშ-ის სამხედრო დახმარებაზე

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას ჯერ არ განუხილავს ახალი სამხედრო დახმარების პაკეტები შეერთებულ შტატებთან, მაგრამ სამხედრო მხარდაჭერა არ შემცირებულა. „დღეს ამერიკული მხარდაჭერის შემცირება არ გვაქვს. არ შეჩერებულა, გრძელდება, რისთვისაც მადლობელი ვარ შეერთებული შტატების. რა თქმა უნდა, ახალ პაკეტებზე არ ვსაუბრობთ, ამაზე საუბარი ნაადრევია“, – აღნიშნა ზელენსკიმ. Reuters-ის ცნობით, ამერიკული იარაღის მიწოდება უკრაინაში მიწოდება ცოტა ხნის წინ შეჩერდა და შემდეგ განახლდა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ კიევის მიმართ პოლიტიკის განხილვის ფონზე.

მეტი...

აზერბაიჯანმა უკრაინას 1 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო

აზერბაიჯანმა უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებისთვის 1 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო. ინფორმაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. დოკუმენტის თანახმად, თანხა აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს გადაეგზავნება, რომელიც ელექტრო ტექნიკას შეიძენს და უკრაინას გადასცემს. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ბაქოსა და კიევს შორის ურთიერთობები მეგობრობისა და პარტნიორობის საფუძველზე ვითარდება. „უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის სახელმწიფომ უკრაინელ ხალხს ჰუმანიტარული დახმარება არაერთხელ გაუგზავნა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

მეტი...

ისრაელი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში მუშაობას წყვეტს

,,ისრაელი მიესალმება პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას, არ მიიღოს მონაწილეობა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მუშაობაში, ისრაელი უერთდება აშშ-ს და არ მიიღებს მონაწილეობას UNHRC-ის მუშაობაში”, – ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, გედეონ საარი X-ზე წერს. მისი მტკიცებით, UNHRC-ი ტრადიციულად იცავს ადამიანის უფლებათა დამრღვევებს და დემონიზაციას უწევს ახლო აღმოსავლეთში ერთადერთ დემოკრატიას – ისრაელს. გედეონ საარი თქმით, ისრაელის წინააღმდეგ მიიღეს ასზე მეტი რეზოლუცია, რომელიც ქვეყანას გმობს. ,,ეს წარმოადგენს საბჭოში მიღებული ყველა რეზოლუციის 20%-ზე მეტს – იმაზე მეტს, ვიდრე ირანის, კუბის, ჩრდილოეთ კორეისა და ვენესუელას წინააღმდეგ ერთად. ისრაელი აღარ მიიღებს ამ დისკრიმინაციას!”, – წერს მინისტრი.

მეტი...

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზის მონაკვეთზე ყველა ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ,,რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ყინვა და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”, – წერია განცხადებაში.

მეტი...

,,ტრამპის ადმინისტრაციამ, შესაძლოა, მომავალ კვირას უკრაინაში ომის დასრულების გეგმა წარადგინოს” – Bloomberg

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდმა, შესაძლოა, მომავალ კვირას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, უკრაინაში ომის დასრულების გეგმა წარადგინოს. ინფორმაციას Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს ცნობით, უკრაინისა და რუსეთის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი, ტრამპის გეგმას, სავარაუდოდ, კონფერენციაზე წარადგენს. წყაროები არ აკონკრეტებენ პრეზენტაციის შემდეგ დისკუსიების ფორმატს და სიღრმეს. გამოცემის ცნობით, ტრამპის გეგმა მოიცავს კონფლიქტის პოტენციურ გაყინვას და ასევე, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას, რათა რუსეთის თავდასხმა არ განმეორდეს. Bloomberg-ი არ აკონკრეტებს, თუ რა სახის შეიძლება იყოს ეს გარანტიები. კელოგმა დაადასტურა თავისი მონაწილეობა კონფერენციაში და დაწერა: “როგორც აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთსა და უკრაინაში, მოუთმენლად ველი…

მეტი...

,,მზია ამაღლობელის წარმომადგენელმა გვთხოვა კონსილიუმის შექმნა, ეს პროცედურა დაიწყო” – ომბუდსმენი

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის თქმით, “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის წარმომადგენელმა აპარატს, კონკრეტული ექიმებით, კონსილიუმის შექმნა სთხოვა. ,,ჩვენ კონსილიუმის შექმნა მხარემ მოგვთხოვა. ეს არ არის საია-ს მიერ დაორგანიზებული. ქალბატონი მზიას წარმომადგენელმა გვთხოვა კონსილიუმის შექმნა და წარმოგვიდგინა კონკრეტული ექიმები. ეს პროცედურა დაიწყო. ჩვენ მათ ვთხოვეთ, შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოედგინათ, ძალიან პატივსაცემი ექიმები არიან, მაგრამ ჩვენ ფორმალურად უნდა დავრწმუნდეთ, რომ აქვთ შესაბამისი ლიცენზია. ეს პროცესი მალე დასრულდება. თუ როდის შევა ექიმთა ჯგუფი მოსანახულებლად, მთლიანად დამოკიდებულია მათზე. რა თქმა უნდა, ჩემი მანდატით შევლენ მის მოსანახულებლად. ჩვენ ამ პროცესში ჩართულები ვიქნებით”, – თქვა იოსელიანმა.

მეტი...

“ბავშვმა ატეხა კივილი. დაეწვა პირ-ხახა, მუცელზე აღენიშნება დამწვრობის კვალი” – მომხმარებელი „ბაკურიანი ციდაზე“

რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც „ბაკურიანი ციდას“ წყლით ბავშვი მოიწამლა, დაზარალებული ოჯახი განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ექსპერტიზამ წყალში აზოტმჟავა აღმოაჩინა. “საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე ვწერ სტატუსს . ამა წლის 2 თებერვალს ჩემმა 3 წლის შვილმა ალექსანდრემ დალია ბაკურიანი ციდას წყალი, რომელიც დავაკონკრეტებ დალუქულ (გაუხსნელ) მდგომარეობაში შევიძინეთ მაღაზიიდან, გლოვოს კურიერის მეშვეობით, რის შედეგადაც ბავშვმა ატეხა კივილი. დაეწვა პირ-ხახა , მუცელზე აღენიშნება დამწვრობის კვალი.  ბავშვი გადაყვანილი იქნა იაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში. საბედნიეროდ ჩემი შვილის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, გავეწერეთ ბინაზე და ვაგრძელებთ მკურნალობას. იმის დასადგენად თუ რა ნივთიერება ესხა…

მეტი...