“მილიარდობით დოლარი მოიპარეს USAID-სა და სხვა სააგენტოებში”- ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მილიარდობით დოლარი მოიპარეს USAID-სა და სხვა სააგენტოებში, რომელთა დიდი ნაწილი მედიის ყალბი ახალი ამბების დასაფინანსებლად მიდის. „მემარცხენე დაბალი ხარისხის გაზეთმა, რომელიც ცნობილია, როგორც „პოლიტიკო“, როგორც ჩანს, მიიღო 8 მილიონი. „ნიუ იორკ თაიმსმა“ მიიღო ფული? კიდევ ვინ მიიღო? ეს შეიძლება იყოს ყველაზე დიდი სკანდალი, შესაძლოა, ყველაზე დიდი ისტორიაში! დემოკრატებს არ შეუძლიათ ამის დამალვა. ძალიან დიდი, ძალიან ბინძური!“ – წერს დონალდ ტრამპი.  

მეტი...

“ღაზასთან დაკავშირებით ტრამპის გეგმის შესახებ ისრაელს დეტალური ინფორმაცია ჯერ არ აქვს”- მინისტრი

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, გიდეონ საარის განცხადებით,  ჯერ არ აქვთ დეტალური ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გეგმის შესახებ ღაზასთან დაკავშირებით. „ჩვენ ჯერ არ გვაქვს დეტალური ინფორმაცია, მაგრამ შეგვიძლია, ვისაუბროთ პრინციპებზე. მთავარი პრინციპი უნდა იყოს, რომ ყველას, ვისაც სურს საკუთარი ნებით გადასახლება, უნდა მიეცეს ამის მორალური უფლება“- განაცხადა გიდეონ საარმა. დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზადაა, აიღოს პასუხისმგებლობა ღაზის სექტორზე. მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ, ღაზის სექტორს ისრაელი აშშ-ს გადასცემს.

მეტი...

საფრანგეთმა უკრაინას ავიაგამანადგურებლები გადასცა

საფრანგეთმა უკრაინას Mirage 2000 ტიპის პირველი ავიაგამანადგურებლები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიენ ლეკორნუმ. „ახლა ის უკრაინის სადარაჯოზე დადგება უკრაინელ მფრინავებთან ერთად“- თქვა მინისტრმა, მაგრამ არ დაუზუსტებია, რამდენი თვითმფრინავი მისცა პარიზმა კიევს. გამოცემა Avions Legendaires-ი ადრე წერდა, რომ უკრაინა საფრანგეთიდან 20 თვითმფრინავს მიიღებდა.

მეტი...

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დააარსებს თეთრი სახლის რწმენის ოფისს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, დააარსებს თეთრი სახლის რწმენის ოფისს და გენერალურ პროკურორს, პამ ბონდის დაავალებს, გამოავლინოს და აღმოფხვრას ანტიქრისტიანული მიკერძოების შემთხვევები ფედერალურ მთავრობაში. „ამ სამუშაო ჯგუფის მისია იქნება, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ქრისტიანული საზოგადოების მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმა ფედერალურ მთავრობაში, მათ შორის იუსტიციის დეპარტამენტში, სადაც მდგომარეობა საგანგაშოა, ასევე შემოსავლების სამსახურსა და გამოძიების ფედერალურ ბიუროში“- განაცხადა დონალდ ტრამპმა.  

მეტი...

მოქალაქეებმა, პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსთაველის გამზირი მაინც გადაკეტეს

რუსთაველის გამზირზე, აქცია განახლდა. მიუხედავად პოლიციის წინააღმდეგობისა აქციის მონაწილეებმა გამზირი გადაკეტეს. პოლიციის წინააღმდეგობას მოქალაქეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ისმოდა შეძახილები: “მონებო, მონებო!”. რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები პროტესტის ნიშნად ყოველდღე იკრიბებიან. ისინი ახალი არჩევნების დანიშვნას და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.  

მეტი...

ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა. არიან დაშავებულები

ქუთაისი-თერჯოლის გზაზე, ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა.  დაშავებულია ორი ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით არის დაწყებული დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.  

მეტი...

“დესმონდ და ლია ტუტუს მემკვიდრეობის ფონდმა“ მზია ამაღლობელს მხარდაჭერა გამოუცხადა”- ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „დესმონდ და ლია ტუტუს მემკვიდრეობის ფონდმა“ მზია ამაღლობელს მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადა, „მშვიდობის, სამართლის, ადამიანის უფლებებისა და სოციალური აქტივიზმის ხელშეწყობაზე მომუშავე ფონდმა დღეს განცხადება გაავრცელა და ურყევი სოლიდარობა გამოხატა მზია ამაღლობელისა და ყველა იმ ჟურნალისტის მიმართ, რომლებიც განიცდიან ცენზურას, დევნას და ძალადობას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.  

მეტი...

“უკრაინას ბირთვული იარაღის დაბრუნების ნულოვანი შანსი აქვს”- კიტ კელოგი

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა, უკრაინას ბირთვული იარაღის დაბრუნების ნულოვანი შანსი აქვს. „შანსი, რომ ისინი დაიბრუნებენ ბირთვულ იარაღს, სადღაც მინიმალურსა და ნულს შორისაა. მართალი გითხრათ, ორივემ ვიცით, რომ ეს არ მოხდება“ – აღნიშნა კიტ კელოგმა. კელოგმა აღნიშნა, რომ ბირთვული იარაღის უკრაინაში დაბრუნება არ არის ის, რითიც უნდა დაიწყოს რუსულ-უკრაინული ომის დასრულების მცდელობა.

მეტი...

“დაუსჯელობა უნდა დასრულდეს და უსამართლოდ დაკავებულები გათავისუფლდნენ”- ელჩი

საქართველოში დანიის ელჩი, ანნე ტოფტ სორენსენი აქციებზე დაკავებულთა და დაპატიმრებულთა ოჯახის წევრებს შეხვდა.  შეხვედრის შემდეგ  ელჩი წერს, რომ დაუსჯელობა და უსამართლობა უნდა დასრულდეს. “დღევანდელმა შეხვედრამ დაკავებულების ოჯახებისგან და მეგობრებისგან მტკივნეული პერსონალური ისტორიები დაგვანახა საპოლიციო სისასტიკეზე, არასაჭირო წინა სასამართლომდე დაკავებებზე და უსამართლო ან გადაჭარბებულ ბრალდებებზე. დაუსჯელობა და უსამართლობა უნდა დასრულდეს და უსამართლოდ დაკავებულები გათავისუფლდნენ”, – წერს სორენსენი.

მეტი...

აშშ ირანის ნავთობის საექსპორტო ქსელს ასანქცირებს

აშშ ირანის ნავთობის საექსპორტო ქსელს ასანქცირებს. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) ავრცელებს. განცხადების თანახმად, ირანი ყოველწლიურად ნავთობის გაყიდვით მილიარდობით დოლარის ეკვივალენტს იმუშავებს, რასაც შემდგომ რეგიონში სადესტაბილიზაციო აქტივობების დასაფინანსებლად და რამდენიმე რეგიონული ტერორისტული ჯგუფის მხარდასაჭერად იყენებს, როგორებიცაა „ჰამასი“, „ჰუსიტები“ და „ჰეზბოლა“. “ირანული რეჟიმი ფოკუსირებული რჩება მისი ნავთობის შემოსავლების გამოიყენოს ატომური პროგრამის დასაფინანსებლად, ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების საწარმოებლად, და მისი რეგიონული ტერორისტული მარიონეტული ჯგუფის მხარდასაჭერად. შეერთებული შტატები მზად არის აგრესიულად სამიზნეში ამოიღოს ირანის ნებისმიერი მცდელობა მოახდინოს ამ მავნე აქტივობებისთვის დაფინანსების უზრუნველყოფა” – განაცხადა სახაზინო მდივანმა, სკოტ…

მეტი...

უკრაინამ ნიდერლანდებისგან F-16 ტიპის თვითმფრინავები მიიღო

უკრაინამ ნიდერლანდებისგან F-16 ტიპის თვითმფრინავები მიიღო. მიღებული თვითმფრინავების რაოდენობა არ სახელდება. “უკრაინამ F-16 თვითმფრინავები მიიღო ნიდერლანდების სამეფოსგან. მადლობა, ნიდერლანდებო! ნიდერლანდების მხარდაჭერა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომ გამარჯვებას გვაახლოებს და უკრაინული ქალაქებისა და მოქალაქეების საიმედო დაცვას უზრუნველყოფს”- აღნიშნულია უკრაინას თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.  

მეტი...

“განვიხილეთ, როგორ შეგვიძლია პასუხი ვაგებინოთ ივანიშვილის ტირანიულ რეჟიმს”- უილსონი

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი აცხადებს, რომ ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. მისი თქმით, მათთან  “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შესახებ ისაუბრა. “მადლიერი ვიყავი ბალტიის სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შევხვედროდი, მარგუს ცაჰკნას, კესტუტის ბუდრისსა და ბაიბა ბრაჟეს, რათა განგვეხილა კოლექტიურად როგორ შეგვიძლია პასუხი ვაგებინოთ ივანიშვილის ტირანიულ რეჟიმს. ბალტიის ქვეყნები თავისუფლებისა და დემოკრატიის მოდელი არიან. მიხარია მათი დამოუკიდებლობა!” – წერს უილსონი.

მეტი...

უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინა-რუსეთის ომში, ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ. „ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ წინა ხაზიდან გამოეყვანათ წუხელ ღამე. დიდება ბრძოლაში დაცემულ გმირებს“ – წერს ნადირაძე სოციალურ ქსელში. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის თებერვალში დაიწყო.  

მეტი...

გამკაცრებული კანონმდებლობა – რა იცვლება?!

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მიიღო „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონპროექტი, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად. ცვლილებების თანახმად: იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები;  ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს ემატება ახალი გარემოებები; ზუსტდება ვადა, რომლის გასვლის შემდეგ პირი ითვლება ადმინისტრაციულ სახდელდაუდებლად; ზუსტდება წვრილმანი ხულიგნობის ქმედების შემადგენლობა და სახდელთა ზომები; იცვლება ვანდალიზმთან დაკავშირებული სახდელთა ზომები; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით; ზუსტდება შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა…

მეტი...

აშშ-მა „ფენტანილის“ საბაბით, ჩინურ პროდუქტებზე 10%-იანი ტარიფი დააწესა  

ამერიკის შეერთებულმა შტატაბმა  ჩინურ პროდუქტზე 10%-იან ტარიფი დააწესა.  აღნიშნული პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებით მოხდა,  რათა ამერიკაში “ფენტანილის” კონტრაბანდა თავიდან აიცილოს. საპასუხოდ, ჩინეთმაც დააწესა საპირისპირო ტარიფები 10-დან 15 პროცენტამდე აშშ-ის ზოგიერთ პროდუქტზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩინეთის საგარეო უწყებაში განმარტებები გაკეთდა. როგორც ლინ ძიანმა განაცხადა ჩინეთი მკაცრ პოლიტიკას ატარებს ნარკოტიკებთან დაკავშირებით და ფენტანილის პრობლემა აშშ-შია და არა ჩინეთში. „ჩინეთი ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ქვეყანაა ნარკოტიკებთან მიმართებაში, როგორც პოლიტიკის, ასევე მისი განხორციელების თვალსაზრისით. „ფენტანილი“ არის აშშ-ს პრობლემა და ძირეული მიზეზი თავად ქვეყანაშია. აშშ-ის მოთხოვნით, ჩინეთმა ჯერ კიდევ 2019 წელს გამოაცხადა გადაწყვეტილება „ფენტანილთან“ დაკავშირებული ნივთიერებების კლასად ოფიციალურად…

მეტი...

ასწლოვანი ქუნმინგი და თოფუ ყველანაირ მდგომარეობაში (ფოტორეპორტაჟი)

„სურნელოვანი“ უძველესი ქალაქი ასი წლის ისტორიით – ეს ქუნმინგია, რომელიც იუნნანის პროვინციაში, ხონკხეს პრეფექტურაში  მდებარეობს. ამ კულტურულმა  ქალაქმა შემოინახა მინგის და ცინგის დინასტიის საცხოვრებლების დიდი ნაწილი სრული სახით, რის გამოც მას „მინგი და ცინგ დინასტიის სამხრეთ იუნანის საცხოვრებელ მუზეუმსაც” უწოდებენ. აქ მდებარეობს ილონკის ტბა, რომლიც არანაკლები პეიზაჟებითაა ცნობილი, ვიდრე ერხაის ტბა.  ტბა სავსეა აყვავებული ლოტოსის ყვავილებით, რაც ულამაზეს გარემოს ქმნის. აქ მზადდება საუკეთესო თოფუ, რომელსაც 600 წლიანი ისტორია აქვს. არც მეტი, არც ნაკლები, სხვა პროვინციებისგან განსხვავებით, ქუნმინგში  200-ზე მეტი სახის თოფუს დელიკატესების დაგემოვნება შეიძლება.  მაგალითად, როგორიცაა შემწვარი თოფუ, შეფუთული თოფუ,…

მეტი...

გერმანიის ქალაქებში საავტომობილო ვანდალიზმის უკან მთავრობა რუსულ კვალს ხედავს

გერმანული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პოლიცია იძიებს საქმეებს, სადაც რუსეთი არის პასუხისმგებელი დივერსიული კამპანიის კოორდინაციაზე, რომელიც მიზნად ისახავდა გარემოს დამცველებისა და „მწვანეთა პარტის“ დადანაშაულებას ასობით მანქანის მიმართ ვანდალიზმის გამო. ბერლინში და ბრანდენბურგის ფედერალურ მიწაზე, ასევე ბავარიასა და ბადენ-ვიურტემბერგის სამხრეთ ფედერალურ მიწებში 270-ზე მეტი მანქანის გამონაბოლქვის მილები სამშენებლო ქაფით ამოავსეს. გერმანიის პოლიციამ სამშენებლო ქაფის ავზები და ქაფის იარაღი აღმოაჩინა ავტომობილში, რომელსაც სამი კაცი მართავდა. ცოტა ხნის შემდეგ 43 მანქანის მფლობელმა შეიტანა საჩივარი გამონაბოლქვი მილების დაზიანების შესახებ. დაზიანებულ მანქანებზე ვიცე-კანცლერის, რობერტ ჰაბეკის და „მწვანეთა პარტიის“ კანცლერობის კანდიდატის გამოსახულებით სურათები დატოვეს, სადაც იყო წარწერა:…

მეტი...

,,ვგმობთ დონალდ ტრამპის შოკისმომგვრელ გეგმას ღაზას სექტორთან დაკავშირებით” – ირანის საგარეო

,,აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გეგმა ღაზას სექტორთან დაკავშირებით შოკისმომგვრელია”, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ისმაილ ბაქაიმ განაცხადა. „ღაზას გაწმენდის და პალესტინელი ხალხის მეზობელ ქვეყნებში იძულებით გადასახლების გეგმას პალესტინელი ერის სრული განადგურების მიზნით სიონისტური რეჟიმის (ისრაელის) მიზანმიმართული გეგმის გაგრძელებად განვიხილავთ, უარვყოფთ და ვგმობთ“, – აღნიშნა ბაქაიმ. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ღაზას სექტორზე კონტროლს დააწესებს და განადგურებული ანკლავის აღდგენას უზრუნველყოფს.

მეტი...

„დემოკრატი“ კონგრესმენი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას გეგმავს

Axios-ის ინფორმაციით, ამერიკელი ,,დემოკრატი” კონგრესმენი ალ გრინი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას გეგმავს. წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას გრინმა დონალდ ტრამპი ღაზას სექტორთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა. ,,ღაზაში ეთნიკური წმენდა არ არის ხუმრობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან მოდის. ვაცხადებ, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტისკენ სვლა დაიწყო. ვაცხადებ, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებს წარვადგენ შემოთავაზებული და განხორციელებული ვერაგი საქმეების გამო”, – აღნიშნა კონგრესმენმა.

მეტი...

,,ექიმთა ჯგუფი შეიქმნა” – სახალხო დამცველი მზია ამაღლობელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

2025 წლის 6 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა, მზია  ამაღლობელისთვის პენიტენციური სამსახურის (მათ შორის, კონტრაქტორი კლინიკ(ებ)ის) მიერ მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის საკითხის შეფასების მიზნით, ექიმთა ჯგუფი შექმნა. ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველი ავრცელებს. „ჯგუფი განისაზღვრა მზია ამაღლობელის წარმომადგენლების მიერ დასახელებული კანდიდატებიდან, მათთან კონსულტაციითა და მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის პრობლემების მხედველობაში მიღებით, შემდეგი შემადგენლობით: 1. ელენე გიორგაძე – ენდოკრინოლოგია, ნუტრიციოლოგია, ბავშვთა ენდოკრინოლოგია, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის ორგანიზაცია 2. გიორგი გვილია – გასტროენტეროლოგია, კარდიოლოგია, შინაგანი სნეულებები 3. გიორგი ჯავრიშვილი – ოფთალმოლოგია 4. ალექსანდრე ცისკარიძე – ნევროლოგია ექიმები უახლოეს მომავალში განახორციელებენ ვიზიტს მზია ამაღლობელთან…

მეტი...

,,ბრიუსელმა უნდა გაასაჯაროოს, თუ რას აფინანსებს საქართველოში ევროპის დემოკრატიის ფონდი (EED)” – შალვა პაპუაშვილი

,,ბრიუსელმა დაუყოვნებლივ უნდა გაასაჯაროოს, თუ რას აფინანსებს საქართველოში ევროპის დემოკრატიის ფონდი (EED). საგარეო დახმარების სახელით დახარჯული თანხების გამჭვირვალობა ვალდებულებაა და არა არჩევანი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს. ,,ბრიუსელმა დაუყოვნებლივ უნდა გაასაჯაროოს, თუ რას აფინანსებს საქართველოში ევროპის დემოკრატიის ფონდი (EED). აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ ამერიკელი ხალხის ფულის მავნე პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მხილების შემდეგ, საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური ინტერესი ამ ფონდის საქმიანობის მიმართ. მითუმეტეს, რომ ევროპის დემოკრატიის ფონდი, მანამდეც არაერთ სკანდალში გაეხვა. საგარეო დახმარების სახელით დახარჯული თანხების გამჭვირვალობა ვალდებულებაა და არა არჩევანი“, – წერს პაპუაშვილი.

მეტი...

ბათუმში დაკარგული ბიჭის მამა მიმართვას ავრცელებს

ბათუმში დაკარგულ ალექსანდრე მიქელაძეს ამ დრომდე ეძებენ. ბიჭი 16 იანვარს, ღამით 22:00 საათიდან გაუჩინარდა. დაკარგული მოზარდის მამა მიმართვას ავრცელებს: „ალექსანდრე მამი სად ხარ აქამდე ბიჭო, მოდი. ნურაფრის ნუ გეშინია, ნურაფრის ნუ გერიდება. ხმის ამომღები არ ვარ. ჩვენ ხომ მეგობრები ვართ. როგორც შენ გაგიხარდება ისე იყავი მამი. მოდი გეხვეწები, გემუდარები. მთელი ქვეყანა ლოცულობს შენთვის. თუ ვინმე გეხმარება იმის სახელსაც არ ვახსენებ“, – ამბობს დაკარგული ბიჭის მამა.  

მეტი...

საქართველოს რკინიგზა მგზავრებისთვის, ორ მიმართულებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რკინიგზა მგზავრებისთვის, ორ მიმართულებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს: ,,გაცნობებთ, რომ 2025 წლის 11 თებერვლიდან თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით სწრაფი და კომფორტული ელექტრომატარებელი (№854/853) იმოძრავებს. სამგზავრო მატარებლის ტევადობა დაახლოებით 100 ადგილით გაიზრდება, ხოლო მგზავრობის ხანგრძლივობა თითქმის 2 საათით შემცირდება. მატარებელი რეისებს დღეგამოშვებით შეასრულებს: თბილისიდან გასვლა – 09:00; ოზურგეთში ჩასვლა – 16:18 ოზურგეთიდან გასვლა – 08:40; თბილისში ჩასვლა – 16:00 ბილეთის ღირებულება – 11-15 ლარი. მცირედი ცვლილება თბილისი-ქუთაისის მიმართულებაზე: ქუთაისში მიმავალი მგზავრები ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლით რიონის სადგურამდე იმგზავრებენ. რიონის სადგურიდან ქუთაისი 1-ის სადგურამდე გადაჯდებიან №6355/6356 და №6353/6354 ელექტრომატარებლებში, რომლებიც მგზავრებს ქუთაისი 1-ის სადგურში…

მეტი...

დონალდ ტუსკს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში ადანაშაულებენ

პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში ადანაშაულებენ. ინფორმაცია პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ბოგდან სვენჩკოვსკიმ გაავრცელა, რომელსაც პოლონური „გაზეტა ვიბორჩა“ ავრცელებს. მისი თქმით, იანვრის ბოლოს პროკურატურას 60-გვერდიანი შეტყობინება წარუდგინა, სადაც დონალდ ტუსკის გარდა დანაშაულში ეჭვმიტანილია რამდენიმე მინისტრი, დეპუტატი, მოსამართლე და პროკურორი. დოკუმენტის მიხედვით, 2023 წლის 13 დეკემბრიდან ეს პირები მოქმედებდნენ „ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შემადგენლობაში“, რომლის მიზანიც იყო პოლონეთის საკონსტიტუციო სისტემის ცვლილება, საკონსტიტუციო სასამართლოს და სხვა საკონსტიტუციო ორგანოების საქმიანობის შეჩერება, მათ შორის ძალისმიერ და მართლსაწინააღმდეგო გზებით. ბოგდან სვენჩკოვსკის შეტყობინების საპასუხოდ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა გამოაქვეყნა ვიდეორგოლი, სადაც პინგ-პონგს თამაშობს, წარწერით „სახელმწიფო გადატრიალება“. ვიდეოში…

მეტი...

ბრიუსელის მეტროში სროლა იყო

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, მეტროსადგურ კლემანსოსთან ბოლო 2 დღეში უკვე მეორე სროლა მოხდა. ბრიუსელის პროკურატურის განცხადებით, სროლის დროს ერთი ადამიანი დაიჭრა. დაშავებული საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს. ამავე მეტროსადგურთან სროლა 5 თებერვალს, დაახლოებით გამთენიის 6 საათზე მოხდა. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, არის თუ არა აღნიშნული 2 სროლა ერთმანეთთან დაკავშირებული, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ორივე შემთხვევა ნარკობანდებს შორის არსებულ ტერიტორიულ დავას უკავშირდება. ადგილობრივ მედიაში გავრცელებულ სათვალთვალო კამერის ვიდეოჩანაწერში მეტროსადგურის შესასვლელთან, სულ მცირე, ორი შეიარაღებული მამაკაცი ჩანს. ასევე, ჩანაწერში ჩანს ორმხრივი სროლაც. ადგილობრივი მედიის ცნობით, ეჭვმიტანილები, სავარაუდოდ, კალაშნიკოვის ტიპის იარაღს ატარებენ. მათივე ინფორმაციით, სროლა შესაძლოა,…

მეტი...

ბაქომ ვაშინგტონს აზერბაიჯანში USAID-ის მუშაობის შეჩერება მოსთხოვა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკულ მხარეს ოფიციალურად აცნობა, რომ USAID-ის მუშაობა აზერბაიჯანში უნდა შეწყდეს. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის საგარეო უწყებამ ამერიკულ მხარეს განუმარტა, რომ USAID-ის ქვეყანაში მუშაობის სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. ცნობისთვის, USAID-ის აზერბაიჯანში მუშაობის სამართლებრივი საფუძველი 2024 წლის 1 ივნისს გაუუქმეს. მოგვიანებით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ დროა ორგანიზაციამ შეწყვიტოს მუშაობა ქვეყანაში.

მეტი...

უკრაინამ 150 სამხედრო დაიბრუნა

უკრაინამ 150 სამხედრო დაიბრუნა. ტყვეების გაცვლა საუდის არაბეთის შუამავლობით მოხდა. უკრაინაში დაბრუნებულებს შორის არიან ჯარისკაცები, სერჟანტები, ოფიცრები, საზღვაო და საჰაერო ძალების სამხედროები. ,,ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან კონტაქტები მნიშვნელოვნად გავაძლიერეთ. ასევე, ვაწარმოებთ არსებით მოლაპარაკებებს სხვა პარტნიორებთან. უკრაინას სჭირდება რეალური, მდგრადი და გარანტირებული მშვიდობა, აგრეთვე, საშუალებები იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთმა ყოველთვის იცოდეს, რა ელოდება იმას, ვისაც უკრაინისთვის ზიანის მიყენება უნდა. ძლიერი დიპლომატიისთვის მზად ვართ. ამისთვის გვჭირდება ჩვენი მეომრების სიმტკიცე, არმიის ეფექტურობა და შესაძლებლობების მოდერნიზაცია. დღეს ბედნიერი დღე გვაქვს – რუსეთის ტყვეობიდან 150 უკრაინელი დავიბრუნეთ. ზოგიერთი მათგანი წლების განმავლობაში იყო ტყვეობაში. განსაკუთრებით რთულია…

მეტი...

,,ყაზახეთში არის ინტერესი სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ენერგეტიკის და სხვა სექტორებში” – პრემიერი

,,ყაზახეთში ვიზიტი დასრულდა პრეზიდენტს ტოკაევთან შეხვედრით, იყო ძალიან საინტერესო საუბრები ყველა თემაზე, რაც უკავშირდება ორმხრივ ურთიერთობებს”, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყახაზეთში, ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოსთვის ყაზახეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტნიორი და ამასთან ერთად, არის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორიც. „ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, მაქსიმალურად აღვუდგინოთ ჩვენს ქვეყანას ისტორიული ფუნქცია და ეს ფუნქცია არის ევროპის და აზიის დაკავშირება ერთმანეთთან, აღმოსავლეთის და დასავლეთის დაკავშირება და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ყაზახეთთან თანამშრომლობას აქვს ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობა. შესაბამისად, საუბარი გვქონდა ყველა თემაზე, პოლიტიკურ თანამშრომლობაზე და ეკონომიკური თანამშრომლობის ძალიან…

მეტი...

პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს ოთხი წევრი დაამტკიცა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ოთარ შამუგია, ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ვახტანგ ბურკიაშვილი, ნინო ჯელაძე და ლევან ძნელაძე წარადგინა. ოთხივე კანდიდატურა უმრავლესობის მხარდაჭერით ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი გახდა. „წელიწადნახევარზე მეტი ხნის განმავლობაში, ექს-პრეზიდენტის საბოტაჟის გამო ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტებას ვერ ვახდენდით. ეროვნული ბანკის საბჭოს 9-ის ნაცვლად, 5 წევრით საქმიანობა უწევდა. მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად ამ საბოტაჟის დასრულება შევძელით. ეროვნული ბანკი საქმიანობას სრული შემადგენლობით გააგრძელებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კენჭისყრის დასრულების შემდეგ.

მეტი...

,,ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს პროტესტი ძალადობრივი ქმედებების გარეშე” – კახა კალაძე

„არ დავუშვებთ, რომ რამდენიმე კაცის მიერ მოძრაობის შეზღუდვა მოხდეს, რომ მათ ჩაიდინონ სისხლის სამართლის დანაშაული და ამით უამრავ ადამიანს პრობლემა შეუქმნან“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან  „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ საუბრისას განაცხადა. კახა კალაძის თქმით, სიცრუეა, რომ კანონში შეტანილი ცვლილებები რეპრესიულია და ეს არის ოპონენტების მიერ გამოგონილი სიცრუე. „პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ არანაირი რეპრესიები არ არსებობს. ეს არის მოგონილი სიცრუე. იგივე ხდებოდა გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებითაც, რომელიც ოპონენტებმა შეფუთეს, როგორ „რუსული კანონი“. ჩვენ რომ ხალხს სიმართლეს ვეუბნებოდით, ისინი ამას უარყოფდნენ. დღეს, კი ამერიკის შეერთებული შტატები…

მეტი...

,,სასჯელაღსრულების სისტემა ყველას თანაბრად და სათანადოდ ეპყრობა” – შალვა პაპუაშვილი

,,სასჯელაღსრულების სისტემა ყველას თანაბრად და სათანადოდ ეპყრობა, პატიმრობაში მყოფი პირების გრადაცია არ არსებობს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება აღმასრულებელი ხელისუფლების საკითხია. „პოლიციელზე თავდასხმა რომ არ შეიძლება, ეს არის ბრიტანული სტანდარტი, თუ ნამდვილად გაინტერესებთ. რაც შეეხება თავად მართლმსაჯულების საკითხებს, არ შევეხები, რადგან ეს მართლმსაჯულების საკითხი არის, ისევე, როგორც მართლმსაჯულების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება არის აღმასრულებელი ხელისუფლების საკითხი. ვხედავთ, რომ ისინი კანონის შესაბამისად და რაც მთავარია, ყველა ადამიანის, მათ შორის პატიმრობაში…

მეტი...

„უპასუხისმგებლო შენიშვნები“ – ჩინეთი, პანამის არხთან დაკავშირებით ტრამპს პასუხობს

პანამის არხთან დაკავშირებით ტრამპის პოლიტიკაზე, ოფიციალური ჩინეთი პირველ განცხადებას აკეთებს. როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, შტატებმა ამ თემაზე უპასუხისმგებლო შენიშვნები გააკეთა. „ბოლო დროს აშშ-მა გააკეთა უპასუხისმგებლო შენიშვნები პანამის არხის საკითხთან დაკავშირებით და ის განზრახ დამახინჯდა, თავს დაესხა და არასწორად დაახასიათა შესაბამისი თანამშრომლობა. ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება ამას და მკაცრი დემარში გაუგზავნა აშშ-ის მხარეს. 2013 წელს, „ქამარი და გზის“ ინიციატივიდან, მისი თანამშრომლობის სფეროები და ფარგლები მუდმივად ფართოვდება და ის გახდა პოპულარული. საერთაშორისო საზოგადოებრივი სიკეთე და საერთაშორისო თანამშრომლობის პლატფორმა ფართო მონაწილეობით. გასული ათწლეულის განმავლობაში მხარეები მხარს უჭერდნენ აბრეშუმის გზის მშვიდობისა და თანამშრომლობის სულისკვეთებას, ღიაობასა…

მეტი...

,,დღეს აღარ აქვს არავის იმის საშუალება, უხეშად ჩაერიოს ჩვენს შიდა საქმეებში” – პრემიერი

,,იყო ძალიან მძიმე პროცესები, ძალიან მძიმე ფაქტები, კონკრეტული ელჩები ცდილობდნენ და ზოგიერთი მათგანი დღემდე ცდილობს უხეშად ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში, რაც, მათ შორის კონკრეტულ კონვენციებს ეწინააღმდეგება, რომლებითაც არიან შეზღუდული უცხოელი დიპლომატები”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყახაზეთში, ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს ყველაფერი Deep State-ის საქმიანობის შედეგია. „არიან კონკრეტული ელჩები, რომლებიც მიყვებიან Deep State-ის ინსტრუქციებს. ეს უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქვეყანაში. მადლობა ღმერთს, განსხვავებით იგივე რამდენიმე წლის წინანდელი  მდგომარეობისგან, დღეს აღარ აქვს არავის იმის საშუალება, რომ უხეშად განახორციელოს ჩარევა ჩვენს შიდა საქმეებში. კანონები იწერება საქართველოს პარლამენტში,…

მეტი...

,,სანქციები ვერ იქნება შემაკავებელი, როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესებზე, მომავალზე, დამოუკიდებლობაზე” – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სანქციები ვერ იქნება შემაკავებელი, როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესებზე, მომავალზე, სუვერენიტეტზე, დაუმოკიდებლობაზე. როგორც მერმა ჟურნალისტებს ამერიკულ და ბრიტანულ სანქციებთან დაკავშირებული  კითხვის პასუხად განუცხადა, ხელისუფლება ყოველთვის გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რათა ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს. „რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, რა მოლოდინიც გვაქვს, ეს არის ურთიერთობების გადატვირთვა. ამერიკას  ჰყავს ახალი პრეზიდენტი. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ის შეძლებს ბოლომდე დაამარცხოს „დიფ სტეიტი“, რომელსაც ფესვები ღრმად აქვს გადგმული მსოფლიოში. შევძლებთ თანამშრომლობას, პარტნიორობას, ურთიერთობების გაღრმავებას – ეს არის ჩვენი დამოკიდებულება აშშ-თან. სანქციებთან დაკავშირებით არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ ეს ვერ იქნება…

მეტი...

„საჭიროა ტარიფების არა ცალმხრივად გაზრდა, არამედ, დიალოგი“ – ჩინეთი ტრამპის განცხადებაზე

აშშ-ის პრეზიდენტსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის სატელეფონო კომუნიკაცია არაერთხელ შედგა. ამჯერად ჯერი შეხვედრაზეა. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც მხარეებმა უნდა განიხილონ, ტარიფების თემაა. როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ტარიფების ზრდა ცალმხრივად არ უნდა მოხდეს და საჭიროა დიალოგი. „ჩინეთმა აღნიშნა, რომ ორ პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარში ჩინურმა მხარემ ნათლად დააფიქსირა ჩვენი პრინციპული პოზიცია და მხარეებმა  პრინციპულად მიაღწიეს საერთო შეთანხმებას ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შესახებ. ახლა საჭიროა არა ცალმხრივი ტარიფების გაზრდა, არამედ თანაბარი დიალოგი და კონსულტაციები ურთიერთპატივისცემით“ – ასეთია საგარეო უწყების პოზიცია.  

მეტი...

,,არიან საქართველოში ყველაზე მდიდარი ენჯეოები, რომლებიც პირდაპირ გამოიყენებოდნენ რევოლუციის მოსაწყობად” – პრემიერი

,,არიან საქართველოში ყველაზე მდიდარი ენჯეოები, რომლებიც პირდაპირ გამოიყენებოდნენ რევოლუციის მოსაწყობად. დღემდე გრძელდება ეს პროცესი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, USAID-ის დაფინანსებულმა ენჯეომ, ISFED-მა გააყალბა პარალელური დათვლის შედეგები 2020 წელს, რასაც მოჰყვა რევოლუციის პირველი მცდელობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. „არიან საქართველოში ყველაზე მდიდარი ენჯეოები, რომლებიც პირდაპირ გამოიყენებოდნენ რევოლუციის მოსაწყობად. დღემდე გრძელდება ეს პროცესი. ეს არის ერთგვარი გაგრძელება იმ პროცესებისა, რაც დაიწყო. კონკრეტულად USAID-ის დაფინანსებულმა ენჯეომ, ISFED-მა გააყალბა პარალელური დათვლის შედეგები 2020 წელს, რასაც მოჰყვა რევოლუციის პირველი მცდელობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ახლაც…

მეტი...