უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პუტინი ბელარუსის ომში ჩათრევას გეგმავს. ზელენსკის თქმით, დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი გაზაფხულზე, ზაფხულში, ან შემოდგომაზე ბელარუსში ჯარების განთავსებას და ამ ქვეყნის ომში ჩათრევას გეგმავს. „პუტინის ამბიციებით და იმით, რასაც დღეს ვხედავთ – ის ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ომი არ შეჩერდეს. ეს ფაქტია. ის ამ გზას გააგრძელებს და სხვა ქვეყნებზეც იფიქრებს. ამაში დარწმუნებული ვარ. მე ამის შესახებ ვაფრთხილებ, სრულიად ღიად, გულწრფელად – მესმის, რა მოხდება. თქვენ ნახავთ, ის სხვა ქვეყნების პროვოცირებას მოახდენს. შესაძლოა, პოლონეთი იყოს შემდეგი ან ბალტიის ქვეყნები. და ეს უბრალოდ მორიგი…
მეტი...დღე: თებერვალი 5, 2025
არგენტინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გასვლას გეგმავს
არგენტინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გასვლას გეგმავს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანუელ ადორნიმ განაცხადა. პრეზიდენტის წარმომადგენელმა აღნიშნული გადაწყვეტილება „კოვიდ-19“-ის პანდემიის მართვასთან დაკავშირებით ორგანიზაციასა და არგენტინის მთავრობას შორის აზრთა სხვადასხვაობით ახსნა. „არგენტინელები არ დაუშვებენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია ჩაერიოს ჩვენს სუვერენიტეტში, მით უმეტეს ჩვენს ჯანმრთელობაში“, -აღნიშნა ადორნიმ.
მეტი...აშშ-მა შესაძლოა, უკრაინაში ომის დასრულების გეგმა თებერვალში წარადგინოს
აშშ-მა შესაძლოა, უკრაინაში ომის დასრულების გეგმა თებერვალში წარადგინოს. ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მოკავშირეები ელოდებიან, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მომავალ კვირას, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რუსეთსა და უკრაინას შორის „ომის დასრულების გეგმას“ წარადგენს. გამოცემა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ომის დასრულების გეგმა, სავარაუდოდ უნდა წარადგინოს უკრაინის საკითხებში ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა, რომელიც მიუნხენის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. როგორც გამოცემა აღნიშნავს, კელოგმა დაადასტურა, რომ გეგმავს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას და „ამერიკის იმ მოკავშირეებთან შეხვედრას, რომლებიც მზად არიან აშშ-სთან თანამშრომლობისთვის“.
მეტი...„მინდა, რომ ირანი იყოს წარმატებული ქვეყანა, თუმცა ისეთი, რომელსაც არ შეუძლია, ჰქონდეს ბირთვული იარაღი“- ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან ბირთვული შეთანხმების გაფორმებას არ გამორიცხავს. ტრამპის თქმით, საჭიროა ამაზე მუშაობის დაუყოვნებლივ დაწყება. „მინდა, რომ ირანი იყოს დიდი და წარმატებული ქვეყანა, თუმცა ისეთი, რომელსაც არ შეუძლია, ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ცნობები იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები, ისრაელთან ერთად თანამშრომლობით, აპირებს, ირანი ნამსხვრევებად აქციოს, ძალიან გადაჭარბებულია. მე ბევრად მირჩევნია დამოწმებული ბირთვული სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც ირანს მისცემს მშვიდობიანად ზრდისა და განვითარების საშუალებას. ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ ამაზე მუშაობა და მოვაწყოთ ახლო აღმოსავლეთში დიდი ზეიმი, როდესაც ის ხელმოწერილი და დასრულებული იქნება. ღმერთმა დალოცოს ახლო აღმოსავლეთი!“- წერს ტრამპი.
მეტი...აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. პროტესტის 70-ე დღესაც მომიტინგეები პარლამენტთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები. ისინი პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის, 28 ნოემბრის განცხადებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც საქართველომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა 2028 წლამდე გადადო.
მეტი...გზის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობაზე დაკავებულებს სასამართლომ გირაო შეუფარდა
საქალაქო სასამართლოში „თბილისი მოლთან“ გზის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობაზე დაკავებულთა პროცესი დასრულდა. ბრალდებულებს მოსამართლემ საპატიმრო გირაო შეუფარდა, რითაც პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების – გიგი უგულავას, ვასილ ელიავას, ირაკლი ტაბატაძის, ირაკლი წიგნაძის, დიმიტრი ბიძინაშვილის, ნიკოლოზ კუტუბიძის, ნიკოლოზ ქუმსიშვილის და ალექსანდრე გოგოლაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. მათ მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი საპატიმრო გირაოს შუამდგომლობდა, დაცვის მხარე კი ბრალდებულების აღკვეთის გარეშე დატოვებას მოითხოვდნენ. “გიგი უგულავასთან დაკავშირებით გამოყენებულია საპატიმრო გირაო, როდესაც ის გადაიხდის 5000 ლარს, დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას. პროკურორებს არანაირი არგუმენტი არ ჰქონდათ, მოსამართლემ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც პროკურორებმა მოითხოვეს”-…
მეტი...ახალგაზრდა, რომელსაც ოთხი დღეა ეძებენ, გარდაცვლილი იპოვეს
ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, ასპინძის სოფელ ხიზაბავრაში მცხოვრები, ახალგაზრდა მამაკაცი, გარდაცვლილი იპოვეს. ახლობლების ინფორმაციით, ის ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კლდის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს. სანდრო შემაზაშვილი, სახლიდან პირველ თებერვალს, გვიან ღამით გავიდა. მას ოჯახი და სამართალდამცველები ქვეყნის მასშტაბით, ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე ძიება სსკ-ს 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
მეტი...იტალიაში, აეროპორტში ცეცხლის გაჩენისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს
რომის ჩამპინოს აეროპორტში ცეცხლის გაჩენისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. მედიის ცნობით, ხანძრის გამო ფრენები რამდენიმე საათით იყო გაჩერებული, რომელიც ერთ-ერთი საკონტროლო კოშკის ქვეშ გაჩნდა. ხანძრის გაჩენისთვის მალევე დააკავეს საქართველოს 36 წლის მოქალაქე, რომელიც იტალიაში რამდენიმე დღით ადრე ჩავიდა. მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქე ადგილზე მიჰყვა ადამიანს, რომელიც სამუშაოდ მიდიოდა საკონტროლო კოშკში, რომელიც აეროპორტის საზოგადოებრივ სივრცეს მოშორებულია. საქართველოს მოქალაქე მას მოულოდნელად დაესხა თავს, როდესაც ის საკონტროლო კოშკის კარს აღებდა და თავად შევიდა საკონტროლო კოშკში. ამის შემდეგ, საქართველოს მოქალაქემ ცეცხლი წაუკიდა საკონტროლო კოშკში მდებარე კომპიუტერულ აღჭურვილობას და ავეჯს. მიზეზები, თუ რატომ გააკეთა მან ეს,…
მეტი...„აშშ-მა უნდა აღიაროს თაღლითურ არჩევნებამდე მოქმედი პრეზიდენტი საქართველოში”- “ქართული კოშმარის არაღიარების აქტის“ პროექტი
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ვებგვერდზე „ქართული კოშმარის არაღიარების აქტის“ პროექტი გამოქვეყნდა. პროექტი კონგრესმენმა ჯო უილსონმა 9 იანვარს წარადგინა. პროექტის თანახმად, შეერთებული შტატების პოლიტიკაა – „არ აღიაროს ან არ მოახდინოს ურთიერთობების ნორმალიზება საქართველოს ნებისმიერ მთავრობასთან, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ან ნებისმიერი მარიონეტი ხელმძღვანლელობს, ქართველი ხალხის წინააღმდეგ ივანიშვილის რეჟიმის მიმდინარე დანაშაულების გამო; ასევე აქტიურად ეწინააღმდეგებოდეს სხვა იმ მთავრობის მიერ საქართველოს მთავრბის აღიარებას ან მასთან ურთიერთობების ნორმალიზებას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ან ნებისმიერი მარიონეტი ხელმძღვანელობს, მათ შორის ძირითადი და მეორადი სანქციების გამოყენებით“. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ აშშ-ის პოლიტიკაა, გამოიყენოს უფლებამოსილბის სრული სპექტრი, მათ შორის მაგნიტსკის გლობალური…
მეტი...რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს
რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს. მხარეებმა ერთმანეთს 150-150 სამხედრო ტყვე გადასცეს.მათ შორის არიან, არიან ჯარისკაცები, სერჟანტები, ოფიცრები, სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალების სამხედროები, სადესანტო-მოიერიშე და სახმელეთო ჯარების წევრები, ეროვნული გვარდიის წევრები, მესაზღვრეები, ტერიტორიული თავდაცვის წევრები და სამართალდამცველები. ამის შესახებ, ურაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს. „ყველა მათგანი ფრონტის სხვადასხვა მიმართულებიდანაა, თუმცა მათ აერთიანებთ საერთო: ისინი უკრაინისთვის იბრძოდნენ. ზოგიერთი მათგანი ტყვეობაში ორ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა“ – წერს ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტი ტყვეების დაბრუნების პროცესის მხარდაჭერისთის მადლობას უხდის პარტნიორებს, კერძოდ, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს.
მეტი...„როგორც უმაღლესი მთავარსარდლისთვის, მიუღებელია, რომ შეიძლება, რეპრესიები თავდაცვის სამინისტროს შეეხოს“- ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „სრულიად მიუღებელია ის, რომ შეიძლება, რეპრესიები და დათხოვნები შეეხოს თავდაცვის სამინისტროს”. „როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა, მინდა, ვთქვა, სრულიად მიუღებელია ის, რაც გამოცხადდა, შეიძლება, ეს რეპრესიები და დათხოვნები შეეხოს თავდაცვის სამინისტროს, არ შეიძლება, ამ უწყების რამენაირად პოლიტიზირება“ – აღნიშნა ზურაბიშვილმა. ზურაბიშვილი ამბობს, რომ პარტნიორი ქვეყნების ერთობლივი მოთხოვნა, უნდა იყოს რომ არჩევნები ჩატარდეს. “ჩვენ გვაქვს ბევრი მხარდამჭერი განცხადება საზოგადოების მიმართ, კრიტიკა რეჟიმის გადაწყვეტილებების მიმართ, მაგრამ ჯერ არ გვაქვს კვალიფიკაცია, რომ ეს არის უკვე რუსული ყაიდის დიქტატურა, ეს უნდა ითქვას. უნდა იყოს ჩვენი და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ერთობლივი…
მეტი...“დაინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირს სამართლებრივი დასკვნის მომზადება ვთხოვეთ” – ომბუდსმენი
სახალხო დამცველმა დაინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირს მიმართა. ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. ლევან იოსელიანი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, ეუთო/ოდირის დასკვნის გამოქვეყნებამდე, არ მისცეს კანონპროექტს შემდგომი მსვლელობა. „დღეს, 5 თებერვალს სახალხო დამცველმა მიმართა ეუთო/ოდირს და სთხოვა სამართლებრივი დასკვნის მომზადება იმ კანონპროექტებთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარე კვირას დაინიცირდა საქართველოს პარლამენტში. წარმოდგენილი ინიციატივა დაჩქარებულად განიხილება და მიზნად ისახავს ცვლილებების შეტანას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში. მითითებულ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მოწოდების მიუხედავად, პარლამენტი კვლავ დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რაც არ იძლევა მასში სრულფასოვანი მონაწილეობის და ჩართვის შესაძლებლობას.…
მეტი...“ჩვენ მოხარულები ვართ, რომ სამი თვით შეჩერდა USAID-ის დაფინანსება”- კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ USAID-ის დაფინანსება არ ხმარდებოდა რეალურ მიზანს. პრემიერის თქმით, დღეს აშშ-ის ხელისუფლება საუბრობს ოფიციალურად იმაზე, რაზეც საქართველოს ხელისუფლება საუბრობდა 2023 წლის გაზაფხულზე. „რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით 2023 წლის გაზაფხულზე, შემდეგ უკვე შარშან გაზაფხულზე, იმაზე დღეს საუბრობს უკვე ოფიციალურად აშშ-ის ხელისუფლება. საუბარია იმაზე, რომ USAID-ის დაფინანსება არ ხმარდებოდა რეალურ მიზანს, ერთგვარ საქველმოქმედო მიზნებს, ეს ყველაფერი ხმარდებოდა ამა თუ იმ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოზეა კონკრეტულად საუბარი, რევოლუციების მოწყობას, არეულობის შემოტანას, ქვეყნის არევას და ა.შ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სჭირდება დამატებითი ჩაძიება. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ სამი თვით შეჩერდა…
მეტი...საზოგადოებრივ მაუწყებლეთან საპროტესტო აქციას მართავენ
საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოქალქეები აქციას მართავენ. შეკრებილებმა საგანგებო განცხადება გააჟღერეს. ისინი კვლავ, არხის ხელმძღვანელობის გადადგომასა და ეთერის დათმობას მოითხოვენ. “არხი დიდი ხანია ამ ფუნქციას აღარ ასრულებს. უმნიშვნელოვანესი არჩევნების წინ, მან დახურა მნიშვნელოვანი კრიტიკული გადაცემები და მაყურებელს არ მისცა ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება. არჩევნების შემდგომ კი არხი პირდაპირ დგას პარტიულ სამსახურში და არ ერიდება ეთერის გამოყენებას პროტესტის დისკრედიტაციისთვის. სწორედ ამ რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ ყოველდღიურად უდიდეს ძალისხმევას ვდებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის, ხალხის სამსახურში დასაბრუნებლად. არაერთხელ მოვახერხეთ, რომ ეკრანებიდან მაყურებელს გაეგო სათქმელი. ჩვენი მოთხოვნები რჩება უცვლელი გადადგეს არხის ხელმძღვანელობა და დაეთმოს ეთერი ხალხს. თავისუფლება მზია…
მეტი...„ბოლომდე უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა“ – პრემიერი
საქართველოს ადმინისტრაცული და სს კანონმდებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებით შეფასება პრემიერმა გააკთა და აღნიშნა, რომ ეს საჭიროა ქვეყნის ბოლომდე დასაბრუნებლად. „დღეს მმართველმა გუნდმა გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი, საუბარია როგორც ამერიკული „ფარას“ ასლის დაინიცირებაზე, ასევე საკითხი ეხება მედიის შესახებ კანონმდებლობას, სადაც იქნება გაწერილი ობიექტურობის სტანდარტები, რაზეც ისაუბრა დღეს უმრავლესობის ლიდერმა, ასევე ეთიკური სტანდარტები“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი არსებითად ბრიტანულ მოდელზე იქნება დაფუძნებული. „ასევე არის მთელი რიგი სხვა ინიციატივები, როგორიც არის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული კანონპროექტი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული კანონპროექტი და ა.შ. ძალიან სწორად…
მეტი...მედია უცხოეთიდან ვერ დაფინანსება, NGO-ები საჯარო გადაწყვეტილებებში მონაწილეობას ვერ მიიღებან – რას გეგმავს ხელისუფება?!
მმართველი გუნდი კანონმდებლობის გამკაცრებაზე, არასამთავრობოების შეზღუდვაზე, უცხოური დაფინანსების შეწყვეტასა და მედიის რეგულაციებზე საუბრობს და კანონმდებლობას ამკაცრებს. როგორც მამუკა მდინარაძე აცხადებს, ეს ყველაფერი საჭიროა იმისთვის, რომ ხელისუფლებამ თავისი უფლებამოსილების განხორციელება შესძლოს. „მომდევნო ორი თვის განმავლობაში: გავამკაცრებთ ანტინარკოტიკულ პოლიტიკასა და კანონმდებლობას, სადაც სახელმწიფო ნარკოტიკის ნებისმიერი სახით გამსაღებლის მიმართ იქნება უკიდურესად მკაცრი, ხოლო მომხმარებლებს, მათი ყველა უფლების დაცვასთან ერთად, უბიძგებს უარი თქვან ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე; ასევე მათივე უფლებების განუხრელი დაცვის პარალელურად, გავამკაცრებთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას, გამკაცრდება მიგრაციის შესახებ კანონმდებლობაც. აბსოლუტურად ყველა კანონიდან და კანონქვემდებარე აქტიდან ამოღებული იქნება ნორმები, რომლებიც ითვალისწინებს საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო…
მეტი...იმისათვის, რომ ხელისუფლებას ჰქონდეს სახელმწიფოს მართვის შესაბამისი ბერკეტი, კანონდებლობა ყველა მიმართულებით მკაცრდება
„უნდა შევქმნათ ისეთი მოცემულობა, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება ყოველთვის თავად ქართველმა ხალხმა შეძლოს და არა ნებისმიერმა სხვა ვინმემ. სწორედ აქ შეიძლება იყოს ეროვნული და ღირსეული, რეალურად ევროპული ღირებულებებისა და ინტერესების თანხვედრა. სწორედ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი ეკონომიკის ზრდა და ხალხის კეთილდღეობის უზრუნველყოფა“, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე და კანონმდებლობის გამკაცრებაზე საუბრობს. მკაცრდება როგორც ადმინისტრაციული, ისე სს პოლიტიკა. „ჩვენ გავამკაცრებთ კანონმდებლობას როგორც ადმინისტრაციულ, ასევე სისხლისსამართლებრივი მიმართულებით პოლიტიკოსებზე, საჯარო მოხელეებზე, პოლიციელებზე და ა.შ. თავდასხმებთან დაკავშირებით. გავაგრძელებთ მუშაობას ყველა თავსმოხვეული საკანონმდებლო ხარვეზის აღმოსაფხვრელად იმისათვის, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას…
მეტი...„კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მდგომარეობა დღეს ძალიან მძიმეა” – პრემიერი
,,ჩვენი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება და სურვილი იყო „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დასრულება და ამ „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ იგულისხმება არამხოლოდ შესაბამისი პარტიები, არამედ შესაბამის „ენჯეოებიც“, ვფიქრობ, ყველაფერი ვითარდება სწორი მიმართულებით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ქართველი ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც გიორგი კანდელაკის არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან საზოგადოებისთვის დახმარების თხოვნას შეეხებოდა. პრემიერის შეფასებით, ეს ყველაფერი არის ბოლოდროინდელი მოვლენების შედეგი. „ეს არის ალბათ ბოლოდროინდელი მოვლენების შედეგი და ამ ყველაფრის გაგრძელება. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება და სურვილი იყო „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დასრულება და ამ კოლექტიურ ნაცმოძრაობაში იგულისხმება არამხოლოდ შესაბამისი პარტიები, არამედ შესაბამის „ენჯეოებიც“…
მეტი...,,USAID-ის დაფინანსება ხმარდებოდა საქართველოში რევოლუციების მოწყობას, არეულობის შემოტანას, ქვეყნის არევას” – პრემიერი
,,USAID-ის დაფინანსება არ ხმარდებოდა რეალურ მიზანს, ერთგვარ საქველმოქმედო მიზნებს, ეს ყველაფერი ხმარდებოდა ამა თუ იმ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოზეა კონკრეტულად საუბარი, რევოლუციების მოწყობას, არეულობის შემოტანას, ქვეყნის არევას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში, ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, დღეს აშშ-ის ხელისუფლება საუბრობს ოფიციალურად იმაზე, რაზეც საქართველოს ხელისუფლება საუბრობდა 2023 წლის გაზაფხულზე. „რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით 2023 წლის გაზაფხულზე, შემდეგ უკვე შარშან გაზაფხულზე, იმაზე დღეს საუბრობს უკვე ოფიციალურად აშშ-ის ხელისუფლება. საუბარია უმაზე, რომ USAID-ის დაფინანსება არ ხმარდებოდა რეალურ მიზანს, ერთგვარ საქველმოქმედო მიზნებს, ეს ყველაფერი ხმარდებოდა ამა თუ იმ ქვეყანაში, მათ შორის,…
მეტი...,,გვაქვს ამბიციური ამოცანა, რომ მაქსიმალურად აღვუდგინოთ ჩვენს ქვეყანას დაკავშირებადობისა და სატრანზიტო ფუნქცია” – პრემიერი
,,ყაზახეთთან ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ერთ-ერთი პირველი ოფიციალური ვიზიტი იმართება, სწორედ, ყაზახეთში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ყაზახეთთან აქვს ძალიან მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა. „ჩვენ დღეს ვისაუბრეთ მრავალ თემაზე, რაც უკავშირდება ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, რომ მაქსიმალურად აღვუდგინოთ ჩვენს ქვეყანას მისი ისტორიული ფუნქცია, ეს არის დაკავშირებადობის ფუნქცია, სატრანზიტო ფუნქცია და ამ კუთხით საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას…
მეტი...,,მზია ამაღლობელს აღენიშნება წონაში კლება, თუმცა დამოუკიდებლად გადაადგილდება” – „ვივამედის“ დირექტორი
,,მზია ამაღლობელს მისი მდგომარეობისთვის დამახასიათებელი ჩივილები აქვს, აღენიშნება წონაში კლება, თუმცა დამოუკიდებლად გადაადგილდება, პაციენტი ადეკვატური და კონტაქტურია”, – ამის შესახებ ,,ვივა მედის” კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა. ,,საღამოს საათებში, მას ჩაუტარდა შემოსვლისთანავე წინასწარ დაგეგმილი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები, შემდეგ გარდა ამისა დამატებითი კვლევებიც გახდა საჭირო, რაც გამოიკვეთა ამ კვლევის პროცესში. გარდა ამისა, კონსულტირებული იქნა სხვადასხვა სპეციალობის ექიმების მიერ და მისი დიაგნოზიდან გამომდინარე, შემდგომი გართულებების პრევენციის მიზნით დაიწყო დამხმარე თერაპიული ღონისძიებების ჩატარება, რაზეც მან თანხმობა განაცხადა და ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ მან თანხმობა განაცხადა ამაზე. დეტალებს მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით,…
მეტი...პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების გამკაცრებას, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების და მასთან ერთად, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებას, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, სპონტანური შეკრება/მანიფესტაციის ცნება განისაზღვრება და სპონტანური შეკრების დროს თვითმმართველი ორგანოს წერილობითი გაფრთხილება სავალდებულო ხდება. შეკრებისა და მანიფესტაციის მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით იცვლება აღსრულებაზე პასუხისმგებელი სუბიექტი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების რეალიზებასთან დაკავშირებული უფლებამოსილებები განახორციელოს. რეგულირდება დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟის საკითხები. ასევე, იკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება დახურულ სივრცეში/შენობაში მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. ასევე, იკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, ესტაკადების, მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო…
მეტი...საქართველოსა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ოლჟას ბეკტენოვის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ტურიზმისა და საინვესტიციო სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე, ასევე შუა დერეფნის განვითარების ხელშეწყობისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიმართულებით ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო ყაზახური ენერგორესურსების ტრანსპორტირების მოცულობის ზრდის პერსპექტივებს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და შავი ზღვის პორტების მეშვეობით. ირაკლი კობახიძემ ყაზახ კოლეგას საქართველოს დელეგაციის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას ტრადიციულად მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებს. „ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მოცულობა…
მეტი...,,კოლექტიური ქეთო ხუციშვილები” – თეა წულუკიანი USAID-ზე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, თეა წულუკიანი, USAID-თან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, პარასკევიდან, ორგანიზაციის ყველა თანამშრომელი შვებულებაში გავა და მათ აშშ-ში დაბრუნება დაევალებათ. ,,რომ გეკითხა, ამათი ადგილობრივი პერსონალი საქართველოს ემსახურებოდა და ელიტარული ქართველები იყვნენ. მათთვის არასასურველი რამდენი ადამიანის წინააღმდეგ დააფინანსეს პიროვნული დევნა და რამდენი ანტისახელმწიფოებრივი პროექტი განახორციელეს! ბევრი. კოლექტიური ქეთო ხუციშვილები”, – წერს თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში.
მეტი...პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება პირველი მოსმენით, 82 ხმით მიიღო. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის განცხადებით, 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა გამოავლინა გარკვეული საჭიროებები, რომელიც უკავშირდება რიგ პროცედურულ და ტექნიკურ თავისებურებებს. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა დამატებითი ცვლილებების შემუშავების აუცილებლობა, რომლითაც გარკვეული საკითხების მოწესრიგება და დაზუსტება ხდება. კანონპროექტით წესრიგდება შემდეგი საკითხები: სპეციალური ჯგუფის წევრის საქმიანობა ან/და შრომის ანაზღაურება მის საზიანოდ გავლენას არ მოახდენს მისი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციაზე, მისთვის სოციალური დახმარების, სოციალური გასაცემლის ან/და სახელმწიფო გასაცემლის მიცემაზე, მასზე სოციალური შეღავათის…
მეტი...საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში ახლად რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა
რევაზ ინანიშვილის სახელობის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ახლად რეაბილიტირებული სკოლა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჯინჭარაძემ გახსნა. სოფელ ხაშმის სკოლის რეაბილიტაცია, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა. სკოლის შენობა, რომლის რეაბილიტაციის ღირებულება 4 000 000 ლარზე მეტია, 320 მოსწავლეზეა გათვლილი. სასწავლო სივრცეების პარალელურად, სკოლაში ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული და სააქტო დარბაზები. ამასთან, კეთილმოწყობილია ბიბლიოთეკა, სასადილო, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო სკოლის გარე სივრცე და სპორტული…
მეტი...რომში, აეროპორტში საქართველოს მოქალაქემ ხანძარი გააჩინა – შეჩერებულია ფრენები
რომში, ჩამპინოს აეროპორტში საქართველოს მოქალაქემ, საკონტროლო კოშკში შეაღწია და ცეცხლი გააჩინა. იტალიური მედიის ცნობით, აეროპორტში, საკონტროლო კოშკი ხანძრის გამო ამ დრომდე ევაკუირებულია. მომხდარის გამო აეროპორტმა ფრენები და მგზავრთა მიღება დროებით შეაჩერა. ადგილობრივმა პოლიციამ ქართველი დააკავა, შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს.
მეტი...პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა
საკანონმდებლო ორგანომ 83 ხმით მხარი დაუჭირა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის“ შექმნის შესახებ დადგენილების პროექტს. დადგენილების პროექტი პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრმა ირაკლი კირცხალიამ წარადგინა. დადგენილებით, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადა განსაზღვრულია სამი თვით. თუ საგამოძიებო კომისია რეგლამენტით გათვალისწინებულ 3 თვეში ვერ მოასწრებს თავის საქმიანობას, ამავე რეგლამენტის გათვალისწინებით, მისი ვადა გაგრძელდება, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა. „ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება და მინიმუმ ამ ყველაფერს ელოდება მოსახლეობის ის უდიდესი ნაწილი, რომელმაც კიდევ ერთხელ გვანდო ამ ქვეყნის სადავეები…
მეტი...,,ირანზე ტრამპის მაქსიმალური ზეწოლის პოლიტიკა მარცხით დასრულდება” – ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი
„მჯერა, რომ მაქსიმალური წნეხი, ეს არის მარცხისთვის განწირული ექსპერიმენტი და მეორე მცდელობა, რომელიც კრახით დასრულდება“, – ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ განკარგულებას ირანზე მაქსიმალური წნეხის გაზრდის შესახებ. მან, ასევე აღნიშნა, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას არ აპირებს. „თუ მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ირანმა არ უნდა შექმნას ბირთვული იარაღი, ეს მიღწევადია და დიდ პრობლემას არ წარმოადგენს“, – თქვა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მეტი...ილია ინჯიამ, ვარლამ ლიპარტელიანმა და ნიკა ელისაშვილმა საპარალამენტო უმრავლესობა დატოვეს
ილია ინჯიამ, ვარლამ ლიპარტელიანმა და ნიკა ელისაშვილმა საპარალამენტო უმრავლესობა დატოვეს და პარტია „ევროპული სოციალისტების“ ბაზაზე ოპოზიციური საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი ჩამოაყალიბეს. როგორც ერთობლივ ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის წევრმა ილია ინჯიამ განაცხადა, პოლიტიკური ჯგუფის მისია ჯანსაღი ოპოზიციის ფუნქციის შესრულება იქნება, რომელიც ეფექტურ ზედამხედველობას განახორციელებს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის საქმიანობაზე. ილია ინჯიას განცხადებით, ახალი პოლიტიკური ჯგუფის წევრების დამოკიდებულება რადიკალური ოპოზიციის მიმართ დარჩება ისეთივე პრინციპული, როგორიც დღემდეა. მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდება, რათა „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში და ქვეყნის ბნელ წარსულში დაბრუნება არ დაუშვან.
მეტი...პარლამენტმა ირაკლი ბერაიას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ირაკლი (დაჩი) ბერაიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ირაკლი (დაჩი) ბერაია იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, აღნიშნული თანამდებობა შეუთავსებელია პარლამენტის წევრის სტატუსთან, შესაბამისად, პარლამენტმა მხარი დაუჭირა ირაკლი ბერაიასთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დადგენილების პროექტს.
მეტი...,,2024 წელს ელექტროენერგიის მოხმარება 2023 წელთან შედარებით 5.3%- ით გაიზარდა” – დავით ნარმანია
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, საქართველოში 2024 წელს ელექტროენერგიის მოხმარება 2023 წელთან შედარებით 5.3%-ით გაიზარდა. ამასთანავე, როგორც სემეკის თავმჯდომარე აღნიშნავს, 2024 წელი ჰიდროლოგიური თვალსაზრისით ერთ-ერთი საუკეთესო წელი იყო. გასულ წელს ჰიდროელექტროსადგურებმა 11,2 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც საქართველოს ელექტროენერგეტიკის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. „გასულ წელს არასაყოფაცხოვრებო სექტორში 2023 წელთან შედარებით მოხმარება 9.3%-ით გაიზარდა. მათ შორის, პირდაპირი მომხმარებლების მოხმარება – 13.1%-ით. ამასთანავე, 2024 წელს, საყოფაცხოვრებო (მოსახლეობა) სექტორში ფიქსირდება ელექტროენერგიის მოხმარების რეკორდული მაჩვენებელი – 3,0 მილიარდი კვტ.სთ, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 9,2%-ით მაღალია. ასევე, აღსანიშნავია, რომ…
მეტი...„ბაკურიანი ციდას“ წყლის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა” – სეს-ი
სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ლაბორატორიული კვლევის შედეგად ,,ბაკურიანი ციდას” წყლის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა. ,,სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა, ბავშვის წყლით „ბაკურიანი ციდა“ სავარაუდო ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 4 თებერვალს, ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგენილი პარტიიდან აიღო წყლის სინჯები, რომლებიც აკრედიტირებულ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გაიგზავნა. ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა შემდეგ მაჩვენებლებზე: ფერიანობა, სუნი, გემო, სიმღვრივე,PH (წყალბადის მაჩვენებელი), სიხისტე, ქლორიდები, საერთო მინერალიზაცია, ტყვია, კადმიუმი, რკინა, სპილენძი, თუთია, პერმანგანატული ჟანგვადობა. კვლევის შედეგად, შეუსაბამობა არცერთ მაჩვენებელში აღინიშნა”, – ნათქვამია ინფორმაციაში. დაბინძურებულია თუ არა წყალი „ბაკურიანი“?!
მეტი...,,ევროპარლამენტი 13 თებერვალს საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს” – იოზვიაკი
,,ევროპარლამენტი 13 თებერვალს საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს”, – წერს ,,რადიო თავისუფლების” ბრიუსელის ბიუროს ხელმძღვანელი, რიკარდ იოზვიაკი X-ზე. ,,ევროპარლამენტი 13 თებერვალს საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს. მთავარი საკითხია, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ – როგორ მოიხსენიებს ევროპარლამენტი ყაველაშვილს. თუმცა, 24 თებერვალს გასამართ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის პირველად დღის წესრიგში საქართველო არ არის”, – წერს იოზვიაკი.
მეტი...აშშ-ში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული 67 ადამიანის ცხედრიდან 66 უკვე ამოიცნეს
Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ში, ვაშინგტონში, American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავისა და სამხედრო ვერტმფრენის შეჯახების შედეგად დაღუპული 67 ადამიანიდან, ექსპერტებმა 66-ის ამოცნობა უკვე შეძლეს. ოფიციალური განცხადების თანახმად, 67-ვე ცხედარი მდინარე პოტომაკიდან ამოყვანილია. ამასთან, მდინარე პოტომაკიდან თვითმფრინავის ნარჩენების ამოსაღებად აშშ-ის არმიის ინჟინერთა კორპუსი მუშაობას აგრძელებს. ოფიციალური პირების თქმით, ვერტმფრენის ნარჩენების ამოღება ოთხშაბათს იგეგმება. (VIDEO) კადრები ვაშინგტონიდან – მდინარიდან უკვე ამოყვანილია 18 ცხედარი
მეტი...აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის საგაზაფხულო სესია გაიხსნა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად, საგაზაფხულო სესია გახსნილად გამოაცხადა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, რომელიც პლენარული სხდომის წინაშე ვრცელი მოხსენებით წარსდგა. მან თავის მიმართვაში აღნიშნა, რომ უმაღლესი საბჭო, მისი აბსოლუტური უმრავლესობა რჩება უზენაესი საერთო მიზნის მქონე შეკრულ გუნდად. ეს უზენაესი საერთო მიზანი კი საქართველოს გამთლიანებაა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ და მიმოიხილა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება. სხდომის დაწყებამდე, ტრადიციულად, დეპუტატებმა პატივი მიაგეს გარდაცვლილი კოლეგების ხსოვნას.
მეტი...