“ამერიკელების ფული, მათი ნების საწინააღმდეგოდ, ხმარდებოდა საქართველოში რევოლუციის მოწყობას”- მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ  USAID-თან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით,  „ეს არის მტკიცებულება, რომ „დიფ სთეითის“ წარმომადგენლების მხრიდან, საქართველოში რევოლუციის დაფინანსება და ლობირება ხდებოდა“. „პირდაპირ ხელის გულზე დევს, რომ ამერიკელი გადამხდელების ფული, მათი ნების საწინააღმდეგოდ, ხმარდებოდა საქართველოში რევოლუციის მოწყობას. სამწუხაროა, ასევე აშშ-ის დღევანდელი საელჩოს დამოკიდებულება, რომელიც ნამდვილად ცდება აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის განწყობას. გუშინ საელჩოს მოუწია პირადად ჩემს განცხადებაზე რეაქციის მიცემა, სადაც ძალიან ზოგადი ტექსტი იყო იმასთან დაკავშირებით თუ რა ღირებულებებს და მიდგომებს იზიარებენ ისინი. სიტყვა არ იყო იქ ნათქვამი, რა დამოკიდებულება აქვს შტატების ლიდერების დღევანდელ პოზიციებთან დაკავშირებით საელჩოს.…

მეტი...

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გაფართოვდა და თურქეთის სამი კლინიკა დაემატა

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გაფართოვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბენეფიციარებს სერვისის მიღება, დამატებით, თურქეთის კიდევ სამ კლინიკაში შეეძლებათ. პროგრამას ,,მედიკანას საერთაშორისო კლინიკა”, ,,ემსი ჰოსპიტალი” და ,,მედიპოლ მეგა საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი” დაემატა. ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის ფარგლებში, პაციენტები, მომსახურებას უკვე 8 კლინიკაში – თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში მიიღებენ. ახალ პარტნიორ კლინიკებთან თანამშრომლობის ხელშეკრულებები უკვე გაფორმდა. ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა 2023 წლის აგვისტოდან მოქმედებს. სამკურნალო პაკეტი მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევასა და პროტონოთერაპიას. უწყების ცნობით, ამოქმედებიდან დღემდე, პროგრამაში 157…

მეტი...

,,მჯერა, ჩვენ მალე შევძლებთ, აფხაზ და ოს და-ძმებთან ერთად, მოვიშუშოთ ომის იარები” – პრეზიდენტი

,,მჯერა, ჩვენ მალე შევძლებთ, აფხაზ და ოს და-ძმებთან ერთად, მოვიშუშოთ ომის იარები და გავაგრძელებთ ბედნიერ თანაცხოვრებას ერთიან, ძლიერ და აყვავებულ საქართველოში”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას. „თითოეული ჩვენგანი კარგად უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ სამშვიდობო პოლიტიკა, ეკონომიკური წარმატებები და კეთილდღეობის მაღალი დონე არის ის მნიშვნელოვანი ფაქტორები, რაც განსაკუთრებით გვაახლოებს ჩვენ აფხაზ და ოს და-ძმებთან. ეს არის გზა, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია. მჯერა, ჩვენ მალე შევძლებთ, ერთად მოვიშუშოთ ომის იარები და გავაგრძელებთ ბედნიერ თანაცხოვრებას ერთიან, ძლიერ და აყვავებულ საქართველოში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მეტი...

,,რის მიღწევას ცდილობთ ბატონო ბიძინა? თითქმის არავინ დაგვტოვეთ ვისაც არ გადაგვიარეთ” – მთავარეპისკოპოსი ზენონი

,,რის მიღწევას ცდილობთ ბატონო ბიძინა? თითქმის არავინ დაგვტოვეთ ვისაც არ გადაგვიარეთ”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი, ზენონ იარაჯული წერს. ,,რის მიღწევას ცდილობთ ბატონო ბიძინა ან რა დაგიშავეთ? თითქმის არავინ დაგვტოვეთ ვისაც არ გადაგვიარეთ. რა გინდათ. დაჩაგრულ თაობათა საცხოვრისად გინდათ აქციოთ ეს ქვეყანა? არა! არა! არა! ჯვარზე მიმავალმა ჯვარცმულმა თქვა: ,,მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, მშვიდობას ჩემსას გაძლევთ თქვენ: მაგრამ ისე კი არა, როგორც წუთისოფელი იძლევა. ნუ შეკრთება თქვენი გული, ნურც შეშინდება”. აი, მშვიდობა რა არის და ვისგან მოდის და როგორ მოდის, ბატონო ბიძინა. სხვისი ბედნიერი ცხოვრებისათვის გაღებული საკუთარი…

მეტი...

,,ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება” – პრეზიდენტი

„ცალსახაა, რომ ჰუმანური აქტი კარგია, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად ორიენტირებული უნდა ვიყოთ დანაშაულის პრევენციაზე. სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის პოპულარიზაცია. უნდა გავზარდოთ განათლების სისტემის როლი ახალგაზრდების განვითარებაში, ვიზრუნოთ სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებაზე”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას. ,,ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა ასევე იქნება ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება. ამ ყველაფერს მთლიანობაში პრევენციული ხასიათი ექნება და უზრუნველყოფს რომ, რაც შეიძლება დაბალი იყოს დანაშაულში ჩართულობის რისკები ჩვენს საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში. ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ გააერთიანა სპორტულმა მიღწევებმა და წარმატებებმა ჩვენი საზოგადოება, რამდენად სიყვარულით სავსე…

მეტი...

,,განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, წარმოუდგენელია, ვიყოთ ერთმანეთის მტრები” – პრეზიდენტი ახალგაზრდებს

,,ძვირფასო ახალგაზრდებო, ჩვენ, ქართველები, განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, წარმოუდგენელია, ვიყოთ ერთმანეთის მტრები. ჩვენ გვაქვს ერთი ენა, ერთი კულტურა, ერთი ისტორია და ერთი სამშობლო, რომელსაც სჭირდება მოფრთხილება”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას. ,,მსურს, კვლავ დავუბრუნდე თავსმოხვეულ ხელოვნურ პოლარიზაციას. სამწუხაროდ, ამ პროცესში აქტიურად იყენებენ არაერთ გულწრფელ და გულანთებულ ახალგაზრდას. კარგად მახსოვს ჩემი თავი, როდესაც ახალგაზრდა ვიყავი. ვიცი, რამდენად მოჭარბებულია ემოციები ამ პერიოდში, რამდენად იმპულსური, მეამბოხე და ფეთქებადი ხარ, როგორი მძაფრია შეფასებები და განწყობა ამა თუ იმ საკითხის მიმართ. სწორედ მსგავს ემოციებზე თამაშობენ ჩვენი ქვეყნის არაკეთილისმსურველები. ჩემთვის წარმოუდგენელია, არსებობდეს…

მეტი...

,,საქართველო არ იმსახურებს ასეთ უსამართლო დამოკიდებულებას” – მიხეილ ყაველაშვილი

,,სამწუხაროა რომ, ბოლო პერიოდში საქართველო უსამართლო თავდასხმის სამიზნე ჩვენი არაერთი ევროპელი პარტნიორის მხრიდანაც გახდა”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას. მისი თქმით, განსაკუთრებით გულდასაწყვეტია ეს იმ სივრციდან, რომლისკენ სვლა ქართველმა ხალხმა სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის, კანონის უზენაესობის დაცვის, ეროვნული იდენტობისა და სუვერენულობის შენარჩუნების იმედით გადაწყვიტა. ,,ორმაგი სტანდარტი, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში ფაქტობრივად ყოველდღიურობად იქცა, სამწუხაროდ, ზიანს აყენებს ევროპულ ღირებულებებს და ევროპელი პარტნიორების რეპუტაციას. საქართველო, ევროპული იდეისთვის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის შემდეგ, არ იმსახურებს ასეთ უსამართლო დამოკიდებულებას. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ეროვნული ინტერესებით მოქმედება, რომელიც ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოს გაყვანას და გაძლიერებას ისახავს…

მეტი...

,,არავინ გაბედოს, სცადოს პატიმრების ან მათი ოჯახების მდგომარეობით სპეკულირება” – პრეზიდენტი

,,არავინ გაბედოს და არ სცადოს პატიმრების ან მათი ოჯახების მდგომარეობით სპეკულირება. ჩვენი მთავარი პრინციპი, რითაც ვიხელმძღვანელეთ შეწყალებისას, იყო ბალანსის დაცვა ჰუმანურობასა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას შორის, მაქსიმალური სიფრთხილით მოვეკიდეთ ამ საკითხს და სწორედ ასე გაგრძელდება მომავალშიც”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას. „ჩემთვის გაუგებარია გარკვეული ჯგუფების მხრიდან ატეხილი აჟიოტაჟი. არ მესმის, როგორ შეიძლება, არ გიხაროდეს, რომ ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა, დაუბრუნდნენ საკუთარ შვილებს, მეუღლეებს, მშობლებს და მეგობრებს. ჩვენ, შემჭიდროებულ ვადებში, აქტიურად ვიმუშავეთ არაერთ უწყებასთან, იმისთვის, რომ ადამიანებს მალე შესძლებოდათ საკუთარ ოჯახებში დაბრუნება. მადლობას ვუხდი აღნიშნულ პროცესში ჩართული თითოეული…

მეტი...

,,ჩვენი ქვეყნის განადგურების საფრთხე ჯერ არ გამქრალა” – პრეზიდენტი

,,ჩვენს სახელმწიფოს მოუწია დანის პირზე სიარული, გაუძლო არაერთ ზეწოლას და იმოქმედა მტკიცედ, მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული ინტერესების დაცვით, რამაც, საბოლოო ჯამში, მოგვცა შესაძლებლობა, შეგვენარჩუნებინა მშვიდობა და გადაგვერჩინა ქვეყანა უპირობო განადგურებისგან”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს განადგურების საფრთხე ჯერ არ გამქრალა, კვლავაც რჩებიან ანტიქართული ძალები, რომლებიც დესტაბილიზაციისთვის ძალ-ღონეს არ იშურებენ. „ჩვენი ქვეყანა, ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, არაერთხელ გახდა უსამართლო თავდასხმის სამიზნე. მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ ჩვენი ქვეყნის განადგურების საფრთხე ჯერ არ გამქრალა, კვლავაც რჩებიან ანტიქართული ძალები, რომლებიც ძალ-ღონეს…

მეტი...

,,დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდგომ, დაიწყო ფსევდოლიბერალური წესრიგის ცვლილება მსოფლიოში” – პრეზიდენტი

,,ამერიკის შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდგომ, დაიწყო ფსევდოლიბერალური წესრიგის ცვლილება მსოფლიოში, მე ამას დონალდ ტრამპის ეფექტს დავარქმევდი”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების წარდგენისას. როგორც მან აღნიშნა, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე პროცესებმა და მისმა გამოძახილმა მთელს მსოფლიოში, კიდევ ერთხელ დაარწმუნა ქართველი ხალხი, თუ რამდენად სწორ პოლიტიკასა და ღირებულებებს ატარებს ქართული სახელმწიფო. „სამშვიდობო პოლიტიკა, ეროვნული ინტერესების უპირველესობა, კონსერვატიული და ტრადიციული ღირებულებების დაცვა, ოჯახის სიძლიერე, ქრისტიანობის როლის გაძლიერება – სწორედ ესაა ის ღირებულებები, რაზეც დგას ჩვენი სახელმწიფო ბოლო ათწლეულის განმავლობაში და ნათელია, რომ სწორედ ამ ღირებულებებზე იქნება…

მეტი...

,,ქვეყნის არაკეთილმოსურნე ძალებს მოუწევთ, მიიღონ ქართველი ხალხის უმრავლესობის არჩევანი და პატივი სცენ მას” – მიხეილ ყაველაშვილი

,,26 ოქტომბრის არჩევნები იყო ნათელი დადასტურება იმისა, თუ სად დგას ქართველი ხალხი, რას იცავს და რას ნიშნავს მისთვის საქართველო”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას. „ამ დღეს ქართულმა საზოგადოებამ აირჩია მშვიდობა და განვითარება; ტრადიციების, ღირებულებების, სარწმუნოების, ოჯახისა და ღირსების დაცვა, უარი უთხრა ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს იდენტობასა და თვითმყოფადობას. სურთ თუ არა ქვეყნის შიგნით და გარეთ მყოფ საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალებს, მოუწევთ, მიიღონ ქართველი ხალხის უმრავლესობის არჩევანი და პატივი სცენ მას”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა. მისი თქმით, ქვეყნის არაკეთილმოსურნე ძალებს მოუწევთ, მიიღონ ქართველი ხალხის უმრავლესობის…

მეტი...

პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოსმენა მიმდინარეობს

პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოსმენა მიმდინარეობს. მიხეილ ყაველაშვილი ყურადღებას გაამახვილებს საკითხებზე, რაც გასულ წელს მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის. პრეზიდენტი 2024 წლის არჩევნებთან და შიდა პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებითაც ისაუბრებს. საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომას ,,ქართული ოცნებისა“ და ,,ხალხის ძალის“ დეპუტატების გარდა, მთავრობის წევრები, თვითმმართველობებისა და კონსტიტუციური ორგანოების პირველი პირები ესწრებიან. პარლამენტში ასევე მიწვეული არიან საპატრიარქოს წარმომადგენლები. პარლამენტის წევრებს კი მოხსენების შემდეგ სიტყვით გამოსვლის საშუალება ექნებათ. პრეზიდენტის მოხსენებასთან დაკავშირებით პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს, ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. პარალელურად, პარლამენტის უკანა შესასვლელთან, ,,ბათუმელებისა” და ,,ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების…

მეტი...

პარლამენტთან პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა

საქართველოს პარლამენტთან პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ ტერიტორიიდან ორი ადამიანი გაიყვანა. სამართალდამცველები პარლამენტის მთელ ტერიტორიაზე არიან მობილიზებულები, როგორც გვერდითა ქუჩებზე, ასევე პარლამენტის უკან მდებარე სკვერში. სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები თავდაპირველად პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეიკრიბნენ. შემდეგ გადაწყვიტეს, რომ პროტესტი პარლამენტის გვერდით მდებარე 9 აპრილის ქუჩაზე გაეგრძელებინათ. როდესაც მედიის წარმომადგენლები და აქციის სხვა მონაწილეები 9 აპრილის ქუჩისკენ დაიძრნენ, პოლიციამ მათ გადაადგილება შეუზღუდა. თავდაპირველად პოლიციამ მათ ტროტუარზე გადაადგილების ნებართვა დართო, თუმცა, ვითარება რამდენიმე წუთში შეიცვალა და პოლიციამ ჟურნალისტებს ტროტუარზე დგომის საშუალება აღარ მისცა. საბოლოოდ, მედიის წარმომადგენლებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს.  

მეტი...

პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა. შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი. რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე მოხსენებით საქართველოს პრეზიდენტი წარდგება. პარალელურად, პარლამენტის უკანა შესასვლელთან, ,,ბათუმელებისა” და ,,ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. ადგილზე მოქალაქეებს სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მოტანილი, წარწერით: „თავისუფლება მზიას“, „იბრძოლეთ სანამ გვიანი არ არის“. სამართალდამცველები პარლამენტის მთელ ტერიტორიაზე არიან მობილიზებულები, როგორც გვერდითა ქუჩებზე, ასევე პარლამენტის უკან მდებარე სკვერში.

მეტი...

„ქართული ოცნება“ ქვეყანას ევროპული და დემოკრატიული გზიდან აშორებს” – ნორვეგიის საგარეო

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რეპრესიები, ძალადობა, დაკავებები და თავისუფალ მედიაზე მზარდი ზეწოლა, აშკარა ნიშნებია იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყანას ევროპული და დემოკრატიული გზიდან აშორებს. „საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ცნობები ფართომასშტაბიანი დარღვევების შესახებ დაფიქსირდა. არჩევნებს სერიოზული კრიტიკა მოჰყვა საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან, რაც ოდირის ანგარიშშია ასახული. ერთი თვის შემდეგ მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების 2028 წლამდე შეჩერების შესახებ გამოცხადა, რასაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა, რომელიც ყოველდღიურად გრძელდება. დროდადრო დემონსტრანტები ხელისუფლების მხრიდან სასტიკ ძალადობას განიცდიან, მათ შორის ბოლოს, 2 თებერვალს თბილისში. ნორვეგიამ შემდეგი ზომები მიიღო: საქართველოს ხელისუფლების მონაწილეობით არანაირი ახალი პროექტები; საქართველოს ხელისუფლებასთან მრავალმხრივი…

მეტი...

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ტრენინგ კურსები 2024 წელს 900-მა პირმა გაიარა

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, 2024 წლის განმავლობაში ჩატარებული სასწავლო კურსების ფარგლებში, 900 პირმა მიიღო კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი სერტიფიკატი. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკითხებზე ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეობდნენ რეგულირებადი კომპანიების, ბიზნესის, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები. გარდა ამისა, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ინიციატივით განხორციელდა ექსკლუზიური საგანმანათლებლო პროექტი სახელწოდებით-„ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“. პროექტში ჩართული იყო მცხეთის მუნიციპალიტეტის სხვადსხვა სკოლების მოსწავლეები. კერძოდ, ქალაქ მცხეთის, სოფელ მუხრანის, ახალდაბისა და წეროვანის საჯარო სკოლის 100-ზე მეტი მოსწავლე. პროექტის მიზანს წარმოადგენდა სკოლის მოსწავლეების ინფორმირება ენერგეტიკის საკითხებზე და  ცნობიერების ამაღლება განახლებადი ენერგიების და  ენერგოეფექტურობის საკითხებში.…

მეტი...

,,დახმარების სანაცვლოდ უკრაინისთვის იშვიათი მინერალების მოთხოვნა ძალიან ეგოისტურია” – შოლცი

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გააკრიტიკა დონალდ ტრამპის მოთხოვნა, რომ უკრაინამ შეერთებულ შტატებს ფინანსური დახმარების სანაცვლოდ იშვიათი მინერალები მიაწოდოს. ,,ეს იქნებოდა ძალიან ეგოისტური, ძალიან ეგოცენტრული. უკეთესი იქნება ასეთი რესურსების ომის შემდეგ ქვეყნის აღდგენისთვის გამოყენება“, – Reuters-ის ინფორმაციით, შოლცმა შესაბამისი განცხადება ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.

მეტი...

პარლამენტთან მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით, აქცია იმართება

პარლამენტის უკანა შესასვლელთან, ,,ბათუმელებისა” და ,,ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. ადგილზე მოქალაქეებს სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მოტანილი, წარწერით: „თავისუფლება მზიას“, „იბრძოლეთ სანამ გვიანი არ არის“. ასევე პარლამენტში მოქალაქეები საყვირებით აცილებენ დეპუტატებს, რომლებიც საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე დასასწრებად მიდიან. მოქალაქეების თქმით, სხდომის დაწყებამდე ისინი, ასევე გააპროტესტებენ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც ,,ქართულმა ოცნებამ” გუშინ დააანონსა. ადგილზე საპოლიციო ძალების მობილიზებაა გამოცხადებული.

მეტი...

,,მმართველი ელიტა რეპრესიული ქმედებებით ქართველ ხალხთან განხეთქილების გაფართოებას განაგრძობს” – ლატვიის საგარეო

„უახლესი რეპრესიული ქმედებებით მმართველი ელიტა ქართველ ხალხთან და მათ ევროპულ მისწრაფებებთან განხეთქილების გაფართოებას განაგრძობს“, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. ,,ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის მორიგი ძალადობრივი დემონსტრირებით. სრული მხარდაჭერა ქართველების მიმართ თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ მათ სწრაფვაში“, – აღნიშნულია ლატვიის საგარეო უწყების განცხადებაში.

მეტი...

შიდა ქართლში 6 500 დოლარის ოდენობის ყალბი კუპიურა გაასაღეს – დაკავებულია 1 ადამიანი

ყალბი ფულის გასაღების გამო ერთი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შიდა ქართლის რეგიონში გასაღებულ იქნა ჯამში 6500 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 41 ცალი 100 დოლარიანი და 48 ცალი 50 დოლარიანი კუპიურა, რომელიც საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სრულად იქნა ამოღებული”, – ნათქვამია ინფორმაციაში. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

მეტი...

,,როდესაც ევროკავშირი უსამართლოდ თუ თვითნებურად სამიზნე გახდება, მტკიცედ უპასუხებს” – ლაიენი

„განვიხილეთ შეერთებულ შტატებთან პრაგმატული თანამშრომლობის გაძლიერების გზები. აშკარად არის ახალი გამოწვევები და მზარდი გაურკვევლობა, ამიტომ ევროკავშირი მზად არის შეერთებულ შტატებთან ძლიერი, მაგრამ კონსტრუქციული დიალოგისთვის”, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ. ,,ჩვენ ასევე ვაღიარებთ პოტენციურ გამოწვევებს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში და მზად ვართ ამისთვის. როდესაც ევროკავშირი უსამართლოდ თუ თვითნებურად სამიზნე გახდება, მტკიცედ უპასუხებს“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა”, – ამბობს ლაიენი. როგორც მან აღნიშნა, ტარიფების დაწესება ზრდის ბიზნესის ხარჯებს და ზიანს აყენებს როგორც ბიზნესის მუშაკებს, ასევე მომხმარებლებს. „შაბათ-კვირას ჩვენ მოწმე გავხდით, როგორი მკაცრი ტარიფები…

მეტი...

,,არსებობს რაღაცები, რასაც ჩვენ USAID-ის მეშვეობით ვაკეთებთ, რომელიც უნდა გავაგრძელოთ” – რუბიო

,,არსებობს რაღაცეები, რასაც ჩვენ ვაკეთებთ USAID-ის მეშვეობით, რომელიც უნდა გავაგრძელოთ, მოგვიწევს, გადავწყვიტოთ, ეს უკეთესია სახელმწიფო დეპარტამენტის მეშვეობით თუ რეფორმირებული USAID-ის მეშვეობით? ეს არის პროცესი, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. ,,ისინი არ თვლიან, რომ აშშ-სთვის მუშაობენ, ისინი უბრალოდ ფიქრობენ, რომ ეს არის გლობალური ორგანიზაცია და რომ მათი ბატონი არის მთელი მსოფლიო და არა შეერთებული შტატები – ეს არ არის ის, რასაც წესდება ითვალისწინებს“, – აღნიშნა რუბიომ. შეგახსენებთ, რომ გუშინ სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.

მეტი...

,,გინება ვისგან არ მომისმენია, თუმცა, მეუბნებოდნენ, რომ თმენის ვალდებულება გამაჩნია” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ,,ქართული ოცნების” მიერ გუშინ დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში, შეურაცხმყოფელი მიმართვების სამიზნე იყო, თუმცა მაშინ ამბობდნენ, რომ პოლიტიკოსს თმენის ვალდებულება აქვს. ,,არ ვიცი, არ ვიცი. მთელ ამ წლების განმავლობაში გინება და შეურაცხყოფა ვისგან არ მომისმენია, პრემიერი იქნებოდა ეს თუ რიგითი პარლამენტარი, თუნდაც დღევანდელი დე ფაქტო პრეზიდენტი! არავის (ერთი თუ ორის გარდა) ამ “ღირსეული ქცევისგან” თავი არ შეუკავებია! თუმცა, მეუბნებოდნენ, რომ თურმე პოლიტიკური თანამდებობის პირს თმენის ვალდებულება გააჩნია. რაღაც ვერ ვატყობ მოთმინების უნარს ამათ შორის, უფრო ეხერხებათ შურისძიება და რევანში!!! ეს მხოლოდ…

მეტი...

დონალდ ტრამპმა მექსიკისა და კანადისთვის ტარიფების დაწესება შეაჩერა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მექსიკისა და კანადისთვის 25-პროცენტიანი ტარიფების დაწესება 30 დღით შეაჩერა მას შემდეგ, რაც ეს ქვეყნები დათანხმდნენ, მიიღონ ზომები საზღვრის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად და ნარკოტიკებით ვაჭრობის შესაჩერებლად. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე დონალდ ტრამპი კანადის პრემიერ-მინისტრს, ჯასტინ ტრუდოს და მექსიკის პრეზიდენტს, კლაუდია შეინბაუმს ესაუბრა. რაც შეეხება მექსიკას, ქვეყნის მთავრობამ, ტარიფების შეჩერების სანაცვლოდ, პირობა დადო, რომ ჩრდილოეთ საზღვარს ეროვნული გვარდიის 10 000 ჯარისკაცით გაამაგრებს, რათა მექსიკიდან აშშ-ში ნარკოტიკების კონტრაბანდა შეაჩეროს და უსაბუთო მიგრანტების ნაკადი გააკონტროლოს.  

მეტი...

,,ანტიამერიკელი ავაზაკები სანქციების რისკის ქვეშ არიან, ტრამპი ყველაფერს გამოასწორებს” – უილსონი

,,ივანიშვილის რეჟიმის მიერ აშშ-ისა და საელჩოს მიმართ მუქარასა და ტყუილს არ მოითმენენ. ანტიამერიკელი ავაზაკები სანქციების რისკის ქვეშ არიან. ტრამპი ყველაფერს გამოასწორებს”, – წერს აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი X-ზე. ,,ივანიშვილის რეჟიმის მიერ შეერთებული შტატებისა და აშშ-ის საელჩოს მიმართ მუქარასა და ტყუილს არ მოითმენენ. ანტიამერიკელი ავაზაკები სანქციების რისკის ქვეშ არიან. ტრამპი ყველაფერს გამოასწორებს”, – წერს უილსონი.

მეტი...

,,როგორც ჩანს, კურსკში, ჩრდ. კორეის ჯარები აღარ მონაწილეობენ ბრძოლებში” – სამხრეთ კორეის დაზვერვა

მედიის ინფორმაციით, ჩრდილო კორეელი სამხედროები იანვრის შუა რიცხვებიდან კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში, სავარაუდოდ, აღარ მონაწილეობენ. „როგორც ჩანს, ჩრდილოეთ კორეის ჯარები, რომლებიც დისლოცირებული არიან რუსეთის კურსკის რეგიონში, იანვრის შუა რიცხვებიდან არ მონაწილეობდნენ ბრძოლაში“, – ციტირებს სააგენტო AFP სამხრეთ კორეის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის განცხადებას. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას New York Times-მა ამერიკულ და უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ დანაკარგების გამო, ჩრდილოეთ კორეის ჯარები ფრონტის ხაზებიდან გაიყვანეს.

მეტი...

ასპინძის რაიონში ახალგაზრდა კაცს ეძებენ

ასპინძის რაიონში, სოფელ ხიზაბავრაში ახალგაზრდა კაცს ეძებენ. ის 2 თებერვალს, ღამის 03:00 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ვერ პოულობენ. დაკარგული შშმ პირია. ,,თუ სადმე შეხვდებით, გთხოვთ, დარეკოთ ამ ნომრებზე: 574414130, 568943094, 577381701″, – წერენ ოჯახის წევრები.

მეტი...

,,ბევრი ვიმუშავე, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიეღო და გული მწყდება“ – ფიშერი

,,ბევრი ვიმუშავე, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიეღო და გული მწყდება”, – წერს გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებაზე,რომ ,,საქართველომ კანდიდატი ქვეყნის არანაირი მოლოდინი არ გაამართლა”. „თუ თქვენ ხართ ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს და კაია კალასისგან ასეთ წინადადებას მიიღებთ, რომელსაც გერმანიაც ეთანხმება, მაშინ თქვენ პრობლემა გაქვთ. ბევრი ვიმუშავე, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიეღო და გული მწყდება“, – წერს ფიშერი. ,,საქართველომ კანდიდატი ქვეყნის არანაირი მოლოდინი არ გაამართლა” – კაია კალასი

მეტი...

დღეს პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

დღეს, საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე, საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენებით წარსდგება. აღნიშნულთან დაკავშირებით კი პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 4 თებერვალს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის: კომიტეტების და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს…

მეტი...