აშშ-ის კონგრესის დემოკრატიული პარტიის წევრებმა USAID-ის შენობებთან აქციები გამართეს

აშშ-ის კონგრესის დემოკრატიული პარტიის წევრებმა USAID-ის შენობებთან აქციები გამართეს. მათ უფლება არ მიეცათ შესულიყვნენ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შენობაში. ჯგუფს, რომელსაც სენატორი კრის ვან ჰოლენი ხელმძღვანელობდა, განუცხადეს, რომ USAID-ის ადმინისტრატორის ოფისი არ იყო ხელმისაწვდომი შეხვედრისთვის. კანონმდებლებმა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკას სააგენტოს დახურვის მიმართულებით, ტერიტორია ინციდენტების გარეშე დატოვეს. „ის, რაც ტრამპმა და მასკმა გააკეთეს, არამხოლოდ არასწორია, ეს უკანონოა. USAID-ი დაარსდა კონგრესის აქტით და მისი დაშლა შესაძლებელია მხოლოდ კონგრესის აქტით“- განაცხადა დემოკრატმა დონ ბეიერმა.

მეტი...

დასავლეთ სანაპიროზე სროლას ისრაელელი ჯარისკაცების სიცოცხლე ემსხვერპლა

ტაისირის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან სროლას, ისრაელის თავდაცვის არმიის 2 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაიჭრა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაშია ნათქვამი. IDF-ს ცნობით, ისრაელის სამხედროებმა თავდამსხმელის განეიტრალება შეძლეს. Deutsche Welle-ს წერს, რომ ჰამასისა და ისლამური ჯიჰადის ტერორისტულ დაჯგუფებებს თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღიათ.

მეტი...

“საჭირო გახდა მისი ჰოსპიტალის პირობებში მკურნალობის გაგრძელება”- კლინიკის დირექტორი მზია ამაღლობელზე

“ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, რომელიც შიმშილობს, კლინიკა “ვივამედში” გადაიყვანეს. როგორც კლინიკის დირექტორი აცხადებს, ლაბორატორიული კვლევის შედეგებში იყო ცვლილებები, რის გამოც საჭირო გახდა მკურნალობის გაგრძელება კლინიკის პირობებში. „კლინიკაში შემოვიდა პაციენტი ამაღლობელი, მას ჩაუტარდა აუცილებელი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები. ნანახი იქნა შედეგები და პაციენტს შეთავაზებულ ექნა სტაციონარული მკურნალობა, რაზეც პაციენტი დათანხმდა და იმყოფება სტაციონარში სტაციონარულ მკურნალობაზე. მდგომარეობა – რა თქმა უნდა იყო ცვლილებები ლაბორატორიული კვლევის შედეგებში და ამიტომ საჭირო გახდა მისი ჰოსპიტალის პირობებში მკურნალობის გაგრძელება. შიმშილობას განაგრძობს” – აცხადებს ზურაბ ჩხაიძე. “მზია ამაღლობელი კლინიკაში გადაიყვანეს”- საია

მეტი...

“მზია ამაღლობელი კლინიკაში გადაიყვანეს”- საია

“ბათუმელების” რედაქტორი მზია ამაღლობელი კვლევებისთვის კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ავრცელებს. „უკანონო პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი საჭირო კვლევებისთვის კლინიკაში გადაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს დატოვებენ მას კლინიკაში“ – აცხადებენ ორგანიზაციაში. ის ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 იანვარს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, 12 იანვარს,  ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით. მზია ამაღლობელს, რომელსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება, პოლიციელისათვის სილის გარტყმას ედავებიან.

მეტი...

“უკრაინა იშვიათი მინერალების სფეროში პარტნიორების ინვესტიციების მოზიდვისადმი ღიაა”- ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ღიაა იშვიათი მინერალების სფეროში პარტნიორების ინვესტიციების მოზიდვისადმი. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამის შესახებ სექტემბერში მაშინდელ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპთანაც ისაუბრა. “მართალია, ერთ-ერთი პუნქტი, მნიშვნელოვანი ეკონომიკური პუნქტი, რომელიც გამარჯვების გეგმაშია, არის ინვესტიციები, რა თქმა უნდა, უკრაინის სასარგებლო მინერალებში, საკმარისად გვაქვს ისინი. ხედავთ, რომ რუსეთი ჯერ კიდევ 2014 წლიდან ახდენდა ჩვენი მიწების ოკუპაციას, ნაწილობრივ იქ ნამდვილად იყო ჩვენი სასარგებლო მინერალების დიდი მოცულობა. ღია ვართ იმისთვის, რომ ეს შეიძლება შემუშავებულ იქნას ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომლებიც გვეხმარებიან ჩვენი მიწის დაცვაში, მტერს უკან ხევენ თავისი იარაღით, თავისი ყოფნით, სასანქციო პაკეტებით”…

მეტი...

შვედეთის სკოლაში სროლის შედეგად, დაახლოებით 10 ადამიანი დაიღუპა

შვედეთის პოლიცია აცხადებს, რომ სკოლაში სროლის შედეგად, დაახლოებით 10 ადამიანი დაიღუპა. მათივე ცნობით, საფრთხე ჯერ კიდევ არის და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა და სთხოვა, თავი შეიკავონ შემთხვევის ადგილისკენ გადაადგილებისგან. დაღუპულთა შორის, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ეჭვმიტანილიც არის.

მეტი...

“ხალხისა და ოპოზიციის დაშინების ნათელი მცდელობა”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შსს-ს განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, „თბილისი მოლთან“ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ადამიანებიდან 8-ს ბრალდება შეეცვალა – გამოძიება მათ სისხლის სამართლის წესით ჩადენილ დანაშაულს: სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას ედავება, რაც 4-წლამდე პატიმრობას გულისხმობს. ზურაბიშვილი ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ხალხისა და ოპოზიციის დაშინების მცდეაღლობაა. “2 თებერვალს თბილისში 31 დემონსტრანტი დააკავეს. ახლა 8 – მათ შორის პოლიტიკური ლიდერები – სისხლის სამართლის ბრალდებების წინაშე დგანან, ვინაიდან ადმინისტრაციული დარღვევა 4-წლიანი პატიმრობის საფრთხედ იქცა. კრიტიკის გაჩუმებისა და ხალხისა და ოპოზიციის დაშინების ნათელი მცდელობა”, – წერს ზურაბიშვილი. „თბილისი მოლთან“ 2 თებერვალს…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდება. უცხოელ დიპლომატებსა და სალომე ზურაბიშვილს შორის  შეხვედრა, 5 თებერვალს, 15:00 საათზე არის ჩანიშნული. შეხვედრასთან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია.

მეტი...

“უკრაინას და აშშ-ს არ განუხილავთ ქვეყანაში არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა 2025 წლის ბოლომდე”- ელჩი

შეერთებულ შტატებში უკრაინის ელჩი, ოქსანა მარკაროვა აცხადებს, რომ უკრაინას და აშშ-ს არ განუხილავთ ქვეყანაში არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა 2025 წლის ბოლომდე. თუმცა მისივე თქმით, თეთრი სახლის გუნდი თუ ამ საკითხს დააყენებს, კიევი მზად არის, განიხილოს. „ომის დროს ჩვენ ვერ შევძლებთ კენჭისყრისა და კანდიდატების სრული წვდომის უზრუნველყოფას“- განაცხადა ოქსანა მარკაროვამ. შეერთებულ შტატებს სურს, რომ უკრაინამ არჩევნები ჩაატაროს, თუ უახლოეს თვეებში ზავის მიღწევა გახდება შესაძლებელი.    

მეტი...

“სსრკ-ის დაშლის შემდეგ დასავლეთის მიმართულებით საგარეო პოლიტიკის სრული შემობრუნება შეცდომა იყო”- ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ სსრკ-ის დაშლის შემდეგ დასავლეთის მიმართულებით საგარეო პოლიტიკის სრული შემობრუნება შეცდომა იყო. მისივე თქმით, შეცდომა კარგი გაკვეთილი იყო რუსეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობისა და ქვეყნის მცხოვრებლებისთვის. „სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირის დაიშალა და რუსეთი სუვერენული სახელმწიფო გახდა, სჯეროდა, რომ ეგრეთ წოდებული დასავლური ცივილიზაციის კარი მისთვის ღია იყო და სხვა ყველაფერს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ეს იყო სტრატეგიული შეცდომა. ახლა ეს უკვე აღიარებულია ყველას მხრიდან, მათ შორის, სახელმწიფო დონეზე“- განაცხადა სერგეი ლავროვმა.

მეტი...

“საკანონმდებლო ცვლილებები ქმნის შეკრების და გამოხატვის უფლებების შეზღუდვის საფრთხეებს”- ომბუდსმენი

სახალხო დამცველი „ქართული ოცნების“ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს ეხმაურება. ომბუდსმენი აცახდებს, რომ   საკანონმდებლო ცვლილებები ეხება შეკრების, გამოხატვის თუ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლებების რეალიზაციას და ქმნის ამ უფლებების არაპროპორციულად შეზღუდვის საფრთხეებს. სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, არ განიხილოს აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით და ამ ცვლილებების განხილვა მოხდეს საქართველოს რეგლამენტით დადგენილი ზოგადი წესით. “სახალხო დამცველის შეფასებით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ეხება შეკრების, გამოხატვის თუ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლებების რეალიზაციას და ქმნის ამ უფლებების არაპროპორციულად შეზღუდვის საფრთხეებს. სახალხო დამცველი წლებია საუბრობს როგორც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მარეგულირებელი ნორმების ხარვეზებსა და სათანადო ცვლილებების…

მეტი...

ადმინისტრაციული წესით დაკავებული ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

საპროტესტო მსვლელობისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. აღნიშნული გადაწყვეტილება, მოსამართლე ნინო ენუქიძემ მიიღო. ქადაგიძემ კი რეპლიკის სახით განაცხადა: “რუსთაველზეც მოვასწრებთ”. კერძოდ, მოსამართლემ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პროცესის გადადებასთან დაკავშირებით. სხდომა საქმეზე 7 თებერვალს, 14:00 საათზე ჩაინიშნა. ადვოკატებმა მოსამართლეს პროცესის გადადების შუამდგომლობით სხდომის დაწყებისას მიმართეს, მათი თქმით, საქმის მასალების გაცნობისთვის დრო სჭირდებათ.  

მეტი...

მაგისტრალის გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულთა ნაწილი დიღმის მთავარ სამმართველოში რჩება

დიღმის პოლიციის მთავარ სამმართველოში დაკავებულთა უფლებადამცველები და ოჯახის წევრები ამ დრომდე რჩებიან. არსებული ინფორმაციით, დაკავებულების ნაწილი ზაჰესის წინასწარი დააკვები იზოლატორში გადაიყვანეს. დიღმის სამმართველოში რჩება, ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა. როგორც მისი ადვოკატი ლევან აბესაძე აცხადებს, უგულავას გზის გადაკეტვის მცდელობა არ ჰქონია. „სამართლებრივი თვალსაზრისით აბსურდზე ვსაუბრობთ, ყველამ ნახა პირდაპირ ეთერში, რომ იქ გზის გადაკეტვის განზრახვა არავის ქონია, მით უმეტეს არ ჰქონია უგულავას და დაკავებულებს. თუ გზის გადაკეტვაზე ვსაუბრობთ, პოლიციამ გადაკეტა რამდენიმე შემთხვევაში და რამდენიმე წუთით. სახელდახელოდ მოფიქრებულია მუხლი, როდესაც ორი დღით ადრე სტრატეგიულ ობიექტად აქციეს მაგისტრალი“ – განაცხადა აბესაძემ. „თბილისი…

მეტი...

პარლამენტში 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე, ხვალ, იმსჯელებენ

პარლამენტი სამი პოლიტიკური გაერთიანების წევრი დეპუტატებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს. აღნიშნული საკითხი ხვალ, 5 თებერვალს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე გადის, რომელიც საკუთარ დასკვნას გადაწყვეტილების მისაღებად პლენარულ სხდომას წარუდგენს. დღის წესრიგში “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის”, “კოალიცია ცვლილებებისთვის” და “ძლიერი საქართველოს” წევრებისთვის – ჯამში, 49 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დგას. მათ პარლამენტს მანდატების შეწყვეტის მოთხოვნით ჯერ კიდევ ნოემბერში მიმართეს, თუმცა “ქართულ ოცნებას” შესაბამისს წერილობით განცხადებებზე ამ დრომდე არ უმსჯელია.

მეტი...

,,მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ინტერესების გამო შედგეს ერთობა” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტის მიერ დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან გაჟღერებულ მთავარ გზავნილებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პოლიტიკურ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობისა და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ქვეყნის ინტერესების გამო, საზოგადოების გაერთიანებაა საჭირო. „პრეზიდენტმა ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რის წინაშე იდგა ჩვენი ქვეყანა, რა სირთულეები გამოვიარეთ, თუმცა აღნიშნული სირთულეები ჯერ კიდევ არსებობს. ხედავთ, თუ როგორი შემოტევები მიმდინარეობს, როგორი უსამართლო დამოკიდებულება აქვთ საქართველოს მიმართ და ამის მთავარი მიზეზებიც საზოგადოებამ იცის, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში კიდევ ბევრი რამე გამოჩნდა და კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას. კერძოდ ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ამდენი ხნის განმავლობაში…

მეტი...

,,ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რაზეც ჩვენ ამდენი წლის განმავლობაში ვსაუბრობდით” – კახა კალაძე

„კონკრეტული ორგანიზაციები აფინანსებდნენ ქვეყანაში ექსტრემისტულ ორგანიზაციებს, დაპირისპირებას, რევოლუციის მოწყობას“, – ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი USAID-ის დახურვას გეგმავს. „ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რაზეც ჩვენ ამდენი წლის განმავლობაში ვსაუბრობდით და ვადასტურებდით, რომ იყო კონკრეტული ორგანიზაციები, რომლებიც ქვეყანაში აფინანსებდნენ პოლარიზაციას, რადიკალიზმს, ექსტრემისტულ ორგანიზაციებს, დაპირისპირებებს, რევოლუციის მოწყობას. ალბათ გახსოვთ, როდესაც მიმდინარეობდა „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება, პირველ შემთხვევას ვგულისხმობ, როდესაც ჩვენ უკან გადავდგით ნაბიჯი და არ მივიღეთ აღნიშნული კანონპროექტი. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ მაგალითად, NED-მა გვითხრა,  გაასაჯაროებდნენ…

მეტი...

,,ინფორმაცია, რომ საავადმყოფოში ინტოქსიკაციით 120 ბავშვი იმყოფება, სინამდვილეს არ შეესაბამება” – იაშვილის კლინიკა

,,ინფორმაცია, რომ იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ინტოქსიკაციით 120 ბავშვი იმყოფება, სინამდვილეს არ შეესაბამება”, – აღნიშნულია იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს განცხადებაში. „სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ინტოქსიკაციით 120 ბავშვი იმყოფება, სინამდვილეს არ შეესაბამება. დღევანდელი დღის მონაცემებით, ჩვენს საავადმყოფოში სავარაუდო ინტოქსიკაციის დიაგნოზით მკურნალობას გადის მხოლოდ ერთი პაციენტი. ინტოქსიკაციის მიზეზები შესაბამისი ორგანოების მოკვლევის შედეგად გახდება ცნობილი. ამ ეტაპზე ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია”, – აღნიშნულია განცხადებაში. დაბინძურებულია თუ არა წყალი „ბაკურიანი“?! ბაკურიანის წყლით ბავშვის მოწამვლაზე სურსათის უვნებლობა მოკვლევას ატარებს

მეტი...

,,დონალდ ტრამპმა უკრაინას, ფაქტობრივად, სამხედრო დახმარების შეძენა შესთავაზა” – პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაინტერესება უკრაინის იშვიათი ლითონებით არის შეთავაზება კიევისთვის, ამ გზით სამხედრო დახმარება შეიძინოს. „ეს არის შეთავაზება უკრაინისთვის, რომ დახმარება იყიდოს, ანუ არ გააგრძელოს მისი მიწოდება უსასყიდლოდ, ან სხვა საფუძველზე, არამედ მიაწოდოს კომერციულ საფუძველზე. სჯობს, ვაშინგტონმა საერთოდ არ გაუწიოს დახმარება უკრაინას და ამით ხელი შეუწყოს კონფლიქტის დასრულებას“, – განაცხადა პესკოვმა.

მეტი...

ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა დაიწყო მოკვლევა 3 თებერვალს ქ. რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ბუნებრივი გაზის ნამწვი აირის (CO–ს) დაგროვების შედეგად 2 ადამიანის გარდაცვალების ფაქტზე. ენერგოომბუდსმენის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს, რომ კუსტარულად და თვითნებურად დამონტაჟებული გაზის დანადგარები, განსაკუთრებით ღია წვის კამერით, საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. სამწუხაროდ, დღემდე ისევ რჩება გამოწვევად ისეთი ტიპის დანადგარების მონტაჟი, რომლებიც სიცოცხლისთვის საშიშია. კერძოდ, საუბარია ღია წვის კამერიან დანადგარებზე, რომელთა დამონტაჟება დახურულ სივრცეში (მათ შორის, სავენტილაციო არხებში) აკრძალულია. მათი გამოყენება იწვევს ინტოქსიკაციასა და ხშირად მთავრდება ლეტალური შედეგებით. მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ბუნებრივი გაზის დანადგარების თვითნებური დამონტაჟება აკრძალულია და…

მეტი...

,,სახელმწიფო უნდა სახელმწიფობდეს და ყველა ინსტიტუტი მუშაობდეს გამართულად” – კახა კალაძე

„სახელმწიფო უნდა სახელმწიფობდეს და ყველა ინსტიტუტი მუშაობდეს გამართულად“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მმართველი გუნდის მიერ დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა. მისი თქმით, პოლიციის დისკრედიტაცია და სამართალდამცველების შეურაცხყოფა მიუღებელია. „სახელმწიფო უნდა სახელმწიფობდეს და ყველა ინსტიტუტი მუშაობდეს გამართულად. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მივესალმებით, რადგან ის, რაზეც ვსაუბრობთ – პოლარიზაცია, დაპირისპირება, ექსტრემისტული ორგანიზაციები, მიზანმიმართულად მიმდინარეობს თუნდაც პოლიციის დისკრედიტაცია, თეთრზე გეუბნებიან, რომ შავია; პირდაპირ ეხებიან პოლიციას, აყენებენ სიტყვიერ, ფიზიკურ შეურაცხყოფას, რაც კატეგორიულად მიუღებელია. რა თქმა უნდა, კანონმდებლობის გამკაცრება ამ მიმართულებით მისასალმებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

,,მზია ამაღლობელი ქართველი ხალხის პროტესტის სახე გახდა” – სალომე ზურაბიშვილი

,,მზია ამაღლობელი ქართველი ხალხის პროტესტის სახე გახდა”, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა X-ზე დაწერა და მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით ევროპელი პოლიტიკოსების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა. „საქართველოს თავისი დამოუკიდებლობის, სახელმწიფოებრიობისა და ევროპული დემოკრატიული მომავლის დასაცავად მეგობრები ახლა ისე სჭირდება, როგორც არასდროს. მზია ამაღლობელი ქართველი ხალხის პროტესტის სახე და ხვალინდელი დღის თავისუფლების იმედი გახდა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

მეტი...

სოფელ გაჩიანში 24 წლის მამაკაცი შემთხვევით გასროლას ემსხვერპლა

,,ინფო რუსთავის” ცნობით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ გაჩიანში 24 წლის მამაკაცი დაიღუპა. ერთ-ერთი ვერსიით, გაჩიანში მეგობრები სუფრაზე იყვნენ შეკრებილები, რა დროსაც ერთ-ერთს ე.წ. ვინჩესტერიდან გაუვარდა და ახალგაზრდა ბიჭს მოხვდა. დაჭრილი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა ,,რუსთავში” გადაყვანა, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ახალგაზრდამ, რომელსაც იარაღი გაუვარდა, თვითდაზიანებები მიიყენა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შსს-მ მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით, 116-ე, სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, და 236-ე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებით დაიწყო.

მეტი...

უკრაინამ ტრამპს ბუნებრივ რესურსებზე თანამშრომლობის განსაკუთრებული პირობები შესთავაზა

უკრაინამ დონალდ ტრამპს ბუნებრივ რესურსებზე თანამშრომლობის განსაკუთრებული პირობები შესთავაზა. ინფორმაციას „ფაინენშელ თაიმსი“ ავრცელებს. გამოცემა, წერს, რომ უკრაინამ ტრამპს შესთავაზა „სპეციალური პირობები“ საკვანძო რესურსებზე თანამშრომლობისთვის, რაც ხაზს უსვამს მათ რუსეთისა და ირანისგან დაცვის აუცილებლობას. მედიის ცნობითმ ზელენსკიმ ტრამპს წარუდგინა გეგმის მონახაზი ნიუ-იორკში გასულ სექტემბერს, აშშ-ის საარჩევნო კამპანიის დროს. იგი მოიცავს კრიტიკული ბუნებრივი რესურსების გაზიარებას დასავლელ პარტნიორებთან, ევროპაში აშშ-ის ჯარების შეცვლას უკრაინული ძალებით და ტრამპისთვის საინვესტიციო სკრინინგის ძალაუფლების შეთავაზებას უკრაინაში ჩინური ბიზნესის ინტერესების დაბლოკვისთვის. ამ განცხადებას, კრემლის ოფიციალური წარმომადგენელი დიმიტრი პესკოვი კომერციულ შეთავაზებას უწოდებს.

მეტი...

საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე, მალულად შემოტანის მცდელობის  ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, აკრძალული ნარკოტიკული საშუალება მის მართვის ქვეშ არსებულ სატვირთო ავტომობილში, წინასწარ დამზადებულ 147 შეფუთვად (საერთო ჯამში 665 გრამი) დაფასოებულ და დაპრესილი ჩაით სავსე პოლიეთილენის პაკეტებში ჰქონდა განთავსებული. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულს გადაეცა.  

მეტი...

რუსებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ იუზმს დაარტყეს, არის მსხვერპლი

რუსებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ იუზმს დაარტყეს, არის მსხვერპლი. ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს. მისივე თქმით, სარაკეტო დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა. „მტერმა იზიუმს დაარტყა. ამ ადგილას სამხედრო ობიექტი არ არის. ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზეა. წინასწარი მონაცემებით, ოკუპანტებმა ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს“ – აცხადებს ოლეგ სინეგუბოვი.  

მეტი...

“სიტყვები საკმარისი არ არის. ჩადით საქართველოში!”- მიხაილ როთი

“გმადლობთ, ძვირფასო კაია კალას, მაგრამ სიტყვები საკმარისი არ არის”- წერს გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი სოციალური ქსელში. ის საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას აზიარებს და საქართველოში ჩასვლისკენ მოუწოდებს. „ჩადით საქართველოში! გაამხნევეთ ის ადამიანები, რომლებიც თავიანთ სიცოცხლეს რისკავენ ევროპული ღირებულებებისთვის. მოითხოვეთ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. იმოქმედეთ ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ძალადობასა და ჩაგვრაზე, დემოკრატიის განადგურებაზე!“ – წერს როთი. კაია კალასმა ორი დღის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების სასტიკი…

მეტი...

ბაკურიანის წყლით ბავშვის მოწამვლაზე სურსათის უვნებლობა მოკვლევას ატარებს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბავშვის სავარაუდო წყლით – „ბაკურიანი ციდა“, ინტოქსიკაციის შესახებ მოკვლევა დაიწყო. სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორები წყლის დამფასოებელ საწარმოში ახორციელებენ არაგეგმურ ინსპექტირებას, რომელიც მოიცავს სრულ ტექნოლოგიურ ციკლს. ამავდროულად სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში აღებულია წყლის სინჯები, რომლის ლაბორატორიული კვლევის შედეგებიც მყისიერად გასაჯაროვდება. ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში მოქალქეებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ „წყალი ბაკურიანი“ დაბინძურებულია. ისინი წერენ, რომ  წყალში ზედმეტი რაოდენობით თუთია გაიპარა და მოწამლულია არაერთი ადამიანი. თავის მხრივ,  კომპანიაში აცხადებენ, რომ წყალი შეამოწმეს და დარღვევა არ ფიქსირდება. დაბინძურებულია თუ არა წყალი „ბაკურიანი“?!    

მეტი...

“ვოლოდიმირ ზელენსკის და დონალდ ტრამპის გუნდებს შორის შეხვედრებზე ვმუშაობთ”- ელჩი

შეერთებულ შტატებში უკრაინის საელჩო აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვოლოდიმირ ზელენსკის გუნდებს შორის შეხვედრებზე მუშაობს. ამის შესახებ, უკრაინის ელჩმა, ოქსანა მარკაროვამ განაცხადა. „ჩვენ ყოველთვის ვამზადებთ შეხვედრებს და ზარებს. ამას გარკვეული დრო სჭირდება. უკრაინას (აშშ-ის ახალი პრეზიდენტის გუნდში) ბევრად მეტი კონტაქტები აქვს, ვიდრე სხვა ქვეყნებს“, – განაცხადა მარკაროვამ, როდესაც უპასუხა შეკითხვას, არის თუ არა საუბარი ზელენსკის და ტრამპს შორის შეხვედრაზეც. მისი თქმით, საელჩოს კარგი კონტაქტები აქვს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან და დონალდ ტრამპის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკლ უოლცთან, რომლებთანაც ტრამპის არჩევამდეც მუშაობდნენ.

მეტი...

ევროპელი პარლამენტარები მზია ამაღლობლის გათავისუფლებას მოითხოვენ

ევროპელი პარლამენტარები და პოლიტიკოსები “ბათუმელების” რედაქტორის მზია ამაღლობლის გათავისუფლების მოთხოვნით გამოდიან. შესაბამის განცხადებას ფრანგი ევროპარლამენტარი, ნატალი ლუაზო ავრცელებს. „ჩვენ, საქართველოს მეგობრები, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის, 52 ჟურნალისტისა და იმ მრავალი პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ, რომლებიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული დარბევის შედეგად, რომელიც 69-ე დღეა გრძელდება და ბოლო პერიოდში შესამჩნევად გაუარესდა“, – ნათქვამია განცხადებაში. ევროპელი პარლამენტარები მზია ამაღლობელის ჯანმრთელობაზე მიყენებულ შედეგებზე პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებენ.

მეტი...

დაბინძურებულია თუ არა წყალი „ბაკურიანი“?!

„ბაკურიანის წყალი არ დალიოთ“; „წყალი დაბინძურებულია“; „წყალში ზედმეტი რაოდენობის თუთია გაეპერათ, რამაც მოწამვლა გამოიწვია“ –  სოციალურ ქსელში მომხმარებლები აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციას, რომ „წყალი ბაკურიანი“ დაბინძურებულია, რომ წყალში ზედმეტი რაოდენობით თუთია გაიპარა და მოწამლულია არაერთი ადამიანი. მომხმარებლები სხვადასხვა ისტორიაზე მიუთითებენ და აცხადებენ, რომ საავადმყოფოში მოხვდნენ. ისინი “წყალი ბაკურიანისგან” განმარტებების გაკეთებას და შეცდომის აღიარებას ითხოვდნენ. რამდენიმე წუთის უკან, კომპანიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ წყალი შეამოწმეს და დარღვევა არ ფიქსირდება. „სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბაკურიანი ციდას“ ბოთლიდან დალეული სითხით მოხდა მცირეწლოვანი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია. გაცნობებთ, რომ კომპანიის მხრიდან მყისიერი რეაგირების შედეგად, გადამოწმდა კონკრეტულ მაღაზიაში…

მეტი...

ბლოგერი უჩა აბაშიძე და მისი მეუღლე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ბლოგერი უჩა აბაშიძე და მისი მეუღლე მარიამ იაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. აბაშიძეს 5 წლით, ხოლო მის მეუღლეს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. განაჩენი დღეს გამოცხადდა, ვინაიდან საქმე დაზარალებული პირების პერსონალურ ინფორმაციას შეიცავდა, სასამართლო განხილვები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. შესაბამისად, სხვა დეტალები უცნობია. მათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა და 236-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება – შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

მეტი...

ავტრალიაში მოზარდს ცურვის დროს ზვიგენი დაესხა თავს. ის გარდაიცვალა

ავსტრალიაში, აღმოსავლეთ სანაპიროზე, პოპულარულ ტურისტულ ზონაში მოზარდს ცურვის დროს ზვიგენი დაესხა თავს. მიღებული ტრავმების შედეგად, გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. “ქალი ბანაობდა, როცა ზვიგენმა დაკბინა… მან სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიიღო და გარდაიცვალა”- აღნიშნულია პოლიციის განცხადებაში. CNN-ი ცნობით, პოლიცია გარდაცვლილი მოზარდის ასაკს არ ასაჯაროებს, თუმცა ადგილობრივი მედია საშუალებები იტყობინებიან, რომ მოზარდი 17 წლის იყო.

მეტი...

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან საკუთარ სახლებში 12 უკრაინელი ბავშვი დააბრუნეს

12 უკრაინელი ბავშვი რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან საკუთარ სახლებში დააბრუნეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი „ტელეგრამ“ არხზე წერს. „მათ შორის არიან ბავშვები, რომლებმაც გადაიტანეს გაუსაძლისი განსაცდელი: 16 წლის გოგონა, რომელმაც დედა დაკარგა საოკუპაციო რეჟიმის მედიცინის დაუდევრობის გამო, 17 წლის მოზარდი, რომელიც რუსეთის ჯარში გამოიძახეს, ბავშვები, რომლებიც ექვემდებარებოდნენ რუსიფიკაციის მცდელობებს „საგანმანათლებლო ბანაკებში“, ასევე 8 წლის გოგონა, რომლის წართმევა მამისთვის იმის გამო სცადეს, რომ მან რუსეთის მოქალაქეობის მიღებაზე უარი თქვა“, – წერს ერმაკი. უკრაინული ონლაინ პლატფორმა Bring Kids Back UA-ის არხებზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინიდან…

მეტი...

“ილონ მასკი ჩვენი ნებართვის გარეშე ვერაფერს გააკეთებს”- ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ილონ მასკი მათი ნებრათვის გარეშე ვერაფერს გააკეთებს. “ილონი ჩვენი ნებართვის გარეშე ვერაფერს გააკეთებს და არც გააკეთებს. მას ნებართვას იქ მივცემთ, სადაც საჭირო იქნება. სადაც ეს მართებული არ იქნება, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. სადაც ვთვლით, რომ კონფლიქტი ან პრობლემა არსებობს, ჩვენ ამასთან მიახლოების უფლებას არ მივცემთ”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „კრიმინალური ორგანიზაცია“ უწოდა და აღნიშნა, რომ მის დახურვაზე მუშაობდა. გუშინ, ვაშინგტონში USAID-ის შტაბ-ბინა დაიხურა, ხოლო სააგენტოს თანამშრომლებს აცნობეს, რომ…

მეტი...

იენს სტოლტენბერგი ნორვეგიის ფინანსთა მინისტრი გახდება

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ნორვეგიის ფინანსთა მინისტრი გახდება. სტოლტენბერგის ახალი თანამდებობა ნორვეგიის მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებს უკავშირდება, რომელიც მთავრობამ დღეს გამოაცხადა და რომელიც ევროკავშირის ენერგეტიკულ დირექტივებთან დაკავშირებით შიდა დაპირისპირების ფონზე მმართველი კოალიციის დაშლას მოჰყვა. იენს სტოლტენბერგი, რომელიც ნორვეგიის „ლეიბორისტული პარტიის“ წევრია, 2014-2024 წლებში ნატო-ს გენერალური მდივანი იყო.  

მეტი...

სემეკ-ის მიერ შექმნილ სტატისტიკის პორტალს ახალი მონაცემები დაემატა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ შექმნილ სტატისტიკის პორტალს ახალი მონაცემები დაემატა. ამ ეტაპისთვის პორტალზე მოცემულია სტატისტიკური მონაცემები ელექტროენერგიის მიწოდება-მოხმარების, საბალანსო ელექტროენერგიის, დერეგულირებული ელექტროსადგურების, ნეტო-აღრიცხვისა და ელექტროენერგიის საცალო მომხმარებელზე მიწოდების შესახებ. სემეკი გეგმავს მომდევნო ეტაპზე სტატისტიკის პორტალს დაემატოს მონაცემები ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორების შესახებ. აღნიშნული ხელს შეუწყობს სექტორების კიდევ უფრო მეტ გამჭვირვალობასა და საჯაროობას. სტატისტიკის პორტალი განთავსებულია სემეკის ვებგვერდზე: https://data.gnerc.org/​

მეტი...