ბაღდათის მუნიციპალიტეტში, 27 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს. ამ დროისთვის უცნობია, თუ რა გახდა სიკვდილის მიზეზი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მეტი...დღე: თებერვალი 3, 2025
ზღვაში ნავის ჩაძირვის შედეგად 2 ბავშვი დაიღუპა
ხმელთაშუა ზღვაში ნავის ჩაძირვის შედეგად 2 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 17 მიგრანტის გადარჩენა მოხერხდა. გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია ,,Sea Punks”-ის ინფორმაციით, მალტის სამაშველო ვერტმფრენით ორსული ქალისა და მძიმედ დაშავებული მამაკაცის ევაკუირება მოხდა. გადარჩენილების თქმით, ნავში სულ 21 ადამიანი იმყოფებოდა, 2 ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
მეტი...პარლამენტის აპარატის უფროსად კახა ოქროჯანაშვილი დაინიშნა
პარლამენტის აპარატის უფროსად კახა ოქროჯანაშვილი დაინიშნა. ის გასულ წლებში თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილედ. პარლამენტის აპარატის უფროსი ქეთევან კვინიკაძე იყო. კვინიკაძე საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის არჩევის შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გახდა.
მეტი...როგორი ამინდი იქნება 4-6 თებერვალს საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდი. ქ. თბილისში 4 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. 5-6 თებერვალს კი მცირე წვიმა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე,…
მეტი...რუსეთის რამდენიმე აეროპორტში დროებითი შეზღუდვები დააწესეს
რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით როსტოვის, ვოლგოგრადის, ასტრახანის, ვორონეჟის, ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში 70 უკრაინული დრონი გაანადგურეს. ვოლგოგრადის გუბერნატორმა, ანდრეი ბოჩაროვმა განაცხადა, რომ რეგიონზე უპილოტო საფრენი აპარატის მასიური თავდასხმა მოიგერიეს. მისი თქმით, ნამსხვრევების ვარდნამ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გამოიწვია, რომლის ლოკალიზებაც ოპერატიულად განხორციელდა. „როსავიაციამ“ განაცხადა, რომ ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ვოლგოგრადის, ასტრახანის, ყაზანის, ულიანოვსკის, ნიჟნეკამსკის და სარატოვის აეროპორტებში დროებითი შეზღუდვები დააწესა.
მეტი...,,4 დაკავებულ მომიტინგეს თავის ტვინის შერყევა აღენიშნება” – ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა
ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ინფორმაციით, 4 დაკავებულ მომიტინგეს, რომელიც კლინიკაში იზოლატორიდან შეიყვანეს, თავის ტვინის შერყევა აღენიშნება. „გუშინ, საღამოს, დაახლოებით 22:00 საათზე, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან 5 დაშავებული შემოიყვანეს. აქედან 4 პაციენტი ჰოსპიტალიზებულია, ერთმა პაციენტმა საკუთარი სურვილით დატოვა კლინიკა, სხვა კლინიკაში გადავიდა. ძირითადად აღენიშნებოდათ სახის და თავის ტრავმა. თავის ტვინის შერყევით არის მოთავსებული ოთხივე პაციენტი“, – აღნიშნა ექიმმა. გუშინდელ აქციაზე ადმინისტრაციული წესით 31 ადამიანი დააკავეს
მეტი...თბილისში, საქნავთის დასახლებაში მკვლელობის საქმეზე ორ ადამიანს ბრალდება წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე ერთ ადამიანს, ხოლო მეორეს დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 31 იანვარს, დაახლოებით 19:00 საათზე, თბილისში, საქნავთის დასახლების №2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა, მის სახელზე შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან რამოდენიმეჯერ ესროლა დაზარალებულს, რომელიც მიღებული დაზიანებებით შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. მეორე ბრალდებულმა, რომელიც დანაშაულის ჩადენისას შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და იცოდა, რომ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, განზრახ მკვლელობა, აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა”, – აღნიშნულია განცხადებაში. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 1-ელ თებერვალს დააკავეს. ერთ პირს ბრალდება საქართველოს…
მეტი...ბერლინში კონსერვატორების მიერ შეთავაზებული მიგრაციის კანონის გამკაცრების გეგმა ათასობით ადამიანმა გააპროტესტა
ბერლინში კონსერვატორების მიერ შეთავაზებული მიგრაციის კანონის გამკაცრების გეგმა ათასობით ადამიანმა გააპროტესტა. ბერლინის პოლიციის ცნობით, ბრანდენბურგის კარიბჭესთან, ბუნდესტაგის ქვედა პალატის გვერდით, დაახლოებით 160 000 ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეებს ეჭირათ ბანერები წარწერებით : „არავითარი თანამშრომლობა AfD-სთან”, ,,მერც, წადი სახლში, გრცხვენოდეს!”. კანონპროექტი, რომელიც მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრებას ითვალისწინებს, კონსერვატორთა ლიდერმა, გერმანიის კანცლერობის კანდიდატმა „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ბლოკიდან, ფრიდრიხ მერცმა, AfD-ის მხარდაჭერით წარადგინა, Reuters-ი წერს, რომ მერცმა ამით ულტრამემარჯვენე პარტიასთან თანამშრომლობის წინააღმდეგ ტაბუ დაარღვია.
მეტი...საბერძნეთში 48 საათის განმავლობაში 10-ზე მეტი ძლიერი მიწისძვრა მოხდა
საბერძნეთში, 48 საათის განმავლობაში 10-ზე მეტი მიწისძვრა მოხდა. ექსპერტები განმარტავენ, რომ მიწისძვრები ვულკანური არ არის, თუმცა მუდმივი აქტიურობა მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლოა უფრო ძლიერი მიწისძვრაც მოხდეს. კუნძულ სანტორინიზე სკოლები დაიხურა. სანტორინის და ამორგოსის კუნძულებს შორის 4.5 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები ფიქსირდება, ეპიცენტრი სანტორინიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 36 კილომეტრის დაშორებით, 2 კილომეტრის სიღრმეზეა. მანამდე 4.1 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომლის ეპიცენტრი სანტორინიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 28 კილომეტრში იყო, ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღმეზე მდებარეობდა. 4,1 მაგნიტუდის სიმძლავრის კიდევ ერთი მიწისძვრა სანტორინისა და ამორგოსს შორის საზღვაო ზონაში დაფიქსირდა.
მეტი...სუდანში გასამხედროებულმა დანაყოფებმა ბაზარზე იერიშის განახორციელეს
,,როიტერის” ინფორმაციით, სუდანში, ქალაქ ომდურმანში გასამხედროებულმა დანაყოფებმა, ბაზარზე იერიში განახორციელეს. ადგილობრივი ჯანდაცვის უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად 54 ადამიანი დაიღუპა, 150-ზე მეტი კი დაიჭრა. თავად გასამხედროებულმა ორგანიზაციამ გავრცელებულ განცხადებაში ბაზარზე მიზანმიმართული იერიში უარყო და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმაში სუდანის არმია დაადანაშაულა.
მეტი...ილონ მასკის განცხადებით, ტრამპი USAID-ის დახურვას დათანხმდა
Forbes-ის ინფორმაციით, კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი USAID-ის დახურვას დათანხმდა. მისი თქმით, ის რამდენჯერმე შეხვდა ტრამპს ამ თემაზე და USAID-ის დახურვაზე ჰკითხა: „დარწმუნებული ხართ?“. ტრამპმა თქვა, კი. „შესაბამისად, ჩვენ მას ვხურავთ“, – აღნიშნა მასკმა.
მეტი...გუშინდელ აქციაზე ადმინისტრაციული წესით 31 ადამიანი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 თებერვალს, აღმაშენებლის ხეივანზე, „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცავებმა ჯამში 31 ადამიანი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან პოლიტიკოსები, ლექტორები, სტუდენტები. უწყების თქმით, ყველა ადამიანი ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. არსებული ცნობით, დაკავებულთა ნაწილი უკვე ხელწერილის საფუძველზეა გათავისუფლებული, მათ შორის ,,კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია.
მეტი...ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. „ნიუ-იორკის ემიგრაციას კიდევ ერთი ქართველი ანზორ არწივიძე გამოაკლდა. საოცრად კარგი, კეთილი და მზრუნველი ადამიანი. მილე-New-მი ს სახელით ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და ახლობლებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
მეტი...,,USAID ჭიების გორგალია” – ილონ მასკი
„თუ გაქვს ჭიანი ვაშლი, შეგიძლია ჭიის ამოღება, თუ გაქვს ჭიების მთელი გორგალი, უიმედო მდგომარეობაა. USAID-ი ჭიების გორგალია“, – ამის შესახებ კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი X-ზე წერს. ცნობისთვის, ილონ მასკმა გუშინ განაცხადა, რომ USAID არის „კრიმინალური ორგანიზაცია და დროა მოკვდეს“. ,,იცოდით, რომ USAID-მა თქვენი საგადასახადო დოლარის გამოყენებით დააფინანსა ბიოიარაღის კვლევა, მათ შორის COVID-19, რომელმაც მილიონობით ადამიანი დაიღუპა?”, – დაწერა მასკმა X-ზე.
მეტი...,,ლიეტუვა ქართველი ხალხის გვერდით დგას დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის მათ ბრძოლაში” – ბუდრისი
,,ლიეტუვა ქართველი ხალხის გვერდით დგას დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის მათ ბრძოლაში”, – წერს X-ზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კესტუტის ბუდრისი. ,,ვგმობთ საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ ძალადობრივ რეპრესიებს. ლიეტუვა ქართველი ხალხის გვერდით დგას დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის მათ ბრძოლაში”, – წერს ბუდრისი.
მეტი...რუსთავში მანქანა ახალგაზრდას დაეჯახა
რუსთავში, შარტავას გამზირზე, მანქანა 25 წლამდე ქალს დაეჯახა. შემთხვევა გადასასვლელზე მოხდა, შეჯახების შემდეგ ავტომობილს მეორე ავტომობილი დაეჯახა. ინფორმაციას ,,ინფო რუსთავი“ ავრცელებს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ მიუღია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
მეტი...ქუთაისში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა
ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. „info imereti”-ის ინფორმაციით, ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იყო მობილიზებული. ცეცხლი მეხანძრე-მაშველებმა ჩააქრეს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მეტი...,,გავაგრძელებთ კიევის მხარდაჭერას” – ოლაფ შოლცი კირ სტარმერთან შეხვედრაზე
„დოიჩე ველეს” ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა შეხვედრაზე განაცხადეს, რომ კიევის დახმარებას გააგრძელებენ. „მოვიდა დრო, ჩვენ, როგორც ევროპელებმა და უკრაინის მეგობრებმა, საერთო სტრატეგია შევიმუშაოთ. ეს, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს რომ ჩვენ გავაგრძელებთ კიევის მხარდაჭერას“, – განაცხადა შოლცმა. ასევე, ოლაფ შოლცსა და კირ სტარმერს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგების შესახებ პრესრელიზი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „პრემიერ-მინისტრმა გაიმეორა, რომ მნიშვნელოვანია, უახლოეს თვეებში უკრაინის პოზიციები მაქსიმალურად ძლიერი იყოს, რათა მშვიდობა ძალის გამოყენებით მიიღწევა. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში ხაზს უსვამს ევროპაში თავდაცვის წარმოების გაზრდისა და კოორდინაციის მნიშვნელობას“,…
მეტი...,,თუ კიტ კელოგის გეგმა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა და არჩევნებია, ეს ჩავარდნილი გეგმაა” – ზელენსკის მრჩეველი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი, დიმიტრო ლიტვინი უკრაინასა და რუსეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც უკრაინაში არჩევნები უნდა ჩატარდეს. „არ გვინახავს ბატონი კელოგის სრული ინტერვიუ, ჩვენ ვნახეთ მხოლოდ რამდენიმე ციტატა არჩევნების შესახებ, ამიტომ მისი პოზიციის სრულად შეფასება რთულია. მაგრამ თუ მისი გეგმა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა და არჩევნებია, ეს წარუმატებელი გეგმაა – პუტინი მხოლოდ ამ ორი რამით არ შეშინდება. მოსკოვი აგრძელებს რაკეტებისა და საბრძოლო მასალის წარმოების გაზრდას, სანქციების გვერდის ავლის ახალი გზების პოვნას და ნავთობიდან ფულის შოვნას. ცხადია, ყველა ეს იარაღი არ იქმნება დემოკრატიული…
მეტი...ნიკა მელია ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, რომელიც პოლიციამ „თბილისი მოლის“ მიმდებარედ, საპროტესტო აქციაზე დააკავა, გაათავისუფლეს. როგორც მისმა ადვოკატმა განაცხადა, ნიკა მელია ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული და ხელწერილის საფუძველზე, გვიან ღამით, გაათავისუფლეს.
მეტი...კურსკში ნაღმზე აფეთქდა რუსეთის პრიმორიეს ოლქის ვიცეგუბერნატორი
Telegram არხების ინფორმაციით, პრიმორსკის მხარის ვიცე-გუბერნატორი სერგეი ეფრემოვი, კურსკის ოლქში, ავტომანქანით გადაადგილებისას ნაღმზე აფეთქდა. მის გარდა, დაიღუპა რუსული არმიის ოფიცერიც. ეფრემოვი სამხედრო სასწავლებლის კურსდამთავრებული იყო, პრიმორიეში ხელმძღვანელობდა ჯარის, ავიაციისა და ფლოტის ხელშეწყობის საზოგადოებას. 2022 წელს, ომის დაწყების შემდეგ მეთაურობდა მოხალისეთა რაზმ ტიგრს. 2024 წლის თებერვალში დაბრუნდა ფრონტიდან და გახდა პრიმორიეს ვიცეგუბერნატორი, კურსკში სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, მეორედ გაემგზავრა ომში, ამჯერად კურსკის ოლქში. 2023 წელს მიიღო თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ორდენი დნრ-ის გმირი.
მეტი...,,მოლაპარაკებები უკრაინასთან და რუსეთთან საკმაოდ კარგად მიმდინარეობს” – ტრამპი
,,ჩვენ გვაქვს დაგეგმილი შეხვედრები და მოლაპარაკებები სხვადასხვა მხარესთან, მათ შორის უკრაინასთან და რუსეთთან და ვფიქრობ, რომ ეს დისკუსიები რეალურად საკმაოდ კარგად მიმდინარეობს”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას. დონალდ ტრამპის ამ განცხადებამდე, მისმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინასა და რუსეთში, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ თუ რუსეთსა და უკრაინას ომის მოლაპარაკებების გზით მოგვარება სურთ, ორივე მხარეს გარკვეულ დათმობაზე წასვლა მოუწევს.
მეტი...,,საქართველომ კანდიდატი ქვეყნის არანაირი მოლოდინი არ გაამართლა” – კაია კალასი
,,მიუღებელია მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების სასტიკი დარბევა, საქართველომ კანდიდატი ქვეყნის არანაირი მოლოდინი არ გაამართლა”, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი X-ზე წერს. ,,მიუღებელია მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების სასტიკი დარბევა, რაც თბილისში ამ საღამოს მოხდა. საქართველომ კანდიდატი ქვეყნის არანაირი მოლოდინი არ გაამართლა. ევროკავშირი დგას ქართველი ხალხის გვერდით მათ ბრძოლაში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის”, – წერს კალასი.
მეტი...,,სამწუხაროდ, უნგრეთი და სლოვაკეთი არასწორად ბლოკავენ სანქციებს” – უილსონი
,,დროა, ევროკავშირმა სანქცია დაუწესოს არალეგიტიმურ ივანიშვილს და მის ახლობლებს, რომლებმაც გააყალბეს არჩევნები და ახლა სასტიკად არბევენ ქართველ ხალხს”, – საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ამერიკელი კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი X-ზე ეხმაურება. ,,მე კვლავ შთაგონებული ვარ ქართველი ხალხის სიმამაცით, რომელიც 67-ე დღეა ამ წუთებშიც ქუჩაში დგას ივანიშვილის უკანონო რეჟიმის გასაპროტესტებლად. ამ სასტიკმა რეჟიმმა გაუყალბა არჩევნები და ახლა მათ ესხმის თავს, აკავებს და მათ სახლებს არბევს. დროა, ევროკავშირმა სანქცია დაუწესოს არალეგიტიმურ ივანიშვილს და მის ახლობლებს, რომლებმაც გააყალბეს ოქტომბრის არჩევნები და ახლა სასტიკად არბევენ ქართველ ხალხს. სამწუხაროდ, უნგრეთი და სლოვაკეთი არასწორად ბლოკავენ სანქციებს.…
მეტი...,,ტერორი საქართველოში, რეპრესიების ახალი ტალღა… მაგრამ პროტესტი გრძელდება” – სალომე ზურაბიშვილი
,,ტერორი საქართველოში, რეპრესიების ახალი ტალღა, ახალი რეგულაციები დემონსტრაციის უფლების შესაფერხებლად… მაგრამ პროტესტი გრძელდება”, – საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში განვითარებულ მოვლენებს X-ზე ეხმაურება. ,,ტერორი საქართველოში. რეპრესიების ახალი ტალღა, ახალი რეგულაციები დემონსტრაციის უფლების შესაფერხებლად, რეჟიმმა ტიტუშკების ხელით ისევ გამოიყენა არაპროპორციული ძალა, ურტყამდნენ თავსა და სახეებში, იყო დაკავებები… მაგრამ პროტესტი გრძელდება”, – წერს ზურაბიშვილი.
მეტი...,,საქართველო ამ მთავრობით ვერასდროს შევა NATO-სა და ევროკავშირში” – კარპენტერი
,,საქართველო ამ მთავრობით ვერასდროს შევა NATO-სა და ევროკავშირში”, – წერს X-ზე აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების ყოფილი უფროსი დირექტორი, მაიკლ კარპენტერი. ,,ამაზრზენია ის, რაც ხდება საქართველოს ქუჩებში. რეჟიმის ავაზაკები ძალადობრივად სცემენ დემონსტრანტებს. საქართველო ამ მთავრობით ვერასდროს შევა NATO-სა და ევროკავშირში”, – წერს კარპენტერი.
მეტი...