“დღეს პარტიამ ახალი რეპრესიული ზომების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება”- ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს ეხმიანება. ზურაბიშვილი წერს, რომ ჯარიმების გაზრდა და საპროტესტო აქციების გარკვეულ ადგილებში აკრძალვა რეპრესიული ზომებია. „გარესამყარო ბოლომდე ვერ აცნობიერებს, თუ როგორ აქცევს ერთი ადამიანი თავის ერთპარტიულ სისტემას პუტინის რუსეთის იმიტაციად. დღეს პარტიამ ახალი რეპრესიული ზომების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, გაზარდა ჯარიმები, პატიმრობის ვადები, აკრძალა საპროტესტო აქციები, თუნდაც კერძო სივრცეში!“ – წერს ზურაბიშვილი.

მეტი...

ნინო სალუქვაძე ერთდროულად ორგზის გინესის რეკორდსმენი გახდა

ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე ერთდროულად ორგზის გინესის რეკორდსმენი გახდა. ეს აღიარება მან ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის რაოდენობების მიხედვით დაიმსახურა. მას გინესის სერტიფიკატები და მედალი საქართველოს ოლიმპიურ მუზეუმში გადასცეს. ნინო სალუქვაძეს 1988-დან დღემდე ზედიზედ 10 ოლიმპიურ თამაშებში აქვს მონაწილეობა მიღებული და სხვადასხვა დროს სამივე სინჯის მედალი აქვს მოპოვებული. გინესის მსოფლიო რეკორდების ორგანიზაციამ მას ერთდროულად ორ კატეგორიაში მიანიჭა რეკორდსმენის ტიტული: სპორტსმენი, რომელმაც ზედიზედ ყველაზე მეტ ოლიმპიურ თამაშებში იასპარეზა და ქალი სპორტსმენი, რომელმაც ყველაზე მეტ ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა.  

მეტი...

დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი შესაძლოა ერთმანეთს საუდის არაბეთში შეხვდნენ

ამერიკის და რუსეთის პრეზიდენტები შეხვედრისთვის ემზადებიან. როგორც საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი წერს, კრემლი საუდის არაბეთს და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს განიხილავს შესაძლო ადგილებად დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის სამიტის გამართვისთვის. სააგენტო ამ ცნობას ავრცელებს რუსეთის ორ წყაროზე დაყრდნობით. რუსეთის ოფიციალური პირები მუდმივად უარყოფენ პირდაპირ კონტაქტებს აშშ-ის წარმომადგენლებთან, ტრამპსა და პუტინის სატელეფონო საუბრის შესათანხმებლად. თუმცა რუსეთის მაღალჩინოსნები ბოლო კვირებში ჩავიდნენ როგორც საუდის არაბეთში, ისე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში – ამბობენ წყაროები, რომლებიც სააგენტოს ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრნენ.  

მეტი...

აშშ-ის მიერ მექსიკისთვის დაწესებული ტარიფები ერთი თვით გადავადდება

მექსიკის პრეზიდენტის, კლაუდია შინბაუმის განცხადებით,  მან და დონალდ ტრამპმა მიაღწიეს შეთანხმებას აშშ-ის მიერ მექსიკისთვის დაწესებული ტარიფების ერთი თვის მანძილზე შეჩერების შესახებ. შეთანხმების ძირითადი პირობები მოიცავს მექსიკის მთავრობის მზაობას, გაზარდოს საზღვრის კონტროლი და აღკვეთოს ნარკოტიკების კონტრაბანდა. კერძოდ, მექსიკა დაუყოვნებლივ გაგზავნის 10 000 ეროვნული გვარდიის სამხედროს საზღვრის გასამაგრებლად. ამ ნაბიჯის მთავარი მიზანია, შეამციროს ნარკოტიკული საშუალებების, განსაკუთრებით კი ფენტანილის გადატანა აშშ-ს საზღვართან. სანაცვლოდ, აშშ თანხმდება, გადადოს მექსიკის საქონლისთვის 25%-იანი საბაჟო გადასახადის დაწესება ერთი თვით. შეთანხმების კიდევ ერთი ასპექტი არის აშშ-ის პირობა, შეზღუდოს მაღალი სიმძლავრის იარაღის შეტანა მექსიკაში.

მეტი...

“უკრაინა გახდება ევროკავშირის ავღანეთი“- ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, მოლაპარაკებების გარეშე უკრაინას ემუქრება საფრთხე, ევროკავშირის ავღანეთად გადაიქცეს. „საჭირო იყო კონფლიქტის დაუყოვნებლივი იზოლირება, ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა და მოლაპარაკებების დაწყება. თავიდანვე ნათელი იყო, რომ უკრაინის გამარჯვება შეუძლებელი იქნებოდა, თუ არ დავიწყებდით ფართომასშტაბიან ომს. ეს არ იყო ვარიანტი. დღეს უკრაინის დახმარების ერთადერთი გზა არის ცეცხლის შეწყვეტა და მშვიდობა“ – განაცხადა ორბანმა. მან ასევე უარყო მოსაზრება, რომ დასავლეთმა უკრაინას არასაკმარისი იარაღი მიაწოდა. ვიქტორ ორბანი მიიჩნევს,  რომ ვლადიმერ პუტინი დაკავებული ტერიტორიებით არ დაკმაყოფილდება და წინ წაიწევს. „არავინ იცის, რა ხდება პუტინის თავში. აზრი არ აქვს სპეკულაციებს, მაგრამ ახლა დიპლომატია…

მეტი...

“ტრამპმა USAID-ის ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად მარკო რუბიო დანიშნა”- CBS News-ი

CBS News-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა USAID-ის ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად მარკო რუბიო დანიშნა.  გამოცემის ცნობით, ორგანიზაციის სრულიად დახურვის იდეას ტრამპის რამდენიმე მრჩეველი არ დაეთანხმა. გავრცელებული ინფორმაციით, USAID-ის პერსონალი მნიშვნელოვნად შემცირდება, თუმცა სააგენტო კვლავ ჰუმანიტარულ ორგანიზაციად დარჩება. ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა USAID-ს „კრიმინალური ორგანიზაცია“ უწოდა და აღნიშნა, რომ მის დახურვაზე მუშაობდა.

მეტი...

ოთხ მედიასაშუალებას პენტაგონის შენობიდან სამუშაო სივრცეები ჩამოართვეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, New York Times, National Public Radio, NBC News და Politico-ს პენტაგონის შენობიდან სამუშაო სივრცეები ჩამოართვეს. მედიაორგანიზაციებმა 14 თებერვლამდე უნდა დატოვონ პენტაგონის სამუშაო სივრცეები, ხოლო მათ ადგილას განთავსდებიან New York Post, One America News Network, Breitport News და HuffPost News. პენტაგონის პრესსამსახური აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მიზანია სხვა მედიასაშუალებებისთვის სამუშაო შესაძლებლობების შექმნა და ყოველწლიური როტაციის პრინციპის დანერგვა, თუმცა დაზარალებული მედიაორგანიზაციები გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ.

მეტი...

„ცეცხლი ოლიგარქიას!”- მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამემტთან შეიკრიბნენ. მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი უკვე გადაკეტეს. მოთხოვნები უცვლელია-დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციაზე დაკავებულები. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „ცეცხლი ოლიგარქიას! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“. მათ ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი, ასევე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მეტი...

„დიდმა ბრიტანეთმა უნდა იმოქმედოს”- ჯეიმს მაკკლირი

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ჯეიმს მაკკლირი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება აცხადებს, რომ დემოკრატიისთვის ბრძოლაში ქართველ ხალხს მხარი უნდა დაუჭირონ. „დიდმა ბრიტანეთმა სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს. ამ შაბათ-კვირას, საქართველოში ძალადობა ადასტურებს იმას, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა. ჯო უილსონმა და მე საგარეო საქმეთა მინისტრს ივანიშვილის, პუტინის ოლიგარქი მარიონეტის, წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოვუწოდეთ“- წერს მაკკლირი.

მეტი...

“ბევრი ვიმუშავე, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიეღო და გული მწყდება“ – ელჩი

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც „საქართველო კანდიდატი ქვეყნის არანაირ მოლოდინს არ ამართლებს“. „თუ თქვენ ქვეყანა ხართ, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს და კაია კალასისგან ასეთ წინადადებას მიიღებთ, რომელსაც გერმანიაც ეთანხმება, მაშინ თქვენ პრობლემა გაქვთ. ბევრი ვიმუშავე, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიეღო და გული მწყდება“, – წერს ელჩი X-ზე.

მეტი...

სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის შეურაცხყოფისთვის 5 000 ლარამდე დაჯარიმდებით

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით განიხილა და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა “ქართული ოცნების“ მიერ “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს. მომხსენებლის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, წვრილმანი ხულიგნობა, რაც გულისხმობს საჯარო სივრცეში ლანძღვა – გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას, ნაცვლად 500-დან 1 000 ლარამდე ჯარიმისა ან 15 დღემდე ადმინისტრაციული  პატიმრობისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 3 000 ლარამდე ან 20 დღემდე პატიმრობას, ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა, ნაცვლად 1500-დან 2000 ლარამდე ჯარიმისა ან 5-დან 15 დღემდე პატიმრობისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარიდან 5000 ლარამდე ან 5-დან 60 დღემდე პატიმრობას. მისივე თქმით, ვანდალიზმის განმეორებით  ჩადენა,  2000…

მეტი...

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებია, სად იკრძალება შეკრება და მანიფესტაცია ?!

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, განიხილა და მხარი დაუჭირა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებას, თანმდევ პროექტებთან ერთად. კერძოდ , საკანონმდებლო პაკეტის თანახმად: იკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება დახურულ სივრცეში/შენობაში, მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე; იკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, ესტაკადების, მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო კვანძებისა და რკინიგზის ბლოკირება.  

მეტი...

“მექსიკის პრეზიდენტი საზღვარზე 10 000 ჯარისკაცის განთავსებას დათანხმდა”- ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მექსიკის პრეზიდენტთან მეგობრული საუბარი ჰქონდა და ის საზღვარზე 10 000 ჯარისკაცის განთავსებას დათანხმდა. „მექსიკის პრეზიდენტი, კლაუდია შეინბაუმი საზღვარზე 10 000 ჯარისკაცის განთავსებას დათანხმდა. ამ ჯარისკაცებს ჩვენს ქვეყანაში ფენტანილისა და არალეგალი მიგრანტების ნაკადის შეჩერება დაევალებათ. ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ტარიფები ერთი თვით დაუყოვნებლივ შევაჩეროთ, რა დროშიც ჩვენ მოლაპარაკებები გვექნება“, – წერს დონალდ ტრამპი.

მეტი...

„საქართველოს მმართველი პარტიის სასტიკი ძალადობა, რომელიც ბოლო დღეებში გამძაფრდა, მიუღებელია”- ცაჰკნა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა აცხადებს, რომ  საქართველოს მმართველი პარტიის მხრიდან ძალადობა გამძაფრდა. „საქართველოს მმართველი პარტიის სასტიკი ძალადობა, რომელიც ბოლო დღეებში გამძაფრდა, მიუღებელია. ეს კიდევ ერთი მაგალითია, „ქართული ოცნების“ მცდელობებისა, რომ დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა და დემოკრატიული ოპოზიცია გაანადგუროს და ხალხი სასტიკად ჩაახშოს“ – წერს მარგუს ცაჰკნა.  

მეტი...

“ბატონი მდინარაძის განცხადებები მცდარია და წარმოაჩენს ცოდნის ნაკლებობას”- აშშ-ის საელჩო

საქართველოში აშშ-ის საელჩო საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დღეს გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. სალჩოში აცხადებენ, რომ აღნიშნული განცხადებები მცდარია და ცოდნას მოკლებული. „ბატონი მდინარაძის დღევანდელი განცხადებები სრულიად მცდარია და წარმოაჩენს ცოდნის ნაკლებობას იმის შესახებ, თუ რას აკეთებს შეერთებული შტატების საელჩო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭრად – გახდეს ამერიკა უფრო უსაფრთხო, უფრო ძლიერი და უფრო წარმატებული”, – ნათქვამია განცხადებაში. ინფორმაციისათვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა,  „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ-ის ახლად არჩეული ხელისუფლების განცხადებები განსხვავდება საქართველოში ამერიკის საელჩოს მოქმედებებისგან. მდინარაძის თქმით, „ის, რაც ხდება ქუჩაში, თუ ვინმეს სჯერა, რომ აშშ-ის…

მეტი...

საჯარო მოხელის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დაგაპატიმრებენ ან დაგაჯარიმებენ

კანონმდებლობა მკაცრდება. “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებებით, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, ასევე სახელმწიფო მოსამსახურისა და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედება ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს. მაგალითად, თუ საჯარო მოხელეს „მონას“; „გაუნათლებელს“, „უდიპლომოს“, კორუმპირებულს და ასე შემდეგ, უწოდებთ, 1500 ლარიდან 4 000 ლარამდე დაჯარიმდებით ან 45 დღით დაგაპატიმრებენ. ამავე პროექტით, აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 500 ლარიდან 6 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 60 დღემდე ვადით. საკანონმდებლო ცვლილებას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.  

მეტი...

ტიბეტი (ფოტორეპორტაჟი)

გავიცნოთ ყველასათვის საოცნებო ტიბეტის  აღმოსავლეთ ნაწილი – ქალაქი ნიინკჩი, რომელსაც “აღმოსავლეთ ტიბეტის  შვეიცარიის ალპებს“ უწოდებენ.  ტიბეტი, ზოგადად არის საოცრად ტყიანი, მწვანე რეგიონი, თუმცა, აღმოსავლეთ ნაწილი განსაკუთრებულია ულამაზესი ბუნებით, მთის მწვერვალებით, ხე-მცენარეებით,  ტბებით, მდინარეებითა და ჩანჩქერებით. საოცარია პასუმ თსოს ტბა პატარა კუნძულით, ქადინგკოუს ველი თავისი 200 მეტრ სიმაღლის თიანფოს ჩანჩქერით. ასევე, ხეობაში მდებარეობს პასუმცოს ტბა, რომელსაც ნახევარმთვარის ფორმა აქვს. ის გარშემორტყმულია უმაღლესი მთის მწვერვალებითა და აყვავებულ ხეებით, მას ზურმუხტის ხეობას და მწვანე წყალსაც კი უწოდებენ. ტბის ზემო წელზე მდებარე მყინვარები    მტკნარი წყლის მუდმივ მარაგს უზრუნველყოფს. რაც შეეხება ხე-მცენარეებს, ტერიტორია სავსეა  ნეკერჩხლებით,…

მეტი...

,,იმედია, რომ „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ნათქვამი სიტყვა, საქართველოში საქმედ აისახება” – შალვა პაპუაშვილი

,,სამწუხაროდ, ის პოლიტიკა, რომელიც გამოცხადდა და ასე დინამიურად მიმდინარეობს აღმასრულებელი განკარგულებების სახით თუ ცენტრში, ამ შემთხვევაში, ვაშინგტონში მიმდინარე ღონისძიებებით, არ აისახება საქართველოზე”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა კითხვას, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში რჩება თუ არა საქართველოში „დიფ სთეითის“ გავლენა და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ამერიკის ახალი პოლიტიკა საქართველოში არსებულ ვითარებაზე არ ასახულა. მეტიც, მისი თქმით, ბოლო პერიოდში, რადიკალური ოპოზიციისა თუ მისი მოკავშირე არასამთავრობოების მხრიდან, ვითარების გამწვავების მცდელობა შეინიშნება. „ბოლო პერიოდში ვხედავთ პირიქით, გამწვავებას, გამწვავების მცდელობას, რადიკალური ოპოზიციის და მათი მოკავშირე რადიკალური ენჯეოების მხრიდან, რომელთა…

მეტი...

,,მაქვს მოლოდინი, რომ ყველა ითანამშრომლებს საგამოძიებო კომისიასთან” – შალვა პაპუაშვილი

,,საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა არავის ნება არ არის, ეს არის ვალდებულება, რომელიც კანონით და, მათ შორის, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებაა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „იცით, პოლონეთში საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიაში იუსტიციის ყოფილი მინისტრი არ გამოცხადდა, ის დააპატიმრეს და მიიყვანეს საგამოძიებო კომისიაში. ამ კომისიას აქვს განსაკუთრებული უფლებამოსილებები, მათ შორის, სისხლის სამართლებრივი კოდექსით დაცული არის მისი უფლებამოსილება. ამიტომ ყველა ვალდებულია, ითანამშრომლოს კომისიასთან, მისცეს ჩვენება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის პირები, რომლებიც დაბარებულები იქნებიან კომისიაზე, მოვლენ და მისცემენ ჩვენებას. თუ არაფერი აქვთ დასამალი და ფიქრობენ, რომ დანაშაული არ აქვთ ჩადენილი,…

მეტი...

„მოვუწოდებთ მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან უსაფრთხოების რეკომენდაციები“ – გაფრთხილება სანტორინიზე მყოფ ადამიანებს

,,ასოშიეითიდ პრესის“ ინფორმაციით, საბერძნეთის კუნძულ სანტორინიზე, სეისმური აქტივობის ზრდის გამო, სკოლები დახურეს და საგანგებო სამსახურების ბრიგადები განალაგეს. უსაფრთხოების ზომები, ასევე შემოიღეს ეგეოსის ზღვის რამდენიმე ახლომდებარე კუნძულზეც. აღნიშნული მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ბოლო სამი დღის განმავლობაში ამ რეგიონში 200-ზე მეტი წყალქვეშა მიწისძვრა დაფიქსირდა. „მოვუწოდებთ მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან უსაფრთხოების რეკომენდაციები რისკების მინიმუმამდე შესამცირებლად“, – განცხდა მინისტრმა. კუნძულის მცხოვრებლებსა და ვიზიტორებს ურჩიეს, თავი აარიდონ დახურულ სივრცეებში მასობრივ თავშეყრას, ხოლო სასტუმროებს მოსთხოვეს აუზების დაცლა პოტენციური მიწისძვრისგან ზიანის შესამცირებლად. სანტორინის ქალაქ ფირაში ადგილობრივმა ხელისუფლებამ განსაზღვრა მოსახლეობის შეკრების ადგილები შესაძლო ევაკუაციისთვის მზადების ფარგლებში, თუმცა მერმა…

მეტი...

სირიის ქალაქ მანბიჯში ტერაქტს, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა

სირიის ქალაქ მანბიჯში მომხდარ ტერაქტს, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებული კი ათობით ადამიანია. გავრცელებული ინფორმაციით, დანაღმული ავტომობილი მთავარ გზაზე აფეთქდა. დაღუპულთაგან 14 ქალია, დაშავებულთა შორისაც, სულ მცირე, 15 ქალია. ისინი დანაღმული მანქანის გვერდით მიმავალი ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ. მომხდარზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არავის აუღია. ეს გასული სამი დღის განმავლობაში, უკვე მეორე ტერაქტია მანბიჯში. შაბათს მომხდარ ტერაქტს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა და ცხრა დაშავდა.

მეტი...

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა დაკავებულები მოინახულეს

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა 2 და 3 თებერვლის განმავლობაში, თბილისისა და დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და „ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში“ თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 25 პირი მოინახულეს. ასევე, რწმუნებულმა კლინიკა „ვივამედში“ მოინახულა „ტვ პირველის“ ოპერატორი ნიკოლოზ კოკაია. უწყების ცნობით, თითქმის ყველა დაკავებული, კერძოდ 22 ადაამიანი მიუთითებს სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. 9 დაკავებულმა აღნიშნა, რომ მათ მიმართ არასათანადო მოპყრობა განხორციელდა როგორც უშუალოდ დაკავების დროს, ასევე, მას შემდეგ, რაც ისინი აიყვანეს მიკროავტობუსში, სადაც მათ მიზანმიმართულად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ,,დაკავებულ პირთაგან 11-ს  ხილულად აღენიშნებოდა სხეულის დაზიანებები, ძირითადად, სახის არეში. განსაკუთრებით შემაშფოთებელია,…

მეტი...

პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ოთხი კანდიდატი წარუდგინა

,,საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს კანდიდატურები წარუდგინა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „შემდეგი საკითხი გახლავთ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი პირები, რომლებიც პრეზიდენტმა წარმოადგინა. როგორც იცით, არის ოთხი ვაკანსია და პრეზიდენტმა წარმოადგინა ვაკანსიაზე კანდიდატები, კერძოდ: ვახტანგ ბურკიაშვილი, ოთარ შამუგია, ნინო ჯელაძე, ლევან ძნელაძე. საკითხი განსახილველად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს გადაეცემა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა

მეტი...

მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტის წინაშე ხვალ პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით წარდგება

,,ხვალ, 4 თებერვალს პარლამენტში საგაზაფხულო სესია გაიხსნება და პრეზიდენტს მოუსმენენ”, – ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს 4-7 თებერვლის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხები და ახალი საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო. მათ შორის, პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტი და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ინიციატორების თხოვნით, დაჩქარებული წესით განიხილება. მიმდინარე სასესიო კვირაში კანონმდებლები ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციატივით მომზადებულ პარლამენტის დადგენილების პროექტზეც იმსჯელებენ, რომელიც „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის“ შექმნას შეეხება.…

მეტი...

,,ის რეზოლუცია, რომელშიც გარკვეული დათქმები ჩაიწერა, ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია” – შალვა პაპუაშვილი

„მინდა შევეხო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობას და საქართველოს პარლამენტის დელეგაციას გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მუშაობის შეფასებისას. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სამწუხაროა ის რეზოლუცია, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო. „ამავე დროს, ხაზგასასმელია, რომ მცდელობა, არ ეღიარებინათ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მანდატები და ამით გარკვეულწილად ჩრდილი მიეყენებინათ თითქოს საპარლამენტო არჩევნებისადმი, ეს ოპოზიციას, მის მხარდამჭერ და გვერდში მდგომ ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას და მათ შორის, ზოგიერთ უცხოურ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჰარმონიულად და ორკესტრირებულად…

მეტი...

ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან დევნილებისთვის საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორების თქმით, დევნილთა დიდ ნაწილს ჯერ კიდევ არ აქვს ნორმალური საცხოვრებელი და მათი უმეტესობა ისევ დროებით კომპაქტურ ჩასახლებებში ცხოვრობს. მათივე თქმით, 27 იანვარს 44 წლის კაცმა, ზამირ კვეკვესკირმა დევნილთა სააგენტოს შენობის ეზოში თვითდაზიანება მიიყენა და საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის დევნილი იყო და საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ითხოვდა. აქციის მონაწილეებს თან აქვთ ბანერი: ,,კორუფცია კლავს”.    

მეტი...

საპროტესტო აქციაზე დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

საპროტესტო აქციაზე დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაცვის მხარე გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს. ოკმელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მას ბრალი, ასევე, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვაზე ჰქონდა წარდგენილი. თუმცა, მუხლი სრულად ამნისტირებულია, შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი დევნა ამ მუხლით შეწყდა.

მეტი...

„დიფ სთეითის“ შესუსტების ნიშნები, საქართველოსთან მიმართებაში განსაკუთრებით, არ ჩანს” – მამუკა მდინარაძე

,,ასე ჩქარ ვადაში შეიძლება არც გვქონოდა მოლოდინი, მაგრამ ჯერჯერობით არ ჩანს ნიშნები, ყოველ შემთხვევაში საქართველოსთან მიმართებაში განსაკუთრებით, „დიფ სთეითის“ შესუსტების და დამარცხების”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „კვლავ აგრძელებენ „დიფ სთეითის“ აგენტები იმგვარ მოქმედებებს, გუშინდელი ფაქტიც ამაზე მეტყველებს, რომ კვლავ არის აქტიური მცდელობა ჩამოიშალოს სახელმწიფო ინსტიტუტები და სისტემა საქართველოში, იმისათვის, რომ მერე ვიღაცამ იქით დაამუნათოს საკუთარი ქვეყნის ხელისუფლება, თუ ქართველი ხალხი და ა.შ. აი როგორ შეიცვალა საქართველოში ხელისუფლება და როგორ „ვაჟკაცურად“ ჩაერთო რუსეთის წინააღმდეგ ომში საქართველო. ამისი აქტიური მცდელობები რადგან კვლავ არის…

მეტი...

,,დღეს აშშ-ის ლიდერები, საუბრობენ იმ დიდ ბოროტებაზე, რომელიც USAID-ის და „ნედის“ მხრიდან მოდიოდა” – მამუკა მდინარაძე

,,დღეს აშშ-ის ლიდერები, საუბრობენ იმ დიდ ბოროტებაზე, რომელიც USAID-ის და „ნედის“ მხრიდან მოდიოდა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. „როდესაც ჩვენ პირველად გამჭვირვალობის კანონზე დავიწყეთ საუბარი და დაინიცირდა უმრავლესობის რიგებიდან, მაშინ, როგორც გარედან, ასევე ჩვენი ოპოზიციის მხრიდან შანტაჟის და ზეწოლის რა მასშტაბი იყო, ყველას ახსოვს, პირველ წელს ვერც კი შევძელით ამის გატანა. ეს არის ფაქტი. ამაზე არგუმენტი იყო, მეგობრები რომ გეხმარებიან, როგორ კადრულობთ ამას, ამიტომ არის რუსული მიდგომაო. დღეს აშშ-ის ლიდერები, პირველი პირი, ტრამპი საუბრობს იმ დიდი ბოროტებაზე, რომელიც USAID-ის და „ნედის“ მხრიდან მოდიოდა. ჩვენ ამერიკულ…

მეტი...

„გმირად ნუ გამოვიყვანთ, მზია ამაღლბელი კონკრეტული დავალებით მოქმედებდა“ – მამუკა მდინარაძე  

მამუკა მდინარაძის განცხადებით, შიმშილობს გამო გათავისუფლებული პატიმარი სახელმწიფოს მტერია. მისი თქმით, მზია ამაღლობელმა ჭამა უნდა დაიწყოს. „ნაცები“ მის სიკვდილს ნატრობს და ოცნებობს. სუბიექტური რომ ვიყო, არც ერთ ჩვენგანს არ უნდა ფატალური განვითარება ამ კონკრეტული „ქეისის“. გმირად ნუ გამოვიყვანთ ქალბატონს, რომელიც კონკრეტული დავალებით მოქმედებდა. ჯერ სტიკერი დააკრა პოლიციას, ამ დავალების შინაარსი და შედეგი უნდა იყოს ის, რომ რაც შეიძლება რეპუტაცია შეელახოს სახელმწიფო ინსტიტუტებს, პოლიციას. კონკრეტულად პოლიციის უფროსთან მივიდა ქალბატონი მზია ამაღლობელი და ჯერ ქურთუკით გააკავა რომ კარგად შემოერტყა და მერე შემოარტყა. პოლიციელს გაარტყა სილა დემონსტრაციულად“ – აღნიშნა მან.  

მეტი...

,,მკვლელი „ნაცები“ გვამუნათებენ ჩვენ პოლიციელის მიერ ძალის გამოყენებაზე, ის ხალხი, რომელიც უშუალოდ კლავდა” – მამუკა მდინარაძე

,,მკვლელი „ნაცები“ გვამუნათებენ ჩვენ პოლიციელის მიერ ძალის გამოყენებაზე, ის ხალხი, რომელიც უშუალოდ კლავდა. ამიტომ ვერ მივიღებთ მათგან ვერანაირ შენიშვნას”, – განაცხადა ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, როგორ აფასებს ოპოზიციის განცხადებებს გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით, რომლებიც აპელირებენ სამართალდამცველების მხრიდან ძალადობაზე. „ყოველგვარი ნიშნის მოგების და ირონიის გარეშე გეტყვით, როგორც კი ქართველი პოლიციელის მიერ ძალის გამოყენება გადასცდება ევროპელი პოლიციელის ძალის გამოყენების რაღაც ზღვრებს, პირველები ვიქნებით, ვინც ამაზე ვუსაყვედურებთ ქართულ პოლიციას. როგორც უნდათ ახლა, ისე გაიგონ ეს ჩემი მესიჯი. ქართველი პოლიციელები მოქმედებენ უფრო ჰუმანურად და შედარებითია ყველაფერი. როგორც კი მიუახლოვდება გერმანელი,…

მეტი...

ნინო სალუქვაძე ორგზის გინესის მსოფლიო რეკორდსმენი გახდა

ზედიზედ 10-ჯერ ოლიმპიური თამაშების მონაწილე ნინო სალუქვაძე, ერთდროულად ორგზის გინესის მსოფლიო რეკორდსმენი გახდა. ქართველი სპორტსმენი რეკორდსმენი ოლიმპიურ თამაშებში ზედიზედ მონაწილეობის რაოდენობით გახდა. ის პირველი ქალი სპორტსმენია, რომელმაც ყველაზე მეტ ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა. ასევე, პირველი ქართველი ოლიმპიელია, ვინც გინესის რეკორდსმენის ტიტული დაიმსახურა.

მეტი...

„ჭამა უნდა დაიწყოს და დამთავრდება ყველაფერი“ – მამუკა მდინარაძე მოშიმშილე მზია ამაღლობელზე

მამუკა მდინარაძემ მოშიმშილე ჟურნალისტ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ მან ჭამა უნდა დაიწყოს. „ისე წარმოგვიჩენენ, რომ თითქოს დიდი გმირობის ჩამდენი ადამიანია ის. გასაგებია შიმშილობს და გასაგებია ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც უნდა იყოს კარგი, ჭამა უნდა დაიწყოს და დამთავრდება ყველაფერი, სახელნწიფო დაშანტაჟების შემთხვევაში, არც ერთი სახელმწიფო ამ შანტაჟს არ ექვემდებარება. ეს ჩვეულებრივი ამბავია“ – განაცხადა მდინარაძემ. მისივე თქმით, თუ უნდათ რომ ის კარგად იყოს, შიმშილობისკენ კი არ უნდა მოუწოდონ, უნდა მოუწოდონ რომ თავის ტავს მიხედოს. “შიმშილობისგამო გათავისუფოებული აედამიანი სახელმწიფოსთვის დიდი ზიანის მომტანია” – აღნიშნა მან.

მეტი...

წვრილმანი ხულიგნობისთვის პატიმრობა 60 დღემდე იზრდება

,,წვრილმანი ხულიგნობისთვის პატიმრობა 60 დღემდე იზრდება. ასევე, იკრძალება დახურულ სივრცეში, შენობებში აქციების ჩატარება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. „ვიწყებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ ქვეყნის არაეფექტური მართვის კანონები შეიცვალოს ისეთი ნორმებით, რომ არჩეულ ხელისუფლებას ჰქონდეს ქვეყნის მართვისთვის შესატყვისი ბერკეტები და საშუალებები. უკვე დაინიცირებულია ამ ინიციატივის პირველი ნაწილი. მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები. მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე იკრძალება დახურულ სივრცეში, შენობებში აქციების ჩატარება. წვრილმანი ხულიგნობისათვის, ვანდალიზმისთვის, სამართალდამცველის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის, შეურაცხყოფისათვის, სასამართლოს შესასვლელის ბლოკირებისთვის და მსგავსი დარღვევებისთვსი ჯარიმები იზრდება და იზრდება პატიმრობის ვადა 60 დღემდე”, –…

მეტი...

თურქეთში სატვირთო მანქანა ხიდიდან გადავარდა – არის მსხვერპლი

თურქეთში, ქალაქ შანლიურფას ბირეჯიკის რაიონში, სატვირთო ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც სატვირთო და რამდენიმე სხვა სატრანსპორტო საშუალება ხიდიდან გადავარდა. თურქული მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 26 კი დაშავდა. ადგილზე დიდი რაოდენობით სახანძრო-სამაშველო, პოლიციის და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული.

მეტი...

იპოვეს ორსული ქალი, რომელსაც ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ

თბილისში, პოლიტკოვსკაიას ტერიტორიიდან დაკარგული ახალგაზრდა ქალი, ფეხმძიმე ნინო ციცვიძე იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ნინო ციცვიძე უგონო მდგომარეობაში ნახეს და ახლა სახლში იმყოფება, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სხვა დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.  

მეტი...