სახალხო დამცველი პოლიციის მხრიდან „არასათანადო მოპყრობასა და ძალის გადამეტების ფაქტებთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ლევან იოსელიანი ამბობს, რომ საჯარო წყაროებში გავრცელებულ ვიდეო კადრებში ასახული მოქალაქეების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების მიმართ, პოლიციის მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის და ძალის გადამეტების ფაქტები შემაშფოთებელია.. „ვრცელდება ინფორმაცია, პოლიციელების მხრიდან „ტვ პირველის“ დაშავებული ოპერატორის თაობაზეც. ასევე, პირდაპირ ეთერში ვიხილეთ პოლიციელების მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის კადრები ქალების, მათ შორის ქალი პოლიტიკოსების მიმართ. სახალხო დამცველი გმობს პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, განსაკუთრებით კი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. სახალხო დამცველი თითოეულ ფაქტზე განახორციელებს სამართლებრივ რეაგირება. სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ დაიწყოს ყველა…
მეტი...დღე: თებერვალი 2, 2025
“არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აფასებენ ჩვენს პოლიტიკას” – ირაკლი კობახიძე
“მშვიდობის შენარჩუნება, სათანადო პოლიტიკა და ხედვა, რომელიც აქვს ჩვენს მთავრობას, გახდა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რამაც უბიძგა ჩვენს მეგობრებს, გაერთიანებულ საამიროებში, რომ ჩვენს ქვეყანაში განხორციელებულიყო ასეთი მასშტაბური ინვესტიცია” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. პრემიერის თქმით, მშვიდობის გარეშე შეუძლებელია ვინმემ იფიქროს რაიმე ეკონომიკურ აქტივობაზე საქართველოში. „მშვიდობის საკითხი არის თემა, რაზეც აქტიურად გვქონდა საუბარი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, როგორც ხელისუფლების ლიდერებთან, ასევე, კომპანიების ხელმძღვანელებთან. ისინი ძალიან აფასებენ ჩვენს პოლიტიკას, რომელიც არის ორიენტირებული მშვიდობის შენარჩუნებაზე ჩვენს ქვეყანაში. ისინი ძალიან აფასებენ იმ მიღწევას, რომელიც გვაქვს, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. მშვიდობის გარეშე შეუძლებელია…
მეტი...“დელეგაციამ და მისმა ხელმძღვანელმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ დაეცვათ ჩვენი ქვეყნის პოზიციები“- კობახიძე
“მთლიანად დელეგაციამ და მისმა ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დაეცვათ ჩვენი ქვეყნის პოზიციები და მათი განსაკუთრებული დამსახურებაა ის, რომ არ დამტკიცდა გადაწყვეტილება ქართული დელეგაციის არცნობის შესახებ”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ქართულ დელეგაციას ეროვნული ინტერესებისა და პოზიციების პრინციპულად დაცვისთვის. „ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო ჩაატარა მთლიანად დელეგაციამ და მისმა ხელმძღვანელმა, პირველ რიგში, ქალბატონმა თეა წულუკიანმა. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ დაეცვათ ჩვენი ქვეყნის პოზიციები და მათი განსაკუთრებული დამსახურებაა ის, რომ არ დამტკიცდა გადაწყვეტილება ქართული დელეგაციის არცნობის შესახებ და შესაბამისად, არჩევნების არაღიარების…
მეტი...თბილისში ახალგაზრდა ქალი დაიკარგა
თბილისში ახალგაზრდა ქალი დაიკარგა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. ნინო ციცვიძეს მეგობრები მეოთხე დღეა ეძებენ. “გთხოვთ გაავრცელოთ დაიკარგა ჩემი მეგობარი ნინო ციცვიძე. ოთხშაბათის მერე ინფორმაცია არ გვაქვს.საქმეში ჩართულია პოლიცია.დაიკარგა ჯიქიას ტერიტორიიდან აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. გთხოვთ ნებისმიერი ინფორმაცია მნიშვნელოვანია არ ყავს ოჯახის წევრები დანახვის შემთხვევაში დარეკეთ 112 -ში ან დამირეკეთ 555358904”- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
მეტი...“აბსოლუტურად ღია ვართ ევროსაბჭოსთან თანამშრომლობისთვის”- პრემიერი
„მზარ ვართ, აბსოლუტურად ღია ვართ თანამშრომლობისთვის ევროსაბჭოსთან, მათ შორის, გენერალურ მდივანთან“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან კონკრეტულ საკითხებზეც შედგა შეთანხმება. “საპარლამენტო ასამბლეას მაინცდამაინც დიდი დატვირთვა არ აქვს, მაგრამ ჩვენ ვრჩებით, ბუნებრივია, ევროსაბჭოს წევრად. მზად ვართ, აბსოლუტურად ღია ვართ თანამშრომლობისთვის ევროსაბჭოსთან, მათ შორის, გენერალურ მდივანთან, რომელიც საქართველოში იყო ჩამოსული და კონკრეტულ საკითხებზეც მივაღწიეთ შეთანხმებას მასთან. ჩვენ, რა თქმა უნდა, ევროსაბჭოსთან განვაგრძობთ თანამშრომლობას”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მეტი...თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართულებით მსვლელობა დაიწყო – ვითარება პერიოდულად იძაბება
თბილისის შემოსასვლელთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართულებით მიემართებიან. პროტესტის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილი ნაწილობრივ აქვთ დაკავებული. გარკვეულ მონაკვეთზე კი, საავტომობილო მოძრაობა გრძელდება. საპროტესტო აქციაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ვითარება პერიოდულად იძაბება. დააკავეს რამდენიმე მონაწილე. დემონსტრანტები გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას ცდილობდნენ. აქციის რამდენიმე მონაწილე შეუძლოდ გახდა. დაშავებული მოქალქეები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ადგილიდან გაიყვანა.
მეტი...აქციის რამდენიმე მონაწილე დაკავეს, მათ შორის ნიკა მელია და გიგი უგულავა
თბილისის გასასვლელთან, ავტომაგისტრალზე, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები არიან შეკრებილი, დაძაბულობაა. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის, შეხლა-შემოხლა და სიტყვიერი დაპირისპირებაა. სიტუაცია აქ მას შემდეგ დაიძაბა, რაც სხვადსხვა ტერიტორიაზე მყოფი აქციის მონაწილეებმა სცადეს გაერთიანება და მსვლელობის გაგრძელება. სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან ოპოზიციური პარტიის ლიდერები ნიკა მელია და გიგი უგულავა გაიყვანეს. ისინი პოლიციის მანქანაში ჩასვეს, თუმცა ჯერჯერობით არ გავრცელებულა ინფორმაცია მათი დაკავების შესახებ. „სიმართლე უპირისპირდება სიყალბეს. რაოდენობა არის რეჟიმის წინააღმდეგ“- თქვა მელიამ. შეგახსნებთ, რომ თბილისის შემოსასვლელი მთავარი მაგისტრალი რამდენიმე წუთის განმავლობაში პარალიზებული იყო, თუმცა მალევე ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების ორ ნაწილად დაყოფა და მათი…
მეტი...აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება იყო. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა გზის სავალი ნაწილი მოქალაქეებისგან გაწმინდეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია აქციის ერთ-ერთი მონაწილე დიმა ბიძინაშვილი. ადგილზე ვითარება, კვლავ, დაძაბულია. რამდენიმე წუთის განმავლობაში პარალიზებული იყო მოძრაობა თბილისის შემოსასვლელში. აქციის დაწყებამდე პოლიციამ შეკრებილები გააფრთხილა, რომ გზის გადაკეტვის შემთხვევაში მათ წინააღმდეგ გატარდებოდა შესაბამისი ღონისძიებები. გზის გარკვეული ნაწილი გადაიკეტა, მსვლელობა დაიწყო (video)
მეტი...გზის გარკვეული ნაწილი გადაიკეტა, მსვლელობა დაიწყო (video)
“თბილისი მოლთან“ საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შელაპარაკება იყო. შეკრებილებმა გზის სავალი ნაწილი დაიკავეს, რის საშუალებასაც პოლიცია მათ არ აძლევდა. მოქალქეებს პერიოდულად აფრთხილებდნენ, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. აქციის მონაწილეებმა მსვლელობა დაიწყეს, სამოქალაქო სასამართლოს მიმართულებით. ისმის შეძახილები: „რუსებო“, „მონებო“. გამომდინარე იქიდან, რომ მოქალაქეების რაოდენობა ბევრია, ისინი გზის სავალ ნაწილს კეტავენ. სამართალდამცველები გზის სავალი ნაწილის ორივე მხარეს არიან განლაგებული.
მეტი...“აშშ-ს უკრაინაში არჩევნების ჩატარება წლის ბოლომდე სურს”- კიტ კელოგი
დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში, კიტ კელოგი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს სურს უკრაინაში არჩევნების ჩატარება, პოტენციურად წლის ბოლომდე. ინფორმაციას Reuters-სი ავრცელებს. სააგენტო კიტ კელოგზე დაყრდნობით წერ, რომ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც შეჩერებულია რუსეთთან ომის დროს, უნდა ჩატარდეს. “შეერთებულ შტატებს სურს უკრაინაში არჩევნების ჩატარება, პოტენციურად წლის ბოლომდე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კიევი შეძლებს რუსეთთან ზავის შეთანხმებას უახლოეს თვეებში. დემოკრატიული ქვეყნების უმეტესობას აქვს არჩევნები ომის დროს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ისინი ასე მოიქცნენ. ვფიქრობ, ეს კარგია დემოკრატიისთვის. ეს არის მყარი დემოკრატიის მშვენება“ – აღნიშნა კიტ კელოგმა.
მეტი...“მიმდინარეობს დავა ევროპის პოლიტიკურ ელიტასა და დონალდ ტრამპს შორის”- პუტინი
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, განაცხადა რომ ევროპის პოლიტიკურ ელიტასა და და აშშ-ს ახალ პრეზიდენტს შორის დავა მიდინარეობს. მისი მტკიცებით, ევროპა სიამოვნებით ასრულებდა ვაშინგტონის ნებისმიერ ბრძანებას ჯო ბაიდენის დროს. „ამჟამად მიმდინარეობს რაღაც დავა ევროპის პოლიტიკურ ელიტასა და ახლად არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის. შეიცვალა რამე ბაიდენის დროიდან? არაფერი შეცვლილა. ისინი სიამოვნებით ასრულებდნენ ვაშინგტონის ნებისმიერ ბრძანებას ბაიდენის დროს“ – აღნიშნა პუტინმა.
მეტი...ლოკაციებზე, სადაც საპროტესტო აქციებია დაგეგმილი პოლიციაა მობილიზებული
იმ ტერიტორიებზე, სადაც მოქალაქეები აქციისთვის ემზადებიან სამართალდამცავები არიან მობილიზებული. საპროტესტო აქცია 16:00 საათზე დაიწყება. როგორც ცნობილია, მოქალაქეები “თბილისი მოლთან” შეიკრიბებიან და თბილისის შემოსასვლელი მთავარი მაგისტრალის გადაკეტვას გეგმავენ. მოლის ტერიტორიაზე მარშით მივლენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები. აქციებთან დაკავშირებით შს სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. უწყების ცნობით, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, თითოეულ ლოკაციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები არიან მობილიზებულნი. “სამართალდამცველები უზრუნველყოფენ, რომ შეკრებამ ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში”- შსს-ს განცხადება
მეტი...“სამართალდამცველები უზრუნველყოფენ, რომ შეკრებამ ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში”- შსს-ს განცხადება
შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, თითოეულ ლოკაციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები არიან მობილიზებულნი. “სამართალდამცველები უზრუნველყოფენ, რომ შეკრებამ ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში, კანონით დადგენილ ფარგლებში, რათა თავიდან იქნას აცილებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია აქციის მონაწილეები გეგმავენ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ბლოკირებას. აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ , რომ „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 ოქტომბრის №361 დადგენილების თანახმად, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები წარმოადგენს სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს.…
მეტი...გაზაფხულის ფესტივალზე, ინსპექტირებისთვის, სი ძინპინი პროვინციებში ჩავიდა
პროვინცია ლიანონგი, ქალაქები: ხულუტაო, შენიანგ, პენსი და სხვა, მოიარა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა გაზაფხულის ფესტივალის პერიოდში. სი ძინპინი შეხვდა მოსახლეობას, მათ შორის, სტიქიით დაზარალებულებს და ასევე, ამ ვიზიტს ჰქონდა ინცპექტირების ფუნქციაც. მან ჩინური ახალი წელი და საგაზაფხულო ფესტივალი მოულოცა ყველა ეთნიკური ჯგუფს და ჯანმრთელობა, სამსახურში წარმატებები, ოჯახური ბედნიერება უსურვა გველის წელს. 22-დან 24 იანვრამდე სი ძინპინი ქალაქებში – ხულუტაო, შენიანგ, პენსი ჩავიდა ბაზრის, თემისა და საწარმოს სიღრმისეული ინსპექტირების მიზნით. შემდეგ კი გაემგზავრა სოფელი ჭუძიაკოუში, სუიწუნგის ოლქში. შარშან ეს სოფელი დაიტბორა და 41 დაზარალებული ოჯახი ახალ საცხოვრებელში გადაიყვანეს. პრეზიდენტმა დაათვალიერა…
მეტი...“მე ვარ თქვენს გვერდით”- სალომე ზურაბიშვილი ფოთში ახალგაზრდებს შეხვდა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფოთში ახალგაზრდებს, აქტივისტებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყანაში პროტესტის მთავარი იარაღი არის საზოგადოება, ხალხის ერთად დგომა, მხარდაჭერა და სოლიდარობა. “მე ვარ თქვენს გვერდით, თქვენთან და ბოლომდე ერთად ვიქნებით!”- განაცხადა პრეზიდენტმა.
მეტი...აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ვებგვერდი მიუწვდომელია
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ვებგვერდი მიუწვდომელია. როგორც „როიტერი“ წერს, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ტრამპის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სააგენტოს სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადაყვანას გეგმავენ. სააგენტოსთან დაკავშირებით მიმდინარე განხილვებში მონაწილე ორმა წყარომ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს სააგენტოს დამოუკიდებლობის შეზღუდვას და მისი სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადაყვანას.
მეტი...მარკ რუტე მოუწოდებს გერმანიას, გაზარდოს თავდაცვის ხარჯები და იარაღის წარმოება
ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე მოუწოდებს გერმანიას, გაზარდოს თავდაცვის ხარჯები და იარაღის წარმოება. რუტეს თქმით, მოკავშირეებმა მეტი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ მათ შვილებს სკოლებში რუსულის სწავლა არ მოუწიოთ. „რუსულის გაკვეთილები არ იქნება, თუ სწორ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. გადაწყვეტილებებს, რომლებიც სასწრაფოდ უნდა მივიღოთ წელს“, – განაცხადა რუტემ. მარკ რუტემ აღნიშნა, რომ ბერლინმა კრიტიკული სამხედრო მხარდაჭერა გაუწია უკრაინას.
მეტი...აშშ-ის მიერ დაწესებულ ტარიფებს ჩინეთშიც უპასუხეს
აშშ-ის მიერ დაწესებულ ტარიფებთან დაკავშირებით, ჩინეთი საპასუხო ზომებს მიიღებს. განცხადების თანახმად, შეერთებული შტატების მიერ არასწორი მოქმედების საპასუხოდ, ჩინეთი წარადგენს საჩივარს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) და მიიღებს შესაბამის საწინააღმდეგო ღონისძიებებს, რომ მტკიცედ დაიცვას თავისი უფლებები და ინტერესები. „აშშ-ის მხრიდან დამატებითი ტარიფის ცალმხრივი დაკისრება სერიოზულად არღვევს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს. ეს ნაბიჯი არა მხოლოდ ვერ შეძლებს საკუთარი პრობლემების მოგვარებას, არამედ შეაფერხებს ორ ქვეყანას შორის ნორმალურ ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობას“ – აღნიშნულია განცხადებაში.
მეტი...პარიზში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე, დასკვნით საშეჯიბრო დღეს შვიდი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე, დასკვნით საშეჯიბრო დღეს შვიდ ქართველ სპორტსმენს ვიხილავთ. ასპარეზობა თბილისის დროით 13:30-ზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე გაიმართება. მედლებისთვის იბრძოლებენ ზაურ დვალაშვილი, კოტე კაპანაძე (ორივე 81 კგ), ლუკა მაისურაძე, ნიკა ხარაზიშვილი (ორივე 90 კგ), ნიკოლოზ ზაალიშვილი (100 კგ), საბა ინანეიშვილი და ირაკლი დემეტრაშვილი (ორივე +100 კგ). პარიზის გრანდ სლემზე 2 თებერვალს მამაკაცთა შორის – 81, 90, 100 და +100, ხოლო ქალებში 70, 78 და +78 კგ წონითი კატეგორიის სპორტსმენები იჭიდავებენ.
მეტი...“საბჭო არის დამოუკიდებელი და თვითრეგულირებადი”- ომბუდსემნის აპარატი განცხადებას ავრცელებს
სახალხო დამცველის აპარატი „სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს“ წევრთა ნაწილის მიერ საბჭოს დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული. აპარატი საბჭოებში განვითარებულ შიდა პროცესებზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. „გვსურს გამოვეხმაუროთ „სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს“ წევრთა ნაწილის მიერ საბჭოს დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. აღსანიშნავია, რომ არც „სახალხო დამცველთან არსებული რელიგიური უმცირესობების საბჭო” და არც „სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭო” არ წარმოადგენს სახალხო დამცველის აპარატთან სტრუქტურულად დაკავშირებულ სუბიექტებს. ორივე საბჭო არის დამოუკიდებელი, თვითრეგულირებადი სუბიექტი და მიუხედავად სახალხო დამცველის აპარატთან მრავალწლიანი თანამშრომლობისა, სახალხო დამცველი არასდროს ყოფილა ჩართული საბჭოების მიერ საკუთარი…
მეტი...“ნატო-ში გაწევრიანება უკრაინის მოკავშირეებისთვის ყველაზე იაფი ვარიანტია”- ზელენსკი
“უკრაინის მოკავშირეების მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, რუსეთთან ნებისმიერი შეთანხმება მხოლოდ მომავალი აგრესიის წინამორბედი იქნება” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ნატო-ში გაწევრიანება უკრაინის მოკავშირეებისთვის ყველაზე „იაფი“ ვარიანტია და ეს ასევე აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გეოპოლიტიკურად გააძლიერებს. ”ნამდვილად მჯერა, რომ ეს არის უსაფრთხოების ყველაზე იაფი გარანტიები, რაც უკრაინას შეუძლია მიიღოს, ყველაზე იაფი ყველასთვის. ეს იქნება სიგნალი, რომ ის, თუ ვინ უნდა იყოს ნატო-ში და ვინ არა არა რუსეთის, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების გადასაწყვეტია. ვფიქრობ, ეს ტრამპის დიდი გამარჯვება იქნება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მეტი...“ამერიკული ტარიფების მსგავსად, ჩვენი პასუხი ასევე შორს მიმავალი იქნება”- ჯასტინ ტრუდო
კანადა აშშ-ს საპასუხო 25-პროცენტიან ტარიფებს უწესებს. ამის შესახებ, კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა. მისივე თქმით, 25-პროცენტიანი ტარიფები დაწესდება 155 მილიარდი კანადური დოლარის ღირებულების ამერიკული საქონლის წინააღმდეგ, მათ შორის 30 მილიარდი კანადური დოლარის ღირებულების ტარიფები 4 თებერვლიდან ამოქმედდება, დანარჩენი 125 მილიარდი კანადური დოლარის ღირებულების ტარიფები კი შემდეგ 21 დღეში. „ამერიკული ტარიფების მსგავსად, ჩვენი პასუხი ასევე შორს მიმავალი იქნება და მოიცავს ყოველდღიურ ნივთებს, როგორიცაა ამერიკული ლუდი, ღვინო და ბურბონი. ხილი და ხილის წვენები ფორთოხლის წვენის ჩათვლით, ბოსტნეულთან ერთად, სუნამოები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. მასში შედის სამომხმარებლო პროდუქტები, როგორიცაა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი, სპორტული აღჭურვილობა,…
მეტი...“სანქციების დარღვევა უნდა განიხილებოდეს, როგორც თანამონაწილეობა ომში”- ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სანქციების საჭიროებაზე საუბრობს. ის პარტნიორ ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. “რუსეთის თითოეული “შაჰედი,” თითოეული რუსული რაკეტა, ეს არის სხვა ქვეყნების წარმოების კომპონენტები. რუსეთის ერთი ღამის დარტყმაში არის 165 დამრტყმელი ერთეული – “ისკანდერები,” “კალიბრები” და მკვლელობის სხვა საშუალებები, ეს არის ასობით და ათასობით კომპონენტი სხვა ქვეყნებიდან. ევროპის, ჩინეთის და ამერიკის ქვეყნებიც კი. ასეთი კრიტიკული კომპონენტების გარეშე რუსეთს არ ექნება არანაირი შესაძლებლობა, გაანადგუროს სხვა ერების სიცოცხლე. ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ სანქციები იყოს რეალურად ძლიერი და ისეთი, რომ მათი გვერდის ავლა შეუძლებელი იყოს ნებისმიერ გარემოებაში. არ უნდა…
მეტი...თბილისსა და რეგიონებში დღეს აქციებია დაგეგმილი
დღეს თბილისაა და რეგიონებში აქციებია დაგეგმილი. კერძოდ, 2 თებერვალს 16:00 საათზე, სტუდენტების ერთობლივი მარში გაიმართება „თბილისი მოლისკენ“. ამავე დროს, დაგეგმილია აქცია სახელწოდებით – „ბოლომდე!“ აქციები გაიმართება საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც. შს სამინისტრო დაგეგმილი შეკრების მონაწილეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ კანონის საწინააღმდეგო ქმედებისაგან და პროტესტი გამოხატონ კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში.
მეტი...კანადა და მექსიკა აშშ-დან იმპორტირებულ პროდუქტებზე საპასუხო ტარიფებს აწესებენ
კანადამ და მექსიკამ, დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების დაწესების საპასუხოდ, აშშ-დან იმპორტირებულ პროდუქტებზე ტარიფების დაწესება გამოაცხადეს. „თეთრი სახლის მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა, გაერთიანების ნაცვლად, ერთმანეთს დაგვაშორა“, – განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ და დასძინა, რომ კანადა აშშ-დან იმპორტირებულ საქონელზე, მათ შორის შორის ალკოჰოლსა და ხილზე, 25%-იან ტარიფს დააწესებს. აშშ-ის წინააღმდეგ საპასუხო ტარიფები გამოაცხადა მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შინბაუმმაც.
მეტი...“ევროკავშირმა საქართველოსადმი გაცილებით უფრო მკაცრი ნაბიჯები უნდა გადადგას”- ევროპარლამენტარი
ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა აცხადებს, რომ ევროკავშირმა საქართველოსადმი გაცილებით უფრო მკაცრი ნაბიჯები უნდა გადადგას. აღნიშნულით მან ის ფაქტი შეაფასა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ქართული დელეგაციის აკრედიტაცია გაასაჩივრა, მსგავსი რამ პირველად მოხდა საქართველოს დელეგაციასთან მიმართებაში. „პირადად ჩემი აზრით, ეს სუსტი პოლიტიკური გზავნილი იყო, ვისურვებდი, რომ გაცილებით უფრო მკაცრი ზომები და შეთანხმებული სანქციები მენახა საქართველოს მოქალაქეების მიმართ ძალადობის ჩამდენი პირების და მათგან ევროპული მომავლის წამრთმევი, თუ არჩევნების დამრღვევი პირების წინააღმდეგ. თუმცა, იმის გათვალისწინებით, როგორაა აზრი გაყოფილი ევროსაბჭოში ამ თემასთან დაკავშირებით და რომ არიან ძალები, ვინც მეტად მხარს უჭერს რუსულ გზას, მაგალითად სლოვაკეთი…
მეტი...ვალენსიაში პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ
ვალენსიაში პრეზიდენტის, კარლოს მაზონის გადადგომის მოთხოვნით დემონსტრაცია გაიმართა. საპროტესტო აქციის მონაწილეები მას ოქტომბერში გამანადგურებელ სტიქიაზე არასათანადო რეაგირებაში სდებენ ბრალს. დემონსტრაციაში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ წყალდიდობის მსხვერპლთა ოჯახის წევრები. 29 ოქტომბერს წყალდიდობას ვალენსიის რეგიონში 224 ადამიანი ემსხვერპლა. სამი მოქალაქე კი ამ დრომდე უგზო- უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ეს ვალენსიის რეგიონული პრეზიდენტის, კარლოს მაზონის გადადგომის მოთხოვნით გამართული უკვე მეოთხე დემონსტრაცია იყო.
მეტი...ავტობუსი 11 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა – არის მსხვერპლი
ინდოეთში, გუჯარათის შტატში, მომლოცველებით სავსე ავტობუსი გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა 5 და დაშავდა 35 ადამიანი. ისინი ქალაქ დვარკას მოსალოცად მიემგზავრებოდნენ. ავტობუსი თითქმის 11 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. 35 დაშავებულიდან 17-ის მდგომარეობა მძიმეა.
მეტი...სირიის გარდამავალი მთავრობის პრეზიდენტი საუდის არაბეთში ჩავა
სირიის გარდამავალი მთავრობის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა 2 თებერვალს საუდის არაბეთში ჩავა. ეს იქნება შარაას პირველი საზღვარგარეთული ვიზიტი, მას შემდეგ, რაც დეკემბერში ბაშარ ასადმა ქვეყანა დატოვა და ამბოხებულთა ძალები ქვეყნის სათავეში მოვიდნენ. საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დამასკოში 24 იანვარს იმყოფებოდა, რა დროსაც განაცხადა, რომ სამეფო აწარმოებს მოლაპარაკებებს ევროპასთან და აშშ-თან, რათა დაეხმაროს სირიისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების მოხსნას.
მეტი...“ომის შესახებ აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებიდან უკრაინის გამორიცხვა ძალიან საშიში იქნება”- ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკის გაცხადებით, უკრაინაში ომის შესახებ აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებიდან უკრაინის გამორიცხვა ძალიან საშიში იქნება. პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთს არ სურს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში ჩართვა ან რაიმე სახის დათმობების განხილვა. ”ვფიქრობ, ეს არის უახლოესი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები. მათ შეიძლება ჰქონდეთ საკუთარი ურთიერთობები, მაგრამ უკრაინის შესახებ ჩვენს გარეშე საუბარი ყველასთვის საშიშია“ – განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის მტკიცებით, მისი გუნდი კონტაქტშია ტრამპის ადმინისტრაციასთან, მაგრამ ეს დისკუსიები მიმდინარეობს ზოგად დონეზე და სჯერა, რომ უფრო დეტალური შეთანხმებების შესამუშავებლად მალე პირადი შეხვედრები გაიმართება.
მეტი...პოლტავაში დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა
უკრაინის ქალაქ პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის ორი ბავშვია.მაშველების ინფორმაციით, ამ დროისთვის ცნობილია 17 დაშავებულის შესახებ. დაშავებულებს შორის 4 ბავშვია. სამაშველო სამუშაოები გრძელდება. პოლტავას საქალაქო თემში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა გუშინ პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს.
მეტი...კურსკის ოლქში სკოლა-ინტერნატის შენობას ბომბი დაეცა
კურსკის ოლქში შენობას, რომელშიც მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ და ევაკუაციისთვის ემზადებოდნენ, რუსეთის საავიაციო ბომბი დაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინელი სამხედროები ავრცელებენ, რომლებმაც რუსეთის არმია მიზანმიმართულ დარტყმაში დაადანაშაულეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინამ მიზანდასახული თავდასხმა განახორციელა სკოლა-ინტერნატის საერთო საცხოვრებელზე კურსკის ოლქში. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსულმა ბომბი დაეცა და გაანადგურა სკოლა – ინტერნატი რუსეთის უკრაინის ჯარის კონტროლის ქვეშ მყოფ კურსკის რეგიონში.
მეტი...“PACE-მ უარყო და იზოლაციაში მოაქცია არალეგიტიმური “ქართული ოცნების” დელეგაცია”- კონგრესმენი
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მადლობას უხდის. “მადლობელი ვარ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) უარყო და იზოლაციაში მოაქცია არალეგიტიმური “ქართული ოცნების” დელეგაცია. ყველა ორგანიზაციამ და ქვეყანამ ეს უნდა ქნას! ერთადერთი წინ მიმავალი გზა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია” – წერს უილსონი.
მეტი...ტრამპმა კანადისთვის, მექსიკისთვის და ჩინეთისთვის ტარიფების დაწესების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა
დონალდ ტრამპმა კანადისთვის, მექსიკისთვის და ჩინეთისთვის ტარიფების დაწესების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. კერძოდ, ამერიკის პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, 25-პროცენტიან ტარიფები დაწესდა კანადიდან და მექსიკიდან იმპორტზე და 10-პროცენტიან ტარიფები ჩინეთიდან შესულ პროდუქციაზე. გარდა ამისა, კანადიდან ენერგორესურსების იმპორტზე იმოქმედებს 10-პროცენტიანი ტარიფი. თეთრი სახლის განცხადებით, „ეს ტარიფები აუცილებელია, რათა ჩინეთი, მექსიკა და კანადა ანგარიშვალდებულნი გახადონ მათ დაპირებებზე, შეაჩერონ მომწამვლელი ნარკოტიკის ნაკადი აშშ-ში“.
მეტი...მამაკაცი, რომელიც „გალერეა თბილისში“ მეორე სართულიდან გადავარდა, გარდაიცვალა
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც „გალერეა თბილისში“ მეორე სართულიდან გადავარდა, გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ხელში ტელეფონი ეჭირა, მოაჯირი ვერ შენიშნა და მეორე სართულიდან გადავარდა. ის ადგილიდან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მეტი...