“დანაყოფი, სახელწოდებით „ქართული ეროვნული ლეგიონი“, არ არსებობს”- უკრაინის დაზვერვა

“უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს სტრუქტურაში დანაყოფი, სახელწოდებით „ქართული ეროვნული ლეგიონი“, არ არსებობს” – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ამ განცხადებით, დაზვერვის მთავარი სამმართველო სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებას ეხმაურება. „უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ოფიციალურად იუწყება, რომ მის სტრუქტურაში დანაყოფი, სახელწოდებით „ქართული ეროვნული ლეგიონი“, არ არსებობს“ – ნათქვამია განცხადებაში. მანამდე, რობერტ ფიცომ „ქართული ლეგიონის“ მებრძოლები სლოვაკეთში მიმდინარე ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებში მონაწილეობაში დაადანაშაულა.

მეტი...

როგორი ამინიდი იქნება 1-3 თებერვალს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტო, მომდევნო დღეების ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 1-3 თებერვალს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. “უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი. ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე,…

მეტი...

ტრამპის ადმინისტრაცია USAID შემცირებას და სახელმწიფო დეპარტამენტის კონტროლის ქვეშ მოქცევას განიხილავს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შემცირებას და სახელმწიფო დეპარტამენტის კონტროლის ქვეშ მოქცევას. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, „ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ“ (NSC) მიმდინარე კვირაში უმასპინძლა დისკუსიებს ამ თემაზე, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებები მიღებული არ არის. „როიტერი“ წერს, რომ გაურკვეველია, აქვს თუ არა ტრამპს ასეთი ბრძანების გაცემის და კონგრესის გვერდის ავლის უფლებამოსილება. გავრცელებული ინფორმაციით, ახლად შექმნილი მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ოფიციალური პირები, ტრამპის მრჩეველი მილიარდერი ილონ მასკის ხელმძღვანელობით, ასევე მონაწილეობდნენ საუბრებში და სტუმრობდნენ USAID-ის შტაბ-ბინას ვაშინგტონის ცენტრში ამ კვირაში.

მეტი...

“საშინლად გვექცევა”- ტრამპი ევროკავშირისთვის ტარიფების დაწესებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროკავშირისთვის ტარიფების დაწესებას გეგმავს. „ვაპირებ თუ არა ევროკავშირისთვის ტარიფების დაწესებას? გულწრფელი პასუხი გინდათ თუ პოლიტიკური? აბსოლუტურად. ევროკავშირი საშინლად გვექცევა“ – ჟურნალისტებს  დონალდ ტრამპმა. მისი თქმით, ევროკავშირისთვის ტარიფების დაწესება აშშ-ს სავაჭრო დეფიციტის გამოსწორების საშუალებას მისცემს. „ისინი ჩვენს ავტომობილებს არ იღებენ. ჩვენს სოფლის მეურნეობის პროდუქტებს არ იღებენ. არაფერს იღებენ. ევროკავშირთან დიდი დეფიციტი გვაქვს. ასე რომ, ევროკავშირთან დაკავშირებით რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს გავაკეთებთ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. გარდა ამისა, თეთრი სახლის განცხადებით, დღეიდან აშშ კანადიდან და მექსიკიდან იმპორტზე 25%-იან ტარიფებს, ხოლო ჩინეთიდან იმპორტზე 10%-იან ტარიფებს დააწესებს.

მეტი...

რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანა

რუსეთმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანა. დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ქალაქის მერის, გენადი ტრუხანოვის განცხადებით, იუნესკო-ს დაცულ ტერიტორიაზე დიდი ზარალი და ნგრევაა, დაზიანებულია გაძლიერებული დაცვის ქვეშ მყოფი შენობა. ოდესაზე რუსეთის თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. ზელენსკის თქმით, წინასწარი ინფორმაციით, ეს იყო ბალისტიკური დარტყმა.

მეტი...

„ადმინისტრაციას, ძალიან სერიოზული, დისკუსია ჰქონდა რუსეთთან უკრაინაში ომის შესახებ“- ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებთ, მის ადმინისტრაციას უკვე ჰქონდა „ძალიან სერიოზული“ დისკუსია რუსეთთან უკრაინაში ომის შესახებ. ტრამპის თქმით, უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებას რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გამართავს. „ჩვენ ვისაუბრებთ და ვფიქრობ, რაღაც მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ გვინდა ამ ომის დასრულება. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს ომი არ დაიწყებოდა“- განაცხადა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან.

მეტი...

ვენესუელამ ექვსი ამერიკელი პატიმარი გაათავისუფლა

ვენესუელამ ექვსი ამერიკელი პატიმარი გაათავისუფლა. პატიმრების გათავისუფლება მას შემდეგ მოხდა, რაც კარაკასში ვენესუელის პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ დიპლომატიურ წარმომადგენელს, რიჩარდ გრენელს შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, რიჩარდ გრენელმა ნიკოლას მადუროსთან შეხვედრაზე აშშ-დან დეპორტირებული ვენესუელის მოქალაქეების ვენესუელაში უპირობო დაბრუნების საკითხი განიხილა. გრენელს გათავისუფლებული პატიმრები არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ მათ დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადეს. „ახლახან შემატყობინეს, რომ ვენესუელიდან ექვს მძევალს ვაბრუნებთ. მადლობა რიკ გრენელსა და ჩემს გუნდს. შესანიშნავია!“ – დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე.

მეტი...

„ახალი თეატრის“ საპროტესტო გასვლა რეგიონებში დაიწყო

ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტის რეგიონებში გასვლა დღეს ბათუმით იწყება. მსახიობები და რეჟისორები აჭარის მიმართულებით უკვე გაემგზავრნენ. როგორც „ახალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა განაცხადა, ბათუმში მანიფესტს ადგილობრივები წაიკითხავენ და რეგიონის პრობლემებზე ისაუბრებენ. „ამ მანიფესტის მთავარი გზავნილი არის სოლიდარობა – სოლიდარობა ერთმანეთისვე მიმართ. მთავარი რის გამოც ჩავდივართ არის ის, რომ მათ მოვუსმინოთ. მანიფესტებს არა ჩვენები, არამედ იქაური, ძალიან მაგარი ხალხი წაიკითხავს. ჩვენთვისაც საინტერესოა, რას გვეტყვიან. ესენი იქნებიან ბათუმელი საინტერესო ადამიანები, ვისაც სათქმელი აქვთ და ბათუმის და ზოგადად, აჭარის პრობლემებზე ისაუბრებენ“,- განაცხადა დოიაშვილმა. საპროტესტო მანიფესტი ხვალ, 2 თებერვალს სამეგრელოში…

მეტი...

გერმანიის პარლამენტმა მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრების კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრების კანონპროექტს გერმანიის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტი „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა წარადგინა. მერცი ამტკიცებდა, რომ მიგრაციის შესახებ გადაწყვეტილებები ახლა საჭიროა, მიუხედავად იმისა, ვინ უჭერს მხარს მათ. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა დაადანაშაულა მერცი იმაში, რომ არ იცავდა დემოკრატიას პარტიასთან „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მუშაობის არჩევისას. საკამათო შუამდგომლობა მხარს უჭერს საზღვრის მუდმივ კონტროლს ყველა მეზობელ ქვეყანასთან და ხალხის უკან დაბრუნებას საზღვრებიდან, მაშინაც კი, თუ ისინი თავშესაფარს ითხოვენ. გერმანული მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, გერმანიის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრების მომხრეა. თუმცა თანაბრად დიდი უმრავლესობა ასევე ეწინააღმდეგება,…

მეტი...

ფილადელფიაში მცირე ზომის სამედიცინო-საევაკუაციო თვითმფრინავი ჩამოვარდა

აშშ-ის ქალაქ ფილადელფიაში მცირე ზომის სამედიცინო-საევაკუაციო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. თვითმფრინავის ბორტზე ექვსი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის ოთხი წევრი, პაციენტი ბავშვი და პაციენტის დედა. ისინი მექსიკის მოქალქეები არიან. კომპანია Jet Rescue Air Ambulance-ის ინფორმაციით, პაციენტი ფილადელფიაში მკურნალობის შემდეგ მექსიკაში ბრუნდებოდა. „ამ დროისთვის, გადარჩენილების შესახებ ინფორმაციას ვერ დავადასტურებთ“ – აცხადებს კომპანია. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

მეტი...