“გალერეა თბილისში” მეორე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა

“გალერეა თბილისში” მეორე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა. ფაქტის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. თვითმხილველების თქმით, მამაკაცს ხელში ტელეფონი ეჭირა, მოაჯირი ვერ შენიშნა და მეორე სართულიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, ის ცოცხალია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.  

მეტი...

რუსთაველის გამზირი დღესაც გადაკეტეს

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. მოქალაქეები ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. პარლამენტის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი, ასევე საქართველოსა და ევროკავშირის დროშებიც.

მეტი...

კონგოს რესპუბლიკაში დაპირისპირებას 700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაპირისპირებას ბოლო ერთ კვირაში 700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 2 800 კი დაშავდა. ამბოხებულთა დაჯგუფება „ემ23“-მა, ქვეყნის აღმოსავლეთში ჩრდილოეთ კივუს პროვინციის ქალაქი გომა დაიკავა და სამხრეთ კივუს პროვინციის ქალაქ ბუკავუს მიმართლებით გადაადგილდება. გაერო-ს მონაცემებით, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ასევე იმყოფებიან „რუანდის თავდაცვის ძალები“. დასავლური მედიის შეფასებით, „ემ23“ 100-ზე მეტი შეიარაღებული ჯგუფისგან შედგება, რომლებიც კონგოს მინერალებით მდიდარ აღმოსავლეთში კონტროლის დამყარებას ცდილობს. ეს მინერალები გადამწყვეტი მნიშვნელობისაა მსოფლიოს ტექნოლოგიის დიდი ნაწილისთვის.

მეტი...

კაცი, რომელმაც დევნილთა სააგენტოს ეზოში თვითდაზიანება მიიყენა, გარდაიცვალა

მამაკაცი, რომელმაც დევნილთა სააგენტოს ეზოში რამდენიმე დღის წინ თვითდაზიანება მიიყენა, გარდაიცვალა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ზამირ კვეკვესკირი ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. „ჯანდაცვის სამინისტრო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ზამირ კვეკვესკირის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს. 44 წლის ზამირ კვეკვესკირის სიცოცხლის გადასარჩენად, სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ექიმები, 5 დღის განმავლობაში, თავდაუზოგავად იბრძოდნენ. ზამირ კვეკვესკირმა, 27 იანვარს, სხეულზე, მძიმე თვითდაზიანება მიიყენა. ის სამედიცინო დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი, თუმცა, ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, სამწუხაროდ, გარდაიცვალა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში

მეტი...

ჩხრეკის შემდეგ აქტივისტები დიღმის პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს

დიღმის მთავარ სამმართველოში ისაკო დევიძის დაკითხვის პროცესი მიმდინარეობს. სამმართველოსთან დაკავებულის ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებიან. ადგილზე მოქალქეებმა საპროტესტო აქციაც გამართეს. დიღმის მთავარ სამმართველოსთან იმყოფება დევიძის ადვოკატიც, რომელიც ამბობს, რომ აქტივისტთან ამ დრომდე არ უშვებენ. “ისაკო იკითხება ახლა ზემოთ და ადვოკატს არ მიშვებენ ზემოთ. ეს არის დარღვევა. სხვა შეფასება არ არსებობს. სამართლებრივი ნაწილით ეს არ უნდა განვიხილოთ. ეს არის პოლიტიკური ნაწილი, რომ ხალხი შეაშინონ და დღეს სისტემა ცდილობს, რომ ხალხს შეეშინდეს და ხვალ მნიშვნელოვან აქციაზე ხალხი აღარ მივიდეს” – განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ. დიღმის პოლიციის სამართველოში იმყოფება კიდევ ერთი აქტივისტი ილია ღლონტი. ასავე…

მეტი...

“აშშ-ს სურს უკრაინაში არჩევნების ჩატარება”- ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი

უკრაინის საკითხებში დონალდ ტრამპის არჩეულმა სპეციალურმა წარმომადგენელმა, გენერალმა კიტ კელოგმა განაცხადა, რომ აშშ-ს სურს უკრაინაში არჩევნების ჩატარება. კელოგის თქმით, უკრაინაში „უნდა ჩატარდეს“ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, რაც უკრაინის კანონმდებლობით აკრძალულია საომარი მდგომარეობის დროს. „დემოკრატიული ქვეყნების უმეტესობაში ომის დროს არჩევნები იმართება. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ ეს კარგია დემოკრატიისთვის. ეს არის ძლიერი დემოკრატიის სილამაზე, რომ გყავს ერთზე მეტი ადამიანი, რომელსაც შეუძლია პოტენციურად კენჭისყრა”, – აღნიშნა კელოგმა. „როიტერის“ ცნობით, უკრაინაში არჩევნების ჩატარება ერთ-ერთი საკითხია, რომელსაც ტრამპის გარემოცვა უკრაინაში ომის დასრულების გეგმის კონტექსტში განიხილავს.

მეტი...

სამოქალაქო აქტივისტი ისაკო დევიძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, სამოქალაქო აქტივისტი ისაკო დევიძე ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული. უწყების განმარტებით, დევიძე 173-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. აქტივისტის დაკავებამდე, სამართალდამცავებმა მისი სახლიც გაჩხრიკეს. ასევე გამოკითხვაზე გადაყვანილია ჯგუფ „დაიტოვეს“ დამფუძნებელი ილია ღლონტიც, რომლის სახლშიც დღეს ჩხრეკაც ჩატარდა. დღეს, სამართალდამცავებმა რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტის საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს.

მეტი...

“ქართული კოშმარის არაღიარების აქტს“ კიდევ ოთხი თანაავტორი შეემატა

ე.წ. “ქართული კოშმარის არაღიარების აქტს“ კიდევ ოთხი თანაავტორი შეემატა. ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის ოფიციალურ გვერდზე კანონპროექტის გვერდზეა აღნიშნული. განახლებული ინფორმაცია, კანონპროექტს კიდევ ოთხი თანაავტორი შეემატა, ესენი არიან: მაიკლ ტერნერი (რესპუბლიკური პარტია), ლოიდ დოგერი (დემოკრატიული პარტია), მაიკლ ლოულერი (რესპუბლიკური პარტია) და ემანუელ კლივერი (დემოკრატიული პარტია). კანონპროექტმა, რომელიც მიზნად ისახავს “აეკრძალოს შეერთებულ შტატებს ბიძინა ივანიშვილს ან მის  მიერ მართული საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარება, რა მიზნითაც არ უნდა იყოს”,კენჭისყრაზე გამოტანამდე წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ და საგარეო საქმეთა კომიტეტებში განხილვა უნდა გაიაროს.    

მეტი...

„ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი უვარდება მამაც ქართველებს სახლებში და უკანონო დაკავებებს ახორციელებს“- უილსონი

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენის ჯო უილსონის განცხადებით, საქართველოში უკანონო დაკავებები ხორციელდება. “ივანიშვილის ბრუტალური და არალეგიტიმური რეჟიმი რეიდებით უვარდება მამაც ქართველებს სახლებში და უკანონო დაკავებებს ახორციელებს, რათა სულ უფრო სასოწარკვეთილ მცდელობაში ჩაებღაუჭოს ძალაუფლებას ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების შემდეგ. უნდა შემოვიღოთ სანქციები. ტრამპი ამას გამოასწორებს,” – წერს უილსონი.    

მეტი...

ბათუმში „ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტი მიმდინარეობს

ბათუმში, ევროპის მოედანზე ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტი მიმდინარეობს. მსახიობები და აქციებზე დაკავებუთა მშობლები შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ. „ჩვენ ჩამოვედით, რომ გავიგოთ თქვენი ხმა, ის ტკივილები რაც გაქვთ, აქ იქნებიან თქვენი წარმომადგენლები, დავინახოთ ერთმანეთი და მოვუსმინოთ ერთმანეთს. ერთად უფრო ადვილად გადავცურავთ ზღვას. პოლიტპატიმრები ყველა ჩვენი ტკივილია” – აცხადებენ მანიფესტის მონაწილეები.s`

მეტი...

ახალი წლის დღეებში, ჩენეთის დიდ კედელზე ღამის წარმოდგენები გელოდებათ (ფოტორეპორტაჟი)

ჩინეთის დიდი კედელი საღამოს  არანაკლებ საინტერესოა, ვიდრე დღის განმავლობაში. ჩინეთის დიდი კედლის მონახულება არაერთი მხრიდან თუ ქალაქიდან  შეიძლება. მათ შორის ერთ-ერთია ბადალინგი. ბადალინგი არის ჩინეთის დიდი კედლის ყველაზე დატვირთული და ხალხმრავალი ადგილი. სწორედ ამიტომ, ჩინურ ახალ წელთან დკავშირებით, ამ მონაკვეთიდან კედლის მონახულება საათებშიც შეგიძლიათ. კერძოდ 28 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით, გაზაფხულის ფესტივალზე, ჩინეთის დიდი კედლის პერიმეტრზე საოცარ წარმოდგენებსა და ლაზერ შოუებს იხილავთ. ეს მონაკვეთ კი პეკინიდან დაახლოებით 80 კილომეტრში მდებარეობს.ბადალინგის დიდი კედელი პოპულარულია როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ მოგზაურებში, რადგან ის კედლის საუკეთესო წარმომადგენლობითი ნაწილია და  მიჩნეულია ზომიერად რთულ მარშრუტად. ამ…

მეტი...

ზუგდიდელი აქტივისტი 3000 ლარით დააჯარიმეს

ზუგდიდელი აქტივისტი შალვა ესართია 3000 ლარით დააჯარიმდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი აბშილავამ, მიიღო. ზუგდიდის აქციების მედროშე დარბაზიდან გაათავისუფლეს. ესართია 30 იანვარს, პოლიციაში ნიღბის ტარების გამო ჯარიმის ოქმის ჩასაბარებლად დაიბარეს, სადაც ის ასევე ნიღბით მივიდა. ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა მას ნიღბის მოხსნა მოსთხოვეს, რასაც ესართია არ დაემორჩილა. მათ შორის, შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც აქტივისტი დააკავეს.  

მეტი...

ევროკავშირი საპასუხო ზომებს მიიღებეს, თუ ტრამპი ევროპული იმპორტის წინააღმდეგ ტარიფებს დააწესებს

ევროკავშირში აცხადებენ, რომ საპასუხო ზომებს მიიღებენ, თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროპული იმპორტის წინააღმდეგ ტარიფებს დააწესებს. ამის შესახებ ევროკავშირის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა სააგენტო ANSA-სთან ინტერვიუში განაცხადა. წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი „დარჩება თავისი პრინციპების ერთგული და, საჭიროების შემთხვევაში, მზად იქნება, დაიცვას თავისი ლეგიტიმური ინტერესები“. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მექსიკის, კანადისა და ჩინეთის შემდეგ ტარიფების დაწესებას ევროკავშირისთვისაც გეგმავს. აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი მის ქვეყანას ცუდად ექცევა.

მეტი...

“სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება დასჯადია”- შსს ავტობანებზე გასამართ აქციებზე

შს სამინისტრო 2 თებერვალს დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ცენტრალურ მაგისტრალები სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს წარმოადგენს და მათი ბლოკირება დასჯადია. “როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა მედია პლატფორმაზე ვრცელდება ინფორმაცია, 2 თებერვალს ცენტრალურ მაგისტრალებსა და ავტობანებზე გასამართი შეკრება- მანიფესტაციის შესახებ. გვსურს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ვაცნობოთ, რომ „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 ოქტომბრის №361 დადგენილების თანხმად, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები წარმოადგენს სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს. სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის შესაბამისად, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება დასჯადი…

მეტი...

გერმანიის ყოფილი პრეზიდენტი გარდაიცვალა

გერმანიის ყოფილი პრეზიდენტი ჰორსტ კელერი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მძიმე დაავადებას ებრძოდა. კელერი გერმანიის პრეზიდენტის პოსტს 2004-2010 წლებში იკავებდა. 2010 წელს ის მოულოდნელად გადადგა. მანამდე ის იკავებდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის გენერალური დირექტორის თანამდებობას (2000-2004 წლები). გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, კელერის გარდაცვალებით გერმანიამ დაკარგა თავის საქმის ერთგული პოლიტიკოსი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში უფრო სამართლიანი სამყაროსთვის იბრძოდა.

მეტი...

“რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებში შედის”- ტრამპის წარმომადგენელი

“რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებში შედის”- ამის შესახებ უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. მისივე თქმით, თუ ომი დასრულდება, ეს აშშ-ს სარგებელს მოუტანს. „თუ ჩვენ ამ ომის დასრულებას შევძლებთ, მაშინ ეს მთელ მსოფლიოს, მათ შორის, აშშ-ს, სარგებელს მოუტანს“, – განაცხადა კიტ კელოგმა. ტრამპის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ცეცხლის შეწყვეტა მომდევნო რამდენიმე თვეშია შესაძლებელი.

მეტი...

ხენანიდან, ერთ წელში, ექსპორტზე 160 მილიონზე მეტი წყვილი ფეხსამელი გავიდა

ჩინურ, ტრადიციულ, ქსოვილის-მოქარგულ ფეხსაცმელებზე მოთხოვნა საერთაშორისო ბაზარზეც მზარდია. განსაკუთრებით კი ახალ წელსა და გაზაფხულის ფესტივალზე.  როგორც მწარმოებლები ამბობენ,  ხენანის ქსოვილის ფეხსაცმელი ინარჩუნებს ძლიერ მიმზიდველობას როგორც შიდა ისე საერთაშორისო კლიენტებისთვის. იენშის რაიონში, ქალაქ ლუოიანგში, ხენანის პროვინციაში მდებარე საწარმო  თავდაპირველად ორიენტირებული იყო საერთაშორისო შეკვეთებზე, გაზაფხულის ფესტივალის პერიოდში კი საგაზაფხულო ფეხსაცმლის წარმოება ჩაეშვა. 2024 წელს, წარმოების 80%  ექსპორტზე  რუსეთი, სამხრეთ კორეასა და ინდოეთზე მუშაობდა. ჩინეთის ნაჭრის ფეხსაცმლის დედაქალაქად წოდებული რაიონი ახლა  600-ზე მეტი სახეობის ფეხსაცმელს აწარმოებს და 500-ზე მეტი დამხმარე საწარმო გააჩნია. ფეხსაცმლის წარმოების ინდუსტრიაში დასაქმებულია თითქმის 100 000 ადამიანი. ეს არის ქვეყნის…

მეტი...

თბილისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ორი ადამიანი დააკავეს

პოლოციამ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა და მომხდართან დაკავშირებით, ორი ადამიანი დააკავა. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ლ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1990 წელს დაბადებული ზ.შ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთასითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 31 იანვარს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულმა, თბილისში, 1977 წელს დაბადებულ თ.ტ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად თ.ტ., მომხდარიდან რამდენიმე წუთში საკუთარ ავტომობილშივე გარდაიცვალა. მომხდარიდან რამდენიმე საათში  ლ.კ.  პოლიციაში გამოცხადდა და  დანაშაულის ჩადენის იარაღი წარმოადგინა.  შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების…

მეტი...

“ევროსაბჭოს ასამბლეის გადაწყვეტილება სწორი იყო. დანარჩენი საზოგადოების გასაკეთებელია” – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის აცხადებს, რომ ევროსაბჭო საკუთარი გადაწყვეტილებით საქართველოს მხარეს დადგა, დანარჩენი კი საზოგადოების გასაკეთებელია. „მიმაჩნია, რომ ევროსაბჭოს ასამბლეის გადაწყვეტილება ძალიან სწორი იყო. იმიტომ, რომ ერთი მხრივ, დასვა ძალიან სწორი პირობები. მეორე მხრივ, იმთავითვე არ შეწყვიტა დელეგაციის უფლებამოსილება და ეს კარგად გააზრებული იყო, რადგან ეს დაამძიმებდა საქართველოს იზოლაციას. ეს არ არის არც მათი, არც ჩვენი მიზანი, ერთადერთი შეიძლება „ქართული ოცნების“ მიზანი იყოს, რომ საქართველო უფრო ღრმა იზოლაციაში აღმოჩნდეს. ამიტომ, სწორი გადაწყვეტილება იყო პასუხი კი, რაც ქართულმა დელეგაციამ გასცა, ძალიან არასწორი იყო”- ამბობს ზურაბიშვილი. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მზია ამარლობლის…

მეტი...

გარდაიცვალა ცნობილი ექიმი

ექიმი გაიანე სიმონია გარდაიცვალა. ცნობილი ექიმის გარდაცვალების შესახებ, მისი კოლეგები წერენ და აღნიშნავენ, რომ გაიანე სამედიცინო საზოგადოებისთვის უდიდესი დანაკლისია. „პროფესორი გაიანე სიმონია! უმძიმესი დანაკლისი სამედიცინო საზოგადოებისთვის! ოჯახისთვის! მეგობრებისთვის! კოლეგებისთვის! მისი მოწაფეებისა და სტუდენტებისთვის! ყველა ჩვენგანისთვის! გაანათლოს მისი სული უფალმა! RIP dear Professor!!!“, – წერს ექიმი ირაკლი კოხრეიძე..

მეტი...

ისრაელმა 183 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა

BBC-ის ინფორმაციით, ისრაელმა 183 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა. პალესტინელი პატიმრების ნაწილი დასავლეთ სანაპიროზე, ნაწილი კი, ღაზის სექტორში გადაიყვანეს.მანამდე „ჰამასმა“ სამი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა. გარდა ამისა, დღეს 2024 წლის მაისის შემდეგ პირველად, ღაზის სექტორისა და ეგვიპტის დამაკავშირებელი რაფაჰის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი გაიხსნა. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, რაფაჰის გადასასვლელის გავლით ღაზიდან ეგვიპტეში 50 პალესტინელი პაციენტი გადაიყვანეს.

მეტი...

სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები დაემატა

მთავრობის დადგენილებით, სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები დაემატა. შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ 31 იანვარს გამოსცა. დადგენილებას, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა, ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს. დადგენილება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.

მეტი...

აქტივისტი ილია ღლონტი სამართალდამცველებმა განყოფილებაში გადაიყვანეს

ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, აქტივისტი ილია ღლონტი სამართალდამცველებმა განყოფილებაში გადაიყვანეს. განყოფილებაში გადაყვანის მომენტში ილია ღლონტმა მის სახლთან შეკრებილ მხარდაჭერებს და მოქალაქეებს უთხრა, რომ მისი სახლში ჩხრეკა ჩატარდა და ეს ყველაფერი ხვალინდელ დაანონსებულ აქციას შეეხებოდა. „ხვალინდელი აქციის ეშინიათ, დავანახებთ რამდენი ვართ, ქართველი ხალხი ადეკვატურ პასუხს გასცემს და ხვალ ვაჩვენებთ რამდენი ვიქნებით“, – აცხადებს ერთ-ერთი აქტივისტი. დღეს პოლიცია ჩხრეკას რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტის სახლში ატარებს. აღნიშნულის შესახებ ისინი სოციალურ ქსელში თავად წერენ.

მეტი...

“ძალადობის ორგანიზება”- შსს-ს განცხადება აქტივისტების სახლებში ჩხრეკასთან დაკავშირებით

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამოქალაქო აქტივისტების სახლებში ჩხრეკასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. შსს-მ გამოძიება ორი – სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 226-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას ასევე, ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან მასში აქტიური მონაწილეობას გულისხმობს, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით და 226-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველები თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს, მათ შორის საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ხორციელდება საქმესთან შემხებლობაში მყოფი…

მეტი...

პოლტავისა და ხარკოვის დაბომბვას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების – პოლტავისა და ხარკოვის დაბომბვას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. პოლტავაში რუსული თავდასხმის სამიზნე მრავალსართულიანი შენობა გახდა. პარალელურად, ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა თქვა, რომ ხოლოდნოგორსკის რაიონში „შაჰედის” ტიპის უპილოტო თვითმფრინავით თავდასხმის შედეგად ნაწილობრივ განადგურდა ერთი კერძო სახლი. თავდასხმას ერთი ქალი ემსხვერპლა, კიდევ ხუთი ადამიანი დაშავდა.    

მეტი...

აქტივისტების სახლებში პოლიცია ჩხრეკას ატარებს

სამოქალაქო აქტივისტების სახლებში პოლიცია ჩხრეკას ატარებს. ამის შესახებ ინფორმაცია, სოციალურ ქსელში თავად აქტივისტებმა გაავრცელეს. „ჩემს კართან მოვიდა პოლიცია, კარს თუ არ გააღებთ იძულებით შემოვალთო“ – დაწერა ქრისტინე ბოტკოველმა. სამართალდამცველები იმყოფებიან „დაიტოვეს“ კიდევ ერთი დამფუძნებლის, ილია ღლონტის საცხოვრებელ სახლშიც. „ჩემთანაც პოლიციაა მოსული!“ – წერს ღლონტი.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი დღეს ბათუმში ჩავა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ბათუმელების” დაკავებული დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისადმი სოლიდარობისა და მხარდაჭერისათვის „ბათუმელების“ რედაქციას ეწვევა, სადაც მასთან ინტერვიუ შედგება. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა გაიმართება ასევე, საპატიმროებიდან უკვე გათავისუფლებულ აქტივისტებთან და დაპატიმრებული მოქალქეების ოჯახის წევრებთან. გარდა ამისა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ სტუდენტებსა და აქციის მონაწილეებსაც მიმართავს, რის შემდეგაც, ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტს დაესწრება.

მეტი...

“რუსული ტერორისგან თავის დასაცავად მეტი მხარდაჭერა გვჭირდება”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშებს ეხმაურება. ზელენსკის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა რუსეთზე ზეწოლა გაზარდონ. „თითოეული მსგავსი ტერორისტული აქტი ადასტურებს, რომ ჩვენ რუსული ტერორისგან თავის დასაცავად მეტი მხარდაჭერა გვჭირდება. ყოველი საჰაერო თავდაცვის სისტემა, ყოველი ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტა გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა იმოქმედონ, შეთანხმებები შეასრულონ და რუსეთზე ზეწოლა გაზარდონ“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე. უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, რუსული ძალების იერიშების შედეგად, პოლტავაში სამი ადამიანი, ხარკოვში ერთი და სუმის ოლქში ორი ადამიანი დაიღუპა.

მეტი...

„მიკვირს ასეთი აღტაცება არაბეთის ახალი ზღაპრით და სასწაული გარიგებით – როდის გვიხაროდა მიწების ასე გაყიდვა?“- ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დასავლეთის გრანტების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. „ე.წ. დახმარება შეიძლება შეუჩერონ, მაგრამ რა ჰქონდა საქართველოს მოსახლეობას ამ გრანტებისგან, გაზულუქებული „ენჯეოშნიკების“ მეტი? – ეს კითხვა, რომელსაც ავრცელებენ მესეჯბოქსებით, ავლენს მის ავტორებისგან არა მხოლოდ უვიცობას, არამედ, უმადურობას და მომავალზე დაუფიქრებლობას. მომავალი თაობის თავისუფლებაზე რომ არ ფიქრობთ და დიქტატურას უმზადებთ ეს უკვე გავიგეთ, მაგრამ მათ მომავალ განათლებაზე, ჯანმრთელობაზე, დაცულობაზე და განვითარებაზეც ხელს რომ იღებთ თქვენი დღევანდელი კეთილდღეობის გულისთვის, ამაზე რა პასუხია?”- ამბობს სალომე ზურაბიშვილი. ზურაბიშვილის განცხადებით, არავითარი მილიარდი არაბეთის დეველოპერების ხელში არ უზრუნველყოფს განათლების დონის ამაღლებას. “არავითარი მილიარდი არაბეთის დეველოპერების…

მეტი...

“გაღვიძების დრო დადგა ყველასთვის”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ყველასთვის გაღვიძების დრო დადგა. “გაღვიძების დრო დადგა ყველასთვის. საკითხი არ ეხება პოლიტიკურ არჩევანს, ეს არ არის როგორც უნდათ წარმოგვიდგინონ გუშინდელი ბრძოლის გაგრძელება „ნაც-ქოცების“ შორის. სხვა ამოცანა გვიდგას ჩვენს წინაშე: ან დავთმოთ სახელმწიფო, მაშასადამე იდენტობა, წარსული და მომავალი – ან დავუდგეთ. წინ, პროპაგანდისგან, პირად მოკლევადიან ინტერესებისგან, კონფორმიზმისგან გავთავისუფლდეთ და დავდგეთ ქვეყნის მხარეს, ვარჩიოთ მომავალი!”- წერს ზურაბიშვილი.

მეტი...

პოლიციამ პოლონეთის იუსტიციის ყოფილი მინისტრი, დააკავა, რომელიც პარლამენტში არ ცხადდებოდა

პოლიციამ პოლონეთის იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზბიგნევ ზებრო დააკავა, რომელიც პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში არ ცხადდებოდა. ამის შესახებ, ინფორმაციას  პოლონური მედია ავრცელებს. ზებრომ არაერთხელ განაცხადა, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში არ გამოცხადდებოდა, რომელიც ყოფილი მთავრობის მიერ სათვალთვალო სისტემის Pegasus-ის გამოყენების გამოძიებისთვის შეიქმნა. წინა ხელისუფლების დროს, პოლონეთის იუსტიციის სამინისტრომ იყიდა ისრაელის წარმოებული, მაღალი ტექნოლოგიის სათვალთვალო სისტემა, რომელსაც მსოფლიოში მოჰყვა შეშფოთება პირადი სივრცის დარღვევის შესახებ. გავრცელდა ცნობები, რომ მთავრობა მისი გამოყენებით თავის კრიტიკოსებზე და მაშინდელ ოპოზიციაზე აწარმოებდა თვალთვალს. საგამოძიებო ჯგუფმა მიმართა სასამართლოს თხოვნით, აიძულონ იუსტიციის ყოფილი მინისტრი, გამოცხადდეს კომისიაში და შესაბამისი ჩვენება მისცეს. ზებრო არ…

მეტი...

პარიზის გრანდ სლემზე დღეს ექვსი ქართველი იასპარეზებს

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში დღეს სტარტს აიღებს გრანდ სლემის ტურნირი ძიუდოში. შეჯიბრზე მედლებისთვის 14 ქართველი ძიუდოისტი (12 კაცი და 2 ქალი) იბრძოლებს. პირველ დღეს ექვსი ქართველი – ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ), თემურ ნოზაძე, ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი, მიხეილ ბახბახაშვილი (73 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) იჭიდავებს. ჯაბა პაპინაშვილი პირველივე წრეში იაპონელ კენტა სეკიმოტოს შეხვდება, ვაჟა მარგველაშვილი მეორე რაუნდში რომარიკ ვენდ-იამ ბუდასა (საფრანგეთი) და აიზია რამირესს (აშშ) შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება, თემურ ნოზაძე კი – გვინეა-ბისაუელ ეუკილდეს ჟოაო ლოპესს. ორი ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს 73 კგ-მდე წონით კატეგორიაშიც. ოლიმპიური, მსოფლიო და…

მეტი...

„ჰამასმა“ ისრაელიდან გატაცებული კიდევ ორი მძევალი გაათავისუფლა

„ჰამასმა“ ისრაელიდან გატაცებული კიდევ ორი მძევალი გაათავისუფლა. ისინი  ტყვეობაში 484 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მძევლები თავდაპირველად „წითელ ჯვარს“ ქალაქ ხან იუნისში გადასცეს, რომელმაც გათავისუფლებული ადამიანები ღაზის სექტორში, ისრაელის თავდაცვის ძალების ბაზაზე მიიყვანა. პირველადი ფიზიკური და მენტალური შემოწმების შემდეგ ყოფილი მძევლები ისრაელის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. დღესვე მოსალოდნელია მესამე მძევლის გათავისუფლებაც.

მეტი...

რუსებმა პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსს დაარყეს – არის მსხვერპლი

რუსებმა პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსი დაბომბეს, არის მსხვერპლი. ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, რუსული ძალების იერიშის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და 12 ავტომობილი. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.  

მეტი...

დონალდ ტრამპი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ერთმანეთს ვაშინგტონში შეხვდებიან

თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში შეხვდებიან. შეხვედრა 4 თებერვალს გაიმართება. ნეთანიაჰუ არის პირველი უცხოელი ლიდერი, რომელმაც მიიღო მიწვევა თეთრ სახლში ტრამპის ადმინისტრაციიდან. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ პოლონეთი გეგმავს ტრამპის მიწვევას სამი ზღვის ინიციატივის სამიტზე. ტრამპმა, მანამდე, განაცხადა, რომ მისი პირველი საგარეო ვიზიტი შესაძლოა, საუდის არაბეთში ან ბრიტანეთში იყოს.  

მეტი...

მოტყუებული მომხმარებელი აცხადებენ, რომ ავტომანქანა მოიგო, თუმცა, არ აძლევენ – ადვოკატების განცხადება 

აზარტული თამაშით დაზარალებული ერთ-ერთი მომხმარებლის ადვოკატებმა სალომე აბესლამიძემ და ვალერი ხითაროვმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც კონკრეტულ ფაქტზე ისაუბრეს. მათი თქმით, მომხმარებელმა „ევროპაბეთის“ გათამაშებაში ავტომანქანა მოიგო, თუცა, არ აძლევენ. „მინდა, რომ ფართოდ გახდეს ცნობილი ამ უკანონობის შესახებ, რომელიც აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით მოხდა. მოგეხსენებათ, რომ აზარტული თამაშები საკმაოდ პოპულარულია საქართველოში. სამწუხაროა ამდენი მიმართვიანობა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით, სამწუხაროა, რომ ამ საქმეს საკმაოდ დიდი მფარველებიც ჰყავს. ამის მომხრე ჩვენ არ ვართ და წინააღმდეგები ვართ. თუმცა, რეკლამები იმდენად დიდია, ერთვებიან ადამიანები ამ თამაშებში. ერთ-ერთი ორგანიზაცია არის ევროპაბეთი, რომელიც ათამაშებდა Tesla cyber truck-ს. გათამაშებაში მონაწილეობის დროს მომხმარებელმა მოიგო…

მეტი...