“სამარცხვინო და არაამერიკული”- სენატორი ტრამპ-ზელენსკის შეხვედრაზე

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ თეთრ სახლში ტრამსა და ზელესნკის შორის გამართული შეხვედრა სამარცხვინო და არაამერიკული იყო. „აშშ-ის პრეზიდენტისგან და ვიცე-პრეზიდენტისგან ამ შუადღის აღმაშფოთებელი წარმოდგენა სამარცხვინო და პირდაპირ არაამერიკული იყო. ისინი კიდევ ერთხელ მკვლელი კრიმინალის, პუტინის, მხარეს დადგნენ ჩვენი დემოკრატიული მოკავშირის, უკრაინის, ნაცვლად. მხარში ვუდგავარ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის კეთილშობილურ ბრძოლას თავისუფლებისთვისა და დემოკრატიისთვის” – წერს შაჰინი.

მეტი...

“მადლობა, დონალდ ტრამპ, კონგრესო, და ამერიკელო ხალხო”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრი სახლის დატოვების შემდეგ, ამერიკელ ხალხს, პრეზიდენტ ტრამპს და კონგრესს მადლობას უხდის. მისი სიტყვებით, უკრაინას სჭირდება მშვიდობა და ამისთვის მუშაობენ. „მადლობა, ამერიკა, მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის, მადლობა ამ ვიზიტისთვის. მადლობა, დონალდ ტრამპ, კონგრესო, და ამერიკელო ხალხო. უკრაინას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა სჭირდება, და ზუსტად ამისთვის ვმუშაობთ“ – წერს ზელენსკი. “კარგი სატელევიზიო შოუ დავდგით” – ზელენკიმ თეთრი სახლი დატოვა

მეტი...

„სასტიკი თრევა ოვალურ ოფისში. ტრამპმა პირველად უთხრა კოკაინურ კლოუნს სიმართლე სახეში”- მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის გამართულ შეხვედრას ეხმიანება. მისი თქმით, ტრამპმა პირველად უთხრა “კოკაინურ კლოუნს სიმართლე სახეში”. „სასტიკი თრევა ოვალურ ოფისში. ტრამპმა პირველად უთხრა კოკაინურ კლოუნს სიმართლე სახეში: კეივის რეჟიმი მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება. ხოლო უმადურმა ღორმა საღორის მფლობელებისგან ძლიერი თავში წამორტყმა მიიღო. ეს სასარგებლოა. მაგრამ ცოტაა – ნაცისტური მანქანისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებაა საჭირო“ – წერს დმიტრი მედვედევი.

მეტი...

 მგზავრები აეროპორტის შენობაში შეუშვეს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები დასრულდა. მგზავრები აეროპორტის შენობაში შეუშვეს. ცოტა ხნის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობაში მყოფ მგზავრებს ტერიტორია დაატოვებინეს.

მეტი...

“ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, თქვენ მარტონი არ ხართ“ – პოლონეთის პრემიერი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ, ის X-ის საკუთარ გვერდზე წერს. „ძვირფასო ვოლოდიმირ ზელენსკი, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, თქვენ მარტონი არ ხართ“- წერს ტუსკი. ცოტა ხნის წინ თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა კამერების წინ ხმამაღლა კამათი დაიწყეს უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან. მალევე, ერთობლივი პრესკონფერენცია და იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა გაუქმდა. ზელენსკიმ დროზე ადრე დატოვა თეთრი სახლი.

მეტი...

“კარგი სატელევიზიო შოუ დავდგით” – ზელენკიმ თეთრი სახლი დატოვა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრისას პრეზიდენტებს შორის დაძაბული საუბარი გაიმართა. მას შემდეგ, ლიდერებმა მედიის წარმომადგენლების წინ იკამათეს, ზელენსკიმ და მისმა დელეგაციამ, თეთრი სახლი დატოვეს. დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს უთხრა, რომ მათ არ აქვთ შესაბამისი „კოზირები“ და აშშ-ის გარეშე იქნებიან სუსტ პოზიციაში. “პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ მოგეცით იმის საშუალება, რომ იყოთ ძლიერები და არ ვფიქრობთ, რომ თქვენ შეგიძლიათ იყოთ ძლიერები აშშ-ის გარეშე. თქვენი ხალხი ძალიან მამაცია, მაგრამ ჩვენს გარეშე, თქვენ იქნებით ძალიან სუსტ პოზიციაში. ამჟამად, თქვენ არ გაქვთ შესაბამისი კოზირები. მას შემდეგ, რაც ხელს მოვაწერთ…

მეტი...

“ზელენსკიმ უპატივცემულობა გამოხატა აშშ-ის მიმართ”- ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ზელენსკიმ უპატივცემულობა გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ. ამის შესახებ, ამერიკის პრეზიდენტი პლატფორმა Truth Social-ის პირად გვერდზე წერს. ტრამპი ამბობს, რომ ზელენსკის შეუძლია დაბრუნება,  როდესაც მზად იქნება მშვიდობისთვის. „ძალიან შინაარსიანი შეხვედრა გვქონდა დღეს თეთრ სახლში. ბევრი რამ გავიგეთ, რისი გაგებაც არ შეიძლება ასეთი ცეცხლისა და ზეწოლის ქვეშ საუბრის გარეშე. საოცარია რა ვლინდება ემოციებით, და დავადგინე, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მზად არ არის მშვიდობისთვის თუ ამერიკა იქნება ჩართული, ვინაიდან ის გრძნობს, რომ ჩვენი ჩართულობა მოლაპარაკებებში მას დიდ უპირატესობას ანიჭებს. უპირატესობა არ მინდა, მშვიდობა მინდა. მან უპატივცემულობა გამოხატა ამერიკის შეერთებული…

მეტი...

ყველაფერი ჩაიშალა

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის ერთობლივი პრესკონფერენცია გაუქმდა. გარდა ამისა, გაუქმდა იშვიათი მეტალების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერაც. უკრაინელები თეთრი სახლის დატოვებას აპირებენ. ლიდერებს შორის სიტუაცია დაიძაბული იყო. მათ შორის კამათი კამერების წინ მოხდა. „უსაფრთხოების გარანტიების გარეშე ჩვენ არ წავალთ დათმობაზე, ბატონო ტრამპ“ – ზელენსკი ტრამპს

მეტი...

„უსაფრთხოების გარანტიების გარეშე ჩვენ არ წავალთ დათმობაზე, ბატონო ტრამპ“ – ზელენსკი ტრამპს

თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჟურნალისტების კითხვებს პასუხობენ. კამერების წინ ლიდერებს შორის შელაპარაკებასაც კი ჰქონდა ადგილი. ტრამპმა შეთანხმების შესახებ დასმულ კითხვაზე უპასუხა, რომ აქვს ომის დასრულების მოლოდინი. რაზეც ზელენსკიმ უთხრა – „მინდა შეგაქოთ თქვენი მოლოდინის გამო“. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის უსაფრთხოების გარანტიების გარეშე დათმობაზე არ წავა. „თუ სროლა შეწყდება არ ნიშნავს, რომ ომი დასრულდა. მე როგორც  პრეზიდენტი დიდი პასუხიმგებლობას ვატარებ ჩემი ქვეყნის წინაშე.  ვლადიმერ პუტინმა 25- ჯერ დაარღვია პირობა, რომელიც არსებობდა. სხვათაშორის, ბატონო ტრამპ, თქვენ მაშინ პრეზიდენტი იყავით, მაგრამ მაშინაც არღვევდა, ვლადიმერ პუტინი…

მეტი...

“ვაშინგტონში კარტების სათამაშოდ არ ჩამოვსულვარ”- ტრამპმა და დი ვენსმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან იკამათეს

თეთრ სახლში შეხვედრა დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან იკამათეს. ლიდერებს შორის კამათი კამერების წინ მოხდა. კერძოდ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ზელენსკის უთხრა, რომ ის „უპატივცემულოდ“ იქცევა. რაზეც ზელენსკიმ, უპასუხა, რომ ვენსი უკრაინაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს მაშინ, როდესაც უკრაინაში არცაა ნამყოფი. ამის შემდეგ ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ უკრაინას „ძლიერი კარტები“ არ ჰყოფნის და უკრაინელები მადლობლები უნდა იყვნენ, რაზეც ზელენსკიმ უპასუხა, რომ ის ვაშინგტონში „კარტების სათამაშოდ“ არ ჩამოსულა. ტრამპმა ასევე უთხრა ზელენსკის, რომ ის „მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება“.

მეტი...

“აეროპორტში უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიება ტარდება”- სუს-ი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს მოსაცდელი დარბაზი დაატოვებინეს. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, აეროპორტში უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიება ტარდება. დამატებითი ინფორმაცია ამ ეტაპისთვის უცნობია. მგზავრები გაიყვანეს – თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა

მეტი...

“გავაგრძელებთ უკრაინისთვის იარაღის გაგზავნას, მაგრამ იმედია დიდხანს აღარ”- ტრამპი

“გავაგრძელებთ უკრაინისთვის იარაღის გაგზავნას, მაგრამ იმედია დიდხანს აღარ” – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინელ კოლეგა, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას. ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა აპირებს თუ არა ის უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებების გაგრძელებას იმ შემთხვევაში თუ მშვიდობა ვერ იქნება მიღწეული. „არ მოველით ბევრი იარაღის გაგზავნას, მოველით ომის დასრულებას. პასუხია კი. მაგრამ იმედია არ მოგვიწევს ბევრის გაგზავნა, ვინაიდან [მშვიდობის] მალე მიღწევას მოველი,” – განაცხადა ტრამპმა. თავის მხრივ ზელენსკიმ ტრამპს უთხრა, რომ პუტინთან „კომპრომისები არ უნდა იყოს“ სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დროს.

მეტი...

მგზავრები გაიყვანეს – თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა. შს სამინისტროს თანამშრომლებმა, შენობაში მყოფ მოქალქეებს ტერიტორია დაატოვებინეს. ერთ-ერთი მგზავრის თქმით, ევაკუაციის  ხმოვანი შეტყობინებით გამოაცხადეს, თანამშრომლებმა კი მგზავრები გარეთ გაიყვანეს. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

მაკრონის განცხადებით, ევროპელების მხრიდან შეცდომა იყო იმის გამორიცხვა, რომ უკრაინაში ჯარები გაეგზავნათ

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თვლის, რომ ევროპელების მხრიდან შეცდომა იყო ომის დასაწყისში იმის გამორიცხვა, რომ უკრაინაში ჯარები გაეგზავნათ. საფრანგეთის პრეზიდენტი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ევროპის სტრატეგიამ არ იმუშავა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ნატო ამ პერიოდში ორი ქვეყნით გაფართოვდა. „სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინელებს, რომ საუკეთესო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რათა მოლაპარაკება აწარმოონ გრძელვადიან მშვიდობაზე“ – აღნიშნა მაკრონმა.

მეტი...

„წყალმომარაგება აღდგა. ელექტროენერგია 2069 აბონენტს შეუფერხებლად მიეწოდება“- საკოორდინაციო შტაბი

გურიის რეგიონში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით საკოორდინაციო შტაბის მორიგი სხდომა გაიმართა. როგორც შეხვედრის დროს აღნიშნეს რეგიონში ავტომაგისტრალების ძირითადი ნაწილი თოვლისგან სრულად გასუფთავებულია და აქტიურად გრძელდება სხვადასხვა სოფლის ძირითადი გზების გაწმენდითი სამუშაოები. გარდა ამისა, გურიის რეგიონის მოსახლეობის დიდ ნაწილს კომუნალური სერვისების მიწოდება აღუდგა. “ელექტროენერგია დამატებით 2069 აბონენტს შეუფერხებლად მიეწოდება, რაც შეეხება მოსახლეობისთვის წყლის მიწოდების საკითხს, ჩოხატაურსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგების პრობლემა აღარ დგას. სასაზღვრო პოლიციის ავიაციის ვერტმფრენი, რომელიც მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე ჩაერთო სამუშაოებში, საჭიროებისამებრ სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობს, მათ შორის უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის პირველადი საჭიროების ნივთებისა და საკვების მიწოდებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს…

მეტი...

რომის პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ კიდევ მძიმეა

რომის პაპის, ფრანცისკეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად კრიტიკული აღარ არის. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ვატიკანზე დაყრდნობით ავრცელებს. პონტიფიკოსი საავადმყოფოში რჩება და მკურნალობას აგრძელებს. პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ კიდევ მძიმეა, თუმცა არა – კრიტიკულად მძიმე. რომის პაპი სუნთქვის გართულებით საავადმყოფოში 14 თებერვალს გადაიყვანეს. მას ფილტვების ანთება აქვს.    

მეტი...

თეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მიმდინარეობს

თეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მიმდინარეობს. ლიდერები,  სავარაუდოდ, განიხილავენ აშშ-ის ძალისხმევას ომის დასასრულებლად და შესაძლოა, ხელი მოაწერონ „წიაღისეულის შესახებ“ შეთანხმებას. თეთრ სახლში მისვლამდე, უკრაინის ლიდერი სენატორებს შეხვდა.

მეტი...

გურიაში დიდთოვლობის შედეგად წარმოქმნილი პრობლემების აღმოფხვრაში სამხედრო მედიკოსები ჩაერთნენ

გურიაში დიდთოვლობის შედეგად წარმოქმნილი პრობლემების აღმოფხვრაში დასავლეთის სარდლობის ქვედანაყოფების სამხედრო მედიკოსები ჩაერთნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მედიკოსები, სასწრაფო დახმარების ექიმებთან ერთად, საჭიროების მქონე მოქალაქეებს შესაბამის დახმარებას უწევენ. „გურიის რეგიონში დიდთოვლობის შედეგად წარმოქმნილი პრობლემების აღმოფხვრაში სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აქტიურად არიან ჩართულები დასავლეთის სარდლობის ქვედანაყოფების სამხედრო მედიკოსები. საკოორდინაციო შტაბიდან მიღებულ დავალებებზე ექიმები, ერთმანეთთან კოორდინაციით, მყისიერად რეაგირებენ და მოქალაქეებს ეხმარებიან. სამხედრო მედიკოსები სასწრაფო დახმარების ექიმებთან ერთად საჭიროების მქონე მოქალაქეებს ადგილზე უწევენ პირველად სამედიცინო დახმარებას და შემდეგ, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ. პრობლემების მაქსიმალურად მოკლე ვადებში გადაჭრის მიზნით, თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობა გურიის რეგიონის საკოორდინაციო…

მეტი...

ირლანდიიდან საქართველოს მოქალაქეები დაადეპორტეს

ირლანდიიდან საქართველოს 32 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა. ამის შესახებ, ირლანდიის იუსტიციის მინისტრმა, ჯიმ ო’კალაჰანმა განაცხადა. „წინა ღამეს ჩემი დეპარტამენტის მიერ შეკვეთილმა თვითმფრინავმა დუბლინი დატოვა თბილისის მიმართულებით 32 ადამიანით, რომლებმაც აქამდე სადეპორტაციო ორდერები მიიღეს. თვითმფრინავი ახლა დაჯდა და ხალხი მშვიდობით დაბრუნებულია საქართველოში. მადლობა მინდა გადავუხადო გარდას [ირლანდიის ეროვნულ პოლიციას] და ოფიციალურ პირებს ჩემს დეპარტამენტში ამ ფრენის კოორდინაციისთვის“, – წერს ო’კალაჰამი X-ის პირად გვერდზე. ირლანდიიდან 32 დეპორტირებულ ადამიანს შორის 28 მამაკაცია, 3 ქალი და 1 ბავშვი.

მეტი...

“ამ ეტაპზე ზარალის დათვლაზე საუბარი შეუძლებელია”- მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი

“სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების დასრულების შემდეგ, ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნება შესაბამისი კომისიები, რომლებიც აღწერენ ზარალს და შემდეგ გადაწყდება როგორც კომპენსაციის, ისე ანაზღაურების საკითხები”- ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა. მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე, ზარალის დათვლაზე საუბარი შეუძლებელია, რადგან სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს და პროცესი ჯერ არ დასრულებულა. „იმერეთში ცენტრალურ მაგისტრალებზე ფაქტობრივად პრობლემა არ გვაქვს, შიდასაუბნო გზებზე არის ადგილები, სადაც რჩება პრობლემა, თუმცა ყველგან მიდის აქტიურად მუშაობა. ამ ეტაპზე ზარალის დათვლაზე საუბარი შეუძლებელია, გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარეობს სალიკვიდაციო ღონისძიებები. როდესაც ეს პროცესი დასრულდება, ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნება შესაბამისი კომისიები, რომლებიც აღწერენ ზარალს და შემდეგ გადაწყდება კომპენსაციის, ზარალის ანაზღაურებისა და ინფრასტრუქტურული საკითხები“- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.        

მეტი...

ევროკავშირმა სტიქიის ზონაში სატელიტური რუკების სწრაფად შესაქმნელად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აამოქმედა

სტიქიის ზონაში რეაგირების ჯგუფების დასახმარებლად ევროკავშირმა აამოქმედა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სატელიტური რუკების სწრაფად შესაქმნელად. ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, „კოპერნიკი“ ხელს შეუწყობს თოვლის შედეგად მიყენებული ზიანის შეფასებას. „დიდთოვლობამ დასავლეთ საქართველოში ბევრი ადგილობრივი ძირითადი სერვისების გარეშე დატოვა, რამაც მათ მძიმე პირობები შეუქმნა. რეაგირების ჯგუფების დასახმარებლად, ევროკავშირმა აამოქმედა კოპერნიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სატელიტური რუკების სწრაფად შესაქმნელად. სატელიტური გამოსახულების და სხვა გეოსივრცითი მონაცემების გამოყენებით, „კოპერნიკი“ დაეხმარება მათ შეაფასოს თოვლის შედეგად მიყენებული ზიანი. ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომია“ – წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა.

მეტი...

,,სავალუტო ფონდის თანახმად, 2025-2029 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა” – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე საქართველოს ეკონომიკის ზრდის განახლებულ მონაცემს სოციალურ ქსელში ეხმიანება. „2025 წლის იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 11.1% შეადგინა. ასევე, იანვარში ექსპორტი გაიზარდა 19.3%-ით და 403.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სავალუტო ფონდის თანახმად, 2025-2029 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მეზობელ, რეგიონის, ევროკავშირის კანდიდატ და ზოგადად, ევროპის ქვეყნებს შორის“, – წერს მდინარაძე. ,,იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.1 პროცენტით გაიზარდა” – საქსტატი  

მეტი...

,,ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, იზღუდება ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა” – გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია. რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში; საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია;

მეტი...

,,კანადა ძლიერ და დაუყოვნებლივ პასუხს გასცემს აშშ-ს ტარიფების დაწესებას” – ტრუდო

,,კანადის ხელისუფლება ძლიერ და დაუყოვნებლივ პასუხს გასცემს აშშ-ს იმპორტირებულ პროდუქციაზე დამატებითი ტარიფების დაწესებას”, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა. მისი თქმით, კანადის მთავრობის უმთავრესი მიზანი აშშ-ის „გაუმართლებელი“ ტარიფებისგან თავის არიდებაა, მაგრამ მინისტრთა კაბინეტი საპასუხო დარტყმისთვის ემზადება, თუ ტრამპი მაინც შემოიღებს ტარიფებს. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 4 მარტს მისი ადმინისტრაცია მექსიკასა და კანადას ტარიფებს დაუწესებს. მან მექსიკა და კანადა აშშ-ში ნარკოტიკების შემოდინებაში დაადანაშაულა.

მეტი...

სამტრედიაში მესამე დღეა 72 წლის კაცს ეძებენ

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭაგანში მცხოვრებ 72 წლის კაცს ეძებენ. ოჯახის თქმით, კონსტანტინე არველაძე სახლიდან 26 თებერვალს საღამოს საათებში გავიდა და მას შემდეგ მისი ადგილსამყოფელი უცნობია. აცვია სპორტული შარვალი და სამხედრო პრინტიანი ქურთუკი. გავრცელებული ინფორმაციით, დაკარგულ მამაკაცს დემენცია აქვს. ინფორმაციის შემთხვევაში დაუკავშირდით 112-ს, ან შვილს ტელეფონის ნომერზე: 591048065

მეტი...

„დიდი ხანია პუტინს ვიცნობ და არ მჯერა, რომ თავის სიტყვას გატეხს” – ტრამპი

,,პრეზიდენტი ზელენსკი შესახვედრად მოდის. ჩვენ ვაპირებთ ხელი მოვაწეროთ ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას ორივე მხარისთვის”, – ამის შესახებ ამერიკის 47-ე პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, მათ სჭირდებათ იშვიათი წიაღისეული, რაც აქვთ ის არაა საკმარისი. ,,მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს პრეზიდენტ პუტინთან. ვფიქრობ, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს პრეზიდენტ ზელენსკისთანაც. ძალიან კარგად გავუგებთ ერთმანეთს. დიდი პატივისცემა მაქვს ზელენსკის მიმართ. არჩევნებში რომ არ გაგვემარჯვა, არა მგონია ახლა პუტინთან ან ვინმე სხვასთან საუბარი ყოფილიყო შესაძლებელი. ვფიქრობ, პუტინი შეასრულებს თავის სიტყვას. დიდი ხანია მას ვიცნობ და არ მჯერა, რომ ის თავის სიტყვას გატეხს. მეორე…

მეტი...

კონგოში უცნობი დაავადების შედეგად 53 ადამიანი გარდაიცვალა

კონგოში უცნობი დაავადების შედეგად 53 ადამიანი გარდაიცვალა. მედიკოსების ცნობით, პაციენტები სიმპტომების გამოვლენის შემდეგ 48 საათში გარდაიცვალნენ. არსებული ინფორმაციით, უცნობი დაავადების პირველი შემთხვევა 21 იანვარს გამოვლინდა. ინფექციონისტებმა 943 შემთხვევა დააფიქსირეს, აქედან 53 ფატალურად დასრულდა. თავიდან ექიმები ამ შემთხვევებს ებოლას ვირუსს უკავშირებდნენ, თუმცა ლაბორატორიული კვლევების შედეგების მიღების შემდეგ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) უცნობი დაავადების აფეთქებას ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის სერიოზულ საფრთხედ“ აფასებს.

მეტი...

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც პოლონეთში კანონი დაარღვიეს, ქვეყნიდან გამოაძევებენ

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც პოლონეთში კანონი დაარღვიეს, ქვეყნიდან გამოაძევებენ. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, პოლონეთში დაკავებული უცხოელი კრიმინალების დეპორტაცია მათი წარმოშობის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში მარტის პირველ კვირაში განხორციელდება. მისი თქმით, დეპორტაცია მოითხოვს შეთანხმებას იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც უნდა გაიგზავნონ დაკავებული უცხოელები „კრიმინალები, რომლებმაც იპოვეს პოლონეთში ცხოვრების გზა კანონის დარღვევით“. როგორც დონალდ ტუსკმა აღნიშნა, „საუბარია ქართულ ბანდებზე, რომლებიც პოლონეთში ძალიან აქტიური არიან“.

მეტი...

,,ვისურვებდი, შემექო ხელისუფლება, მაგრამ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები უმდაბლეს ნიშნულზეა” – ჰერჩინსკი

,,ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის მოვალეობაა, ევროკავშირის პოზიციის წარმოდგენა. ეს არის ის, რასაც მე ვაკეთებ ჩემი მოსვლის პირველივე დღიდან და ამას გავაგრძელებ მომავალშიც”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. ,,ვისურვებდი, შემექო ხელისუფლება რეფორმებისთვის, ვისურვებდი, მესაუბრა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დადებითზე, მაგრამ, სამწუხაროდ, როდესაც საქმე ეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, ჩვენ ამჟამად უმდაბლეს ნიშნულზე ვიმყოფებით. აღარ არის მაღალი დონის ვიზიტები, შევაჩერეთ მთავრობის ფინანსური დახმარება, შემოვიღეთ სავიზო შეზღუდვები დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის და ვამისამართებთ ჩვენს მხარდაჭერას მთავრობიდან სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის მხარდაჭერისკენ, რომელსაც მზარდად რთულ პირობებში უწევთ მუშაობა”, – განაცხადა პაველ…

მეტი...

დუბლინიდან საქართველოს 32 მოქალაქე დაადეპორტეს

ირლანდიის დედაქალაქ დუბლინიდან საქართველოს 32 მოქალაქე დაადეპორტეს. მანამდე, საქართველოს მოქალაქეებს უნებართვოდ ყოფნის გამო, ქვეყნის დატოვების შესახებ მოთხოვნა მიიღეს, ხუთშაბათს ღამით კი დუბლინიდან თბილისში ჩარტერული რეისით ჩამოიყვანეს. ,,ეს იყო პირველი ოპერაცია, რომელიც მთავრობის მიერ ნოემბერში ხელმოწერილი ხელშეკრულებით ჩატარდა. ჩემთვის და ამ მთავრობისთვის მთავარი პრიორიტეტია, რომ ჩვენი საიმიგრაციო კანონები იყოს აღსრულებული. ადამიანებს უფლება აქვთ ნდობა ჰქონდეთ ჩვენი საიმიგრაციო სისტემის მიმართ და უნდა არსებობდეს შედეგები იმ პირებისთვის, რომლებიც უარს იტყვიან სახელმწიფოს დატოვებაზე, როცა ამას მოსთხოვენ. ჩვენ გვაქვს წესებზე დაფუძნებული სისტემა საერთაშორისო დაცვის განმცხადებლებისთვის. იმისათვის, რომ წესებს ჰქონდეს მნიშვნელობა, ისინი უნდა აღსრულდეს. მომავალში დაგეგმილი…

მეტი...

,,იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.1 პროცენტით გაიზარდა” – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2025 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 11.1 პროცენტი შეადგინა. ,,2025 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორებიცაა პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, დამამუშავებელი მრეწველობა და ვაჭრობა”, – აღნიშნულია იფორმაციაში. მათი თქმით, კლების ტენდენცია დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორში.

მეტი...

,,რომის პაპის ჯანმრთელობა ნელ-ნელა უმჯობესდება” – ვატიკანი

,,რომის პაპის, ფრანცისკეს ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა მედიკოსები, ოპტიმისტურ პროგნოზთან დაკავშირებით, სიფრთხილეს იჩენენ. პაპს ღამე კარგად ეძინა, და ახლა ის ისვენებს“, – ნათქვამია ვატიკანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. პაპი მკურნალობას განაგრძობს. საიუბილეო აუდიენცია, რომელიც მისი მონაწილეობით 1 მარტს იყო დაგეგმილი, გაუქმებულია. 88 წლის პაპი რომის საავადმყოფოში 14 თებერვალს მძიმე რესპირატორული ინფექციით მოათავსეს.

მეტი...

საბერძნეთში მასობრივი დემონსტრაციები მიმდინარეობს

საბერძნეთში მასობრივი დემონსტრაციები მიმდინარეობს. ქალაქებსა და დასახლებებში აქციებში ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობს. მოქალაქეები მთავრობისგან სარკინიგზო კატასტროფის შემდეგ სამართლიანობის აღდგენას და პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვენ. ,,როიტერის” ინფორმაციით, დემონსტრანტებს ტრანსპორტის თანამშრომლებიც შეუერთდნენ. 24 საათიანი გაფიცვის გამო პარალიზებულია სატრანსპორტო მოძრაობა. არ მუშაობს, მეტრო, ტრამვაი და ტაქსი. ცნობისთვის, 2023 წლის თებერვალში, მატარებელი, რომელიც ათენიდან სალონიკში მიემგზავრებოდა სატვირთო მატარებელს შეეჯახა, დაიღუპა 57 ადამიანი.

მეტი...

ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის გაგრძელებასთან დაკავშირებით, ისრაელი და „ჰამასი“ კაიროში მოლაპარაკებებს მართავენ

ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის გაგრძელებასთან დაკავშირებით, ისრაელი და „ჰამასი“ ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში მოლაპარაკებებს მართავენ. არსებული ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების პირველი ნაწილის ვადა პირველ მარტს იწურება. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, გიდეონ საარის განცხადებით, ისრაელის დელეგაცია ეგვიპტეში იმყოფება, რათა გაარკვიოს, არის თუ არა საკმარისი საერთო საფუძველი შეთანხმების გასაგრძელებლად მოლაპარაკებების წარმართვისთვის. დასავლელი დიპლომატი ისრაელის მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ ისრაელი აპირებს „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში დაბრუნებას, რადგან მიაჩნია, რომ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების გარიგება რამდენიმე კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში არ გაგრძელდება.

მეტი...

,,გერმანია აჩერებს თანამშრომლობას საქართველოს განათლების სამინისტროსა და სხვა უწყებებთან” – გერმანიის საელჩო

,,გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო აჩერებს თანამშრომლობას საქართველოს განათლების სამინისტროსა და სხვა უწყებებთან”, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „როგორც ევროპული გზიდან გადახვევის შედეგი, გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო (BMBF) ამ ეტაპზე აჩერებს თანამშრომლობას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, ასევე საქართველოს სხვა უწყებებთან. ამავდროულად BMBF-ი ღიაა დიალოგის განახლებისთვის იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება გადადგამს სარწმუნო და ხელშესახებ ნაბიჯებს შიდა დეესკალაციის, აკადემიური თავისუფლების აღდგენისა და ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ. გერმანია სოლიდარობას უცხადებს მეცნიერებს, რომლებსაც საქართველოში თავისუფალ გარემოში სურთ კვლევების გაგრძელება და კიდევ ერთხელ…

მეტი...

გურიაში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

გურიაში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო. ,,დღეს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გურიის სამივე მუნიციპალიტეტში, მათ შორის, ლანჩხუთში შემოვიდა ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც დაზარალებულ მოსახლეობას გადაეცემა. ყველა ადამიანი, ვისაც დახმარება სჭირდება მიიღებს მედიკამენტებსა და საკვებ პროდუქტებს, ამოქმედებულია ცხელი ხაზი. სურსათის დარიგების პროცესში ჩართულია, როგორც ადგილობრივი ხელისუფლება ასევე თავდაცვის ძალები და გადაუდებელი სამსახურები”, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

მეტი...