“გერმანიის საგარეო უწყების პოზიცია არის ლოგიკური – ქვეყანას ჰყავს არჩეული პრეზიდენტი და ქართველი ხალხის ნებას ყველამ უნდა სცეს პატივი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ერევანში ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, სალომე ზურაბიშვილს უნდოდა დარჩენილიყო პრეზიდენტად, თუმცა, მოსახლეობის 54%-მა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებზე და ამით უთხრა უარი სალომე ზურაბიშვილს. „გერმანიის ელჩი რას ამბობს, საინტერესო არ არის. ის, მას შემდეგ, რაც დაბინავდა ხაზარაძის პირად საკუთრებაში, ემსახურება რადიკალური ოპოზიციის ინტერესებს. შესაბამისად, ყველა მისმა განცხადებამ დაკარგა აზრი და ინტერესი. რაც შეეხება ოფიციალურ პოზიციას, რომელიც გახმოვანდა გერმანიის საგარეო უწყების მხრიდან, უწყების ეს…
მეტი...თვე: იანვარი 2025
“PACE არის ევროპარლამენტზე ბევრად უფრო სუსტი სტრუქტურა”- ირაკლი კობახიძე
“ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა წლიდან წლამდე კარგავდა საკუთრ დატვირთვას, ფუნქციას, ამას აკეთებდა საკუთარი ხელით და უშინდელი გადაწყვეტილებაც ამის გაგრძელებაა”- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ერევანში ქართველი ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საქართველოს დელეგაციის მხრიდან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტას შეეხებოდა. მისივე თქმით, ასეთ პირობებში, საქართველოსთვის განსაკუთრებული დანაკლისი ვერ იქნება PACE-ს მუშაობაში არმონაწილეობა, თუმცა ქვეყანა რჩება ევროსაბჭოს წევრად და გაგრძელდება სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობა. „დღეისთვის, სამწუხაროდ, PACE, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არის ევროპარლამენტზე ბევრად უფრო სუსტი სტრუქტურაც კი. ასეთ პირობებში, ჩვენთვის განსაკუთრებული დანაკლისი ვერ იქნება PACE-ს მუშაობაში არმონაწილეობა, თუმცა რაც შეეხება ევროსაბჭოს, ბუნებრივია, ჩვენ ვრჩებით ევროსაბჭოს…
მეტი...“ტრამპის ადმინისტრაცია ყველანაირ დაფინანსებას აჩერებს. ეს არის შავი დღე რადიკალური ოპოზიციისთვის”- კობახიძე
“ტრამპის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, ყველანაირი დაფინანსების გაჩერების თაობაზე. ეს არის შავი დღე რადიკალური ოპოზიციისთვის და ძალიან კარგი განვითარება ქართული დემოკრატიისთვის” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ერევანში ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, ყველა ის დაფინანსება, რომელიც მიმართულია ქვეყანაში ვითარების არევისკენ, არეულობის შემოტანისკენ, რევოლუციისკენ, უნდა გაჩერდეს. „ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, თუმცა, გამჭვირვალობაზე ჩვენზე მეტად სხვები ზრუნავენ. გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, ყველანაირი ასეთი დაფინანსების გაჩერების თაობაზე. ეს არის შავი დღე რადიკალური ოპოზიციისთვის და ძალიან კარგი განვითარება ქართული დემოკრატიისთვის. მთავარია, რომ ასე გაგრძელდეს პროცესები. იმედი გვაქვს, რომ ეს არ იქნება მხოლოდ სამ თვიანი შეჩერება. ყველა ის დაფინანსება, რომელიც მიმართულია ქვეყანაში ვითარების…
მეტი...“ყველაფრის მედიასთან დაკავშირება არის ცარიელი სპეკულაცია”- პრემიერი მზია ამაღლობელზე
“მზია ამაღლობელის ორგანიზაციები ფინანსდება უცხოეთიდან და არც ერთი მისი დონორი არ იღებს პასუხისმგებლობას იმ ძალადობაზე, რომელიც მან განახორციელა პოლიციელის წინააღმდეგ” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ერევანში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ყველა დონორი, თანხის თითოეული ჩამდები მზია ამაღლობელის ორგანიზაციებში, არის პასუხისმგებელი იმ პარტიულ პოლიტიკურ ძალადობაზე, რომელიც განახორციელა მზია ამაღლობელმა. „რაც შეეხება კონკრეტულად მზია ამაღლობელის შემთხვევას, თქვენ იცით, რომ ჩვეულებრივად კამერების თვალწინ იქნა ჩადენილი კონკრეტული დანაშაული, სამართალდარღვევა, როდესაც ხელი დაარტყა კონკრეტულმა ადამიანმა პოლიციელს, პოლიციის ხელმძღვანელს კონკრეტულ რეგიონში. ეს სამართალდარღვევა არ იყო დაკავშირებული ჟურნალისტურ საქმიანობასთან, შესაბამისად, ამ ყველაფრის მედიასთან…
მეტი...,,კითხვა მაქვს დე ფაქტო ორბელიანების სასახლის დროებით მდგმურთან” – ზურაბიშვილი ყაველაშვილს
,,კითხვა მაქვს დე ფაქტო ორბელიანების სასახლის დროებით მდგმურთან”, – ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ პოლიციელების დაჯილდოებას. ,,კითხვა მაქვს დე ფაქტო ორბელიანების სასახლის დროებით მდგმურთან: როცა ამ თანამდებობის ფასად გაიძულებენ (არ მინდა ვიფიქრო ამას ნებით და შეგნებით აკეთებდეთ) პირველივე დღიდან რეპრესიულ კანონებს ხელი მოაწეროთ (პრევენციული დაკავება, შეკრების და მანიფესტაციის შეზღუდვა, საჯარო სამსახურის პოლიტიზირება, პოლიციაში დასაქმებისას პროფესიული კრიტერიუმების მოხსნა…), შემდეგ 600 ზე მეტ პატიმრის სხვისი ბრძანებით უშვებდეთ (ამას შეწყალება აღარ ჰქვია და ამნისტია პრეზიდენტის დისკრეცია არაა) და დღეს – ყველაზე სამარცხვინო – წარბის შეუტოკავად იმ ადამიანებს…
მეტი...,,სომხეთი მზად არის, შავი ზღვის ელექტრონული წყალქვეშა კაბელის განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა” – ფაშინიანი
,,ყველაფერს გავაკეთებთ, იმისათვის, რომ ფართო რეგიონული თანამშრომლობის მიმართულებით განვავითაროთ ურთიერთობა”, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, სომხეთი მზად არის, შავი ზღვის ელექტრონული წყალქვეშა კაბელის განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა. „ხაზი გავუსვი იმ პროექტს, რომელიც შემოგვთავაზეს ჩვენი მთავრობის წევრებმა. ეს არის მშვიდობის გზაჯვარედინი და საქართველოს ჩართულობით და რეგიონში ყველა ქვეყნის მონაწილეობით მნიშვნელოვანი იქნება. რაც შეეხება ფართო რეგიონულ თანამშრომლობას, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, იმისათვის, რომ ამ მიმართულებით განვავითაროთ ურთიერთობა. ჩვენ მზად ვართ, შავი ზღვის ელექტრონული წყალქვეშა კაბელის…
მეტი...ისრაელის ავიაციამ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე საჰაერო იერიში მიიტანა
ისრაელის ავიაციამ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე საჰაერო იერიში მიიტანა. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 10 პალესტინელი. ,,ცაჰალი” აცხადებს, რომ ოპერაცია ფოკუსირებულია ქალაქ ჯენინზე და მიზანი ირანის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლების წინააღმდეგ მოქმედებაა. ისრაელმა სამხედრო ოპერაციები დასავლეთ სანაპიროზე მას შემდეგ გააქტიურა, რაც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, 19 იანვარს, ძალაში შევიდა.
მეტი...ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ალაფიშვილი გახდა
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ალაფიშვილი გახდა. იგი ამავე უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს ხუთმა წევრმა, ერთხმად აირჩია. არჩევნებში მონაწილეობას ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სოფიო თავაძეც იღებდა, თუმცა გუშინ პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე კანდიდატურა მოხსნა, მას მიზეზი არ განუმარტავს. ცნობისთვის, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორის პოზიცია თემურ კეჟერაძემ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. შეგახსენებთ, რომ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის შენობაში სტუდენტების ნაწილი 15 დღეა პროტესტის ნიშნად იმყოფება. მათი თქმით, „დეკანი და სამი სტუდენტი საპატიმროდან გათავისუფლდა, თუმცა ანრი კაკაბაძე საპატიმროში ისჯება, იმისთვის, რომ პროევროპულ აქციებს იღებდა მონაწილეობას და ასევე, უნივერსიტეტში ინციდენტისას დეკანს უცხადებდა მხარდაჭერას“. მათი…
მეტი...,,ჰამასმა” 3 ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა
,,ჰამასმა” სამი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა. ამის საპასუხოდ კი ისრაელის ციხეს 110 პალესტინელი პატიმარი დატოვებს. ქალი სამხედრო ტერორისტულმა ორგანიზაციამ ჯაბალიას დევნილთა ბანაკის ტერიტორიაზე ,,წითელი ჯვრის” მისიას გადასცა. ორი მძევლის დაბრუნება ხან იუნისის ტერიტორიაზე მოხდა.
მეტი...,,მოხარული ვართ, რომ საქართველო ჩვენი სომეხი მეგობრებისთვის რჩება ტურისტულად მიმზიდველ ადგილად” – პრემიერი
,,ჩვენ მოხარული ვართ, რომ საქართველო ჩვენი სომეხი მეგობრებისთვის რჩება ტურისტულად მიმზიდველ ადგილად, ყოველ წელიწადს საქართველოს მილიონამდე სომეხი ტურისტი სტუმრობს და ჩვენნაირი პატარა ქვეყნებისთვის არის შთამბეჭდავი რაოდენობა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-14 სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ორივე მხარე აქტიურად მუშაობს რეგიონში უცხოელი ტურისტების მოსაზიდად. „ტურიზმს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის არა მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ ტურიზმი არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ხალხთა შორის ურთიერთობები, რასაც ისედაც აქვს მყარი ისტორიული საფუძველი.…
მეტი...ვაშინგტონში ავიაკატასტროფის მსხვერპლის რაოდენობა 30-მდე გაიზარდა
BBC-ის ინფორმაციით, ვაშინგტონში, სამგზავრო თვითმფრინავის სამხედრო ვერტმფრენთან შეჯახების შედეგად მსხვერპლის რაოდენობა 30-მდე გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელსაც 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი გადაჰყავდა, Black Hawk-ის სამხედრო ვერტმფრენს შეეჯახა, სადაც არმიის სამი ჯარისკაცი იმყოფებოდა. თვითმფრინავი მდინარე პოტომაკში ჩავარდა. სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 64 ადამიანი იმყოფებოდა, სამხედრო ვერტმფრენს შეეჯახა
მეტი...,,სომხეთმა და საქართველომ 30 წელზე მეტი წლის განმავლობაში თანამშრომლობა ნამდვილად კარგად განავითარა” – ფაშინიანი
,,ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დამოუკიდებელმა სომხეთმა და საქართველომ ქრონოლოგიურად 30 წელზე მეტი წლის განმავლობაში თანამშრომლობა ნამდვილად კარგად განავითარეს, გვქონია მიღწევები და ბევრი დაბრკოლებაც გადაგვილახავს”, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე განაცხადა. როგორც ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, კომისიის ფარგლებში ხდება ურთიერთსასარგებლო ინიციატივების დამუშავება. „სტრატეგიული პარტნიორების პრიზმაში და თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დამოუკიდებელმა სომხეთმა და საქართველომ ქრონოლოგიურად 30 წელზე მეტი წლის განმავლობაში თანამშრომლობა ნამდვილად კარგად განავითარეს, გვქონია მიღწევები, ბევრი დაბრკოლებაც გადაგვილახავს. მინდა, ხაზი გავუსვა იმ დიდ პოტენციალს, რომელიც გაგვაჩნია ჩვენი ურთიერთობების გაძლიერებისა და გამდიდრების…
მეტი...,,უკრაინაში ომი მაშინ დასრულდება, როცა ქვეყანა სამართლიან მშვიდობას მოიპოვებს” – ზელენსკი
„ომი მაშინ დასრულდება, როცა უკრაინა შეძლებს სამართლიანი მშვიდობა მოიპოვოს”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ კადეტებთან შეხვედრაზე განაცხადა. ,,ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, მაგრამ ვთვლი, რომ, პირველ რიგში, პატივი უნდა ვცეთ და არ დავივიწყოთ ისინი, ვინც ამ მშვიდობისთვის სიცოცხლე გაწირა. მშვიდობის აუცილებელი პირობაა, რომ რუსეთმა სამართლიანი პასუხი აგოს საკუთარ ქმედებებზე. როცა ამას მივაღწევთ, მაშინ დასრულდება ომი“, – თქვა ზელენსკიმ. ზელენსკი მიიჩნევს, რომ დიპლომატიური გზით, ომის დასრულების რეჟიმზე გადასვლა უკრაინას მშვიდობას ვერ მოუტანს, რადგან გაყინული ომი მომავალში აგრესორის ხელახალ ფართომასშტაბიან შეჭრას არ გამორიცხავს. მისი განცხადებით, გაყინული კონფლიქტი უკრაინაში უკვე…
მეტი...ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-14 სხდომის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე ისაუბრეს. ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას და სამშვიდობო პროცესის მიმდინარეობას. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს დიალოგს და წვლილი შეიტანოს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფაში, რაც აუცილებელია ქვეყნების შემდგომი განვითარებისთვის. მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს სხვადასხვა ფორმატში ორ ქვეყანას შორის არსებულ მაღალი დონის დიალოგს და მრავალ სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას, რაც ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას უწყობს ხელს.…
მეტი...,,მერწმუნეთ, ასეთი ადამიანების პოლიტიკაში საქმიანობა ძალიან მალე დამთავრდება” – კალაძე დონ ტუიგზე
„ასეთი ადამიანების პოლიტიკაში საქმიანობა ძალიან მალე დამთავრდება“, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრის, დონ ტუიგის მიერ ბიძინა ივანიშვილის შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. „ასეთ ფაშისტურ განცხადებებს ჩვენ ხშირად ვხედავთ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით. ამ ტიპის განცხადებები ქვეყნის გარეთაც კეთდება, მაგრამ მერწმუნეთ, ძალიან მალე დამთავრდება ასეთი ადამიანების პოლიტიკაში საქმიანობა. ეს არის ძალიან საშიში კაცობრიობისთვის. როდესაც სამართლიანობა იშლება და სრული უსამართლობა ისადგურებს, ეს არის უმძიმესი და ამ ყველაფერს ძალიან მალე გაეცემა შესაბამისი პასუხი“, – განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ აშშ-ის…
მეტი...საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობაში სამეურვეო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობაში სამეურვეო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე დასწრების სურვილი გამოთქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის რამდენიმე თანამშრომელმაც, თუმცა მათ ბორდის შეხვედრაზე თავიდან არ უშვებდნენ. მოგვიანებით, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, ნინო ზაუტაშვილი, გიგა კიტია და პროტესტის მხარდამჭერი 3 მოქალაქე სამეურვეო საბჭოს სხდომაზე დასასწრებად შენობაში მაინც შეუშვეს. ასევე, შენობასთან შეკრებილები არიან მოქალაქეები, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლისგან ითხოვენ, რომ მან ობიექტურად გააშუქოს სახალხო პროტესტი.
მეტი...,,ამ წვრილფეხა რადიკალებს ქვეყნის შიგნით ჰყავთ პატრონები” – კახა კალაძე
თბილისის მერის განცხადებით, უკრაინელი ჟურნალისტებიც ადასტურებენ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე „ქართველ მოღალატეებთან და ქვეყნის მტრებთან ერთად“ უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებიც მუშაობდნენ. როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი თემის კომენტირებისას განუცხადა, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ პროცესები გარედან იმართება. „არაერთი განცხადება ვიხილეთ, თავად უკრაინელი ჟურნალისტებიც ადასტურებენ ამას, რომ ქართველ მოღალატეებთან და ქვეყნის მტრებთან ერთად უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებიც მუშაობდნენ. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ პროცესები იმართება გარედან. ამ წვრილფეხა რადიკალებს ქვეყნის შიგნით ჰყავთ პატრონები. ისინი ამ ქვეყანას არ ეკუთვნიან, არ ემსახურებიან საქართველოს ინტერესებს. ყოველთვის შემოიფარგლებოდნენ იმით, როგორ დაეზიანებინათ ქვეყანა, ჩვენი სამშობლო და…
მეტი...,,სამწუხაროდ, გერმანიას საქართველოში ელჩი არ არ ჰყავს” – კახა კალაძე
„ამ კონკრეტულ ელჩს ჰყავს თავისი პატრონი და რასაც ეტყვიან, იმას აკეთებს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომელიც აცხადებს, რომ ახლადარჩეულ პრეზიდენტს არ აღიარებს. „ჩვენ უკვე ვთქვით და გავიმეორებ, რომ სამწუხაროდ, გერმანიას საქართველოში ელჩი არ ჰყავს. არიან გარკვეული დიპლომატები, ჩვენი რადიკალური „წვრილფეხა“ ოპოზიცია, არის ბრიუსელის გარკვეული ბიუროკრატია და ყველანი იმართებიან კონკრეტული ადამიანებისგან. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის „დიფ სთეითის“ დამარცხება. სწორედ ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ. ყველანი იმართებიან გარედან. აქვთ ერთიანი „მესიჯ ბოქსი“. რასაც დაავალებენ, იმას აკეთებენ. ეს კონკრეტული ელჩიც თავის…
მეტი...ანატოლი გიგაურის პროცესი 13 თებერვლისთვის გადაიდო
თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ ანტოლი გიგაურის სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს. გიგაურის პროცესი გადაიდო და 13 თებერვალს, 15:00 საათზე ჩატარდება. ცნობისთვის, ანატოლი გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
მეტი...,,ყველგან ბრიუსელის ბიუროკრატია, არსად სამართალი, ეს არის დღევანდელი მოცემულობა” – კახა კალაძე
„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტა იმ გზიდან გადახვევას არ ნიშნავს, რომელიც ქვეყანას აქვს გაცხადებული“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, მმართველმა გუნდმა ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ბოლო თვეების განმავლობაში, საქართველოსთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ უსამართლო განცხადებები ისმის. „კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ ყველას, რომ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფო. თავისუფლების მოყვარული ხალხი ვართ და არავის მივცემთ შესაძლებლობას, შეურაცხყოფა მოგვაყენოს, ყოველთვის გვაშანტაჟონ და გაკეთდეს ისეთი განცხადებები, რომლებიც ტყუილზე, სიცრუეზეა დაფუძნებული. ბოლო თვეების, წლების განმავლობაში, ვხედავთ – ყველგან ბრიუსელის ბიუროკრატია, არსად სამართალი.…
მეტი...,,როგორ შეიძლება, პროკურატურა ყოველთვის მართალი იყოს? ეს დიქტატურაა” – სალომე ზურაბიშვილი
„როგორ შეიძლება, ასეულობით ადმინისტრაციულ და 53 სისხლის სამართლის საქმეში პროკურატურა ყოველთვის მართალი იყოს? ეს დიქტატურაა. ეს არის დღევანდელი საქართველოს მოსამართლეები და სასამართლოები – რუსეთის გულითადი მეგობრები და ივანიშვილის მონები“, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს. სალომე ზურაბიშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, „2024 წლის დეკემბერში ამერიკის ფინანსური სანქციების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა ოფშორული აქტივების საქართველოში გადმოტანა დაიწყო“. „უნდა აღინიშნოს, რომ ოფშორების კანონი, (რომელსაც მე ვეტო დავადე), მაშინ იქნა მიღებული, როდესაც ყურადღების ცენტრში უცხოური აგენტების კანონი იყო და სანქციებისთვის გვერდის ავლის ოფიციალური თავშესაფრის შექმნას საერთაშორისო…
მეტი...,,ყველა თაღლითს გაეცემა შესაბამისი პასუხი, გინდ ქვეყნის შიგნით, გინდ გარეთ” – კახა კალაძე
,,თბილისის მერის განცხადებით, ყველა თაღლითს გაეცემა შესაბამისი პასუხი, ვინც არ უნდა იყოს, გინდ ქვეყნის შიგნით, გინდ ქვეყნის გარეთ”, – ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს საქართველოს მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დატოვებასა და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მერის თქმით, ყველა ხედავდა, როგორ ორგანიზებულად მიდიოდა შეტევა „ქართულ ოცნებაზე. „ყველაფერი არის ძალიან მარტივად: ის ადამიანები რასაც ეტყვიან, რასაც უბრძანებენ, იმას აკეთებენ. შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ, როგორ ორგანიზებულად მიდიოდა შეტევა „ქართულ ოცნებაზე“, არჩევნების პერიოდში როგორ ერეოდნენ. ახლა თვითონ არ მოსწონთ, როდესაც სხვა ქვეყნის წარმომადგენლები აკეთებენ განცხადებებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით თავიანთ ქვეყანაში და…
მეტი...ალეკო ელისაშვილმა ალი ბაბაევის წინააღმდეგ პოლიციაში სარჩელი შეიტანა
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, 2024 წლის 2 დეკემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარის და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელის, ალი ბაბაევის წინააღმდეგ პოლიციაში სარჩელი წარადგინა. როგორც ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, ის ალი ბაბაევს განზრახ მკვლელობის მცდელობის გამო უჩივის. „ქართული ოცნების“ სტაჟიანმა პროვოკატორმა, ალი ბაბაევმ მთელი ოპერაცია დაგეგმა. შემაგინა, რაზეც რეაქცია მქონდა. 2 დღის შემდეგ კი სპეცრაზმმა ცემა-ტყეპით დამაკავა და 12 დღე ციხეში გამატარებინა. მიუხედავად იმისა, რომ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა მქონდა მისჯილი, გირაოს სანაცვლოდ გამათავისუფლეს, მაგრამ სისხლის სამართლის საქმე, დევნა პოლიტიკური ნიშნით, ჩემს წინააღმდეგ არ…
მეტი...,,ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება ქართველი ხალხისთვის დიდი გამარჯვებაა” – სალომე ზურაბიშვილი
„გუშინ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მმართველ პარტიას სამთვიანი გაფრთხილება მისცა, რათა პირობები (ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, პოლიციის მიერ ძალადობის დასრულება) შეასრულოს ან გარიცხვა მოხდება”, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს. ,,ეს ქართველი ხალხისთვის დიდი გამარჯვებაა, მაგრამ დასანანი, რადგან ევროპის საბჭო პირველი ევროპული ორგანიზაციაა, რომელსაც საქართველო შეუერთდა“, – წერს ზურაბიშვილი. შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 114 ხმით 13-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა რეზოლუციას და „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილება გარკვეული დათქმებით ცნო. კერძოდ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ და ევროინტეგრაციის გზის…
მეტი...,,ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა” – ზურაბ ჩხაიძე „ვივამედში“ შეყვანილ პატიმარზე
კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის ცნობით, გლდანის მე-8 დაწესებულებიდან გადაყვანილი პატიმარი, 46 წლის იოსებ გორგაძე მკურნალობს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა. იოსებ გორგაძის ადვოკატის, მუხრან ღურწკაიას განცხადებით, პატიმარი ციხეში სასიკვდილოდ სცემეს და აწამეს. თუ ვისი მხრიდან განხორციელდა ძალადობა, პატიმრების, თუ იქ მომუშავე თანამშრომლების, ეს ადვოკატისთვის უცნობია. მისი თქმით, გორგაძეს სახის ძვლები აქვს დალეწილი, ასევე ტვინის შეშუპება.
მეტი...პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა მინისტრი და პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირები ღირსების ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი ვახტანგ გომელაური და პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირები ღირსების ორდენით დააჯილდოვა. საქართველოს სახელმწიფო ჯილდო შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, პრეზიდენტის სასახლეში გადაეცათ. მიხეილ ყაველაშვილმა თითოეულ პოლიციელს ქვეყნის წინაშე გაღებული ღვაწლისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ძლიერი ქართული პოლიცია ძლიერი სახელმწიფოს სიმბოლოა. კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო – ღირსების ორდენი გადაეცათ: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, პოლიციის გენერალ-მაიორ შალვა ბედოიძეს;…
მეტი...2025 წლის იანვარში, ჩინეთში ტურისტების ბუმია
შეიძლება ითქვას, ჩინეთში შემომავალი ტურიზმი ყვავის. 2025 წლის იანვარში 2025 წლის იანვარის მაჩვენებლებით, ჩინეთში ტურიზმის ბუმია და აქ მოგზაურობა უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ტურისტების რაოდენობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც ჩინეთმა, გასული წლის 17 დეკემბერს 240-საათიანი უვიზო სატრანზიტო პოლიტიკა გაატარა. რაც შეეხება ქვეყნებს, მაგალითად, უფრო და უფრო მეტი ტურისტი შევიდა სამხრეთ კორეიდან და იაპონიიდან აღმოსავლეთ ჩინეთის შანტონგის პროვინციაში. მათთვის საკმაოდ საინტერესოა ჩინური სამზარეულო, განსაცვიფრებელი პეიზაჟები, გარემო, სანახაობები და შოპინგი. ასევე, შემდეგი ქალაქებია: ცინგტაო, იანთაი, ვეიხაი. ამ წლის დასაწყისიდან ცინგტაო ყოველდღიურად იღებდა თითქმის 1000 სამხრეთ კორეელ ტურისტს, რაც 17,6 პროცენტით მეტია ვიდრე ჩინეთი…
მეტი...,,აზერბაიჯანთან სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე ბლოკის მოხსნას ვუჭერთ მხარს” – მირზოიანი
,,ჩვენ მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანთან სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე ბლოკის მოხსნას, წინადადებები, რომლებიც სომხეთმა აზერბაიჯანს გაუგზავნა, ამ პოზიციას ეყრდნობა და დადებით პასუხს ველოდებით”, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა ერევანში ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, აზერბაიჯანთან სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე ბლოკის მოხსნა დიდი ეკონომიკური გავლენის მქონე იქნება, არამარტო ქვეყნის ფარგლებში, არამედ მთელი რეგიონისთვის, მათ შორის საქართველოსთვის. „სომხეთის პოზიცია ოფიციალურად არის გაცხადებული, ჩვენ მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანთან ბლოკის მოხსნას სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე. ჩვენ თვითონვე კონსტრუქციული პოზიციით გამოვდივართ და კონსტრუქციული ვიყავით ყოველთვის. წინადადებები, რომლებიც სომხეთმა აზერბაიჯანს გაუგზავნა, რა თქმა უნდა,…
მეტი...„ჰამასმა“ ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა
BBC-ის ინფორმაციით, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში „ჰამასმა“ ისრაელელი ქალი ჯარისკაცი, 20 წლის აგამ ბერგერი გაათავისუფლა. ასევე, დღეს „ჰამასი“ ისრაელის ორ მოქალაქეს, 29 წლის არბელ იეჰუდსა და 80 წლის გადი მოზესს, ასევე, ტაილანდის ხუთ მოქალაქესაც გაათავისუფლებს. შეგახსენებთ, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების შეთანხმება ძალაში 19 იანვარს შევიდა. შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ 7 ისრაელელი მძევალი და 200-ზე მეტი პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლეს.
მეტი...ტრამპი აშშ-დან იმ სტუდენტებს გააძევებს, რომლებიც „ჰამასს“ უჭერდნენ მხარს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-დან იმ სტუდენტებს გააძევებს, რომლებიც „ჰამასს“ უჭერდნენ მხარს. თეთრი სახლის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები გამოიყენებს ყველა სამართლებრივ ინსტრუმენტს უკანონო ანტისემიტურ ქმედებებზე. „ჩვენ ვაფრთხილებთ ამ ქვეყანაში მცხოვრებ ყველა უცხოელს, ვინც შეუერთდა ჯიჰადის პროტესტს: ჩვენ გიპოვით და გაგასახლებთ 2025 წელს. ასევე სწრაფად გავაუქმებ სტუდენტურ ვიზებს „ჰამასის“ ყველა მხარდამჭერისთვის “, – ციტირებს ტრამპს Reuters-ი.
მეტი...დღეს, ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა
დღეს, ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირისპირ შეხვდება სომეხ კოლეგას, ნიკოლ ფაშინიანს. დაგეგმილია ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით, საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის გამართვა, რომლის დასრულების შემდეგაც მედიისთვის ერთობლივ განცხადებები გაკეთდება. საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საგარეო საქმეთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის მინისტრები.
მეტი...თეთრმა სახლმა გააუქმა განკარგულება, რომლის მიხედვითაც აშშ სახელმწიფო დახმარებას 90 დღით აჩერებდა
CNN-ის ინფორმაციით, თეთრი სახლის საბიუჯეტო ოფისმა გააუქმა განკარგულება, რომლის მიხედვითაც, შეერთებული შტატები ყველა ფედერალურ გრანტსა და სხვა სახელმწიფო დახმარებას 90 დღით აჩერებდა. მოგვიანებით თეთრი სახლის წარმომადგენელმა, კაროლინ ლევიტმა განმარტა, უქმდება არა გადაწყვეტილება ფედერალური დაფინანსების გაყინვის შესახებ, არამედ ადმინისტრაციულ-საბიუჯეტო მართვის მემორანდუმი, რომელმაც სამართლებრივი კუთხით გაურკვევლობა გამოიწვია, უცხოური დახმარებისა და ე.წ. „მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის“ პროგრამების გაყინვის გადაწყვეტილება კი ძალაში რჩება.
მეტი...13 წლის გოგომ, ინტერნეტის გამორთვის გამო, მშობლებს უჩივლა – საქმე ძალადობის მუხლით აღიძრა
უცხოური მედიის ინფორმაციით, 13 წლის გოგონა, რომელიც დღეში 10 საათამდე ატარებდა მობილურ ტელეფონთან, მშობლებმა დაადანაშაულეს მობილურ ტელეფონთან ზედმეტად დროის გატარებაში და სკოლის უგულებელყოფაში, რასაც მისი ცუდი ნიშნები მოწმობს. ამიტომ მამამ გადაწყვიტა ინტერნეტის გათიშვა, რაც ნამდვილი ტრავმა იყო გოგონასთვის, რომელმაც დარეკა საგანგებო სამსახურის ნომერზე და შეატყობინა მშობლების მიერ მძიმე ძალადობის შესახებ. ახლა ორივე მშობელი სასამართლოს წინაშე დგას. მას შემდეგ რაც მამამ გადაწყვიტა ინტერნეტის გათიშვა, გოგონამ დარეკა 1-1-4-ზე და განაცხადა, რომ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა. შემთხვევის ადგილზე პოლიცია მივიდა, მოზარდმა კი მათ ხელებზე სისხლჩაქცევები აჩვენა, თუმცა არსებობდა ეჭვი, რომ ისინი…
მეტი...მარკო რუბიო კანადის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ საერთო გლობალური გამოწვევების გადაჭრის, მათ შორის საზღვრებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ,,მდივანმა რუბიომ კანადა ჩინეთის უსამართლო ეკონომიკური პრაქტიკისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის შეაქო. ასევე, მდივანმა და მინისტრმა ჯოლიმ ორი ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გაძლიერების მიზნით თანამშრომლობის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურეს”, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის, მელანი ჯოლის ცნობით, შეხვედრაზე ახლო აღმოსავლეთის კრიზისი, უკრაინაში მიმდინარე ომი და ჰაიტიზე არსებული ვითარება განიხილეს.
მეტი...,,ეს არ უნდა მომხდარიყო” – დონალდ ტრამპი ავიაკატასტროფაზე
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ვაშინგტონში მომხდარ ავიაკატასტროფას გამოეხმაურა: „თვითმფრინავი დაშვებისთვის იდეალურ და ჩვეულებრივ ტრაექტორიაზე იყო. ვერტმფრენი დიდ ხნის განმავლობაში პირდაპირ თვითმფრინავზე მიფრინავდა. ნათელი ღამე! თვითმფრინავს ჩართული ჰქონდა შუქები, რატომ არ წავიდა ვერტმფრენი ქვემოდ ან ზემოდ, ან არ მობრუნდა? რატომ არ უთხრა სადისპეტჩერო კოშკურამ ვერტმფრენს, რა უნდა გაეკეთებინა, მიუხედავად იმისა, რომ ეკითხებოდა, ხედავდა თუ არა თვითმფრინავს? ეს ცუდი მოვლენაა, რომელიც არ უნდა მომხდარიყო. არ კარგი არ არის“, – დაწერა ტრამპმა. (VIDEO) კადრები ვაშინგტონიდან – მდინარიდან უკვე ამოყვანილია 18 ცხედარი
მეტი...,,მათ ძალიან დიდი ფასი გადაიხადეს არაფერში და ცდილობენ, ეს მიჰყიდონ ვიღაცას, ვის? – არ ვიცი” – თეა წულუკიანი
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თეა წულუკიანი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე უკრაინელი დეპუტატების გამოსვლებს გამოეხმაურა და ისაუბრა იმ დამოკიდებულებაზე, რომელიც მის მიმართ ჰქონდათ. „არაერთხელ მქონდა სურვილი უკრაინელი დეპუტატებისთვის მეპასუხა, მაგრამ ყოველ ჯერზე თავი შევიკავე და ძალიან მიხარია. ისინი არიან გასაცოდავებულ მდგომარეობაში. ისინი არიან გააგრესიულებულები. მათი აგრესია დროსთან ერთან კიდევ უფრო გაძლიერდება. ჩვენ ვხედავთ, რომ მათ – შეიძლება გულწრფელად, შეიძლება ნახევრად გულწრფელად, სჯეროდათ, რომ დასავლეთი მეტ ძალისხმევას აღმოუჩენდა და რუსეთს ერთობლივად დაამარცხებდნენ. ჩვენ პირველივე დღიდან ვეუბნებოდით მათაც და მთელს მსოფლიოს, რომ ეს იყო ილუზია, რომ ჩვენ ამაში მხარს ვერავის ავუბამდით, რადგან საქართველო არ არის ის…
მეტი...