,,გაწირეს ჩვენი მეგობარი უკრაინა და რისთვის, ეს არის ძალიან დიდი კითხვის ნიშანი” – პრემიერი

,,რასაც ჩვენ ვსაუბრობდით 3 წლის განმავლობაში და რისთვისაც ჩვენ გვაცხადებდნენ პრორუსულად, ანტიდასავლურად, ამ ყველაფერს ერთი-ერთში იმეორებს დღეს აშშ-ის ახალი ხელისუფლება, მათ შორის, უკრაინასთან დაკავშირებით ჩვენს განცხადებებს”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლებამ გადაარჩინა ქვეყანა იმ ტრაგედიას, რაც ახლა უკრაინაში ტრიალებს. „არ ვიცი, რამდენად შეძლებს, საბოლოო ჯამში, ახალი ადმინისტრაცია „დიფ სთეითის“ სრულად დამარცხებას, მაგრამ რაც დღეს ხდება, უკვე ამისთვის ტრამპის ადმინისტრაციას მადლობა უნდა გადავუხადოთ. რეალურად, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით 3 წლის განმავლობაში და რისთვისაც ჩვენ გვაცხადებდნენ პრორუსულად, ანტიდასავლურად, ამ ყველაფერს ერთი-ერთში იმეორებს დღეს აშშ-ის ახალი ხელისუფლება. მათ შორის, ეს…

მეტი...

,,ჩვენი ქვეყანა არ არის გონჩარენკოების დასასჯელი” – ირაკლი კობახიძე

,,როდესაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი სახე არის გონჩარენკო, აბსოლუტურად ლოგიკურია ის შეუსაბამობები, რასაც ვხედავთ ჩვენ ზოგადად ასამბლეის საქმიანობაში და კონკრეტულად მის რეზოლუციებში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან ტრაგიკული მოვლენაა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი სახე არის ეს უკრაინელი დეპუტატი, რომელიც პირდაპირ მოუწოდებდა საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ. ,,რეალურად, ეს იყო კოლექტიური გონჩარენკოების გადაწყვეტილება. ზოგადად, ძალიან ტრაგიკული მოვლენაა ის, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი სახე არის ეს უკრაინელი დეპუტატი, რომელიც პირდაპირ მოგვიწოდებდა ჩვენ მეორე ფრონტის გახსნისკენ. თქვენ გახსოვთ მისი განცხადება იმასთან…

მეტი...

,,მწამებლები და მკვლელები ვერასდროს დაბრუნდებიან, ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი” – პრემიერი

,,მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი დევს ხელის გულზე, საჭიროა ყველაფრის ზედმიწევნით შესწავლა, რომ მტკიცებულებების დონეზე ვაჩვენოთ ხალხს, კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რა უმძიმესი დანაშაულები აქვთ ჩადენილი იმ ადამიანებს, რომლებსაც სურდათ ხელისუფლებაში დაბრუნება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველას კარგად ახსოვს, რა ხდებოდა 2004-2012 წლებში საქართველოში. „რეალურად, მათი დანაშაულები დევს ხელის გულზე. გახსოვთ, რა ხდებოდა საქართველოს 2004-2012 წლებში, ეს იყო ადამიანების მკვლელობა, 150 ადამიანი ახალგაზრდა მარტო ქუჩაში მოკლეს, ეს იყო ადამიანების წამება, ციხეებში რა ხდებოდა, ყველას კარგად გახსოვთ…

მეტი...

,,აშშ კანადიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელზე 25%-იან ტარიფს დააწესებს” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ კანადიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელზე პირველი თებერვლიდან 25%-იან ტარიფს დააწესებს. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზეზია „სავაჭრო დეფიციტი და ფენტანილის შემოდინება”. ასევე, აშშ-ის პრეზიდენტმა არ გამორიცხა ნავთობთან დაკავშირებით ტარიფების დაწესება კანადასა და მექსიკაზე. „ჩვენ შეიძლება, დავაწესოთ ან არ დავაწესოთ. ამ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, დღეს საღამოს მივიღებთ ნავთობთან დაკავშირებით“, – განაცხადა ტრამპმა ოვალური კაბინეტიდან.

მეტი...

„არაფერს არ აქვს ფასი, არც სიმართლეს და არაფერს” – პრემიერი

,,თუ დასრულდება ის უსამართლობა, არასწორი მიდგომა და პრობლემები ევროპულ ბიუროკრატიაში, რასაც ვხედავთ, ჩვენ განვაახლებთ ჩვენს მუშაობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, თუმცა ამ ეტაპზე ამის ვერავითარ აზრს ვერ ვხედავთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, რეალურად, ევროპულ ბიუროკრატიაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა. „არაფერს არ აქვს ფასი, არც სიმართლეს და არაფერს. ხედავთ, რამდენად აბსურდული ჩანაწერები შეიტანეს მათ იმ რეზოლუციაში, რომელიც დამტკიცდა დაახლოებით 140 ხმით. ასეთი უსამართლობის პირობებში, ასეთი პრობლემების პირობებში, ჩვენს მუშაობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში აზრი აქვს დაკარგული. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ უალტერნატივო გადაწყვეტილება მუშაობის შეწყვეტის…

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმთან, ტყის მასივში ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან. ცეცხლს მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდნენ, თუმცა დილიდან დაფიქსირებულია ცეცხლის ახალი კერები. გავრცელებული ინფორმაციით, მთის მწვერვალზე, სტიქიის ზონაში ხანძრის ეპიცენტრამდე სპეციალური ტექნიკის მიყვანა შეუძლებელია. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის, ვითარება კონტროლირებადია და ცეხცლის დასახლებულ პუნქტებზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

მეტი...

ესპანეთში, იარაღის ქარხანა Rheinmetall-ში აფეთქება მოხდა

ესპანეთში, იარაღის ქარხანა Rheinmetall-ში აფეთქება მოხდა. დაშავებულია გერმანული კონცერნის ექვსი თანამშრომელი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საწყობში ასაფეთქებელი ნივთიერებები აალდა, რამაც მასშტაბური ხანძარი გამოიწვია. მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია.

მეტი...

,,2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 9.5%-ით გაიზარდა” – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში 2024 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.7 პროცენტი შეადგინა. გასულ წელს საშუალო რეალური ზრდა კი 9.5 პროცენტით განისაზღვრა. საქსტატის ცნობით, 2024 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში.

მეტი...

,,ნებისმიერი მოლაპარაკება დათმობებს გულისხმობს” – მარკო რუბიო რუსეთ-უკრაინის ომზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომი უნდა დასრულდეს, ომის დასასრულებლად კი აუცილებელია მოლაპარაკებები, რომლის დროსაც ,,ორივე მხარეს მოუწევს რაღაცის დათმობა”. ,,პირველ რიგში, ნება მომეცით ვთქვა ეს: ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის, რაც პუტინმა გააკეთა, საშინელება იყო. სხვა ქვეყანაში შეჭრა, სისასტიკე და საშინელი რამ ჩაიდინა”, – განაცხადა რუბიომ. როგორც მან აღნიშნა, ომმა ,,უკრაინა 100 წლით დახია უკან”, რადგან ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა ნადგურდება, ბევრი უკრაინელი უკრაინას ტოვებს და სამუდამოდ მკვიდრდება საზღვარგარეთ. მისი თქმით, აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ,,უკრაინის განადგურებას აფინანსებდა”.

მეტი...

„დღეს შეამჩნიეს სადგურის მოედანზე, არ არის გამორიცხული გონება ჰქონდეს არეული” – ახალი დეტალები ბათუმში დაკარგულ ბიჭზე

სოციალურ ქსელში, ბათუმში დაკარგულ ლექსანდრე მიქელაძეზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება. ბიჭი 16 იანვარს, ღამით 22:00 საათიდან გაუჩინარდა და მას ამ დრომდე ეძებენ. ,,მოგესალმებით, ძვირფასო ნახალოვკელებო, ალექსი ბავშვი, რომელიც დაიკარგა ბათუმში, დღეს შეამჩნიეს სადგურის მოედანზე თბილისი ცენტრალის ზედა მხარეს. არ არის გამორიცხული გონება ჰქონდეს არეული. დაზუსტებით ვიცით, რომ ეს ბავშვი ალექსია და დიდი თხოვნა მექნება თუ სადმე დაინახავთ, დარეკოთ 112-ში ან კიდევ ადგილზე დაიჭიროთ და მოგვმართოთ ჩვენ, დაგვიკავშირდეთ ამ ნომერზე 574404680. თუ სადმე დაინახავთ, რომ ავტობუსში ადის ან მარშუტკაში აუშვათ და  გამოიძახეთ პოლიცია და მათ მოსვლამდე არ დააძრევინოთ მძღოლს მანქანა. ეს ეხება…

მეტი...

,,მოქალაქეებს ჰქონდათ თავისუფალი არჩევანის უფლება, ეს არის რეალობა” – მიხეილ ყაველაშვილი

გამოცემა Neue Zürcher Zeitung-თან ინტერვიუში, საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი აღნიშნავს, რომ არჩევნების გაყალბების არც ერთი მტკიცებულება პროკურატურისთვის არ წარუდგენიათ, ეუთოს დასკვნაც ადასტურებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა, შესაბამისად, ვერავინ იტყვის, რომ ყაველაშვილი არაკანონიერად აირჩიეს. მისი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ცნობები მოსახლეობის დაშინების შესახებ. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მოქალაქეები კრიტიკულები არიან, თუმცა, მათთვის მშვიდობა, სტაბილურობა და ევროპისკენ მიზანმიმართული სვლა უალტერნატივოა, ნორმალური ოპოზიციის არარსებობის ფონზე კი „ქართულ ოცნებას“ კონკურენტუნარიანი მოწინააღმდეგე არ ჰყავდა.

მეტი...

,,მე მინდა ყველა მოქალაქის პრეზიდენტი ვიყო” – მიხეილ ყაველაშვილი

,,პრეზიდენტის როლი არის ზეპარტიული, ჩემმა წინამორბედმა ამ როლის მიღმა დააყენა თავი, რითაც საზოგადოებაში მოლოდინი გააჩინა. ეს არ იყო სწორი, მე მინდა ყველა მოქალაქის პრეზიდენტი ვიყო”, – ამის შესახებ საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი შვეიცარიულ გამოცემა „Neue Zürcher Zeitung“-თან ინტერვიუში საუბრობს. „ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის როლი არის ზეპარტიული. ჩემმა წინამორბედმა ამ როლის მიღმა დააყენა თავი, რითაც საზოგადოებაში მოლოდინი გააჩინა. ეს არ იყო სწორი. მე მინდა ყველა მოქალაქის პრეზიდენტი ვიყო. ჩემი მთავარი მოტივაციაა, საპრეზიდენტო ინსტიტუტი კონსტიტუციის ფარგლებში დავაბრუნო. რაც შეეხება კრიზისს, პოლიტიკური სიტუაცია ახალი არ არის, რაც მე პოლიტიკაში…

მეტი...

,,პატრიოტიზმი მთელ მსოფლიოში ძლიერდება” – სიიარტო

,,პატრიოტიზმი მთელ მსოფლიოში ძლიერდება, ხოლო სუვერენიტეტის პატივისცემა მეინსტრიმად იქცა” – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ Facebook-ში დაწერა. ,,მიუხედავად იმისა, რომ ლიბერალური მეინსტრიმი ჯერ ისევ უარყოფს, მაგრამ დღეს მსოფლიო პოლიტიკაში სავსებით ახალი სიტუაციაა შექმნილი. პატრიოტულმა ძალებმა წინ წაიწიეს, პატრიოტიზმი მთელ მსოფლიოში ძლიერდება, სუვერენიტეტის პატივისცემა ახლა მეინსტრიმია. რა თქმა უნდა, ევროპარლამენტში შეიძლება წაუყრუო, თითქოს ამას არ იმჩნევ, მაგრამ ეს მაინც ასეა“, – დაწერა სიიარტომ. მისი თქმით, სამხრეთ ევროპაში უნგრეთის მოკავშირეები ძლიერდებიან და ეთანხმებიან იმას, რომ ევროკავშირი უნდა იყო არა ზესახელმწიფო, არამედ ერების კავშირი, რომლებიც ამაყობენ საკუთარი ისტორიით, კულტურითა და…

მეტი...

,,როცა ვინმეს განსხვავებული მოსაზრება აქვს და სიმართლეს ამბობს, ავტომატურად პრორუსს უწოდებენ” – პრეზიდენტი

,,როცა ვინმეს განსხვავებული მოსაზრება აქვს და სიმართლეს ამბობს, ავტომატურად პრორუსს უწოდებენ, ისე რომ არ ხდება გააზრება, ადამიანს როგორც მტერს ისე მოიხსენიებენ”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა შვეიცარიულ გამოცემა „Neue Zürcher Zeitung“-თან ინტერვიუში განაცხადა. ,,საქართველოში შვეიცარიის ყოფილმა ელჩმაც პრორუსი და ანტიდასავლელი პოლიტიკოსი მიწოდა. ეს ტერმინი საქართველოში მტკივნეულად აღიქმება, რადგან ჩვენს მეზობელს ჩვენი ტერიტორიების ნაწილი აქვს დაკავებული. როცა ვინმეს განსხვავებული მოსაზრება აქვს და სიმართლეს ამბობს, ავტომატურად პრორუსს უწოდებენ, ისე რომ არ ხდება გააზრება, ადამიანს როგორც მტერს ისე მოიხსენიებენ. მსგავსი კლიშეები წარსულს უნდა ჩაბარდეს”, – აღნიშნა პრეზიდენტმა. მისი თქმით, ხელისუფლების სურვილია,…

მეტი...

,,ლარის კურსის მყისიერი გაუფასურების მოლოდინი არ არსებობს” – ნათია თურნავა

,,ლარის კურსის მყისიერი გაუფასურების მოლოდინი არ არსებობს”, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა. ,,ლარის მყისიერ გაუფასურებას არ ველოდებით, არც უნდა ველოდოთ. დოლარი გამყარდა ბოლო პერიოდში ევროსთან და ყველა ვალუტასთან, მათ შორის ლართან მიმართებაში. ლარის კურსთან დაკავშირებით ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ რაიმე განსაკუთრებული ხდებოდეს. თუ შევადარებთ ნოემბერს და დეკემბერს, სულ 5-6% არის ლარის გაუფასურება დოლართან მიმართებაში. განსხვავებით საარჩევნო პერიოდისა, როდესაც იყო მაღალი მოთხოვნა დოლარზე და რისკი, რომ მყისიერად გაუფასურებულიყო ლარი, ამიტომ მოგვიწია კიდეც ჩარევა. ახლა ლარი საკმაოდ ჯანსაღად მერყეობს გარკვეულ დიაპაზონში. ეს კვირა რომ ავიღოთ,…

მეტი...

,,დონალდ ტრამპის ინტერესი, შეიძინოს გრენლანდია ხუმრობა არ არის” – რუბიო

,,გრენლანდიასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის ინტერესი ხუმრობა არ არის. ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია და მისი მოგვარებაა საჭირო“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ მეგინ კელისთან ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ ჯერ არ ვართ იმ პოზიციაზე, რომ ზუსტად ვიმსჯელოთ, თუ როგორ მოვიქცეთ ტაქტიკურად. ვფიქრობ, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ოთხი წლის შემდეგ ჩვენი ინტერესი არქტიკაში უფრო დაცული იქნება“, – განაცხადა რუბიომ. მისი თქმით, არქტიკა გადამწყვეტი გახდება გადაზიდვის ხაზებისთვის და შეერთებულმა შტატებმა კი უნდა შეძლოს ამის დაცვა.

მეტი...

,,უკრაინაში ომის დასასრულებლად რუსეთზე ზეწოლა უნდა მოვახდინოთ” – კაია კალასი

„ომი სწორედ რუსეთმა დაიწყო და რუსეთს შეუძლია დაასრულოს ის მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვის შეწყვეტით და უკრაინიდან თავისი ჯარების გაყვანით. ამიტომ მათზე ზეწოლა უნდა მოვახდინოთ“, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ,,დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, აშშ-ის ახალ სახელმწიფო მდივანთან მარკო რუბიოსთან პირველი სატელეფონო საუბრის შემდეგ დარწმუნდა, რომ ვაშინგტონს, ისევე როგორც ბრიუსელს, სურს მდგრადი მშვიდობა უკრაინაში და არა დროებითი ზავი. „ჩვენ გვჭირდება ზუსტად ისეთი მშვიდობა, რომელიც გამორიცხავს რუსეთის მხრიდან ახალი თავდასხმის შესაძლებლობას. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ რუსეთის ფედერაცია თავისი მთლიანი…

მეტი...

ვაშინგტონში ჩამოვარდნილი თვითმფრინავიდან შავი ყუთები ამოიღეს

American Airlines-ის ვაშინგტონში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავიდან შავი ყუთები ამოიღეს. CBS News-ის ცნობით, შავი ყუთებიდან ამოღებული მონაცემების ანალიზი ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს ლაბორატორიაში განხორციელდება, რომელიც ტრაგედიის ადგილთან ახლოს მდებარეობს. ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო (NTSB) აცხადებს, რომ კატასტროფის შესახებ წინასწარი ანგარიში 30 დღეში გამოქვეყნდება. საბჭოში ასევე ირწმუნებიან, რომ მათ ბევრი ინფორმაცია აქვთ, მაგრამ მის გადამოწმებას გარკვეული დრო სჭირდება. (VIDEO) კადრები ვაშინგტონიდან – მდინარიდან უკვე ამოყვანილია 18 ცხედარი

მეტი...

ვოლგოგრადში ლუკოილის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შვიდ რეგიონს 49 დრონი დაესხა თავს. მათ შორის ვოლგოგრადის, კურსკის, იაროსლავის, ბელგოროდის, ვორონეჟის რეგიონებსა და როსტოვისა და კრასნოდარის ოლქებში. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩამოგდებულკი დრონის ნამსხვრევები ვოლგოგრადში ლუკოილის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისა და ნავთობის საწყობის ტერიტორიას დაეცა, რის შედეგადაც ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, დაშავდა ერთი ადამიანი. ხანძარი, ამ დროისთვის, ლოკალიზებულია.

მეტი...

ახალციხეში, მარკეტის შენობაში აფეთქება მოხდა

ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე ,,სმარტის” შენობაში, მეორე სართულზე აფეთქება მოხდა. დაზიანებულია მაღაზიის ნაწილი, დაშავებული არავინაა. ინფორმაციას ,,სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სამაშველო ჯგუფები. თვითმხილველების თქმით, აფეთქების დროს შენობაში ერთი ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. არსებული ინფორმაციით, აფეთქება ისეთი ძლიერი იყო, რომ ახლომდებარე შენობებში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა.

მეტი...

აშშ-ში თვითმფრინავების შეჯახებას ჩინეთის 2 მოქალაქე ემსხვერპლა

2 დღის უკან, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში, სამგზავრო და სამხედრო თვითმფრინავების შეჯახებისას დაღუპულებს შორის ორი ჩინეთის მოქალაქეა. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩინეთის საგარეო უწყებაში განცხადება გაკეთდა. „ჩინეთი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს  დაღუპულთა გამო. ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებთანაა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ჩინეთის საელჩომ შეერთებულ შტატებში ინციდენტის შემდეგ დაუყოვნებლივ ამოქმედდეს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მექანიზმი. სამწუხაროდ, მსხვერპლთა წინასწარი შემოწმებით, ავარიის დროს ჩინეთის ორი მოქალაქე დაიღუპა. ჩინეთმა სთხოვა აშშ-ს დროულად მიაწოდოს განახლებები სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შესახებ, რაც შეიძლება მალე დაადგინოს უბედური შემთხვევის მიზეზი და სათანადოდ მოაგვაროს შემდგომი საკითხები. ჩვენ საჭირო დახმარებას გავუწევთ ჩინელ მსხვერპლთა ოჯახებს ინციდენტთან დაკავშირებით“…

მეტი...

რუსეთმა სუმიში, მრავალსართულიან კორპუსზე იერიში მიიტანა – არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსეთმა უკრაინის ქალაქ სუმიში მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე იერიში მიიტანა. მედიის ინფორმაციით, დაღუპულია 9 და დაშავებულია 13 ადამიანი. მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი. მისი თქმით, ყოველ ასეთ დარტყმას მსოფლიოს მხრიდან პასუხი სჭირდება და ტერორი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. მისი თქმით, ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

მეტი...

,,ბრიტანეთის მთავრობა უკვე მზადაა განიხილოს ივანიშვილზე სანქციების დაწესების საკითხი” – ლორდი ჯერმანი

,,ბრიტანეთის მთავრობა უკვე მზადაა განიხილოს ივანიშვილზე სანქციების დაწესების საკითხი”, – განაცხადა ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრმა, ლორდმა მაიკ ჯერმანმა ,,რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში. ,,მე ხელი მოვაწერე წერილს, PACE-ში ბრიტანეთის დელეგაციაში შემავალ სხვა კოლეგებთან ერთად, რომელიც ბრიტანეთის მთავრობას, კერძოდ კი ევროპის მინისტრს გავუგზავნეთ – და თავად მინისტრმა დაგვიდასტურა, რომ წერილი მიღებული აქვს. რა თქმა უნდა, ბრიტანეთის მთავრობას მოუწევს, თავად გადაწყვიტოს, განიხილება თუ არა ბიძინა ივანიშვილი იმავე კონტექსტში, როგორც ბელარუსის, რუსეთის ან უკრაინის ოლიგარქები. თუ მთავრობაში დაასკვნიან, რომ ის ნამდვილად ამ კატეგორიაში ჯდება, ეს ნიშნავს, რომ მისი ფინანსური აქტივები უბრალოდ გაიყინება – სხვა სიტყვებით,…

მეტი...

როგორი ამინდი იქნება 31 იანვარს საქართველოში

31 იანვარს საქართველოში ღრუბლიანობის მომატება და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. meteo.gov.ge-ის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით +14, +19°; მთაში დღისით +11, +16°; მაღალმთაში დღისით  +7,  +12°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.   უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში დღისით +7, +12°; მთაში დღისით +6, +11°; მაღალმთაში დღისით +3, +8°.

მეტი...

თვითმფრინავს, რომლითაც რობერტ ფიცო ბრიუსელში მიფრინავდა, უკან დაბრუნება მოუწია

თვითმფრინავს, რომლითაც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ბრიუსელში მიფრინავდა, უკან დაბრუნება მოუწია. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს. რობერტ ფიცო ბრიუსელში ურსულა ფონ დერ ლაიენთან შესახვედრად მიფრინავდა, თუმცა ტექნიკური პრობლემის გამო ბელგიის საჰაერო სივრცე დაიხურა და უკან დაბრუნება მოუწია. ამის მიზეზი საჰაერო მოძრაობის კონტროლის დაუზუსტებელი ტექნიკური პრობლემა გახდა. „როგორც ჩვეულებრივ, ადამიანი გეგმავს რაღაცას, ღმერთი კი ცვლის“, – განაცხადა ფიცომ ბრატისლავაში დაბრუნებისას, თვითმფრინავში გადაღებულ ვიდეოში.

მეტი...

“სლოვაკეთი და უნგრეთი ბლოკავენ ევროკავშირის სანქციებს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, ტრამპი ამას გამოასწორებს“- უილსონი

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი აცხადებს, რომ სლოვაკეთი და უნგრეთი არასწორად და შეცდომაში შეყვანის შედეგად ბლოკავენ ევროკავშირის სანქციებს ბიძინა ივანიშვილის “არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ”. კონგრესმენი ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ  ტრამპი ამას გამოასწორებს. “სლოვაკეთი და უნგრეთი არასწორად და შეცდომაში შეყვანის შედეგად ბლოკავენ ევროკავშირის სანქციებს ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე, ირანულ რეჟიმსა და ომის დამნაშავე პუტინზე ყიდის საქართველოს. ეს შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. ტრამპი ამას გამოასწორებს” – წერს უილსონი.

მეტი...

“აშშ-ს მოსკოვთან კონტაქტი აქვს, ავიაკატასტროფაში რუსეთის მოქალაქეების დაღუპვის გამო”- ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა 30 იანვარს, რომ ვაშინგტონს კონტაქტი აქვს მოსკოვთან სამგზავრო თვითმფრინავის სამხედრო შვეულმფრენთან შეტაკების დროს რუსეთის მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით. „კონტაქტი გვაქვს რუსეთთან“ – თქვა ტრამპმა პრესკონფერენციაზე. კითხვაზე  ხელს უწყობს თუ არა აშშ რუსეთში დაღუპულების გვამების დაბრუნებას, ტრამპმა უპასუხა – „დიახ, ხელს შევუწყობთ“. 30 იანვრის ღამით, რეიგანის სახელობის აეროპორტის მახლობლად ჰაერში ერთმანეთს შეეჯახნენ ავიაკომპანია American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი Bombardier CRJ700 და შეიარაღებული ძალების ვერტმფრენი Black Hawk. თვითმფრინავში იმყოფებოდნენ 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი, ხოლო ვერტმფრენში – 3 სამხედრო. შეჯახების შემდეგ ორივე მდინარე პოტომაკში ჩამოვარდა. 67-ვე ადამიანი დაღუპულად ითვლება.

მეტი...

ისრაელმა პალესტინელი პატიმრები გაათვისუფლა

ისრაელმა პალესტინელი პატიმრები გაათვისუფლა. ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში, ხან იუნისში განვითარებული ქაოსური მოვლენების გამო პროცესი შეჩერებული იყო. ხან იუნისში მძევლების გადაცემისას ადგილზე დიდი რაოდენობით ხალხი შეიკრიბა, რამაც ქაოსი გამოიწვია და ავტობუსებს, რომელთაც პატიმრები გადაჰყავდათ, უკან, ციხეებში დაბრუნების ბრძანება მიეცათ. მოვლენები განსაკუთრებით მაშინ დაიძაბა, როდესაც 80 წლის ისრაელელი მძევალი შენიშნეს ხალხის მასაში. ისრაელის მხრიდან მძევლების კოორდინატორმა განაცხადა, რომ  ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მეორე ფაზისთვის ემზადებიან.

მეტი...

შვედეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების უდიდესი პაკეტი გამოაცხადა

შვედეთის თავდაცვის მინისტრის, პოლ იონსონის განცხადებით, უკრაინის დახმარების პაკეტის საერთო ღირებულება 13.5 მილიარდი შვედური კრონა, ანუ 1.23 მილიარდი დოლარია. როგორც იონსონი წერს, ეს მე-18 ტრანშია, რომელიც სტოკჰოლმმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან გამოყო. დაახლოებით 90 მილიონ დოლარს დააბანდებენ უკრაინაში შორი მანძილის რაკეტებისა და დრონების წარმოების განვითარებაში. დახმარების პაკეტის მეოთხედს შეადგენს შეიარაღება, რომელიც შვედეთის არმიის მარაგებიდან გადაიცემა, მათ შორის 16 საბრძოლო კატარღა, 1500 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა და 200 AT4 ტიპის ყუმბარმტყორცნი. ასევე, ანალოგიური ყუმბარმტყორცნები გადაცემა მოლდოვას, თუმცა იონსონმა მათი რაოდენობა არ დააკონკრეტა. მთლიანი პაკეტის 45%, ანუ 534 მილიონი დოლარი, მოხმარდება შვედეთსა და ევროპაში ახალი…

მეტი...

რუსთაველის გამზირზე აქცია გრძელდება

რუსთაველის გამზირზე აქცია გრძელდება. პარლამენტთან შეკრებილებს აქციის მონაწილეები შეუერთდნენ, რომლებიც მანამდე საზოგადოებრივ მაუწყებელთან იყვნენ შეკრებილები. მარჯანიშვილის მოედნიდან რუსთაველის გამზირზე ასევე მარშით მივიდნენ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქციის მონაწილეები. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.  

მეტი...

ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ ნიკა ეგაძე მეორე ადგილზეა

ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში მამაკაცთა შორის ქართველი ნიკა ეგაძე ასპარეზობს. ქართველმა მოციგურავემ მოკლე პროგრამა საკმაოდ მაღალი შეფასებით 91.94 ქულით დასრულა, მეორე ადგილზე გავიდა და მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ნიკა ეგაძე თვისუფალი პროგრამით პირველ თებერვალს იასპარეზებს. შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ქალთა შეჯიბრებაში მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზე საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვა გავიდა, რომელიც თავისუფალი პროგრამით ხვალ, 31 იანვარს იასპარეზებს.  

მეტი...

“გაათავისუფლონ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი”- ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას

ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი. “მედიის თავისუფლება თავისუფალი საზოგადოების ხერხემალია. ესტონეთი, როგორც “მედიის თავისუფლების კოალიციის” თანათავმჯდომარე, საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, უზრუნველყონ ჟურნალისტების უფლებები და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა

აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც კარვებია გაშლილი, საპროტესტო აქცია განახლდა. აქციაზე მთავარი მოთხოვნაა, დროულად გათავისუფლდნენ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი და სხვა დაკავებულები, ასევე, ხელახლა დაინიშნოს საპარლამენტო არჩევნები. “გააწანი სილა რეჟიმს” – ამ სახელწოდებით აქცია-პერფორმანსი  ქუთაისის მერიასთან გაიმართა. ამ წუთებში მარჯანიშვილის მოედანზე  „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მხარდასაჭერი მარში მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან.

მეტი...

რა განცხადებას ავრცელებს ომბუდსმენი მზია ამაღლობელთან დაკავშირებით

სახალხო დამცველის ინფორმაციით, “ბათუმელების” დამფუძნებელს მზია ამაღლობელს მიმდინარე კვირაში დამატებითი კვლევები ჩაუტარდა. ის სამედიცინო მასალები კი, რომლებიც ამ დროისთვის სახალხო დამცველის აპარატს გააჩნია, უკვე მიწოდებული აქვს ამაღლობელის კანონიერი ინტერესების დამცველ ადვოკატს. „როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, სახალხო დამცველის აპარატი აქტიურ მონიტორინგს უწევს მზია ამაღლობელის უფლებების დაცვის და მისთვის მიწოდებული სამედიცინო დახმარების ეფექტიანობის საკითხს. დაკავების დღიდან, სახალხო დამცველმა და მისმა რწმუნებულებმა, მათ შორის, სახალხო დამცველის აპარატში დასაქმებულმა ექიმმა, მედიცინის დოქტორმა, შვიდჯერ მოინახულეს ჟურნალისტი. სახალხო დამცველის აპარატის ექიმი პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა 27 იანვარს, რა დროსაც გაესაუბრა როგორც მზია ამაღლობელს, ისე დაწესებულების სამედიცინო პერსონალს…

მეტი...

“ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების დაცვის გამო არავინ არ უნდა ისჯებოდეს”- ევროკავშირის წარმომადგენლობა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგელობა განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს ყველა უსამართლოდ დაკავებულს და მათი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. „დღეს ევროკავშირის ელჩი, თავის გუნდთან ერთად, საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების კონტექსტში დაკავებულების ოჯახებს და მეგობრებს შეხვდა. ყოველი დაკავებულის უკან ოჯახები და მეგობრები დგანან, რომლებიც ასევე უზარმაზარ სირთულეებს განიცდიან. ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების დაცვის გამო არავინ არ უნდა ისჯებოდეს. ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს ყველა უსამართლოდ დაკავებულს და მათი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. სამართლიანობამ უნდა გაიმარჯვოს. დაუსჯელობა უნდა დასრულდეს”- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი...

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას სთხოვენ

კონგრესმენი ჯო უილსონი და ბრიტანელი დეპუტატი ჯეიმს მაკკლირი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას სთხოვენ. ამის შესახებ, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, დევიდ ლემისთვის გაგზავნილ ერთობლივ წერილს უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. “მიუხედავად იმისა, რომ ატლანტიკის ოკეანისა და პოლიტიკური სპექტრის ორ სხვადასხვა მხარეს ვართ, გამოწვევა, რომელსაც ქართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს, ერთობლივ, ტრანსატლანტიკურ და მრავალპარტიულ პასუხს საჭიროებს. საგარეო მდივანო, მოგიწოდებთ, დაყოვნების გარეშე იმოქმედოთ და სანქციები დაუწესოთ ივანიშვილს, ოლიგარქ მჩაგვრელს, რომელმაც შესაძლებლობა მისცა პუტინის ჩარევას საქართველოს დემოკრატიაში და ძირი გამოითხარა მის სუვერენიტეტს. შეერთებულმა შტატებმა 2024 წლის დეკემბერში დაუწესა სანქციები ივანიშვილს; ტრანსატლანტიკური თანამშრომლობისა…

მეტი...