გაეროს მონაცემებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში 376 000 პალესტინელი დაბრუნდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, კონფლიქტით დაზარალებულ რაიონებში ყველაფერი განადგურებულია და ტერიტორიის ამოცნობა პრაქტიკულად შეუძლებელია. შეთანხმების ფარგლებში, ,,ჰამასი” მიმდინარე კვირას კიდევ ექვს მძევალს გაათავისუფლებს.
მეტი...დღე: იანვარი 29, 2025
ხელისუფლების წარმომადგენლებს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, მედიის წარმომადგენლები საპროტესტო აქციით დახვდნენ
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, რომლებიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, სფფ-ის წარმომადგენლების შესახვედრად მივიდნენ, მედიის წარმომადგენლები საპროტესტო აქციით დახვდნენ. სტადიონის შესასვლელის კარი ბოქლომით არის ჩაკეტილი. ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათ ირაკლი კობახიძესთან კითხვები არ აქვთ და აქვთ მხოლოდ მოთხოვნა – გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობიდან.
მეტი...„მონა ლიზას” ლუვრის მუზეუმისგან დამოუკიდებელ, სპეციალურ სივრცეში გადაიტანენ
„მონა ლიზას” ლუვრის მუზეუმისგან დამოუკიდებელ, სპეციალურ სივრცეში გადაიტანენ. გავრცელებული ინფორმაციით, ნახატი მუზეუმის ტერიტორიაზე დარჩება, თუმცა ცალკე სივრცე დაეთმობა და მის ხილვაში ვიზიტორები დამატებით თანხას გადაიხდიან. უცხოური მედიის ცნობით, ლეონარდო და ვინჩის შედევრის განთავსების ადგილის ცვლილება ლუვრის რეკონსტრუქციას უკავშირდება.
მეტი...უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 29 დრონი ჩამოაგდეს
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, სულ რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 57 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 29 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 14 დრონი უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა. „მტრის თავდასხმის შედეგად ნიკოლაევის, ოდესის, ხარკოვის, კიევისა და სუმის ოლქები დაზარალდა“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში. უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები ხარკოვის, პოლტავის, სუმის, კიევის, ჩერნიგოვის, კიროვოგრადის, ხმელნიცკის, დნიპროპეტროვსკისა და ოდესის ოლქებში გაანადგურეს.
მეტი...დავით ნარმანიამ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სემეკის საქმიანობის სპეციფიკისა და რეგულირების საკითხების შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა. დავით ნარმანიამ დეტალურად ისაუბრა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირების მნიშვნელობაზე, მელიორაციის სექტორის განვითარებაზე, სატარიფო პოლიტიკასა და განახლებადი ენერგიების ხელშეწყობაზე. სემეკის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიის ფუნქციებზე, საერთაშორისო პროექტებზე, ასევე ისაუბრა ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის აუცილებლობაზე, უპასუხა სტუდენტების კითხვებს. „მისასალმებელია სტუდენტების ინტერესი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკითხებზე. ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმა და ამ კუთხით არსებული გამოწვევები, დიდ დაინტერესებას იწვევს სხვადასხვა პროფესიის ახალგაზრდებში. ყოველთვის გამოვთქვამთ მზადყოფნას,…
მეტი...პოლონეთში, საქართველოს მოქალაქე პოლიციის შენობაში მანქანით შევარდა
პოლონეთში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი პოლიციის განყოფილებაში შევარდა. 45 წლის ქართველმა კაცმა ავტომობილით რამდენჯერმე სცადა შეემტვრია განყოფილების შესასვლელი მინის კარი, რომელიც ვიზიტორებისთვის არის განკუთვნილი. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს შენობაში მხოლოდ ერთი ადამიანი იმყოფებოდა, რომელმაც დროულად მოახერხა უსაფრთხო ადგილზე გადასვლა. საქართველოს მოქალაქე კი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
მეტი...სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე დატოვა
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე დატოვა. ეროვნული ბანკის ცნობით, საქართველოში, 2023 წლის დასაწყისიდან, ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბლა ნარჩუნდება. 2024 წლის დეკემბერში ფასების საერთო დონე წლიურად 1.9%-ით გაიზარდა. ,,ინფლაციის მიზნობრივ ფარგლებში შენარჩუნებას მეტწილად შიდა ეკონომიკური ფაქტორები განაპირობებს. კერძოდ, ეროვნული ბანკის თანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკის შედეგად გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინები სტაბილურია. ადგილობრივად წარმოებული პროდუქტებისა და მომსახურების ფასები, რომელთა ცვლილება შედარებით ხისტია და ყველაზე უკეთ ასახავს გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს, დაბალი ტემპით იზრდება – წლიურმა ცვლილებამ დეკემბერში 2.2% პროცენტი შეადგინა. ამასთან, 2024 წელს ეკონომიკური აქტივობა ძლიერი იყო და იანვარ-ნოემბერში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ…
მეტი...,,დედაქალაქში ძალიან ხშირია შშმ პირებისთვის განკუთვნილი ლიფტის დაზიანების შემთხვევები” – კახა კალაძე
თბილისის მერმა კახა კალაძემ შპს „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებს მათ ბალანსზე არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის განკუთვნილი სპეციალიზებული ლიფტების რეაბილიტაცია დაავალა. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, 12 სპეციალიზებული ლიფტიდან, ამ დროისთვის, რვა ერთეული ვანდალურად არის დაზიანებული. „დედაქალაქში, სხვადასხვა ლოკაციაზე დაყენებული გვაქვს 12 სპეციალიზებული ლიფტი, რომელიც შშმ პირებს ემსახურება. ამ 12 ლიფტიდან რვა ერთეული ვანდალურად არის დაზიანებული. რეაბილიტირდება აღნიშნული ლიფტები და რამდენიმე დღეში მათ კვლავ მიზნობრივად აზიანებენ. ჩვენ გვქონდა შეხვედრა „თბილსერვისის“ ხელმძღვანელობასთან. მინდა, კიდევ ერთხელ დავავალო მათ, რომ ქალაქში ყველა მსგავსი ლიფტი იყოს განახლებული და მოწესრიგებული. 12-ვე ლიფტი უნდა ფუნქციონირებდეს გამართულად.…
მეტი...გერმანიაში, ქართველი ემიგრანტი დაიკარგა
გერმანიაში, ქართველი ემიგრანტი დაიკარგა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაკარგული ახალგაზრდას დედა ავრცელებს. „გამარჯობა მეგობრებო ვეძებ შვილს, ლაშა მანაშვილი ჰქვია, იყო ბერლინში ლტოლვილების სასტუმროში, თუ ვინმემ რამე ინფორმაცია იცის, ძალიან გთხოვთ მითხრათ. დედა ვარ მისი, 10 იანვრის მერე აღარ გამოჩენილა, იქნებ ვინმემ იცოდეს რამე გთხოვთ მეგობრებო“, – წერს დედა.
მეტი...,,საფრანგეთი მზადაა გრენლანდიაში ჯარები განათავსოს და აშშ-ს დაუპირისპირდეს” – Euractiv
Euractiv-ის ინფორმაციით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ ის არ გამორიცხავს ევროკავშირმა გრენლანდიაში საკუთარი ჯარები განალაგოს. ეს განცხადება მან აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ამერიკასთან გრენლანდიის შეერთების სურვილის ფონზე გააკეთა, აღნიშნავს სააგენტო. საფრანგეთის პირველი დიპლომატის განცხადებით, ევროკავშირი საკუთარი ჯარების განლაგების შესახებ დანიასთან მოლაპარაკებებს მართავს. ეს მოხდება, თუ ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქრება. მისი თქმით, არქტიკის რეგიონი უცხოური ჩარევის რისკის ფონზე კონფლიქტის ახალი ველი ხდება.
მეტი...,,საქართველოში შემოდის ერთ-ერთი უძლიერესი დეველოპერული კომპანია, შეიქმნება სამუშაო ადგილებიც” – კახა კალაძე
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, იმ მასშტაბის ინვესტიცია, რომლის განხორციელებასაც დეველოპერული კომპანია „ემაარ ჯგუფი“ საქართველოში გეგმავს, ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში ერთ კონკრეტულ პროექტში არასდროს ყოფილა. დედაქალაქის მერმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტი დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ შეაფასა. „ორი დღის წინ დასრულდა პრემიერ-მინისტრის ოფიციალური, ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, რომლის ფარგლებში, გვქონდა სხვადასხვა ტიპის შეხვედრები. შეხვედრა გაიმართა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთა, იყო ბიზნესშეხვედრებიც. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა ჩვენი ქვეყნისთვის და ორმხრივი თანამშრომლობისთვის ძალიან მნიშვნელოვან მემორანდუმს, რომელიც ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა – საქართველოში შემოდის მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი დეველოპერული კომპანია „ემაარ ჯგუფი“…
მეტი...ბენიამინ ნეთანიაჰუს და დონალდ ტრამპის შეხვედრა მომავალ კვირაში გაიმართება
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მომავალ კვირას თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდება. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა 4 თებერვალს გაიმართება. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის ოფისი ადასტურებს. ნეთანიაჰუ პირველი უცხოელი ლიდერია, რომელმაც დონალდ ტრამპისგან მიწვევა მიიღო პრეზიდენტობის მეორე ვადის დაწყების შემდეგ.
მეტი...ფიროსმანის ქუჩაზე ისტორიული შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
„თბილისის განვითარების ფონდმა“ ფიროსმანის ქუჩა N29-ში არსებული შენობის რეაბილიტაცია დაიწყო”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, იქიდან გამომდინარე, რომ შენობა ისტორიული ძეგლია, ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა და თითოეული ორნამენტი შენარჩუნებული იქნება. „თბილისის განვითარების ფონდმა“ ჩუღურეთის რაიონში, ფიროსმანის ქუჩა N29-ში არსებული შენობა-ნაგებობის რეაბილიტაცია ხორციელდება. აღნიშნულ მისამართზე ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმიც მდებარეობს. შენობა, რომლის ფასადმა ჩვენამდე უცვლელად მოაღწია, აგებულია მე-19 საუკუნის ბოლოს. არქიტექტურული თვალსაზრისით, ნაგებობა ეკლექტიკური სტილის მატარებელია და მხატვრული გამომსახველობითა და პროპორციებით, ქუჩას ორგანულად ერწყმის. პროექტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, განხორციელდება:…
მეტი...ავარია მარნეული-სადახლოს გზაზე
ავარია მოხდა მარნეული-სადახლოს გზაზე. ერთმანეთს, ორი ავტომობილი შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, ორივე ავტომობილის მძღოლი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანა.
მეტი...,,ახალი არჩევნები, შესაძლოა, აპრილში ჩატარდეს – დროებითი მთავრობა გამორიცხულია” – ვუჩიჩი
,,ახალი არჩევნები, შესაძლოა, აპრილში ჩატარდეს. დროებითი მთავრობა გამორიცხულია“, – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა. Reuters-ი წერს, რომ სერბეთის პრემიერის, მილოშ ვუჩევიჩის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ოპოზიცია დროებითი მთავრობის ჩამოყალიბების მოწოდებით გამოვიდა. სატელევიზიო მიმართვაში ვუჩიჩმა განაცხადა, რომ მის პარტიას 10 დღე დასჭირდება იმის გადასაწყვეტად, უმრავლესობის მთავრობა შექმნას, თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს. მილოშ ვუჩევიჩიმ სერბეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
მეტი...აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რუსეთისთვის EU-ს სანქციების გახანგრძლივებას მიესალმება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს კაია კალასს ესაუბრა. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. ,,მდივანმა რუბიომ ხაზი გაუსვა ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობას, მოუწოდა ევროპას გაზარდოს თავდაცვის ხარჯები და ხაზი გაუსვა ჩინეთის გამოწვევებს. მდივანი მიესალმა ევროკავშირის სანქციების გახანგრძლივებას რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ომის გამო. მდივანმა და უმაღლესმა წარმომადგენელმა განიხილეს აშშ-ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავების გზები და საერთო პრიორიტეტები”, – ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები რამდენიმე დღის წინ, კიდევ 6 თვით გაახანგრძლივა.
მეტი...მოსამართლემ დონალდ ტრამპის ბრძანება დროებით დაბლოკა
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ, ლორენ ალიხანმა დროებით შეაჩერა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანება ასობით მილიარდი დოლარის ოდენობის ფედერალური გრანტებისა და სესხების გაყინვის შესახებ. BBC-იის ცნობით, მოსამართლემ ფედერალური გრანტებისა და სესხების გაყინვის ბრძანების შეჩერების გადაწყვეტილება იმ სარჩელის საპასუხოდ მიიღო, რომელიც გრანტის მიმღები ორგანიზაციების ჯგუფმა შეიტანა. სარჩელში ნათქვამია, რომ თეთრი სახლის მიერ უკვე დამტკიცებული დაფინანსების დროებითი გაყინვა კანონის დარღვევას წარმოადგენს. მოსამართლე ალიხანმა განაცხადა, რომ ფედერალური გრანტებისა და სესხების გაყინვის გეგმა, მინიმუმ, ორშაბათამდე შეჩერდება, მანამ, სანამ ამ საკითხზე ზეპირი კამათის საშუალება მიეცემა.
მეტი...,,მოლაპარაკებები ნებისმიერთან შეიძლება, მაგრამ ზელენსკი არალეგიტიმურია” – პუტინი
„მოლაპარაკებები ნებისმიერთან შეიძლება, მაგრამ არალეგიტიმურობის გამო, ზელენსკის რაიმეზე ხელმოწერის უფლება არ აქვს. მაგრამ თუ მას მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება სურს, მაშინ მე დავნიშნავ ადამიანებს, რომლებიც ამ მოლაპარაკებებს წარმართავენ“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს უფლებამოსილების გაგრძელების უფლება საომარი მდგომარეობის დროსაც არ აქვს და უკრაინასთან მოლაპარაკებებში საქმე დოკუმენტებზე ხელმოწერას ეხება. „ეს სერიოზული საკითხია, რომლითაც გრძელვადიან ისტორიულ პერსპექტივაში როგორც უკრაინის, ისე რუსეთის უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს. მაგრამ დოკუმენტებზე ხელმოწერის თვალსაზრისით, ყველაფერი ისე უნდა იყოს, რომ იურისტებმა იმ ადამიანების ლეგიტიმურობა დაადასტურონ, რომლებსაც უკრაინის სახელმწიფოს მიერ შეთანხმებებზე…
მეტი...მსახიობი ალეკო თეთრაშვილი გარდაიცვალა
კომპოზიტორი და მომღერალი დათო არჩვაძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „ჩემი ალეკო თეთრაშვილი აღარ მყავს“, – წერს მომღერალი. გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობის გარდაცვალების მიზეზი გულის პრობლემა გახდა.
მეტი...,,თეირანის რეჟიმი უნდა წავიდეს, დიქტატორი მადურო უნდა წავიდეს, კორუმპირებული ივანიშვილი უნდა წავიდეს” – უილსონი
„თეირანის რეჟიმი უნდა წავიდეს. დიქტატორი მადურო უნდა წავიდეს. კორუმპირებული ივანიშვილი უნდა წავიდეს”, – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მეტი...რუსეთის ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში ნავთობსაცავში ხანძარი გაჩნდა
რუსეთის ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში ნავთობსაცავში ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ქალაქ ქსტოვოში „ლუკოილ-ნიჟნინოვგოროდნეფტეოსინთეზის“ ნავთობის საცავში გაჩნდა. ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის გუბერნატორის ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
მეტი...განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე 2 ადამიანი დააკავეს
განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე 2 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. ,,საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვემო ქართლის რეგიონში, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლებიდან, ამოღებულ იქნა, სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, ჯამში 83 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს 403 600 ლარს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8-წლამდე ვადით”, – ნათქვამია განცხადებაში.
მეტი...ინდოეთში, რელიგიურ შეკრებაზე ჭყლეტა მოხდა – დაიღუპა სულ მცირე 7 ადამიანი
ინდოეთში, უტარ პრადეშის შტატში, სადაც მოსახლეობა მაჰა კუმბ მელას რელიგიურ დღესასწაულს აღნიშნავდა, ჭყლეტა მოხდა, რის შედეგადაც, სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სულ მცირე, 15 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. წინასწარ ინფორმაციით, ჭყლეტა მაშინ მოხდა, როდესაც მდინარეში განბანის ცერემონია მიმდინარეობდა, თუმცა ოფიციალურად თუ რა გახდა ინციდენტის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. დრონით გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ გარბის მომლოცველების ნაწილი ადგილიდან და წყლეტაც მაგ დროს იწყება. ცნობისთვის, მსგავსი ჭყლეტა ინდოეთში ბოლოს 2013 წელს, კიდევ ერთი დღესასწაულის აღნიშვნის დროს მოხდა. მაშინ 36 მომლოცველი დაიღუპა.
მეტი...,,შიმშილობის მე-17 დღე ხდება, გადავარჩინოთ მზია ამაღლობელი” – სალომე ზურაბიშვილი
,,გადავარჩინოთ მზია ამაღლობელი. ის არის ჩვენი სინდისი, რომელიც ეწინააღმდეგება ივანიშვილის რეჟიმის მცდელობას საქართველო რუსეთში შეათრიოს”, – წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ,,თავისუფლება მზია ამაღლობელს. შიმშილობის მე-17 დღე ხდება. გადავარჩინოთ მზია ამაღლობელი. ის არის ჩვენი სინდისი, ჩვენი სახე, ჩვენი სიამაყე რეპრესიების პირისპირ, რომელიც ეწინააღმდეგება ივანიშვილის რეჟიმის მცდელობას საქართველო რუსეთში შეათრიოს!”, – წერს ზურაბიშვილი.
მეტი...,,ყველამ ვნახეთ დარტყმის ვიდეო, სად არის ჰუმანურობა?” – ფიშერი
,,მზია ამაღლობელისთვის წარდგენილი ბრალდება და მისი წინასწარი პატიმრობა გადაჭარბებული და გაუმართლებელი ჩანს. სად არის ჰუმანურობა?”, – წერს X-ზე საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი. ,,ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმე ძალიან ცუდია. ევროკავშირის ელჩები დღეს ,,ნეტგაზეთისა” და ,,ბათუმელების” რედაქტორებსა და ამაღლობელის იურიდიულ გუნდს შევხვდით. წარდგენილი ბრალდება და მისი წინასწარი პატიმრობა გადაჭარბებული და გაუმართლებელი ჩანს. ყველამ ვნახეთ დარტყმის ვიდეო. სად არის ჰუმანურობა?”, – წერს ფიშერი.
მეტი...,,პუტინს მოლაპარაკებების ეშინია და აკეთებს ყველაფერს, რათა ომი გააჭიანუროს” – ზელენსკი
,,პუტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოლაპარაკებების ეშინია, ეშინია ძლიერი ლიდერების და აკეთებს ყველაფერს, რათა ომი გააჭიანუროს”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ,,მისი ყოველი ქმედება და მისი ყველა ცინიკური ხრიკი მიმართულია იმისკენ, რომ ომი დაუსრულებელი გახადოს. 2014 წელს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო ჰიბრიდული ომი, რომელიც 2022 წელს სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ გვაქვს შესაძლებლობა რეალურ მშვიდობას მივაღწიოთ, მაგრამ პუტინი აკეთებს ყველაფერს, რომ მშვიდობის ნაცვლად, გააგრძელოს სრულმასშტაბიანი მკვლელობა”, – თქვა ზელენსკიმ.
მეტი...