“ქართული ოცნებისთვის” ოცნებების დრო დასრულდა!”- ზურაბიშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება. მისი განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის” ოცნებების დრო დასრულდა” „ვულოცავ ყველა იმათ, ვისაც წვლილი მიუძღვნის დარღვევებისა და დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების მოგროვება წარდგენაში. ამ სერიოზულმა ძალისხმევამ განაპირობა საქართველოს ორმაგი გამარჯვება: ერთის მხრივ, საქართველო ჯერ კიდევ რჩება ევროსაბჭოს ასამბლეის წევრი, და მაშასადამე ქვეყანა უფრო ღრმა იზოლაციაში არ შევიდა, “ოცნების” მზაკვრული გეგმების მიუხედავად. ამავდროულად ქვეყანაში არსებულ დემოკრატიულ უკუსვლის გათვალისწინებით, მიღებული გადაწყვეტილება დროებითი და პირობითი ხასიათისაა და წარმოადგენს პოლიტიკურ მკაცრ გაფრთხილებას მმართველი გუნდის მისამართით: 3 თვე ეძლევა მას, რათა შესრულდეს ძირითადი მოთხოვნები: პოლიციის ძალადობის…

მეტი...

„ქართული ოცნება“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს

  „ქართული ოცნება“ საპარლამენტო ასამბლეაში, მუშაობას წყვეტს.ამის შესახებ, უმრავლესობის წევრმა თეა წულუკიანმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუცია მიიღო. როგორც წულუკიანმა განმარტა, დოკუმენტის „არაერთი დათქმა მიუღებელია, რადგან უსამართლო და საფუძველს მოკლებულია“. “ჩვენ, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სტრასბურგსა და თბილისში მყოფმა წევრებმა, ვიმსჯელეთ და, ქართული ოცნების გუნდის საერთო გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უფლებამოსილება დამტკიცებულია, დღეიდან ვწყვეტთ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში. მიგვაჩნია, რომ იქამდე, სანამ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ გრძელდება სრულიად უსამართლო და დაუსაბუთებელი შანტაჟი, არავითარი მნიშვნელობა არ ენიჭება მტკიცებულებებსა და ფაქტებს, განხილვები მიკერძოებულია და გამოირჩევა ჩვენი…

მეტი...

აშშ-ის მიერ საგარეო დახმარების შეჩერება უკრაინის, ტაივანისა და იორდანიის სამხედრო მხარდაჭერის პროგრამების უმეტესობას ეხება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი აღმასრულებელი განკარგულება, რომლითაც აშშ 90 დღით აჩერებს საგარეო დახმარების ყველა პროგრამას, ასევე ეხება უკრაინის, ტაივანისა და იორდანიის სამხედრო და უსაფრთხოების მხარდაჭერის პროგრამების უმეტესობას. ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს. ამავე სტატიაში აღნიშნულია, რომ საუბარია იმ დახმარებაზე, რომელსაც ამ ქვეყნებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ანაწილებს. გამონაკლისს წარმოადგენს ისრაელისა და ეგვიპტის სამხედრო დახმარება.  

მეტი...

“არც უკრაინას, არც ევროპას არ სურს საქართველოს ომში ყოფნა”- გონჩარენკო

“არც უკრაინას, არც რომელიმე სხვა ქვეყანას ევროპაში არ სურს საქართველოს ომში ყოფნა, არავის მსოფლიოში არ უნდა ეს, ეს ივანიშვილის მორიგი ტყუილია” – ამის შესახებ უკრაინელმა დეპუტატმა, ოლექსი გონჩარენკომ ევროპის საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე განცხადებით, რეჟიმი თავს ესხმის სამოქალაქო საზოგადოება. „რა ხდება ახლა? დემოკრატიაა თავდასხმის ქვეშ საქართველოში, ისინი იქ დემოკრატიისა და თავისუფლების მოკვლას ცდილობენ. პრო-რუსი მარიონეტების მიერ საქართველოს მოტაცებას ვხედავთ. ეს ხდება ახლა. ვინ დგას მათ გზაზე? ქართველი ხალხი და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება. სწორედ ამიტომ რეჟიმი ასე უხეშად ესხმის თავს სამოქალაქო საზოგადოებას, „უცხოური აგენტების” რუსული კანონით, სასტიკი თავდასხმებით, დაპატიმრებებით. ამიტომ ეზიზღებათ…

მეტი...

აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებმა ტროტუარზე დამაგრებული კარავი დაშალეს

აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო. სამართალდამცავებმა ტროტუარზე დამაგრებული კარავი დაშალეს, რასაც აქციის მონაწილეების პროტესტი მოჰყვა. ისინი კარვის გატანის შესაძლებლობას არ აძლევენ. სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს, მოუწოდებენ, ტერიტორიიდან კარავი გაიტანონ. საკონსტიტუციო სასამართლოსთან და აჭარის მთავრობის სახლთან ნიღბიანი პოლიციელები არიან მობილიზებული.

მეტი...

„ქართული ოცნების“ მთავრობა და მისი 1 100 000-ზე მეტი ამომრჩეველი მშვიდობას იცავს”- წულუკიანი

ევროპის საბჭოში სიტყვით გამოსვლისას თეა წულუკიანა განაცხადა,რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა და მისი 1 100 000-ზე მეტი ამომრჩეველი მშვიდობას იცავს და არავის მისცემს უფლებას, ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოხდეს. ის საბჭოს წევრებს სთხოვდა არ დაეჭირათ მხარი რეზოლუციის პროექტსთვის. “მოგიწოდებთ, არ დაუჭიროთ მხარი მოცემულ არაორდინალურ დათქმებს, არ დაუჭიროთ მხარი რეზოლუციის პროექტს და მხარი დაუჭიროთ ჩვენი უფლებამოსილების ცნობას მხოლოდ იმ დათქმით, რომ ჩვენ ერთად გავაგრძელოთ ნორმალურ ვითარებაში მუშაობა და უკვე არსებული კარგი თანამშრომლობა საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტთან და ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, საქართველოში მისი უახლესი ვიზიტის შესაბამისად. ნება მომეცით, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, იმათთვის, ვისაც ეს…

მეტი...

“ახალი არჩევნები”- საქართველოს შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ კენჭისყრა PACE-ის სხდომაზე გაიმართა. 134 დეპუტატიდან რეზოლუციას 114-მა დაუჭირა მხარი, 13 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 7-მა თავი შეიკავა. “[PACE] საქართველოს ოფიციალურ პირებისგან დაჟინებით მოითხოვს ინკლუზიური პროცესის დაუყოვნებლივ ინიცირებას ყველა ჩართული პირისა და სოციალური აქტორების ჩართულობით, მათ შორის მმართველი უმრავლესობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების, რათა სასწრაფოდ პასუხი გაეცეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში დაფიქსირებულ ნაკლოვანებებსა და დარღვევებს, და შეიქმნას საარჩევნო გარემო, რომელიც საჭირო საარჩევნო გარემოს შექმნის ნამდვილად დემოკრატიული ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად, რომელიც მომდევნო თვეებში უნდა გამოცხადდეს“, –…

მეტი...

ზუგდიდში, ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ზუგდიდში, ხანძარს 80 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. ცეცხლი აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. ხანძარი ამ დროისთვის სრულად ლიკვიდირებულია. ადგილზე მაშველების რამდენიმე ჯგუფი მუშაობდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი და სხვა დეტალები უცნობია. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

აჭარის მთავრობის სახლთან ხმაურია

აჭარის მთავრობის სახლთან ხმაურია. აქციის მონაწილეებსკარვის გაშლას ტროტუარზე ცდილობენ, თუმცა სამართალდამცავები უფლებას არ აძლევენ. საპროტესტო აქციის მონაწილეები კარვის დაშლას არ გეგმავენ და სამართალდამცავებსა და მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირებაა. საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლთან 63- ე დღეა მიმდინარეობს.    

მეტი...

“ახალი თეატრი“ რეგიონებში გასვლას იწყებს

“ახალი თეატრი“ რეგიონებში გასვლას იწყებს. როგორც ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მსახიობები „ახალი თეატრიდან“ 1 თებერვალს, 09:00 საათზე, გავლენ აჭარის მიმართულებით. 2 თებერვალს საპროტესტო მანიფესტი სამეგრელოში ჩავა. „შემოტანილი განცხადების საფუძველზე უზრუნველყავით საპროტესტო მანიფესტის სრულფასოვნად და უსაფრთხოდ ჩატარება“,- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც „ახალი თეატრი“ ავრცელებს. “ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტის რეგიონებში გასვლის შესახებ 23 იანვარს გახდა ცნობილი. როგორც „ახალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა მსახიობებისა და რეჟისორების საპროტესტო მანიფესტისას განაცხადა, ყველაფერი გააკეთეს, რათა დიალოგი შემდგარიყო პროკურატურასთან, თუმცა, მისივე თქმით, „პროკურატურამ ეს არ შეიმჩნია“. ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა ქვეყანაში ბოლო ორი…

მეტი...

“დაიწყონ ინკლუზიური პროცესი დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად”- ევროპის საბჭოს წევრი

ევროპის საბჭოს წევრმა, ზანდა კალნინა-ლუკაშევიცამ განაცხადა, რომელმაც, როგორც მონიტორინგის კომისიის წევრმა, 28 იანვარს საქართველოს დელეგაციის მანდატების აღიარება-არაღიარების საკითხზე ანგარიში მოამზადა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ინკლუზიური პროცესით უნდა შექმნას დემოკრატიული არჩევნების ჩატარების საშუალება, რომელიც მომდევნო თვეებში უნდა გამოცხადდეს, „მისი წინასაარჩევნო დაპირებების მიუხედავად, მმართველი უმრავლესობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებამ და შეკრების უფლების საწინააღმდეგოდ დემონსტრანტების წინააღმდეგ სასტიკი ძალის გამოყენებამ და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიებმა ღრმა სოციალური კრიზისი და ქვეყანაში პოლიტიკური ინსტიტუტებისადმი ნდობისა და ლეგიტიმურობის არარსებობა გამოიწვია… დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელიც ასეთი ღრმა სოციალური კრიზისის წინაშე დგას, როდესაც მმართველებსა და საზოგადოებას შორის სოციალური კონტრაქტი გატეხილია,…

მეტი...

„ჟურნალისტი მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოვდივარ”- ეუთოს წარმომადგენელი

მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელი, ტერეზა რიბეირო საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ გაათავისუფლონ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი. „ჟურნალისტი მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოვდივარ, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დიდ შეშფოთებას იწვევს. ვიმეორებ, რომ საქართველოს მთავრობამ უპირობოდ უნდა გაათავისუფლოს ყველა ჟურნალისტი, ვინც უკანონოდ იქნა დაპატიმრებული ან დაკავებული. დემონსტრაციებზე მომუშავე ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმების ფაქტები უნდა გამოიძიონ და ჩამდენებმა პასუხი აგონ „ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ“ 3/18 მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად“ – წერს რიბეირო.    

მეტი...

„ვივამედში“ მოთავსებულია პატიმარი მძიმე დაზიანებებით, ვერ მოხერხდა მასთან გასაუბრება”- ომბუდსმენი

სახალხო დამცველი კლინიკა „ვივამედში“ მძიმე დაზიანებებით მოთავსებული პატიმრის შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ომბუდსმენის წარმომადგენელი პენიტენციური დაწესებულების პატიმრებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა, ხოლო უშუალოდ კლინიკაში მოთავსებულ პატიმართან გასაუბრება ვერ მოხერხდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. „2025 წლის 29 იანვარს მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია კლინიკა „ვივამედში“ ერთ-ერთი პატიმრის მძიმე დაზიანებებით მოთავსების შესახებ. შესაბამისად, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, გაცნობებთ, რომ სახალხო დამცველის რწმუნებული პატიმრის მდგომარეობის გადამოწმებისა და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრების მიზნით კლინიკაში იმყოფებოდა. საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად, სახალხო დამცველის რწმუნებული, ასევე იმ პენიტენციური დაწესებულების პატიმრებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა, საიდანაც დაშავებული ბრალდებული 23…

მეტი...

საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილებმა გზა გადაკეტეს. ისინი ეთერის დათმობას ითხოვენ და აცხადებენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საზოგადოების ხმა არ ისმის. ადგილზე იმყოფებიან „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მხარდამჭერები. ისინი მზია ამაღლობელისა და აქციების პერიოდში დაკავებული ყველა ადამიანის გათავისუფლებას ითხოვენ. მოგვიანებით, დემონსტრანტები ტელევიზიის ტერიტორიიდან პარლამენტის შენობისკენ საპროტესტო მსვლელობით აპირებენ.  

მეტი...

„ჭუანგ ბროკადი“  იუნესკოს მემკვიდრეობაში

ჭუანგ ბროკადის პროდუქცია ჩინეთში, განსაკუთრებით კი გაზაფხულის ფესტივალის წინა პერიოდში, საკმაო პოპულარულია და ტურისტების ერთ-ერთი მიმზიდველი სანახაობაა. ეს ფოტოები  ძინლონგში, ლონგჭოუს საგრაფოში, სამხრეთ ჩინეთში, კუანგსის   ავტონომიურ რეგიონშია გადაღებული და ის ლი სუინგს ეკუთვნის, რომელიც ჭუანგ ბროკადის მეხუთე თაობის მემკვიდრეა. გაზაფხულის ფესტივალის წინ, ლის სავაჭრო ჯიხური აჭრელებული იყო შექმნილი პროდუქციით, მათ შორის, შარფებით, ჩანთებით, სურათებით, დეკორებითა თუ სხვა აქსესუარებით. როგორც ლი ამბობს, ერთი მთლიანი ხელნაკეთი ჭუანგ ბროკადის დამზადება შრომატევადი და შედარებით ძვირია. ამიტომ, ის ჭრის ჭუანგ ბროკადს პატარა ნაჭრებად ჩარჩოებში აქცევს და ხელმისაწვდომ და დელიკატურ პატარა საჩუქრებად ყიდის. ჭუანგ ბროკადი ჩინეთის…

მეტი...

ტრამპის ბრძანებით, შტატებში სქესის შეცვლის ფედერალური მხარდაჭერა შეჩერდა

დონალდ ტრამპმა  ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, სქესის ან გენდერის შეცვლის პროცედურებზე ფედერალური მხარდაჭერა  შეჩერდა. აღნიშნული პროცედურები მოიცავდა სქესის შეცვლის ოპერაციას,  სქესობრივი მომწიფების ბლოკატორების, ან სქესობრივი ჰორმონების გამოყენებას 19 წლამდე ასაკის ადამიანებში. „აშშ-ის პოლიტიკით, არ დაფინანსდება და ხელშეწყობა არ ექნება ბავშვის ე.წ გადასვლას, ერთი სქესიდან მეორეზე და აღასრულებს ყველა ამკრძალავ კანონს, რომლებიც ზღუდავს ამ დესტრუქციულ და ცხოვრების შემცვლელ პროცედურას,” – აღნიშნულია სპეციალურ  დადგენილებაში.  

მეტი...

მცირე ზომის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ სუდანში, მცირე ზომის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა. მინისტრის, გატვეჩ ბიპალის განცხადებით, თვითმფრინავი იუნიტიდან, ნავთობის საბადოდან დედაქალაქ ჯუბასკენ მიფრინავდა და Greater Pioneer Operating Company-ის (GPOC) მუშები გადაჰყავდა. მისი თქმით, დაღუპულთა შორის ორი ჩინეთის და ერთი ინდოეთის მოქალაქეა. ამ დროისთვის, უცნობია, რამ გამოიწვია ავიაკატასტროფა.

მეტი...

ინდოეთში, რელიგიურ ფესტივალზე ჭყლეტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა

ინდოეთში, ქვეყნის უდიდეს რელიგიურ ფესტივალზე მასობრივი ჭყლეტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა და შესაძლოა, დაღუპულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს. გავრცელებული ინფორმაციით, მომლოცველთა დიდმა ჯგუფმა პოლიციის ბარიერების გადალახვა სცადა წმინდა ადგილას მისასვლელად, სადაც განბანვის ცერემონია მიმდინარეობდა, შემდეგ კი, ადამიანთა ნაკადმა მდინარის ნაპირას მძინარე ადამიანებს გადაუარა. მედია წერს, რომ ფესტივალზე 100 მილიონამდე მომლოცველს ელოდნენ. დილის 10:00 საათისთვის უკვე 36 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა წმინდა განბანვის რიტუალში. მომხდარის გამო დღის მთავარი ცერემონია გადაიდო. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 30 იანვარს სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 30 იანვარს სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური პირისპირ შეხვდება სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება. კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. პრემიერ-მინისტრი ერევანში დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი…

მეტი...

,,ჩვენი დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ამ ეტაპზე, იღებს უფლებამოსილების რატიფიცირებას” – თეა წულუკიანი

,,პრაქტიკულად გარანტირებულია, რომ ჩვენი დელეგაცია, ამ ეტაპზე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში იღებს უფლებამოსილების რატიფიცირებას”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სტრასბურგში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულიკიანმა განუცხადა. ,,დღეს საღამოს კვლავ უნდა შევიკრიბოთ ამ კამერების წინაშე და თუ ეს დათქმები შეიცვალა, შემცირდა, დამატებით ახალი დათქმა აღარ გაჩნდა, ჩვენ უნდა ვიმსჯელო იმაზე, თუ რომელი დათქმა რას გულისხმობს, რა არის მისაღები და რა არა. მე ვფიქრობ, წინასწარ ამაზე მსჯელობა არავის ინტერესში არ არის, მოვიცადოთ საღამომდე. ლიმიტირებულ უფლებამოსილებაზე კი ხართ უფლებამოსილი და ლეგიტიმური წევრები მაგრამ ვერ იქნებით ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, კომიტეტის ხელმძღვანელი, ან სადღაც მომხსენებელი, ეს პრაქტიკაში ჩვენთვის…

მეტი...

რომის პროკურატურამ იტალიის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

Reuters-ის ინფორმაციით, რომის პროკურატურამ იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ძებნილი ლიბიელი პოლიციის ოფიცრის, უსამა ელმასრი ნაიემის გათავისუფლებას. ელმასრი ჰააგის სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე იტალიის ქალაქ ტურინში დააკავეს, მაგრამ რამდენიმე დღეში გაათავისუფლეს, რაზეც პასუხისმგებლობას მელონის აკისრებენ. იტალიის პრემიერ-მინისტრის გარდა, გამოძიება იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების წინააღმდეგაც ჩატარდება.

მეტი...

ტრამპის ადმინისტრაციამ ღაზაში ,,პრეზერვატივების პროგრამა” შეაჩერა, რაშიც აშშ-ს ბიუჯეტიდან მილიონობით დოლარი იხარჯებოდა

ტრამპის ადმინისტრაციამ ღაზაში ,,პრეზერვატივების პროგრამა” შეაჩერა, რაშიც აშშ-ს ბიუჯეტიდან მილიონობით დოლარი იხარჯებოდა. სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ შაბათ-კვირას უცხოური დახმარების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, რაც მოიცავდა მილიონობით დოლარის მოცულობის აშშ-ის დაფინანსების შეწყვეტას „პრეზერვატივებისთვის ღაზაში“, – განუცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა პირმა Fox News Digital-ს. თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქაროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ 50 მილიონი დოლარი განკუთვნილი იყო „პრეზერვატივებისთვის ღაზაში“ მანამდე, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტმა შაბათ-კვირას უცხოური დახმარების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

მეტი...

„ტრაგედია დატრიალდა კერძო ტერიტორიაზე“ – თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

რიყის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს: ,,გვსურს, გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს, 16 წლის მოზარდი, რომელიც რამდენიმე დღის წინ უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, რიყის პარკში მდებარე ღია თხრილში ჩავარდა. გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და ცილისწამება. სამწუხაროდ, ტრაგედია დატრიალდა კერძო ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობაში.  კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ შემთხვევა მოხდა ერთ-ერთ კერძო საკუთრებაში. სამწუხაროა, რომ მედია მსგავს ტრაგედიას იყენებს უწყების დისკრედიტაციისთვის. უბედური შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება. მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, პატივი სცენ საკუთარ პროფესიას და საზოგადოებას მიაწოდონ მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია. თბილისის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს…

მეტი...

სამხრეთ კორეის აეროპორტში თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა

სამხრეთ კორეის ქალაქ ბუსანის აეროპორტში Airbus-ის თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც ბორტზე მყოფი 176 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მეხანძრე-მაშველების თქმით, შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ხანძარი აფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე გაჩნდა და თვითმფრინავის კორპუსში სწრაფად გავრცელდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

სირიის დე ფაქტო ლიდერმა რუსეთს ბაშარ ალ-ასადის გადაცემა მოსთხოვა

Reuters-ინფორმაციით, სირიის დე ფაქტო ლიდერმა, აჰმედ ალ-შარაამ სირიაში ვიზიტით მყოფ რუსეთის წარმომადგენლებს ყოფილი პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის გადაცემა მოსთხოვა. ასევე, ალ-შარაას განცხადებით, რუსეთმა სირიაში ნდობა, კონკრეტული ზომების, მათ შორის კომპენსაციისა და რეკონსტრუქციის საშუალებით უნდა აღადგინოს. ცნობისთვის, სირიელმა ამბოხებულებმა, აჰმედ ალ-შარაას მეთაურობით, 8 დეკემბერს დამასკო აიღეს. სირიის ყოფილი პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი კი რუსეთში გაიქცა.

მეტი...

რიყის პარკში არასრულწლოვანი თხრილში ჩავარდა და გაიგუდა

რიყის პარკში არასრულწლოვანი ღია თხრილში ჩავარდა და გაიგუდა. დაღუპული მოზარდი იოსებ ადეიშვილია. არსებული ინფორმაციით, მის გადარჩენას დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მეგობრები ცდილობდნენ, თუმცა ვერ შეძლეს. თხრილი, სავარაუდოდ, წყლით იყო სავსე. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მეტი...

სასამართლომ ანზორ კვარაცხელია პატიმრობაში დატოვა

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ანზორ კვარაცხელია, რომელსაც პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან, კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო. პროკურატურა დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვებას, ადვოკატი კი მისი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას შუამდგომლობდა. საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა. ცნობისთვის, ანზორ კვარაცხელია მიმდინარე აქციების ფარგლებში დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

მეტი...

ინდოეთში, რელიგიურ დღესასწაულზე მომხდარი ჭყლეტის დროს, დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

ინდოეთში, რელიგიურ დღესასწაულზე მომხდარი ჭყლეტის დროს, დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. დაშავებულების რაოდენობა 10-ს აღემატება. წინასწარ ინფორმაციით, ჭყლეტა მაშინ მოხდა, როდესაც მდინარეში განბანის ცერემონია მიმდინარეობდა, თუმცა ოფიციალურად თუ რა გახდა ინციდენტის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. ცნობისთვის, მსგავსი ჭყლეტა ინდოეთში ბოლოს 2013 წელს, კიდევ ერთი დღესასწაულის აღნიშვნის დროს მოხდა. მაშინ 36 მომლოცველი დაიღუპა.

მეტი...

,,ისინი, ვინც ბავშვებში სქესის შეცვლის პროპაგანდას ეწეოდნენ, სამუდამოდ ციხეში უნდა ისხდნენ” – მასკი

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა მხარი დაუჭირა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ არასრულწლოვანების დაცვის შესახებ გამოცემულ ბრძანებას. „ბავშვებს არ შეუძლიათ თანხმობის გაცემა. ამიტომაც არსებობენ არასრულწლოვანების დაცვის კანონები. ისინი, ვინც ეს ბოროტება ჩაიდინა, სამუდამოდ ციხეში უნდა ისხდნენ“, – დაწერა მასკმა  X-ზე. ცნობისთვის, ტრამპმა დღეს თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც არასრულწლოვანებში ქიმიურ კასტრაციასა და სქესის შეცვლის მიზნით სხვა სამედიცინო მანიპულაციებს კრძალავს.  

მეტი...

„როგორც კი ევროპული დემოკრატია ჩამოყალიბდება ქვეყანაში, მზად ვართ, განვახორციელოთ 200 მილიონი დოლარის ინვესტიცია“ – ოქრიაშვილი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი, კახა ოქრიაშვილი  გაერთიანებული საამიროებიდან 5,7 მილიარდი დოლარის შესაძლო ინვესტირებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ეხმაურება: ,,გავრცელდა ინფორმაცია, 5,7 მილიარდი დოლარის შესაძლო ინვესტირებასთან დაკავშირებით გაერთიანებული საამიროებიდან. თუ ეს ასეა, ძალიან გამეხარდება. მაგრამ მეც და საზოგადოებასაც გვიჩნდება ეჭვი, საერთოდ განხორციელდება თუ არა ეს ინვესტიცია, თუნდაც წყალტუბოს მაგალითზე. მეექვსე წელი გადის დაპირებიდან, რომ წყალტუბო წალკოტი უნდა გამხდარიყო, თან პირადად ბიძინა ივანიშვილმა დადო ფიცი, მაგრამ რამე გაკეთდა?! რამდენი ასეთი შეუსრულებელი დაპირება გვახსოვს პირადად ივანიშვილისგან? ან ბოლო 12 წლის მანძილზე ამ ქვეყანაში რაიმე ახალი სტრატეგიული პროექტი განხორციელდა?! რა თქმა უნდა, არაფერი, იმიტომ, რომ ხედვა…

მეტი...

,,ყველას შეიძლება მოუვიდეს შეცდომა, მაგრამ მისი მხრიდან ადამიანური სინანულიც არ მომისმენია” – კახა კალაძე

„ადამიანები ვართ, შეცდომა შეიძლება მოუვიდეს ყველას, მაგრამ ამდენი ხნის განმავლობაში მისი მხრიდან არ მომისმენია თუნდაც სინანული“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას ჟურნალისტ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს. „მინდა, ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო, მათ შორის, ქალბატონ მზია ამაღლობელსაც და ნებისმიერ პატიმარს, მაგრამ მაქვს კითხვა: რის გამოა დაკავებული ის? პოლიციელზე თავდასხმა, ხელის დარტყმა არის კატეგორიულად მიუღებელი. ადამიანები ვართ, შეცდომა შეიძლება მოუვიდეს ყველას, ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და ყველას მოგვსვლია შეცდომა. ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული, ხომ დანაშაულია, როდესაც პოლიციელს ურტყამ ხელს? მე არ მახსოვს, არ მომისმენია (და დარწმუნებული ვარ, არავის მოუსმენია) ამდენი…

მეტი...

,,უფროსი თაობის ადამიანები ბავშვებს სქესის შეცვლაში არწმუნებენ” – ტრამპი

,,უფროსი თაობის ადამიანები ბავშვებს სქესის შეცვლაში არწმუნებენ. ეს სახიფათო ტენდენცია ჩვენი ქვეყნის ისტორიის შავ ლაქად დარჩება”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მის მიერ ხელმოწერილ აღმასრულებელ ბრძანებაში არასრულწლოვანების დაცვის შესახებ წერს: „დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით მედიკოსები ასახიჩრებენ და სტერილიზაციას უკეთებენ სულ უფრო მეტ ბავშვს, სარგებლობენ რა რადიკალური და ცრუ მტკიცებულებებით იმის თაობაზე, რომ უფროსი თაობის ადამიანებს შეუქცევადი სამედიცინო ჩარევების სერიით ბავშვის სქესის შეცვლა შეუძლიათ. ეს სახიფათო ტენდენცია ჩვენი ქვეყნის ისტორიის შავ ლაქად დარჩება, და ის უნდა დასრულდეს“, – წერია ბრძანებაში. დოკუმენტში აგრეთვე წერია, რომ უამრავი ბავშვი მალე ინანებს, რომ…

მეტი...

,,ულტიმატუმით და შანტაჟით ელაპარაკონ მათ, ვისთანაც გასდით” – კახა კალაძე

„ულტიმატუმით და შანტაჟის ენით საუბარი პარტნიორობა არაა და მსგავსი დამოკიდებულება მიუღებელია“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული პროექტის შესახებ ისაუბრა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მსგავი ქმედებები არის ულტიმატუმის ენით საუბარი და ეს მეგობრობა არაა. „თქვენ იცით ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენ არ ვიღებთ არც შანტაჟის ენას, არც ულტიმატუმებს. ჩვენ გვინდა მხოლოდ მეგობრობა, პარტნიორობა. მსგავსი ქმედებები და მსგავსი განცხადებები კატეგორიულად მიუღებელია. ეს მეგობრობა არაა. ულტიმატუმით და შანტაჟით ელაპარაკონ მათ, ვისთანაც გასდით და ვისთანაც გასული აქვთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მეტი...

დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოსთან დაკავშირებით დებატები გაიმართება

დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოზე დებატები გაიმართება, სადაც ქართული დელეგაციის უფლებამოსილების საკითხი გაირკვევა. საბოლოოდ, ასამბლეის დარბაზში კენჭისყრა გადაწყვეტს მანდატების აღიარების საკითხს. მონიტორინგის კომიტეტის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტზე კი, რომელიც გუშინ საღამოს გახდა ცნობილი, მმართველმა გუნდმა საპასუხო ცვლილებები მოამზადა, სადაც ნათქვამია, რომ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი ახალი არჩევნების ჩასატარებლად.

მეტი...

გრენლანდიის მოსახლეობის 85%-ს არ სურს, რომ აშშ-ის ნაწილი გახდეს

გამოკითხვის თანახმად, რომელიც დანიურ გაზეთ Berlingske-ში გამოქვეყნდა, გრენლანდიელების 85%-ს არ სურს, რომ მათი არქტიკული კუნძული აშშ-ის ნაწილი გახდეს, 6% ემხრობა, ხოლო 9%-ს ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება. დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონთან, გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცთან და ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრების დროს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საერთაშორისო საზღვრების პატივისცემის პრინციპს. „მოხარული ვარ, თუ გამოკითხვა იმის გამოხატულებაა, რომ ბევრ გრენლანდიელს სურს დანიასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელება“, – განაცხადა ფრედერიქსენმა. დანიის თავდაცვის მინისტრის, ტროელს ლუნდ პოულსენის განცხადებით, დანია არქტიკის თავდაცვის ხარჯებს 2.1 მილიარდი დოლარით ზრდის.

მეტი...

,,საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მხარდაჭერისთვის სერბეთს მოსკოვისთვის არ მოუმართავს” – პესკოვი

,,საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მხარდაჭერისთვის სერბეთს მოსკოვისთვის არ მოუმართავს. სერბეთის ხელმძღვანელობას შეუძლია ყველა პრობლემას დამოუკიდებლად გაუმკლავდეს”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა. „სერბეთი ჩვენთვის ძვირფასი ქვეყანაა. ჩვენ საერთო ისტორიული ფესვები გვაკავშირებს, ჩვენს მეგობრობას ვაფასებთ და ურთიერთობას გავაგრძელებთ. ჩვენს სერბ ძმებს პრობლემების სწრაფად მოგვარებას ვუსურვებთ, რათა მშვიდ განვითარებას დაუბრუნდნენ“, – აღნიშნა პესკოვმა. მილოშ ვუჩევიჩიმ სერბეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა

მეტი...