ლუვრში შესვლის საფასური გაიზრდება იმ ვიზიტორებისთვის, რომლებიც ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან არ არიან. ამის შესახებ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. „ეს გეგმა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, შევცვალოთ შესვლის ფასები, შეიძლება ასევე გავრცელდეს სხვა მუზეუმებსა და ძეგლებზე. ეს ძალაში უნდა შევიდეს 2026 წლის პირველი იანვრიდან“- აღნიშნა ემანუელ მაკრონმა. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, განიხილება მუზეუმში დამოუკიდებელი სივრცის შექმნაც, სადაც მხოლოდ ლეონარდო და ვინჩის მონა ლიზა იქნება წარმოდგენილი. მუზეუმის ამ ნაწილს განსხვავებული შესასვლელი ბილეთი ექნება.
მეტი...დღე: იანვარი 28, 2025
ინდოეთში უცნობი ვირუსით ინფიცირების 38 შემთხვევა დაფიქსირდა – არის მსხვერპლი
ინდოეთის ორ შტატში უცნობი ვირუსით ინფიცირების 38 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსმა 17 ადამიანი იმსხვერპლა. ექიმებმა შეძლეს დაედგინათ, რომ სიკვდილის მიზეზი იყო ძლიერი ტოქსინი. ყველა ინფიცირებულს აღენიშნება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, გულისრევა და ზოგადი სისუსტე. სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ გამშვებ პუნქტებზე მუდმივად მუშაობს ავტომატური საინფორმაციო სისტემა „პერიმეტრი“, რომელიც აანალიზებს ეპიდემიის რისკებს და ეხმარება ინფექციური დაავადებების ნიშნების მქონე მოქალაქეებს, რომლებიც ჩამოდიან არასახარბიელო ეპიდემიოლოგიური ვითარების მქონე ქვეყნებიდან.
მეტი...“საქართველოში ყველა უკანონოდ დაკავებული უნდა გათავისუფლდეს”- გაეროს ექსპერტები
“საქართველოში ყველა უკანონოდ დაკავებული უნდა გათავისუფლდეს, დემონსტრაციების დროს პოლიციის მიერ ძალის გამოყენება უნდა გამოიძიოს”- ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებების საკითხებში უმაღლესი კომისრის ოფისი ანგარიშს ავრცელებს. ანგარიში ადამიანის უფლებებში დამოუკიდებელი ექსპერტების მიერაა მომზადებული. „მივიღეთ ცნობები საქართველოში სამართალდამცავებისა და უნიფორმების ან სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშნების არმქონე პირების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების, ადამიანის უფლებების დამცველებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ განზრახ ფიზიკური ძალადობის, მუქარების, დაშინებისა და შურისძიების შესახებ“, – ნათქვამია ანგარიშში. დამოუკიდებელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამ ბრალდებების მასშტაბი და დემონსტრანტებისთვისა და მოგვიანებით დაკავებული პირებისთვის მოყენებული დაზიანებების სიმძიმე შესაძლებელია კვალიფიცირდეს როგორც წამება და სხვა სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა…
მეტი...“საქართველოს მაშინდელ მმართველებზე აშშ-ის მიერ ძალიან სერიოზული ზეწოლა ხორციელდებოდა”- ალიევი
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, განაცხადა რომ საქართველოს მაშინდელ მმართველებზე აშშ-ისგან ძალიან სერიოზული ზეწოლა ხორციელდებოდა. მისივე თქმით, დიდ წინააღმდეგობას ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის რეალიზაციის დროს წააწყდნენ. „ჩვენ წავაწყდით დიდ წინააღმდეგობას ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის რეალიზაციის დროს. ახლა შემიძლია ამის მოყოლა. განსაკუთრებით ამის წინააღმდეგი აშშ იყო, მიზეზი კი მათი პროსომხური პოლიტიკა გახლდათ, რადგან მიიჩნეოდა, რომ ეს პროექტი გვერდით ტოვებდა სომხეთს. სწორედ ამიტომ საქართველოს მაშინდელ მმართველებზე ამერიკის სახელმწიფოს მიერ ძალიან სერიოზული ზეწოლა ხორციელდებოდა, რომ მათ არ მოეცათ ამაზე თანხმობა. ჩვენ რამდენიმე წელი ვაწარმოებდით ქართულ მხარესთან მოლაპარაკებებს და ბოლოს შევძელით შეთანხმება“, – განაცხადა ალიევმა.
მეტი...პროტესტის 62-ე დღე – რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა. დღეს პროტესტის 62-ე დღეა. მოქალაქეები ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. თბილისის გარდა, აქცია რეგიონებშიც ტარდება.
მეტი...იტალიის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება, ლიბიელი პოლიციელი კვირას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერის საფუძველზე ტურინში დააკავეს, ხოლო რამდენიმე დღეში გაათავისუფლეს. მოგვიანებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გათავისუფლებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება მოითხოვა, რადგან, როგორც ამბობენ, მათთან ეს გადაწყვეტილება შეთანხმებული არ ყოფილა. ჯორჯია მელონიმ სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ პროკურორები მას ეჭვმიტანილად მიიჩნევენ სახელმწიფო სახსრების გაფლანგვასა და დანაშაულის ხელშეწყობაში ამ საქმესთან დაკავშირებით.
მეტი...“ლილოს” ბაზრობის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი დამწვარია
მეხანძრე-მაშველებმა მოახდინეს ხანძრის ლიკვიდაცია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავება. ამის შესახებ თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა „ლილოს“ ბაზრობაზე მომხდარ ხანძართან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. “112-დან ინფორმაციის შემოსვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახდინეს რეაგირება და დროულად დაიწყებს ხანძრის ქრობა. ადგილზე მობილიზებული იყო 22 სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა და 120-მდე მეხანძრე-მაშველი, რომლებიც ჩართულები იყვნენ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. რაც შეეხება დაზიანების ხარისხს, ბაზრობის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი დამწვარია. ხანძრის გადადების საფრთხე არსებობდა, რადგან ბაზრობის ტერიტორია ძალიან დიდია, აქედან გამომდინარე იყო საფრთხე იმისა, რომ ხანძარი გავრცელებულიყო სხვა ფართობზეც. მეხანძრე-მაშველების დროული…
მეტი...PACE-ი ასამბლეას საქართველოს დელეგაციის მანდატების გარკვეული პირობებით აღიარებისა ორ ვარიანტს სთავაზობს
PACE-ის მონიტორინგის კომისია ასამბლეას საქართველოს დელეგაციას მანდატების აღიარებასა და არააღიარებასთან დაკავშირებით ორ ვარიანტს სათავაზობს. ამის შესახებ, სამუშაო დოკუმენტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომისია ავრცელებს. „2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოვლენები, მათ შორის შეკრების თავისუფლების დარღვევის შემთხვევები, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესირება ეწინააღმდეგება საქართველოს წევრობის ვალდებულებებს და ევროპის საბჭოში წევრობის ვალდებულებებსაც. შესაბამისად, ასამბლეას [საქართველოს] ოფიციალური პირებისგან ცხადი გარანტიები სჭირდება, რომ ისინი გულწრფელად აპირებენ დემოკრატიული უკუსვლის შემობრუნებას და წევრობის ვალდებულებების შესრულებას“, – ნათქვამია განცხადებაში. შემდგომში, მონიტორინგის კომისია ასამბლეას ორ ვარიანტს სთავაზობს. პირველი ვარიანტის თანახმად, მოხდება საქართველოს დელეგაციის მანდატების…
მეტი...“მინდა ჩვენს ექსტრემისტ ოპოზიციას და ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციებს მივუსამძიმრო”- თეა წულუკიანი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ საქართველოს დელეგაცია დღესვე დაარეგისტრირებს პროექტზე ცვლილებას, რომელიც ხვალ პლენალურ სხდომაზე განიხილება. მისი თქმით, ოპოზიციას აქედან ყველანაირი მიზეზის გარეშე გაშვების პროექტი ჩაუვარდა. „დასრულდა დღევანდელი დღე. მონიტორინგის კომიტეტმაც უკვე გამოაქვეყნა ის დოკუმენტი, რომლის შემუშავებაც ჰქონდა დავალებული. შესაბამისად, ახლა უკვე ღიად მინდა გითხრათ, რომ კომიტეტზე იყო ორი ვარიანტი განხილული: ერთი – რომ ჩვენ უკვე ხვალვე ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაცია გავეშვით ასამბლეიდან, როგორც იყო ეს ჩვენი ექსტრემისტი ოპოზიციის და მათი ექსტრემისტი მოკავშირეების სურვილი; მეორე ვერსია იყო ის, რომ რატიფიცირებული…
მეტი...“შავი დღეებია თავისუფალი მედიისთვის საქართველოში“- ესტონეთის ელჩი
ესტონეთის ელჩი, მარგე მარდისალუ-კაჰარი აცხადებს, რომ საქართველოში მედიისთვის ბნელი დღეებია. „საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა შეხვდა „ბათუმელებს”, „ნეტგაზეთს” მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად, რომელსაც ციხეში 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ის მე-17 დღეა შიმშილობს და მისი მდგომარეობა უკიდურესად შემაშფოთებელია. მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოვდივართ. შავი დღეებია თავისუფალი მედიისთვის საქართველოში“ – წერს მარდისალუ-კაჰარი.
მეტი...“ევროსაბჭოს წევრობა ფიტნეს კლუბის ან გამაჯანსაღებელი ცენტრის წევრობას არ გულისხმობს”- ალენ ბერსე
ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ განაცხადა, რომ თბილისში ვიზიტს მოჰყვა შედეგები: არაპროპორციული ძალის გამოყენების თავიდან აცილების ვალდებულება, პოლიციის მხრიდან ძალადობის ბრალდებების დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ეფექტური გამოძიების გარანტია. „ჩვენ ყოველთვის პირდაპირ უნდა ვთქვათ სათქმელი და ეს პატიოსნად და ობიექტურად გავაკეთოთ. სწორედ ამ განწყობით ვიმყოფებოდი საქართველოში დიდ დელეგაციასთან ერთად და ამავე სულისკვეთებით გაემგზავრნენ თქვენი მომხსენებლებიც. ადამიანის უფლებათადამცველი კომისარი რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა საქართველოში. და ვიზიტმა, რომელიც დეკემბერში მქონდა თბილისში, მოგვცა შედეგები – არაპროპორციული ძალის გამოყენების თავიდან აცილების ვალდებულება, პოლიციის მხრიდან ძალადობის ბრალდებების დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ეფექტური გამოძიების გარანტია. ასევე მზაობა ერთობლივი…
მეტი...ჟურნალისტები მოითხოვენ, რომ მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს
ბათუმში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია გაიმართა. ჟურნალისტები მოითხოვენ, რომ მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს. „მოვითხოვთ, მიენიჭოს მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყოს გამოძიება ბათუმის პოლიციის უფროსის მიერ მზია ამაღლობელის მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და დამცირების ფაქტზე. შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს. რატომ არ ენიჭება მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი? გამოიკითხა ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე? რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეთ ირაკლი დგებუაძის მხრიდან ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე? რატომ არ გამოიძიეთ საპროტესტო აქციებზე ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტები?”- აცხადებენ ჟურნალისტები.
მეტი...„ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს მოვუწოდებ დაასანქცირონ ბიძინა ივანიშვილი”- უილსონი
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი პარტია „ქართული ოცნების“საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის დასანქცირების მოთხოვნით კიდევ ერთხელ გამოდის. ამის შესახებ, კონგრესმენი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. მისი განცხადებით, რომ აშშ-ს შეუძლია სანქციების დაწესება იმ ინსტიტუტებისთვის, რომლებიც ივანიშვილის ქონებას მართავს. „ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს მოვუწოდებ დაასანქცირონ ბიძინა ივანიშვილი, მისი უახლოესი ოჯახი და მისი ახლო მეგობრები. შეერთებულ შტატებს შეუძლია მეორადი სანქციებით დაწესება იმ ინსტიტუტების წინააღმდეგ, რომლებიც მის უკანონო სიმდიდრეს მართავენ. ტრამპი ამას გამოასწორებს“ – წერს უილსონი.
მეტი...“მზია ამაღლობელი შიმშილობს.. დაკავებულების გამოშვების მოწოდებით გამოვდივართ”- ელჩი
საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი X-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ „ბათუმელების“ რედაქტორი მზია ამაღლობელი დაკავებულია და შიმშილობს, მაშინ როდესაც ის დაცული უნდა იყოს. ის შესაბამის უწყებებს ამაღლობელის გათავისუფლებას მოუწოდებს. „ევროკავშირის წარმომადგენლები შეხვდნენ ნესტან ცეცხლაძეს, “ბათუმელებს”, ეთერ თურაძესა და „ნეტგაზეთს” მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად, რომელიც დაკავებულია და შიმშილობს მაშინ, როდესაც ის დაცული უნდა იყოს. დაკავებულების გამოშვების მოწოდებით გამოვდივართ” – წერს გასრი.
მეტი...,,ნუ მთხოვთ, დავგმო არჩევნები მხოლოდ იმიტომ, რომ არ მომწონს შედეგები” – ხავიერ ბეტელი
,,ნუ მთხოვთ, დავგმო არჩევნები მხოლოდ იმიტომ, რომ არ მომწონს მისი შედეგები. მე არ მაქვს ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ არჩევნები არასამართლიანია და მე ვიქნები პირველი, ვინც ვიტყვი, რომ თუ ეს ასეა, ამის მიღება შეუძლებელია”, – ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხავიერ ბეტელმა განაცხადა. „საქართველო იყო ყველაზე დიდი სილის გარტყმა ჩემთვის, რაც კი ოდესმე მიმიღია. პრემიერ-მინისტრი ვიყავი, როდესაც გადაწყვიტეთ, საქართველოს უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა, დაეწყო ევროკავშირში შესვლის პროცედურები. სამი კვირის შემდეგ მათ დაიწყეს კანონების მიღება იურისტების, ჟურნალისტების წინააღმდეგ. მე ველოდები, ვნახო მოხსენება, რომ გავეცნო, კარგია თუ არა შედეგები, მაგრამ ვერ ვნახე ეს…
მეტი...+17 +18 გრადუსი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
29-31 იანვარს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსამდე მოიმატებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსამდე მოიმატებს. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან…
მეტი...ირანმა ახალი უპილოტო საფრენი აპარატი „ღაზა“ შექმნა
ირანმა ახალი უპილოტო საფრენი აპარატი წარმოადგინა, რომლის მოქმედების მანძილი ათასი კილომეტრია. ირანული მედიის ცნობით, ახალი აპარატი სახელწოდებით „ღაზა“ ირანმა სამხრეთ ირანში მასშტაბური სამხედრო წვრთნის ფარგლებში „ჰიბრიდული ოპერაციის“ დროს გამოცადა. გავრცელებული ინფორმაციით, დრონმა, რომელსაც ერთი ფრენით 13 რაკეტის გადატანა, ან, სულ მცირე, 500 კილოგრამი ტვირთის გადაზიდვა შეუძლია, წვრთნის დროს იმიტირებული მტრის რვა სამიზნეს წარმატებით შეუტია. დრონს 35 საათის განმავლობაში 350 კილომეტრ/საათში სიჩქარით ფრენა შეუძლია.
მეტი...,,დღისით, მზისით ცდილობენ, საქართველოში სიტუაცია აარევინონ” – პაპუაშვილი ზურაბიშვილზე
,,სალომე ზურაბიშვილი მაკკეინის ინსტიტუტის მიერ დაქირავებული ადამიანია და მოქმედებს მაკკეინის ინსტიტუტის დღის წესრიგის შესასრულებლად”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. როგორც მან აღნიშნა, მაკკეინის ინსტიტუტი ცდილობს, საკუთარ დაქირავებულ ადამიანებს საქართველოში სიტუაცია აარევინონ. „თეთრი ძაფით ნაკერი საკითხებია. სალომე ზურაბიშვილი მაკკეინის ინსტიტუტის მიერ დაქირავებული ადამიანია და მოქმედებს მაკკეინის ინსტიტუტის დღის წესრიგის შესასრულებლად. დღისით, მზისით, ცდილობენ, საკუთარ დაქირავებულ ადამიანებს აარევინონ სიტუაცია საქართველოში. მაკკეინის ინსტიტუტიდან უკვე ვიცით, ერთი ლორა თორნთონი და მეორე – სალომე ზურაბიშვილი, ვიცით, არც ერთს და არც მეორეს ქართველი ხალხისთვის და საქართველოსთვის სიკეთე არ უნდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მეტი...„ლილო მოლის“ ტერიტორიაზე ცეცხლი 5 000 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული
არსებული ინფორმაციით, ლილოს ბაზრობაზე ხანძარი 5 000 კვადრატულ მეტრამდეა გავრცელებული. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძრის ქრობის სამუშაოებში 12 ავტოცისტერნაა ჩართული და კიდევ იგეგმება დამატებითი ტექნიკის ჩართვა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია, ამ დროისთვის, არ გავრცელებულა. ცნობილია, რომ ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი ელექტროგაყვანილობიდან გაჩნდა. ადგილზე ძლიერი ცეცხლი და დაკვამლიანებაა.
მეტი...,,საზღვრების ძალის გამოყენებით გადაადგილება არ უნდა მოხდეს” – შოლცი
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა დანიის პრემიერ-მინისტრთან, მეტე ფრედერიქსენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საზღვრების ძალის გამოყენებით გადაადგილება არ უნდა მოხდეს. ,,საზღვრების ხელშეუხებლობა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპია. ეს პრინციპი ყველას ეხება. საზღვრების ძალის გამოყენებით გადაადგილება არ უნდა მოხდეს. მათთვის, ვისაც ეს ეხება”, – განაცხადა ოლაფ შოლცმა. დანიის პრემიერმა, მეტე ფრედერიქსენმა აღნიშნა, რომ ევროპა ახლა გაურკვეველი რეალობის წინაშეა. ,,ჩვენ უფრო ძლიერი ევროპა გვჭირდება, რომელსაც ევროპისა და ევროპული ინტერესების დაცვა შეუძლია. საკუთარ უსაფრთხოებაზე უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ”, – აღნიშნა დანიის პრემიერმა.
მეტი...თბილისის ბიუჯეტი 209 მილიონით იზრდება
თბილისის საკრებულოში წლის პირველი სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც დეპუტატები ბიუჯეტზე მსჯელობენ. ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, გააკეთა და დასძინა, რომ ქალაქის ბიუჯეტმა ისტორიულ ნიშნულს, 2 192,862.9 ათას ლარს, მიაღწია. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ბიუჯეტის ზრდა თბილისისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს გააჩენს და ეს თანხები სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულების პროექტებს მოხმარდება. ასევე, სხდომაზე განიხილავენ 40-მდე საკითხს, მათ შორის, სპორტის აკადემიის ტერიტორიაზე მეგა-კომპლექსზე 12 სართულის დამატების ნებართვას. პროექტს აპროტესტებს ოპოზიცია, რომელიც ბოიკოტის რეჟიმშია და სხდომებს არ ესწრება.
მეტი...სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სოლიდარობის მიზნით, მედიის წარმომადგენლები მორიგ აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი. მედიის წარმომადგენლები მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. მათი თქმით, 17-დღიანი შიმშილობის შემდეგ, ამაღლობელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შესაძლოა სერიოზული საფრთხეები არსებობდეს.
მეტი...(VIDEO) რა ვითარებაა ლილოში, სადაც ძლიერი ხანძარია
სავაჭრო ცენტრ „ლილო მოლის“ ერთ-ერთ მაღაზიაში ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ელექტროგაყვანილობიდან გაჩნდა. ადგილზე ძლიერი ცეცხლი და დაკვამლიანებაა. ადგილზე არსებული სავაჭრო ობიექტებიდან დასაქმებულებს ნივთები გააქვთ. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დაშავებული არავინაა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს და მიმდინარეობს ქრობის პროცესი.
მეტი...,,მასკი დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენს” – საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ფრანსუა ბაირუს განცხადებით, მილიარდერი, კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენს. „ილონ მასკი დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ფული სინდისით მართვის უფლებას არ უნდა იძლეოდეს“, – ციტირებს Reuters-ი ბაირუს. ბაირუმ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გასულ კვირას მასკმა თქვა, რომ საფრანგეთს და ევროპას საერთო ჯამში ტრამპის და მისი პოლიტიკის გაზიარება მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის, შესაძლოა, გახდეს დამორჩილებული, გასრესილი და მარგინალიზებული.
მეტი...,,სერბეთი გვაძლევს მაგალითს, ორთვიანი პროტესტის შემდეგ გადადგა პრემიერი!” – სალომე ზურაბიშვილი
,,სერბეთი გვაძლევს მაგალითს, ორთვიანი პროტესტის შემდეგ გადადგა პრემიერი!”, – წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ,,სერბეთი დღეს გვაჩვენებს სწორ გზას და გვაძლევს მაგალითს. ორთვიანი პროტესტის შემდეგ გადადგა პრემიერი! ასე უფრთხილდებიან ქვეყანაში მშვიდობას და საზოგადოებრივ განწყობებს!”, – წერს ზურაბიშვილი. მილოშ ვუჩევიჩიმ სერბეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
მეტი...მილოშ ვუჩევიჩიმ სერბეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
სერბეთის პრემიერმინისტრი მილოშ ვუჩევიჩი ქვეყანაში მიმდინარე მასობრივი ანტისამთავრობო აქციების ფონზე თანამდებობიდან გადადგა. მან კონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი გადადგომა საპროტესტო აქციებით შექმნილი დაძაბულობის განმუხტვას ისახავს მიზნად. ბელგრადში საპროტესტო დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2 ნოემბერს სერბეთის სიდიდით მეორე ქალაქ ნოვი-სადში, რკინიგზის ერთ-ერთ სადგურზე ბეტონის ჭერის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. ვუჩევიჩის თქმით, თანამდებობას დატოვებს ნოვი-სადის მერი მილან ჯურიჩიც. გავრცელებული ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ვუჩევიჩის გადადგომა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნის წინაპირობა გახდება. მისი გადადგომა სერბეთის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, რომელსაც 30 დღე ექნება, აირჩიოს, ახალ მთავრობას დაამტკიცებს თუ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს გამართავს. პარალელურად, სერბეთის ქუჩებში…
მეტი...(VIDEO) ლილოში ერთ-ერთი მაღაზიის საწყობი იწვის
ლილოში, მაღაზია ,,7 სპილოს” საწყობი იწვის. ინფორმაცი სოციალურ ქსელში, ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. სხვა დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.
მეტი...საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შორის ფუნქციათა წილისყრით განაწილება არჩევნების დღეს აღარ ჩატარდება
,,საარჩევნო კოდექსში“ ხორციელდება ცვლილებები, რომლის მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-7 დღისა გაიმართება. ,,ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, ,,საარჩევნო კოდექსში“ ჩაიწერება, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-7 დღისა ტარდება. ჯერ კიდევ მოქმედი კანონის გათვალისწინებით კი, აღნიშნული პროცედურა არჩევნების დღის – დილის 07:00 საათიდან 08:00 საათამდე პერიოდში უნდა გაიმართოს.
მეტი...ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის 3 სტუდენტს და დეკანს პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს – ერთი სტუდენტი პატიმრობაში დატოვეს
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი მამუკა ჯორბენაძე და ამავე უნივერსიტეტის 3 სტუდენტი – გურამ მიქელაძე, დავით გვიანიძე და გიორგი დავითაძე 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ხოლო 1 სტუდენტი, ანრი კაკაბაძე პატიმრობაში დატოვა. ანრი კაკაბაძის შემთხვევაში მოსამართლემ გაითვალისწინა, ბრალდების მხარის არგუმენტი, რომ იგი წარსულში ნასამართლევია. შეგახსენებთ, რომ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში პროფესორი და ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანი, მამუკა ჯორბენაძე და 4 სტუდენტი 9 დეკემბერს დააკავეს. მათ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ჩადენას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, 2024 წლის 3 დეკემბერს, ბათუმში გამართული საპროტესტო აქციის ფარგლებში, აქციის მონაწილეთა ჯგუფი ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში შევიდა რექტორის…
მეტი...ნარკოდანაშაულში ბრალდებული 22 წლის თედო აბრამოვი კვლავ პატიმრობაში რჩება
ნარკოდანაშაულში ბრალდებული 22 წლის თედო აბრამოვი კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა კალოჩენკომ მიიღო. აბრამოვი 7 დეკემბერს სამართალდამცავებმა იმ დროს დააკავეს, როცა ის რუსთაველზე, საპროტესტო აქციაზე მიდიოდა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა ტარებას გულისხმობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეტი...აშშ-მა უკრაინელი ლტოლვილებისთვის მოქმედი პროგრამა U4U დროებით შეაჩერა
აშშ-მა უკრაინელი ლტოლვილებისთვის მოქმედი პროგრამა U4U დროებით შეაჩერა. ამერიკის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურიის ინფორმაციით, ისინი პროგრამას აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ 20 იანვარს გამოცემული ბრძანებულების თანახმად აჩერებენ. უწყების ცნობით, უკრაინელი ლტოლვილებისთვის განკუთვნილი პროგრამა გაჩერებული იქნება მანამ, სანამ აშშ-ის ხელისუფლება ტრამპის ბრძანებულებასთან მის შესაბამისობას არ შეისწავლის. ცნობისთვის, პროგრამა U4U აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინიციატივაა. ის უკრაინელ იმიგრანტებს აშშ-ში დროებითი შესვლის უფლებას აძლევდა, თუ მათ ფინანსური სპონსორი ეყოლებოდათ. 2023 წლის სექტემბრის მდგომარეობით, ამ პროგრამით 150 ათასზე მეტმა უკრაინელმა ისარგებლა.
მეტი...ტრადიციული სამოსის ბიზნესი ჩინეთში და გამომუშავებული 100 მილიონზე მეტი
გაზაფხულის ფესტივალისთვის, იგივე, ჩინური ახალი წლისთვის, ტრადიციულ სამოსზე მოთხოვნა საკმაოდ მზარდია. ამჯერად გაგაცნობთ იუნნანის პროვინციას, ეთნიკურ სამოსსა და საწარმოს, სადაც ადგილობრივები არიან დასაქმებულები. იუნნანი სამხრეთ დასავლეთ ჩინეთის პროვინციაა. ქარგვის სახელოსნო კი, რომელიც აქ მდებარეობს, 3,000 კვადრატულ მეტრს მოიცავს და აქ 100-ზე მეტი ქარგვის მანქანა მუშაობს, რომელიც ქმნის საოცრად დახვეწილ ნაქარგ ქსოვილებს ცოცხალი ფერებითა და ელეგანტური სტილით, რომლებზეც გამოკვეთილია ტრადიციული ყვავილები, ფრინველები, თევზები და მწერები. ეს არის უმსხვილესი კომპიუტერიზებული ნაქარგების საწარმო, სადაც დასაქმებულები შეკვეთებს მომავალი საგაზაფხულო ფესტივალის, ანუ ჩინური ახალი წლისთვისაც კი იღებენ. იუნნანის პროვინციის ვენშან წუანგი და მიაოს ავტონომიური პრეფექტურა…
მეტი...ლევან ალექსიძის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ლევან ალექსიძის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისი მერია ავრცელებს. ,,უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ლევან ალექსიძის ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. კერძოდ, 29 იანვრის 23:00 საათიდან 31 მარტის ჩათვლით, ავტომობილების გადაადგილება ალექსიძის ქ. N5 და N6-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სრულად შეიზღუდება, რის გამოც, უნივერსიტეტის ქუჩიდან ქავთარაძის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას ლევან ალექსიძის ქუჩის გამოყენებით ვეღარ შეძლებენ. შეზღუდვის პერიოდში მძღოლები უნივერსიტეტის ქუჩიდან პირდაპირ დაუკავშირდებიან ქავთარაძის ქუჩას. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!”, – აღნიშნულია განცხადებაში.
მეტი...სასამართლომ, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული საბა სხვიტარიძე პატიმრობაში დატოვა
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული საბა სხვიტარიძე კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ მიიღო. სხდომას ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი და ევროკავშირის დელეგაცია ესწრებოდა. საბა სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს. სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, სხვიტარიძის ქმედების შედეგად სამართალდამცავმა ფიზიკური დაზიანება მიიღო, კერძოდ კი, მას თავი ჰქონდა გატეხილი. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეტი...„კენჭისყრაზე გამოჩნდება, გაიმარჯვებს თუ არა ექსტრემისტი ქართული ოპოზიცია” – თეა წულუკიანი
„კენჭისყრაზე გამოჩნდება, გაიმარჯვებს თუ არა ექსტრემისტი ქართული ოპოზიცია. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი ამომრჩეველი, რომლისთვისაც ძვირფასია სამშობლო და მისი სტაბილურობა, ღირსეულად იყოს წარმოდგენილი“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა. ,,პროცედურა აღიძრა, პროცედურა მიმდინარეობს, ჩვენ მოგვეცა ჩვენი პოზიციის გამოთქმის საშუალება, თუმცა როდესაც ქვეყნის ბედი წყდება, ალბათ რამდენიმე წუთში ეს არ უნდა წყდებოდეს და ამის შესახებ მე პლენარულ სხდომაზეც, როცა მომეცა გამოსვლის საშუალება, გამოვთქვი წუხილი, რომ ნამდვილი დებატები უნდა იმართებოდეს, როდესაც ასეთი საკითხი წყდება, და მით უმეტეს იმ ქვეყნის, რომლის 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. შედგება კენჭისყრა და იქ გამოჩნდება,…
მეტი...პუერტო-რიკოში სროლას 5 ადამიანი ემსხვერპლა
პუერტო-რიკოში სროლას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ერთ-ერთი საწყობის ტერიტორიაზე მოხდა. დაღუპულებს შორის 2 ქალი და სამი მამაკაცია. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა დანაშაულის ადგილას თავი მოიკლა.
მეტი...