,,მიგვაჩნია, რომ საუკეთესო გამოსავალი არსებული კრიზისიდან არის ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები”, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე. ,,ჩვენ გვესმის და ვხედავთ, რომ ხალხი საქართველოში, ვისაც ევროპული მომავალი სურს, 50 დღეზე მეტია, რაც ქუჩაში დგას. ეს ჩვენ გვავალდებულებს, რომ რეაგირება გვქონდეს და შესაბამისად ვუპასუხოთ. ლიეტუვაში ჩვენ მივიღეთ შემზღუდავი ზომები და სხვა ქვეყნებმაც მოგვბაძეს, რაც უნდა გაგრძელდეს. გარდა ამისა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საუკეთესო გამოსავალი არსებული კრიზისიდან არის ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად”, – განაცხადა ბუდრისმა.
მეტი...დღე: იანვარი 27, 2025
საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში ჩარევაზე პასუხისმგებლობა მკაცრდება
,,ქართული ოცნების“ დეპუტატებმა საარჩევნო კანონმდებლობაში მთელი რიგი ცვლილებები დაგეგმეს. ცვლილება მათ შორის საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ჩარევას და მასთან დაკავშირებულ ჯარიმას ეხება. მოქმედი კანონით აღნიშნულ ქმედებაზე გათვალისწინებულია ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. ,,საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში ჩარევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: გივი მიქანაძე, არჩილ გორდულაძე, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, თორნიკე ჭეიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.
მეტი...,,თუ მოლაპარაკებები ზაფხულამდე არ დაიწყება, უკრაინას განადგურება ემუქრება” – ბუდანოვი
,,თუ მოლაპარაკებები ზაფხულამდე არ დაიწყება, უკრაინას განადგურება ემუქრება”, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა. უკრაინული მედიის ცნობით, ბუდანოვმა ეს განცხადება უკრაინის უმაღლეს რადაში დეპუტატებთან დახურული შეხვედრის დროს გააკეთა. „გენშტაბის წარმომადგენლები თავიდან ძალიან ჩახლართულად, მაგრამ საინტერესოდ ჰყვებოდნენ. შემდეგ იყო სხვადასხვა ანგარიშები. მაგრამ ყველაზე მეტად ბუდანოვის პასუხი დაგვამახსოვრდა. ვიღაცამ მას ჰკითხა, რამდენი დრო გვაქვს. და კირილმა ცივი ღიმილით თქვა: „თუ ზაფხულამდე სერიოზული მოლაპარაკებები არ იქნება, შემდეგ, შესაძლოა, უკრაინის არსებობისთვის ძალიან სახიფათო პროცესები წარიმართოს“, – განუცხადა მედიას წყარომ.
მეტი...ცესკო-ს თავმჯდომარე და წევრები სახელმწიფო კომპენსაციას მიიღებენ
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ცესკოს წევრები სახელმწიფო კომპენსაციას მიიღებენ. აღნიშნული ინიციატივა ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ დეპუტატებს ეკუთვნით. მათ წარადგინეს პროექტი, რომლის მიხედვითაც, ცესკოს თავმჯდომარეს/წევრს ენიშნებათ ცესკოს წევრის კომპენსაცია 65 წლის ასაკის მიღწევისას, ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, თუ ის 5 წლის განმავლობაში უწყვეტად ცესკოს წევრი იყო. ცესკოს წევრის კომპენსაციის ოდენობად ცესკოს წევრის თანამდებობრივი სარგოს ერთი მესამედი განისაზღვრება. სახელმწიფო კომპენსაცია ცესკოს იმ წევრს არ დაენიშნება, რომლის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს და რომლითაც დადასტურებულია მის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა. ინიციატორები არიან: გივი მიქანაძე, არჩილ გორდულაძე, ალექსანდრე…
მეტი...ირანში ძლიერი მიწისძვრა იყო
ირანში, ქერმანშაჰის პროვინციაში ძლიერი მიწისძვრა იყო. თეირანის უნივერსიტეტის სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით, 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა, რომლის ეპიცენტრი ქერმანშაჰის პროვინციაში მდებარე ქალაქი კასრ-ე შირინი იყო, ადგილობრივი დროით 04:32 წუთზე დაფიქსირდა. პროვინციის გუბერნატორის განცხადებით, მიწისძვრის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.
მეტი...საფრანგეთში ქარიშხალმა ,,ჰერმინიამ” მანქანები და სახლები დატბორა
საფრანგეთში ქარიშხალმა ,,ჰერმინიამ” მანქანები და სახლები დატბორა. სტიქიამ ზიანი ქვეყნის დასავლეთით ბრეტანის ქალაქ რენს მიაყენა. ადგილზე განგაშის ნარინჯისფერი დონეა გამოცხადებული. სავარაუდოა, რომ სტიქია ქვეყნის ჩრდილოეთით გადაინაცვლებს. მეტეოროლოგების ინფორმაციით, მოსალოდნელია ქარები 150 კმ/სთ სიჩქარემდე და ასევე მაღალი ტალღები ბრეტანის სანაპირო რეგიონში.
მეტი...,,გადავწყვიტეთ, შევაჩეროთ უვიზო რეჟიმი დიპლომატიური პასპორტებისთვის, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისთვის” – ბარო
,,ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შევაჩეროთ უვიზო რეჟიმი დიპლომატიური პასპორტებისთვის, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისთვის”, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ მედიასთან. ,,ეს არის პასუხი იმ ძალადობაზე, რომელიც ხორციელდება დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ. ქართველი ხალხი სისტემატურად აფიქსირებს თავის სწრაფვას დემოკრატიისა და თავისუფლებისადმი და მათი ხმა უნდა იქნას გაგონილი”, – განაცხადა მინისტრმა. ბრიუსელში, დღეს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა იმართება, რომელზეც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.
მეტი...რა ლოცვა უნდა წარმოთქვათ წმინდა ნინოს ხსენების დღეს და როგორ უნდა მიულოცოთ ნინოებს ნინოობა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში წირვა აღევლინება. მოციქულთა სწორი ნინო საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებით ვაზის ჯვრით ხელში შემოვიდა. წმინდა ნინოს ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს: 1 ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, ხოლო 27(14) იანვარს გარდაცვალება. თუ როგორ უნდა მიულოცოთ წმინდანის მოსახელეებს ეს დღე, ამის შესახებ განმარტებას მამა შიო პაიჭაძე აკეთებს: ,,წმიდანის თანამოსახელეებს გამოვყოფთ ამ დროს და ვულოცავთ განსაკუთრებულად. ამ დროს აუცილებელია გამოვყოთ და არ აგვერიოს მფარველი ანგელოზის და წმიდანის სახელობის დღე, – ეს სხვადასხვაა! ეკლესიურად მილოცვის გამოკვეთილი ფორმები…
მეტი...თურქეთში, სასტუმროში გაჩენილ ხანძარს ქართველი ემიგრანტი ემსხვერპლა
21 იანვარს, თურქეთში, სასტუმროში გაჩენილ ხანძარს ქართველი ემიგრანტი ემსხვერპლა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს. ,,დაიწვა ემიგრანტი თურქეთში სასტუმროს ხანძრის დროს. ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე ლაურა სულიაშვილი. 20 წლიანი ემიგრაციიდან ასე უნდა ჩამოსულიყავი სამშობლოში? ემიგრანტობა მძიმე ხვედრია მიდიან თავისი ნებით და სამწუხაროთ ბევრს სამშობლოში დაბრუნება თავისი ფეხით არ უწერია ესეთი ხვედრი გარგუნა უფალმა ლაურა სამწუხაროდ თურქეთში (ბოლოში) სასტუმროში გაჩენილ ცეცხლს შენი სიცოცხლეც შეეწირა ბატრონთან და ორ მცირეწლოვანთან ერთად დიდი ტრაგედიაა ოჯახისთვის და შენს საახლობლოსთვის ნათელი დაგდომოდეს ტანჯვით გარდაცვლილო ლაუ. მეხის გავარდნას ჰგავდა შენი უეცარი გარდაცვალება. ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ…
მეტი...,,ესტონეთი უფრო მკაცრი ნაბიჯების მომხრეა” – ცაჰკნა
,,საქართველოში მოვლენები კარგად არ ვითარდება, ამიტომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. ესტონეთმა წამოაყენა ინიციატივა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების თაობაზე”, – თქვა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ. ,,მე არ ვამბობ, რომ ეს ხვალვე მოხდება, მაგრამ ეს პროცესი უნდა დაიწყოს, იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანა მიჰყავს არასწორი მიმართულებით, ისინი ატყუებენ საკუთარ მოსახლეობას და ეს მიმართულება უნდა შეიცვალოს. ესტონეთი მომხრეა უფრო მკაცრი ნაბიჯების. ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს ქართველ ხალხს. ჩვენ არ გვჯერა იმის, რასაც საქართველოს მთავრობა ამბობს, იმიტომ, რომ კარგად ვხედავთ, რა ხდება რეალურად. ასე რომ, მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ვიპოვით გზას, რათა მეტი გადაწყვეტილებები მივიღოთ…
მეტი...,,ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ქართველ ხალხზე” – კაია კალასი
,,ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ქართველ ხალხზე”, – თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა. ,,ჩვენ დღეს განვიხილავთ სიტუაციას საქართველოში. ჩვენ უკვე შემოვიღეთ ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვა დიპლომატიური პასპორტებისთვის. ჩვენ ასევე შევუჩერეთ ფინანსური დახმარება მთავრობას და ვაძლევთ ამ თანხებს არასამთავრობოებსა და სამოქალაქო საზოგადოებას. თუმცა, ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ქართველ ხალხზე”, – განაცხადა კაია კალასმა.
მეტი...,,სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა ხალხის ნებას პატივს არ სცემს” – ბრაჟე
,,ევროკავშირის მხრიდან ჩვენ მივიღეთ გარკვეული ზომები, რომლებიც ცვლის სავიზო რეჟიმს მთავრობის ოფიციალური პირებისთვის”, – აცხადებს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე. ,,ისინი ვერ იმგზავრებენ დიპლომატიური პასპორტებით უვიზოდ. ასე რომ, ეს არის წერტილოვანი ქმედება ჩვენი მხრიდან. გარდა ამისა, ევროკავშირის ფინანსური დახმარება აღარ წავა მთავრობასთან დაკავშირებულ აქტივობებსა და სააგენტოებზე. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა პატივს არ სცემს ხალხის ნებას. ლატვიაში ჩვენ სანქცირებულთა სიაში შევიყვანეთ რამდენიმე ადამიანი, ვინც დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე ძალადობს. ასე რომ, არის ზეწოლა და ასევე ევროკავშირის კარი არის ღია, თუ ხალხის ნებას მთავრობა პატივს სცემს”, – განაცხადა ბრაჟემ.
მეტი...პროკურატურამ გიორგი გახარია დაზარალებულად ცნო
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია პროკურატურამ დაზარალებულად ცნო. საქმე ეხება გახარიაზე ბათუმში განხორციელებულ თავდასხმას. ,,ახლა მოხდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ გვჭირდება წვდომა საქმის მასალებზე. ისედაც განადგურებულია მნიშვნელოვანი მტკიცებულებები და გვაინტერესებს, რა დევს საქმეში. ადვოკატი გაეცნობა საქმის მასალებს”, – აცხადებენ პარტიაში. შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიას თავს 15 იანვარს, სასტუმრო „შერატონში დაესხნენ. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მალევე დატოვა. ექიმის განცხადებით, მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა ჰქონდა. ერთ-ერთი პირი, რომელიც გახარიასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძეა. გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო…
მეტი...,,ამ სიტყვებს უთვლიდნენ ზვიადს მინუსში” – გიორგი გამსახურდია
,,ამ სიტყვებს უთვლიდნენ ზვიადს მინუსში, აქტორები დღევანდელი ე.წ. “ოპოზიციიდან” და კრემლის დავალებით, ხან დემოკრატიას უწუნებდნენ და ხან ქარველობას. დასკვნები ამ სიტყვებიდან, თქვენთვის მომინდია”, – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს. ,,ის, ვინც ,,გაინგლისელდება”, ,,გაგერმანელდება”, ,,გაფრანგდება”, ,,გარუსდება”, ,,გაამერიკელდება”, ვერასოდეს გახდება ინგლისელი, გერმანელი, ფრანგი, რუსი, ან ამერიკელი და ქართველობასაც დაჰკარგავს. და თუ ქართველებად დავრჩებით და თანაც, ვეზიარებით ამ ერების კულტურებს, გავაფართოვებთ და გავამდიდრებთ ჩვენს სამყაროს, გავხდებით ნამდვილი მსოფლიო მოქალაქენი. ევროპული ინტეგრაციაც ასე უნდა გავიგოთ და არა როგორც ეროვნული ინდივიდუალობების წაშლა და გათქვეფვა”, – წერს გიორგი…
მეტი...„მერაბს ეს რომ არ გაეკეთებინა, ბრძოლას წააგებდა“ – დილაშოუ საჩემპიონო ჩხუბზე
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, თი ჯეი დილაშოუმ მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის ბრძოლაზე ისაუბრა და ქართველი „მანქანას“ გამოსვლა შეაფასა. „პირველი ორი რაუნდის შემდეგ, მერაბს ის რომ არ გაეკეთებინა, რაც გააკეთა, ბრძოლას წააგებდა. ეს შეხვედრა წარმოუდგენელი, ფანტასტიკური იყო! მერაბი კბილებით მიაწვა და გამძლეობის ხარჯზე გაიმარჯვა. მისი გამარჯვების სურვილი უბრალოდ სიგიჟეა, მიყვარს ეს ყველაფერი. ვიტყოდი, რომ უმარი უკეთესი მებრძოლია, მაგრამ მერაბი მენტალურად და ფიზიკურად უფრო ძლიერია“, – ამბობს დილაშოუ. შეგახსენებთ, რომ ქართველმა „მანქანამ“ უმარ ნურმაგომედოვი ხუთრაუნდიან დაპირისპირებაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დაიცვა. აღსანიშნავია, რომ…
მეტი...სამხრეთ კორეის იმპიჩმენტირებულ პრეზიდენტს ბრალი ამბოხებისთვის წაუყენეს
BBC-ის ცნობით, სამხრეთ კორეის იმპიჩმენტირებულ პრეზიდენტს, იუნ სუკ იოლს ბრალი ამბოხებისთვის წაუყენეს, იუნ სუკ იოლის იურიდიულმა გუნდმა ბრალდება გააკრიტიკა და პირობა დადო, რომ გამოძიების უკანონობას გამოააშკარავებს. როგორც გამოცემა წერს, სამხრეთ კორეაში ამბოხება ისჯება სამუდამო პატიმრობით ან სიკვდილით. თუმცა ეს უკანასკნელი ნაკლებად სავარაუდოა, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში სიკვდილით დასჯა ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ განხორციელებულა. ასევე, საკონსტიტუციო სასამართლომ დაიწყო მსჯელობა იმის შესახებ, ოფიციალურად გაათავისუფლოს იუნ სუკ იოლი პრეზიდენტის თანამდებობიდან თუ მისი უფლებამოსილება აღადგინოს.
მეტი...კაია კალასი და მარტა კოსი ბელარუსის არჩევნებს მოჩვენებითს უწოდებენ
ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი და გაფართოების საკითხებში კომისარი მარტა კოსი ბელარუსში, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ დღევანდელი არჩევნები იყო მოჩვენებითი, რადგან არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი. ,,ადამიანის უფლებების დაუნდობელმა და უპრეცედენტო დარბევამ, პოლიტიკური მონაწილეების შეზღუდვამ და დამოუკიდებელ მედიაზე წვდომამ ბელარუსში საარჩევნო პროცესს ყოველგვარი ლეგიტიმაცია წაართვა. ლუკაშენკოს რეჟიმის გადაწყვეტილებამ მოიწვიოს ეუთო/ოდირის მისია არჩევნებამდე მხოლოდ 10 დღით ადრე, ამ დამოუკიდებელ ორგანოს არ აძლევდა წვდომას საარჩევნო პროცესის ძირითად ეტაპებზე, რაც ევროკომისიის აზრით, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ამ არჩევნების მიმართ სანდოობა არ არსებობს. ამ მიზეზების…
მეტი...ჩინეთი გრანდიოზული შოუსთვის ემზადება
ჩინეთში ახალი წლის შემობრძანებას გრანდიოზულად აღნიშნავენ. სამზადისი მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. ჩინეთის მედია ჯგუფმა (CMG) 2025 წლის საგაზაფხულო ფესტივალის გალა კონცერტისთვის მეხუთე რეპეტიცია ჩინური ახალი წლის წინა დღეს გამართა. პროგრამაში მოიცავს სპექტაკლებს, სიმღერებს, ცეკვებს, ესკიზებს, ოპერას, საბრძოლო ხელოვნებასა და სხვა საოცარ სანახაობას, სადაც გაერთიანებულია ტრადიციულ კულტურა თანამედროვე ელემენტებთან. პეკინის გარდა, გალა კონცერტი ვეყნის მასშტაბით ოთხი ლოკაციააზე იმართება. კერძოდ, კუანგტონგ -ჰონგ კონგ მაქაო, ჩუნგცინგია მუნიციპალიტეტი, ჰუბეის პროვინცია, ქალაქი ლასა სიჭანგის ავტონომიურ რეგიონში, ქალაქი ვუსი ძიანკსუს პროვინცია. გალა, რომელიც ჩინურად ასევე ცნობილია როგორც “ჩუნუანი“, 1983 წლიდან ყოველწლიურად გადაიცემა პირდაპირ ეთერში და…
მეტი...კოლუმბია მიგრანტების შეუზღუდავ მიღებას დათანხმდა, რის გამოც აშშ დაპირებულ ტარიფებს და სანქციებს აღარ დაუწესებს
თეთრი სახლის განცხადებით, კოლუმბია დათანხმდა იმ ემიგრანტების შეუზღუდავ მიღებას, რომლებიც კოლუმბიიდან შეერთებულ შტატებში არალეგალურად შევიდნენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს თქმით, თავდაპირველად კოლუმბიამ დეპორტირებული მიგრანტების მიღებაზე თანხმობა განაცხადა, თუმცა, შემდეგ უარი თქვა, მიეღო ორი სამხედრო თვითმფრინავი, რომლითაც კოლუმბიაში მიგრანტებს აბრუნებდნენ. კოლუმბიის პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ განმარტა, რომ ის წინააღმდეგი იყო, მისი მოქალაქეების ისე დაბრუნების, თითქოს ისინი პატიმრები იყვნენ. თვითმფრინავების არმიღების შემდეგ ტრამპმა კოლუმბიელი მაღალჩინოსნებისთვის ვიზების გაუქმებისა და კოლუმბიიდან შეტანილ საქონელზე ტარიფების 25%-ით ზრდის ბრძანება გასცა. ამის შემდეგ კოლუმბია დათანხმდა სამხედრო თვითმფრინავებით მიგრანტების შეუზღუდავად მიღებას. უკან დახევის შემდეგ ტრამპმა ტარიფების ზრდის ბრძანება გაიხმო,…
მეტი...ეგზიტპოლის თანახმად, ლუკაშენკომ არჩევნებზე 87.6% აიღო
ბელარუსში, რიგით მე-7 საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ეგზიტპოლის თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტი ისევ ალექსანდრ ლუკაშენკო გახდა. ის ქვეყნის პირველი და ამ დროისთვის ერთადერთი პრეზიდენტია. ბელარუსის ახალგაზრდული ორგანიზაციების კომიტეტის ეგზიტპოლის მიხედვით, ლუკაშენკომ არჩევნებზე 87.6% აიღო. ლუკაშენკო არჩევნებში უკვე მეშვიდედ მონაწილეობს. ის ბელარუსს 1994 წლიდან მართავს. სწორედ ამ წელს ჩატარდა პირველი საპრეზიდენტო არჩევნები. ბელარუსში 1995 წლიდან ეუთოს (OSCE) მიერ არცერთი არჩევნები არ ყოფილა აღიარებული, როგორც თავისუფალი და სამართლიანი.
მეტი...თბილისში, რუსთავში, თელავსა და ზუგდიდში დაბინძურებული ჰაერია
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე 27 იანვარს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის ჰაერი ყველაზე დაბინძურებული თბილისში, რუსთავში, თელავსა და ზუგდიდშია. თბილისში დაბინძურება ფიქსირდება მარშალ გელოვანის გამზირი №34 -ზე PM2.5-ს მაჩვენებელი 60.57 მკგ/მ3. წერეთლის გამზირი №105-ზე PM2.5-ს მაჩვენებელი 57.57მკგ/მ3, ყაზბეგის გამზირი ვასო გოძიაშვილის ბაღთან PM2.5-ს მაჩვენებელი 54.37მკგ/მ3, აღმაშენებლის გამზ., №73ა -ზე PM2. 5-ის მაჩვენებელი 90.82 მკგ/მ3. PM10-ის მაჩვენებელი 113.02მკგ/მ3. ვარკეთილი 3, I მკრ-ნი, მე-2 კორპუსის მიმდებარე ტერიტორია PM2.5-ს მაჩვენებელი 58.59მკგ/მ3. რუსთავშიც დაბინძურება ფიქსირდება 2 მისამართზე: მეგობრობის გამზ. №35ა-ზე PM2.5-ის მაჩვენებელი 86.80მკგ/მ3 , PM10-ის მაჩვენებელი 126.36მკგ/მ3 და ბათუმის ქ., №19-ზე PM2. 5-ის მაჩვენებელი…
მეტი...ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, დღეს, საქართველოს საკითხს განიხილავენ
ბრიუსელში, დღეს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხიც განიხილება. ინფორმაციას ევროპული საბჭო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, განხილვის მთავარი თემა, ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები იქნება, თუმცა, შესაძლოა, მინისტრებმა ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერების საკითხიც განიხილონ. გარდა ამისა, ევროპელი მინისტრები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას, ასევე მოლდოვის საკითხსაც განიხილავენ. ასევე, საგარეო საქმეთა საბჭო ევროკავშირისა და აშშ-ის ურთიერთობების შესახებაც იმსჯელებს. მინისტრები ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის სირიაში, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსაც განიხილავენ.
მეტი...სვანეთში ახალგაზრდა ბიჭს გლოვობენ
სვანეთში ახალგაზრდა ბიჭს გლოვობენ. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. ,,დღეს ეს სვანი ვაჟკაცი,გააცილა იმიერში,მთელმა სვანეთმა და საქართველომ. როგორ უნდა იცხოვროს მამამ და შვილმაც ისე, რომ მთელი სვანეთი და საქართველო ფეხზე დააყენო და ყველა ჭირისუფალი გახადო. რა უნდა დათესო მთლად ამხელა და ამდენი, რომ ყველამ გულში ჩაგიკრას და შენი ტკივილი მთელი სვანეთის და სრულიად საქართველოს ტკივილი გახადო. თენგო გურჩიანი,რომელსაც უამრავი სიკეთე და სიყვარული აქვს დათესილი, უამრავი ადამიანი ყავს დაპურებული, უამრავი ადამიანის ჯანმრთელობის მიზეზი, უამრავი ადამიანის გაჭირვების გამზიარებელი, ყველას გვერდით მდგომი, დამფასებელი, სამართლიანი და ერთგული. დღეს ეს სიყვარული დაუბრუნა ხალხმა თენგოს. მისი…
მეტი...მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში წირვა აღევლინება. მოციქულთა სწორი ნინო საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებით ვაზის ჯვრით ხელში შემოვიდა. წმინდა ნინოს ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს: 1 ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, ხოლო 27(14) იანვარს – გარდაცვალება. დღეს 13 ასურელი მამათაგან ერთ-ერთის, მამა დავით გარეჯელის ხსენების დღეა და გარეჯობა აღინიშნება.
მეტი...ისრაელი დღეს ღაზას მცხოვრებლების სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში შეშვებას დაიწყებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა და ისრაელ-ჰამასის მოლაპარაკების შუამავლებმა განაცხადეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება პაუზის შემდეგ ისევ განახლდება. ისრაელი ორშაბათიდან დაიწყებს ღაზას მცხოვრებლების სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში შეშვებას, ჰამასი კი კვირის მეორე ნახევარში 6 მძევალს გაათავისუფლებს, მათ შორისაა არბელ იეჰუდი. არბელ იეჰუდს, სამოქალაქო მძევალს ჰამასი სავარაუდოდ ხუთშაბათს ან პარასკევს ორ მძევლ მამაკაცთან ერთად გაათავისუფლებს, ხოლო კიდევ სამი მძევლის გათავისუფლება შაბათს მოხდება. შეგახსენებთ, რომ ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში 19 იანვარს შევიდა. მხარეებმა შეაჩერეს სამხედრო მოქმედებები და უკვე ჩაატარეს ორი გაცვლა: შვიდი მძევლის გათავისუფლების საპასუხოდ, ისრაელმა ასობით პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა…
მეტი...27 იანვრის ამინდის პროგნოზი საქართველოში
27 იანვარს, საქართველოში ღრუბლიანობის მომატება და უნალექო ამინდია მოსალოდნელი Meteo.gov.ge-ის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით +8, +13°; მთაში დღისით +3, +8°; მაღალმთაში დღისით 0, +5°. აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ზოგან ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში დღისით +5, +10°; მთაში დღისით 0, +5°; მაღალმთაში დღისით -2, +3°.
მეტი...