“ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ რაიმე სახის მოლაპარაკებები არ ყოფილა”- წულუკიანი

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თეა წულუკიანი  სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე განაცხადა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ რაიმე სახის მოლაპარაკებები არ ყოფილა, ამიტომ სრულიად არასწორია იმის მტკიცება, რომ მოლაპარაკებები ჩვენი მხრიდან შეჩერდა. „არ შეიძლება გაყალბებას ჰქონდეს ადგილი, როცა არჩევნებში გამარჯვებულ პარტიასა და მეორე ადგილზე გასულ პარტიას შორის სხვაობა 800 000 ხმაა. არ შეიძლება გაყალბება იყოს, როცა ხმის მიცემა ელექტრონული ტექნოლოგიებით მოხდა და ეს მოწყობილობები დასავლურმა კომპანიებმა დააყენეს. ასევე, დავამატებ იმას, რომ დასავლურმა კომპანიამ და არა რუსულმა, განაცხადა, რომ ეს ტექნოლოგია გაყალბებას შეუძლებელს ხდის. ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ რაიმე სახის მოლაპარაკებები არ ყოფილა, ამიტომ სრულიად…

მეტი...

“დროა, ბრიუსელში ბიუროკრატებმა და სოროსის ქსელმა საქართველოს მთავრობაზე თავდასხმა შეწყვიტონ” – ორბანი

“დროა, ბრიუსელში ბიუროკრატებმა და სოროსის ქსელმა საქართველოს მთავრობაზე თავდასხმა შეწყვიტონ”– ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს. ორბანი ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს საკუთარი მხარდაჭერა დღეს კიდევ ერთხელ გამოუცხადა. „დროა, ბრიუსელში ბიუროკრატებმა და სოროსის ქსელმა საქართველოს მთავრობაზე თავდასხმა შეწყვიტონ. საქართველოს სუვერენიტეტისთვის მათ ბრძოლაში პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადე“ – წერს ორბანი.  

მეტი...

პარლამენტთან აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე აქცია განახლდა. პარლამენტთან შეკრებილებს პროტესტის ის მონაწილეები შეუერთდნენ, რომლებმაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქცია გამართეს. მანამდე  მოძრაობა „დაფიონის“ დამფუძნებლის, ზვიად ცეცხლაძის მხარდასაჭერი აქცია-მსვლელობა მოეწყო. აქციის მონაწილეების მოთხოვნებია, აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა

მეტი...

ირანმა წარადგინა ახალი უპილოტო თვიმთფრინავი, რომლის მოქმედების მანძილი 1 000 კილომეტრია

ირანმა ახალი უპილოტო თვიმთფრინავი წარადგინა. მისი  მოქმედების მანძილი 1 000 კილომეტრია.  ახალი აპარატი, სახელწოდებით „ღაზა“, ირანმა სამხრეთ ირანში მასშტაბური სამხედრო წვრთნების ფარგლებში „ჰიბრიდული ოპერაციის“ დროს გამოიტანა. ირანული მედია წერს, რომ უპილოტო თვითმფრინავმა, რომელსაც შეუძლია, სულ მცირე, 500 კილოგრამი ტვირთის გადაზიდვა, წვრთნების დროს წარმატებით აიღო იმიტირებული მტრის რვა სამიზნე. უპილოტო თვითმფრინავის ფრთების სიგრძე – 22 მეტრი, ასაფრენი წონა კი 3 100 კილოგრამია.  

მეტი...

“სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში შალვა პაპუაშვილს ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადე“- ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში შალვა პაპუაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა. „დროა, ბრიუსელში ბიუროკრატებმა და სოროსის ქსელმა საქართველოს მთავრობაზე თავდასხმა შეწყვიტონ. საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადე“, – წერს ვიქტორ ორბანი. უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა.

მეტი...

ე.წ. დონეცკის „უზენაესმა სასამართლომ“ საქართველოს მოქალაქეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „უზენაესმა სასამართლომ“ უკრაინის მხარეს მებრძოლ საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ბერიანიძეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ის “დამნაშავედ ცნეს” დაქირავებულობაში (რუსეთის სსკ-ის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილი) და სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის მოსპობის მცდელობაში (სსკ-ის 317-ე მუხლი). ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს. „ის აღჭურვეს პირადი ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით, სამხედრო ფორმით და სპეციალური საბრძოლო დანიშნულების ტექნიკით, რის შემდეგაც ის სამხედრო ინსტრუქტორის მოვალეობას შეუდგა აღნიშნულ ნაციონალისტურ შეიარაღებულ ფორმირებაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

“ქართველი დიპლომატებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ახლა წევრმა ქვეყნებმა შიდა წესებში თავად უნდა დანერგონ”- კაია კალასი

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ ქართველი დიპლომატებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ახლა წევრმა ქვეყნებმა შიდა წესებში თავად უნდა დანერგონ. ამის შესახებ, მან ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. „რა თქმა უნდა, ჩვენ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით და ამას დიდი შეშფოთებით ვუყურებთ. ამის შესახებ დღეს ვიმსჯელეთ, თუ კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ საქართველოს მთავრობას გავუგზავნოთ სიგნალები, რომ ეს ევროპული კურსის კუთხით სწორი მიმართულება არ არის და არის რაღაცები, რაც შეგვიძლია კიდევ განვიხილოთ. რაც შეეხება [დიპლომატებისთვის] ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, ეს გადაწყვეტილება წევრმა ქვეყნებმა…

მეტი...

დევნილთა სააგენტოს შენობასთან, შუახნის კაცმა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა

თამარაშვილის ქუჩაზე, დევნილთა სააგენტოს შენობასთან, შუახნის კაცმა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. შემთხვევა, დღეს მოხდა.  მიყენებული დაზიანებებით ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, კაცი დევნილია და ის საცხოვრებლით დაკმაყოფილებას მომხდარზე გამოძიება შსს-მ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე, ან თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მეტი...

„საქართველოში არჩევნების შემდგომი მდგომარეობა შემაშფოთებელია”- PACE-ის დელეგაციის ხელმძღვანელი

PACE-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა იულიან ბულაიმ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე განაცხადა, რომ ყველაფერი რაც საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოხდა ამ არჩევნების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. „საქართველოში არჩევნების შემდგომი მდგომარეობა შემაშფოთებელია. ქვეყანა ავტოკრატიისკენ მიდის, არჩევნების შემდეგ ვითარება არ უმჯობესდება. მსურს ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და ორი მოწოდება გავაკეთო: პირველი, 53 პოლიტპატიმრის გათავისუფლებაა. ერთი მათგანი, ჟურნალისტი კი 16 დღეა შიმშილობს. მეორე, ყველაფერი რაც არჩევნების შემდეგ მოხდა ამ არჩევნების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და საშუალებას აძლევს ამ ასამბლეას, რომ საქართველოს ხელისუფლებას, ყველა ძალასთან დიალოგში, ახალი არჩევნებისთვის მუშაობისკენ მოუწოდოს, რათა ხელისუფლებას მმართველობისთვის უფრო…

მეტი...

“უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მთავარი როლი დონალდ ტრამპს ექნება”- ანჯეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მთავარი როლი დონალდ ტრამპს ექნება. „ამ ომში რუსეთის გამარჯვება არ უნდა დავუშვათ. პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, როგორც ნატო-ში ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერს, როგორც ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნის ლიდერს, მთავარი როლი ექნება. მშვიდად ველი პირველ ნაბიჯებს, რომელთაც დონალდ ტრამპი გადადგამს“ – განაცხადა ანჯეი დუდამ. პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რეგიონს კარგად იცნობს.

მეტი...

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სტრასბურგში მზია ამაღლობელს სოლიდარობა გამოუცხადეს

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, „ბათუმელების რედაქტორს მზია ამაღლობელს სოლიდარობა გამოუცხადეს. „თავისუფლება მზია ამაღლობელს“; „თავისუფლება პოლიტპატიმრებს საქართველოში“ – ეწერა საპროტესტო ბანერებზე. მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს.მას ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო „პოლიციელზე თავდასხმას“ ედავებიან და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პატიმრობა 14 იანვარს შეუფარდეს. სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი წარმოებაში არ მიიღო.

მეტი...

“იყო ხმების მოსყიდვის და რამდენჯერმე ხმის მიცემის შემთხვევები, განსაკუთრებით რეგიონებში”- ულიან ბულაი

PACE-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა იულიან ბულაიმ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე განაცხადა, საქართველოში არჩევნები ჩატარდა მაღალი პოლარიზაციის ფონზე. „საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ მოხსენება გასული წლის ნოემბერში გამოქვეყნდა. მოხსენებაში შეფასებულია საარჩევნო პროცესი. ჩვენ ეუთოსა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციებთან ერთად ვაკვირდებოდით საქართველოში საარჩევნო გარემოს. ეს იყო პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდა. „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ხმების 53.93%, საარჩევნო ბარიერი კიდევ სხვა ოთხმა პარტიამ გადალახა. რა დასკვნა გავაკეთეთ ჩვენ ამ დაკვირვების შედეგად? არჩევნები ჩატარდა მაღალი პოლარიზაციის ფონზე, ასევე დიდი ანტაგონიზმი ჩანდა მმართველ ძალასა და ოპოზიციას შორის. ჩვენ შეშფოთებულები ვართ…

მეტი...

დიღომში, ბორის პაიჭაძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საახალწლო ილუმინაციების სადემონტაჟო სამუშაოების გამო, დიღმის მასივში, ბორის პაიჭაძის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. ავტომანქანების გადაადგილების შეზღუდვა 28 იანვარს, 00:30-დან 06:00 საათამდე იმოქმედებს.

მეტი...

აშშ-ის დაზვერვა აცხადებს, რომ კოვიდ 19-მა, სავარაუდოდ, ლაბორატორიიდან გაჟონა

ამერიკის ცენტრალური  სადაზვერვო სააგენტოს განაცხადებით, მათ სჯერათ, რომ COVID-19 პანდემია სავარაუდოდ წარმოიშვა ლაბორატორიის გაჟონვისგან და არა ბუნებრივი წყაროსგან.  როგორც ჩინეთის საგარეო უწყებაში განმარტავენ, აღნიშნული დასკვნა ნაკლებ სავარაუდოა. „წარმოშობის მიკვლევა მეცნიერების საქმეა და მასზე ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა გაკეთდეს მეცნიერებზე დაფუძნებული სულისკვეთებით და მეცნიერების მიერ. “უკიდურესად ნაკლებად სავარაუდოა”, რომ პანდემია გამოწვეული იყოს ლაბორატორიული გაჟონვით – ეს არის ავტორიტეტული დასკვნა, რომელიც მიიღეს ჯანმო-ჩინეთის ერთობლივი მისიის ექსპერტებმა მეცნიერების საფუძველზე, ვუჰანის ლაბორატორიაში საველე მოგზაურობისა და სიღრმისეული კომუნიკაციის შემდეგ. მკვლევარების დასკვნას ფართოდ იქნა აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის სამეცნიერო საზოგადოების მიერ. შეერთებულმა შტატებმა ერთდროულად უნდა შეწყვიტოს…

მეტი...

,,ქალბატონი მზია თავს გრძნობს ნორმალურად” – ომბუდსმენი

,,ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც პროფესიით ექიმია, მზია ამაღლობელს შეხვდა. ქალბატონი მზია თავს გრძნობს ნორმალურად”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ომბუდსმენის წარმომადგენლის მიერ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მონახულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. „სულ ახლახან გამოვიდა ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც არის პროფესიით ექიმი. შეხვდა ქალბატონ მზიას. მინდა გაგიზიაროთ ის ინფორმაცია, რომელიც ამ წუთში ჩვენ მის შესახებ გაგვაჩნია და მისი თანხმობით ვაზიარებთ. ქალბატონი მზია თავს გრძნობს ნორმალურად. ის საკვებს არ იღებს 12 იანვრიდან. მისი დაკავებიდან დღემდე, ჩვენს მიერ ქალბატონი მზია მონახულებული იქნა 7-ჯერ. მათ შორის ჩემს მიერ, პირადადაც იქნა მონახულებული. ჩვენ ვიცით…

მეტი...

საქართველოს პარლამენტსა და უნგრეთის ეროვნულ ასამბლეას შორის თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოს პარლამენტსა და უნგრეთის ეროვნულ ასამბლეას შორის თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულება ხაზს უსვამს საერთო ევროპული ღირებულებების საფუძველზე, საქართველოსა და უნგრეთს შორის ისტორიულ მეგობრობას და მიზნად ისახავს ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ორმხრივი ურთიერთობებისა და ურთიერთსასარგებლო გაცვლების ხელშეწყობას. ხელშეკრულების თანახმად, უნგრეთის ეროვნული ასამბლეა საქართველოს პარლამენტს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს და ყველა მხრივ დაეხმარება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პროგრესის მიღწევაში. ხელშეკრულებას ხელი მოეწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და მისი თანმხლები დელეგაციის ბუდაპეშტში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს შალვა პაპუაშვილმა და უნგრეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ლასლო კოვერმა.

მეტი...

,,ვებრძოლოთ ანტისემიტიზმს და ვიმუშაოთ იმისათვის, რომ ჰოლოკოსტის მსგავსი ტრაგედიები აღარასოდეს განმეორდეს” – პრემიერი

,,დღეს, ჰოლოკოსტის ხსოვნის დღეს, პატივს მივაგებთ მილიონობით ებრაელი მსხვერპლის ხსოვნას, რომლებიც ნაცისტური რეჟიმის მიერ იქნენ მოკლულნი”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს. მთავრობის მეთაური ეთნიკური, რელიგიური ან სხვა საფუძვლით დისკრიმინაციას დაუშვებელს უწოდებს. ,,დაუშვებელია დისკრიმინაცია ეთნიკური, რელიგიური ან სხვა საფუძვლით. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანნი სიძულვილის წინააღმდეგ, ვებრძოლოთ ანტისემიტიზმს და ვიმუშაოთ იმისათვის, რომ ასეთი ტრაგედიები აღარასოდეს განმეორდეს”, – წერს პრემიერი.

მეტი...

გორში, მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, შუახნის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ „მოზაიკა“ ავრცელებს. ამ დროისთვის, მამაკაცის სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენას სამართალდამცველები ცდილობენ.

მეტი...

ტრამპი ჩინეთს აშშ-ში ნარკოტიკების რეალიზაციაში ადანაშაულებს, რას პასუხობს ჩინეთი?!

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით,  მექსიკასა და კანადაში ფენტანილის მიწოდების უკან ჩინეთი დგას. აღნიშნულ საკითხზე ჩინეთის საგარეო უწყებაში განმარტებები გაკეთდა. როგორც პრეს-სპიკერმა განაცხადა, ჩინეთი აბსოლუტურ სიმკაცრეს იჩენს ნარკოტიკებთან მიმართებაში. „ჩინეთი ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ქვეყანაა ნარკოტიკებთან მიმართებაში, როგორც პოლიტიკის, ასევე მისი განხორციელების თვალსაზრისით. ჩინეთმა ჯერ კიდევ 2019 წელს გამოაცხადა გადაწყვეტილება ფენტანილთან დაკავშირებული ნივთიერებების კლასად ოფიციალურად დანიშვნაზე. ჩვენ მსოფლიოში პირველი ქვეყანა ვართ, ვინც ამას აკეთებს. ჩინეთმა მხარი დაუჭირა აშშ-ს პასუხს ფენტანილის საკითხზე ჰუმანურობისა და კეთილგანწყობის სულისკვეთებით და აწარმოა ნარკოტიკების საწინააღმდეგო თანამშრომლობა ამერიკულ მხარესთან ფართო და სიღრმისეული გზით. ჩვენს მიერ მიღწეული მიღწევები ყველასთვის სანახავია. იმედი…

მეტი...

,,საქართველოში განხორციელებული უზარმაზარი ინვესტიცია მოტივაციას მისცემს უამრავ ინვესტორს” – Emaar ჯგუფის დამფუძნებელი

,,საქართველოში ჩვენს მიერ განხორციელებული უზარმაზარი ინვესტიცია მოტივაციას მისცემს უამრავ ინვესტორს, ასე მოხდა ყველა იმ ქვეყანაში, სადაც პროექტები წამოვიწყეთ”, – ამის შესახებ Emaar ჯგუფის დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის აბუ-დაბიში ვიზიტის ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომელიც საქართველოში 6 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას ითვალისწინებს. Emaar ჯგუფის დამფუძნებლის თქმით, როდესაც ამხელა კაპიტალდაბანდება ხდება ქვეყანაში, ის მოცულობით პოზიტიურ გავლენას ახდენს ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკაზე. „ამ საოცარ ქვეყანაში – საქართველოში – ეს უზარმაზარი ინვესტიცია იცით რას გააკეთებს? ის მოტივაციას მისცემს უამრავ ინვესტორს, რომლებიც იტყვიან „ოჰო!…

მეტი...

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა

,,ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. ამით გაგრძელდება მოსკოვისთვის ომის დასაფინანსებელი შემოსავლების ჩამორთმევა. რუსეთმა უნდა გადაიხადოს იმ ზარალისთვის, რასაც იწვევს”, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. ამასთან, ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზში აღნიშნულია, რომ სანქციები კიდევ 6 თვით, 2025 წლის 31 ივლისამდე გახანგრძლივდა. „ეს ეკონომიკური ზომები, რომელიც პირველად 2014 წელს დაწესდა, მნიშვნელოვნად გაფართოვდა 2022 წლის თებერვლის შემდეგ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული, გაუმართლებელი და უკანონო სამხედრო აგრესიის საპასუხოდ“, – აღნიშნულია პრესრელიზში.

მეტი...

,,ამაში ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ ვხედავ” – პრემიერი დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე

,,ჩვენთვის მთავარია, რომ ქვეყანაში მშვიდობას და საზოგადოების, ჩვენი ხალხის ინტერესებს არ შეექმნას საფრთხე”, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე, არაბთან გაერთიანებულ საამიროებში, ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების ალბათობა საკმაოდ მაღალია, თუმცა ამაში განსაკუთრებული არაფერია. „რეალურად, ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია, მე ასე შევაფასებდი, თუმცა ამაში ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური, სიმბოლური  საკითხია ეს ყველაფერი. ჩვენთვის მთავარია, რომ ქვეყანაში მშვიდობას არ შეექმნას საფრთხე და საზოგადოების, ჩვენი ხალხის ინტერესებს არ შეექმნას საფრთხე. რაც შეეხება იმას, ვიღაც ვიზას მოითხოვს საჯარო სამსახურში, თუ არ მოითხოვს, ეს…

მეტი...

,,მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი დეველოპერული კომპანია შემოდის საქართველოში” – კახა კალაძე

,,ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. დღეს გვქონდა შეხვედრა მის აღმატებულებასთან, პრეზიდენტთან, სადაც გაფორმდა ჩვენი ქვეყნისთვის და ორმხრივი თანამშრომლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მემორანდუმი”, – განუცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჟურნალისტებს. კახა კალაძის თქმით, მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი დეველოპერული კომპანია Emaar Group შემოდის საქართველოში, რომელიც თბილისში და აჭარაში, ბათუმში განახორციელებს პროექტებს. „რამდენიმე მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის ეკონომიკა კიდევ უფრო გაიზრდება, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ამ პროცესში ჩართული იქნება ქართული კომპანიები, ყველანაირად ძალიან კარგია. საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიას თუ გადავხედავთ, არ მახსოვს ამ მასშტაბის…

მეტი...

,,ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა” – იოზვიაკი

,,ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას მხარი დაუჭირეს”, – წერს ,,რადიო თავისუფლების“ ევროპული ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი X-ზე. „ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს ლიბერალური სავიზო რეჟიმის შეჩერებას ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის. გადაწყვეტილება ძალაში მომდევნო დღეებში შევა. სლოვაკეთი და უნგრეთი წინააღმდეგი იყვნენ“, – დაწერა იოზვიაკმა.

მეტი...

პენიტენციური სამსახური მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხზე განცხადებას ავრცელებს

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ცალკეული პოლიტიკური ჯგუფებისა და მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ცილისმწამებლურ ინფორმაციას, თითქოს ბრალდებულ მ.ა.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა საფრთხეშია და მის ჯანმრთელობაზე არ ზრუნავს პენიტენციური სამსახური”, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების ცნობით, ბრალდებული მ. ა. უზრუნველყოფილია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით და უწყვეტად მიეწოდება კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება. ბრალდებული მ.ა. იმყოფება სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. ,,ამასთანავე, ბრალდებული, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, მყისიერი რეაგირებისთვის მოთავსებულია ვიდეომეთვალყურეობის სისტემით აღჭურვილ საკანში. ბრალდებულის საცხოვრებელი პირობები სრულად შეესაბამება პენიტენციური კოდექსით განსაზღვრულ სტანდარტებს. აღსანიშნავია, რომ თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოებისა და…

მეტი...

,,მსგავსი მასშტაბის ინვესტიცია ქვეყანაში დეველოპერული სექტორის განვითარებას თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს” – პრემიერი

,,საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი ინვესტიცია. დეველოპერული კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-ი საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს”, – თანამშრომლობის მემორანდუმი კომპანიასა და ქართულ მხარეს შორის აბუ-დაბიში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონია არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის რეზიდენციაში შედგა და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანი დაესწენენ. დოკუმენტს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, ხოლო კომპანიის მხრიდან – დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა მოჰამედ…

მეტი...

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე ვიშეგრადის პროექტის ფარგლებში რეგულირების შესახებ სახელმძღვანელო მომზადდა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება კომუნალური მომსახურების რეგულირების შესახებ“ ფარგლებში პრაქტიკული გზამკვლევი/სახელმძღვანელოს შემუშავება დასრულდა. დოკუმენტი შეეხება ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირებას და მის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ კომუნალური სერვისების რეგულირების საკითხებით დაინტერესებული პირები. სახელმძღვანელოში მოცემულია შესაბამისი განმარტებები კომუნალური მომსახურების შესახებ ხშირად დასმულ კითხვებზე, ამასთანავე დოკუმენტი წარმოადგენს რეგულირების საკითხების სიღრმისეულ ანალიზს, მასში ასახულია განმარტებები სხვადასხვა აქტუალურ საკითხსა და უახლესი რეგულირების ტენდენციებზე. 2024 წლის თებერვლიდან ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის…

მეტი...

,,თამარ მეფე, ქეთევან დედოფალი შაჰ-აბასთან, ან ვინმესთან ჩიოდნენ?” – მეუფე იაკობი

სიღნაღში ნინოობის დღესასწაული აღნიშნეს. წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა ჩაატარა. ლოცვის დასრულების შემდეგ კი, მეუფე იაკობმა მრევლს მიმართა და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები განიხილა. ,,შენ, როდესაც გვარით – ყოფილი პრეზიდენტი იქნება, თუ ნებისმიერი ქალბატონი, რომელიც ამაყად უცხოეთში საქართველოს წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებს, როგორ უნდა მივიღოთ. შეხედეთ, გადახედეთ თამარ მეფეს, ქეთევან დედოფალს – შაჰ-აბასთან, ან ვინმესთან ჩიოდნენ? რომ დადიხართ ამდენ ქვეყანაში და ჩივით – ისე იქნება, როგორც ღმერთს უნდა. რა გვინდა ისევ 90-იან წლებში დავბრუნდეთ? ადრეც მივმართე ქალბატონებს, განსაკუთრებით ერთ ქალბატონს – ვისი სისხლის დაღვრა გსურთ? გაიხსენეთ, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი…

მეტი...

,,საქართველოში დამარცხდა ბოლშევიზმი და დამარცხდება აუცილებლად ლიბერალური ფაშიზმიც” – პრემიერი

,,ლიბერალური ფაშიზმი არის ზუსტად ისეთივე, როგორიც იყო ბოლშევიზმი ერთი საუკუნის წინ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბიში ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, – საქართველოში დამარცხდა ბოლშევიზმი და დამარცხდება აუცილებლად ლიბერალური ფაშიზმიც. „ეს არის ლიბერალური ფაშიზმი და ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. არის ორგანიზებული ქმედებები და ხელწერა არის აბსოლუტურად ერთი და იგივე. ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომ საქართველოში დავასრულოთ ლიბერალური ფაშიზმი. ნებისმიერ ასეთ ქმედებას უნდა დავუპირისპირდეთ და საზოგადოება უნდა დაუპირისპირდეს. რაც მთავარია, ამ ყველაფრის თავი და თავი, ლიბერალური ფაშიზმი, ეს იდეოლოგია უნდა დამარცხდეს საბოლოოდ ჩვენს ქვეყანაში. ეს იდეოლოგია არის ზუსტად…

მეტი...

,,გუშინ მორიგი მაწანწალა „მიშისტები“ აგვეტორღიალნენ” – თეა წულუკიანი

,,გუშინ მორიგი მაწანწალა „მიშისტები“ აგვეტორღიალნენ”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, თეა წულუკიანი, ოპოზიციონერი აქტივისტების მიერ სტრასბურგში განხორციელებულ შემთხვევას. ,,სიმბოლურია, რომ ევროპამ და განსაკუთრებით, სხვა ქალაქებთან ერთად, სტრასბურგმა, ძალიან ბევრი რამ ნახა ამ ქუჩებში, ნახა მაგალითად დევნა, ნახა ის, თუ როგორ ატარებდნენ ადამიანები გულზე ვარსკვლავს, როგორ დევნიდნენ, ამიტომ, ეს მრავალჭირნახული ევროპული ტერიტორიაა, სადაც ვიმყოფებით, სიმბოლურია, რომ სწორედ ახლა, ამ ქუჩებში კვლავ ხდება თანამედროვეობის ფაშისტებისგან განსხვავებული აზრის დევნა. მათ შეუძლიათ ნებისმიერი იარლიყი მოგვაწებონ, ქართველ ადამიანს, რომელიც საკუთარი სამშობლოსთვის, საკუთარი რწმენისთვის, საკუთარი კულტურისთვის, საკუთარი გადარჩენისთვის იბრძოდა, არასდროს შეშინებია იმისა, რომ მას…

მეტი...

ჩინური „გაზაფხულის ფესტივალი“ იუნესკომ კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა  

UNESCO-მ ჩინეთის გაზაფხულის ფესტივალი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეიტანა. ჩინეთი გაზაფხულის ფესტივალის  29 იანვრიდან გრანდიოზულად იწყებს, როცა ჩინური კალენდრით ახალი წელი შემობრძანდება. როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გაზაფხულის ფესტივალი ჩინეთის უნიკალური ფესტივალია. „ჩინური ტრადიციით, გაზაფხულის ფესტივალი,  მშვიდობის, მეგობრობისა და ჰარმონიის სიმბოლოა და განასახიერებს ადამიანების მადლიერებასა და პატივისცემას ბუნების მიმართ, ასევე სწრაფვას ოჯახის გაერთიანებისა და უკეთესი ცხოვრებისაკენ. გაზაფხულის ფესტივალის  იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში ჩაწერა გვიჩვენებს, რომ ეს არის ჩინეთისთვის უნიკალური ფესტივალი. 2023 წლიდან სამინისტრო და ჩვენი საელჩოები და საკონსულოები ყოველწლიურად ატარებენ სპეციალურ პროგრამას „მივეფერებით ჩინურ…

მეტი...

,,ოპოზიციას სინამდვილეში აქვს თვითლიკვიდაციის გეგმა” – პრემიერი

,,ოპოზიციას სინამდვილეში აქვს ერთადერთი გეგმა, ეს არის თვითლიკვიდაციის გეგმა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რაც ნაკლები იქნება რადიკალური პარტიები და რადიკალიზმი ქვეყანაში, მით უფრო სწრაფად განვითარდება დემოკრატიული სისტემა. „რეალურად იმ ქმედებებით, რასაც ისინი ახორციელებენ არჩევნების შემდეგ, ახორციელებენ თვითლიკვიდაციას, თვითონვე ასუსტებენ კიდევ უფრო მეტად საკუთარ პოზიციებს. შესაბამისად, ეს არის კარგი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული სისტემის განვითარებისთვის. რაც ნაკლები იქნება რადიკალური პარტიები და რადიკალიზმი ჩვენს ქვეყანაში, მით უფრო სწრაფად განვითარდება ჩვენი დემოკრატიული სისტემა. შესაბამისად, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები ოპოზიციის შემდგომ დასუსტებას“, –…

მეტი...

,,ეს არის ზუსტად მათი გეგმა საბოლოო ჯამში, მეორე უკრაინა” – შალვა პაპუაშვილი

,,სალომე ზურაბიშვილს, როგორც მაკკეინის ინსტიტუტში დასაქმებულ ადამიანს, ეს სასაუბრო უკვე სრულად აქვს ათვისებული. ქალბატონი ლორა თორნტონი იქნება ეს თუ სალომე ზურაბიშვილი, მათ შორის უკვე სხვაობა აღარ არის”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა. „გახსოვთ ქალბატონი ლორა თორნტონი წუხდა, რომ საქართველოში სისხლი არ დაიღვარა აქციების დროს და ეს არის ზუსტად მათი გეგმა საბოლოო ჯამში, მეორე უკრაინა. ეს არის საითკენაც უნდათ, რომ გააქანონ საქართველო. ხედავთ, რომ უკრაინაში ომი დასრულებისკენ მიდის და როგორც ჩანს რომელიღაცა პოლიტიკურ დაჯგუფებებს სურთ ჰქონდეთ კიდევ ერთი ცხელი კერა და საქართველო აქციონ იარაღად საკუთარ…

მეტი...

,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საქართველოში საზოგადოებას ვუთხრათ და ვაცნობოთ, თუ რა ხდება ადგილზე” – თეა წულუკიანი

,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში საზოგადოებას ვუთხრათ და ვაცნობოთ, თუ რა ხდება ადგილზე. დღეს 27 იანვარია და ჩვენ გვაქვს ასეთი სასტარტო პოზიცია: არსებობს ჩვენი ქართული ექსტრემისტი ოპოზიციის მიერ აქ გამოგზავნილი წერილი, რომელიც ძალიან ბევრ ცრუ არგუმენტს იყენებს იმისთვის, რომ აქაური ასამბლეა დაარწმუნოს იმაში, რომ ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაცია არ უნდა იქნეს ასამბლეაზე დაშვებული”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. „არსებობს ასევე ორი სხვადასხვა შუამდგომლობა, რომელიც ელექტრონულად ტრიალებს რამდენიმე დღეა, ერთს აქვს 24 დეპუტატის მხარდაჭერა, მეორეს, თუ არ ვცდები – 28. ორივე…

მეტი...

ათასობით პალესტინელმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში დაბრუნება დაიწყო

ათასობით პალესტინელმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში დაბრუნება დაიწყო. მანამდე ისრაელის არმიამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ღაზის მცხოვრებლებს შეუძლიათ დაბრუნება ნეტზარიმის დერეფნით 07:00 საათიდან. ღაზის სექტორის მცხოვრებლებს უფლება აქვთ, დაბრუნდნენ ფეხით ნეტზარიმის გზით და რაშიდის ქუჩით. სატრანსპორტო საშუალებების გავლა აღმოსავლეთით, სალაჰ ად-დინის ქუჩაზე უსაფრთხოების შემოწმების შემდეგ, 09:00 საათიდან არის დაშვებული. ისრაელის არმიამ გასცა მთელი რიგი გაფრთხილებები ღაზის მოსახლეობისთვის, მათ შორის: არ გადაიყვანონ ტერორისტული ელემენტები ან არ გადაიტანონ იარაღი ჩრდილოეთ ღაზაში; არ მიუახლოვდნენ ისრაელის თავდაცვის ძალების პოზიციებს და ჯარებს ღაზაში ან ისრაელის ტერიტორიაზე; არ მიუახლოვდნენ რაფაჰის გადასასვლელს და ფილადელფის დერეფნის ტერიტორიას სამხრეთ…

მეტი...

შვედეთმა დააკავა გემი, რომელიც ბალტიის ზღვაში მონაცემთა კაბელის დაზიანებაშია ეჭვმიტანილი

BBC-ის ცნობით, შვედეთის ხელისუფლებამ დააკავა გემი, რომელიც ეჭვმიტანილია ბალტიის ზღვის ქვეშ შვედეთსა და ლატვიას შირის გამავალი მიმავალი მონაცემთა კაბელის დაზიანებაში. შვედმა პროკურორებმა განაცხადეს, რომ პირველადი გამოძიება საბოტაჟზე მიუთითებს და გამოძიება შვედეთის პოლიციის, სამხედრო და სანაპირო დაცვის ჩართულობით დაიწყო. შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ბალტიის ზღვაში ლატვიის სახელმწიფო მაუწყებლის, LVRTC-ის კუთვნილი მონაცემთა კაბელი დაზიანდა. ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ევიკა სელინამ განაცხადა, რომ ინციდენტთან დაკავშირებით მისი ქვეყანა მჭიდროდ თანამშრომლობს შვედეთთან და ნატო-სთან.

მეტი...