დონალდ ტრამპი არაბულ სახელმწიფოებს ღაზის სექტორიდან პალესტინელი ლტოლვილების მიღებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არაბულ სახელმწიფოებს ღაზის სექტორიდან პალესტინელი ლტოლვილების მიღებისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, ეს წინადადება უკვე განიხილა იორდანიის მეფე აბდულა მეორესთან სატელეფონო საუბრისას, ხოლო 26 იანვარს გეგმავს ამ საკითხის განხილვას ეგვიპტის პრეზიდენტთან, აბდელ ფატაჰ ალ-სისისთან. „რაღაც უნდა მოხდეს, რაღაც უნდა შეიცვალოს, ის ფაქტობრივად განადგურების ადგილია, თითქმის ყველაფერი განადგურებულია და ხალხი იხოცება“-  განაცხადა ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ამ სიტუაციაში ურჩევნია, ითანამშრომლოს ზოგიერთ არაბულ ქვეყანასთან, რათა ააშენოს საცხოვრებელი სახლები პალესტინელი ლტოლვილებისთვის ღაზას სექტორის გარეთ, „სადაც ისინი მშვიდობიანად იცხოვრებენ“.

მეტი...

„პარი სენ-ჟემენის“ შემადგნელობაში ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურის შეხვედრაში „პარი სენ-ჟემენის“ შემადგნელობაში ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგა. პარიზელები საკუთარ მოედანზე „რეიმსს“ მასპინძლობენ. შეხვედრის 47-ე წუთზე ანგარიში უსმან დემბელემ გახსნა, რომელსაც საგოლე გადაცემა ხვიჩა კვარაცხელიამ მიაწოდა. „პირველი თამაში რთული იყო. „რეიმსი“ კარგი გუნდია და თავს კარგად იცავდა, მაგრამ მოგება შეგვეძლო – ბევრი საგოლე შანსი შევქმენით და უნდა გაგვეტანა. წინსვლა უნდა გავაგრძელოთ, უკეთესად ვივარჯიშოთ და სასურველ შედეგს აუცილებლად მივიღებთ. როგორც ვთქვი, დამაგვირგვინებელ ფაზაში სიზუსტე დაგვაკლდა. მომენტები მრავლად შევქმენით, რომელიც უნდა გამოგვეყენებინა“- განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

მეტი...

ტრამპი, შესაძლოა, პირველი საერთაშორისო ვიზიტით საუდის არაბეთში ან დიდ ბრიტანეთში ჩავიდეს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, შესაძლოა, პირველი საერთაშორისო ვიზიტით საუდის არაბეთში ან დიდ ბრიტანეთში ჩავიდეს. „ეს, შეიძლება, იყოს საუდის არაბეთი ან, შეიძლება, ტრადიციულად იყოს დიდი ბრიტანეთი“- ასე უპასუხა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის კითხვას, თუ სად შეიძლება გაემგზავროს პირველი საერთაშორისო ვიზიტით. ტრამპმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან „ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს“. ტრამპის თქმით, მომდევნო 24 საათის მანძილზე მათ ექნებათ სატელეფონო საუბარი.

მეტი...

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება. ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 5 325 საარჩევნო უბანია გახსნილი. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება ხუთ კანდიდატს შორის მოუწევთ, მათ შორის არის ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელიც არჩევნებში მეათე ხუთწლიანი ვადის მოსაპოვებლად მონაწილეობს.  

მეტი...

იტალიაში 19 ქართველი ქალი დააკავეს

იტალიაში 19 ქართველი ქალი დააკავეს. ისინი იქ მომვლელებად მუშაობდნენ. ინფორმაციას უდინეს პროკურატურა ავრცელებს. არსებული ცნობით, ისინი  ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფლობისა და დამზადებისთვის დააკავეს. დამატებით კიდევ 17 ქალის წინააღმდეგ საჩივარია შესული და მათ მიმართ ასევე მიმდინარეობს საქმის წარმოება. ყველა მათგანს ევროკავშირის ქვეყნების პირადობის დამადასტურებელი მოწმობები ჰქონდათ – სლოვაკეთის, პოლონეთის, ლიეტუვის, რომლებიც იტალიაში ცხოვრებასა და მუშაობას არ კრძალავს. სამართალდამცველების ცნობით, თავდაპირველად, ყალბი პირადობებით, ეს ადამიანები უდინეს შემოსავლების სააგენტოში ამზადებდნენ ფისკალურ კოდს და შემდეგ, სხვა რეგიონებში გადადიოდნენ სამუშაოდ. უდინეს საგამოძიებო უწყება დაეჭვდა, რომ დოკუმენტები ყალბი იყო.

მეტი...