იორდანია ღაზაში მცხოვრები პალესტინელების გადაადგილების წინააღმდეგია

იორდანია ღაზაში მცხოვრები პალესტინელების გადაადგილების წინააღმდეგია. როგორც იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აიმან საფადი აცხადებს, მათი გადაწყვეტილება მტკიცე და ურყევია. საფადმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არაბულ სახელმწიფოებს ღაზის სექტორიდან პალესტინელი ლტოლვილების მიღებისკენ მოუწოდა. „ჩვენი პოზიცია ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის მიღწევაზე არის მტკიცე და ურყევი. ჩვენი წინააღმდეგობა პალესტინელების გადაადგილებაზე ასევე არის მტკიცე და ურყევი. ეს არ არის მხოლოდ მტკიცე და ურყევი პოზიცია, არამედ ის ასევე აუცილებლობაა უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მშვიდობის მისაღწევად, რაც ჩვენ ყველას გვსურს“-  აღნიშნა აიმან საფადმა.  

მეტი...

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. რუსთაველი გადაკეტილია. თითქმის 2 თვეა მოქალაქეები ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. საპროტესტო აქციის მონაწილეები ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც შეიკრიბნენ. თბილისის გარდა, აქცია რეგიონებშიც ტარდება.

მეტი...

„ევროკავშირი იზოლაციაში მოექცა მისი ამჟამინდელი ლიდერების მიერ”- ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი წერს, რომ “ბრიუსელის ბიუროკრატებმა” ევროკავშირი დანარჩენი მსოფლიოსგან იზოლაციაში მოაქციეს. როგორც ორბანი აღნიშნავს, უნგრეთს არ სურს, ევროკავშირი ლუზერთა კლუბად იქცეს. „ევროკავშირი იზოლაციაში მოექცა მისი ამჟამინდელი ლიდერების მიერ. ნუ მისცემთ უფლებას, მოგატყუონ, როცა იზოლირებულებს ჩვენ გვეძახიან. ჩვენ შევეჩეხეთ ძველ კომუნისტურ ხრიკს: ისინი ყოველთვის ადანაშაულებენ ოპონენტებს იმაში, რასაც თავად აკეთებენ. სიმართლე ისაა, რომ არცერთი სხვა კონტინენტი არ არის ისეთი იზოლირებული მსოფლიო წესრიგის ყველა მთავარი მოთამაშისგან. ევროპა იზოლირებულია ამერიკის ახალი ხელმძღვანელობისგან, ევროპელმა ლიბერალებმა დონალდ ტრამპი დემონად დახატეს და ეს, სამწუხაროდ, გვახსოვს არა მხოლოდ ჩვენ, არამედ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასაც. ევროკავშირი ჩინეთისგან…

მეტი...

“შეიხ ალ ნაჰიანთან მნიშვნელოვანი საუბარი შედგა”- პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობის  მინისტრ შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰიანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეიხ ალ ნაჰიანთან მნიშვნელოვანი საუბარი შედგა. “შეხვედრისას ყურადღება გავამახვილეთ მრავალი მიმართულებით მიმდინარე ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე. მადლობა იმ ინტერესისთვის, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროები გამოხატავს ჩვენი ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ინვესტიციების განხორციელების გზით. მოუთმენლად ველი ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებას საერთო ინტერესების მქონე სფეროებში”- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

მეტი...

„თავისუფლება მზია ამაღლობელს“- სოლიდარობის მარში ბათუმსა და ქუთაისში

„ბათუმელების“ რედაქტორს მზია ამაღლობელს სოლიდარობა გამოუცხადეს. ქუთაისა და ბათუმში. მოქალაქეებმა სოლიდარობის მარში მოაწყვეს და ამაღლობელის გათავისუფლება მოითხოვეს. მზია ამაღლობელი ორი კვირაა საპყრობილეში იმყოფება. ის პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.

მეტი...

„3 თვე მოპარული არჩევნების წინააღმდეგ“- პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა მიმდინარეობს

„3 თვე მოპარული არჩევნების წინააღმდეგ“ – ამ ლოზუნგით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტის მიმართულებით არჩევნებზე დამკვირვებლების აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები უწყვეტი პროტესტის მე-60 დღესაც ითხოვენ ახალი არჩევნები დაინიშნოს და საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირები გათავისუფლდნენ. პროტესტი პრემიერ-მინისტრის  28 ნოემბრის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც საქართველომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა 2028 წლამდე გადადო

მეტი...

მსოფლიო თასზე საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები პლანეტის საუკეთესო რვა გუნდში მოხვდა

ბულგარეთში, ქალაქ პლოვდივში ხმლით მოფარიკავეთა შორის მიმდინარე მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები პლანეტის საუკეთესო რვა გუნდში მოხვდა. გუნდური ასპარეზობები 1/16-ფინალიდან დაიწყო. მსოფლიო თასზე გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს სახელით იასპარეზეს სანდრო ბაზაძემ, ბექა ბაზაძემ, ვახტანგ არჩვაძემ და ალექსანდრე თავართქილაძემ. ტურნირის პირველ დღეს ხმლით მოფარიკავე სენიორებს შორის სანდრო ბაზაძე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.  

მეტი...

მასკს სურს, რომ ლა-მანშის სრუტეს სახელი შეეუცვალოს

ილონ მასკი თავის სოციალურ ქსელში წერს, რომ სრუტეს, რომელიც დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს ყოფს, ჯორჯ ვაშინგტონის სახელი უნდა დაერქვას. “მექსიკის ყურის” შემდეგ “ლა-მანშის სრუტე”- წერს მასკი. მანამდე, შტატების პრეზიდენტის ბრძანებით, “მექსიკის ყურეს” სახელი ოფიციალურად შეეცვალა და “ამერიკის ყურე” ეწოდა.  

მეტი...

“რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 1 250-მდე საავიაციო ბომბი, 750-ზე მეტი დრონი და 20-ზე მეტი რაკეტა გამოიყენა” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, რუსებმა მათ წინააღმდეგ გამოიყენეს დაახლოებით 1 250 საავიაციო ბომბი, 750-ზე მეტი თავდასხმის დრონი და 20-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენეს. „მხოლოდ გამბედაობას შეუძლია შეაჩეროს ასეთი ტერორისტები. მუდმივად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობები და შევამციროთ რუსეთის უნარი, განახორციელოს უკრაინის ტერორი“, – წერს ზელენსკი.    

მეტი...

თურქეთში, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის საქმეზე 15 ადამიანია დაკავებული

თურქეთში, სათხილამურო კურორტ კარტალკაიაში, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის საქმეზე 15 ადამიანია დაკავებული. Grand Kartal Hotel-ში გაჩენილი ხანძრის შედეგად 78 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა. ცნობისთვის, 12-სართულიანი ხის სასტუმროს რესტორანში ხანძარი 21 იანვარს, დილის სამ საათზე გაჩნდა, სადაც 237 ადამიანი იმყოფებოდა.

მეტი...

შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში გაემგზავრა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. „შალვა პაპუაშვილი შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარეს ლასლო კოვერს, პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს და პრეზიდენტს ტამაშ შუიოკს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გენრიეტა წიწავა და საქართველოს პარლამენტის უნგრეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი არიან“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.  

მეტი...

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, ხვალ საქართველოს საკითხს განიხილავენ

ბრიუსელში, ხვალ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრებენ. ევროსაბჭოს ინფორმაციით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან ვიდეოკონფერენციის საშუალებით აზრთა არაფორმალური გაცვლის შემდეგ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას განიხილავენ. „საგარეო საქმეთა საბჭო განიხილავს მიმდინარე საკითხებს, ყურადღებას გაამახვილებს ბოლოდროინდელ მოვლენებზე და უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში სწრაფად ცვლად ვითარებაზე. ამ პუნქტის ფარგლებში მინისტრები მოლდოვასა და საქართველოში განვითარებულ მოვლენებს შეეხებიან” – აღნიშნულია ინფორმაციაში. საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი უხელმძღვანელებს.

მეტი...

ლუკაშენკოს განცხადებით, მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, აღიარებს თუ არა ევროკავშირი არჩევნების შედეგს

ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, აღიარებს თუ არა ევროკავშირი ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს. „აღიარებთ თუ არა ამ არჩევნებს ევროკავშირში, ეს გემოვნების საკითხია. დამიჯერეთ, ვფიცავ, აბსოლუტურად არ მადარდებს, აღიარებთ თუ არა ჩვენს არჩევნებს“- აღნიშნა ლუკაშენკომ. მისი თქმით, მთავარია, არჩევნები ბელარუსმა ხალხმა აღიაროს და ისევე მშვიდობიანად დამთავრდეს, როგორც დაიწყო.

მეტი...

ეგეოსის ზღვაში მიწისძვრა მოხდა, ბიძგები იგრძნობოდა იზმირში

ეგეოსის ზღვაში, იზმირის მენდერესის ოლქის სანაპიროსთან 3,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს განმარტებით, ბიძგების ეპიცენტრი მიწის ქვეშ, 7,22 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. მიწისძვრა განსაკუთრებით იგრძნობოდა მენდერესისა და სეფერიჰისარის რაიონებში, რამაც მოსახლეობაში შეშფოთება გამოიწვია. წინასწარი მონაცემებით, მიწისძვრას უარყოფითი შედეგები არ მოჰყოლია.

მეტი...

“ბოლო სამმა წელმა აჩვენა, რომ სანქციები უაზროა”- პიტერ სიიარტო

“ბოლო სამმა წელმა აჩვენა, რომ სანქციები უაზროა, სანქციებმა ზიანი მიაყენა ევროპის ეკონომიკას, უზარმაზარი ეკონომიკური ზიანი მიაყენა უნგრეთს” – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე კომენტირებისას განაცხადა. სიიარტოს მტკიცებით, სანქციებით გამოწვეული სირთულეები, გამოწვევები და ზიანი კიდევ უფრო გაიზარდა იმ შემზღუდავი ზომებით, რაც უკრაინამ მისი ტერიტორიის გავლით ენერგორესურსების მიწოდებაზე დააწესა. „ყოველთვის ვამბობდით, რომ სანქციების პოლიტიკა წარუმატებლად მიგვაჩნია და ახლა ვფიქრობ, რომ სანქციებით მიყენებული ზიანის დონემ კრიტიკულ დონემდე მიაღწია. მეტიც, ახალი ვითარებაა, შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტიც ეძებს გამოსავალს რუსეთთან და ვფიქრობ, რომ ამ ძიების შედეგი არ შეიძლება უგულებელყოფილ…

მეტი...

აშშ-ში ცოფით დაავადებული დათვი ადამიანს ქუჩაში თავს დაესხა

აშშ-ში, პენსილვანიის შტატში, ცოფით დაავადებული დათვი ადამიანს ქუჩაში თავს დაესხა. თავდასხმის კადრები მედიაში გავრცელდა. დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თავდასხმის შემდეგ დათვი ადგილობრივმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა, ექსპერტიზამ კი დაადასტურა, რომ დათვი ცოფით იყო დაავადებული. “ტესტის შედეგებმა აჩვენა, რომ დათვი ცოფით იყო დაავადებული. დაზარალებული სრულად გამოჯანმრთელდება და ჩაუტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება” – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

„საქართველოს წარმატება გვაძლევს იმედს, რომ მსოფლიო გათავისუფლდეს მალარიისგან“- WHO-ს დირექტორი

„საქართველოს წარმატება და ერთგულება გვაძლევს იმედს, რომ შესაძლებელია, მსოფლიო გათავისუფლდეს მალარიისგან“, – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი საქართველოსთვის, მალარიისაგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის სერტიფიკატის მინიჭებას გამოეხმაურა. როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველომ მალარიის აღმოფხვრისთვის მიზანმიმართული და მდგრადი ნაბიჯები გადადგა, შედეგად კი,  მსოფლიოს იმ 45 ქვეყანასა და 1 ტერიტორიას შორის მოხვდა, რომლებმაც ეს მნიშვნელოვანი ეტაპი,  გადალახეს და მალარიისგან თავისუფალი სერტიფიცირება მიენიჭათ. საქართველოს მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოცხადებას დიდ მიღწევად აფასებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგეც. მისი თქმით, საქართველოს წარმატებით, WHO-ს ევროპის რეგიონი კიდევ ერთი ნაბიჯით…

მეტი...

„კობახიძის მიერ ჩვენს მტრებთან ყოფნა, აჩვენებს, რომ ის ჩვენი მეგობარი არაა”- ჯონ ჰერბსტი

„ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტმა განაცახდა, რომ საქართველოს მთავრობასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობის გაუნჯობესება არ იქნება. როგორც ჰერბსტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი მსოფლიო ძალა მის მთავრობას საკმარისად ლეგიტიმურად არ აღიარებს”. როგორც ჰერბსტი განმარტავს, „კობახიძის მიერ მათ მტრებთან ირანში მეგობრულად ყოფნა, აჩვენებს, რომ ის მათი მეგობარი არაა“. „ტრამპის გუნდს არ მოსწონს ირანი, მათ შენიშნეს, რომ კობახიძე ირანში იყო და ირანელ ლიდერებს ხვდებოდა. ჩემი აზრით, ეს იმას ნიშნავს, რომ [ვიქტორ] ორბანმა რომც სცადოს, წარმატებას ვერ მიაღწევს ტრამპის იმაში დარწმუნებაში, რომ ივანიშვილს დაუმეგობრდეს… ბევრი რამის თქმა…. ახალი ადმინისტრაციის ამ ეტაპზე ძალიან ძნელია. მაგრამ…

მეტი...

თბილისში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

თბილისში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე აქციის დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ. მსვლელობა მეტროსადგურ „დიდუბიდან” დაიწყო და წერეთლის ქუჩაზე მდებარე პოლიციის შენობასთან დასრულდება. მსვლელობის მონაწილეებს მიტანილი აქვთ პლაკატები წარწერით: „უსამართლო სასამართლო”, „ხალხის ძალის გეშინოდეს”, „გაათავისუფლეთ ხალხისთვის დაჭერილები”. ისმის შეძახილები: “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”, “გაათავისუფლეთ ხალხისთვის დაჭერილები”, “ცეცხლი ოლიგარქიას”.

მეტი...

“უბრალოდ არ გინდოდათ ჩამოსვლა”- ლუკაშენკო ეუთო/ოდირს

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ეუთო/ოდირს თავად არ სურდა ბელარუსში ჩასვლა და საპრეზიდენტო არჩევნებზე დაკვირვება. მისი მტკიცებით, ეუთო/ოდირს მიწვევა გაუგზავნეს, თუმცა მათ განაცხადეს, რომ გაგზავნა დაგვიანებული იყო. “უბრალოდ არ გინდოდათ ჩამოსვლა. არავისთვის აგვიკრძალავს ბელარუსში შემოსვლა“ – განაცხადა ლუკაშენკომ. ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.  

მეტი...

ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა

ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური შეხვედრას გამართავს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანთან, ასევე არაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობის მინისტრთან, შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰიანთან. ინფორმაციას, პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს ერთ-ერთ უმსხვილეს დეველოპერულ კომპანიაEMAAR-თან, რომლის ფარგლებში საქართველოში მრავალმილიარდიანი ინვესტიცია განხორციელდება. “დაგეგმილია შეხვედრა აბუ-დაბის სახელმწიფო საინვესტიციო კომპანიასთან და მის ლოგისტიკურ მიმართულებასთან, აბუ-დაბი პორტის ჯგუფთან, რომელიც აქტიურად არის ჩართული შუა დერეფნის განვითარებაში. კომპანია ახორციელებს თბილისის მშრალი პორტის პროექტს,  რომელიც 2025 წელს დასრულდება. იგეგმება კომპანიასთან თანამშრომლობის შემდგომი გაფართოება…

მეტი...

სუდანში საავადმყოფოს აფეთქების შედეგად 70 ადამიანი დაიღუპა

სუდანში, საავადმყოფო აფეთქდა. შემთხვევის შედეგად 70 ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში გაავრცელა. უპილოტო საფრენი მოწყობილობით თავდასხმა, ქალაქ ელ ფიშერში, ერთადერთ მოქმედ სამედიცინო პუნქტზე განხორციელდა. ადგილობრივი მთავრობა თვლის, რომ თავდასხმის უკან სამოქალაქო ომის ერთ-ერთი მხარე ე.წ. სწრაფი მხარდაჭერის ძალები დგას.

მეტი...

„მე მხარს ვუჭერ საქართველოს მთავრობისთვის დახმარების შეწყვეტას, ვემხრობი სანქციებს”- დენიელ ფრიდი

„ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი დენიელ ფრიდი მხარს უჭერს საქართველოს მტავრობისთვის დახმარების შეწყვეტას და ემხრობა მაღალცინოსნების დასანქცირებას. მისი თქმით, ესმის ის არგუმენტები, რომელიც ქართველ დემოკრატებს და დემოკრატიის მომხრე ქართველებს აქვთ იმის თაობაზე, რომ ახლანდელი მთავრობა არალეგიტიმურია. „მე მხარს ვუჭერ მთავრობისთვის დახმარების შეწყვეტას, ვემხრობი სანქციებს, რომლებიც დაწესდა და შეიძლება მეტი მაღალჩინოსნის წინააღმდეგაც უნდა დაწესებულიყო. და ნამდვილად მესმის ის არგუმენტები, რომელიც ქართველ დემოკრატებს, დემოკრატიის მომხრე ქართველებს აქვთ იმის თაობაზე, რომ ახლანდელი მთავრობა არალეგიტიმურია. მხარს ვუჭერ სალომე ზურაბიშვილსაც, რომელსაც აქვს მტკიცე პოლიტიკური პოზიცია, რომ მას, მისი ე.წ. მემკვიდრისგან განსხვავებით, ლეგიტიმაცია აქვს. ეს მესმის. მაგრამ მინდა…

მეტი...

ტრამპმა გააუქმა ბაიდენის მიერ დაწესებული აკრძალვა ისრაელისთვის 900-კილოგრამიანი ბომბების მიწოდებაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააუქმა მისი წინამორბედის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული აკრძალვა ისრაელისთვის 900-კილოგრამიანი ბომბების მიწოდების თაობაზე. ინფორმაციას, „ბლუმბერგი“ ავრცელებს. „ისრაელელები დიდი ხანია, ელოდებიან ამას, ისინი დიდი ხანია, საწყობში ინახება“- განაცხადა ტრამპმა. ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, ტრამპმა უპასუხა: „რადგან ისრაელელებმა იყიდეს ისინი“.

მეტი...

„ჩვენ მხარს არ ვუჭერთ მათ, ვინც ძირს უთხრის კანონის უზენაესობას“- დონალდ ტრამპის წარმომადგენელი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელი რიჩარდ გრენელი სერბეთში მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, დემოკრატიული პროცესი დაცული უნდა იყოს. „ყოველთვის მნიშვნელოვანია ხმის ამაღლება, რათა მოგისმინონ. თუმცა, ყველამ უნდა დაგმოს ძალადობა და მშვიდობიან დემონსტრაციებს მიემხროს. დემოკრატიული პროცესი დაცული უნდა იყოს. ჩვენ მხარს არ ვუჭერთ მათ, ვინც ძირს უთხრის კანონის უზენაესობას ან ვინც ძალისმიერად იღებს სამთავრობო შენობებს. თუ არ მოგწონთ კანონი ან ლიდერი, იმუშავეთ ამის შესაცვლელად, მაგრამ არ მიმართოთ ძალადობას“- აცხადებს რიჩარდ გრენელი.  

მეტი...

„ტრამპს აქვს რეალური შანსი დაასრულოს ომი. ამის განხორციელება უკრაინის ჩართულობითაა შესაძლებელი“- ზელესნკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს აქვს ომის დასრულების რეალური შანსი. ამის შესახებ მან მაია სანდუს ვიზიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. “დარწმუნებული ვარ, რომ ტრამპს აქვს რეალური შანსი დაასრულოს ომი. თუმცა, ამის განხორციელება მხოლოდ უკრაინის ჩართულობითაა შესაძლებელი. სხვანაირად არ გამოვა. მსოფლიოში ძალიან ბევრია ისეთი ინსტიტუტი, რომლებსაც აშშ ეხმარება. ამჯერად მე სამხედრო დახმარებაზე ვარ ორიენტირებული, რომელიც, მადლობა ღმერთს, არ შეჩერებულა” – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ რამდენიმე დღის წინ დააანონსა, რომ შტატები 90 დღე დაფინანსებას აჩერებს. შეგახსენებთ, რომ უკრაინა აშშ-გან სამხედრო დახმარების 40 %-ს…

მეტი...

“პერსონალური ინფორმაციის გავრცელებას ადგილი არ ჰქონია”- იოსელიანი

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ თავშესაფრებთან დაკავშირებით მის განცხადებაზე ხელოვნური აჟიოტაჟია შექმნილი. მისი თქმით, კარგია თავშესაფარზე საუბრის დაწყება, რადგან მისივე თქმით, არსებულ პრობლემებზე ყურადღებას არავინ ამახვილებდა. „თითქოს, ვიღაცის პერსონალური ინფორმაცია გავავრცელე, ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონია. დანარჩენი ინტერპრეტაციის საკითხია. ყველას ინტერპრეტაციას პასუხს ვერ გავცემ. არანაირი ადგილმდებარეობა ჩემს მიერ გავრცელებული არ ყოფილა. ეს აჟიოტაჟი აბსოლუტურად ხელოვნურადაა ატეხილი“- განაცხადა იოსელიანმა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ომბუდსმენმა მოწყვლადი ჯგუფის თავშესაფრის ადგილმდებარეობა გათქვა.

მეტი...

ბრაზილიაში მოვარდნილმა წყალმა მანქანები ქუჩებიდან გაიტაცა

ბრაზილიის ქალაქ სან-პაულოში, ძლიერმა წვიმამ სატრანსპორტო ქაოსი და მეტროს გადატვირთულობა გამოიწვია.  მედიის ინფორმაციით, ელექტროენერგია ათასობით სახლს შეეზღუდა და მოსახლეობა იძულებული გახდა, სტიქიისგან თავი მეტროსადგურებისთვის შეეფარებინა. ამასთან, მოვარდნილმა წყალმა მანქანები ქუჩებიდან გაიტაცა. სან-პაოლოში ნალექის 1 თვის რაოდენობა რამდენიმე საათში მოვიდა, რამაც მოსახლეობაში ქაოსი გამოიწვია, ქუჩები და შენობები კი დაიტბორა. ქარიშხალს თან ძლიერი ალვაც ახლდა.

მეტი...

“მე ბედნიერი ვარ, რომ დავუბრუნდი ჩემს საქმიანობას”- სანდრო ბაზაძე

“მე ბედნიერი ვარ, რომ დავუბრუნდი ჩემს საქმიანობას ძალიან დიდი სირთულეების და იმედგაცრუებების შემდეგ“- განაცხადა მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ. ბაზაძემ მიმდინარე მსოფლიო თასზე, ბრინჯაოს მედლი მოპოვა. “მე ბედნიერი ვარ, რომ დავუბრუნდი ჩემს საქმიანობას ძალიან დიდი სირთულეების და იმედგაცრუებების შემდეგ და კიდევ შემიძლია დავამტკიცო, რომ მე ამის კეთება კიდევ კარგად შემიძლია… ბედნიერი ვარ დღევანდელი შედეგით სულ რაღაც 1 თვეა დავიწყე ვარჯიში ახალ გუნდთან ერთად, რომლებიც უკვე ძალიან მიყვარს და ერთად ძალიან წინ წავალთ”- წერს სანდრო ბაზაძე. ბაზაძემ, ბულგარეთში, ხმლით მოფარიკავე სენიორებს შორის მიმდინარე მსოფლიო თასზე, ბრინჯაოს მედლი მოიპოვა.

მეტი...

დონეცკში ქალების, ბავშვებისა და მოხუცების სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა

დონეცკის ოლქის რამდენიმე დასახლებულ პუნქტში ქალების, ბავშვებისა და მოხუცების სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა. გადაწყვეტილება საოლქო სამხედრო ადმინისტრაციამ ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების ფონზე მიიღო. პარალელურად ვრცელდება ცნობები, რომ საოკუპაციო ძალებმა რეგიონში სოფელი ვრემოვკა დაიკავეს.  

მეტი...

ტრამპმა შესაძლოა, განიხილოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში დაბრუნება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, განიხილოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში დაბრუნება. მანამდე  ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლის თანახმადაც აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გამოსვლის პროცესს იწყებდა. ბრძანების ტექსტში აშშ-ის გამოსვლის მიზეზად დასახელებულია, მათ შორის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ „კოვიდ-19“-ის პანდემიისა და ჯანდაცვის სხვა გლობალური კრიზისების არასწორი მართვა. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ისაუბრა ინფლაციასა და საზღვრების დაცვაზე. „ჩვენ ვაპირებთ, დავამარცხოთ ინფლაცია, შევამციროთ ფასები. ჩვენ ვაპირებთ ხელფასების გაზრდას. ვაპირებთ, ჩავდოთ მეტი ფული თქვენს ჯიბეებში, დავიცვათ ჩვენი საზღვრები, აღვადგინოთ კანონი და წესრიგი ჩვენს ქალაქებში. ჩვენ ვაპირებთ, ამერიკა კვლავ დიდებული გავხადოთ“, – განაცხადა ტრამპმა.

მეტი...

“სლოვაკეთის შიდა საქმეებში არაადეკვატური ჩარევაა”- რობერტ ფიცო ზელენსკის პასუხობს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო ქვეყანაში ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კომენტარს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს განცხადებები სლოვაკეთის შიდა საქმეებში არაადეკვატური ჩარევაა. ფიცომ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა სლოვაკეთში გამართული ანტისამთავრობო აქციების – „სლოვაკეთი ევროპაა“ – მონაწილეების ფოტო, რომლის ქვეშ ეწერა: “ბრატისლავა არ არის მოსკოვი. სლოვაკეთი ევროპაა”. საპროტესტო გამოსვლების კომენტირებისას ფიცომ განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს.

მეტი...

რუსეთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანას დრონებით დაესხნენ თავს

რუსეთში, რიაზანის რეგიონში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანას დრონებით დაესხნენ თავს. ის დრონების  სამიზნე ერთ კვირაში უკვე მეორედ გახდა. რუსეთში აცხადებენ, რომ უცნობი უპილოტო საფრენი აპარატები თავს დაესხნენ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. ამის შემდეგ კი ობიექტს ხანძარი გაუჩნდა. ქარხნის საპროექტო სიმძლავრე  წელიწადში 18.8 მილიონი ტონა ნავთობია. 2013 წლიდან ქარხანა როსნეფტის კონტროლის ქვეშ იმყოფება.  

მეტი...

კვარაცხელიას პირველი გასვლა პარიზელი გულშემატკივრების წინაშე (video)

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურის შეხვედრაში „პარი სენ-ჟემენის“ შემადგნელობაში ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგა. შესაბამისად, კვარაცხელია პირველად წარსდგა პარიზელი გულშემატკივრების წინაშე. პარიზელებმა საკუთარ მოედანზე „რეიმსს“ უმასპინძლეს. შეხვედრის 47-ე წუთზე ანგარიში უსმან დემბელემ გახსნა, რომელსაც საგოლე გადაცემა ხვიჩა კვარაცხელიამ მიაწოდა.

მეტი...

რუსეთმა ყირიმის ხიდზე საპასპორტო კონტროლი შემოიღო

რუსეთის ხელისუფლებამ სრული საპასპორტო კონტროლი შემოიღო, ქერჩის სრუტეზე გამავალი ხიდის შესასვლელთან, რომელიც კრასნოდარის მხარეს ანექსირებულ ყირიმთან აკავშირებს.  მედიის ინფორმაციით, ნახევარკუნძულისკენ მიმავალ მძღოლებსა და მგზავრებს საბუთებს უმოწმებენ. როგორც ანექსირებული ყირიმის ე.წ. ტრანსპორტის მინისტრი, ალექსანდრე ოვდიენკო განმარტავს, გადაწყვეტილება სპეცსამსახურების მუშაობას უკავშირდება და რომ ისინი ანტიტერორისტულ საქმიანობას ახორციელებენ. არ არის დაკონკრეტებული, რას უკავშირდება ეს ოპერაცია. ასევე უცნობია, რამდენ ხანს იმოქმედებს დოკუმენტების გადამოწმების რეჟიმი.

მეტი...

კინორეჟისორი ელდარ შენგელაია 92 წლის გახდა

ელდარ შენგელაია იუბილარია. ქართველი კინორეჟისორი 92 წლის გახდა. რეჟისორი, რომლის ფილმები ქართული კინემატოგრაფიის შედევრებად იქცა, ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარი, „ცისფერი მთები“ კი კანის კინოფესტივალმა მსოფლიო კლასიკად აღიარა. „უნდა იცხოვრო სიყვარულით“ – ასეთია ელდარ შენგელაიას ცხოვრების მთავარი დევიზი. ელდარ შენგელაია შემოქმედებით საქმიანობას ახლაც არ წყვეტს. მისი ბოლო ფილმი „ჩიტები“ ეკრანებზე ორი წლის წინ გამოვიდა.

მეტი...