„არ ვაპირებთ ვინმეს ვაჯობოთ ან შევცვალოთ, მაგრამ  უნდა დავიცვათ განვითარების ჩვენი ლეგიტიმური უფლება“ – რა საუბარი შედგა ჩინეთ-ამერიკას შორის?!

ჩინეთსა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის კავშირები ინტენსიური ხდება. ამჯერად, კომუნიკაცია შედგა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრსა და  აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორს. ჩინეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეებმა თანამშრომლობის გაფართოვებაზე  ისაუბრეს,  ასევე, მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე და ბუნებრივია, ყურადღების მიღმა არც ტაივანის საკითხი დარჩენიათ. ვანგ იმ აღნიშნა, რომ პრეზიდენტ სი ძინპინს მნიშვნელოვანი სატელეფონო საუბარი ჰქონდა პრეზიდენტ ტრამპთან გასულ პარასკევს, რომლის დროსაც მათ მიაღწიეს საერთო გაგებას. „ჩინეთ-აშშ-ის  ურთიერთობები ახალ მნიშვნელოვან ეტაპამდე მივიდა. პრეზიდენტმა სი ყოვლისმომცველმა ისაუბრა ჩინეთის პოლიტიკაზე შეერთებული შტატების მიმართ. პრეზიდენტმა ტრამპმა დადებითი პასუხი გასცა და თქვა, რომ ის მოუთმენლად ელის პრეზიდენტ სისთან…

მეტი...

“მე კი არა, მოსახლეობაც არ აღიარებს, რომელიც ქუჩებში გამოდის”- ზურაბიშვილი ყაველაშვილზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ “კონსტიტუციის თანახმად, მისი მანდატი ახალი პრეზიდენტის არჩევამდე გრძელდება. კითხვაზე, აღიარებს თუ არა საქართველოს პარლამენტისა და მიხეილ ყაველაშვილს ინაუგურაციის ლეგიტიმურობას, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ მათ არა მხოლოდ ის, არამედ ქუჩაში გამოსული ქართველი ხალხი არ აღიარებს. „მხოლოდ მე კი არა, არამედ მოსახლეობაც არ აღიარებს, რომელიც ქუჩებში გამოდის. ასევე, არჩევნების შედეგებს ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, უნგრეთის გარდა, არ აღიარებენ, იმიტომ, რომ არჩევნები მანიპულაციის შედეგი იყო, რომელიც თუ რუსეთის მიერ არ ყოფილა მოწყობილი, მაშინ მათი მხარდაჭერილი იყო. ამასთან, პარლამენტის არაკონსტიტუციური გზით მოწვევა მოხდა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მეტი...

თბილისსა და რეგიონებში 15 აქცია-მსვლელობა გაიმართება

დღეს, თბილისსა და რეგიონებში 15 აქცია-მსვლელობა გაიმართება. კერძოდ, დედაქალაქში, 14:30 საათზე დაიწყება. მსვლელობები დღის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება და საბოლოოდ რუსთაველის გამზირზე გაერთიანდება. საპროტესტო აქციებია დაგეგმილია: ახალციხეში; ბათუმში; ზუგდიდში; თელავში; ქუთაისში. მოქალაქეების პროტესტი 28 ნოემბრის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც საქართველომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა 2028 წლამდე გადადო.

მეტი...

“მზია ამაღლობელის წინასწარ პატიმრობაში დატოვება გაუმართლებელია”- ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების საკითხებში კომისარმა, მაიკლ ო’ფლაერტი „ბათუმელების“ რედაქტორის მზია ამარლობელის პატიმრობაში დატოვებას ეხმაურება. მისი განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება გაუმართლებელია. შესაბამისი განცხადება ევროსაბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ო’ფლაერტი საქართველოში ვიზიტით 21-23 იანვარს იმყოფებოდა და ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ოფიციალურ პირებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. „კრიტიკულად მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნას, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლებას ძირი არ გამოეთხრება ადმინისტრაციული ან საკანონმდებლო ზომებით. ვწუხვარ, რომ ადამიანის უფლებების მხრივ ეს სენსიტიური კანონები მიღებულ იქნა დაჩქარებულად, შინაარსიანი საკონსულტაციო პროცესის გარეშე“, – განაცხადა კომისარმა. ასევე აღნიშნულია, რომ ო’ფლაერტიმ ოფიციალურ პირებთან შეხვედრებზე ცნობილი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის შემთხვევა წამოწია, რომელიც…

მეტი...