პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. აქციას დედაქალაქში დაწყებული რამდენიმე მარში შეუერთდა.  რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. მათ შორის, კახა ბენდუქიძის კამპუსის, მეტრო „დელისიდან“ საბურთალოელების, მიხა ხელაშვილის სახელობის, ფსიქოლოგების მარში, ასევე, საზოგადოებრივ მაუწყებელთან გამართული აქციის მონაწილეები. აქციას იპოდრომიდან „მუსიკალური აქცენტების“ მონაწილეები და „ფასების ზრდით უკმაყოფილოები“ შეუერთდებიან. აქციის მონაწილეები უწყვეტი პროტესტის 59-ე დღესაც ითხოვენ ახალი არჩევნები დაინიშნოს და საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირები გათავისუფლდნენ.

მეტი...

ინგლისში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი თინეიჯერი ემსხვერპლა

გაერთიანებულ სამეფოში, ავტოსაგზაო შემთხვევას სამი თინეიჯერი ემსხვერპლა. მათი ავტომობილი გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.სამივე ადამიანი – 18 წლის მძღოლი და კიდევ ორი ადგილზევე დაიღუპნენ. მედიის ცნობით, მანქანაში სულ 5 ადამიანი იყო. გადარჩენილი ორი მგზავრიდან, ერთი მამაკაცი, სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებებით, საავადმყოფოში რჩება, მეორე კი მსუბუქად დაზიანდა.  

მეტი...

ფიცო აცხადებს, რომ სლოვაკეთში მიმდინარე მასობრივი აქციების მიუხედავად არ გადადგება

სლოვაკეთის პრემიერ-პრემიერმა რობერტ ფიცომ აღნიშნა, რომ ათიათასობით ადამიანის მოთხოვნის მიუხედავად, ის არ გადადგება. მისივე თქმით, მასობრივ საპროტესტო აქციის მონაწილეთა მესამედი უკრაინელია, „რომლებიც სლოვაკეთის ხელისუფლების წინააღმდეგ არიან“. „მე არ მესმის, რატომ უნდა გააკრიტიკონ უკრაინელებმა სლოვაკეთის მთავრობა“- აღნიშნა ფიცომ. გუშინ სლოვაკეთის თითქმის 30 ქალაქში ხალხი გამოვიდა ქუჩებში ლოზუნგით „სლოვაკეთი ევროპაა“. პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მთავრობის წინააღმდეგ აქციების ორგანიზატორი ინიციატივა „მშვიდობა უკრაინაში“ და ოპოზიციური პარტიები იყვნენ. აქციის ორგანიზატორთა შეფასებით, მთლიანობაში, დემონსტრაციაში მონაწილეობა 100 000-მდე ადამიანმა მიიღო.

მეტი...

ისრაელმა 200 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა

BBC ისრაელის ციხის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ  200 პალესტინელი პატიმარი თავისუფალია. “ციხეებში საჭირო პროცედურების დასრულებისა და ოფიციალური პირების დამტკიცების შემდეგ, ყველა ტერორისტი გათავისუფლდა ოფერისა და კციოტის ციხეებიდან“, – აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში. იქამდე,”ჰამასმა” ისრაელს 4 მძევალი გადასცა.  

მეტი...

“რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაბლოკვის მუქარა, პუტინის გუნდში თამაშს ჰგავს”- ტუსკი

პოლონეთის პრემიერ-მინისრის, დონალდ ტუსკის თქმით, უნგრეთის, ვიქტორ ორბანის ქმედებები, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაბლოკვის მუქარასთან დაკავშირებით, პუტინის გუნდში თამაშს ჰგავს. „ორბანი თუ ნამდვილად დაბლოკავს ევროპულ სანქციებს ომის საკვანძო მომენტში, სრულიად ნათელი გახდება, რომ ამ დიდ თამაშში ევროპის უსაფრთხოებისა და მომავლისთვის, ის პუტინის გუნდში თამაშობს და არა ჩვენს გუნდში. ყველა იმ შედეგით, რაც მოჰყვება ამ ფაქტს“- წერს პოლონეთის დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში.

მეტი...

სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

მიმდინარე მსოფლიო თასზე ქართველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ნახევარფინალში კორეელ ოჰ სან გუკთან 13:15 დამარცხდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპინატი ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში ჩატარდა. შეგახსენებთ, რომ ბაზაძემ მერვედფინალში გერმანელი მატიას საბო 15:10 დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში კი ტუნისელ ფარეს ტერჯანის 15:14 სძლია.

მეტი...

ექსპერტი საქართველოს მილიონობით მოქალაქის პირადი მონაცემების გაჟონვასთან დაკავშირებით საზოგადოებას აფრთხილებს

უსაფრთხოების ექსპერტი ანდრო გოცირიძე განმარტავს, თუ რა საფრთხეებს შეიძლება შეიცავდეს საქართველოს მილიონობით მოქალაქის პირადი მონაცემების გაჟონვა. ამის შესახებ, ის „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს და საზოაგდოებას მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ აფრთხილებს. გოცირიძის თქმით, ადამიანებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ საეჭვო გზავნილებსა და შეთავაზებებს. “გაჟონვა შესაძლოა არც იყოს ახალი, უბრალოდ ახლა იქნა აღმოჩენილი ეს ბაზა, რომელიც ვიღაცას ატვირთული ჰქონდა ქლაუდზე და არ ჰქონდა დაცული პასვორდით. მოსალოდნელია სოციალური ინჟინერიის კამპანიების გააქტიურება, ამიტომ ადამიანებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ საეჭვო გზავნილებსა და შეთავაზებებს; გარდა ტრადიციული კიბერდანაშაულისთვის საბაზისო მონაცემების მოპოვებისა, ამ რაოდენობის ჩანაწერებით ეფექტურად შეიძლება მტრულად განწყობილი ქვეყნის, ან…

მეტი...

“აშშ-ის მიერ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა არ შეჩერებულა”- ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა არ შეჩერებულა. უკრაინის პრეზიდენტი Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს ბრძანებით სახელმწიფო დეპარტამენტმა საგარეო დახმარების პროგრამები დროებით შეაჩერა. „ვიცი, რომ მსოფლიოში უამრავი ინსტიტუტი არსებობს, რომლებსაც აშშ ადრე მხარს უჭერდა. მხოლოდ იმის შესახებ შემიძლია საუბარი რაც შეიძლება უკრაინამ დაკარგოს. მე სამხედრო დახმარებაზე ვარ ორიენტირებული და ეს არ შეჩერებულა, მადლობა ღმერთს“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი და მაია სანდუ შეთანხმდნენ, რომ გააძლიერებენ თანამშრომლობას

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ კიევში შეთანხმდნენ, გააძლიერონ თანამშრომლობა ინიციატივებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ორ სახელმწიფოს შორის პარტნიორობის გაძლიერებას. „ლიდერებმა კატეგორიულად დაგმეს რუსეთის მიზანმიმართული და სისტემატური თავდასხმები უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, რის გამოც ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და რაც წარმოადგენს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეშ დარღვევას. ეს თავდასხმები ასევე საფრთხეს უქმნის მოლდოვის მოქალაქეებს მისი სუვერენული საჰაერო სივრცის დარღვევით. ასეთი ქმედებები მიუღებელია და ხაზს უსვამს დაუყოვნებლივი და კოორდინირებული ძალისხმევის აუცილებლობას უკრაინის სანდო და ეფექტური თავდაცვის უზრუნველსაყოფად. ეფექტური სანქციების პოლიტიკა არის მთავარი ფაქტორი, რომელიც ზღუდავს რუსეთის შესაძლებლობებს, საშუალებებს და რესურსებს უკრაინის…

მეტი...

“მძევალი ჯარისკაცების დაბრუნება ომში ჩვენი გამარჯვების მნიშვნელოვანი ნაწილია”- ჰერცი ჰალევი

ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, ჰერცი ჰალევიმ განაცხადა, რომ მძევალი ჯარისკაცების დაბრუნება ომში გამარჯვების მნიშვნელოვანი ნაწილია. „ჩვენ ყველა მძევლის, მშვიდობიანი მოქალაქისა და ჯარისკაცების დაბრუნებას ვაპირებთ“ – განაცხადა ჰერცი ჰალევიმ. ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში დღეს „ჰამასმა“ ოთხი ისრაელელი ქალი ჯარისკაცი – კარინა არიევი, ნაამა ლევი, დანიელა გილბოა და ლირი ალბაგი გაათავისუფლა.

მეტი...

საბერძნეთის პარლამენტმა პრეზიდენტის არჩევა პირველ ტურში ვერ შეძლო

“როიტერის” ინფორმაციით, პირველ ტურში პარტიების მიერ წარმოდგენილი კანდიდატის ასარჩევად საჭირო იყო 200 დეპუტატის ხმა, თუმცა 300-ადგილიან პარლამენტში საჭირო ხმა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა. არჩევნების მეორე ტური 31 იანვარს გაიმართება, თუმცა მოსალოდნელია, რომ ისიც ამავე შედეგით დასრულდეს. საარჩევნო პროცესში საჭირო ხმების რაოდენობა ყოველი ტურის დროს შემცირდება. კერძოდ, მეორე ტურში საკმარისი იქნება 180 ხმა, ხოლო მესამე ტურში – 151 ხმა. იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტის არჩევა მესამე ტურშიც ვერ მოხერხდა, ბოლო კენჭისყრაზე მას ფარდობითი უმრავლესობით აირჩევენ.

მეტი...

თურქეთში ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

თურქეთში ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. მედიის ცნობით, 15-საათიანი სამაშველო სამუშაოების შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნგრევის დროს შენობაში ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, მაშველებმა სამის გადარჩენა მოახერხეს. გამოძიების ფარგლებში ოთხი ადამიანი დააკავეს. ეჭვმიტანილებიდან ორი ადამიანი შენობის პირველ სართულზე არსებული მაღაზიების მესაკუთრეა, დანარჩენები კი მაღაზიების ოპერატორები.

მეტი...

უკრაინაში 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდების ჯარში გაწვევასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ცვლილებაა

უკრაინაში 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდების ჯარში გაწვევასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ცვლილება იგეგმება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის დეპარტამენტის მრჩეველმა, ნიკოლაი შჩურმა განაცხადა, რომ საუბარია კონტრაქტის ნებაყოფლობით გაფორმებაზე, რომელიც მოიცავს ფინანსურ და სხვა სახის წახალისებას. „როგორც კანონმდებლობაში, ასევე პრეზიდენტის ბრძანებულებებში იქნება მთელი რიგი ცვლილებები. მოსალოდნელია, რომ დოკუმენტებში სხვადასხვა დონის ცვლილებები განხორციელდება. ვფიქრობ, უახლოეს დღეებში იქნება პრეზენტაცია“- განაცხადა შჩურმა და აღნიშნა, რომ ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკურ დეტალებზე მსჯელობა.

მეტი...

“საქართველოს მილიონობით მოქალაქის პირადმა მონაცემებმა გაჟონა”- Cybernews-ი

გამოცემა Cybernews-ი  ავრცელებს სტატიას, რომლის თანახმადაც საქართველოს მილიონობით მოქალაქის პირადმა მონაცემებმა გაჟონა. გამოცემა წერს, რომ საქართველოს მოქალაქეების პირადი მონაცემების ბაზა Cloud-ზე გამოჩნდა, შემდეგ კი მოულოდნელად გაქრა. Cybernews-ის ცნობით, საქართველოს მოქალაქეების პირადი მონაცემები გერმანიაში დაფუძნებული Cloud სერვისის პროვაიდერის სერვერზე იყო განთავსებული. მონაცემთა ერთი ბაზა დაახლოებით 5 მილიონი ადამიანის პირად ინფორმაციას შეიცავდა, ხოლო მეორე პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ 7 მილიონ სატელეფონო ჩანაწერს, ასევე 1,45 მილიონი ავტომობილის მფლობელის პირად ინფორმაციას აერთიანებდა. მონაცემები შეიძლება ასლებსა და გარდაცვლილების შესახებ ჩანაწერებსაც შეიცავდეს. სენსიტიური მონაცემები შემდეგ ჩანაწერებს შეიცავდა: პირადობის მოწმობის ნომერს, სრულ სახელსა და გვარს, დაბადების თარიღს, სქესს,…

მეტი...

„გააშუქე სიმართლე”- სტუდენტები საპროტესტო მარშს მართავენ

„გააშუქე სიმართლე”- ამ ლოზუნგით, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტები საპროტესტო მარშს მართავენ. მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი. ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერები: „თუ არ არის პური, უნდა იყოს სანახაობა”, „გააშუქე სიმართლე” და ა.შ. ისინი აღმაშენებლის ხეივნიდან მსვლელობით ჯერ „პოსტივისთან“ მივლენ, შემდეგ „იმედთან“ და ბოლოს საზოგადოებრივი მაუწყებელთან გადაინაცვლებენ. მარშის მონაწილეების განცხადებით, ტელეკომპანიებთან მისვლის მიზანია, რომ მათ სიმართლე გააშუქონ.  

მეტი...

ნარიშკინი აცხადებს, რომ მზადაა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ახალ დირექტორს შეხვდეს

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა, სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რომ თუ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ინტერესი იქნება, მაშინ მზად არის აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ახალ დირექტორს, ჯონ რატკლიფს შეხვდეს. „ჩვენ მოლაპარაკებებისთვის ყოველთვის მზად ვართ” – აღნიშნა ნარიშკინმა. ჯონ რეტკლიფი აშშ-ის სენატმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე 23 იანვარს, 74 ხმით 25-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.  

მეტი...

დონალდ ტრამპმა მექსიკის ყურეს სახელი შეუცვალა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით, აშშ-ის შინაგან საქმეთა დეპარტამენტმა მექსიკის ყურეს სახელი ოფიციალურად შეუცვალა და ამერიკის ყურე უწოდა. “ეს ცვლილებები კიდევ ერთხელ ადასტურებს ერის ვალდებულებას, შეინარჩუნოს შეერთებული შტატების არაჩვეულებრივი მემკვიდრეობა”, – წერია დეპარტამენტის პრესრელიზში. ტრამპმა რამდენჯერმე ისაუბრა მექსიკის ყურისთვის ამერიკის ყურის დარქმევაზე.

მეტი...

“აშშ-ის ახალი კაბინეტის ყველა მინისტრს შევხვდი”- ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ვაშინგტონში ვიზიტი შეაჯამა. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ  აშშ-ის ახალი კაბინეტის ყველა მინისტრს შეხვდა. „პრაქტიკულად, ახალი კაბინეტის ყველა მინისტრს შევხვდი. ძალიან ხანმოკლე შეხვედრები იყო, იმიტომ რომ ეს იყო შეხვედრები იმ ღონისძიებების ფარგლებში, სადაც არ არის დიდი დრო იმისთვის, რომ ხანგრძლივად გაშალო გზავნილები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღეს. მაგრამ მაინც, იმის საშუალება მქონდა, რომ მეთქვა რამდენად მნიშვნელოვანია ის, რაც ხდება დღეს საქართველოში, რამდენად საგანგაშოა ეს იმ რეგიონში, რომელიც ამერიკისთვის მნიშვნელოვანია, რადგან იქვეა შავი ზღვა, სტრატეგიული ახალი პროექტები, ქვეყანაში, რომელიც ამერიკის დახმარების ობიექტია ბოლო 30 წლის განმავლობაში”- აცხადებს ზურაბიშვილი.

მეტი...

“აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საგარეო დახმარების პროგრამები შეაჩერა”- Reuters-ი

Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საგარეო დახმარების პროგრამები დროებით შეაჩერა. დეპარტამენტის დოკუმენტის თანახმად, საგარეო დახმარების დროებით შეჩერების ბრძანება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ გასცა. აშშ-ის სახელმწიფო დეპრატამენტის მიერ საგარეო დახმარების პროგრამების შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ ისრაელსა და ეგვიპტეს არ შეეხება. Reuters-ს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენელმა განუცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე პროექტებზე მომუშავე თანამშრომლებს სამუშაოების შეჩერება უბრძანეს. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საგარეო დახმარების 90 დღით შეჩერების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას ხელი ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში მოაწერა.      

მეტი...

თურქეთში ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ჩამოინგრევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

თურქეთში ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, დაშავებულია,სამი ადამიანი. მედიის ცნობით, შემთხვევა თურქეთის ქალაქ კონიაში, სელჩუკლუს რაიონში მოხდა. მაშველებმა შენობაში მყოფი ხუთი ადამიანიდან სამის გამოყვანა მოახერხეს. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ნგრევის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გამოძიების ფარგლებში ოთხი ადამიანი დააკავეს.

მეტი...

„ჰამასმა“ ოთხი ისრაელელი ქალი ჯარისკაცი, 200 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ გაათავისუფლა

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში „ჰამასმა“ ოთხი ისრაელელი ქალი ჯარისკაცი – კარინა არიევი, ნაამა ლევი, დანიელა გილბოა და ლირი ალბაგი გაათავისუფლა. მძევლები „წითელმა ჯვარმა“ ისრაელის თავდაცვის ძალებს გადასცა. სანაცვლოდ, ისრაელი 200 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს. ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების ფარგლებში „ჰამასმა“ გასულ კვირას სამი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა. შეთანხმების პირველ ეტაპზე „ჰამასმა“ 33 მძევალი უნდა გაათავისუფლოს.

მეტი...

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ორი რაკეტა და 46 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ორი რაკეტა და 46 დრონი ჩამოაგდეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით Х-59/69-ის ტიპის 2 მართვადი რაკეტა და 61 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 46 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 15 დრონი უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა. „ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევების შედეგად კიევის, ჩერკასისა და ხმელნიცკის ოლქებში კერძო სახლები, საცხოვრებელი კორპუსები და ავტომობილები დაზიანდა. არიან დაშავებულები“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

მეტი...

“ნიკა კაცია სრულად არის უზრუნველყოფილი საკვებითა და შესაბამისი ჰიგიენური ნორმებით”- პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახური დეზინფორმაციას უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ჟურნალისტს, ნიკა კაციას საპატიმრო დაწესებულებაში უფლებები ჰქონდა შეზღუდული. “გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ბრალდებული ნ.კ. სრულად არის უზრუნველყოფილი საკვებითა და შესაბამისი ჰიგიენური ნორმებით. შესაბამისად, მისი უფლებების ხელყოფაზე საუბარი არის სიცრუე და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და სამსახურის დისკრედიტაციას. თითოეული ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლების განუხრელი დაცვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მთავარი პრიორიტეტია. მოვუწოდებთ დეზინფორმაციის გამავრცელებლებს, რომ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან“, – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, ნიკოლოზ კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული…

მეტი...

„სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და მიიმალა“- ბათუმში მკვლელობის ფაქტზე ერთი ადამინი დააკავეს

პოლიციამ აჭარაში მომხდარი განზრახ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული გ.თ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. “გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 24 იანვარს, ბათუმში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1986 წელს დაბადებულ დ.მ. – ს ბლაგვი საგნის გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.თ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს”-…

მეტი...

“გაერო მოუთმენლად ელის საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაღრმავებას”- ანტონიუ გუტერეში

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში წერილს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუთმენლად ელის საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაღრმავებას 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების დღის წესრიგისა და მომავლის პაქტის მიზნების მიღწევაში. „მინდა, მოგილოცოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრად ხელახლა დანიშვნა. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუთმენლად ელის საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაღრმავებას 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების დღის წესრიგისა და მომავლის პაქტის მიზნების მიღწევაში. რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცება რჩება პრიორიტეტად, განსაკუთრებით გაერო-ს მხარდაჭერით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისთვის“, – ნათქვამი წერილში. ანტონიუ გუტიერეში აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობასა და ხალხს შეუძლია, გაერო-სა და საქართველოს…

მეტი...

გრენლანდიის საკითხზე ტრამპსა და დანიის პრემიერ-მინისტრს შორის საუბარი „ძალიან ცუდად“ წარიმართა

გრენლანდიის საკითხზე დონალდ ტრამპსა და დანიის პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი „ძალიან ცუდად“­ წარიმართა. ინფორმაციას Financial Times-ი  ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპმა დანიის პრემიერს განუცხადა, რომ გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვების შესახებ მისი განზრახვა სერიოზულია. „საშინელება იყო. ადრე ამის სერიოზულად აღქმა რთული იყო. ვფიქრობ, ახლა საქმე სერიოზულად არის და ეს პოტენციურად ძალიან საშიშია“ – განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა წყარომ. გამოცემის მეორე წყაროს განცხადებით, ახლა დანიელები „კრიზისულ რეჟიმში და საკმაოდ შეშინებულები არიან“.  

მეტი...

“ამერიკა ფუნდამენტურად არის ბავშვის, ოჯახისა და სიცოცხლის მომხრე ქვეყანა”- აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აბორტის წინააღმდეგ გამართულ „სიცოცხლის მარშზე“ სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ ბავშვები არიან ამერიკის მომავალი. „ეროვნული წარმატების კრიტერიუმი არ არის ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა ან საფონდო ბაზარი, არამედ გრძნობს თუ არა ხალხი, რომ მათ შეუძლიათ, შექმნან წარმატებული და ჯანსაღი ოჯახები ჩვენს ქვეყანაში“- განაცხადა ვენსმა. მისი თქმით, ამერიკა ფუნდამენტურად არის ბავშვის, ოჯახისა და სიცოცხლის მომხრე ქვეყანა. „ბავშვები არიან ამერიკის მომავალი. დაქორწინდით და შექმენით ოჯახი. ეს არის ამერიკული ოცნება“- განაცხადა ვენსმა.  

მეტი...

“გვწყინს, რომ საქართველო ვერაფრით გახდა მისი სამშობლო”- თეა წულუკიანი ზურაბიშვილზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის სამშობლო საფრანგეთია და არა საქართველო. “ზურაბიშვილი აგრძელებს ვიზიტებს, რა თქმა უნდა, სად თუ არა საფრანგეთში, რომელიც როგორც ყველამ იცით, მისი ქვეყანაა. როგორც ჩანს, საფრანგეთია სწორედ მისი სამშობლო და ეს არ უნდა გვეწყინოს. ჩვენ გვწყინს ის, რომ საქართველო ვერაფრით გახდა მისი სამშობლო და მან არცერთი ნაბიჯი არ გადადგა პრეზიდენტობისას, რათა ამ საქართველოსთვის ეღვაწა და მისი მომავლის განვითარებაზე ეზრუნა. თუნდაც სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, სადაც ოპოზიციამ წერილი გაგზავნა, ისინი ითხოვენ, რომ სალომე ზურაბიშვილი აღიარებულ იქნას და დარჩეს საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ოღონდ არ არის მითითებული…

მეტი...

“ახალ პრეზიდენტს აქვს უკეთესი გაგება მსოფლიოს რეალობების, ვიდრე მის წინამორბედს”- წულუკიანი ტრამპზე

უმრავლესობის დეპუტატი, ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი იმედოვნებს, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება. წულუკიანი ამბობს, რომ ტრამპს  აქვს უკეთესი გაგება მსოფლიოს რეალობების, ვიდრე ჰქონდა მის წინამორბედს. „ფაქტია უკვე ის, რომ ახალ პრეზიდენტს აქვს უკეთესი გაგება მსოფლიოს რეალობების, ვიდრე ჰქონდა მის წინამორბედს, ამიტომაც ვიმედოვნებთ, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება, რის შესახებაც მზაობა მაღალ დონეზე, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ არაერთხელ გაცხადდა. ეს იმედი ეფუძნება იმას, რომ ახალ პრეზიდენტს აქვს მწვავე აღქმა, რომ ომი ცუდია, როდესაც ის არაფერს ემსახურება, რომ ომი, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს და ამდენი უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა, აუცილებლად უნდა დასრულდეს, რომ არ…

მეტი...

სლოვაკეთში პრემიერის წინააღმდეგ აქციებს მართავენ

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს რუსეთთან დაახლოების პოლიტიკას აპროტესტებდნენ და სკანდირებდნენ: „სლოვაკეთი რუსეთი არ არის, სლოვაკეთი ევროპაა“ და „გადადგეს ფიცო“. საპროტესტო აქციის ორგანიზატორების ცნობით, ბრატისლავაში გამართულ აქციაზე 60 000 ადამიანი გამოვიდა. ამასთან, დემონსტრაციები სლოვაკეთის 20 სხვა ქალაქშიც გაიმართა. სლოვაკეთში ვითარება რამდენიმე დღის წინ დაიძაბა, როდესაც პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ ოპოზიცია სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ქვეყანაში „უცხოელი ექსპერტების“ მონაწილეობით, უკრაინასა და საქართველოში მომხდარი „ფერადი რევოლუციების“ ანალოგიური, სახელმწიფო გადატრიალების საფრთხე არსებობს.

მეტი...

ტაივანი ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობის „წითელი ხაზი“

ტაივანი – წითელი ხაზი აშშ-ისა და ჩინეთს ურთიერთობაში. თუმცა, როგორც ჩინეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან მიიღეს, პასუხი, რომ შტატები არ აპირებს ტაივანის დამოუკიდებლობის აღიარებას. დონალდ ტრამპის  ინაუგურაციის შემდეგ, აშშ-სა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის კომუნიკაცია სამჯერ შედგა. ორჯერ ახალ პრეზიდენტს თავად სი ძინპინი ესაუბრა. გუშინ კი კომუნიკაცია შედგა აშშ-ის სახელმწიფო მდივან რუბიოსა და ჩინეთს საგარეო მინისტრს ვანგ ის შორის. ერთ-ერთი საკითხი, რაზეც მხარეებმა ისაუბრეს, სწორედ ტაივანის თემა იყო. ჩინეთმა მკაცრად დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, რომ ტაივანი ჩინეთის შემადგენელი ნაწილია და ეს საკითხ გადახედვას არ ექვემდებარება. მან ამერიკულ მხარეს მოუწოდა,…

მეტი...

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ კიევში ჩავიდა

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ კიევში ჩავიდა. ინფორმაციას  პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს. მაია სანდუს ცნობით, კიევში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევით გაემგზავრა. „ჩვენ უსაფრთხოების, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ვაჭრობისა და ევროკავშირის გზაზე ურთიერთდახმარების საკითხებს განვიხილავთ. მოლდოვა საიმედო მეზობლად რჩება“ – წერს სანდუ X-ზე.

მეტი...

“რას გააკეთებს ძლიერი ამერიკა, თუ შავი ზღვა ამერიკული ფლოტისთვის დაიკეტება?!”- ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ დონალდ ტრამპის კეთილგანწყობის მოპოვებას მისი სიტყვების გამოყენებით ცდილობს. როგორც ზურაბიშვილი ამბობს, სტრატეგიული და რეალური სამყარო არსებობს, რომელთანაც გამკლავება დონალდ ტრამპს, გარკვეული იდეოლოგიების მიმართ მისი სიმპათიების მიუხედავად მოუწევს. „ისინი ვაშინგტონში ლობისტებს მიმართავენ, მაგრამ მათი ე.წ. დიპლომატია არ მუშაობს, რადგან ისინი ქვეყანას აღარ მართავენ. ისინი ქართველი ხალხისა და მთავარი პარტნიორების მიერ იზოლირებულები არიან. დონალდ ტრამპი რეალისტია. ინაუგურაციაზე მისი მთავარი გზავნილი ძლიერი ამერიკის შესახებ იყო. ის ძლიერი ამერიკის შესახებ საუბრობს. მაგრამ, რამდენად ძლიერია ამერიკა, თუ 3,7 მილიონიან ქვეყანას შეუძლია დასავლეთს ზურგი აქციოს, აშშ-სთან სტრატეგიული…

მეტი...

ირლანდიასა და გაერთიანებულ სამეფოს შტორმმა გადაუარა – არის მსხვერპლი

ირლანდიასა და გაერთიანებულ სამეფოს შტორმმა „იოვინსმა“ გადაუარა. შტორმის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი – ირლანდიის მკვიდრი მამაკაცი, რომლის ავტომობილსაც ძლიერი ქარისგან მოგლეჯილი ხე დაეცა. სტიქიამ ელექტროენერგიის გარეშე დატოვა მილიონამდე აბონენტი გაერთიანებულ სამეფოში, სადაც განგაშის წითელი დონე იყო გამოცხადებული. ირლანდიაში სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი 1 800-მდე მოსახლე. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ აბონენტთა ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება, შესაძლოა, უახლოესი ათი დღის განმავლობაში ვერ აღუდგინონ.  

მეტი...

“ეს გაფრთხილებაა”- საზოგადოებრივ ტრანსპორტზე კიბერთავდასხმის შესახებAnonymous-ის განცხადება

საზოგადოებრივ ტრანსპორტზე კიბერთავდასხმა ჰაკერულ ჯგუფ Anonymous-სთან აფილირებულმა ქართველმა ჰაკერებმა განახორციელეს. ამის შესახებ განცხადებას,  Anonymous პლატფორმა X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. „კვირების წინ Anonymous-მა კიბერ ომი გამოუცხადა არალეგიტიმურ, რუსეთის მიერ მხარდაჭერის რეჟიმს საქართველოში მას შემდეგ, რაც წარმატებით მოხდა საქართველოს ყველა სამთავრობო სამინისტრო ვებ-გვერდზე შეღწევა და გატეხა. დღევანდელი კიბერთავდასხმა თბილისი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაზე, რომელიც Anonymous-თან აფილირებული ქართველი ჰაკერების მიერ განხორციელდა, მოიცავდა საგადასახადო აპარატებში შეღწევას, რაც პირდაპირი „მესიჯი“ იყო კორუმპირებული მთავრობისთვის, რომელმაც არჩევნები გააყალბა და ავტორიტარული რეჟიმი დაამყარა. ეს გაფრთხილებაა მჩაგვრელებისთვის: დემოკრატიისა და თქვენი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი თქვენი დანაშაულები უპასუხოდ არ დარჩება. საქართველოს ხალხს:…

მეტი...

“ჩემი მანდატი კონკრეტულ დღეს არ სრულდება”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ  მისი მანდატი კონკრეტულ დღეს არ სრულდება. „მე ხალხმა ამირჩია, ის პარლამენტისა და „ქართული ოცნების“ მიერ კონტროლირებადი სხვა ინსტიტუტებისგან შემდგარმა კოლეგიამ აირჩია. ასე რომ, ეს ერთი პარტიის მიერ არჩეული პრეზიდენტია. ჩემი მანდატი კონკრეტულ დღეს არ სრულდება. კონსტიტუციის თანახმად, ჩემი მანდატი ახალი პრეზიდენტის არჩევამდე გრძელდება. ეს კი ლეგიტიმურ პრეზიდენტს ნიშნავს. ამიტომ ველოდები. როგორც კი ახალი არჩევნები ჩატარდება და ახალი პრეზიდენტი აირჩევა, სიამოვნებით გავითვალისწინებ ამას“ – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.  

მეტი...