,,იმდენად დისკრედიტებულია ოპოზიცია, რომ მათ არც ერთ გეგმას არ უწერია განხორციელება, ეს იმის შედეგია, რომ რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს ხალხის მხარდაჭერა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სწორედ ხალხის მხარდაჭერის არქონა არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ვერ ჩნდებიან მათივე ორგანიზებულ საპროტესტო აქციებზე. „გახსოვთ წინასაარჩევნოდ მთავარი ღონისძიება როცა ჩატარდა თავისუფლების მოედანზე, იქაც კი ვერ გამოჩნდნენ ოპოზიციის ლიდერები. ახლა არის მათ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები, თუმცა იქაც კი ვერ ჩნდებიან. იმდენად დისკრედიტებულია ოპოზიცია, რომ მათ არც ერთ გეგმას არ უწერია განხორციელება, ეს არის პირველ რიგში,…
მეტი...დღე: იანვარი 24, 2025
,,საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას, ყველაფერს გამოძიება დაადგენს” – კახა კალაძე
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების გადახდის აპარატებზე, სავარაუდოდ, კიბერშეტევა განხორციელდა, რომლის დეტალებს გამოძიება დაადგენს. როგორც მან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მიუხედავად მომხდარისა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოქალაქეებს ჩვეულებრივ რეჟიმში ემსახურება. „ავტობუსებში და მიკროავტობუსებში დამონტაჟებული გადახდის აპარატები „საქართველოს ბანკისაა“. როგორც ვიცი, „საქართველოს ბანკს“ ემსახურება რამდენიმე კომპანია, შპს „აზრი, შპს „მს+“. სავარაუდოდ, განხორციელდა კიბერშეტევა, თუმცა საიდან, ვისი ჩართულობით, როგორ, ამას გამოძიება აუცილებლად დაადგენს. გადახდები შეჩერებულია ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში, რადგან შეუძლებელია. აპარატები ვერ მუშაობს, თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რა თქმა უნდა, აგრძელებს მუშაობას და ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას. გადახდას ვერ ახერხებენ მგზავრები, შესაბამისად, ტრანსპორტი…
მეტი...,,რადიკალური ოპოზიცია კრიმინალების თავშესაფრად არის გადაქცეული” – პრემიერი
,,რადიკალური ოპოზიცია კრიმინალების თავშესაფრად არის გადაქცეული”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციონერობა არის ხოლმე თავშესაფარი საქართველოში ისეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ გარკვეული პრობლემები. „ამის არაერთი მაგალითი ვიხილეთ ჩვენ, ზოგადად კრიმინალების თავშესაფრად არის გადაქცეული რადიკალური ოპოზიცია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თქვენ ხედავთ, რომ სასამართლოს მიერ აღიარებული კრიმინალებით არის სავსე რადიკალური ოპოზიცია. სტრასბურგის მიერ დადასტურებული კრიმინალებით არის სავსე რადიკალური ოპოზიცია, ეს არის ერთგვარი ტენდენცია. ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს არავითარი შანსი, მიაღწიოს წარმატებას ქართულ პოლიტიკაში, საზოგადოება ხედავს ყველაფერს“, – განაცხადა პრემიერმა.
მეტი...,,როდესაც სიმართლე შენს მხარესაა, გამარჯვებას ყოველთვის მიაღწევ” – კახა კალაძე
დედაქალაქის მერის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის მიერ შვეიცარიულ ბანკ Julius Baer-ის წინააღმდეგ წამოწყებული სასამართლო დავა ბიძინა ივანიშვილის გამარჯვებით დასრულდება. როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, მიუხედავად ბევრი შანტაჟისა და პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა, ბიძინა ივანიშვილი სიმართლეს მაინც დაამტკიცებს. „ვიცით, რომ სასამართლო დავა Credit Suisse-თანაც იყო, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გამარჯვებით დასრულდა. დარწმუნებული ვარ, აღნიშნულ ბანკთანაც წამოწყებული დავა მისი გამარჯვებით დამთავრდება. როდესაც მართალი ხარ და სიმართლე შენს მხარესაა, გამარჯვებას ყოველთვის მიაღწევ. შეიძლება ამ გზაზე ხელის შემშლელი ფაქტორები, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებები და შანტაჟები იყოს, თუმცა, საბოლოოდ სიმართლეს დაამტკიცებ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მეტი...„ჩინეთი ყოველთვის ემხრობა დიალოგს, და არა დაპირისპირებას“ – ვიცე-პრემიერი დავოსის ფორუმზე
“გლობალური მმართველობის გაუმჯობესება და და საერთაშორისო წესრიგის დაცვა“ – ეს არის საკითხი, რომელზეც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა ტინგ სუესიანგმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა გლობალური მმართველობის გაუმჯობესებასა და ჩინეთის როლზე დაყოფილი სამყაროს თავიდან აცილებაში. „ნებისმიერი სამართლიანი ადამიანი, მივა იმ დასკვნამდე, რომ ჩინეთი არის პასუხისმგებელი მთავარი ქვეყანა და საერთაშორისო წესრიგის მტკიცე დამცველი და მშენებელი“ – აღნიშნა მან. ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა, რომ ჩინეთი აქტიურად გვთავაზობს წინადადებებს გლობალური მმართველობის შესახებ. „ბოლო წლების განმავლობაში პრეზიდენტმა სი ძინპინმა წამოაყენა კაცობრიობის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების აშენების ხედვა, გლობალური განვითარების ინიციატივა, გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა…
მეტი...„დედას სუნთქვა, მე შენ არასდროს განგსჯი“ – დაკარგული მოზარდის დედა მიმართვას ავრცელებს
უკვე მერვე დღეა, ბათუმში დაკარგულ მოზარდს ეძებენ. 14 წლის ალექსანდრე მიქელაძის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ალექსანდრე მიქელაძე 16 იანვარს, საღამოს საათებში გაუჩინარდა. არსებული ინფორმაციით, მისი პირადი ნივთები და ტელეფონი ბულვარში, სანაპიროსთან იპოვეს. „დედას სუნთქვა, მე შენ არასდროს განგსჯი. მე ყოველთვის მხოლოდ მოგისმენ და შენს გვერდით ვიქნები!!! ჩემო სიცოცხლის ელექსირო და ბედნიერება. დეე, ჩემო გულის ნაწილო მესამყაროები და უსაზღვროდ, უკიდეგანოდ მენატრები… გთხოვ, მოდი და ჩამეხუტე. ჩემო სუნთქვა, იცი როგორ ენატრები შენს ძმებს, მამას და ყველაააას”, – წერს ალექსანდრეს დედა, ნათია დიაკვნიშვილი სოციალურ ქსელში.
მეტი...როგორი ამინდი იქნება 25-27 იანვარს საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტო 25-27 იანვარს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს: ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ზოგან შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან…
მეტი...საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.3 (ML) მაგნიტუდა შეადგინა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ბორჯომში, სოფელ ციხისჯვარში იყო.
მეტი...ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 26 იანვარს გაიმართება
ბელარუსში, მეათე ხუთწლიანი ვადისთვის არჩევნებში მონაწილეობას კვლავ მიიღებს ამჟამინდელი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო. 26 იანვარს, მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება ხუთ კანდიდატს შორის მოუწევთ. 70 წლის ლუკაშენკო ქვეყანას 1994 წლიდან მართავს. 2020 წლის არჩევნების შემდეგ მასობრივმა პროტესტებმა ქვეყანაში დიდი არეულობა გამოიწვია, თუმცა საპროტესტო აქციები დაარბიეს. დასავლეთის ქვეყნებმა – აშშ-მ, ევროკავშირმა, გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ ლუკაშენკოს არჩევა ლეგიტიმურად არ სცნეს.
მეტი...საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა დროებით გაითიშება
სავარაუდო კიბერშეტევის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა დროებით გაითიშება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ,,საზოგადოებრივ ტრანსპორტში დამონტაჟებულ აპარატებზე, რომელთა ტექნიკურ მხარდაჭერას „საქართველოს ბანკის“ კონტრაქტორი კომპანიები – შპს „მს+“ და შპს „აზრი“ ახორციელებენ, ხარვეზი ფიქსირდება და აუდიო ჩანაწერი ირთვება. პრობლემის აღმოსაფხვრელად, შესაბამისი კომპანიების წარმომადგენლებმა ოპერატიულად დაიწყეს მუშაობა. აპარატები უახლოეს პერიოდში, ხარვეზის გამოსწორებისთანავე ჩაირთვება. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ტრანსპორტი მგზავრებს გადახდის გარეშე მოემსახურება“, – ნათქვამია განცხადებაში. მოქალაქეების ინფორმაციით, აუდიო ჩანაწერში ისმის ზვიად გამსახურდიას სიტყვები: „9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა. გაუმარჯოს…
მეტი...თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 5.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 10.4 პროცენტი შეადგინა. მათივე ცნობით, 2020 წლის საშუალო მაჩვენებლთა შედარებით ინდექსი 54.3 პროცენტით არის გაზრდილი. საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს. რაც შეეხება ბინების ფასს უბნების მიხედვით, 1მ² ფასი ბინების სეგმენტში ასე ნაწილდება: მთაწმინდა – 5 987 ლარი; ვაკე – 5 451 ლარი; საბურთალო – 4 174 ლარი; ჩუღურეთი…
მეტი...,,ზელენსკი ანგელოზი არ არის, არასდროს უნდა დაეშვა, რომ ეს ომი მომხდარიყო” – ტრამპი
„ზელენსკი ანგელოზი არ არის. მას არასდროს უნდა დაეშვა, ეს ომი მომხდარიყო”, – ამასთან დაკავშირებული განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა Fox News-თან ინტერვიუში გააკეთა. ,,ზელენსკი ებრძოდა ბევრად უფრო დიდ რამეს, ბევრად უფრო დიდს, ბევრად უფრო ძლიერს. მას ეს არ უნდა გაეკეთებინა, რადგან ჩვენ შეგვეძლო შეთანხმების მიღწევა. შემეძლო ძალიან მარტივად მიმეღწია გარიგებისთვის და ზელენსკიმ გადაწყვიტა : „მინდა, ვიბრძოლო“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა. მისი თქმით, რუსეთის არმიას 30 000 ტანკი ჰყავს, ზელენსკის, პრაქტიკულად, არცერთი ჰქონდა. „შემდეგ ჩვენ დავიწყეთ აღჭურვილობის გაგზავნა. მათ ჰქონდათ სიმამაცე, გამოეყენებინათ ეს აღჭურვილობა, მაგრამ საბოლოოდ, ეს არის ომის, რომელიც უნდა მოგვარდეს“, –…
მეტი...,,რობერტ ფიცო საზოგადოების დაშინებას და ამომრჩევლის კონსოლიდაციას ცდილობს” – უკრაინის საგარეო
,,რობერტ ფიცო ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მზადების შესახებ განცხადებებით საზოგადოების დაშინებას და ამომრჩევლის კონსოლიდაციას ცდილობს”, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გეორგი ტიხიმ განაცხადა. „ვფიქრობ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ყურადღება უნდა მიაქციოს საკუთარ ქმედებებს, რომელიც აღაშფოთებს ხალხს მის ქვეყანაში და გააანალიზოს რატომ ხდება ეს“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა. მისი თქმით, უკრაინაში „ღირსების რევოლუციის“ დროს ვრცელდებოდა ყალბი ამბები მომიტინგეებისთვის თანხის გადახდისა და გაწვრთნილი ბოევიკების არსებობის შესახებ. „მეჩვენება, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა უბრალოდ კარადიდან გამოიღო რაღაც, რაც დიდი ხანია გაფუჭდა და ჩემი აზრით, მსგავსი რამის საჯაროდ გამოყენება ულამაზო საქციელია“, – განაცხადა…
მეტი...თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი იკითხება
თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი განახლდა. სხდომაზე დღეს პროკურატურის მტკიცებულებების გამოკვლევაა დაგეგმილი. პროკურორს სასამართლოში 3 მოწმე ჰყავს წარმოდგენილი. ერთ-ერთი მათგანი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძეა, დანარჩენი ორი კი გამომძიებელია. სასამართლო სხდომას ესწრება თავად ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილიც.
მეტი...ტრამპის განკარგულება საგარეო დახმარებების 90 დღით შეჩერებაზე, უკრაინის სამხედრო დახმარების პროგრამებს არ ეხება
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განკარგულება საერთაშორისო დახმარების 90 დღით შეჩერების თაობაზე, უკრაინის სამხედრო დახმარების პროგრამებს არ ეხება. ,,უკრაინის უსაფრთხოების დახმარება არ ექვემდებარება ბოლოდროინდელ განკარგულებას საგარეო დახმარების შესახებ, რადგან ეს ეხება მხოლოდ პროგრამის განვითარებას და არა სამხედრო მხარდაჭერას”, – იტყობინება აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი. ეს ნიშნავს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ, USAI პროგრამის ფარგლებში გაცემული უკრაინისთვის იარაღის წარმოების კონტრაქტები ძალაში რჩება. დონალდ ტრამპმა აშშ-ს საგარეო დახმარების ყველა პროგრამა 90 დღით შეაჩერა
მეტი...რუსებმა უკრაინას დრონებით შეუტიეს – არის მსხვერპლი
რუსულმა ძალებმა უკრაინას წუხელ Shahed-ის ტიპის დრონებით შეუტიეს. თავდასხმას კიევის ოლქში, სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, შეტევა მთელი ღამის განმავლობაში, დილამდე გაგრძელდა და საჰაერო თავდაცვის ძალები, დრონების განადგურების მიზნით, საბრძოლო მოქმედებებს ახორციელებდნენ. კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მოვალეობის შემსრულებლის, მიკოლა კალაშნიკის განცხადებით, ერთ-ერთი დაღუპული ცეცხლმოკიდებულ კერძო სახლში იპოვეს, მეორე კი სხვა დასახლებულ პუნქტში, სადაც 10-სართულიანი კორპუსი დაზიანდა. „დაღუპული აღმოაჩინეს კერძო სახლში, სადაც ჩამოგდებული სამიზნის ნამსხვრევების გამო ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. მეორე გარდაცვლილი, 36 წლის მამაკაცი სხვა დასახლებულ პუნქტში აღმოაჩინეს, სადაც 10-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა“, – აღნიშნა კალაშნიკმა.
მეტი...,,მოვუწოდებ საუდის არაბეთსა და OPEC-ს დაწიონ ნავთობის ფასი, რათა უკრაინაში ომი დასრულდეს” – ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასასრულებლად, საუდის არაბეთსა და ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციას (OPEC) მოუწოდა, დაწიონ ნავთობზე მსოფლიო ფასები და აღნიშნა, რომ ამის ამას მსოფლიოს მასშტაბით ცენტრალური ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების ,,დაუყოვნებლივი” დაწევა მოჰყვება. ,,მოვუწოდებ საუდის არაბეთსა და OPEC-ს დაწიონ ნავთობის ფასი. უნდა დაწიოთ! სიმართლე გითხრათ, მიკვირს, რომ ეს არჩევნებამდე არ გააკეთეს. ახლა ფასი საკმარისად დიდია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი გაგრძელდეს. ნავთობის ფასი უნდა დაწიოთ, რათა ეს ომი დასრულდეს. შეგიძლიათ ამ ომის დამთავრება,” – განაცხადა დონალდ ტრამპმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ…
მეტი...,,საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე 121 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს” – რუსეთის თავდაცვა
რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით ბრიანსკის, რიაზანის, კურსკის, სარატოვის, როსტოვის, მოსკოვის, ბელგოროდის, ვორონეჟის, ტულას, ორიოლის, ლიპეცკისა ოლქებში, დედაქალაქ მოსკოვსა და ყირიმში 121 უკრაინული დრონი გაანადგურეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, 37 დრონი ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე გაანადგურეს, 20 – რიაზანის ოლქის ტერიტორიაზე, 17 – კურსკში, 17 – სარატოვში, 7 – როსტოვის ოლქის ტერიტორიაზე, 6 მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზე, 6 – ბელგოროდში, 3 – ვორონეჟში, ორ-ორი ტულას, ორიოლის და ლიპეცკის ოლქების ტერიტორიაზე, ერთი ყირიმში და ერთი მოსკოვის თავზე.
მეტი...აშშ-ის მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების გაუქმების შესახებ ტრამპის ბრძანება მოსამართლემ დროებით შეაჩერა
სიეტლში აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ დროებით შეაჩერა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აღმასრულებელი განკარგულება, რომელიც ამერიკაში დაბადებით მოქალაქეობის მოპოვების უფლებას ზღუდავს. მოსამართლე ჯონ კოფენურის განცხადებით, მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების გაუქმება აშკარად არაკონსტიტუციურია. მედიია ინფორმაციით, დონალდ ტრამპი კი ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ასევე, მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების გაუქმების შესახებ დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების შეჩერება სურთ შტატებს, რომლებსაც „დემოკრატები“ მართავენ. ისინი ამტკიცებენ, რომ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება აშკარად არღვევს კონსტიტუციის მე-14 შესწორების, რომელიც აშშ-ის ტერიტორიაზე დაბადებული პირებისთვის ქვეყნის მოქალაქეობის მინიჭებას ითვალისწინებს.
მეტი...სენატმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე ჯონ რეტკლიფი დაამტკიცა
სენატმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის თანამდებობაზე ჯონ რეტკლიფი დაამტკიცა. მის კანდიდატურას მხარი 74 სენატორმა დაუჭირა, 25 კი წინააღმდეგ წავიდა. ჯონ რეტკლიფის თქმით, არ დაუშვებს, პოლიტიკურმა ან პირადმა მიკერძოებულობამ გავლენა იქონიოს მის გადაწყვეტილებებზე. რეტკლიფი ეროვნულ დაზვერვას დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს, 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა. 2015-2020 წლებში კი ტეხასის მე-4 საარჩევნო ოლქს წარმოადგენდა კონგრესში.
მეტი...,,ვინმეს რამე გავუტაროთ გამორიცხულია, მომავალშიც მისაღებს გაათმაგებულად მიიღებენ” – ირაკლი ზარქუა
,,შეურაცხყოფას ადეკვატურად ვუპასუხებთ და მისაღებს მიიღებენ. როდესაც შეურაცხყოფა ოჯახსა და შვილებს ეხება, თმენის ვალდებულება პირადად ჩემთვის მეასეხარისხოვანია. ვინმეს რამე გავუტაროთ გამორიცხულია, მომავალშიც მისაღებს გაათმაგებულად მიიღებენ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ, აბუ-დაბაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პირველი ვრცელი კომენტარი, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა. ,,ხმაურიანი მოგზაურობა გამოგვივიდა აბუ დაბიში. ის, რაც მოხდა, ეს არ არის საამაყო, უბრალოდ, შეურაცხყოფაზე, ოჯახის, შვილების, ახლობლების შეურაცხყოფაზე, მიუხედავად თმენის ვალდებულებისა, ყოველთვის ასეთი რეაგირება გვექნება იმიტომ, რომ კაცები ვართ და ქართველები ვართ. იქაც გვეცინებოდა ხოლმე ეს უსამშობლოები და მათთან აფილირებული ჟურნალისტები, თუ პოლიტოლოგები, რომ ამბობდნენ, რომ…
მეტი...დღეის მდგომარეობით, ყველაზე დაბინძურებული თბილისის და რუსთავის ჰაერია
24 იანვრის მონაცემებით, ამ დროისთვის ჰაერი ყველაზე დაბინძურებული რუსთავში და თბილისშია. აღნიშნული ინფორმაცია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე გამოქვეყნდა. რუსთავშიც დაბინძურება ფიქსირდება 2 მისამართზე: მეგობრობის გამზ. №35ა-ზე PM2.5-ის მაჩვენებელი 53.70 მკგ/მ3 და ბათუმის ქ., №19-ზე PM2. 5-ის მაჩვენებელი 76.25 მკგ/მ3, ხოლო PM10-ის 111.55 მკგ/მ3. თბილისში დაბინძურება ფიქსირდება აღმაშენებლის გამზ., №73ა PM2. 5-ის მაჩვენებელი 64.38 მკგ/მ3. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23 იანვრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ(PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული. PM2.5-ის შემთხვევაში 50 მკგ/მ3-ს ზემოთ მაჩვენებელი ძალიან ცუდ მდგომარეობად…
მეტი...როგორი ამინდი იქნება 24 იანვარს საქართველოში
24 იანვარს, პარასკევს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. Meteo.gov.ge-ის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია მცირე ნალექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით +10, +15°; მთაში დღისით +5, +10°; მაღალმთაში დღისით +2, +7°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია მცირე ნალექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში დღისით +8, +13°; მთაში დღისით +4, +9°; მაღალმთაში დღისით +1, +6°.
მეტი...