კანადური დიდი სატვირთო გემი ყინულში ჩაეფლო. გემი ნიუ-იორკში მიემგზავრებოდა. აშშ-ს სანაპირო დაცვა აცხადებს, რომ ბორტზე მყოფი ეკიპაჟის 17 წევრის უსაფრთხოება არ არის დაცული. კიდევ ერთ გემს დაევალა დაეხმაროს ყინულში ჩარჩენილ გემს, ირგვლივ არსებული ყინულის ჩატეხვაში.
მეტი...დღე: იანვარი 24, 2025
ტრამპი აცხადებს, რომ კანადის 51-ე შტატად ხილვას ისურვებდა
“კანადელები უკეთეს სამედიცინო დაზღვევასა და მასშტაბურად შემცირებულ გადასახადებს მიიღებდნენ, თუკი შეერთებული შტატების ნაწილი იქნებოდნენ”- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, კანადის 51-ე შტატად ხილვას ისურვებდა. „მე კანადის 51-ე შტატად ხილვას ვისურვებდი. კანადელები მიიღებდნენ უკეთეს სამედიცინო დაზღვევას, მასშტაბურად შემცირებულ გადასახადებს და გაცილებით მეტ ვაჭრობას, თუკი ისინი შეერთებული შტატების ნაწილი იქნებოდნენ“- განაცხადა ტრამპმა.
მეტი...“ვაფასებ, რომ პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მასპინძლობს სალომე ზურაბიშვილს”- უილსონი
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი X-ზე და სალომე ზურაბიშვილისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრას ეხმაურება. ის მაკრონს მადლობას უხდის. „მადლიერებით ვაფასებ, რომ პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მასპინძლობს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მას შემდეგ, რაც მან მონაწილეობა მიიღო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაში. საფრანგეთი და ამერიკა ქართველი ხალხის გვერდით დგანან. საქართველოსთვის ერთადერთი გზა წინ არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები!” – წერს კონგრესმენი. სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ხვდება
მეტი...„ჰამასმა“ კიდევ ოთხი მძევლის ვინაობა დაასახელა, რომელთაც 25 იანვარს გაათავისუფლებს
„ჰამასმა“ კიდევ ოთხი მძევლის ვინაობა დაასახელა, რომელთაც შაბათს, 25 იანვარს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ფაზის ფარგლებში გაათავისუფლებენ. ოთხივე მათგანი ქალი სამხედროა. მათ 180 პალესტინელ პატიმარში გაცვლიან, რომლებიც ამჟამად ისრაელის ციხეებში იმყოფებიან. უახლოეს მომავალში „ჰამასი“ ასევე გამოაქვეყნებს ინფორმაციას დარჩენილი 26 მძევლის შესახებაც, რომელთაც ეტაპობრივად, მომდევნო ხუთი კვირის ვადაში გაათავისუფლებენ.
მეტი...სერბეთში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების გამო, ბელგრადში სკოლები დაიხურება
სერბეთში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების გამო, ბელგრადში სკოლები, წიგნის მაღაზიები, თეატრები და ბარები ერთი დღით დაიხურა. როგორც მედია წერს, მოსახლეობა საპროტესტო აქციებს მართავს და აქტიურად საუბრობს კორუფციაზე, ნეპოტიზმზე და უხარისხო სამშენებლო სამუშაოებზე. სერბეთში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2024 წლის პირველ ნოემბერს ახალგარემონტებულ სადგურზე ბეტონის ჭერი ჩამოინგრა და შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. მომხდარზე პროკურატურამ 13 ადამიანი, მათ შორის ყოფილი ინფრასტრუქტურის მინისტრი დაადანაშაულა, თუმცა ბრალი ჯერ ოფიციალურად არ წარდგენით.
მეტი...აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური დეპორტაცია დაიწყო
Fox news -ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური დეპორტაცია დაიწყო. დაკავებულები არიან ასობით არალეგალები, რომლებსაც სამხედრო თვითმფრინავების მეშვეობით ადეპორტებენ. თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა დღეს გამოაცხადა, რომ “დეპორტაციის ფრენები დაიწყო” და ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ადამიანები სამხედრო თვითმფრინავში სხდებიან. “პრეზიდენტი ტრამპი ძლიერ და მკაფიო სიგნალს უგზავნის მსოფლიოს: თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში არალეგალურად შეხვალთ, სერიოზული შედეგების წინაშე აღმოჩნდებით,” – წერს ლევიტი სოციალურ ქსელ X-ზე.
მეტი...ბათუმში შუა ხნის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმში შუა ხნის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.არსებული ინფორმაციით, ცხედარს დაზიანებები აღენიშნება, იგი ექსპერტიზის ბიუროში არის გადასვენებული. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მეტი...“დონალდ ტრამპი თუ იქნებოდა პრეზიდენტი, შესაძლოა, უკრაინაში არ ყოფილიყო ისეთი კრიზისი, რომელიც 2022 წელს დაიწყო”- პუტინი
რუსეთის პრეზიდენტმა,ვლადიმერ პუტინმა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუმრობისას განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე კრიზისი დაკავშირებულია წინა არჩევნებში ბაიდენის გამარჯვებასთან. როგორც რუსული მედი წერს, პუტინმა გაიმეორა დონალდ ტრამპის მიერ არა ერთხელ გამოთქმული მოსაზრება, რომ ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომი არ დაიწყებოდა. „დონალდ ტრამპი თუ იქნებოდა პრეზიდენტი, 2020 წელს თუ არ მოპარავდნენ გამარჯვებას, მაშინ შესაძლოა, უკრაინაში არ ყოფილიყო ისეთი კრიზისი, რომელიც 2022 წელს დაიწყო“ -აღნიშნა პუტინმა. მისივე თქმით, ტრამპი გონიერი, პრაგმატული ადამიანია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიიღებს გადაწყვეტილებებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ, რამაც შეიძლება, ზიანი მიაყენოს თავად შეერთებული შტატების ეკონომიკას.
მეტი...თბილისში რამდენიმე საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
თბილისში სხვადასხვა ლოკაცოაზე, მოქალქეები მსვლელობას მართავენ. ისინი რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან. მოქალქეები სოლიდარობას უცხადებენ აქციების დროს დაკავებულებს. სოლიდარობის მარშის მონაწილები ამბობენ, რომ „ოლიგარქის“ კანონებს არ ემორჩილებიან და დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლებას ითხოვენ. მათ ადგილზე საპროტესტო ბანერი აქვთ გაშლილი. “ცეცხლი ოლიგარქიას!”, ” არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა!” – ისმის ადგილზე საპროტესტო შეძახილებიც. მოქალქეების ნაწილი რუსთაველის გამზირზე იმყოფება. დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით მსვლელობას აწყობენ ბათუმშიც.
მეტი...ბათუმში მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
ბათუმში, გამოცემა ბათუმელებისა ხელმძღვანელის მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციაზე, სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და პოლიტიკოსები იმყოფებიან. მათი მთავარი მოთხოვნაა, მზია ამაღლობელისა და აქციების დროს დაკავებულთა დროული გათავისუფლება მოხდეს. მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია გაიმართა თბილისშიც. მზია ამაღლობელი 11 იანვარს დააკავეს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას ედავებიან სისხლის სამართლის დანაშაულს, „პოლიციელზე თავდასხმას”.
მეტი...სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ხვდება
სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ხვდება. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტისა და მაკრონის შეხვედრა ელისეს სასახლეში მიმდინარეობს. ინფორმაციას ორი ლიდერის შეხვედრის შესახებ, ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრის თემა უცნობია.
მეტი...ჟურნალისტებმა და ხელოვანებმა აქცია-მსვლელობა გამართეს
ჟურნალისტებმა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა თბილისში აქცია-მსვლელობა გამართეს. ისინი მარჯანიშვილის გამზირზე შეიკრიბნენ და მსვლელობით რუსთაველის გამზირზე აქციას შეუერთდნენ. ამ წუთებში აღმაშენებლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია. აქციის მონაწილეები ერთობლივი საპროტესტო მსვლელობით პარლამენტთან გაემართებიან, სადაც აქციები 58-ე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. „ყველგან პოლიცია, არსად სამართალი“, „თავისუფლება მზიას, თავისუფლება პოლიტპატიმრებს“, „ძირს რუსული რეჟიმი“ – ისმის აქციის მონაწილეების შეძახილები. საპროტესტო აქციაა ბათუმშიც.
მეტი...სადღესასწაულო, უძველესი სოფელი ჩინეთში (ფოტორეპორტაჟი)
ფერების, დღესასწაულის, განწყობის, ხალისის, ბუნების, ყვავილების, ტურიზმისა და ტურისტების მიზიდულობის ერთ-ერთი ცენტრი – ეს სოფელი ხუანკლინკია, ძიანკსის პროვინციაში. ამ სოფელს ტყუილად ნამდვილად არ უწოდებენ „ინოვაციების შუქურას ტურიზმის სფეროში“. სოფელი ემსახურება როგორც ჰოლისტიკური მემკვიდრეობის კონსერვაციის, ისე ეკონომიკური განვითარებისა და კულტურული გაცვლის მოდელს. ამ სოფელი დაცულია 43 უძველეს შენობა და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის 32 მემკვიდრე, რაც უზრუნველყოფს ტრადიციების უწყვეტობას. ტრადიციების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია კულტურული ფესტივალები და ცეკვის დღესასწაულები. სოფელი ულამაზესია გაზაფხულზე, სადაც ათასფრად აჭრელებულ ყვავილებს ნახავთ. ტერასებად შეფერილი ულამაზესი ყვავილები არა მხოლოდ სილამაზით მოგაჯადოვებთ, არამედ, სურნელებითაც. გორაკზე აშენებული სოფელი უამრავი კულტურული ხელნაკეთი…
მეტი...პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ თბილისში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 12 იანვარს, საღამოს საათებში, ვაშლიჯვრის დასახლებაში არსებული მშენებარე კორპუსის მერვე სართულზე ბრალდებულმა სხვადასხვა ნივთების დარტყმით მოკლა ერთი პირი, რის შემდეგაც მან გვამი ლიფტის შახტში დაწვა”, – აღნიშნულია განცხადებაში. სამართალდამცველებმა ბრალდებული 22 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეტი...,,ევროკავშირი ამერიკას ძალიან უსამართლოდ ეპყრობა” – ტრამპი
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ სხდომაზე ვირტუალურად გამოსვლისას განაცხადა, რომ ,,ამერიკას ევროკავშირი ძალიან, ძალიან უსამართლოდ ექცევა”. ამერიკის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მას უყვარს ევროპა, თუმცა მოითხოვს უფრო სამართლიან და ეფექტურ სავაჭრო პოლიტიკას. ტრამპმა ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომის თემაზეც და იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი ამერიკას ომის შეჩერებაში დაეხმარება. შტატების პრეზიდენტმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, ასევე ისაუბრა ბირთვული რესურსის შემცირების საკითხზეც.
მეტი...„მისი თავიდან მოშორება სცადეს“ – მერაბ დვალიშვილის მწვრთნელი
მერაბ დვალიშვილის მწვრთნელმა, რეი ლონგომ Anik & Florian Podcast-თან UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონზე ისაუბრა და „მანქანას“ ნამდვილი მონსტრი უწოდა. „ყველაფერს, რასაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მერაბთან დაკავშირებით ვამბობდით, ასრულდა. ამ ბიჭის თავიდან მოშორება მისთვის ურთულესი ჩხუბების მიცემით სცადეს და საბოლოოდ, მონსტრი შექმნეს. მერაბმა ყველა ტესტი გაიარა და ახლა, UFC-ს მისი სახით, მონსტრი ჰყავს“, – თქვა მერაბ დვალიშვილის მწვრთელმა.
მეტი...,,უკრაინასთან კონფლიქტი ნავთობის ფასებზე არ არის დამოკიდებული” – პესკოვი ტრამპს
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას, რომელმაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასასრულებლად საუდის არაბეთსა და OPEC-ის ქვეყნებს ნავთობის ფასების დაწევისკენ მოუწოდა. „უკრაინაში არსებული კონფლიქტი ნავთობის ფასებზე არ არის დამოკიდებული“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა. ,,მოვუწოდებ საუდის არაბეთსა და OPEC-ს დაწიონ ნავთობის ფასი, რათა უკრაინაში ომი დასრულდეს” – ტრამპი
მეტი...,,რუსეთისთვის სანქციების გახანგრძლივების საკითხზე მუხრუჭი ამოვწიე” – ორბანი
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ამ სანქციებმა უნგრეთს 19 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური ზიანი მიაყენა. „ახლა დღის წესრიგში დგას სანქციების გახანგრძლივების საკითხი. მუხრუჭი ამოვწიე და ვთხოვე ევროკავშირის ლიდერებს გაეგოთ, რომ ამის გაგრძელება არ შეიძლება. არ არის კარგი, რომ ჩვენ ვიხდით უკრაინის დახმარების ფასს და ისინი გვიქმნიან პრობლემებს. ვთხოვთ მათ, დაარწმუნონ უკრაინა, განაახლონ გაზის ტრანზიტი“, – განაცხადა ორბანმა. Reuters-ი წერს, რომ უნგრეთს ჯერ არ გადაუწყვეტია, დაუჭიროს თუ არა მიმდინარე თვის ბოლოს მხარი სანქციების გახანგრძლივებას. ევროკავშირი ყოველ ექვს თვეში ერთხელ აახლებს სანქციებს და ეს ბლოკის…
მეტი...მელიქიშვილის გამზირსა და კოსტავას ქუჩის ნაწილზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება
თბილისის მერიის ინფორმაციით, საახალწლო განათებების სადემონტაჟო სამუშაოების გამო, 25 იანვარს, 00:30-დან 03:00 საათამდე, მელიქიშვილის გამზირზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება, 03:00-დან 06:00 საათამდე კი საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება კოსტავას ქუჩაზე, კერძოდ, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზიდან მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ არსებულ საგზაო მონაკვეთში. ,,შეზღუდვის პერიოდში კეკელიძის ქუჩიდან ჩამომსვლელი ნაკადი გადაადგილებას ვერ შეძლებს მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით, ხოლო ჭავჭავაძის გამზირიდან და ვარაზის ხევიდან კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ კეკელიძის, ჯანაშიას, ქუთათელაძის, ბარნოვისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. რუსთაველის გამზირიდან მიმავალი ავტომობილები ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩების საშუალებით შეძლებენ გადაადგილებას, ხოლო ნიკოლაძის ქუჩიდან მარცხნივ…
მეტი...,,უნდა გახდეს თუ არა უკრაინა ევროკავშირის წევრი? პასუხი არის: „ცხადია, არა“ – სიიარტო
,,დღეს რომ ხმის მიცემა იმართებოდეს იმაზე, უნდა გახდეს თუ არა უკრაინა ევროკავშირის წევრი, პასუხი არის: „ცხადია, არა“, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომლის სიტყვებსაც უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისი თქმით, დღეს უკრაინა არანაირად არ ასრულებს ევროკავშირში გაწევრიანების აუცილებელ პირობებს. „არ მინდა, გრძელი სია მოგცეთ, მაგრამ ერთ-ერთ მიზეზს გეტყვით : ეროვნული უმცირესობების უფლებები. ფაქტი ისაა, რომ უნგრეთის ეროვნული თემის უფლებები სასტიკად ირღვევა ბოლო ათზე მეტი წლის განმავლობაში. ცხადია, ეროვნული უმცირესობების უფლებების უგულებელყოფა ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს“, – აღნიშნა სიიარტომ.
მეტი...,,უკრაინა რუსეთთან შეთანხმებისთვის მზადაა” – ტრამპი
,,უკრაინა რუსეთთან შეთანხმებისთვის მზადაა”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მოდერატორის შეკითხვაზე, მომავალ წელს დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გამართვის დროს უკვე იქნება თუ არა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიღწეული, ტრამპმა უპასუხა: „თქვენ ეს რუსეთს უნდა ჰკითხოთ. უკრაინა შეთანხმებისთვის მზადაა“. მან ასევე აღნიშნა, რომ ომი უკრაინაში არასდროს უნდა დაწყებულიყო. ტრამპი დარწმუნებულია, რომ ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, სამხედრო კონფლიქტი არ დაიწყებოდა.
მეტი...მექსიკა აშშ-დან მასობრივი დეპორტაციისთვის ემზადება
Reuters-ის ინფორმაციით, სასაზღვრო ქალაქ სიუდად ხუარესში დროებითი კარვების ბანაკები შენდება, სადაც ათასობით დეპორტირებული ლათინოამერიკელის განთავსება იგეგმება. მექსიკური მხარე მათ კვებას, სამედიცინო დახმარებასა და საბუთების აღებაში დახმარებას ჰპირდება. ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, კარვების თავშესაფრის მშენებლობა რამდენიმე დღეში დასრულდება. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა მექსიკის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და სამხედრო ძალების მიერ მისი დახურვის ბრძანება გასცა.
მეტი...,,არ უარვყოფ, ქაღალდის ჭიქაში დარჩენილი ყავით გავუმასპინძლდი, რის შემდეგაც ჯგუფურად დამესხნენ თავს” – გიორგი გახარია
,,არ უარვყოფ, ქაღალდის ჭიქაში დარჩენილი ყავით გავუმასპინძლდი, რის შემდეგაც ჯგუფურად დამესხნენ თავს. როგორც ექიმებმა მითხრეს, გონება დავკარგე და სანამ დახმარება არ გამიწიეს, გონზე ვერ მოვედი”, – ამის შესახებ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გახარიამ დღეს მასზე თავდასხმასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ბათუმის ,,შერატონში” განვითარებული მოვლენების დეტალებზე ისაუბრა. ,,მე ვიყავი ბათუმში ჩვენი პარტიის წევრების სასამართლო პროცესზე. როდესაც დავბრუნდი სასტუმრო „შერატონში“, უკვე შესასვლელშივე დამხვდა ადამიანების რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც შესული არ ვიყავ,ი უკვე ილანძღებოდნენ, იგინებოდნენ და ფაქტობრივად, ახორციელებდნენ თავდასხმას. ეს იყო ჯგუფურად ორგანიზებული, რასაც, რა თქმა უნდა, მოყვა ჩემი შესაბამისი რეაგირება. ამავე დროს,…
მეტი...,,პუტინი ტრამპთან სასაუბროდ მზად არის” – პესკოვი
კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან სასაუბროდ მზად არის. „პუტინი მზად არის, ჩვენ სიგნალს ველოდებით. ყველაფერი მზადაა. აქ მარჩიელობა ახლა რთულია. როგორც კი რამე იქნება, შეგატყობინებთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, რომ ტრამპმა გუშინ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლის დროს განაცხადა, რომ მას რაც შეიძლება მალე პუტინთან საუბარი და უკრაინაში ომის დასრულება სურს.
მეტი...გიორგი ოკმელაშვილის საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადაიდო
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილის საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადაიდო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა მიიღო. ოკმელაშვილის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 3 თებერვალს, 15 საათზე გაიმართება. დღეს კი მოსამართლემ მხარეებს საპროცესო შეთანხმება შესთავაზა და ამისთვის დრო მისცა, თუმცა ცნობილია, რომ მხარეები ამ შეთავაზებაზე უარს ამბობენ. დაცვის მხარის თქმით, გიორგი ოკმელაშვილი უდანაშაულოა და მხოლოდ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. ადვოკატის თქმითვე, მოსამართლე ახლა დილემის წინაშეა, რადგან არ არსებობს ოკმელაშვილის ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები, შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, მას დასაბუთებაც გაუჭირდება. გამოძიების ინფორმაციით, 13…
მეტი...ცნობილია, თბილისში მოკლული ბიჭის ვინაობა
თბილისში 26 წლის ახალგაზრდა მშენებარე კორპუსიდან გადააგდეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვილი ლევან ჯანგულაშვილია. ის კახეთიდან იყო. შსს-მ მკვლელობაში ბრალდებული, 2002 წელს დაბადებული ლ.ტ. ცხელ კვალზე დააკავა. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ ლ.ჯ.-ს ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და მშენებარე კორპუსის მაღალი სართულიდან გადააგდო. შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”, – ნათქვამია ინფორმაციაში. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეტი...,,ის ჭკვიანი ბიჭია” – ტრამპი კიმ ჩენ ინზე
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ჭკვიანი ბიჭია. ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუს დროს ტრამპმა გაიხსენა, რომ კიმ ჩენ ინთან პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს კარგი ურთიერთობები ჰქონდა. ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა ის კვლავ დაუკავშირდეს ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, ტრამპმა დადებითი პასუხი გასცა. აშშ-ის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ კიმ ჩენ ინი რელიგიური ფანატიკოსი არ არის.
მეტი...,,კიევის ნატო-ში გაწევრიანების გეგმები უკრაინაში მშვიდობის მიღწევას გამორიცხავს” – ალექსანდრ გრუშკო
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ გრუშკომ განაცხადა, რომ რუსეთი დაჟინებით მოითხოვს ,,რკინის გარანტიებს“, რათა უკრაინა ნატო-ში არ გაწევრიანდეს. „ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით ალიანსში განსხვავებული თვალსაზრისი არსებობს. ამ შემთხვევაში, ბატონი ფიცო აბსოლუტურად მართალია ამ გეგმების დახასიათებაში, რადგან ეს გამორიცხავს უკრაინაში მშვიდობის მიღწევას და, უფრო ფართო გაგებით, რაიმე სახის უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნასაც კი და ამ თვალსაზრისს ალიანსის რამდენიმე ქვეყანა იზიარებს“, – აღნიშნა გრუშკომ.
მეტი...,,EU-ს ელჩებმა მწვანე შუქი აანთეს ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერებაზე” – იოზვიაკი
,,EU-ს ელჩებმა დღეს დილით მწვანე შუქი აანთეს ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერებაზე”, – წერს ,,რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი X-ზე. ,,ევროკავშირის ელჩებმა დღეს დილით მწვანე შუქი აანთეს ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერებაზე. საგარეო საქმეთა მინისტრები ამას ორშაბათს დააფიქსირებენ. უნგრეთი და სლოვაკეთი წინააღმდეგ წინააღმდეგ მისცემს ხმას, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, რადგან კვალიფიციური უმრავლესობა არის”, – წერს იოზვიაკი.
მეტი...,,არ მინახავს, ალბათ ისეთივე შოუ იქნებოდა, რასაც ამ დღეებში ვხედავთ – უნიჭო, არაფრისმომცემი” – კახა კალაძე
„ტყუილზე დაფუძნებული, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის და რადიკალების წარმომადგენლების პროტესტი მარცხისთვისაა განწირული“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეაფასებს ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტს, კახა კალაძე პასუხობს, რომ არ უნახავს, თუმცა, ეს იქნებოდა ისეთივე არაფრისმომცემი შოუ, როგორიც ბოლო დღეების განმავლობაში იმართება ხოლმე. „სიმართლე გითხრათ, არ მინახავს. ალბათ ისეთივე შოუ იქნებოდა, რასაც ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ – უნიჭო, არაფრისმომცემი. როდესაც რაღაცას აპროტესტებ, ამას საფუძველი უნდა ჰქონდეს. რასაც ამდენი ხანი ვუყურებთ, ჩვეულებრივი ფარისევლობაა. გახსოვთ, როგორ დაიწყო ყველაფერი – თითქოს, საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა ევროინტეგრაციის პროცესზე. წარმოგიდგენიათ? ამას…
მეტი...„კანვასის“ რევოლუცია საქართველოში არ შედგება” – ირაკლი კობახიძე
,,ე.წ. შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებისთვის ტარდებოდა რევოლუციაში ტრენინგები და ამის შედეგებს ვხედავთ ჩვენ დღეს სახეზე – ფსევდოელიტის წარმომადგენლები ცდილობენ გარკვეული რევოლუციური პროცესების ორგანიზებას, თუმცა, რა თქმა უნდა, ესეც განწირულია წარუმატებლობისთვის”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, „კანვასის“ რევოლუცია საქართველოში არ შედგება, საქართველოს მთავრობა კი ყველას ხელს შეუწყობს პროფესიული საქმიანობის წარმოებაში, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა. „საქართველოში, ამ სამი წლის განმავლობაში, ვიხილეთ რევოლუციის 4 მცდელობა, ეს არის უკვე მე-4 მცდელობა. ხან პარტიებით სცადეს რევოლუციის მცდელობა, ხან „ენჯეოებით“, ხან ჟურნალისტებით, ანუ სხვადასხვა ჟურნალისტები, პირობითად, რა თქმა უნდა, საუბარია ე.წ. მედიამენეჯერებზე და ოპოზიციური…
მეტი...სამგზავრო ავტობუსი გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა – არის მსხვერპლი
თურქეთში, ქალაქ კონიაში სამგზავრო ავტობუსი გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა, 33 კი დაშავდა. თურქული მედიის ინფორმაციით, შეჯახება ისეთი ძლიერი იყო, რომ დარტყმისგან, გაჩერებული სატვირთო მეორე გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა. ადგილზე დიდი რაოდენობით სასრაფო დახმარებისა და პოლიციის ბრიგადები იყო მობილიზებული. საქმეზე დაწყებულია გამოძიება. ავტობუსის მძღოლის ვინაობა, ჯერჯერობით, არ საჯაროვდება.
მეტი...,,რატომ უნდა დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი, იმის გამო, რომ იცავს საკუთარი ქვეყნის ინტერესს?” – კახა კალაძე
თბილისის მერის განცხადებით, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისთვის არავითარი საფუძველი არ არსებობს. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს დიდი ბრიტანეთის მხრიდან მოსალოდნელი სანქციების შესახებ დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. „დღევანდელ მსოფლიოში ისეთი წარმოუდგენელი რამეები ხდება, რომ რთულია, რაიმეზე წინასწარ გააკეთო განმარტება. რატომ უნდა დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი, რის გამო? იმის გამო, რომ იცავს საკუთარი ქვეყნის ინტერესს, საკუთარი ქვეყნის მოსახლეობას, არავის აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში გაიხსნას მეორე ფრონტი, ქვეყანა მიერთებოდა სანქციებს და ამით დაგვეზარალებინა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკონომიკა, მშრომელი ადამიანი, მცირე და საშუალო ბიზნესი? ამის გამო დასანქცირება წარმოუდგენელია.…
მეტი...,,ჩვენ ვრჩებით იმ ვალდებულებების ერთგული, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ევროინტეგრაციასთან” – პრემიერი
,,ჩვენ ვრჩებით იმ ვალდებულებების ერთგული, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ევროინტეგრაციასთან”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობებში არის სირთულეები, საქართველო განაგრძობს თანამშრომლობას ევროკავშირთან. „მიუხედავად იმისა, რომ არის სირთულეები ურთიერთობებში, ჩვენ განვაგრძობთ თანამშრომლობას ევროკავშირთან და ამის მორიგი გამოხატულებაა ის, რომ ჩვენ ყველა ვალდებულებას ვასრულებთ და მათ შორის ჩვენი ერთ-ერთი ვალდებულება გახლდათ შესაბამისი დოკუმენტის წარდგენა ევროკომისიისთვის. ეს არის ეკონომიკური რეფორმების გეგმა, ეს მოიცავს სამ წელიწადს – 2025-2026-2027 წლებისთვის არის გაწერილი ეს გეგმა, აქ საუბარია მაკროეკონომიკურ, ფისკალურ საკითხებზე. ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენი მკაფიო ხედვა წარვუდგინეთ…
მეტი...,,კიდევ ბევრი ადამიანი გათავისუფლდება, ვინც თავის უფლება-მოვალეობას ვერ ასრულებს” – კახა კალაძე
„როდესაც შენს თანამშრომელს ხელშეკრულების ვადა ეწურება, იღებ გადაწყვეტილებას, გჭირდება თუ არა, ან ასრულებს თუ არა სამსახურებრივ მოვალეობას შესაბამის დონეზე“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა, სადაც ის შეეხო თბილისის მერიიდან გათავისუფლებული თანამშრომლების საკითხს. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, სისულელეა იმაზე საუბარი, რომ თანამშრომლები სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაუშვეს, რადგან მერიაში ამჟამადაც მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება აქვთ. „ჩვეულებრივი სისულელეა, რომ თანამშრომლებს პოლიტიკური ნიშნით ვუშვებთ. ჩვენ დედაქალაქის მერიაში რეორგანიზაცია გვაქვს დაწყებული და კიდევ ბევრი ადამიანი გათავისუფლდება, ვინც გასათავისუფლებელია და თავის უფლება-მოვალეობას ვერ ასრულებს. ასევე, ზოგიერთ თანამშრომელს დაუმთავრდა ხელშეკრულება. ხელმძღვანელმა პირებმა მიიღეს…
მეტი...თბილისში 26 წლის ახალგაზრდა მშენებარე კორპუსიდან გადააგდეს
თბილისში 26 წლის ახალგაზრდა მშენებარე კორპუსიდან გადააგდეს. შსს-მ მკვლელობაში ბრალდებული, 2002 წელს დაბადებული ლ.ტ. ცხელ კვალზე დააკავა. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ ლ.ჯ.-ს ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და მშენებარე კორპუსის მაღალი სართულიდან გადააგდო. შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”, – ნათქვამია ინფორმაციაში. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეტი...