ნიკოლოზ ბასილაშვილი ოეირაშის ჩელენჯერის ტურნირის მეოთხედფინალშია. შეჯიბრების მერვედფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა შვეიცარიელი მარკ ანდრეა ჰიუსლერი სამ სეტში, 4:6, 6:2, 6:2 დაამარცხა. მომდევნო ეტაპზე 19 წლის ბელგიელ ალექსანდერ ბლოქსს შეხვდება. მელბურნში, წლის პირველ დიდი სლემის ტურნირზე, ავსტრალიის ღია პირველობაზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა სამი საკვალიფიკაციო ეტაპი დასძლია და ძირითად ბადეში გასვლა მოახერხა, პირველ წრეში კი ჩეხ მენშიკთან 1:3 დამარცხდა. ამ მომენტისთვის ბასილაშვილი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 206-ე ადგილზეა.
მეტი...დღე: იანვარი 23, 2025
„სი ძინპინმა დამირეკა. იმედია, ჩინეთი დაგვეხმარება რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერებაში”- ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმედს გამოთქვამს, რომ ჩინეთის პრეზიდენტ სინ ძინპინთან კარგი ურთიერთობა ექნება და ამერიკას რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერებაში დაეხმარება. „სი ძინპინმა დამირეკა. ვფიქრობ, ჩვენ კარგი ურთიერთობა გვექნება. ჩვენ მუდამ კარგი ურთიერთობა გვქონდა. ვიმედოვნებთ, რომ კარგად ვიმუშავებთ და შევთანხმდებით. იმედია, ჩინეთი დაგვეხმარება ომის შეჩერებაში, კერძოდ, რუსეთ-უკრაინის ომის, რადგან მათ დიდი გავლენა აქვთ ამ სიტუაციაზე“- აღნიშნა დონალდ ტრამპმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ სხდომაზე ვირტუალურად გამოსვლისას.
მეტი...„მინდა, რაც შეიძლება, მალე შევხვდე პრეზიდენტ პუტინს და შევაჩეროთ ომი”- ტრამპი
შშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაცია დაიწყებს მუშაობას რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მიღწევის უზრუნველსაყოფად. „მინდა, რაც შეიძლება, მალე შევხვდე პრეზიდენტ პუტინს და შევაჩეროთ ეს ომი. ეს არ არის ეკონომიკური მიზეზის გამო. ეს იმიტომ, რომ მილიონობით სიცოცხლე იკარგება“- აღნიშნა ტრამპმა. დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინა მზადაა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. მან რუსეთ-უკრაინის ომი „სასაკლაოდ“ მოიხსენია და დასძინა, რომ მსგავსი სცენები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არავის უნახავს.
მეტი...რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა. საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. საკანონმდებლო ორგანოსთან მოქალაქეები უკვე 57-ე დღეა იკრიბებიან. როგორც ისინი აცხადებენ, პროტესტი არ შეწყდება მანამ, სანამ ახალი არჩევნები არ დაინიშნება. დღევანდელ აქციას მარშით შეუერთდნენ ის მოქალაქეები, რომლებიც „ახალი თეატრთან“ იყვნენ შეკრებილები.
მეტი...„განვიხილეთ, თუ როგორ შეგვიძლია ვიმუშაოთ პუტინისა და ივანიშვილის ტირანული რეჟიმის დასამარცხებლად“- ულსონი
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში, რომ ჩეხეთის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, ტომაშ პოიარს შეხვდა. უილსონის განცხადებით, შეხვედრაზე, განიხილეს თუ როგორ შეიძლება იმუშაონ: „ომის დამნაშავე პუტინისა და ივანიშვილის ტირანული რეჟიმის დასამარცხებლად“ “მადლობელი ვარ, რომ შევხვდი ჩეხეთის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, ტომაშ პოიარს. ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ ომის დამნაშავე პუტინისა და ივანიშვილის ტირანული რეჟიმის დასამარცხებლად. ჩეხური მორალური და სტრატეგიული სიცხადე ახლა უფრო საჭიროა, ვიდრე ოდესმე!” – წერს უილსონი.
მეტი...ფეისბუკზე შეურაცხმყოფელი ტექსტის გამო ენმ-ის მხარდამჭერები დააჯარიმეს
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები, ლევან გოგია და დავით ყოლბაია ფეისბუკზე შსს-ს მაღალჩინოსანზე შეურაცხმყოფელი ტექსტის გამო 1000-1000 ლარით დააჯარიმა. აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლოს მოსამართლემ მიიღო. ენმ-ის მხარდამჭერები, რომლებიც ყოფილი პოლიციელები არიან, სასამართლომ კანონდამრღვებად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას-საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას და სხვა ამგვარ მოქმედებას გულიახმობს, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს. საუბარია დავით ყოლბაიას ფეისბუკ გვერდზე რამდენიმე დღის წინ საპატრულო პოლიციის უფროს ვაჟა სირაძის ოჯახზე გამოქვეყნებულ შეურაცხმყოფელ სტატუსზე, რომელზეც ლევან გოგიამ ასევე საჯარო კომენტარი გააკეთა. ენმ-ის მხარდამჭერები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. მათი თქმით,…
მეტი...“უკრაინაში ნატო-ს ძალების ჩარევა კონფლიქტის უკონტროლო ესკალაციის საფრთხეს ქმნის”- ზახაროვა
უკრაინაში ნატო-ს სამშვიდობოების განთავსების პერსპექტივას რუსეთი ეწინააღმდეგება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ უკრაინაში ნატო-ს სამშვიდობო კონტინგენტის გაგზავნა უკონტროლო ესკალაციას გამოიწვევს. „16 იანვარს ბრიტანულმა მედიამ დაწერა, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, მაკრონმა იანვრის დასაწყისში დახურული მოლაპარაკებები გამართეს ორი ქვეყნის სამხედრო ნაწილების უკრაინაში გაგზავნის შესახებ. ხოლო 18 იანვარს გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, პისტორიუსმა არ გამორიცხა უკრაინაში გერმანელი ჯარისკაცების გაგზავნის შესაძლებლობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს „გარკვეული დემილიტარიზებული ზონის უსაფრთხოება, რომელიც ექვემდებარება ცეცხლის შეწყვეტას“. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ნატო-ს ძალების ჩარევა კონფლიქტის უკონტროლო ესკალაციის საფრთხეს ქმნის და კატეგორიულად მიუღებელია რუსეთისთვის“- აღნიშნა მარია ზახაროვამ. გერმანიის…
მეტი...აშშ-მა რაკეტის გამშვები სისტემა გადააადგილა, საიდანაც შეუძლია, მისწვდეს სამიზნეებს ჩინეთსა და რუსეთში
აშშ-მა ფილიპინებში რაკეტის გამშვები სისტემა „ტაიფუნი“ გადააადგილა, საიდანაც შეუძლია, მისწვდეს სამიზნეებს ჩინეთსა და რუსეთში. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ფილიპინების მთავრობის მაღალჩინოსანმა თქვა, რომ გადანაცვლება ხელს შეუწყობს იმის დადგენას, სად და რამდენად სწრაფად შეიძლება რაკეტის ბატარეის გადატანა ახალ საცეცხლე პოზიციაზე. „ტაიფუნის“ სარაკეტო გამშვებში განთავსებულია „ტომაჰავკის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები და ასევე SM-6-ის ტიპის რაკეტები, რომლებსაც შეუძლიათ საჰაერო ან საზღვაო სამიზნეების განადგურება 200 კილომეტრის დაშორებით.
მეტი...ლოს ანჯელესში ხანძრის საფრთხის გამო 30 ათასი ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გაიცა
ლოს ანჯელესის რეგიონში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა. ხანძრის საფრთხის გამო 30 ათასი ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გაიცა. ხანძარი გაჩნდა ქალაქ ლოს ანჯელესის ჩრდილო-დასავლეთით 70 კილომეტრში, მთიან ზონაში, რომელიც რამდენიმე საცხოვრებელ უბანს და სკოლას ესაზღვრება. ხანძრის ზონაში ქარის სიჩქარე დაახლოებით 30-50 კმ/სთ იყო და არ გამორიცხავენ, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს.
მეტი...„ახალ თეატრთან“ მანიფესტი დასრულდა – მოქალაქეები მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიდიან
„ახალი თეატრთან“ მსახიობებისა და რეჟისორების საპროტესტო მანიფესტი დასრულდა. თეატრთან მყოფი ხელოვანები და მოქალაქეები მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიდიან. ისინი პარლამენტთან მყოფ აქციის მონაწილეებს შეუერთდებიან. მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ: “ცეცხლი ოლიგარქიას!”, “საქართველო, საქართველო!” მსახიობებმა და რეჟისორებმა დღევანდელ საპროტესტო მანიფესტზე განაცხადეს, რომ “ახალი თეატრი“ გადის რეგიონებში, რათა ხმა ყველას მიაწვდინონ. “თავისუფლება ანდროს” – “ახალი თეატრის” მანიფესტი
მეტი...“თქვენი მოქმედებებით ვიჯერებ, რომ სადაც არ უნდა იყო, ყველგან შეგიძლია, ბედნიერი იყო”- მსახიობის წერილი საპყრობილიდან
მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე საპატიმროდან წერილს ავრცელებს, რომელიც ახალი თეატრის მანიფესტაციის დროს მსახიობმა გივიკო ბარათაშვილმა წაიკითხა. ანდრო ჭიჭინაძე ყველა იმ ადამიანს უთვლის მადლობას, რომელიც ღირსეულ გარემოში ცხოვრებისთვის ყოველდღიურად იბრძვის. „სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, საიდან დავიწყო, როგორ გამოვხატო მადლიერება იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ. ძალიან ვცდილობ, პათეტიკური არ ვიყო, მაგრამ კონტექსტმა გამწირა და მგონი, ცოტა მომიწევს. როცა ვამბობ “თქვენ”, ვგულისხმობ თითოეულ თქვენგანს პირადად და კონკრეტულად, ნაცნობებსა და უცნობებს. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებსაც გააზრებული პასუხისმგებლობა გაქვთ აღებული, პირველ რიგში, საკუთარ თავზე და აკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ თითოეულმა ადამიანმა იცხოვროს ღირსეულ გარემოში, სადაც ყველა…
მეტი...“დემონსტრანტების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობა გამოუძიებელი დარჩა”- ნიდერლანდების ელჩი
საქართველოში ნიდერლანდების ელჩმა, მელინე არაკელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დემონსტრანტების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობა გამოუძიებელი დარჩა. „უნდა ვთქვა, რომ წელს ამ კონკრეტულმა ჯილდომ [ადამიანის უფლებებში] განსაკუთრებული რელევანტურობა შეიძინა საქართველოსთვის. ვინაიდან, სამწუხაროდ, ადამიანის უფლებების დაცვაში უკუსვლა დავინახეთ საქართველოში, გასულ წელს მიღებული კონკრეტული კანონების გამო, რომლებიც ძალიან საზიანო იყო სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ეწ. ოჯახური ღირებულებების კანონმა კარი გააღო ცენზურისთვის და საქართველოს ისედაც დაუცველი მოქალაქეების კიდევ უფრო მეტი სტიგმატიზებისთვის. ასევე ის, რასაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვხედავთ – დემონსტრანტების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობა გამოუძიებელი დარჩა და ამან შეშფოთება გააჩინა დაუსჯელობაზე. ასე რომ, დღევანდელი ჯილდო პირდაპირ…
მეტი...“თავისუფლება ანდროს” – “ახალი თეატრის” მანიფესტი
„ახალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა მსახიობებისა და რეჟისორების საპროტესტო მანიფესტის ტექსტი წაიკითხა. დოიაშვილმა სცენიდან ადამიანებს გვერდით დგომისკენ მოუწოდა. „ეს ადამიანები არიან დაპატიმრებული, სწორედ ამიტომ ვიკრიბებით დღეს ისევ თეატრის წინ, ისევ ამ ეზოში, ისევ ამ ქალაქში, სადაც ამ ადამიანებთან ერთად ქართული კულტურაც დაპატიმრებული ჰყავთ. რაც შემიძლია ახლა ვთქვა, არის ის, რომ ვიწყებთ ახალი თეატრის მანიფესტს. აქ დგომა ჩვენი არჩევანი არ ყოფილა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა დიალოგი გამოგვენახა მხოლოდ პროკურატურასთან – ჯერ იყო და ჩავწერეთ ვიდეოები, გავაჩერეთ სპექტაკლები, შემდეგ შევაგროვეთ ხელმოწერები, თავდებში დაუდგა მთელი თეატრი და მთელი ქართული კულტურა ხალხს, ვინც…
მეტი...გაფრთხილება თურქეთში მოგზაურებს
ბოლო პერიოდში, თურქეთში, ყალბი 100 და 50 დოლარიანი კუპიურების მოხმარება გახშირდა. აქედან გამომდინარე, ვალუტაზე მომუშავე კომპანიები ძველ 100 და 50 დოლარიან კუპიურების მიღებაზე, ძირითად შემთხვევაში, უარს აცხადებენ. შესაბამისად, თუ ძველი კუპიურები გექნებათ, მის გადახურდავებას ან გამოყენებას ვერ შეძლებთ. ასევე, დიდი რისკია, რომ ყალბი დოლარი „შემოგაჩეჩონ“. ამიტომ 100 და 50 დოლარიან კუპიურებთან მიმართებაში გმართებს სიფრთხილე.
მეტი...ქეთევან დედოფლის გამზირზე და ასევე, კოსტავას ქუჩიდან „ლაგუნა ვერეს“ მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ქეთევან დედოფლის გამზირზე და ასევე, კოსტავას ქუჩიდან „ლაგუნა ვერეს“ მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ,,საახალწლო განათებების დემონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირზე 24 იანვარს, 00:30-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. კერძოდ, საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვა ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში იმოქმედებს. სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ირბახის, წურწუმიას, ზურაბაშვილისა და კაჩინსკის ქუჩების საშუალებით. კაჩინსკის ქუჩიდან საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება, როგორც ბოჭორმის ქუჩის, ისე ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით (მარცხნივ მოხვევით). გარდა ამისა, ავტომობილების მძღოლები იმოძრავებენ თელავის ქუჩიდან ბოჭორმის ქუჩის, ასევე, იალბუზის ქუჩიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით. ასევე,…
მეტი...„სამართლიანი არჩევნები“ საარჩევნო ადმინისტრაციაში განხორციელებულ რეორგანიზაციას უწყების დისკრედიტაციისთვის იყენებს” – ცესკო
ცესკო უსაფუძვლოსა და არაარგუმენტირებულს უწოდებს „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელის განცხადებას, რომ „ცესკო-ში რეორგანიზაცია ფორმალურ ხასიათს ატარებდა და კანონით დადგენილ სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა“. „დღეს, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა სრულიად უსაფუძვლოდ და არაარგუმენტირებულად განაცხადა, რომ ცესკოში რეორგანიზაცია ფორმალურ ხასიათს ატარებდა და კანონით დადგენილ სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა, მაშინ, როდესაც „სამართლიან არჩევნებს“ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ცესკოსგან არანაირი ინფორმაცია არ გამოუთხოვია და შესაბამისად პროცესთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას არ ფლობს. როგორც ჩანს, ორგანიზაცია მისთვის უკვე ჩვეული მიკერძოების სტანდარტით, საკუთარ განცხადებაში დაეყრდნო მხოლოდ ერთი მხარის განცხადებებს და საჭიროდ არ ჩათვალა საფუძვლიანად შეესწავლა რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ყველა გარემოება. სამწუხაროდ, „სამართლიანი არჩევნების“…
მეტი...სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი, გიორგი ახობაძე პატიმრობაში დატოვა
სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი, გიორგი ახობაძე პატიმრობაში დატოვა. სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. თავად ახობაძემ პროცესზე განაცხადა, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და ნარკოტიკი ჩაუდეს. ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეტი...დიდთოვლობისა და ქარიშხლის გამო, მექსიკის ყურე სტიქიური უბედურების ზონაა
მექსიკის ყურის არეალი სტიქიური უბედურების ზონაა. ტეხასიდან ფლორიდამდე ტერიტორიაზე ქარიშხალი და დიდთოვლობაა. ყინვას 10 ადამიანი ემსხვერპლა. ნიუ ორლეანის აეროპორტში 2000-მდე ფრენა გადაიდო. შეფერხებით მუშაობს საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, გადაკეტილია მაგისტრალები. გაუქმებულია საჯარო ღონისძიებები. მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
მეტი...,,რუსეთთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ მკაცრ განცხადებას მივესალმებით” – ანდრეი სიბიგა
„ეს ნამდვილად ძლიერი გზავნილი და სიგნალი იყო. რუსეთზე ზეწოლა უნდა გავზარდოთ და მოლაპარაკებების წარმოება უნდა ვაიძულოთ. ჩვენ აშშ-ის ლიდერობა და მეტი ჩართულობა გვჭირდება. პრეზიდენტ ტრამპის ასეთ მკაცრ განცხადებას ნამდვილად მივესალმებით“, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა. ანდრეი სიბიგა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებას არ დათანხმდება, მაშინ ის რუსეთს სანქციებსა და ტარიფებს დაუწესებს. „თუ შეთანხმებას არ მივაღწევთ, თან მალე, სხვა გამოსავალი არ მექნება, გარდა მაღალი დონის გადასახადების, ტარიფებისა და სანქციების დაწესებისა ყველაფერზე, რასაც რუსეთი აშშ-სა და სხვა მონაწილე…
მეტი...,,ეს არის გამყიდველობის კიდევ ერთი დონე” – პაპუაშვილი ზურაბიშვილზე
„უსამშობლო“ – როგორც წესი, სწორედ ასე მოიხსენიებს ქართველი ხალხი რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ფსევდოლიბერალური ინტერნაციონალის ამორფულ „ღირებულებებს“ სწირავს”, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი X-ზე და სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს აზიარებს. მისი თქმით, ეს გამყიდველობის მორიგი დონეა. ,,საქართველოს ექს-პრეზიდენტი „საკუთარ“ ქვეყანაზე ისე საუბრობს, თითქოს საქართველო უცხო სახელმწიფო და პაიკია დისტანციურ თამაშში: „თუკი ამერიკას სურს იყოს პირველი, იყოს ძლიერი, მან არ უნდა დაუშვას 3.7 მილიონი მოსახლის მქონე პატარა ქვეყნის მხრიდან დამცირება”. ასე უპატივცემულოდ მოიხსენიებს იგი საქართველოს მოქალაქეებს. ოპოზიცია ვერ აფასებს, რომ ნამდვილ პარტნიორობას საფუძვლად უდევს ორმხრივი პატივისცემა და არა მორჩილება“,…
მეტი...„დროა, ევროკავშირმა შეწყვიტოს ზეწოლა და საბოლოოდ, პატივი სცეს ქართველი ხალხის არჩევანს!” – მარიანი
„დროა, ევროკავშირმა შეწყვიტოს ზეწოლა და საბოლოოდ, პატივი სცეს ქართველი ხალხის არჩევანს!“, – წერს ფრანგი პოლიტიკოსი და ევროპარლამენტის წევრი ტიერი მარიანი X-ზე. „ეუთოს სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიში საქართველოს არჩევნებზე გამოქვეყნდა. რუსეთის ჩარევაზე არც ერთი მინიშნება არ არის. საკმარისია ტყუილები! საკმარისია ევროკავშირის ცუდი ნება! დროა, ევროკავშირმა შეწყვიტოს ზეწოლა და საბოლოოდ პატივი სცეს ქართველი ხალხის არჩევანს!“, – წერს ტიერი მარიანი.
მეტი...,,უკრაინაში ნატო-ს ძალების ჩარევა კონფლიქტის უკონტროლო ესკალაციის საფრთხეს ქმნის და რუსეთისთვის მიუღებელია” – ზახაროვა
„ნატო-ს ძალების ჩარევა უკრაინაში კონფლიქტის უკონტროლო ესკალაციის საფრთხეს ქმნის და რუსეთისთვის კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ. როგორც მან აღნიშნა, ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ დასავლეთის ქვეყნები გეგმავენ თავიანთი ჯარების განლაგებას ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების უზრუნველსაყოფად. „16 იანვარს ბრიტანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა იანვრის დასაწყისში გამართეს დახურული მოლაპარაკებები პოტენციური სამშვიდობო მისიის ფარგლებში ორი ქვეყნის სამხედრო ნაწილების უკრაინაში გაგზავნის შესახებ. 18 იანვარს გერმანიის თავდაცვის მინისტრმა არ გამორიცხა უკრაინაში გერმანელი ჯარისკაცების გაგზავნის შესაძლებლობა ცეცხლის შეწყვეტის პირობების თანახმად, დემილიტარიზებული ზონის „უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა…
მეტი...ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტი ნიკა კაცია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტი ნიკა კაცია კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო. დღეს სასამართლოში მტკიცებულებების დასაშვებობასა და პატიმრობის გადახედვაზე მსჯელობდნენ. დაცვის მხარე აცხადებს, რომ მტკიცებულებები კანონდარღვევითაა მოპოვებული. მოსამართლის კითხვაზე, ცნობდა თუ არა ის თავს დამნაშავედ, კაციამ უარყოფითი პასუხი გასცა. „არც ერთ შემთხვევაში. ნუ განმიმარტავთ, რადგან უდანაშაულო ვარ”, – განაცხადა კაციამ. ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. მას რალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შემდეგი სასამართლო სხდომა 3 თებერვალს…
მეტი...,,სტადიონი ქალაქის გარეუბანში აშენდება, შერჩეულია 2 ლოკაცია, დაველოდებით ჰოლანდიური კომპანიის რჩევას” – პრემიერი
,,სტადიონის მშენებლობისთვის ამ ეტაპზე შერჩეულია 2 ძირითადი ლოკაცია, ორივე არის ოპტიმალური და ამ ორიდან ალბათ ერთ-ერთზე შევჯერდებით, დაველოდებით ჰოლანდიური კომპანიის რჩევას ამასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ,,დღეს გვქონდა საუბარი ლოკაციაზე და სხვადასხვა ალტერნატიული ლოკაცია განვიხილეთ. ჩვენ არ გავუსწრებთ წინ მოვლენებს, დაველოდებით ჰოლანდიურ კომპანიას, მათი რჩევა იქნება მნიშვნელოვანი, ბუნებრივია, ლოკაციის შერჩევის პროცესშიც. ერთ-ერთი მისია ამ კომპანიის იქნება ის, რომ უნდა დაგვეხმაროს ლოკაციის შერჩევაში. ყველა შემთხვევაში, ეს იქნება ქალაქის გარეუბანი. ეს არის თანამედროვე სტანდარტი იმისათვის, რომ ლოჯისტიკურად იყოს ადვილად მისასვლელი შესაბამის ლოკაციამდე. ამ…
მეტი...,,დაუღალავად ვიმუშავებ, ვიდრე ღაზის სექტორში მყოფი ყველა მძევალი არ გათავისუფლდება” – რუბიო
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ისრაელის პრემიერ-მინისტრს ესაუბრა. უცხოური მედიის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას, მარკო რუბიომ ხაზი გაუსვა ისრაელის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერას. სახელმწიფო მდივანმა ბენიამინ ნეთანიაჰუს „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ დაუღალავად იმუშავებს, ვიდრე ღაზის სექტორში მყოფი ყველა მძევალი არ გათავისუფლდება.
მეტი...,,ჩვენ ვართ ყველას მთავრობა, მზად ვარ ყველას აზრი გავითვალისწინო” – პრემიერი
,,ჩვენ ყველას მთავრობა ვართ, მათ შორის რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი ბიზნესის მთავრობაც, ამიტომ მათი აზრიც უნდა გავითვალისწინოთ, ოღონდ უნდა გავითვალისწინოთ არა მათი პოლიტიკური მოთხოვნები, არამედ ის მსჯელობა, რომელიც უკავშირდება ბიზნესის ინტერესებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არიან ბიზნესმენები, რომლებიც ხელს აწერენ პოლიტიკურ აქტებს, მათ შორის ითხოვენ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, რითაც ადასტურებენ, რომ მათ სურთ, ხელისუფლებაში დაბრუნდეს ის ძალა, რომელიც გამოირჩეოდა სწორედ ბიზნესის რეკეტით. „მზად ვარ ყველას აზრი გავითვალისწინო, ყველა არის ჩვენი მოქალაქე და მით უმეტეს, ბიზნესის ინტერესები უნდა იყოს დაცული, მაგრამ არიან…
მეტი...აშშ მექსიკასთან საზღვარზე 1500 ჯარისკაცს აგზავნის
აშშ მექსიკასთან საზღვარზე 1 500 ჯარისკაცს აგზავნის. „პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას – დამატებით 1 500 ჯარისკაცი შეერთებული შტატების სამხრეთ საზღვარზე განლაგდება“, – განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. როგორც თეთრ სახლში აღნიშნავენ, პენტაგონის მთავარი მისია „რესპუბლიკური“ ადმინისტრაციის პირობებში იქნება შეერთებული შტატების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. „ამერიკელი ხალხი ელოდებოდა ამ მომენტს, როდესაც ჩვენი თავდაცვის დეპარტამენტი ნამდვილად სერიოზულად მოეკიდება ეროვნულ უსაფრთხოებას. ეს არის ამერიკელი ხალხის მთავარი პრიორიტეტი“, – განაცხადა მან.
მეტი...,,ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება” – გარემოს ეროვნული სააგენტო
23 იანვრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული. ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და ასევე მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე – https://air.gov.ge/ “რეკომენდაციების” ველში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
მეტი...,,ძაღლი ყეფდა, ქარავანი მიდიოდა” – ირაკლი კობახიძე
,,რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერები, მოასწავებდნენ ათას უბედურებას ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა ჩვენი ქვეყნისთვის საბედნიეროდ, რადიკალების პროგნოზები არასოდეს მართლდებოდა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ამ განცხადებების ფონზე ხელისუფლებამ შეძლო და ქვეყნის ეკონომიკა 4 წელიწადში გაზარდა 40 მილიარდი ლარდი ლარით. „რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერები ასე ლაპარაკობენ უკვე წლებია. 2020 წლიდან მოყოლებული, განსაკუთრებით, ისინი საუბრობენ ასეთ ტონალობაში, მუდმივად საუბრობენ რისკებზე, პრობლემურ განვითარებაზე. საბოლოო ჯამში, ძაღლი ყეფდა, ქარავანი მიდიოდა და თქვენ ხედავთ, რომ ამ განცხადებების ფონზე ჩვენ შევძელით და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 4 წელიწადში გავზარდეთ 40 მილიარდი ლარდი…
მეტი...„ბოლო ორ დღეში, აშშ-მექსიკის საზღვარზე 766 მიგრანტი დააკავეს“ – აშშ-ის საზღვრების უსაფრთხოების ხელმძღვანელი
აშშ-ის საზღვრების უსაფრთხოების ხელმძღვანელმა, ტომ ჰომანმა äფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში, აშშ-მექსიკის საზღვარზე 766 მიგრანტი დააკავეს. „ქალაქები, რომლებსაც მიგრანტები თავს აფარებენ, მიიღებენ ზუსტად იმას, რაც არ სურთ. მეტი აგენტი თემში, მეტი დაკავებულები. თამაში დაიწყო“, – განაცხადა ჰომანმა. მან ასევე აღნიშნა, რომ 24 საათში აშშ-მექსიკის საზღვართან დაახლოებით 308 სერიოზული დამნაშავე დააკავეს. „დაკავებულთა შორის იყვნენ მკვლელები, ზოგიერთი მათგანი იყო მოძალადე“, – განაცხადა ჰომანმა. შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის მთავარი საკითხი მიგრანტები იყო. ტრამპმა არაერთხლ განაცხადა, რომ თანამდებობის დაკავების შემდეგ დაიწყებდა არალეგალურად მყოფი მიგრანტების მასობრივ დეპორტაციებს.
მეტი...,,გვინდა, სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ აშშ-თან ურთიერთობა” – პრემიერი
,,ჩვენ ვართ მოხარული, რომ გვაქვს ღირებულებითი თანხვედრა ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შეძლებს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია დიფ სთეითის სრულად დამარცხებას აშშ-ში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას სურს სუფთა ფურცლიდან განაახლოს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან. „ჩვენ რა თქმა უნდა, ვართ ძალიან დაინტერესებულები, რომ მოხდეს აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა. უფრო მეტიც, ჩვენ განვაცხადეთ, რომ გვინდა სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან და უფრო მეტიც, ეს გვინდა გავაკეთოთ კონკრეტული გზამკვლევით, დაახლოებით ისეთივე გზამკვლევით, როგორიც არის შექმნილი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისთვის, როგორიც…
მეტი...,,ტრამპი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს სანქციებს ხშირად მიმართავდა” – პესკოვი
,,ტრამპი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს სანქციებს ხშირად მიმართავდა, მას ეს მეთოდები მოსწონდა”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებას არ დათანხმდება, მაშინ ის რუსეთს სანქციებსა და ტარიფებს დაუწესებს. „აქ რაიმე სახის ახალ ელემენტს ვერ ვხედავთ. იცით, რომ ტრამპი, პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს, სანქციების მეთოდებს ხშირად მიმართავდა. მას ეს მეთოდები მოსწონს. ყოველ შემთხვევაში, პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში მოსწონდა“, – განაცხადა პესკოვმა. მისი თქმით, მოსკოვი ვაშინგტონთან „თანასწორი დიალოგისთვის მზად არის, მაგრამ ჯერჯერობით სიგნალი არ მიუღია“.
მეტი...,,გამოჩნდა, რომ ამერიკული თანხები გამოიყენებოდა კონკრეტული ქვეყნების სუვერენიტეტის შესარყევად” – პრემიერი
,,გამოჩნდა, რომ ამერიკული თანხები ხშირ შემთხვევაში გამოიყენებოდა არასწორი პროცესების დასაფინანსებლად, კონკრეტული ქვეყნების სუვერენიტეტის შესარყევად, რასაც ჩვენ ვამბობდით და რაზეც ჩვენ გვაკრიტიკებდნენ, ჩვენი მსჯელობის სისწორე დაადასტურა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციისა და პირადად პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებამ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ს საგარეო დახმარების ყველა პროგრამის 90 დღით შეჩერებასთან დაკავშირებით, რაზეც პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მისასალმებელია. „ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვსაუბრობდით, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც დავაინიცირეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი იმაზე, რომ არამარტო არამიზნობრივად იხარჯებოდა გარკვეული…
მეტი...ტრამპმა საიდუმლო სამსახურის უფროსად დანიშნა აგენტი, რომელმაც ის პენსილვანიაში მკვლელობას გადაარჩინა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქვეყნის საიდუმლო სამსახურის უფროსად აგენტი შონ კერანი დანიშნა, რომელმაც 2024 წლის ივლისში ის პენსილვანიაში მკვლელობას გადაარჩინა. „მან დაამტკიცა უშიშარი მამაცობა, როცა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ბატლერში, პენსილვანიის შტატში მკვლელის მიერ გაშვებულ ტყვიას გადამარჩინა. მე სრულად ვენდობი შონს იმაში, რომ ის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურს გახდის ძლიერს, როგორც არასდროს“, – დაწერა ტრამპმა. მისი თქმით, კერანს სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის 23-წლიანი გამოცდილება აქვს. მან საიდუმლო სამსახურში მუშაობა სპეციალური აგენტის თანამდებობაზე 2001 წელს დაიწყო.
მეტი...,,ბიძინა ივანიშვილი არცერთ შემთხვევაში არ დათმობს ამ ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს” – პრემიერი
,,იყო კონკრეტული ძალიან მძიმე მანკიერი ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც ითვალისწინებდა ჩვენი ქვეყნის, რეალურად, განადგურებას, მეორე ფრონტის გახსნას და სწორედ ამას უკავშირდება ეს პოლიტიკური ინტერესები, რის გამოც ხდება შვეიცარული ბანკების უკვე გამოყენება ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სამწუხაროა, რომ ოდესღაც ცნობილი შვეიცარიული საბანკო სისტემა, რომელიც განთქმული იყო თავისი საიმედოობით, დღეს გამოიყენება პოლიტიკური შანტაჟისთვის. „სრულიად აშკარაა, რომ ამ ყველაფერს აქვს მკაფიოდ პოლიტიკური საფუძველი. თქვენ იცით, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ანგარიშის ძარცვა დაიწყო 2008 წელს, მას შემდეგ, რაც…
მეტი...ირლანდიაში განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული
SkyNews-ის ცნობით, ირლანდიაში შტორმი ,,ეოინის” გამო განგაშის წითელი დონე გამოცხადდა. ირლანდიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ,,ეოინს” ძლიერი და დამანგრეველი ძალა ექნება. მოსალოდნელია, რომ შტორმი ,,ეოინი” ჩრდილოეთ ინგლისისა და შოტლანდიის ნაწილსაც შეეხება. ქარიშხალს 60-70 კმ/სთ სიჩქარით პროგნოზირებენ, რომელიც დროდადრო 80-90 კმ/სთ-მდე გაძლიერდება.
მეტი...