,,გვსურს უკრაინაში ომი ისე დასრულდეს, რომ 3-4 წელიწადში ისევ აღარ დაიწყოს” – რუბიო

„გვსურს, რომ მის დასასრულებლად ყველაფერი გავაკეთოთ. ჩვენს ძალისხმევას გამოვიყენებთ, რათა ეს კონფლიქტი სტაბილურად დასრულდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ არ გვსურს კონფლიქტი დასრულდეს და შემდეგ ორ, სამ ან ოთხ წელიწადში განახლდეს”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ CBS Mornings-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, კონფლიქტი, რომელიც რუსეთმა დაიწყო ახლა ჩიხშია შესული და როგორც უკრაინისთვის, ისე რუსეთისთვის დამანგრეველია. ,,ყველა ბედნიერი უნდა იყოს, რომ დონალდ ტრამპი, რომელსაც მსოფლიოში მშვიდობის ხელშეწყობა და კონფლიქტების დასრულება სურს, აშშ-ის პრეზიდენტად აირჩიეს“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

მეტი...

1 წლის ბავშვი კლინიკაში დაიღუპა – რენტგენის სურათზე გამოჩნდა, რომ მას მონეტა ჰქონდა გადაყლაპული

დიდ ბრიტანეთში, კორნუოლის ჰოსპიტალში 14 თვის ბავშვი დაიღუპა, რენტგენის სურათმა აჩვენა, რომ მას 10 პენიანი მონეტა ჰქონდა გადაყლაპული. dailymail-ის ცნობით, მამას ეგონა, რომ ბავშვს ეძინა, თუმცა ის 30 წუთის გარდაცვლილი აღმოჩნდა. ექიმებმა მისი რეანიმირება ვერ შეძლეს გამოძიებამ გაარკვია, რომ ბავშვს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ახველებდა. მშობლები სტეროიდებით და ინჰალატორით მკურნალობდნენ. გამოძიების ცნობით, ბავშვის გარდაცვალება დაუდევრობას არ გამოუწვევია და ეს დადასტურებულია. ამასთან, გამოძიება ჯერჯერობით ზუსტად ვერ ამბობს, მონეტის გადაყლაპვამ გამოიწვია ბავშვის გარდაცვალება თუ არა.

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის“ დაკავებულს 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის“ დაკავებულ კახა მურადოვს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ის დამნაშავედ ცნეს ,,სისხლის სამართლის კოდექსის” ორი მუხლით: „სამშობლოს ღალატი“ და „ცეცხლსასროლი იარაღით უკანონო ვაჭრობა“. თავად მურადოვს ბრალი არ უღიარებია. საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, მურადოვი აფხაზეთის მოქალაქეა, თუმცა, მისი დაკავების შემდეგ, ,,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა” განაცხადა, რომ მას ქართული პასპორტიც ჰქონდა. მურადოვი სოხუმში 2024 წლის 14 მაისს დააკავეს. საოკუპაციო რეჟიმის ე.წ უსაფრთხოების სამსახურმა მისი დაკავებისა და დაკითხვის ვიდეო გაავრცელა, სადაც მურადოვი, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან კავშირებზე საუბრობდა.

მეტი...

აშშ-ში იშვიათი ზამთრის შტორმის გამო 10 ადამიანი დაიღუპა

CNN-ის ცნობით, ზამთრის შტორმმა აშშ-ს მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო 10 ადამიანი დაიღუპა. აშშ-ს სამხრეთ ნაწილში ექსტრემალურად დაბალი ტემპერატურაა, რის გამოც მორღვეულია სატრანსპორტო სისტემა, დახურულია სკოლები და სახელმწიფო დაწესებულებები, ათასობით ავიარეისები გადადებულია ან გაუქმებულია. ზამთრის შტორმი სამხრეთ ტეხასიდან ფლორიდის ჯექსონვილამდეა გავრცელებული. ახალ ორლეანში, მობილში, პენსაკოლაში თოვლის საფარმა ისტორიული რეკორდი მოხსნა. ადგილობრივი მოსახლეობა სოციალურ ქსელებში წერს, რომ მსგავსი რამ არასდროს არ უნახავთ.

მეტი...

,,როგორც ქართველები იბრძვიან ევროპული გზისთვის, ჩვენი ვალია ასევე მკაფიოდ დავუჭიროთ მათ მხარი” – იუკნევიჩიენე

,,მამაცი ქართველები 50 დღეზე მეტია აპროტესტებენ თავიანთი ევროპული მომავლის მოპარვას მიუხედავად ,,ქართული ოცნების” ხელისუფლების მხრიდან სისასტიკისა და ძალადობისა. სხვათა შორის, ქუჩაში გამოსული ადამიანები მათ ,,კრემლის ოცნების”, ,,რუსეთის ოცნების” პარტიას ეძახის”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ,,მაშინ, როცა ქართველები იბრძვიან ევროპული გზისთვის, ჩვენი მოვალეობაა, ვიყოთ მკაფიო ჩვენს მხარდაჭერაში: პირველი – ქართველი ხალხის ერთადერთი ნამდვილი და ლეგიტიმური წარმომადგენელი და ერთადერთი აღიარებული თანამდებობის პირი არის სალომე ზურაბიშვილი, მეორე – “ქართული ოცნება” და თვითგამოცხადებული ერთპარტიული პარლამენტი არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება. მოვუწოდებ ევროკავშირის ლიდერებს, წევრ სახელმწიფოებს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს,…

მეტი...

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ჩანაქკალე-აივაჯიკის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5,2 მაგნიტუდა შეადგინა, რამაც მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 23:38 საათზე მოხდა. თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ბიძგების ეპიცენტრი მიწის ქვეშ, 8 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. ექსპერტები იმედოვნებენ, რომ აღნიშნული ბიძგები იზოლირებული შემთხვევაა და უფრო ძლიერი მიწისძვრა რეგიონში არ განმეორდება.

მეტი...

თბილისის მერია 100 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 10 000 ლარამდე ზრდის

„100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებული ხანდაზმულები 1 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარს მიიღებენ. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სოციალური პროგრამების განხორციელებას მიმდინარე წლის ბიუჯეტშიც ძირითადი ადგილი დაეთმობა. „მოგეხსენებათ, რომ დედაქალაქის ბიუჯეტში ძირითადი მიმართულება ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, არის სოციალური პროგრამები. ჯერ კიდევ არსებობს ოჯახები, ვისაც ჩვენი მხრიდან თანადგომა სჭირდებათ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ადამიანებს ჩვენგან ხელშეწყობა ჰქონდეთ და არავინ დარჩეს პრობლემის პირისპირ. ჩვენ გვაქვს პროგრამა, როდესაც ადამიანს 100 წელი უსრულდება, დედაქალაქის მერია ჯილდოს სახით, 1…

მეტი...

„დეე, მენატრები“ – ბათუმში დაკარგულ მოზარდს მეშვიდე დღეა ეძებენ

უკვე მეშვიდე დღეა, ბათუმში დაკარგულ მოზარდს ეძებენ. 14 წლის ალექსანდრე მიქელაძის სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა. ის 16 იანვარს, საღამოს საათებში გაუჩინარდა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი პირადი ნივთები და ტელეფონი ბულვარში, სანაპიროსთან იპოვეს. „დეე, მჭირდები…მენატრები… ყველას გვენატრები…“, – წერს ალექსანდრეს დედა, ნათია დიაკვნიშვილი. ნებისმიერი სახის ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით 112-ს, ან დაკარგული მოზარდის ოჯახს – ტელეფონის ნომრებზე 555 10 55 00; 599 45 11 22.

მეტი...

,,ვერ დავტოვებთ ქართველ ხალხს პუტინის ამარა” – ევროპარლამენტარი

,,ვერ დავტოვებთ ქართველ ხალხს პუტინის ამარა. უნდა დავდგეთ ქართველების გვერდით და მოვითხოვოთ ახალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების დანიშვნა”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა, ანტონიო ლოპეზ ისტურიზმა საქართველოს შესახებ დებატების დროს. ,,ყველაფერი ნათელია: ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ხალხს, ვინც არჩევნები მოიპარა, ეს გაუვიდეთ. ეს განგაშის ზარია, ბატონებო. დე ფაქტო ხელისუფლებამ, რომელსაც ოლიგარქი ივანიშვილი აკონტროლებს, მიიღო რეპრესიული კანონები და, გარდა ამისა, აქტივისტების, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების დაპატიმრება ოპოზიციური ხმების ჩახშობას ემსახურება. ინციდენტები, რომელთა დროსაც სამიზნე ოპოზიციის ლიდერები გახდნენ, სრულიად მიუღებელია. ჩვენ უნდა დავდგეთ ქართველი ხალხის გვერდით…

მეტი...

ლორა თორნტონმა დონალდ ტრამპს სექსუალური მოძალადე და დამნაშავე უწოდა

„მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა, საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელმა ლორა თორნტონმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სექსუალური მოძალადე და დამნაშავე უწოდა. „მესმის, რომ საქართველოს ინტერესებშია ქართული დემოკრატიის წარმოჩენა, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ის სექსუალური მოძალადე და დამნაშავეა. ამიტომ ჩვენგან ბევრს, როგორც ქართველები იტყვიან, „ყურს გვჭრის“ ჩვენი ქართველი მეგობრებისგან მისი ასეთი ქება-დიდება და პირფერობა“, – წერს ლორა თორნტონი X-ზე. ,,ეჰ, ლაურა, ლაურა! ადრე, ჩემს ბავშვობაში, ტვინი იყიდებოდა დეზერტირის ბაზარში, იქნებ, გეცადათ?” – თეა წულუკიანი

მეტი...

ჩინეთში, 35 ადამიანის მკვლელობაში მსჯავრდებული მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს

ჩინეთში, 35 ადამიანის მკვლელობაში მსჯავრდებული მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს. როგორც BBC წერს, ნოემბერში, 62 წლის ფან ვეიქიუ, ქალაქ ჟუჰაიში ავტომობილით ფეხით მოსიარულეებს გამიზნულად შეეჯახა, რის შედეგადაც ათეულობით ადამიანი დაიღუპა. აღნიშნული შემთხვევა, ქვეყანაში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ თავდასხმად ითვლება. პოლიციის ცნობით, ფან ვეიქი განქორწინების შემდეგ ქონების გაყოფით იყო უკმაყოფილო, რაც თავდასხმის მოტივად სახელდება.  

მეტი...

,,ეჰ, ლაურა, ლაურა! ადრე, ჩემს ბავშვობაში, ტვინი იყიდებოდა დეზერტირის ბაზარში, იქნებ, გეცადათ?” – თეა წულუკიანი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი ,,მაკკეინის ინსტიტუტის” გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ,,ეჰ, ლაურა, ლაურა! ადრე, ჩემს ბავშვობაში, ტვინი იყიდებოდა დეზერტირის ბაზარში. იქნებ, გეცადათ? აბა, პოლიტოლოგიის სწავლა უკვე დაგვიანებულია ამ ასაკში”, – წერს თეა წულუკიანი. ლორა თორნტონმა დონალდ ტრამპს სექსუალური მოძალადე და დამნაშავე უწოდა

მეტი...

კალიფორნიაში ხანძარმა ამჯერად სან-დიეგოს მცხოვრებლები დააზარალა

კალიფორნიაში ხანძარმა ამჯერად სან-დიეგოს მცხოვრებლები დააზარალა. ევაკუირებულია 3 ათასამდე ადამიანი. ცეცხლი უკიდია დასახლებული პუნქტების მახლობლად მდებარე კლდოვან ტერიტორიას. ძლიერი ქარისა და მშრალი ამინდის გამო, მეხანძრეებს ცეცხლის ჩაქრობა უჭირთ. გადაკეტილია გზები. ოპერაციაში, სახმელეთო ეკიპაჟებთან ერთად, ჩართულია ვერტმფრენებიც. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაშავებულები არ არიან.  

მეტი...

,,ქართული ოცნება” პანიკაშია” – ტობიას კრამერი

,,ბოლო კვირებისა და თვეების განმავლობაში 400-ზე მეტი ქართველი, მათ შორის პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და რიგითი მოქალაქე დააკავეს და აწამეს. მათი დანაშაული კი უკვე 55-ე დღეა ევროპული მომავლის მოთხოვნით ქუჩაში გამოსვლაა”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ტობიას კრამერმა, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ,,მე ხალხის გამბედაობა დეკემბერში ჩვენი ვიზიტისას ვნახე. ყველა ასაკის ადამიანი ქუჩაში ევროკავშირში მომავლისთვის და ევროპარლამენტში წარმოდგენისთვის გამოდის. ამას აკეთებენ მაშინ, როცა იციან რომ „ქართული ოცნების“ რეპრესიებისგან დაცული არავინ არ არის, მათ შორის არც ყოფილი პრემიერი და არც პრეზიდენტი. ქართველები თავს შეშინების უფლებას არ აძლევენ, რადგან ძალადობის ესკალაცია…

მეტი...

,,ბავშვს გადმოვაგდებ, თორემ დაიწვება“ – რას ამბობენ თურქეთის სასტუმროში გაჩენილი ხანძრის თვითმხილველები

თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში, სამთო-სათხილამურო კურორტის სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 76 ადამიანი ემსხვერპლა. მსხვერპლის უმეტესობა ის ადამიანები არიან, ვინც ფანჯრებიდან გადახტნენ, რათა გადაერჩინათ. ერთი მსხვერპლი გარდაიცვალა მე-11 სართულიდან გადახტომის მცდელობისას, სხვები კი გადაბმული თეთრეულით ფანჯრიდან ჩამოშვებას ცდილობდნენ. ცეცხლი ბოლუს პროვინციაში, კურორტ კარტალკაიაში, სასტუმროს რესტორანში ღამით გაჩნდა, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ. ბოლუს გუბერნატორმა, აბდულაზიზ აიდინმა თურქულ საინფორმაციო სააგენტო TRT-ს განუცხადა, რომ ხანძარი 11 სართულიანი სასტუმროს მეოთხე სართულზე, დაახლოებით დილის 3:30 საათზე გაჩნდა. შემზარავ კადრებში ჩანს, რომ სასტუმროს ზედა სართულები და სახურავი ცეცხლშია ჩაფლული, ზოგიერთი სტუმარი ცდილობს ოთახებიდან თეთრეულის გამოყენებით, ცეცხლისგან თავის დაღწევას.…

მეტი...

,,ევროკომისია, რას ელოდებით? საქართველოს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება” – ევროპარლამენტარი

,,ევროკომისია, რას ელოდებით? საქართველოს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება”, – განაცხადა ნიდერლანდელმა ევროპარლამენტარმა, რაინიე ვან ლანშოტმა ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას. ,,დღეს გარეთ ცივა. წარმოიდგინეთ, გადიხართ გარეთ და იქ 6 საათის განმავლობაში დგახართ. სიცივისგან კანკალებ და გეშინია, რომ შესაძლოა, პოლიციამ გცემოს უმიზეზოდ. სახლში დივანზე ოჯახთან ერთად ჯდომა, ბევრად უკეთესია, მაგრამ მაინც ქუჩაში რჩები, ხვალ ისევ მიდიხარ ისე, როგორც ამას ბოლო 55 დღის განმავლობაში აკეთებ, რადგან გსურს, შენი ქვეყანა დიქტატურა არ გახდეს, რადგან გსურს, შენს ქვეყანაში დემოკრატია და თავისუფლება იყოს, რადგან გსურს, შენი ქვეყანა ევროკავშირს შეუერთდეს. რას იგრძნობთ, თუ იგივე კავშირი რამდენიმე თვიანი…

მეტი...

მერაბ დვალიშვილი UFC-ის ყველა წონის განახლებულ საერთო რეიტინგში მეხუთე ადგილზე გადავიდა

კალიფორნიაში ჩატარებული ღონისძიების შემდეგ UFC-იმ მებრძოლთა რეიტინგი განაახლა. საერთო კლასიფიკაციაში მერაბ დვალიშვილი ორი საფეხურით დაწინაურდა და მეხუთე ადგილზეა. UFC 311-ზე დვალიშვილმა რუსეთის სახელით გამომსვლელი უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და სუპერმსუბუქი (61კგ) წონის ჩემპიონის ქამარი შეინარჩუნა. ამ ღონისძიებამდე დვალიშვილი ყველა წონის მებრძოლთა გაერთიანებულ რეიტინგში (P4P) მეშვიდე ადგილზე იყო. იმავე კლასიფიკაციაში მეოთხეა ილია თოფურია, რომელიც ქვემსუბუქი წონის ჩემპიონია. UFC-ის მებრძოლთა საერთო რეიტინგი: ისლამ მახაჩევი ჯონ ჯონსი ალექს პერეირა ილია თოფურია მერაბ დვალიშვილი ბელალ მუჰამედი დრიკუს დუ პლესი ტომ ასპინალი ალექსანდრე პანტოჟა ლეო ედვარდსი ალექსანდერ ვოლკანოვსკი მაქს ჰოლოუეი შონ ო’ მალი შონ სტრიკლენდი ჩარლზ…

მეტი...

დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა 4 ადამიანი დაჭრა

თელ-ავივში, ნაჰალათ ბინიამინის ქუჩაზე, დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა 4 ადამიანი დაჭრა. BBC-ის ცნობით, იხილოვის საავადმყოფოში ამ დრომდე რჩება 3 ადამიანი, რომელთაგანაც ერთის მდგომარეობა მძიმეა, მას ჭრილობა კისრის არეში აქვს მიყენებული. ისრაელის სადაზვერვო სააგენტოს ინფორმაციით, თავდამსხმელი მაროკოს მოქალაქე იყო. თუმცა, ჰქონდა ამერიკაში მუდმივი ბინადრობის უფლება. მამაკაცი ისრაელში, ტურისტული ვიზით, 18 იანვარს შევიდა. დანაშაულის მოტივი, ამ დროისთვის, უცნობია. თავდამსხმელი სამართალდამცველებმა მოკლეს.

მეტი...

,,უკრაინის ხელისუფლებას არ აქვს უფლება დათმოს ის მიწები, რომლისთვისაც უკრაინელები დაიღუპნენ” – ზელენსკი

,,უკრაინა არასოდეს აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ტერიტორიებად, თუნდაც მისი ყველა მოკავშირე ამის მომხრე იყოს”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლებას არ აქვს უფლება დათმოს ის მიწები, რომლისთვისაც უკრაინელები დაიღუპნენ. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა მუშაობა ომის ცხელი ეტაპის დასრულებაზე. მისივე თქმით, თავად კრემლის მმართველ პუტინს ჯერჯერობით არ ესმის, როგორ გამოვიდეს ამ ომიდან, ამიტომ აშშ-მა და ევროპამ მასზე ზეწოლა უნდა განახორციელონ. „მან ყველაფერი დაარღვია, დამნაშავეა. მან უნდა იცოდეს რა დაარღვია, რა დააშავა და ა.შ. თუ მასთან თანაბარ დონეზე დაიწყებთ მასთან, ეს უკრაინისთვის წამგებიანი იქნება“, –…

მეტი...

,,ცვლილებების დროა” – ვიქტორ ორბანი

,,ცვლილებების დროა”, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი X-ზე წერს. მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არანაირი დადებითი შედეგი არ მოჰყოლია. „სანქციებზე საუბრის დროა. დაასრულეს ომი? – არა, დაახეიბრეს რუსეთის ეკონომიკა? – არა, მოახერხა თუ არა ევროპამ რუსული ენერგორესურსების ჩანაცვლება სხვა ხელმისაწვდომი წყაროებით? – არა. ბრიუსელის ბიუროკრატების მიერ შემუშავებულმა სანქციებმა მიაღწია ერთს: გაანადგურა ევროპის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა. ცვლილებების დრო დადგა!“, – წერს ორბანი.

მეტი...

„შესაძლებლად ჟღერს“ – ტრამპი რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას კითხვაზე, დაუწესებს თუ არა რუსეთს დამატებით სანქციებს, თუ ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დაჯდება, უპასუხა : „შესაძლებლად ჟღერს“. ასევე, კითხვაზე, აპირებს თუ არა უკრაინას შეერთებული შტატების მხარდაჭერა შეუწყვიტოს, ტრამპმა პირდაპირ არ უპასუხა, მაგრამ განაცხადა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა მეტი უნდა გააკეთონ, რადგან ისინი უფრო ახლოს არიან კონფლიქტთან.

მეტი...

თურქეთში, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 76-მდე გაიზარდა

თურქეთში, ბოლუს პროვინციაში, სამთო-სათხილამურო კურორტ კარტალკაიაში მდებარე სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 76-მდე გაიზარდა. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ქვეყანაში გლოვის დღე გამოცხადდა. მისი თქმით, დაისჯება ყველა, ვინც პასუხისმგებელია ამ ტრაგიკულ ინციდენტზე. თურქეთში, ხანძართან დაკავშირებით ოთხი ადამიანი, მათ შორის სასტუმროს მეპატრონე დააკავეს  

მეტი...