ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ დატოვებული წერილი გაასაჯაროვა. „ძვირფასო პრეზიდენტო ტრამპო, როცა მე ვტოვებ ამ წმინდა თანამდებობას, მინდა, გისურვოთ შენ და შენს ოჯახს ყველაფერი საუკეთესო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ამერიკელი ხალხი და მსოფლიოს გარშემო მყოფი ხალხი ამ ოფისისგან ელოდება სიმტკიცეს ისტორიის გარდაუვალ ქარიშხლებში. მე ვლოცულობ, რომ მომავალი წლები იყოს დრო კეთილდღეობის, მშვიდობისა და მადლიერების ჩვენი ერისთვის. ღმერთმა დაგლოცოს და წარგიძღვეს ისე, როგორც დალოცა და წარუძღვა ჩვენს ძვირფას ქვეყანას დაარსების დღიდან“, – წერია ბაიდენის მიერ დატოვებულ წერილში. ტრამპის თქმით, წერილი შთამაგონებელი და კარგი იყო.…
მეტი...დღე: იანვარი 22, 2025
საქართველოს ფარიკაობის ნაკრები მსოფლიო თასზე იასპარეზებს
საქართველოს ფარიკაობის ნაკრები 23-დან 26 იანვრამდე მსოფლიო თასზე იასპარეზებს. ჩემპიონატი ბულგარეთში ჩატარდება. ნაკრების შემადგენლობაში ბილიკზე სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, ვახტანგ არჩვაძე, ალექსანდრე თავართქილაძე, დავით თავართქილაძე და ალექსანდრა კუვაევა იასპარეზებენ. ტურნირის ბოლო დღეს კი გუნდური ასპარეზობები გაიმართება.
მეტი...“დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა ევროპისთვის გამოწვევა იქნება”- შოლცი
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა ევროპისთვის გამოწვევა იქნება. „მიმდინარე კვირაში აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ჰყავს. პრეზიდენტი ტრამპი, უკვე ცხადია, იქნება გამოწვევა. ევროპას და აშშ-ს აქვთ მეგობრობისა და პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია. ჩვენ ასევე ვდგავართ ამ მყარ ფუნდამენტზე“- აღნიშნა შოლცმა. გერმანიის კანცლერმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი გაანალიზებს დონალდ ტრაპის მიერ გამოცხადებულ გარკვეულ გადაწყვეტილებებს.
მეტი...“ჯგუფი, რომელიც მონაწილეობდა საქართველოს მოვლენებსა და „მაიდანში”, ამზადებს გადატრიალებას სლოვაკეთში”- ფიცო
“სლოვაკეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არის ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მონაწილეობდა საქართველოს მოვლენებში, ასევე უკრაინის „მაიდანში“ და ამზადებს გადატრიალებას სლოვაკეთში” – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა. სლოვაკეთის მთავრობის ხელმძღვანელი ამბობს, რომ აღნიშნულ ჯგუფს, ამერიკის შეერთებული შტატები აფინანსებს. „ნორმალურ დემოკრატიულ, კანონიერ სახელმწიფოში უსაფრთხოების ძალები ჩაერევიან, რადგან ეს არის კანონის დარღვევა, ზოგიერთ შემთხვევაში კი სისხლის სამართლის დარღვევა“, – განაცხადა რობერტ ფიცომ. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პატივს სცემს იმ მოქალაქეების უფლებებს, თუმცა სახელმწიფო ვერ შეეგუება კანონდარღვევებს.
მეტი...რესტორან “ბაბილოსთან” დაკავებულმა აქტივისტმა საპყრობილე დატოვა
რესტორან “ბაბილოსთან” მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული ზვიად რობაქიძე თავისუფალია. მან საპყრობილეში 10 დღე გაატარა. აქტივისტს მეგობრები და ოჯახის წევრები ზაჰესის იზოლატორთან ოვაციებით დახვდნენ. ცნობისთვის, ზვიად რობაქიძე რესტორან “ბაბილოსთან” მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა მას 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
მეტი...თბილისსა და ბათუმში საპროტესტო აქციები განახლდა
პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დაიწყო. აქციის მონაწილეებმა, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს. უწყვეტი პროტესტის 56-ე დღეს დემონსტრანტების მოთხოვნა უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები. საპროტესტო აქცია განახლდა აჭარის მთავრობის სახლთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან.
მეტი...ტრამპი პუტინს მაღალი დონის სანქციებითა და ტარიფებით ემუქრება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პუტინს მაღალი დონის სანქციებითა და ტარიფებით ემუქრება, თუ ის უკრაინის წინააღმდეგ ომის დასასრულებლად შეთანხმებაზე არ იქნება თანახმა. ამის შესახებ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ის პირად გვერდზე წერს. “თუ შეთანხმებას არ მივაღწევთ, თან მალე, სხვა გამოსავალი არ მექნება, გარდა მაღალი დონის გადასახადების, ტარიფებისა და სანქციების დაწესებისა ყველაფერზე, რასაც რუსეთი შეერთებული შტატებისთვის და სხვადასხვა სხვა მონაწილე ქვეყნისთვის ყიდის… მოდით, დავასრულოთ ეს ომი, რომელიც არასდროს არ დაიწყებოდა, მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი. შეგვიძლია ეს მარტივად გავაკეთოთ ან რთულად – მარტივი გზა ყოველთვის უმჯობესია. “შეთანხმების მიღწევის” დროა. მეტი სიცოცხლე არ უნდა დაიკარგოს!” –…
მეტი...ბათუმში აქციაზე დაკავებულთა მიმართ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის აჭარის ა/რ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა მიმართ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტებზე. საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიება 13 იანვარს დაიწყო. “სპეციალური საგამოძიებო სამსახურის აჭარის ა/რ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან ბათუმში გამართული საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტებზე”- განაცხადეს უწყებაში.
მეტი...თურქეთში, ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა
თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. ამ დროისთვის გარდაცვლილია 79 ადამიანი. შემთხვევის შედეგად დაშავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი. ხანძრის გაჩენის დროს, შენობაში 240-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ხანძრის საქმეზე პოლიციამ 9 ადამიანი დააკავა. თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე დატრიალებული ტრაგედიის გამო, ქვეყანაში დღეს გლოვის დღეა.
მეტი...გერმანიის ქალაქ აშაფენბურგში დანით თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა
გერმანიის ქალაქ აშაფენბურგში დანით თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 წლის ბავშვი. კიდევ ორი ადამიანი მძიმედ დაიჭრა. ინფრომაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია 28 წლის ეჭვმიტანილი. პოლიციის ცნობით, ის წარმოშობით ავღანეთიდანაა. თავდასხმის მოტივი უცნობია. მედიის ცნობით, თავდამსხმელმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა. პოლიცია აცხადებს, რომ საზოგადოებისთვის საფრთხე აღარ არსებობს.
მეტი...პროკურატურამ პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ფაქტზე ერთ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ფაქტზე ერთ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 20 იანვარს, ღამის საათებში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შევიდა შეტყობინება ქ. ბათუმში, ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთან დაკავშირებით. შეტყობინების საფუძველზე, ადგილზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს სამი პატრულ-ინსპექტორი გამოცხადდა. ბრალდებული პოლიციელებს სიცოცხლის მოსპობის მიზნით, მოულოდნელად, დანით თავს დაესხა და სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. სამართალდამცავებმა ბრალდებული 21 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-353-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით (პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით სიცოცხლის მოსპობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ…
მეტი...ერაყის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც 9 წლის გოგონებთან ქორწინებას, ფაქტობრივად ლეგალურს ხდის
CNN – ის ერაყის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც 9 წლის გოგონებთან ქორწინებას, ფაქტობრივად ლეგალურს ხდის. ახალმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, სასულიერო პირებს საშუალება მისცა გადაწყვეტილებები ისლამური სამართლის მათი ინტერპრეტაციის შესაბამისად მიიღონ. ზოგიერთ მათგანს მიაჩნია, რომ გოგონებს დაქორწინება “ადრეულ მოზარდობაში” ან 9 წლის ასაკში შეუძლიათ. ცვლილებები ისლამურ სასამართლოებს უფრო მეტ უფლებამოსილებას ანიჭებს ოჯახურ საკითხებში, მათ შორის, ქორწინებაზე, განქორწინებაზე და მემკვიდრეობაზე. აქტივისტები ამბობენ, რომ ეს ძირს უთხრის ერაყის 1959 წლის პერსონალური სტატუსის კანონს, რომელიც აერთიანებდა საოჯახო კანონს და ქალთა დაცვაზე გარანტიებს აწესებდა.
მეტი...რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ალექსი მამულია და ივანე ჯაფიაშვილი თავისუფლები არიან
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ალექსი მამულია და ივანე ჯაფიაშვილი თავისუფლები არიან. ისინი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება. ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
მეტი...,,მოველი, რომ დედამიწაზე ყველა ერი თავის ეროვნულ ინტერესებს წინ წაწევს” – რუბიო
,,მოველი, რომ დედამიწაზე ყველა ერი თავის ეროვნულ ინტერესებს წინ წაწევს”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრონლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენი მისიაა, რომ საგარეო პოლიტიკა ფოკუსირებული იყოს ჩვენი ეროვნული ინტერესების წინ წაწევაზე. ეს იქნება ჩვენი მისია, რომ ჩვენ გვქონდეს საგარეო პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. მე მოველი, რომ დედამიწაზე ყველა ერი თავის ეროვნულ ინტერესებს წინ წაწევს. და როდესაც ჩვენი ინტერესები ერთმანეთის თანხვედრაში იქნება, მე თანამშრომლობას მოველი“, – აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა. მან ასევე ისაუბრა დონალდ ტრამპის მიერ გლობალური მშვიდობის უზრუნველყოფასა და კონფლიქტების თავიდან აცილებაზე. „მსოფლიოში…
მეტი...სირიის ახალმა ხელისუფლებამ რუსეთთან ტარტუსის პორტის მართვის შესახებ ხელშეკრულება გაწყვიტა
სირიის ახალმა ხელისუფლებამ, რომელიც პრეზიდენტ ბაშარ ასადის დამხობის შემდეგ მოვიდა ქვეყნის სათავეში, რუსეთთან ტარტუსის პორტის მართვის შესახებ ხელშეკრულება გაწყვიტა. „რუსულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება ტარტუსის პორტში ინვესტიციების განხორციელების შესახებ ანულირებულია. პორტის მუშაობის შედეგად მიღებული მთლიანი ფული სირიის სახელმწიფოს ინტერესებს მოხმარდება“, – თქვა ტარტუსის პროვინციის საბაჟო სამმართველოს დირექტორმა რიად ჯუდიმ. ცნობისთვის, სირიამ და რუსეთმა პორტის მართვის შესახებ ხელშეკრულება 2019 წელს 49-წლიანი ვადით გააფორმეს. დოკუმენტი რუსეთს პორტის მოდერნიზაციის მიზნით 500 მილიონი დოლარის გამოყოფას ავალდებულებდა. ტარტუსში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზა მდებარეობს, ხოლო ლატაკიის პროვინციის ქალაქ ხმეიმიმში – რუსული ავიაბაზა. სირიაში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მათი…
მეტი...,,ტრამპის აღმასრულებელი განკარგულებები შეცვლის არა მხოლოდ ამერიკას, არამედ მთელ მსოფლიოს” – ორბანი
,,ტრამპის აღმასრულებელი განკარგულებები შეცვლის არა მხოლოდ ამერიკას, არამედ მთელ მსოფლიოს”, – წერს უნგრეთის პრემიერი სოციალურ ქსელში. ,,ამბოხება ,,ვოუქ” ლიბერალური დემოკრატიის წინააღმდეგ ახალ ეტაპზე გადავიდა. დადგა დრო, პატრიოტმა ძალებმა დაიკავონ ბრიუსელი!”, – აცხადებს ვიქტორ ორბანი.
მეტი...,,იხვეწება პროკურატურა და ხმის გაყალბების მტკიცებულება არ წარმოუდგენია დღემდე არავის” – მამუკა მდინარაძე
,,არჩევნები უნდა დაინიშნოს ერთადერთ შემთხვევაში, თუ მაგალითად 300 000 ხმა გაყალბდა და 300 ხმის გაყალბების მტკიცებულება არ წარმოუდგენია დღემდე არავის, პროკურატურა იხვეწება”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ. „გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით მზად ვართ შევიდეთ დისკუსიაში და თუ ვინმე, რაიმე არგუმენტს წარმოადგენს, ამ შემთხვევაში ვილაპარაკოთ ცვლილებებზე რომელიმე პუნქტში ან მუხლში, მაგრამ არათუ ამ დისკუსიაში შემოსვლამ,ა რამედ ამოყირავდა მათი ეს ე.წ. რუსული ნარატივი, მაგალითად ტრამპის ბოლო გადაწყვეტილებით, იმიტომ რომ მან საერთოდ სამი თვის შეუწყვიტა დაფინანსება ასეთ ორგანიზაციებს, რაც იმის დასტურია, რომ ამისი გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი პრიორიტეტი…
მეტი...,,აშშ-სთან სტაბილური ურთიერთობა გვჭირდება” – ოლაფ შოლცი
,,აშშ-სთან სტაბილური ურთიერთობა გვჭირდება”, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში. „არ უნდა დაგვავიწყდეს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო აშშ დასავლეთ გერმანიაში დემოკრატიის განვითარებისთვის. ნატო კი ჩვენი უსაფრთხოების გარანტია. ამიტომ ჩვენ აშშ-სთან სტაბილური ურთიერთობა გვჭირდება“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ტელეფონით უკვე ორჯერ ესაუბრა. „მეგობრული და კარგი საუბრები იყო. ერთმანეთს ჩვენი მრჩევლებიც რამდენჯერმე შეხვდნენ. ამიტომ, ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობას ნულიდან არ ვიწყებთ“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
მეტი...,,შეიძლება გამჭვირვალობის კანონი საერთოდ აღარ დაგვჭირდეს” – მამუკა მდინარაძე
,,შეიძლება „გამჭვირვალობის კანონი” საერთოდ აღარ დაგვჭირდეს. ანუ ამით ისიც კი დადასტურდა, რომ „გამჭვირვალობის კანონი” არათუ უბრალოდ კარგი იყო, არამედ იყო აუცილებელი. ტრამპის ერთ-ერთმა პირველმა გადაწყვეტილებამ ეს დაადასტურა. ეძახონ ახლა რუსული ტრამპის გადაწყვეტილებასაც”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ტრამპის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც საგარეო დახმარების პროგრამები 90 დღით შეაჩერა. „ეს გადაწყვეტილება იქონიებს შემდეგ გავლენას – შეიძლება გამჭვირვალობის კანონი საერთოდ აღარ დაგვჭირდეს. ანუ ამით ისიც კი დადასტურდა, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ არათუ უბრალოდ კარგი იყო, არამედ აუცილებელი იყო. ტრამპის ერთ-ერთმა პირველმა გადაწყვეტილებამ ეს დაადასტურა. ეძახონ…
მეტი...ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური თანამდებობას 6 მარტს დატოვებს
ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური თანამდებობას 6 მარტს დატოვებს. როგორც ჰერცი ჰალევიმ აღნიშნა, მისი თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი 2023 წლის 7 ოქტომბერს მომხდარი თავდასხმაა. მისი თქმით, ის პასუხისმგებლობას იღებს იმ უსაფრთხოების ხარვეზებზე, რომლის დროსაც „ჰამასმა“ ისრაელზე თავდასხმა შეძლო. „7 ოქტომბრის დილას ისრაელის თავდაცვის ძალებმა ვერ შეასრულა თავისი მისია და ვერ დაიცვა ისრაელის მოქალაქეები. ჩემს პასუხისმგებლობას ამ საშინელ წარუმატებლობაზე თან ვატარებ ყოველ დღე, ყოველ საათს და ასე იქნება ჩემი ცხოვრების ბოლომდე“, – განაცხადა ჰერცი ჰალევიმ. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჰერცი ჰალევის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება მიიღო, თუმცა ჯერ უცნობია, ვინ შეცვლის ისრაელის თავდაცვის…
მეტი...ვოლოდიმირ ზელენსკი ილჰამ ალიევს შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. „კიდევ ერთხელ გამოვხატე მწუხარება „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნისა და დაღუპულების გამო. ავიაკატასტროფის ადგილიდან მტკიცებულებები აშკარაა და აუცილებელია რუსეთზე ზეწოლა განხორციელდეს, რათა იძულებული გახდეს სიმართლე თქვას“, – წერს X-ზე ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში გამართული შეხვედრის შესახებ. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების, უკრაინასა და აზერბაიჯანს შორის ვაჭრობის გაზრდისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
მეტი...დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, სამართალდამცველები მიგრანტების დაკავებას სკოლებსა და ეკლესიებშიც შეძლებენ
აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების მიხედვით, სამართალდამცველები შეძლებენ მიგრანტების დაკავებას ისეთ ადგილებში, როგორიცაა სკოლები და ეკლესიები. ინფორმაციას ,,ასოშიეითიდ პრესი“ ავრცელებს. „ეს ქმედება აძლიერებს სასაზღვრო დაცვისა და საიმიგრაციო სამსახურის მამაც ქალებსა და მამაკაცებს, რათა აღასრულონ ჩვენი საიმიგრაციო კანონები და დააკავონ კრიმინალები, მათ შორის მკვლელები და მოძალადეები, რომლებიც უკანონოდ შემოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში. კრიმინალები ვეღარ შეძლებენ დაკავების თავიდან ასაცილებლად ამერიკის სკოლებსა და ეკლესიებში დამალვას“, – აღნიშნულია აშშ-ის უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებაში.
მეტი...,,ტრამპის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებების შესაძლებლობის ფანჯარა არსებობს” – სერგეი რიაბკოვი
„დღეს აშშ-ის ადმინისტრაციის მოლაპარაკებების შესაძლებლობების შესახებ არაფრის თქმა შეგვიძლია, მაგრამ თეთრი სახლის წინა ხელმძღვანელის დროს არსებულ უიმედობასთან შედარებით, დღეს შესაძლებლობების ფანჯარა არსებობს, თუმცა მცირე“, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა. მისი თქმით, აუცილებელია რუსეთმა ვაშინგტონთან ურთიერთობაში რისკები შეამციროს. „მნიშვნელოვანია გვესმოდეს, ვისთან გვაქვს საქმე, როგორ ავაშენოთ ვაშინგტონთან ურთიერთობები, როგორ გავზარდოთ შესაძლებლობები და შევამციროთ რისკები“, – აღნიშნა რიაბკოვმა.
მეტი...გლობალური მშვიდობა და სტაბილური განვითარება – რაზე საუბრობს სი ძინპინი
სი ძინპინის ხელმძღვანელობით, გველის წლის ტრადიციული ჩინური ფესტივალის მოახლოებასთან ერთად, პრეზიდენტი, პარტიის გენერალური მდივანი, ცენტრალური სამხედრო კომისიის თავმჯდომარე და სხვა მაღალი დონის მიწვეული სტუმრები პეკინის დიდ სახალხო დარბაზში შეიკრიბნენ. როგორც სი ძინპინმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, 2024 წელი ქვეყნისთვის სირთულეების დაძლევისა და წინსვლის წელი. მისი შეფასებით, ცენტრალურმა კომიტეტმა გააერთიანა ყველა ეთნიკური ჯგუფი, რათა მშვიდად უპასუხონ ცვლილებებს და მიიღონ ყოვლისმომცველი მიდგომა ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის. „ჩვენ შევინარჩუნეთ სტრატეგიული გადაწყვეტილება და გაიზარდა ნდობა წარმატების მიმართ. ჩვენ ეფექტურად განვახორციელეთ პოლიტიკა და მივაღწიეთ მაღალხარისხიან განვითარებას, რომლის მეშვეობითაც ჩინეთის ეკონომიკა გამოჯანმრთელდა და აჩვენა აღმავალი იმპულსი. მშპ…
მეტი...რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ხვალ, დროებით შეიზღუდება
საახალწლო ილუმინაციების სადემონტაჟო სამუშაოების გამო, რუსთაველის გამზირზე 23 იანვარს, 00:00-დან 08:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ,,სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით. თავისუფლების მოედანზე კი გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით. მეტროსადგურ „რუსთაველის“…
მეტი...პარლამენტთან მზია ამაღლობელის სოლიდარობის მიზნით, ჟურნალისტების მორიგი აქცია მიმდინარეობს
საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობის მორიგი აქცია მიმდინარეობს. ჟურნალისტები მზია ამაღლობელს შემშილობის შეწყვეტას სთხოვენ. ,,მზია, ჩვენ, შენი მეგობრები და კოლეგები, პატივისცემით ვუყურებთ შენს ურყევ ნებას და ბრძოლას სამართლიანობისთვის. შენი ხმა ჩვენი და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ფასდაუდებელია. გვჯერა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე, ერთად გასაკეთებელი, წინ გვაქვს. მე-11 დღეა შიმშილობ. გთხოვთ, შეაჩერო პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა. შენ ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ, როგორც პროფესიონალი და როგორც ადამიანი. შენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე სასწორზე არ უნდა დადო, ერთად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, რომელსაც თითოეულ ჩვენგანზე, ჩვენს პროფესიაზე,…
მეტი...,,უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი აშშ-ზეა დამოკიდებული” – ზელენსკი
„ყველაფერი აშშ-ზეა დამოკიდებული. თუ პრეზიდენტი ტრამპი მზად იქნება, რომ უკრაინა ნატო-ში იხილოს, მაშინ ჩვენ ნატო-ში ვიქნებით. თუ პრეზიდენტი ტრამპი მზად არ იქნება, მაშინ ნატო-ში არ ვიქნებით“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ოთხი სახელმწიფო: აშშ, გერმანია, უნგრეთი და სლოვაკეთი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას მხარს არ უჭერენ. „ჩვენ უსაფრთხოების გარანტიებისთვის ვიბრძვით, ნატო-ში ყოფნა გვსურს, ნატო-ს ქვეყნების უმეტესობა მხარს გვიჭერს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მეტი...ოკუპირებულ გაგრაში უბედურ შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ოკუპირებულ გაგრაში უბედური შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთ-ერთმა ადგილობრივმა ტექნიკა და მუშები დაიქირავა, რათა სადრენაჟო სისტემა გაეთხარათ. მოგვიანებით, ის ორ მეგობართან ერთად ამოჭრილ ორმოში, სამუშაოების დასათვალიერებლად ჩავიდა, რა დროსაც, მიწა ჩამოიშალა. ადგილზე „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური“ გამოიძახეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მეტი...ათენში, ქართველი ემიგრანტი, ნინო ბოჭორიშვილი გარდაიცვალა
ათენში, ქართველი ემიგრანტი, ნინო ბოჭორიშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში, „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე ავრცელებს. „გარდაიცვალა ემიგრანტი ათენში ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე, ნინო ბოჭორიშვილი. მთელი საბერძნეთის ათენის ემიგრაცია ტირის. მოულოდნელად შეწყდა შენი გულისცემა. მრავალწლიან ემიგრაციაში დაასრულე შენი სიცოცხლე. ვაი, რომ ძალიან ძნელია და უზომოდ ტკივილიანი ეს დღე შენი უბედური ოჯახისთვის. ყოველთვის მოგიგონებთ და გვემახსოვრები. ვერავინ და ვერაფერი შეცვლის შენს ადგილს. ჩვენს დამსხვრეულ გულებში, შენი სიყვარული ყოველთვის იცოცხლებს. მხოლოდ მოუშუშებელ იარად დაგვრჩება შენი არყოფნა. ათენის ემიგრანტებს შენი ოჯახის წევრებს, ნათესავებს და მეგობრებს ყოველთვის ემახსოვრებათ შენი ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. იძინე მშვიდად,…
მეტი...მოსამართლემ აქციაზე დაკავებული არჩილ მუსელიანცი პატიმრობაში დატოვა
მოსამართლემ აქციაზე დაკავებული არჩილ მუსელიანცი პატიმრობაში დატოვა. მას პარლამენტთან დამონტაჟებული ვიდეო-კამერების დაზიანებას, კერძოდ კი ცეცხლის წაკიდებას ედავებიან. პროცესზე სიტყვით თავად დაკავებული არჩილ მუსელიანცი გამოვიდა და თქვა, რომ ბრალდებას არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს. თავდაპირველად ის ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული, თუმცა შემდეგში, აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლით ჩადენილი დანაშაულით, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაუკვალიფიცირდა, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას გულისხმობს. მას 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მეტი...,,საჭირო გახდა თითქმის ოთხი წელი იმისთვის, რომ ბაიდენს რამე მოემოქმედებინა” – მეთიუ ბრაიზა
,,საჭირო გახდა თითქმის ოთხი წელი იმისთვის, რომ ბაიდენს რამე მოემოქმედებინა”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა წარმომადგენელმა, მეთიუ ბრაიზამ „ეხო კავკაზას“ განუცხადა. მეთიუ ბრაიზამ უპასუხა კითხვას, რომლის თანახმადაც: „რამდენად შეიძლება „ქართული ოცნების“ მოლოდინები იყოს საფუძვლიანი? რამდენად დაეხმარება ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, შეინარჩუნოს თავისი პოზიციები?“. „ჩემი აზრით, ბევრით. ბაიდენი თავისი ადმინისტრაციის დასაწყისიდან მუდმივად საუბრობდა დემოკრატიაზე და ეს ძალიან თვალსაჩინო იყო ყველასთვის, ვინც საქართველოში სიტუაციას ადევნებდა თვალს, რომ „ქართული ოცნება“ სერიოზულად გადაუხვევს დემოკრატიისგან და რომ ისინი არღვევენ თამაშის წესებს და უფრო მეტად აახლოვებენ ქვეყანას რუსეთთან. ბაიდენისთვის ეს იყო მნიშვნელოვანი. თუმცა საჭირო…
მეტი...,,ეს არის „დიფ სთეითის“ საქმიანობის სტილი, რომელსაც, იმედია, პრეზიდენტი ტრამპი წარმატებით გაუმკლავდება“ – შალვა პაპუაშვილი
,,სალომე ზურაბიშვილის დამქირავებლის ეს განცხადება ცხადყოფს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია არა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის საკითხი, არამედ საკუთარი პოლიტიკური დაჯგუფების დღის წესრიგის გატარება აშშ-შიც და საქართველოშიც”, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის, ლორა თორნტონის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ კომენტარს. როგორც პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ეს არის „დიფ სთეითის“ საქმიანობის სტილი და იმედოვნებს, ტრამპი ამას წარმატებით გაუმკლავდება. „სალომე ზურაბიშვილის დამქირავებლის ეს განცხადება, რომელიც მან X-ზე ერთ-ერთ დისკუსიაში გააკეთა, სადაც საკითხი შეეხებოდა, რა როლს ითამაშებდა პრეზიდენტი ტრამპი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობაში, ცხადყოფს, რომ მისთვის საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის საკითხი კი არ…
მეტი...როგორი ამინდი იქნება დღეიდან კვირის ბოლომდე საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტო 21 იანვრიდან მიმდინარე კვირის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, უნალექო ამინდი იქნება თბილისში. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამის საათებში კი 0, -2 გრადუსამდე დაეცემა. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსამდე მოიმატებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კი ზოგან 0, -2 გრადუსამდე დაეცემა. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო,…
მეტი...,,პრეზიდენტი ტრამპი მართალია, ჩვენ თავდაცვაზე საკმარისს არ ვხარჯავთ” – კაია კალასი
,,პრეზიდენტი ტრამპი მართალია, ჩვენ თავდაცვაზე საკმარისს არ ვხარჯავთ”, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ევროპის თავდაცვის სააგენტოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „პრეზიდენტი ტრამპი მართალია, როცა ამბობს, რომ ჩვენ თავდაცვაზე საკმარისს არ ვხარჯავთ. ინვესტირების დროა. ჩვენი გზავნილი უნდა იყოს ის, რომ საერთო ევროპული თავდაცვის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება სერიოზულია“, – განაცხადა კაია კალასმა.
მეტი...ჩინეთის იმპორტ-ექპორტმა 2024 წელს 6 ტრილიონი დოლარს გადააჭარბა
ჩინეთი, საგარეო ვაჭრობაში მეგობრების წრეს აფართოებს. 2024 წლის მაჩვენებლით, ქვეყანაში დამუშავდა 88,38 მილიონი საბაჟო დეკლარაცია, რაც საგარეო ვაჭრობის მზარდ მაჩვენებელზე მიუთითებს. ჩინეთის გენერალური საბაჟო ადმინისტრაციის მონაცემებით, ქვეყნის საქონლის მთლიანმა იმპორტმა და ექსპორტმა 2024 წელს მიაღწია 43,85 ტრილიონ იუანს (დაახლოებით 6 ტრილიონი აშშ დოლარი), რაც 5 პროცენტით ზრდასა და რეკორდულ მაჩვენებელს ნიშნავს. ამავე მონაცემებით, ჩინეთის საგარეო ვაჭრობის ზრდამ 2024 წელს 2,1 ტრილიონი იუანი შეადგინა, რადგან მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკამ კიდევ უფრო გააძლიერა თავისი ლიდერი გლობალურად საქონლის ვაჭრობაში. მზარდი გამოწვევებისა და გაურკვევლობის მიუხედავად, ჩინეთის საგარეო ვაჭრობა აგრძელებს მდგრადობას, რაც აჩვენებს ჩინეთის ეკონომიკის…
მეტი...,,გადამწყვეტ მომენტში ვართ” – სალომე ზურაბიშვილი
,,გადამწყვეტ მომენტში ვართ: ან უკან შეგვათრევენ რუსეთში, ან იმ გზას გავაგრძელებთ, რომელსაც დამოუკიდებლობის მომენტიდან მივყვებით”, – წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე. ,,საქართველოს დღეს, ისე როგორც არასდროს, სჭირდება ამერიკელი მეგობრების ყურადღება. ჩვენ გადამწყვეტ მომენტში ვართ: ან უკან შეგვათრევენ რუსეთში – ან იმ გზას გავაგრძელებთ, რომელსაც დამოუკიდებლობის მომენტიდან მივყვებით – გზას, სადაც ამერიკის როლი ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო”, – წერს ზურაბიშვილი.
მეტი...