დიდი ბრიტანეთში ქარიშხალ Éowyn-ის ელოდებიან. მეტეოროლოგიურმა სამსახურმა, პარასკევს და შაბათს, ქარის გამო ყვითელი გაფრთხილება გამოსცა. ქარიშხლის 90 მილი/სთ (145 კმ/სთ) სიჩქარემ შეიძლება გამოიწვიოს ელექტროენერგიის გათიშვა და მგზავრობის შეფერხება. ასევე მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და მთებში თოვლი. არამდგრადი ამინდი ხუთშაბათიდან დაიწყება. ღამით, ქვეყნის დასავლეთ რაიონებში კი გაძლიერებული ქარი და ძლიერი წვიმა იქნება.
მეტი...დღე: იანვარი 21, 2025
თურქეთში, ხანძართან დაკავშირებით ოთხი ადამიანი, მათ შორის სასტუმროს მეპატრონე დააკავეს
თურქეთის კურორტზე, სასტუმროში ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით ოთხი ადამიანი დააკავეს, მათ შორის სასტუმროს მეპატრონე. ამის შესახებ თურქეთის იუსტიციის მინისტრმა განაცხადა. მინისტრის განცხადებით, საქმეს ხუთი პროკურორისგან შემდგარი ჯგუფი ექსპერტთა ხუთწევრიან კომისიასთან ერთად იძიებს. თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტ კარტალკაიაში, სასტუმროში ხანძარს 66 ადამიანი ემსხვერპლა, 51 კი დაშავდა. ხანძარი 11-სართულიანი სასტუმროს მეოთხე სართულზე გაჩნდა. 161-ნომრიანი სასტუმროში 234 დამსვენებელი იმყოფებოდა. მომხდარის გამო ქვეყანაში 22 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადეს.
მეტი...„არა მგონია, რომ აშშ-ს შეუძლია იმ ქვეყნის მეგობრად მიღება, რომელსაც აღარ გააჩნია არც ერთი ინსტიტუტი“- ზურაბიშვილი
“ვერცერთ ამერიკულ მთავრობას ვერ ვხედავ, რომელიც შეძლებს მსგავსი ქვეყნის მეგობრად და პარტნიორად მიღებას, რომელიც ემეგობრება ხანდახან ჩინელებს, ხანდახან ირანს, ხანდახან ზოგიერთ ტერორისტულ ჯგუფს, და არავითარი პრინციპები არ გააჩნია” – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა განაცხადა. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ სანქციებს უკვე აქვს ეფექტი. „უპირველეს ყოვლისა, საქართველოსთან მიმართებით აშშ-ის პოლიტიკა ყოველთვის ორპარტიული იყო და სასანქციო ნაბიჯებს, რომლებიც ბოლო დროს ვნახეთ, უკვე აქვს თავისი ეფექტი. შეგვიძლია საქართველოში გარკვეული წრეების რეაქციით ამის დანახვა, ნარატივის მიუხედავად, თითქოს არაფერი ხდება და მნიშვნელობა არ აქვს, შეგვიძლია დავინახოთ, რომ მნიშვნელობა აქვს. არაღიარება უკიდურესად მნიშვნელოვანია, ვინაიდან არა მგონია, რომ…
მეტი...რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა. მოქალქეებმა, რომლებიც პარლამენტთან თვეზე მეტია უწყვეტ აქციას მართავენ, საავტომობილო გზა გადაკეტეს. აქცია ლოზუნგით: “თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“ აჭარის მთავრობის სახლთანაც განახლდა. აქციის მონაწილეები, აცხადებენ, რომ 55-ე დღეა პროტესტის რეჟიმში იმყოფებიან და დაშლას არ აპირებენ. „გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი, უდანაშაულო ადამიანები, რომლებიც ევროპული მომავლისთვის იბრძვიან. ქვეყანაში დიქტატურაა დამყარებული” – აცხადებენ ისინი.
მეტი...“აშშ-ის მომავალი მინისტრებისთვის ძირითადი ინფორმაციის გადაცემა შევძელი”- ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ აშშ-ის მომავალ მინისტრებთან ძირითადი ინფორმაციის გადაცემა შეძლო. ამის შესახებ, მან Atlantic Council-ის შეხვედრაზე ისაუბრა. “ასე რომ, როგორც ეს ძირითადად ხდება მსგავს პირველ კონტაქტებზე, მე წარმადგინეს და მათთვის ჩემი ძირითადი ინფორმაციის, გადაცემა შევძელი, კერძოდ, საქართველო როგორც არასდროს საჭიროებს თავისი ამერიკელი მეგობრების ყურადღებას, ვინაიდან ვითარება იქ გადამწყვეტია, რეალურად გარდამტეხ წერტილში ვართ – ან უკან რუსეთში შეგვათრევენ ან გზას გავაგრძელებთ, რომელიც დამოუკიდებლობიდან იყო საქართველოს გზა. გზის, რომელშიც ამერიკული როლი არსებითი მნიშვნელობისა იყო, ჩვენი ინსტიტუტების, ჩვენი ჯარის შექმნის, კონსოლიდაციის მხრივ, და ზოგადად ქვეყნის დამოუკიდებლობის მხრივ. ასე რომ,…
მეტი...“როგორ ფიქრობთ, სადაც სქესზე ვერ აყალიბებენ საკუთარ აზრს, იქ არჩევნებზე თავისი ნებით და მოსაზრებებით მოქმედებენ?”- პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყველაზე მსხვილი დამფინანსებელი აშშ-ის ბიუჯეტია და მისი ხელმძღვანელი ახლა ცდილობს გაერკვეს დონორის ინტერესებში. ,,აი, სადამდე მიიყვანეს უპასუხისმგებლო და, ზოგჯერ, მავნებელმა დონორებმა ოდესღაც ქმედითი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყველაზე მსხვილი დამფინანსებელი აშშ-ის ბიუჯეტია და მისი ხელმძღვანელი ახლა ცდილობს გაერკვეს, ამჯერად როგორი პასუხია დონორის ინტერესში, რომ არ დაიტუქსოს. საკუთარი აზრი აშკარად არ გააჩნია. როგორ ფიქრობთ, სადაც სქესზე ვერ აყალიბებენ საკუთარ აზრს, იქ არჩევნებზე თავისი ნებით და მოსაზრებებით მოქმედებენ? P.S. შეგახსენებთ, რომ 2020 წელს პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებაში…
მეტი...ბათუმში შსს-ს სამი თანამშრომელი დაჭრეს
ბათუმში მოქალაქემ სამი პოლიციელი დაჭრა. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ თავდამსხმელი ფსიქიკური აშლილობის მქონეა. “20 იანვარს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე მყოფ ფსიქიკური აშლილობის მქონე მოქალაქესთან დაკავშირებით. შეტყობინების საფუძველზე ადგილზე გამოცხადდნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, რა დროსაც ფსიქიკურად დაავადებული პირი – 1998 წელს დაბადებული გ.ნ. თანნაქონი დანით მათ მოულოდნელად თავს დაესხა. გ.ნ.-მ მის განიარაღებისა და დაკავების პროცესში სამ პატრულ-ინსპექტორს სხეულის სხვადასხვა არეში დანის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა. სამართალდამცველებმა გ.ნ. ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. დაშავებული პატრულ-ინსპექტორები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება…
მეტი...სტრასბურგში “საქართველოში არსებულ პოლიტიკურ არეულობაზე” იმსჯელებენ
სტრასბურგში “საქართველოში არსებულ პოლიტიკურ არეულობაზე” იმსჯელებენ. ევროპარლამენტარები საქართველოზე მორიგი დებატებისთვის უკვე ემზადებიან. ეს იქნება დებატები იმ რეზოლუციის მიღების წინ, რომელიც ევროპელმა დეპუტატებმა თებერვალში უნდა დაამტკიცონ. არსებული ინფორმაციით, დეპუტატების ნაწილი,”ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვს.
მეტი...„მელანიას ფეხსაცმელები კლავს, ფეხები ტკივა“ – ტრამპი პირველ ლედიზე
აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციისას სიტყვით გამოსვლის დროს, დონალდ ტრამპმა მისი მეუღლის ფეხსაცმელებზეც იხუმრა და აღნიშნა, რომ მას ფეხები ძალიან სტკივა. „შეიძლება ეს არ უნდა ვთქვა და ამის გამო ჯოჯოხეთში მოვხვდე, მაგრამ, მაგრამ, გეტყვით, რომ მელანიას ფეხსაცმელი კლავს, ფეხები ძალიან სტკივა. ინაუგურაციის შემდეგ მითხრეს, ხომ არ ჩახვალთ ქვევით მხარდამჭერებთან მიმართვისთვისო. მელანიამ მითხრა კარგი, მაგრამ ფეხსაცმელი მკლავსო. ხომ ხედავთ მის ქუსლებს, მე მას ვუთხარი კარგი, მაგრამ, უნდა ჩავიდეთ. ისეთი ქარი იყო, მისი ქუდი კინაღამ გაფრინდა. ის კინაღამ დავკარგეთ. ძალიან შთამბეჭდავია ჩვენი მშვენიერი პირველი ლედი“ – იხუმრა დონალდ ტრამპმა ტრიბუნიდან.
მეტი...22 იანვარი თურქეთში გლოვის დღედ გამოცხადდა
სამთო-სათხილამურო კურორტზე დატრიალებული ტრაგედიის გამო, 22 იანვარი თურქეთში გლოვის დღედ გამოცხადდა. პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ყველა, ვინც პასუხისმგებელია ტრაგიკულ ინციდენტზე, დაისჯება. თურქეთში, კარტალკაიას სათხილამურო კურორტზე, ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარი დღეს მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სამთო-სათხილამურო კურორტზე ხანძარს ემსხვერპლა 66 ადამიანი, დაშავდა – 51.
მეტი...“მიღებულია გადაწყვეტილება პარლამენტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ”- ცენტრის თანამშრომლები
საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს და აღნიშნეს, რომ დირექტორმა ცენტრის დახურვა გადაწყვიტა. მათი თქმით, გადაწყვეტილება ეფუძნება ცენტრის 5 თანამშრომლის საჯარო აქტიურობას, რომელთაც ხელი მოაწერეს “საჯარო სექტორში დასაქმებულთა“ ერთობლივ განცხადებას. „დღეს, 2025 წლის 21 იანვარს, საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ამავე დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს გვაცნობა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება პარლამენტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ. მისი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ცენტრის 5 თანამშრომლის საჯარო აქტიურობას, რომელთაც ხელი მოაწერეს „საჯარო სექტორში დასაქმებულთა“ ერთობლივ განცხადებას, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების საკითხის 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დაყენებასთან დაკავშირებით და მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ…
მეტი...ვირტუალური შეხვედრა სიძინპინსა და პუტინს შორის
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინთან ვირტუალური შეხვედრა გამართა. მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ეს ურთიერთობა უფრო და უფრო მყარდება. „ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა ორიენტირებულია გრძელვადიან კეთილმეზობლობისა და მეგობრობის, ყოვლისმომცველი სტრატეგიული კოორდინაციისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის სულისკვეთებაზე“ – აღნიშნა პრეზიდენტმა სიმ და ამ ურთიერთობის სიცოცხლისუნარიანობაზე გაამახვილა ყურადღება. „პრაქტიკულმა თანამშრომლობამ მიაღწია სტაბილურ პროგრესს. ორმხრივმა ვაჭრობამ შეინარჩუნა ზრდის იმპულსი. მჭიდრო კოორდინაცია ისეთ მრავალმხრივ ფორუმებში, როგორიც არის გაერო, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია (SCO) და BRICS, უფრო მეტი პოზიტიური ენერგია მისცა გლობალური მმართველობის სისტემის რეფორმას და განვითარებას“ – აღნიშნა სი ძინპინმა რუს კოლეგასთან…
მეტი...ვიქტორ ორბანი რობერტ ფიცოს ხვდება
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ბრატისლავაში ჩავიდა. ის სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს ხვდება. ორბანთან ერთად იმყოფება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიარტო. როგორც ცნობილია, რობერტ ფიცოსა და ვიქტორ ორბანს შორის განხილვის მთავარი თემები იყო რეგიონში ენერგოუსაფრთხოება, გაზის მიწოდების უზრუნველყოფა, უკრაინა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები.
მეტი...დონალდ ტრამპმა ადამ კინზინგერს მტირალა უწოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ყოფილ კონგრესმენებს – ლიზ ჩეინის და ადამ კინზინგერს მტირალები უწოდა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა კაპიტოლიუმში საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლის შემდეგ განაცხადა. „რატომ ვეხმარებით ამ ადამიანებს? რატომ ვეხმარებით ლიზ ჩეინის? ლიზ ჩეინი არის კატასტროფა. ის არის მტირალა მთვარეული და მტირალა ადამ კინზინგერი? ის სუპერ მტირალაა. არასდროს მინახავს ეს ტიპი, არ ეტიროს, ყოველთვის ტირის. მახსოვს, რამდენიმე წლის წინ, ჩემს მხარეს იყო. თუმცა იცით, როდესაც ომში ადამიანებს არ კლავ, ისინი შენს წინააღმდეგ მობრუნდებიან“- აღნიშნა ტრამპმა. დონალდ ტრამპი კომენტარს „სიენენთან“ საუბარში გამოეხმაურა ადამ კინზინგერი, რომელმაც ამ განცხადებას „ბავშვური“ უწოდა.
მეტი...ბარსელონას პორტში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
ბარსელონას პორტში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. საგანგებო სამსახურების ცნობით, აფეთქება ტექნიკური უზრუნველყოფის სამუშაოების დროს ე.წ. ენერგეტიკულ ნავსადგურში მოხდა, სადაც ქიმიური ნივთიერებების, ბუნებრივი აირისა და ნავთობპროდუქტების დატვირთვა ხდება. ამჟამად ხანძარი ლოკალიზებულია.
მეტი...“რასაც მედავება შს სამინისტრო, მისი მტკიცებულება არ არსებობს”- მსახიობი
მსახიობმა ბაჩო ქაჯაიამ მის წინააღმდეგ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ იმის მტკიცებულება, რასაც შს სამინსიტრო ედავება, არ არსებობს. როგორც მსახიობმა აღნიშნა, ვიდეო მტკიცებულებაში მისი იდენტიფიცირება ხდება, მაგრამ მის წინააღმდეგ ფაქტი არ იკვეთება. “მტკიცებულებაში იყო ორი ვიდეო, ერთი საერთო და ერთი, რომელშიც იდენტიფიცირება ხდება, ანუ მთლად ისე არ არის, რომ ვერ ხერხდება ჩემი იდენტიფიცირება, უბრალოდ იქ დროში იყო აცდენა, თუმცა, ვფიქრობ, რომ ის მტკიცებულებები პირდაპირ ადასტურებს, რომ ბევრი ხალხი ვართ და მე ვდგავარ ამ ხალხში. ის, რასაც მედავება შს სამინისტრო, მისი მტკიცებულება არ არსებობს. ფაქტს, რომ გზის გადაკეტვა მოხდა ხელოვნურად, ვერ…
მეტი...მსოფლიო ლიდერები დავოსში, ეკონომიკურ ფორუმზე შეიკრიბებიან
აშშ-ის ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, რამდენიმე სახელმწიფოს მეთაური, ჩინეთის ვიცე პრემიერი ტინგ სუესიანგი – ეს მცირე ჩამონათვალია იმ მაღალჩინოსნებისა, რომლებიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე შეიკრიბებიან. ტრამპი ფორუმს დისტანციურად დაესწრება. გეოპოლიტიკური დაძაბულობის ესკალაციის, კლიმატის ცვლილების დაჩქარებისა და სწრაფი ტექნოლოგიური მიღწევების ფონზე, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მოუწოდებს გლობალურ ლიდერებს, პრიორიტეტი მიანიჭონ თანამშრომლობას, როდესაც ისინი შვეიცარიაში, 55-ე ყოველწლიურ შეხვედრას დაესწრებიან. 350 მაღალჩინოსნიდან ერთ-ერთი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერია. ფორუმში ასევე მონაწილეობას მიიღებს 900-ზე მეტი აღმასრულებელი დირექტორი და მსხვილი კომპანიის თავმჯდომარე. შეხვედრის ერთ-ერთი თემა იქნება “თანამშრომლობა ინტელექტუალური…
მეტი...განათლების სამინისტრო გაუქმდა, აშშ-ში დაბადებულებს მოქალაქეობა არ მიენიჭებათ – ტრამპმა რევოლუციური ცვლილებები დაიწყო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ინაუგურაციის შემდეგ, დაუყოვნებლივ დაიწყო იმ პუნქტების აღსრულება, რომელზეც ინაუგურაციაზე ისაუბრა. განკარგულებების მცირე ჩამონათვალი, რომელსაც ტრამპმა ხელი მოაწერა შემდეგია: აშშ-მა დატოვა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია; ხელი მოეწერა განკარგულებას დიფ სთეიტისგან წმენდის შესახებ; ძალაშია განკარგულება აშშ-დან არალეგალების, კანონ დამრღვევებისა და სხვათა დეპორტაციის შესახებ; იმ არალეგალთა შვილები, რომლებიც აშშ-ში დაიბადებიან, ამერიკის მოქალაქეობას არ მიანიჭებენ; აშშტოვებს პარიზის კლიმატის შეთანხმებას; შტატებს არ ექნება განათლების სამინისტრო; ხელი მოეწერა განკარგულებას “სიტყვის თავისუფლების შესახებ”; ძალაშია განკარგულება ნაციონალური უსაფრთხოების შესახებ; ხელი მოაწერა ყოვლისმომცველ აღმასრულებელ ბრძანებას სიკვდილით დასჯის შესახებ, გაუქმებულია წინამორბედის განკარგულება თანასწორობის და ინკლუზიურობის შესახებ; ასევე…
მეტი...ქუთაისის სააპელაციომ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე შესული საჩივარი დაუშვებლად ცნო
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ,,ბათუმელებისა” და ,,ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის შეცვლის თაობაზე სარჩელი წარმოებაში არ მიიღო. სააპელაციოში საქმეზე საჩივარი გუშინ შევიდა, გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა მიიღო. შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთში კი უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას…
მეტი...ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ აშშ ორგანიზაციიდან გასვლის გადაწყვეტილებას გადახედავს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ აშშ ორგანიზაციიდან გასვლის გადაწყვეტილებას გადახედავს. „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კრიტიკულ როლს ასრულებს მსოფლიოს მოსახლეობის ჯანდაცვისა და უსაფრთხოების დაცვაში, მათ შორის ამერიკელების, დაავადებების ძირეული მიზეზების აღმოფხვრით, უფრო ძლიერი ჯანდაცვის სისტემების შექმნით, ჯანდაცვის სფეროში საგანგებო სიტუაციების აღმოჩენით, პრევენციითა და მათზე რეაგირებით“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრია. ასევე, ნათქვამია, რომ ათწლეულების განმავლობაში აშშ-მა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უამრავი სიცოცხლე გადაარჩინეს, დაიცვეს ამერიკელები და სხვები ჯანმრთელობის საფრთხეებისგან. „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აშშ გადახედავს გადაწყვეტილებას და მოუთმენლად ველოდებით კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვას აშშ-სა და ჯანდაცვის…
მეტი...ტაივანში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იყო, რამაც ნგრევა გამოიწვია
სამხრეთ ტაივანში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იყო, რამაც ნგრევა გამოიწვია. ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს. მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრა გვიან ღამით მოხდა და ეპიცენტრი მიწის ქვეშ, დაახლოებით 12 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. სახანძრო სამაშველო სამსახურის ცნობით, მიწისძვრის შედეგად დაზიანებულ სახლებში მოქალაქეები ჩაიკეტნენ. უწყების განმარტებით, მათი ნაწილის სამშვიდობოს გამოყვანა უკვე მოხერხდა. მსხვერპლის შესახებ შეტყობინებები უწყებებს ჯერ არ მიუღიათ.
მეტი...ტრამპმა ბაიდენის ადმინისტრაციაში დასაქმებული ოთხი ადამიანი თანამდებობიდან გაათავისუფლა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თანამდებობიდან გაათავსუფლა ოთხ ადამიანი, რომელიც მანამდე პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში იყო დასაქმებული. „ჩვენი პირველი დღე თეთრ სახლში ჯერ არ დასრულებულა! ჩემი საპრეზიდენტო საკადრო ოფისი აქტიურად არის დაკავებული წინა ადმინისტრაციის მიერ დანიშნული ათასობით ადამიანის გამოვლენითა და გათავისუფლებით, რომლებიც ჩვენს ხედვას „გავხადოთ ამერიკა კვლავ დიადი“ არ ეთანხმება“, – დაწერა ტრამპმა. მისი თქმით, პირველ ეტაპზე გათავისუფლებულები არიან: ჯო ანდრესი, რომელიც ბაიდენის დროს სპორტის, ფიტნესისა და კვების საპრეზიდენტო საბჭოში მუშაობდა, ყოფილი სამხედრო მარკ მილი, რომელიც ეროვნული ინფრასტრუქტურის მრჩეველთა საბჭოში მუშაობდა, ბრაიან ჰუკი, უილსონის მკვლევართა ცენტრიდან და კეიშა ლენს ბოტომსი, ექსპორტის…
მეტი...თურქეთში, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა
თურქეთში, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, ხანძრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 51-ს აღწევს. ხანძარი თურქეთის ბოლუს პროვინციაში, სამთო-სათხილამურო კურორტ კარტალკაიაში მდებარე სასტუმროში ადგილობრივი დროით, 03:27 საათზე გაჩნდა. ბოლუს გუბერნატორის აბდულაზიზ აიდინის განცხადებით, შემთხვევის დროს სასტუმროში 234 ადამიანი იმყოფებოდა და წინასწარი ინფორმაციის თანახმად, ხანძარი სასტუმროს მეოთხე სართულზე მდებარე რესტორანში გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო.
მეტი...ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ტიტე აროშიძე გახდა
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად ტიტე აროშიძე აირჩიეს. მან 11-წევრიანი აკადემიური საბჭოდან 10 ხმა მიიღო, ერთი ხმა კი ბათილად გამოცხადდა. ტიტე აროშიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს 4 წლით უხელმძღვანელებს. შეგახსენებთ, რომ რექტორის არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობდა, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ტიტე აროშიძე და ბიოლოგიის დოქტორი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლორა და ფაუნას“ დამფუძნებელი არჩილ გუჩმანიძე. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები ხმაურის ფონზე დაიწყო
მეტი...სახალხო დამცველმა პენიტენციურ დაწესებულებაში მზია ამაღლობელი მოინახულა
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ლევან იოსელიანმა რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში ,,ბათუმელებისა” და ,,ნეტგაზეთის” დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი მოინახულა. ,,21 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა # 5 პენიტენციურ დაწესებულებაში მზია ამაღლობელი მოინახულა, შეამოწმა მისი განთავსების პირობები და უფლებების დაცვის მდგომარეობა; ჟურნალისტისგან პირადად მოისმინა დაკავებისა და პოლიციის მხრიდან განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის გარემოებები. ისაუბრეს ასევე, ბრალდების საქმესა და გამოყენებულ პატიმრობაზე. სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მზია ამაღლობელი დაკავების დღესვე – დროებითი მოთავსების იზოლატორში და შემდგომ პენიტენციურ დაწესებულებაშიც მოინახულეს. მზია ამაღლობელს ეცნობა მის საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველისა და მისი აპარატის მიერ გატარებული სამართლებრივი ღონისძიებების შესახებ,…
მეტი...დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩებიან
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დაკავებულები, დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩებიან. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ მიიღო. დღევანდელ პროცესზე დაკავებულების მიმართ, რომელთაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებზე თავდასხმასა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან, შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა. შეგახსენებთ, რომ დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი 2024 წლის 1-ელ დეკემბერს დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეტი...,,უკრაინას და რუსეთს ცეცხლის შესაწყვეტად კომპრომისებზე წასვლა მოუწევთ” – მარკო რუბიო
,,უკრაინას და რუსეთს ცეცხლის შესაწყვეტად კომპრომისებზე წასვლა მოუწევთ”, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა სახელმწიფო მდივნმა მარკო რუბიომ განაცხადა. „როცა კონფლიქტში ვერცერთი მხარე ვარ აღწევს დასახულ მაქსიმალურ მიზანს, მის დასასრულებლად, თითოეულ მათგანს მოუწევს რაღაცაზე უარის თქმა“, – განუცხადა რუბიომ ჟურნალისტებს. მისი თქმით, უკრაინაში ომის დასასრულებლად წინასწარი მზადება უკვე მიმდინარეობს, თუმცა ეს რთული პროცესი იქნება. „ჩვენ ომის დასრულება გვსურს. ეს ნათელია. თქვენ ნახეთ, რომ ამის შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც ისაუბრა. მას სურს იყოს პრეზიდენტი, რომელსაც მოაქვს მშვიდობა და ამთავრებს კონფლიქტებს, და ეს რთული იქნება“, – თქვა რუბიომ. მან ასევე აღნიშნა,…
მეტი...ტრამპმა მექსიკის ყურეს ამერიკის ყურე დაარქვა
თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც მექსიკის ყურეს სახელწოდება ეცვლება და ის დღეიდან ამერიკის ყურედ უნდა მოიხსენიონ. „ყურე ამერიკისა და მსოფლიო ვაჭრობის გარიჟრაჟზე მნიშვნელოვანი არტერია იყო. ის არის მსოფლიოში ყველაზე დიდ ყურე, ხოლო შეერთებული შტატების სანაპირო ზოლი ამ შესანიშნავი ადგილი გასწვრივ 1 700 მილზე მეტს შეადგენს და დაახლოებით 160 მილიონი აკრია. მის ბუნებრივ რესურსებსა და ველურ ბუნებას დღეს ამერიკის ეკონომიკაში ცენტრალური ადგილი უკავია“, – აღნიშნულია განკარგულების ტექსტში. აშშ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც ბუნებრივ რესურსებს განკარგავს, დაევალა 30 დღის განმავლობაში სახელის შეცვლასთან დაკავშირებული ყველა ფორმალობა მოაგვაროს.…
მეტი...,,ინაუგურაციაზე წარმოვადგენდი საქართველოს, ხვალიდან საქმიანი შეხვედრები დაიწყება” – სალომე ზურაბიშვილი
,,მოხარული ვარ, რომ შევძელი და ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციას დავესწარი. უფრო სწორად, მე კი არ დავესწარი, არამედ ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, საქართველოს, საქართველოს საზოგადოებას და მთლიანად მოსახლეობას წარმოვადგენდი”, – განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. ,,ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საქართველო უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი როგორც ამერიკის დიდი ხნის სტრატეგიული პარტნიორი. 30 წელია, რაც ამერიკა საქართველოს ეხმარება თავის სახელმწიფოს მშენებლობაში და ჩვენ ნამდვილად ორი მეგობარი ვართ. ასეთი გამოხატულება საჭირო იყო, რომ ამ ღონისძიებას მე დავესწარი. პირველი დღეები საზეიმო იყო. გუშინაც საინაუგურაციო ერთ-ერთი მეჯლისი იყო, ხვალიდან უფრო საქმიანი შეხვედრები დაიწყება. ინაუგურაციის შემდეგ ყველას აქვს…
მეტი...რევაზ კიკნაძემ, მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად, შიმშილობა დაიწყო
ადვოკატ გუჯა ავსაჯანიშვილის ინფორმაციით, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა რევაზ კიკნაძემ, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად, შიმშილობა დაიწყო. რევაზ კიკნაძე პოლიციამ 6 დეკემბერს დააკავა. მას პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. ამ დროისათვის, ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ,,ბათუმელებისა” და ,,ნეტგაზეთის” ხელმძღვანელი, მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად შიმშილობს და 1 კვირაა მხოლოდ წყალს იღებს.
მეტი...პრეზიდენტის ოჯახი საინაუგურაციო მეჯლისზე
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და მისმა მეუღლემ მელანია ტრამპმა ინაუგურაციასთან დაკავშირებით გამართულ მეჯლისზე იცეკვეს. მეჯლისი, ინაუგურაციის შემდეგ, პრეზიდენტის სახელით გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მოწვეულმა სტუმრებმა და ტრამპის მთავრობის წევრებმა მიიღეს.
მეტი...უკრაინამ რუსეთის რამდენიმე მნიშვნელოვან ობიექტს დაარტყა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის რამდენიმე მნიშვნელოვან ობიექტს დაარტყა. გენშტაბის ცნობით, უკრაინის უპილოტო საფრენმა აპარატებმა ვორონეჟის ოლქში არსებულ ნავთობბაზაზე იერიში მიიტანეს. ,,უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებთან თანამშრომლობით განხორციელებული დარტყმის შედეგად იწვის საწვავით სავსე რეზერვუარები, რომლებსაც ოკუპანტები არმიის მომარაგებისთვის იყენებენ. საწარმო ეკუთვნის რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს სახელმწიფო კორპორაციას ,,როსნეფტს”, – ნათქვამია განცხადებაში. ასევე, შეიარაღებულმა ძალებმა დააზიანეს სმოლენსკის რეგიონში ,,სმოლენსკის საავიაციო ქარხანა”. ამ ქარხანაში აწარმოებენ სამხედრო თვითმფრინავებს.
მეტი...ტრამპმა ტიკტოკის ბლოკირება აშშ-ში 75 დღით გადაავადა
თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც სოციალური პლატფორმა ტიკტოკის ბლოკირება 75 დღით უნდა გადავადდეს. „ვუბრძანებ გენერალურ პროკურორს შეერთებული შტატების სახელით კანონის აღსრულების უზრუნველსაყოფად არ გაატაროს ზომები აღნიშნული ბრძანების გამოქვეყნებიდან 75 დღის განმავლობაში, რათა ჩემს ადმინისტრაციას მიეცეს შესაძლებლობა ტიკტოკთან დაკავშირებით განსაზღვროს მოქმედებები“, – წერია ბრძანების ტექსტში. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 17 იანვარს შეერთებულ შტატებში ტიკტოკის გამოყენება აკრძალა, თუ მას მისი მფლობელი კომპანია ByteDance-ი არ გაასხვისებს.
მეტი...ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები ხმაურის ფონზე დაიწყო
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები ხმაურის ფონზე დაიწყო. უნივერსიტეტში დღეს რექტორის არჩევნებია, რომელშიც ორი კანდიდატი მონაწილეობს: ,,ქართული ოცნების” წევრი, დეპუტატი ტიტე აროშიძე და ბიოლოგიის დოქტორი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლორა და ფაუნას” დამფუძნებელი არჩილ გუჩმანიძე. რექტორს 11 წევრიანი აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით აირჩევს. ასარჩევად კი საჭიროა 6 წევრის მხარდაჭერა. სტუდენტების თქმით, აკადემიურ საბჭოში ,,ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული ადამიანები არიან. ისინი აროშიძის მოსალოდნელ არჩევას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ მისი რექტორობა უნივერსიტეტში ,,ქართული ოცნების” დიქტატურის დამყარებას ნიშნავს.
მეტი...თბილისში ერთ კვირაზე მეტია დაკარგულ ახალგაზრდას ეძებენ
თბილისში ერთ კვირაზე მეტია დაკარგულ ახალგაზრდას ეძებენ. 37 წლის ლევან ჯანგულაშვილი ბოლოს 12 იანვარს საღამოს 7 საათზე გოძიაშვილის ქუჩაზე ნახეს, ამის შემდეგ კი მისი კვალი არ ჩანს. ახლობლების ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიციაც, თუმცა უშედეგოდ. ოჯახი დახმარებას საზოგადოებას სთხოვს. ინფორმაციის შემთხვევაში დარეკეთ ტელეფონის ნომერზე 555 22 03 37.
მეტი...ტრამპმა სენატს ახალი მინისტრების კანდიდატურები წარუდგინა დასამტკიცებლად
თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის კონგრესის სენატს დასამტკიცებლად ახალი მინისტრების კანდიდატურები წარუდგინა. ტრამპი საკანონმდებლო ორგანოს სთავაზობს ფინანსთა მინისტრის პოსტზე სკოტ ბესენტის კანდიდატურას, ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურების მინისტრის პოსტზე – რობერტ კენედი უმცროსს, თავდაცვის მდივნის პოსტზე – პიტ ჰეგსეტის კანდიდატურას, სახელმწიფო მდივნის პოსტზე – მარკო რუბიოს კანდიდატურას. ასევე, ტრამპი კანონმდებლებს სთავაზობს ეროვნული დაზვერვის დირექტორის პოსტზე ტულსი გაბარდი დაინიშნოს, ხოლო ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ჯონ რეტკლიფი უხელმძღვანელებს. აშშ-ის ელჩი გაეროში ელის სტეფანიკი იქნება. ბიუჯეტის გადანაწილების სამმართველოს დირექტორი – რასელ ვოუთი. გენერალური პროკურორის თანამდებობაზე პამელა ბონდის კანდიდატურაა წარდგენილი, შინაგან საქმეთა მინისტრის…
მეტი...