„მის მიერ გამოცხადებული პოლიტიკა ამერიკის ლიდერობისა და სამართლიანი მშვიდობის შესაძლებლობას იძლევა“- ზელენსკი

ვოლოდიმერ ზელენსკი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი ტრამპი ყოველთვის გადამწყვეტად მოქმედებს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის ელოდება  აქტიურ და სასარგებლო თანამშრომლობას. „მის მიერ გამოცხადებული პოლიტიკა – მშვიდობა ძალის გზით – იძლევა შესაძლებლობას, განამტკიცოს ამერიკის ლიდერობა და მიაღწიოს გრძელვადიან და სამართლიან მშვიდობას, რაც მთავარი პრიორიტეტია. ეს საუკუნე სწორედ ახლა ყალიბდება და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა ეს იყოს დიდი და წარმატებული საუკუნე დემოკრატიებისთვის და არა მათთვის, ვისაც ჩვენი მარცხი სურს. გისურვებთ წარმატებებს, პრეზიდენტო ტრამპ. ჩვენ ველოდებით აქტიურ და ორივესთვის სასარგებლო თანამშრომლობას. ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ და შეგვიძლია, უზრუნველვყოთ უფრო მეტი უსაფრთხოება, სტაბილურობა…

მეტი...

ტრამპი ომების დასრულების პირობას იძლევა

ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ამერიკის პრეზიდენტმა ინაუგურაციაზე ისაუბრა, მსოფლიო ომების დასრულებაა. „წარმატებას შევაფასებთ არა მხოლოდ ბრძოლებით, რომლებსაც მოვიგებთ, არამედ იმ ომებითაც, რომლებსაც დავამთავრებთ.  რაც მთავარია, ომებით, რომლებშიც არასდროს შევალთ“ – განაცხადა პრეზიდენტმა. მისივე თქმით ის ყველაზე საამაყო მემკვიდრეობას მშვიდობის სახით დატოვებს. „ჩვენი ძალა შეაჩერებს ყველა ომს, მოუტანს ერთიანობას  მსოფლიოს, რომელიც იყო ბოროტი, სასტიკი და სრულიად არაპროგნოზირებადი“, – განაცხადა ტრამპმა.

მეტი...

“აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან უკრაინის კონფლიქტის შესახებ დიალოგისთვის ღია ვართ”- პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს თანამდებობის დაკავება მიულოცა. ამის შესახებ განცხადება მან დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე რამდენიმე საათით ადრე გააკეთა და აღნიშნა, რომ რუსეთი აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობისთვის ღიაა. „გვესმის მისი განცხადება იმის შესახებ, რომ საჭიროა მესამე მსოფლიო ომის თავიდან აცილების მიზნით ყველაფერი გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, მსგავს დამოკიდებულებას მივესალმებით და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს თანამდებობის დაკავებას ვულოცავთ. აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან უკრაინის კონფლიქტის შესახებ დიალოგისთვის ღია ვართ. ყველაზე მნიშვნელოვანი კრიზისის ძირითადი მიზეზების აღმოფხვრაა, რის შესახებაც აქამდე არაერთხელ გვითქვამს“- აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.  

მეტი...

„ჩვენ ამას გავაკეთებთ ისე, როგორც არავის უნახავს“ – დონალდ ტრამპი

ამერიკის პრეზიდენტის მკაცრი პოლიტიკის აღსრულება დონალდ ტრამლის პირველი სამუშაო დღიდან დაიწყება. როგორც ტრამპმა ინაუგურაციაზე სიტყვთ გამოსვლისას განაცხადა, მთავრობას დღესვე მისცემს მითითებებს. „ხელმოწერილი ბრძანებებით, ჩვენ გამოვაცხადებთ კარტელებს უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციებად. 1798 წლის უცხოელ მტერთა აქტის გამოყენებით, მივცემ მითითებას ჩვენს მთავრობას, გამოიყენოს ფედერალური და შტატების სამართალდამცავი ორგანოების უზარმაზარი ძალა ყველა უცხოური ბანდისა და კრიმინალური ქსელის აღსაკვეთად.  როგორც მთავარსარდალს, არ მაქვს უფრო მაღალი პასუხისმგებლობა, ვიდრე ჩვენი ქვეყნის დაცვაა. ჩვენ ამას გავაკეთებთ ისეთ დონეზე, როგორიც არავის უნახავს“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

მეტი...

სასამართლომ ოთარ კვარაცხელია და რატი ტყემალაძე 2 200-2 200 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ოთარ კვარაცხელია და რატი ტყემალაძე სამართალდმარღვევად ცნო და ისინი 2 200-2 200 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტიელბა მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მიიღო. ოთარ კვარაცხელია და რატი ტყემალაძე 18 იანვარს, რუსთაველის გამზირის მიმდებარედ დააკავეს, მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174- პრიმა მუხლითა და 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებას ედავებოდნენ, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას, შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის დარღვევას გულისხმობს, რაც ნიღბის ტარების აკრძალვას მოიცავს.

მეტი...

„ჩვენი მთავრობა ვერ იცავს ამერიკელებს, მაგრამ, თავშესაფარს სთავაზობს საშიშ კრიმინალებს – ტრამპმა ბაიდენს „გადაუარა“

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის პოლიტიკას „მიწასთან ასწორებს“ და აცხადებს, რომ ამერიკას ჰყავს მთავრობა, რომელსაც არ შეუძლია მართოს კრიზისიც ქვეყნის შიგნითაც კი. „ის ვერ იცავს ჩვენს კანონმორჩილ ამერიკელ მოქალაქეებს, მაგრამ თავშესაფარსა და დაცვას სთავაზობს საშიშ კრიმინალებს, რომელთაგან ბევრი ციხეებიდან და ფსიქიატრიული დაწესებულებებიდანაა და უკანონოდ შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც უსაზღვრო დაფინანსებას გასცემს უცხო ქვეყნების საზღვრების დასაცავად, მაგრამ უარს ამბობს, დაიცვას ამერიკის საზღვრები ან უფრო მნიშვნელოვანი – საკუთარი ხალხი“ – განაცხადა პრეზიდენტმა ინაუგურაციის ცერემონიაზე.  

მეტი...

ტრამპი ამერიკის ემიგრანტებისგან წმედნასა და „ოქროს ხანას“ იწყებს

ამერიკის ახალი პრეზიდეტი, რომელმაც საპრეზიდენტო ფიცი უკვე დადო, იმ ძირითად რეფორმებზე საუბრობს, რომლის გატარებასაც ის იწყებს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ახლა ამერიკის ოქროს ხანა იწყება. „ჩვენი ქვეყანა კვლავ აყვავდება და მთელ მსოფლიოში პატივსაცემი გახდება. ჩვენი ყველა ქვეყანას შეშურდება და საკუთარ თავს უფლებას არ მივცემთ, რომ ჩვენით ბოროტად ისარგებლონ. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ამაყი, აყვავებული და თავისუფალი ქვეყნის შექმნა იქნება. ამერიკა მალე უფრო დიდი, ძლიერი და გამორჩეული გახდება, ვიდრე ოდესმე“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. პრეზიდენტის თქმით, მზის შუქი მთელ მსოფლიოში ანათებს და ამერიკას აქვს შანსი გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, ისე როგორც არასდროს. „ჩვენი ქვეყანა…

მეტი...

„მხოლოდ და მხოლოდ 2 სქესი არსებობს” – დონლდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ახლა ამერიკის ოქროს ხანა იწყება. მან ქვეყანაში ბევრი საკანონმდებლო ცვლილება დააანონსა. ასევე, აღნიშნა, რომ აშშ-ის კონსტიტუცია მხოლოდ ორ სქესს აღიარებს. “ჩვენ შევქმნით ისეთ საზოგადოებას, რომელიც რეალურად არ ცნობს განსხვავებულ ფერებს და მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებლობების და დამსახურების საფუძველზე სცემს ადამიანებს პატივს. კიდევ ერთხელ, აშშ-ის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ორი გენდერი – ქალი და კაცი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.    

მეტი...

„საზღვარზე საგანგებო მდგომარეობას გამოვაცხადებ“  –  ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკა

ამერიკის ახალი პრეზიდენტი პირობას იძლევა, რომ ყველაფერს გააკეთებს ქვეყნის დასაცავად და პირველი, რითაც დაიწყებს, ქვეყნის არალეგალებისა და დამნაშავეებისგან გაწმენდა იქნება. „საზღვარზე საგანგებო მდგომარეობას გამოვაცხადებ, საზღვრის კვეთის ყველა უკანონო ფაქტი შეჩერდება; მილიონიბით დამნაშავეს დავაბრუნებთ თავის ქვეყანაში. მექსიკის პოლიტიკა ყველას გახსოვთ და გავაგრძობღ ამ მიმართუ;ებით სვლას; დავასრულებ დაჭერა და შემდეგ გაშვების პრაქტიკას; მოვახდენ სამხედროების გადასროლას სამხრეთ საზღვარზე. ეს ყველაფერი მოხდება იმ ბრძანების საფუძველზე, რომელსაც ხელს მოვაწერ დღეს.  დავიცავ ქვეყანას შემოჭრისა და საფრთხეებისგან“ – განაცხადა პრეზიდენტმა ინაუგურაციის ცერემონიალზე.  

მეტი...

დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ფიცი დადო

დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ფიცი დადო და ოფიციალურად დაიკავა თანამდებობა. მან ფიცი, აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლის, ჯონ რობერტსის წინაშე დადო. ცოტა ხანში კი მისი სიტყვით გამოსვლა დაიწყება. მანამდე ფიცი დადო ვიცე-პრეზიდენტმა. საინაუგურაციო ცერემონიალუ ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობაში მიმდინარეობს. ინაუგურაციას ესწრება აშშ-ის ყველა ცოცხალი პრეზიდენტი. ისინი სათითაოდ შევიდნენ კაპიტოლიუმში, ქრონოლოგიური თანმიმდევრობით. ამასთან, მიშელ ობამა ერთადერთი ყოფილი პირველი ლედია, რომელიც არ ესწრება ინაუგურაციას.

მეტი...

„მადლობელი ვარ შესაძლებლობისთვის, რომ საქართველო ტრამპის ინაუგურაციაზე წარმოვადგინო“- ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პტრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ამბობს რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასწრება შესანიშნავი შესაძლებლობაა. „მადლობელი ვარ იმ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის, რომ საქართველო და მისი მამაცი ხალხი პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე წარმოვადგინო. მადლობელი ვარ კონგრესმენი ჯო უილსონის მაღალი დონის კონტაქტების ხელშეწყობისთვის და საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდაჭერისთვის! მაშინ, როცა მე თავისუფლებისმოყვარე საქართველოს სახელით ინაუგურაციის ცერემონიას ვესწრები, ქართველები სოლიდარობის ნიშნად თავიანთ ამერიკელ მეგობრებთან ერთად მსვლელობას აწყობენ. აშშ-ის რამდენი პარტნიორი ქვეყანა აკეთებს ამას?“- წერს ზურაბიშვილი.

მეტი...

კაპიტოლიუმის დარბაზში აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მივიდა

ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის დარბაზში აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მივიდა. მას დარბაზში მყოფი სტუმრები ტაშით შეხვდნენ. ტრამპი მეუღლეს, მელანია ტრამპს და ყოფილ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს მიესალმა. ისმოდა შეძახილები „ამერიკა“. ტრამპი, როგორც შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი ფიცს დადებს და ოფიციალურად შეუდგება ქვეყნის პირველი პირის მოვალეობის შესრულებას. მოწვეულ სტუმრებს შორის, არიან აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები და ვიცე-პრეზიდენტები.

მეტი...

ტრამპის ინაუგურაციის პარალელურად თბილისში ქართულ-ამერიკული მეგობრობის მარში მიმდინარეობს

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე ქართულ-ამერიკული მეგობრობის მარში დაიწყო.  მარშის მონაწილეებს საქართველოს, ამერიკისა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი. ისინი მსვლელობით პარლამენტის მიმართულებით მიემართებიან. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობა მნიშვნელოვანია, რაც ხელისუფლების პირობებში გაუარესდა. მარშის მონაწილეების განცხადებით, “ქართული ოცნება” ცდილობს, ამერიკასა და საქართველოს შორის 30-წლიანი მეგობრობა ჩამოშალოს. ვაშინგტონში დონალდ ტრამპის ინაუგურაციისთვის ემზადებიან. ცერემონია კაპიტოლიუმის შენობაში გაიმართება. უკვე მივიდნენ სტუმრები, მათ შორის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

მეტი...

ინაუგურაციის შემდეგ დონალდ ტრამპი მექსიკის საზღვარზე აშშ-ის ჯარების განლაგების ბრძანებას გასცემს

Fox News-ის ინფორმაციით, ინაუგურაციის შემდეგ დონალდ ტრამპი მექსიკის საზღვარზე აშშ-ის ჯარების განლაგების ბრძანებას გასცემს. გარდა ამისა, დონალდ ტრამპი მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობის გაგრძელებისა და საზღვარზე აშშ-ის ჯარების განლაგების განკარგულებას გასცემს. ასევე, ერთი-ერთი აღმასრულებელი ბრძანების თანახმად,  ტრამპი კარტელებსა და კრიმინალურ დაჯგუფებებს ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადებს.

მეტი...

“საქართველოს ისტორიაში პირველი სახალხო დამცველი ვარ, რომელიც არ იტყუება”- იოსელიანი

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის  განცხადებით, ის ერთადერთი ომბუდსმენია საქართველოს ისტორიაში, რომელიც არ იტყუება. „სისტემური ხასიათი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რომელიც თავის თავში მოიცავს სხვადასხვა ტიპის დანაშაულებს, მათ შორის წამებასაც, წამების მუქარასაც, არაადამიანურ მოპყრობასაც. 10-ზე მეტი განცხადება გავავრცელე, სადაც ვამბობ, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება პოლიციას და ხელისუფლებას, ვინც ეს ჩაიდინა და ვინც უნდა გამოიძიოს ეს საკითხი. საქართველოს ისტორიაში პირველი სახალხო დამცველი ვარ, რომელიც ყველა სოციალურ საცხოვრისშია ნამყოფი, ყველა თავშესაფარში ნამყოფია, ყველას პრობლემა იცის და ყველაფერზე ლაპარაკობს საჯაროდ და არ იტყუება“ – განაცხადა იოსელიანმა გორში, სადაც სოციალური საცხოვრისი მოინახულა.

მეტი...

“დონალდ ტრამპი მალე პრეზიდენტი იქნება და ახალი სანქციები დაწესდება”- უილსონი

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ დონალდ ტრამპის მალე პრეზიდენტი გახდება და ახალ სანქციებს დააწესებს. „ივანიშვილის სასტიკი რეჟიმის წინაშე მზია ამაღლობელის გამბედაობით აღფრთოვანებული ვარ. ქართველი ხალხი არ შეშინდება. დონალდ ტრამპი მალე პრეზიდენტი იქნება და ახალი სანქციები დაწესდება. ივანიშვილის კორუმპირებულ ხელშემწყობებს დრო ეწურებათ“ – წერს ჯო უილსონი. დონალდ ტრამპი და ჯო  ბაიდენი – ინაუგურაცია

მეტი...

დონალდ ტრამპი და ჯო  ბაიდენი – ინაუგურაცია

ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და შტატების პირველმა ლედიმ ახლად არჩეული პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის მეუღლეს უმასპინძლა. რამდენიმე საათში კი ინაუგურაციის ოფიციალური ღონისძიება დაიწყება. ცნობილია ტრამპის მკაცრი დამოკიდებულება ემიგრანტებთან და საემიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით. ცნობილია ისიც, რომ   47-ე პრეზიდენტი ყვეყნის საზღვრებს მაქსიმალურ კონტროლს უწესებს და ამ კუთხით ის 11 ბრძანების გამოცემას გეგმავს. ერთ-ერთი ინფორმაციით, მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობა გაგრძელდება და პერიმეტრზე აშშ-ის ჯარები განლაგდებიან.  

მეტი...

მარგალიტებით მდიდარი საპორტო ქალაქი სიამენი (ფოტორეპორტაჟი)

სიამენი – ეს  არის უდიდესი ქალაქი ფუძიანის პროვინციაში და მდებარეობს პროვინციის სამხრეთ ნაწილში. ეს არის  ეკონომიკური, ტურისტული და ისტორიული ქალაქი, რომელიც გამორჩეულია მუზეუმების სიმრავლითა და კულტურული სანახაობებით. ქალაქი ნავსადგური სიამენი არის საზღვაო აბრეშუმის გზის ცენტრი. ის ასევე არის ჩინეთის ოთხი სპეციალური ეკონომიკური ზონიდან ერთ-ერთი, რომლებიც პრაქტიკულად ღია იყო მსოფლიოსთვის. სიამენი კლასიფიცირდება როგორც დიდი ნავსადგურის მეტროპოლია. ქალაქი მოიცავს 1699 კვადრატულ კილომეტრს, მათ შორისაა 158 კვადრატული კილომეტრი კუნძული სიამენი და კულანკუ. 2024 წლის მაჩვენებლით, ქალაქში 5,327 მილიონი მუდმივი მცხოვრები ცხოვრობდა. როგორც ჩინეთის სხვა ქალაქებში, აქაც, აუცილებელია ტურისტულ ქუჩაზე გასეირნება, განსაკუთრებით კი საღამოს. რას…

მეტი...

ბაიდენმა რამდენიმე თანამდებობის პირი შეიწყალა, რომლებიც, შესაძლოა, ტრამპის მხრიდან დევნის რისკის ქვეშ ყოფილიყვნენ – CNN

აშშ-ის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რამდენიმე თანამდებობის პირი შეიწყალა, რომლებიც შესაძლოა, არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დევნის რისკის ქვეშ ყოფილიყვნენ. CNN-ის ინფორმაციით, ბაიდენმა შეიწყალა გაერთიანებული შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი, მარკ მილი, რომელმაც ტრამპს „ფაშისტი“ უწოდა და აშშ-ის აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი ენტონი ფაუჩი. „პრევენციულ შეწყალებაში ასევე შედიოდნენ კონგრესის წევრები, რომლებიც მუშაობდნენ კომიტეტში და კაპიტოლიუმზე 2021 წლის 6 იანვარს თავდასხმის საქმეს იძიებდნენ“, – წერს მედიასაშუალება. ბაიდენის ყველა შეწყალება მკაცრად გააკრიტიკეს ტრამპმა და მისმა მოკავშირეებმა. განცხადებაში ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ შეწყალება არ ნიშნავს დანაშაულის აღიარებას.

მეტი...

,,წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რამდენად ახლოს ვართ მესამე მსოფლიო ომთან” – ტრამპი

,,დავასრულებ ომს უკრაინაში, შევაჩერებ ქაოსს ახლო აღმოსავლეთში, თავიდან ავიცილებ მესამე მსოფლიო ომს, წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რამდენად ახლოს ვართ ამასთან”, – ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში, მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს განაცხადა. მისი თქმით, ამერიკის უკუსვლა შეჩერდება და ამერიკული ძლიერების და კეთილდღეობის დრო დაიწყება. „ჩვენ ვაპირებთ დავასრულოთ წარუმატებელი და კორუმპირებული პოლიტიკური ისტებლიშმენტის მეფობა ვაშინგტონში, წარუმატებელი ადმინისტრაცია. ჩვენ შევაჩერებთ ჩვენს საზღვრებში შემოჭრას. ჩვენ ვაპირებთ ჩვენი ნავთობის დაბრუნებას. ჩვენ ვაპირებთ გავხსნათ თხევადი ოქრო, რომელიც ჩვენს ფეხქვეშ არის. ჩვენ ვაპირებთ, დავუბრუნოთ კანონი და წესრიგი ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ ვაპირებთ აღვადგინოთ პატრიოტიზმი ჩვენს სკოლებში.…

მეტი...

აზერბაიჯანში „მაიმუნის ყვავილით” ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აზერბაიჯანში მაიმუნის ყვავილით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, პაციენტი ჰოსპიტალიზებულია. აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის 22 წლის მოქალაქე მიმდინარე წლის 2-დან 11 იანვრამდე საზღვარგარეთ ტურისტულ მოგზაურობაში იმყოფებოდა. დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში ის ბაქოს კლინიკაში სისუსტის, სიცხის, სასქესო ორგანოს ბუშტუკოვანი გამონაყარის, გადიდებული ლიმფური კვანძების და კუნთების ტკივილის ჩივილით მივიდა. „ინფექციონისტმა, რომელიც ეჭვობდა, რომ პაციენტი დაინფიცირდა მაიმუნის ვირუსით, ანამნეზის დროს აღმოაჩინა, რომ მოგზაურობის დროს პაციენტს ჰქონდა შეხება ადამიანთან, რომელსაც გამონაყარი ჰქონდა. სიმპტომების არსებობა ლაბორატორიული ანალიზის ჩატარების საფუძველი გახდა. PCR ტესტის შედეგებმა მაიმუნის ვირუსის არსებობა დაადასტურა”, – წერს SOVA. „ეხო კავკაზას” ინფორმაციით, პაციენტი ჰოსპიტალიზებულია და…

მეტი...

„ბრიტანული მართლმსაჯულება მოშლილია“ – ილონ მასკი

ილონ მასკი სოციალურ ქსელში დიდ ბრიტანეთში მართლმსაჯულების კუთხით არსებულ პრობლემებზე წერს. ,,ბრიტანული მართლმსაჯულება მოშლილია”, – წერს მილიარდერი და ცნობილი ავსტრალიელი ბლოგერის მიმართვას აზიარებს, სადაც წერია, რომ გაერთიანებული სამეფოს პოლიციამ ვერ შეძლო ეთნიკური წარმომავლობის კრიმინალების დევნა ,,რასისტის” იარლიყის შიშით. პოსტში აღნიშნულია, რომ ,,უცნობი” ეთნიკური წარმომავლობის მქონე მოძალადეების მიერ ჩადენილ დანაშაულთა რაოდენობა 2024 წელს, 2010 წლის მონაცემებთან შედარებით გაორმაგებულია და 30%-ს შეადგენს. თითქმის სამჯერ გაიზარდა ამავე კატეგორიის კრიმინალების მიერ ჩადენილი ძარცვის შემთხვევები.

მეტი...

უმარ ნურმაგომედოვის პირველი კომენტარი, მერაბ დვალიშვილთან დამარცხების შემდეგ

უმარ ნურმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილთან გამართულ ორთაბრძოლაზე ისაუბრა, რომელიც მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დათმო. როგორც მან განაცხადა, ქართველ მებრძოლს არ უნდა მოეგო. „ვფიქრობ, პირველი სამი რაუნდი მოვიგე, ბოლო ორი კი ახლოს იყო და არ მგონია, რომ დავმარცხდი. პირველი რაუნდის შემდეგ, დარტყმა მიჭირდა, რადგან მგონი, ხელი მოვიტეხე და ამან ჩხუბზე გავლენა იქონია. მადლობა ღმერთს. ამ ორთაბრძოლის ვიდეოს უნდა ვუყურო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მგონია, არ წამიგია. მსაჯების გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები, მაგრამ ვიდეოს ნახვა მინდა. მერაბს არაფრით გავუკვირვებივარ. ვიცოდი, რომ რთული მეტოქე იქნებოდა და რასაც არ ველოდებოდი იყო ის, რომ პირველ რაუნდში ხელი მოვიტეხე“,…

მეტი...

,,გავასაჯაროვებთ ჩანაწერებს, რომლებიც ეხება ჯონ კენედის, რობერტ კენედისა და მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობებს” – ტრამპი

,,ვაპირებთ, გავასაჯაროოთ ჩანაწერები, რომლებიც ეხება ჯონ კენედის, რობერტ კენედისა და მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობებს”, – აღნიშნულის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ვაშინგტონში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს განაცხადა. „ჩვენ ვაპირებთ, გავასაჯაროოთ დარჩენილი ჩანაწერები, რომლებიც ეხება პრეზიდენტ ჯონ კენედის, მისი ძმის, რობერტ კენედის, ასევე დოქტორ მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობებს და ჩვენთვის დიდი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სხვა თემებს. ეს ყველაფერი გასაჯაროვდება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

მეტი...

,,ტყვია ჯერ გოგონას დედას მოხვდა, შემდეგ კი მის კისერში გაიჭედა” – ექიმმა 3 წლის გოგონა გადაარჩინა

ექიმმა 3 წლის პალესტინელი გოგონა გადაარჩინა. როგორც BBC-ი წერს, ,,ტყვია ჯერ გოგონას დედას მოხვდა, შემდეგ კი მის კისერში გაიჭედა”. ექიმმა დევიდ ანდერსონმა რუტლენდიდან, როგორც დიდი ბრიტანეთის მთავრობის ჰუმანიტარული დახმარების წარმომადგენელმა, ომის შედეგად განადგურებულ ღაზაში გასულ წელს ექვსი თვე გაატარა. მისი თქმით, ის ვერასდროს წარმოიდგენდა ომის საშინელებებს, რომელსაც ღაზაში შეესწრო.

მეტი...

,,პრობლემების გადაჭრა ამგვარად არ ხდება” – რომის პაპი

„თუ ეს სიმართლეა, ეს იქნება სირცხვილი“, – ასე ეხმაურება რომის პაპი ფრანცისკე აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გეგმას მიგრანტების მასობრივ დეპორტაციასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამგვარი გადაწყვეტილებები „საწყალ, უბედურ ადამიანებს შეეხებათ“. ფრანცისკეს განცხადებით, პრობლემების გადაჭრა ამგვარად არ ხდება. ცნობისთვის, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების გადმობარებისთანავე ის აშშ-ში არალეგალურად მყოფი მიგრანტების მასობრივ დეპორტაციებს გეგმავს.

მეტი...

აქციაზე დაკავებულ ფრიდონ ბუბუტეიშვილს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე, პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის დაზიანებაში ბრალდებულ 20 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ზვიად შარაძემ მიიღო. პროკურატურა ბუბუტეიშვილს პარლამენტის ჭიშკრის დაზიანებასა და მეხანძრე-მაშველისთვის ქვის სროლას ედავებოდა. პროკურატურამ ფრიდონ ბუბუტეიშვილისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე, ამ ეტაპზე, უარი თქვა.

მეტი...

,,ყურადღებით ვარკვირდებით აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების სასამართლო პროცესებს” – გერმანიის საელჩო

„გერმანიის საელჩო ყურადღებით აკვირდება დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმდინარე აქტუალურ სასამართლო პროცესებს, მათ შორის, ავთანდილ კუჭავასა და დავით გოგილაშვილის წინააღმდეგ”, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული. ,,თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ მათ სასამართლო პროცესებს გასულ კვირას ჩვენს ევროპელ, ამერიკელ და ბრიტანელ პარტნიორებთან ერთად დავესწარით. ამასთან განსაკუთრებით ვაქცევთ ყურადღებას, დაცული არის თუ არა სასამართლოში სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები. დაკავებულებს ბრალად ედებათ სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობა. ბევრი მათგანი პროტესტების დროს პოლიციის გადამეტებული ძალადობის მსხვერპლიც გახდა. იმ ადამიანების მიზანმიმართული დევნა, რომლებიც თავიანთ ძირითად უფლებებს იცავენ, აზიანებს დემოკრატიას, სასამართლო სისტემასა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს საქართველოში”, –…

მეტი...

Tesla მზადაა ჩინეთთან თანამშრომლობაზე –  მასკისა და ჩინეთის ვიცე პრეზიდენტის შეხვედრა

ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი, ბიზნეს საზოგადოებასთან შეხვედრის შემდეგ, Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორს ელონ მასკს შეხვდა. მან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ Telsa-ს შეუძლია  გამოიყენოს შესაძლებლობა, გაიზიაროს ჩინეთის განვითარების სარგებელი და შეიტანოს დიდი წვლილი ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მჭიდრო ეკონომიკურ და სავაჭრო კავშირებში. როგორც შეხვედრაზოს მასკმა აღნიშნა, ტესლა მზადაა გააღრმავოს ინვესტიციები და თანამშრომლობა ჩინეთთან და პოზიტიური როლი ითამაშოს აშშ-ჩინეთის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთქმედების ხელშეწყობაში. „ეკონომიკური და სავაჭრო კავშირები ძალიან მნიშვნელოვანია როგორც შეერთებული შტატებისთვის, ასევე ჩინეთისთვის. ჩინეთის გავლენა საერთაშორისო საქმეებზე იზრდება და შეერთებული შტატები მზადაა განავითაროს პროდუქტიული ურთიერთობა…

მეტი...

მზია ამაღლობელი შიმშილობს – უფლებადამცველების თქმით, მას 1 კვირაა საკვები არ მიუღია

,,ბათუმელებისა” და ,,ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი შიმშილობს. უფლებადამცველებმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ჟურნალისტს დაკავების შემდეგ, 1 კვირაა საკვები არ მიუღია. „ფაქტი, რის გამოც დღეს ბრალდებული ვარ, შედეგია იმ რეპრესიული, მოღალატეობრივი, ძალადობრივი, ადამიანის, სიტყვის და გამოხატვის წინააღმდეგ მიმართული პროცესების, რომელიც ბოლო ერთი წელია ვითარდება და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ფეხს იკიდებს, როგორც დიქტატურა. არ ვაპირებ მივიღო რეჟიმის დღის წესრიგი. ვშიმშილობ. სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა. ჩემს მოცემულობაში ნებისმიერი ის მოქალაქე შეიძლება აღმოჩნდეს, ვისაც დემოკრატიულ, სამართლიან, ევროპულ, რუსული გავლენებისგან თავისუფალ საქართველოში უნდა ცხოვრება. იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის. იბრძოლეთ ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ, ქვეყანაში…

მეტი...

,,სევდიანი დილაა მოსკოვის, თეირანის, პეკინის, ფხენიანის, კარაკასისა და თბილისის დიქტატორებისთვის” – უილსონი

,,სევდიანი დილაა მოსკოვის, თეირანის, პეკინის, ფხენიანის, კარაკასისა და თბილისის დიქტატორებისთვის, დონალდ ტრამპი დაბრუნდა”, – წერს აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და კონგრესმენი, ჯო უილსონი X-ზე. ,,სევდიანი დილაა მოსკოვის, თეირანის, პეკინის, ფხენიანის, კარაკასისა და თბილისის დიქტატორებისთვის. დონალდ ტრამპი დაბრუნდა! ამერიკა კვლავ დიდებული გახდება. მშვიდობა ძალის მეშვეობით”, – წერს უილსონი.

მეტი...

,,ბიძინა ივანიშვილმა თავის დროზე გადადო საკუთარი თავი სამშობლოსთვის” – მამუკა მდინარაძე

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა „დიფ სთეითზე“ დეტალურად ისაუბრა, მისი დასჯა და შანტაჟი გადაწყვიტეს მეორე შვეიცარული ბანკის რეპუტაციის განადგურების ხარჯზე. „ეს არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, არამედ საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული, რადგან წმინდა წყლის პოლიტიკური შანტაჟია. მას შემდეგ, რაც ბატონმა ბიძინამ ისაუბრა „დიფ სთეითზე“, უფრო ღრმად შევიდა ამ თემაში, გაშალა ეს თემა, ქართული და არა მხოლოდ ქართული საზოგადოებისთვის ბევრი დამატებითი დეტალი გახადა ცნობილი, გადაწყვიტეს, უკვე მეორე შვეიცარული ბანკის რეპუტაცია არაფრად ჩაეგდოთ, გაენადგურებინათ, ოღონდ დასაჯონ საქართველო, დასაჯონ ბიძინა ივანიშვილი და პოლიტიკური შანტაჟი მოუწყონ საქართველოსაც…

მეტი...

დმანისის გზაზე პოლიციის მანქანა ამობრუნდა – არიან დაშავებულები

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საპატრულო პოლიციის მანქანა ამობრუნდა. შემთხვევა დმანისის გზაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. შემთხვევის შედეგად 3 პოლიციელი დაშავდა, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს.

მეტი...

,,მივესალმებით იმ მესიჯებს, რომლებსაც ტრამპის გუნდისგან ვისმენთ” – კახა კალაძე

„პირველ რიგში, ტრამპის გუნდს სურს „დიფ სთეითის“ დამარცხება, რაც არა მხოლოდ აშშ-ისთვის, არამედ მსოფლიოსთვის ბევრ რამეს შეცვლის“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ არის მოლოდინი, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გადაიტვირთება. „ძალიან მნიშვნელოვანია დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება. იცით, რომ დღეს გაიმართება ინაუგურაცია. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მთლიანად მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა. არაერთხელ გამოვთქვით მზაობა, რომ ვიყოთ აშშ-ის კარგი მეგობრები, ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობა, მეგობრობა და მივესალმებით იმ მესიჯებს, რომლებსაც ტრამპის გუნდისგან ვისმენთ. რასაც თავად ამბობენ, პირველ…

მეტი...

რაზე ისაუბრა ჩინეთის ვიცე პრეზიდეტმა და აშშ-ის ბიზნეს სექტორმა?!

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი აშშ-ში ბიზნესმენებსა და Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორს ელონ მასკს შეხვდა. შეხვედრა აშშ-ისს ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებთან, აშშ-ჩინეთის ბიზნეს საბჭოსა და აშშ-ს სავაჭრო პალატის  წევრებთან შედგა. როგორც ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტმა ხანმა შეხვედრაზე აღნიშნა,  ორ ქვეყანას აქვს ფართო საერთო ინტერესები და თანამშრომლობის ფართო სივრცე. „ორმხრივი ურთიერთობის ადრეული დაწყება და მისი სტაბილური ზრდა ემსახურება ორი ქვეყნის ხალხის საერთო კეთილდღეობას და აკმაყოფილებს საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინს. აშშ-ის ბიზნეს საზოგადოება იყო ჩინეთ-აშშ-ის მხარდამჭერი ხერხემალი. ასევე, ის არის ჩინეთ-აშშ-ის ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობისა და ჩინეთის რეფორმისა და გახსნის მონაწილე, მოწმე, კონტრიბუტორი და ბენეფიციარი. ჩინეთი დარჩება…

მეტი...

,,თუ სხვების დროშებს ვაფრიალებთ, რომელ კავშირშიც არ უნდა შევიდეთ, ვიქნებით საბჭოთა კავშირში” – შალვა პაპუაშვილი

,,მანამ სანამ ვიმოქმედებთ ეროვნული და არა უცხოური ინტერესებით, საკუთარი ხალხის და არა სხვათა დაკვეთით, საქართველო ივლის წინ. ხოლო თუ სხვების დროშებს ვაფრიალებთ, რომელ კავშირშიც არ უნდა შევიდეთ, ვიქნებით საბჭოთა კავშირში”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს. ,,საქართველო მსოფლიოს ლიდერია ეკონომიკური ზრდის ტემპით. ვუსწრებთ ევროკავშირსაც და მის კანდიდატებსაც. მსოფლიოში ჩვენზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მხოლოდ ორ ქვეყანას, მათ შორის, სამხრეთამერიკულ გაიანას აქვს (43%), ისიც იმიტომ, რომ იქ ახლახან ნავთობი აღმოაჩინეს. თუმცა, ეს არ იქნებოდა, ჩვენ რომ: დავთანხმებოდით ზელენსკის, რომელიც მოხალისეების ოფიციალურად გაგზავნას მოითხოვდა, რაც ომის მონაწილე მხარედ გვაქცევდა; უკან…

მეტი...