ჩოხატაურში ავტოსაგზაო შემთხვევას ექიმი ემსხვერპლა

ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში. გავრცელებული ინფორმაციით, უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. „მეუღლესთან ერთად მოდიოდა, საჭესთან მეუღლე იჯდა. მანქანა მოცურებულა და ხეს შეჯახებია. ექიმი უმძიმესი მდგომარეობით კლინიკაში გადაუყვანიათ, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მისი მეუღლე კი ინფარქტით და ფილტვის დაზიანებით ქუთაისში გადაიყვანეს“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

მეტი...

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. პარალელურად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც მიმდინარეობს საპროტესტო აქციები. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნაა დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ დაკავებული მოქალაქეები.  

მეტი...

“ჩვენ არ გავჩერდებით და არ დავნებდებით – სანამ ყველა არ დაბრუნდება” – ისრაელის ელჩი საქართველოში

საქართველოში ისრაელის ელჩი, ჰადას მეიცადი  ეხმაურება „ჰამასის“ მიერ ისრაელელი მძევლების გათავისუფლებას. “რამდენი ხანი ველოდით და ვლოცულობდით ამ წამისთვის. მადლობა რომ დაბრუნდით. როგორი ემოციური და ძალის მომცემი დღეა. ჩვენ ყველა განვიცდით ემოციების სრულ სპექტრს – ცრემლები ეკრანების წინ, დაუსრულებელი მოლოდინი, დიდი იმედი და ღრმა შეშფოთება მათ მიმართ, ვინც ჯერ არ დაბრუნებულა. ჩვენ არ გავჩერდებით და არ დავნებდებით – სანამ ყველა არ დაბრუნდება” – წერს ელჩი „ფეისბუქზე“.

მეტი...

“მენეჯმენტმა პარტიულ ტელევიზიად აქცია”- აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან

საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია გამართეს. მათი მოთხოვნა უცვლელია, ისინი საზოგადოებრივ მაუწყებელს ეთერის დათმობას სთხოვენ. კონსტიტუციონალისტის, ვახუშტი მენაბდის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი პარტიულ ტელევიზიად აქცია. “ჩვენი მთავარი სათქმელი არის ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკუთვნის ხალხს. მენეჯმენტმა, ის ფაქტობრივად, პარტიულ ტელევიზიად აქცია და არ აკმაყოფილებს ელემენტარულ მოთხოვნებს. კერძოდ, ის შეთანხმება, რაც შედგა, რომ ყოფილიყო საზოგადოების წარმომადგენელი ყოველ დღე ეთერში, ახალი წლიდან აღარ სრულდება” – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

მეტი...

“ჩართე სამართალი”- პარლამენტამდე აქცია-მსვლელობას მართავენ

მოხალისეთა და საქველმოქმედო პროექტების მხარდამჭერები პარლამენტამდე აქცია-მსვლელობას მართავენ. მარშის მონაწილეებს თან აქვთ ტრანსფარენტები წარწერებით: “ჩართე სამართალი”, “თქვენ წაგვართვით, სამოქალაქო საზოგადოება დაიბრუნებს!”, “არ დავიღლებით”, “ სანამ თქვენ ოცნებობდით, ჩვენ ვაკეთებდით”. როგორც ისინი აცხადებენ „ქართული ოცნების“ მიერ 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადება, აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ქვეყნის და ხალხის მისწრაფებას იყოს დიდი ევროპული ოჯახის წევრი.

მეტი...

მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული  შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 613 მსჯავრდებული  შეიწყალა. „საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს. გამოჩენილი ჰუმანური დამოკიდებულებით, შეწყალებულ პირებს შესაძლებლობა მიეცათ, დაუბრუნდნენ ოჯახებს და კვლავ იქცნენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად“- აღნიშნულია პრეზიდენტის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

ნიგერიაში საწვავის გადამზიდი მანქანა აფეთქდა – დაღუპულია 77 ადამიანი

ნიგერიაში სატვირთო საწვავის გადამზიდი მანქანა აფეთქდა. შემთხვევას 77 ადამიანი ემსხვერპლა, 25 კი დაშავდა. ავარიის შედეგად, სატვირთო მანქანა გადაბრუნდა და გზაზე საწვავი დაღვარა, რამაც  სატვირთო მანქანის  აფეთქება გამოიწვია. დაზარალებულებს შორის არიან მაშველებიც. საწვავის გადამზიდი მანქანების აფეთქებები ნიგერიაში ხშირია. გამომწვევ მიზეზად, ძირითადად, დაზიანებული გზები და გაუმართავი ტრანსპორტი სახელდება.  

მეტი...

„უკრაინისთვის შორ მანძილზე დარტყმის მეტი შესაძლებლობები ნიშნავს გარანტიებს, რუსეთის ომი შეჩერების“- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ Patriot-ის მეტი სისტემა უკრაინისთვის სიცოცხლის მეტ დაცვას ნიშნავს. მისივე ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა, მხოლოდ ამ კვირაში 33 რაკეტა და 311 თავდასხმის დრონი ჩამოაგდეს. „რუსეთის არმიამ, გასული კვირის განმავლობაში, საერთო ჯამში, დაახლოებით 550 დრონი, სხვადასხვა ტიპის 60-მდე რაკეტა და 660-ზე მეტი საავიაციო ბომბი გაუშვა. Patriot-ის მეტი სისტემა უკრაინისთვის სიცოცხლის მეტ დაცვას ნიშნავს. უკრაინისთვის შორ მანძილზე დარტყმის მეტი შესაძლებლობები ნიშნავს უფრო ძლიერ გარანტიებს, რომ რუსეთის ომი შეიძლება შეჩერდეს“ – აღნიშნა ზელენსკიმ.  

მეტი...

“აშშ-ის მომავალ ადმინისტრაციას ესმის, რომ “ქართული ოცნების” მთავრობა დისკრედიტებულია“- ჯონ ჰერბსტი

“ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის ცენტრის დირექტორმა ჯონ ჰერბსტმა საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, ხედავს ერთგვარ დაჩოქებას, მოსკოვის მოთხოვნებისა, თუ პოზიციების მიმართ. მან ასევე ისაუბრა, ვაშინგტონში დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე და მასში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის  მონაწილეობაზე. „ეს იმაზე მეტყველებს, რომ მომავალ ადმინისტრაციას, ისევე როგორც მიმავალ ადმინისტრაციას, ესმის, რომ “ქართული ოცნების” მთავრობა დისკრედიტებულია“- განაცხადა ჰერბსტსმა. ამასთან, მან უაპსუხა კითხვას, თუ არაღიარების აქტი პრეზიდენტ ტრამპის მაგიდაზე მოხვდება და ამოქმედდება, როგორი იქნება ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები ამის შემდეგ. მისი თქმით, ურთიერთობები ალბათ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. „ამერიკა- საქართველოს ურთიერთობები სტაბილურად არასწორი მიმართულებით მიდის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. გარდა…

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევას გარდაბანში მსხვერლი მოჰყვა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დიღუპა 20 წლამდე ბიჭი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა 2 დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა.

მეტი...

“როდესაც იოანემ მონათლა იესო, მაშინ „ცანი გაიხსნა”- მეუფე შიოს ქადაგება

პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) მრევლს ნათლისღება მიულოცა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. “უფალი იესო ქრისტე მიდის მდინარე იორდანეზე იოანე ნათლისმცემელთან, რომელიც იქ მონანულ ცოდვილებს ნათლავდა წყლით. მაცხოვარს ცოდვები არ ჰქონია, მაგრამ როგორც თავად გვამცნობს, ის მიდის იოანესთან, რათა „აღასრულოს ყოველი სიმართლე“. თავდაპირველად ნათლისმცემელი თითქოს შეაჩერებს მას და ეტყვის: „მე მმართებს, ნათელი მივიღო შენგან და შენ ჩემთან მოდიხარ?“ (მათე 3, 13-15), მაგრამ შემდეგ დაუთმობს უფალს და განსაკუთრებული მნიშვნელობის სიტყვებს წარმოთქვამს: „აჰა, ტარიგი ღვთისა, რომელიც იტვირთავს ქვეყნის ცოდვებს“ (იოანე 1, 29). რას ნიშნავს იოანე ნათლისმცემლის ეს…

მეტი...

ისრაელის უშიშროების მინისტრმა, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის გამო პროტესტის ნიშნად, თანამდებობა დატოვა

„ჰამასთან“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ამოქმედების გამო, პროტესტის ნიშნად, მთავრობას ტოვებს „ებრაული ძალის“ ლიდერი და ეროვნული უშიშროების მინისტრი. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. მიტამარ ბენ-გვირმა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ არ იმოქმედებს მთავრობის დამხობაზე, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება “ტერორიზმის სრული გამარჯვებაა”. შეგახსენებთ, ბენ-გვირი დიდი ხანია აცხადებს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების წინააღმდეგია და რომ ისსრაელმა „ჰამასის“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია უნდა გააგრძელოს.

მეტი...

პალესტინელებმა ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ სახლებში დაბრუნება დაიწყეს

ღაზას სექტორში, ათასობით იძულებით გადაადგილებულმა მოქალქემ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, საკუთარ სახლებში დაბრუნება დაიწყო. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გაერო-ს პალესტინის ლტოლვილთა სააგენტოს განცხადებით, საკვებით დატვირთული ათასობით სატვირთო მანქანა ღაზაში შესვლას ელოდება, რასაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ითვალისწინებს. “დახმარებით დატვირთული 4 000 სატვირთო მანქანა მზადაა ღაზაში შესასვლელად – მათგან ნახევარი საკვებითა და ფქვილითაა დატვირთული” – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში. ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს ავტომობილებისა და ხალხის გრძელი რიგები.

მეტი...

“ნუ ვივლით ბალტიისპირეთის, პოლონეთისა და გერმანიის დეპუტატების ჭკუაზე”- მეუფე იაკობი

“ევროპას ვეუბნები, მიმიღე და რუსეთივით ნუ მექცევი”- განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა. მეუფე საზოგადოებას მოუწოდებს, ნუ ივლიან სხვა ქვეყნის დეპუტატების ჭკუაზე. “ევროპას ვეუბნები, მიმიღე და რუსეთივით ნუ მექცევი. თუ რუსეთზე ვთქვი უარი, არ მინდა შენზე ვთქვა უარი. რამეს მაძლევ? 5 მილიარდისას ჩვენგან ყიდულობენ და 16 მილიარდისას ჩვენ ვყიდულობთ. რამე გრანტს თუ გვაძლევენ, გვამადლიან? მაგაზეც დაფიქრდით… ნუ ვივლით ბალტიისპირეთის, პოლონეთისა და გერმანიის დეპუტატების ჭკუაზე. ერთმანეთი შევიყვაროთ და ერთმანეთი დავაფასოთ”- აღნიშნა მეუფე იაკობმა.  

მეტი...

“ქართველი კაცი ყოველთვის დედის რძით იკვებებოდა და 2003-ში ივანოვის რძით გამოიკვებნენ”- მეუფე იაკობი

ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა იაკობმა, განაცხადა რომ ქართველი კაცი ყოველთვის დედის რძით იკვებებოდა. მეუფე ამბობს, რომ კონკრეტული ადამიანები 2003  წლიდან იავნოვის რძით გამოიკვებნენ, რაც მისივე სიტყვებით, დღეს ბუნდესტაგის დეპუტატით, მიხელ როთით შეიცვალა. “შეიცვალა სიტუაცია, გავხდით დამოუკიდებლები და დაგვაპირისპირეს რუსებმა, მოხდა ძმათამკვლელი ომი და ისევ ჩაერია რუსეთი და მივიღეთ შევარდნაძე. შემდეგ უკვე კარგად გახსოვთ 2003 წელი, იქაც არჩევნების საბაბით შეიცვალა ხელისუფლება და რა მოხდა… ქართველი კაცი ყოველთვის დედის რძით იკვებებოდა და 2003-ში ივანოვის რძით გამოიკვებნენ და ივანოვის რძე აქვთ ტუჩებზე შეუმშრალი, დღეს ივანოვი როთმა შეცვალა, ვთქვათ ხომ, რეალობა მაგია” – განაცხადა ქადაგების…

მეტი...

ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში დაგეგმილზე სამი საათით გვიან შევიდა

ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში დაგეგმილზე სამი საათით გვიან შევიდა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ცეცხლი მას შემდეგ შეწყდა, რაც „ჰამასმა“ დაასახელა პირველი სამი ისრაელელი მძევალი, რომლის გათავისუფლებასაც დღეს აპირებს. ცეცხლის შეწყვეტა დღეს, თბილისის დროით 10:30 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა „ჰამასმა“ ისრაელს გასათავისუფლებელი მძევლების სია დროულად ვერ მიაწოდა, რის გამოც შეთანხმება 3 საათით გადაიდო.

მეტი...

ომბუდსმენის რწმუნებულებმა, ადმინისტრაციული წესით დაკავებული 9 ადამიანი მოინახულეს

გასული ღამის განმავლობაში და დღეს, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა, ადმინისტრაციული წესით დაკავებული 9 ადამიანი მოინახულეს. ამის შესახებ ინფორმაცის სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, დაკავებულთა ნაწილი პოლიციის მხრიდან არაეთიკურ მიმართვასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მიუთითებდა, ხოლო ორმა მათგანმა პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებასა და არასათანადო მოპყრობის შესახებ განაცხადა.

მეტი...

გორში საპროტესტო აქცია გაიმართა

საპროტესტო აქცია გაიმართა გორში. მოქალაქეები შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის შენობასთან შეიკრიბნენ. ისინი აქციი დროს დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. მიტანილი ჰქონდათ საქართველოს და ევროკავშირის დროშები, ამასთან, ბანერები წარწერით: „გორი არ აღიარებს გაყალბებულ არჩევნებს“, „თავისუფლება ივანიშვილის ტყვეებს“. „ჩვენი აქციის ძირითადი მიზანია პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რომლებიც იმისთვის დააკავეს, რომ სამშობლოსთვის იბრძვიან“, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. საპროტესტო აქცია გაიმართა ბათუმშიც, სადაც ჟურნალისტის მზია ამაღლობელის გათავისუფლება მოითხოვეს.

მეტი...

“ჰამასმა“ გაასაჯაროვა სამი მძევლის ვინაობა, რომლებიც პირველები გათავისუფლდებიან

„ჰამასის” მაღალჩინოსნის განცხადებით, ისრაელს იმ მძევლების სია გაუგზავნეს, რომელთა გათავისუფლება დღეს იგეგმება. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ისრაელელმა ჩინოვნიკმა საზოგადოებრივ მაუწყებელ Kan-ს განუცხადა, რომ „ჰამასმა“ შუამავლებს სამი ქალი მძევლის სახელი და გვარები გადასცა. მოგვიანებით, „ჰამასმა“ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ დღეს რომი გონენს, ემილი დამარისა და დორონ შტაინბრეჩერს გაათავისუფლებენ.

მეტი...

რუსულმა მხარემ ზაპოროჟიეზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა – არის მსხვერპლი

რუსულმა მხარემ ზაპოროჟიეზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. უკრაინული მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ადმინისტრაციული შენობა და ავტომობილები. ნანგრევებიდან ერთი დაღუპული ამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, მათი ნაწილი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.  

მეტი...

„ჯოჯოხეთი დატრიალდება, თუ ისრაელი და „ჰამასი“ შეთანხმებას არ დაიცავენ“ – ტრამპი

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის დასრულების აუცილებლობაზე ისაუბრა. ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდა „განაგრძოს იმის კეთება, რაც საჭიროა, რომ გაკეთდეს“. დონალდ ტრამპის თქმით, „ჯოჯოხეთი დატრიალდება“, თუ მხარეები ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმებას არ დაიცავენ. „ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კვლავ უნდა მოიპოვოს პატივისცემა, და ეს სწრაფად უნდა მოხდეს. ისინი თუ პატივს სცემენ ჩვენს ქვეყანას, შეთანხმება შესრულდება. თუ არა – ჯოჯოხეთი დატრიალდება“, – დასძინა დონალდ ტრამპმა.

მეტი...

წყლის კურთხევა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წყალი აკურთხეს. მართლმადიდებლები ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულს ნათლისღებას ზეიმობენ. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში წყლის კურთხევის ცერემონიალი ტარდება. ქრისტიანულ სამყაროში ამ დღიდან იღებს სათავეს პირველი საეკლესიო საიდუმლო, ნათლობის წესი.

მეტი...

აშშ-ში TikTok- ი გაითიშა

შეერთებულ შტატებში ამოქმედდა კანონი, რომელიც TikTok-ს კრძალავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროისთვის მის გამოყენებას ვერ შეძლებენ. “ჩვენდა საბედნიეროდ, პრეზიდენტმა ტრამპმა მიუთითა, რომ ის ჩვენთან ერთად იმუშავებს TikTok-ის აღდგენის გადაწყვეტაზე, როგორც კი თანამდებობას დაიკავებს“ – აღნიშნულია შეტყობინებაში, რომელიც მომხმარებლებმა მიიღეს. აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თანამდებობის ოფიციალურად დაკავების შემდეგ TikTok-ის აკრძალვას, დიდი ალბათობით, 90-დღით გადაავადებს. ჯო ბაიდენმა აპრილში ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც TikTok-ის მფლობელ ჩინურ კომპანია ByteDance-ს პლატფორმა არაჩინური კომპანიისთვის უნდა მიეყიდა, ან აპლიკაცია აშშ-ში 2025 წლის დასაწყისიდან უნდა აკრძალულიყო.

მეტი...

„ჰამასის“ მტკიცებით, მძევლების სიის ისრაელისთვის გაგზავნა ტექნიკური მიზეზების გამო ვერ ხერხდება

დაჯგუფება „ჰამასის“ მტკიცებით, დღეს გასათავისუფლებელი მძევლების სიის ისრაელისთვის გაგზავნა ტექნიკური მიზეზების გამო ვერ ხერხდება. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. „ჰამასის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ “ადასტურებენ ერთგულებას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებისადმი”. მანამდე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ ამოქმედდება, სანამ ისრაელი არ მიიღებს იმ სამი მძევლის სიას, რომელიც “ჰამასმა“ დღეს უნდა გაათავისუფლოს. ისრაელი ღაზას სექტორში დარტყმებს აგრძელებს

მეტი...

ისრაელი ღაზას სექტორში დარტყმებს აგრძელებს

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ღაზას სექტორში დარტყმებს აგრძელებენ, რადგან „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს არ ასრულებს. „დღეს დილის მდგომარეობით, „ჰამასი“ არ ასრულებს თავის ვალდებულებებს და, შეთანხმების საწინააღმდეგოდ, ისრაელს არ მიაწოდა გასათავისუფლებელი მძევლების სია. პრემიერ-მინისტრის მითითების თანახმად, ცეცხლის შეწყვეტა ძალაში არ შევა მანამ, სანამ „ჰამასი“ თავის ვალდებულებებს არ შეასრულებს. ისრაელის თავდაცვის ძალები აგრძელებს დარტყმებს ღაზაში მანამ, სანამ „ჰამასი“ არ შეასრულებს თავის ვალდებულებებს შეთანხმებასთან დაკავშირებით“ – აღნიშნა ჰაგარიმ. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ ამოქმედდება, სანამ ისრაელი არ მიიღებს იმ სამი მძევლის სიას, რომელიც…

მეტი...

თბილისში და რეგიონებში საპროტესტო აქციები დღესაც გაიმართება

თბილისში და რეგიონებში საპროტესტო აქციები დღესაც გაიმართება. თბილისში, 19:00 საათზე, მოხალისეთა და საქველმოქმედო პროექტების მხარდამჭერთა მსვლელობა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება. მოქალაქეები საქართველოს პარლამენტთან შეიკრიბებიან. აქცია არის დაგეგმილი საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც. საპროტესტო აქცია19:00 საათზე, „კი ევროპას, არა რუსეთს!“ გაიმართება ქუთაისის მერიასთან. ამავე დროს არის დაგეგმილი აქცია „სამშობლოს სამსახურში!“ საკონსტიტუციო სასამართლოსთან ბათუმში. აქცია გაიმართება ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის წინ, სახელწოდებით „ბრძოლა გამარჯვებამდე“. 15:00 საათზე დაიწყება „უწყვეტი პროტესტი თელავში!“. 18:00 საათზე კი ახალციხეში, რუსთაველის ძეგლთან შეიკრიბებიან მოწოდებით – „არა რუსულ რეჟიმს!“. საქართველოში თვეზე მეტია საპრტესტო აქციები მიმდინარეობს. მოქალქეები  ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და  აქციის…

მეტი...

“ცეცხლის შეწყვეტა არ დაიწყება მანამ, სანამ ისრაელი არ მიიღებს იმ მძევლების სიას”- ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელს ჯერ კიდევ არ მიუღია იმ მძევლების სია, რომლებიც “ჰამასმა“ დღეს უნდა გაათავისუფლოს, რაც შეაფერხებს ცეცხლის შეწყვეტის დაწყებას. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. „ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაავალა ისრაელის თავდაცვის ძალებს, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ დაიწყოს მანამ, სანამ ისრაელს არ ექნება გასათავისუფლებელი მძევლების სია, რომლის მიწოდების პირობაც „ჰამასმა“ დადო“ – აღნიშნულია ისრაელის პრემიერის ოფისის განცხადებაში. ისრაელის ოფიციალური პირების თქმით, დღეს, ცეცხლის შეწყვეტის პირველ დღეს, ღაზადან სამი მძევალი ქალის გათავისუფლება იგეგმება, თუმცა „ჰამასს“ მათი ვინაობა გუშინ შუადღისთვის უნდა გამოეცხადებინა. დაჯგუფება „ჰამასის“ მტკიცებით, დღეს გასათავისუფლებელი მძევლების სიის ისრაელისთვის გაგზავნა ტექნიკური…

მეტი...

„აქციის მონაწილეების გატაცება, ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიების ახალი ვერსიაა“- ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმიანება, გავრცელებულ ინფორმაციას, რის თანახმადაც რუსთაველის გამზირდან ორი მოქალქე გაიტაცეს. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეს არის რეპრესიული რეჟიმის ახალი ვერსია. “დაუდგენელი პირების მიერ აქციის მონაწილეების გატაცება უცხოური სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილებში, ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიების ახალი ვერსიაა. მე ვარ ვაშინგტონში, რათა წარმოვადგინო ხალხის ხმა, რომლებიც ხედავენ, რომ მათ უფლებებსა და მომავალს იპარავენ!“ – წერს ზურაბიშვილი.

მეტი...

“ტრამპს ვუთხარი, რომ საქართველოს მხარდაჭერა სჭირდება”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დონალდ ტრამპს უთხრა, რომ საქართველოს დღეს მხარდაჭერა სჭირდება. “დარწმუნებული ვარ, რომ ტრამპი საქართველოს ძლიერი მოკავშირე იქნება” – აღნიშნა ზურაბიშვილმა. ჟურნალისტის კითხვაზე – რა უნდა გაიგონ ამერიკელებმა, რომლებმაც შეიძლება ბოლომდე არ იციან ეს საკითხი, იმ საქართველოს მთავრობის რისკზე, რომელიც რუსეთის, ირანისა და ჩინეთის მოკავშირეა? – ზურაბიშვილმა უპასუხა: „[რუსეთის, ირანისა და ჩინეთის მოკავშირე საქართველოს მთავრობა] შეერთებული შტატების სტრატეგიული ინტერესების მარცხს ნიშნავს კავკასიის ამ ცენტრალურ რეგიონში. და ეს მხოლოდ კავკასია არაა, ეს შავი ზღვაა. უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის მიზანი ასევე შავი ზღვაა, და რუმინეთში ან მოლდოვაში არჩევნების…

მეტი...

“მთელი მსოფლიო ჩემ წინააღდეგ იყო, ფავორიტად არ ვითვლებოდი”- დვალიშვილი გამარჯვების შემდეგ

მერაბ დვალიშვილმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა. დვალიშვილის თქმით, მსოფლიო მის წინააღმდეგ იყო და ფავორიტად არ ითვლებოდა. „მადლობა ჩემს გულშემატკივრებს და ყველა ქართველს, მიყვარხართ ქართველებო! იცით, რომ არასდროს ვჩერდები და მუდამ ვვარჯიშობ, მაგრამ როდესაც ბრძოლას 6 კვირით ადრე დავთანხმდი, ტრავმირებული ვიყავი. ფეხი მქონდა ნატკენი და ნაკერები მედო, თუმცა ვიცოდი, რომ UFC-ის ვჭირდებოდი. უმარი ძლიერი მებრძოლია. მან მე მოხუცი მიწოდა. დიახ, მოხუცი ვარ, მაგრამ ყოველდღე ვვარჯიშობ. მჯერა, რომ შრომითა და საკუთარი თავის რწმენით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია. მთელი მსოფლიო ჩემ წინააღდეგ იყო, ფავორიტად არ ვითვლებოდი, მაგრამ ეს არ მაინტერესებს, მე საკუთარი თავის რწმენა მაქვს”,…

მეტი...

„ძალიან მალე მადურო და ივანიშვილი ასადის მეზობლები გახდებიან მოსკოვში”- უილსონი

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის მდივანი, კონგრესმენი ჯო უილსონიX-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ძალიან მალეე  მადურო და ბიძინა ივანიშვილი ასადის მეზობლები გახდებიან მოსკოვში. „ძალიან მალე მადურო და ივანიშვილი ასადის მეზობლები გახდებიან მოსკოვში. მაგრამ სად აპირებენ წასვლას, როდესაც ომის დამნაშავე პუტინის ტყუილების იმპერია დაიშლება?“ – წერს უილსონი.  

მეტი...

დვალიშვილმა რუსეთის სახელით მებრძოლი უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა

მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი დაიცვა. ქართველმა მებრძოლმა რუსეთის სახელით მებრძოლი უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა. დვალიშვილმა ჩემპიონის ტიტული 2024 წლის სექტემბერში, შონ ო’მალის დამარცხებით მოიპოვა. მის ანგარიშზე MMA-ში 19 გამარჯვება და 4 მარცხია, მერაბ დვალიშვილისთვის ეს ზედიზედ მე-12 მოგება იყო. ნურმაგომედოვისთვის ეს MMA-ში პირველი მარცხი იყო, აქამდე რუსი მებრძოლის ანგარიშზე 18 გამარჯვება და 0 მარცხი იყო.

მეტი...

დღეს ნათლისღებაა

მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის 12 საეკლესიო დღესასწაულიდან ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დღესასწაული ნათლისღებაა. ამ დღეს, სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. იორდანეში შესვლით (წყალში სამგზის შთაფვლით) იესო ქრისტემ „წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა“ და დააწესა ქრისტიანული ნათლობა. ტრადიციაა ისიც, რომ საქართველოშიამ დღესასწაულს ნათლულები ულოცავენ ნათლიებს. ამ დღეს განსაკუთრებული მზადებაა ხოლმე თბილისის სამების საკათედრო ტაძარში, სადაც წყალს თავად საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე, აკურთხებს. მართლმადიდებელი ქრისტიანები გრძელ რიგში დგანან ნაკურთხი წყლის ასაღებად, შედიან ზღვაში განსაბანად და ამავე მიზნით ჩადიან გაყინულ მდინარეშიც. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დღემდე სრულდება მდინარეში მონათვლის უძველესი რიტუალიც. საქართველოს მოქმედ ტაძრებში სადღესასწაულო…

მეტი...